ჩანახატი (33 თავი)
ოცდაცამეტი თავი მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ბექა საკმაოდ ცივი და უხესი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაქსიმალურად ცდილობდა სტუმრებისთვის ესიამოვნებინა. ნიკასთან, ვასიკოსთან და მინდოასთან საკმაოდ ბევრი საერთო ნაცნობიც აღმოაჩნდათ, კარგად იცოდა ბიძაშვილი ფიცხი და შარიანი ხასიათის შესახებ ლიკამ, თავიდან დაძაბული აკვირდებოდა, ვაჟის თითოეულ სიტყვას, შემდეგ ნელ-ნელა მოდუნდა, გაბრწყინებული სახით დაფრინავდა სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს შორის. - კარგი, ლიკა, მოისვენე ორი წუთით... ჩვენ მალე უნდა წავიდეთ, დიდხანს ვერ გავჩერდებით!... - ეხვეწებოდნენ მეგობრები. თუმცა მათი სიტყვები თითქოს არც კი ესმოდა. - ვიცოდი, რომ მოხვიდოდით, ხაჭაპურები დავაცხვე, ჭარხლიანებიც... თქვენ არ გექნებათ ნაჭამი, აქაურები „ხლოვანებს“ ეძახია, თითებს ჩაიკვნეტთ... - აი თურმე ვისთვის ემზადებოდი, ჩვენ კი გვიკვირდა, ვერ ვხვდებოდით ვის ელოდი... ზედმეტად ხომ არ გიხარია მათი სტუმრობა?! - ირონიულად აღნიშნა ბექას ერთ-ერთმა მეგობარმა, გიგას სახელით გააცნო სტუმრებს. აშკარად არ ელოდა ასეთ უკმეხ სიტყვებს, სახეზე გაფითრდა ქალი. მისი ტონი შეუმჩნეველი არც ნიკას დარჩა, სახე დაეძაბა, ნერვიულად აუთამაშდა ძარღვი. წარბაწეულმა გახედა ბექამაც და თვალები დაუბრიალა. გიგამ თითქოს ვერც კი შენიშნა მეგობრის რეაქცია. ბიჭი აშკარად უკმაყოფილო იყო ლიკას ქცევით და არც მალავდა. - რადგან არ იშლი, ჩვენც მოგეხმარებით... - სიტუაციის განმუხტვის მიზნით გოგოებმიც სამზარეულოში გაჰყვნენ ლიკას. რამდენიმე წუთში მისაღებში საკმაოდ დიდი სუფრა იყო გაშლილი. ბიჭები უკვე მოშინაურებულიყვნენ და ბექასთან ერთად რაღაცაზე მხიარულად იცინოდნენ. - როგორც ვხედავ საკმაოდ შეკრული ჯგუფი ხართ. ერთმანეთთან რა გაკავშირებთ? - მოულოდნელად იკითხა გიგამ. - რა უნდა გვაკავშირებდეს?! - გვერდულად გახედა ასათიანმა, - ნაწილი ერთმანეთის ჯგუფელები ვართ, ნაწილი ოჯახის წევრები, ზოგიერთები იმედია ახლო მომავალში დანათესავდებიან... კონკრეტულად ვინ გაინტერესებს გვითხარი და ... - ცოტა არ იყოს მუქარა გაურია ხმაში გიორგიმ. - შენ ამ ამბავს ასე მარტივად ვერ დაალაგებ, შემდეგ ლიაკოს გამოჰკითხე და არ დაგზარდება, უცებ გაგარკვევს სიტუაციაში. - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი დანარჩენებს ტატომ. - მე უკეთესი წინადადება მაქვს, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, იქნებ ჩარგალში სტუმრობაც დავგეგმოთ, „ჯომარდობის“ ბაზაზე შეგვიძლია გართობა, ერთმანეთსაც უკეთესად გავიცნობთ... - ბექას წინადადება აშკარად მოეწონათ ახალგაზრდებს. ერთმანეთს კმაყოფილებმა გადახედეს. თუმცა გიგა მაინც დაბღვერილი იყურებოდა. - ეს ტიპი მთლად ნორმალური ვერაა, ხომ?! - ჩუმად გადაულაპარაკა ტატომ ფარნას. - აშკარად გვიწვევს... სუფრასთან რომ არ ვისხდეთ სიამონებით გავუერთიანებდი სიფათს! - ღრენითვე უპასუხა ფარნამ. - არ დაგიმალავ და არც მე ვიტყოდი უარს, მაგრამ ლიაკო ისედაც დაძაბული გვიყურებს და უფრო მეტად ვერ გავაგიჟებ, ცოდოა ეგ გოგოც.. - ნაძალადევად, უდარდელად უპასუხა ვასიკომაც. ვიდრე ბიჭები გიგას უხასითობაზე საუბრობდნენ, ნიკამ დრო იხელთა და სამზარეულოში მოფუსფუსე ლიკას მიაკითხა. თვალებში ჯიუტად, კოპებშეკრული უმზერდა ბიჭი, სიჩუმეს არ აღღვევდა. გოგოებმა დაინახეს თუ არა შინგნით შესრული ნიკა, მაშინვე მარტო დატოვეს წყვილი და კერებიც გამოიხურეს. სუნთქვა შეეკრა ლიკას, გული გამალებით უცემდა. მთელი არსებით ელოდა, მასთან პირისპირ დარჩენას. ვინ იცის რამდენჯერ წარმოედგინა მათი შეხვედრა, წინასწარ იზეპირებდა სათქმელ სიტყვებს. მწარედ გაეღიმა, აზრები გაბნეოდა, მისი სითამამე სადღაც გამქრალიყო. ემოციებისგან ცახცახებდა. ამცივნებდა. ისე სუსტად და უსურად ეჩვენებოდა თავი, რომ თვალები ცრემლებით აევსო. საკუთარი თავი შეზიზღდა ამის გამო, არ უნდოდა ასეთი ენახა ვაჟს, ატირებული, აქვითინებული. ზურგი აქცია და მომდგარი ცრემლი ხელის გულებით მოიწმინდა. ოდნავ თვალებ მოჭუტული უმზერდა ვაჟი. არ უნდოდა შეემჩნია ქალს, მაგრამ ღიმილი მაინც გაეპარა სახეზე. გრძნობდა მის ტკივილს, მის შიშს, სიამოვნებით ჩაიხუტებდა, დაამშვიდებდა, მაგრამ გიგას გამოხტომებით გაბრაზებულმა თავი მაინც ვერ შეიკავა და ღრენით ჰკითხა: - რა უნდა იმ ქაჯს, რა შოუს აწყობს? ალბათ ასეთ კითხვას არ ელოდა ლიკა, მხრები გაოცებულმა აიჩეჩა. - უყვარხარ? - ეჭვმა გაიჟღერა ნიკას ხმაში. დაძაბული უმზედა თვალებში, თითქოს იქ სურდა პასუხის ამოკითხვა. ვერ იტანდა ლიკა ეჭვიანობას, აღიზიანებდა და ნერვები ეშლებოდა უმცირესი უნდობლობის გამოვლენის დროსაც კი. მაგრამ ამჯერად ესიამოვნა ვაჟის ხმაში გაპარული ტონი, გული სიხარულით აევსო. ბედნიერების ღიმილი ვერ შეიკავა ქალმა. - ასე ნუ მიმზერ... - ეშმაკურად გაუცინა ვაჟმაც, ვნება მორეულმა საბოლოოდ დაკარგა თავი და გულში ძლიერად ჩაიკრა მონატრებული ქალი. - ლიკა, თუ რამე ხდება უნდა ვიცოდე, ისევ ვერ დაგკარგავ, რა უნდა იმ დეგენერატს? რატომ ვერ ისვენებს? -ჩუმად, ვნებისგან დაგუბებული ხმით ეჩურჩულებოდა ლიკას. - იმას არ ვიცი რა უნდა, მაგრამ მე... - ცხელი ტუჩებით შეეხო ვაჟის სახეს გოგონა. იგრძნო როგორ აცახცახდა მამაკაცი, ისე ძლიერად იკრავდა გულში, ისეთი ვნებით კოცნიდა, თითქოს ეს მათი უკანასკნელი ალერსი იყო. საკუთარი ფიქრების შეეშინდა ლიკას, ტანში გასცრა, გააჟრჟოლა და უსიამოვნო აზრების მოსაშორებლად კიდევ ერთხელ შეეხო მონატრებულ ტუჩებს. თითქოს დროისშეგრძნება დაკარგეს, კიდევ დიდხანს ვერ მოშორდებოდნენ ერთმანეთს სამზარეულოში ცარიელი სალათის თეფშით მხიარული, უდარდელი სახით თეკლე რომ არ შეცანცარებულიყო, - ბავშვებო თუ არ გამოხვალთ, ცოტა ხანში ჩვენც აქ შემოგაკითხავთ! - მათთვის არც კი შეუხადავს, თეფშებზე სალათი დაამატა და მაშინვე გავიდა. - ხომ არ მიირთმევთ?! - თბილი ღიმილით სამზარეულოს კარებისკენ დაძაბული მზერით მიშტერებულ გიგას შესთავაზა პამიდვრის სალათა. ვაჟმა მოულოდნელად ცხვირი აიბზუა, ზიზღით გახედა მიწოდებულ თეფშს. - მე წითელს არ ვჭამ! - კბილებში ცივად გამოსცრა მან. სწორედ ამ დროს გამოვიდა წყვილი სამზარეულოდან, გვერდი-გვერდ ისხდნენ და სულელური, ბედნიერი ღიმილი სახიდან არ შორდებოდათ. მათი ცვლილება არავის გამოპარვია, ერთმანეთს კმაყოფილებმა გადახედეს მეგობრებმა. აშკარად დაუფარავი ბღვერით, ბრაზით სავსე თვალებით გახედა გიგამ ბექას. თუმცა მისი მზერა არაფრად ჩააგდო ვაჟმა, გიგას ნერვიულად ათამაშებული ყბის დანახაზე გაოცებისგან თვალები გაუდიდდა თეკლეს, ხელში შერჩენილი თეფში კუთვნილ ადგილზე დადგა. - ამ ბიჭის ვერაფერი გავიგე, წითელს არ ვჭამ რას ნიშნავს? - ჩუმად გადაულაპარაკა აკას გოგონამ, თუმცა ბიჭის ნაცვლად მის კითხვაზე პასუხი ისევ გიგამ გასცა: - პამიდორს ძაღლები მიირთმევენ, მე კი ძაღლი არ ვარ!... - ირონიულად გადახედა ბიჭების თეფშებზე განთავსებულ სალათას. - რა თქვა?! - გაოგნებულებმა გადახედეს ერთმანეთს. - ამან ეხლა ძაღლებს შეგვადარა?! - უცებ აპილპილდა ნიკაც. - ხვდები ეხლა რა ქენი?! - ხმა უკანკალებდა სიბრაზისგან ბექასაც. - რა ვთქვი ამისთანა?! - არ ჩუმდებოდა გიგა - პირველად გაიგეთ, რომ წითელს ძაღლები ჭამენ? კაი ბიჭები კი არც წითელს ჭამენ და არც ძაღლებთან სხდებიან სუფრასთან... - ჩვენი ძმა, ძაღლებში ვის გულისხმობ? - ხმა დაეძაბა გოგას. - პოლიციას, ვის უნდა ვგულისმობდე?! - შეუღრინა ბიჭმა. - მე მგონი მართლა ვერ ხვდება ვისთან აქვს საქმე, იცი მაინც რომ აქ ნახევარზე მეტი პროფესიით იურისტია?!... - კამათში ჩაერია ოთოც - რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ შეიძლება ძალოვანშიც დაიწყონ მუშაობა და როგორც შენ უწოდე „ძაღლებიც“ გახდნენ... - ლიკასგან რამდენადაც ვიცი, მისი ერთ-ერთი ბაბუა წლების განმავლობაში მილიციის უფროსი იყო, რა გამოდის შენ ბიჭი, რომელსაც კაი ბიჭობაზე გაქვს, პრეტენზია ძაღლების ოჯახში ქეიფობ? - ირონიულად ჰკითხა თეკლემ. ალბათ არ ელოდა კამათში ქალის ჩარევას, გაფითრებული შესცქეროდა გიგა. აქეთ-იქით ნერვიულად აცეცებდა საზიზღარ თვალებს. - ჩვენი გოგო აშკარად ფორმაშია!.. - სიცილი ვერ შეიკავა ასათიანმა და კმაყოფილმა გვერდით მდგომ აკას გაჰკრა მხარი. დაძაბულები ელოდნენ ბიჭის პასუხს. - მათი ბაბუა რა შუაშია? ის ძაღლი კი არა პატიოსანი, კაცური კაცი იყო... - ენის ბორძიკით ამოღერღა ბიჭმა. - ანუ რა გამოდის, შენ პოლიცია ორად დაყავი, კაცებად და ძაღლებად? და ჩვენ როგორ გავიგოთ ძველი ბიჭისთვის რომელ კატეგორიასთან ქეიფია დაშვებული? - ირონია არ დაიშურა ფარნამ. - არც ერთთან!... - მკაცრად, ცივი ხმით გამოაცხადა ბექამ. - სუფრასთან ძაღლები და ძველი ბიჭები რა მოსატანია? - აქ არც ძაღლები ვართ და არც ძველი ბიჭები... თუ ვინმეს ჩვენთან ქეიფი არ სიამოვნებს, შეუძლია მიბრძანდეს... - კამათში ჩაერია ლიკაც. - შენ გოგო, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის? ვინ მოგცა კაცების საუბარში ჩარევის უფლება? - დაგროვილი ბოღმის ამონთხევას ქალზე ცდილობდა გიგა. - სიტყვებს დაუკვირდი... - თვალებიდან რისხვას აფრქვევდა ნიკა. - თორემ მაგ ცხვირ-პირს ისე გაგილამაზებ მთელი ცხოვრება სიწითლე ვერ მოიშორო... - ეს არის თქვენი ცნობილი სტუმრის პატივისცემა?! თუ მე სტუმარი აღარ ვარ, თქვენივე სახლში ცემით მემუქრებიან... - აგდებულად ჰკითხა ბექას. - სტუმარი რომ ხარ, იმიტომაც ხარ ეხლა მთელი... - ზიზღით გამოუცახადა მეგობარმა. - ხვალვე ჩაბარგდები და წახვალ შენს გზაზე... - აი ეს მესმის... ბექა გავაშელო, ბიძაშვილის მეგობრება დაგჩმორეს? ვერც კი გაიაზრა ლიკამ, გამწარებულმა როგორ მოიქნია ხელი და სახეში გაარტყა გიგას, აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა ვაჟის სახეზე საკუთარი თითების კვალი შენიშნა. რასაც შედეგად ბიჭის გაავებული მზერა, გინება და ცივი საგნის დარტყმაც მოჰყვა. მუცლის ღრუში მძაფრი ტკივილი იგრძნო, უცხო საგანი თითქოს ფატრავდა, ხელებით ჩააფრინდა, თუმცა ამოღება ვერ შესძლო, ნელ-ნელა დავარდა ლიკა. თეკლეს ხმა ესმოდა: - ლიკა არ გაბედო, ნიკა მიშველე, ლიკა!!!.... კივილი, წივილი, გინება, უნდოდა წამოდგომა, უნდოდა დაძახება. - მოკალი?! მე შენი... - სადღაც შორიდან ბექას სასოწარკვეთილ ხმას ისმენდა. ნიკას ხელების შეხებას გრძნობდა სახეზე. დაჭრილი ნადირის ხმას მოაგონებდა მისი ღრიალი. ბუნდოვნად ხედავდა, ვაჟს აკავებდნენ. - ლიკა არ დამტოვო, დედის სულს ვფიცავარ, ვეღარ გაპატიებ, აღარ გაპატიებ. არ დამტოვო... გემუდარები, ასე არ გამიმეტო.... უნდოდა ენუგეშებინა, ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, მაგრამ ძალა არ ჰქონდა, ხმას ვერ იღებდა. თითქოს ეს უკვე იყო, თითქოს ელოდა, სადღაც ნანახიც ჰქონდა, ისევ წარსული განმეორდა, არ ეშინოდა ლიკას, გულის სიღღმეში იქნებ შეგუებულიც იყო... უტყვი თვალებით მისჩერებოდა ნიკას გაოგნებულ, დარდისგან შეშლილ სახეს და გული წყდებოდა, რომ ვერ მოასწრო, ვერ უთხრა როგორ უყვარდა. ვერაფრით იგებდა, რატომ ხდებოდა ნელ-ნელა ყველაფერი ასეთი ბუნდოვანი, უფერული.. ტკივილი მატულობდა, სუნთქვა უჭირდა. - ვერტმფრენით გამოფრინდნენ, შატილიდან მოდიან, მალე მოვლენ, სასწრაფო მოვა... გემუდარები, არ შეგეშინდეს... - ვეღარ ხედავდა თეკლე ამ სიტყვებს ვის ეუბნებოდა. ისევ და ისევ თეკლეს ცხელი ტუჩების შეხებას გრძნობდა შუბლზე. -ასე უაზროდ, ასე სულელურად... მეთქვა მაინც... - საკუთარ თავს უკვე მერამდენედ უმეორებდა. ობოლი ცრემლი კი ჯიუტად მიიკვლევდა გზას სახეზე, თავი შეეცოდა, ისევ ეტკინა, ისევ გაიბრძოლა, ტკივილისგან დაიკრუნჩხა და ... ვინ თქვა, რომ ზღაპარი ყოველთვის კარგად სრულდება?! მათი ლამაზი ზღაპარი კოშმარად ქცეულიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.