შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე ყვავიან შროშანები [6]


16-02-2016, 20:56
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 636

მანქანაში ჩაჯდომა შევთავაზე. მეგონა, უარს მეტყოდა, მეგონა სიფრთხილეს გამოიჩენდა. მაგრამ, არა. დამთანხმდა და ეს ჩემთვის იმდენად გასაკვირი აღმოჩნდა, სახეზე რომ არაფერი შეემჩნია, რედის მივუბრუნდი.
_რედ, შენ რომ საქმე გქონდა მარკეტში, მიდი და დაგელოდებით ჩვენ_ვუთხარი და თვალები დავხუჭე, რომ არ შემეხედა. საშინელი გაურკვევლობა ეწერა სახეზე.
_კარგი, სულ ხუთ წუთში დავბრუნდები. არ გალოდინებთ_გაგვიღიმა და შებრუნდა. როგორ მიყვარხარ, რედი. ზუსტად იცი, რომ ახლა ეს მჭირდება.
_კარგი, დავჯდეთ, ცივა_ვთქვი მე და გავუღიმე.
_უკან დავჯდები, ალბათ წინ რედის ადგილია_მიპასუხა ასევე ღიმილით და უკანა კარი გამოაღო. კარგია, ასე ნაკლები რისკია იმისა, რომ შეიძლება საჭესთან ხელი შემიშალოს. როგორც კი კარი მიიხურა, კუთვნილ ადგილას დავჯექი და ტელეფონი ამოვიღე. შეუმჩნევლად ჩავრთე ზარის მელოდია და წამსვე გამოვრთე, მერე კი ყურთან მივიდე ტელეფონი.
_ხო, რედი. როგორც გინდა. ფრთხილად, იცოდე. კარგი, კარგი, ხუთ წუთში მანდ ვართ_და ტელეფონი დავდე.
_ჩვენ წავიდეთ, რედის მეგობარი ბიჭი შეხვდა_ეშმაკურად გადავხედე და თვალი ჩავუკარი. ხმამაღლა გაიცინა, საზარლად. ნაცნობმა სიცილმა გამაღიზიანა და ისევ შევბრუნდი, მანქანა დავქოქე და გაზს მივაწექი...
კარები დავკეტე. საკეტებმა გაიჩხაკუნა და მამაკაცმა შეშფოთებულმა ჭყიტა თვალები. გეფიცებით, ვიგრძენი მისი აჩქარებული გულისცემა.
_კარები რატომ ჩაკეტე?_დაეჭვებულმა დადო ხელი ჩემი სავარძლის მხარზე და წინ გადმოიხარა. გამეცინა ამ ნაბიჭვ,რის საცოდაობაზე.
_ადგილს დაუბრუნდი, ბატონო ლადო_ზიზღით ავიქნიე მხარი, და ისეთი მოძრაობა გავაკეთე მანქნით, რომ თავით სავარძელს მიეხეთქა, შემდეგ კი უკან ინერციით გადავარდა.
_პატარა ძუ,კნავ! ახლავე გააჩერე მანქანა, შენ არ იცი ვისთან გაქვს საქმე_ღვარძლიანად დამემუქრა და გამიღიმა. გამიღიმა ისე, როგორც მაშინ, ტყეში, როცა შიშველს და განადგურებულს მიყურებდა. გული მერეოდა და ფანჯარა ჩამოვწიე, ყოველი შემთხვევისთვის.
_ერთ ბებერ ნაძირალა,სთან რომელმაც არ იცის, ვის როგორ მოექცეს და მთელი სამყარო თავისი გონია_მშვიდი ხმით ვუპასუხე და სიჩქარეს უფრო ვუმატე. მოვახერხე კი მისი შეშინება ?
_შენი ტრა,კის საქმე არ არის, მე ჩემს ქალს როგორ მოვექცევი!_უკვე აყვირდა. ესეიგი, ნერვები ღალატობს. თავსაც ვერ თოკავს და როცა ადამიანი ყვირის, ის სასოწარკვეთილია. სწორედ ეს მინდოდა.
_მშვიდად ძვირფასო, მშვიდად_ღიმილს არ ვიშორებდი მე. ჩემი ტელეფონი აწრიპინდა. გაზის პედალს ოდნავ ავუშვი ფეხი, მერე კი გაღებული ფანჯრიდან ტელეფონი ასფალტს მთელი სისწრაფით დაენარცხა. გონება გადაკეტილი მქონდა, აზროვნებას ვერ ვახერხებდი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორი გზებით მეწამებინა ბატონი ლადო. მისი სახელი თვითონვე მითხრა იმ დაწყევლილ დღეს.
თუმცა უცებ, სულ სხვა გეგმები ამომიტივტივდა.
უცებ, მივხვდი რომ მე ამას არ გავაკეთებდი.
მივხვდი, რომ ეს არასწორი იყო.
დავამუხრუჭე და ღრმად ჩავისუნთქე.
_მოკლედ, ასე. სწორედ ეს იყო ჩემი შემოთავაზება. მჭირდებოდა კარგი მსახიობი, და მაინტერესებდა რეალური გრძნობები. გამოცდა ჩაბარებულია. აბა, თანახმა ხარ?_გადავხედე მას. უცებ გაეხსნა შეკრული წარბები, მთელ სახეზე ღიმილმა გადაურბინა და ყურებამდე გაკრეჭილმა მიიდო გულზე ხელი.
_მე კი მეგონა, მკლავდი_მითხრა მან. საცოდავო, სიკვდილი სანატრელი იქნება მას შემდეგ, რასაც შენ გაგიკეთებ.
_ეს როგორ იფიქრე. ვგავარ მკვლელს?_გავუღიმე მეც. გრძნობები და ემოციები გავთიშე. თვალებს არ მივცემდი საშუალებას, გავეცი.
_სულაც არა.
_მოკლედ, რას ფიქრობ, თანახმა ხარ?
_წესიერად თუ ამიხსნი...
_საქმე ნარკოტიკებს, კაზინოებს, ფულის გაყალბებას და გოგონებით ვაჭრობას ეხება.
_ოუუუ, ძვირფასო_დაუსტვინა_შენ რა, ხუმრობ? მე ასეთ საქმეებში არ ვარ გარეული.
_მაშინ მაპატიე, ეს ჩვენს შორის დარჩეს. არავინ იცი, ვისაც ფული სჭირდება? საქმე ხუთ მილიონ დოლარს ეხება. ოღონდ, გამოცდილება უნდა ქონდეს_სულ სხვაგან გადავუხვიე. ამ კაცს გამოვტეხ, ასე მარტივად ვერ დაიძვრები, ლადო.
_მოდი, იცი რა..? სანდო ხარ?_ჯერ კიდევ ყოყმანობდა.
თავი დავუქნიე.
_თითქმის რვა წელია, ამ საქმეში ვარ. ნარკოტიკების გადატანა_გადმოტანა საზღვარზე და საზღვრიდან, ფულის გაყალბება, ასე ვთქვათ მაიმუნობა კაზინოში_ჩაიცინა_და კიდევ... ხო, თურქეთში გადამყავს თვრამეტ წლამდე გოგონები.
_ოუ_აღიარებამ დამაბნია_მაშ, კლუბში წავიდეთ. სიტუაციას მოგვიანებით აგიხსნით_გავუღიმე მე.
_როგორც გინდა_თვალი ჩამიკრა და დამშვიდებული გადაწვა სავარძელზე, შუბლზე ეტყობოდა დარტყმის კვალი. ჩავიცინე, მანქანა მოვაბრუნე და კლუბისკენ წავედი.

ვიდრე ყვავიან შროშანები [6]


უცებ გამახსენდა, რომ კლუბში არ ვაპირებდით წასვლას. ტელეფონიც დამსხვრეული იყო, ამიტომ ვერავის დავურეკავდი.
_ჯანდაბა_დავიჩურჩულე და კბილები ერთმანეთს დავაჭირე.
_რამე პრობლემაა?_იკითხა ლადომ.
_არავითარი_ვუპასუხე და სარკიდან გადავხედე. ჩაფიქრებული ჩანდა და ეჭვნარევი თვალებით მიყურებდა. ვიცი, ზედმეტი რაღაცეები წამომცდა, ის კი საკმაოდ ჭკვიანი იყო.
_შეგიძლია ტელეფონი მათხოვო?_ვკითხე მე.
_რათქაუნდა.
რედის ნომერი ავკრიფე და გაბმული ზუმერი რომ გაისმა, ლუკას ნომერზე გადავრეკე.
_გისმენთ.
_ლუკა, მე ვარ.
_ამის დედაც ელენ, მოგკლავ !_ხმამაღლა დამიყვირა და შეიკურთხა. თვალები ავატრიალე.
_მისმინე...
_მე კი არა, შენ მისმინე. ხუთ წუთში თუ არ გაჩნდები იმ მისამართზე, რომელსაც მოგწერ, იცოდე, ჩემი ხელით დაგახრჩობ!_ღრიალებდა ბოლო ხმაზე და რაღაცის მტვრევის ხმა გავიგე, მერე კი სანდროს გინება.
_კი მაგრამ, რა მოხდა?_ვიკითხე ნერვიულად და ახლა ნამდვილად შემეშინდა.
_მოკეტე და გააკეთე რასაც გეუბნები_და ტელეფონი გამითიშა. ღმერთო ჩემო, ასე რამ გააბრაზათ? ჩემმა გაუჩინარებამ? გამორიცხულია. ინერვიულებდნენ, მაგრამ ამდენად არა. აბა, რა მოხდა?
_მისმინე, ლადო, შემიძლია სახლში მიგიყვანო. მე რაღაც პატარა საქმე გამომიჩნდა, _სარკიდან გადავხედე და როცა მისამართი მიკარნახა, ისევ გზას შევხედე.
ეს კაცი ნეტავ აქეთ-იქით სიარულით არ დაიღალა? თუმცა ეს ნამდვილად არ მანაღვლებს. ყველაფერი ამერია თავში. ის ვიცი, მას რას გავუკეთებ, ისიც ვიცი, ვინც დამეხმარება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება ვერ მიმიღია. ორი ვარიანტი მაქვს, მაგრამ ჩემი ჩარევის გარეშე ვერცერთს განვახორციელებ. მე კი, თუ ჩავერევი, აუცილებლად მოვკლავ... დრო მაქვს, ასე რომ ვიფიქრებ. ახლა ამისთვის არ მცალია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ლუკა მიღრიალებდა და სანდროს ყვირილის ხმებიც ისმოდა. ალბათ მათ გარდა კიდევ იქნებოდნენ სხვებიც.
მისამართს დავხედე, წერილი წავშალე და ტელეფონი პატრონს დავუბრუნე.
_მოკლედ,_ღიმილით შემომხედა, სანამ ღია კარებიდან გადავიდოდა_ხვალ ქალაქგარეთ გავდივარ ერთი კვირით. მერე შეგეხმიანები, მე თვითონ. როგორმე მოგაგნებ_დაამატა და ჩავიდა.

სახლთან მისულმა, თავის ტკივილი და მთელი დღის დაღლილობა ვიგრძენი. უკვე ექვსი იყო და თორმეტზე გამოსულს, საკმაოდ შემაგვიანდა. თავი საჭეს მივადე და თვალები დავხუჭე. ტირილი რომ შემძლებოდა, ალბათ ვიტირებდი. ყველაფერს ერთად ვგრძნობდი, დაწყებული სიყვარულით, დამთავრებული სიძულვირით. ცალკე ჩემი ახალი მეგობრების საიდუმლოები და ცალკე ლადო, რომელზეც შური უნდა მეძია. ღმერთო, ამდენს ვერ ავიტანდი. უბრალოდ, ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა.
ბოლოს მანქნის კარი დავკეტე და სახლისკენ მოზომილი, მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი. აქაურობა უცნაურად გამოიყურებოდა, თუმცა არც ისე. უბრალოდ მე მეჩვენებოდა ასე.
კარებთან შევყოვნდი, ღრმად ჩავისუნთქე და ზარის ღილაკთან მისული ხელო ჰაერში გამიშეშდა, როცა ცხვირიდან სისხლმა დაიწყო დენა. ჯანდაბა, ხელსახოცი მანქანაშია, იქ დასაბრუნებლად კი წასვლა მეზარება. თავი მაღლა ავწიე და კარის ზღურბლთან დავჯექი. სანამ არ გამივლიდა, ვერ შევიდოდი.
ხელი ცხვირთან მივიტანე და თვალებიც დავხუჭე.
ასე უაზროდ დღე არასდროს გამიტარებია.
როგორ მინდა, ცოტა ხნით გაჩერდეს. ყველა და ყველაფერი გაჩერდეს.
ორ-სამ წუთში, წამოვდექი. სისხლიან ხელს ზიზღით დავხედე და ზურგს უკან დავმალე, მეორე ხელით კი ზარი დავრეკე. საჩვენებელი თითი ღილაკს ფრთხილად მივაჭირე და დაველოდე.
_ღმერთო ჩემო, კარგად ხარ?_ნამტირალევი თვალები როგორც კი დავლანდე, ორივე ხელი მოვხვიე რედის და ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ჩავეხუტე მას.
_მე ვნერვიულობდი, შენზე. ისინი კი..._ჩურჩულებდა და მაგრად მიჭერდა ხელებს. _შევიდეთ_ბოლოს მომშორდა და წინ გამიძღვა.
უკან გავყევი დასჯილი ბავშვივით. ჰოლში დივანზე ლუკა, სანდრო და ნინი იჯდნენ. ამ უკანასკნელის დანახვაზე ქვედა ყბა ჩამომივარდა და მის ჩამქრალ თვალებზე რაღაც ჩამწყდა სულში. ვიგრძენი, რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა და ხელი გულზე მივიდე.
_ნინ..._ამოვიჩურჩულე, თვალებში ჩავხედე და ხელები უღონოდ ჩამოვუშვი.
_დაჯექი_სანდროს ცივმა ხმამ მთელი არსებით შემძრა.
_მისმინეთ, მე უბრალოდ..._ახსნა მინდოდა, თუმცა არ ვიცოდი, ამას როგორ მოვახერხებდი.
_ელენე!_დამიღრიალა ლუკამ და მხრებში მეცა, შემანჯღრია_შენ საერთოდ აზროვნებ? იცი მაინც, ვინ გეჯდა წუთების წინ მანქანაში? იცი? არ იცი!_ყვიროდა ის, და მე მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ მათ არაფერი იცოდნენ და ამით გავნადგურდი. ისიც მივხვდი, რომ ლადო საშიში ადამიანი იყო, მაგრამ ეს მანამდეც ვიცოდი.
_მაპატიე_მოულოდნელად ტირილი დაიწყო ნინიმ. გავხევდი. რისთვის, ნინი?
_ნინი...?
_მაპატიე, გთხოვ_უკვე ისტერიულად ტიროდა. ლუკამ თავი დამანება, მის გვერდით დაჯდა და მოეხვია.
_მათ მე ყველაფერი ვუთხარი...
ნინი ის ადამიანი იყო, ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც არაფერს ვუმალავდი.
და უეცრად ვიგრძენი რომ ყველაფერმა დამღალა.
და უეცრად ვიგრძენი რომ მეძინებოდა.
ისიც ვიგრძენი, რომ თავის ტკივილმა ბოლო მომიღო და ჯიბეში ხელი ჩავიყე. ექსტაზი ამოვიღე და ორი აბი გადავყლაპე. სანდრო ფეხზე წამოვარდა და დანარჩენი აბები ძირს დაყარა. წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე, ძირს მუხლებზე დავეცი და თავი უკან გადავაგდე. კედელს მიეყრდნო.
რაღაცას მეუბნებოდნენ, მაგრამ მე არ მესმოდა.
ხველა ამიტყდა, ხელი პირთან რომ მივიტანე, სისხლი მომესხა.
გამეცინა.
ხველა რომ გამიძლიერდა, მხოლოდ იმის დანახვა მოვასწარი, როგორ მომადო რედიმ პირთან ერთჯერადი სალფეთქი. მერე თვალები დავხუჭე და ჩავთვალე, რომ სიზმარი იყო. ნეტა, ასეც ყოფილიყო. ეს დღე ყველაზე არანორმალური და საზიზღარი დღე იყო მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.


მოკლედ, მაპატიეთ.
პატარაა, თუმცა იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ პარასკევამდე ვერ ვდებდი, არაუშავს რა.
პატიებას იმიტომ გთხოვთ, რომ არ ვიცი, რას ვწერდი.
საკუთარ თავს მოკვლით ვემუქრები, მაგრამ...
აუ, მაპატიებთ?
ახლა რას ვწერდი, არც მე ვიცოდი.
ნუ, უფრო სწორედ, როგორ ვწერდი.
ყველაფერი წყალში ჩავყარე არა?
თან, აღარც აქტიურობთ...



№1  offline მოდერი bibo

Ox she ra xar ux chem guls ra utxari tore sapatiebwli xar shen ux vgijdebi vapren me shnze tkbilo tbilo murabav rafaelov da bevroba kaobav gagrdzele mal.male dade didoba tavebi plizunebi

 


აუ არა რასამბობ კარგად წერ და არაფერუი გაგიფუჭებია მე ძალიან მომწონს ეს ჩახლართული ამბავი
--------------------
romantikosi mwerali

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან კაი იყო ღადოაობ?მალე დადე იცოდე ახალი ძაან მომეწონა და აი მგონი ყველაზე საინტერესო თვაი იყო♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4 სტუმარი Fuck normality

Ra unda gapatiot??es ro wavikitxe shokshivar ai umagresi xar raaaaa am istoriis wera ar gabedo DA ar miatovo❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი tatuka20

აუუ რატო აგვიანებ გაგრძელებას?მალე დადე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent