ვნება აშლილნი ..23..
,,არც ისე ბევრი უძლებს ბოლომდე, ამ წუთისოფლის გზაზე ხეტიალს, მთავარი არის როგორ იცოცხლებ, თორემ სიკვდილი ყველას ხვედრია“ ბედნიერე იცით რა არის? როცა ყოველი დღის გათნებას ღიმილით ხვდები, როცა ყოველი წამი გახარებს და გაბედნიერებს. როცა ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი ბედნიერებას გგვრის. ბედნიერი ხარ, მაგრამ გგონია რომ ეს ბედნიერება სადღაც დამთავრდება, გაშინებს ეს სიხარული, სიყვარული და თითეული გაღიმებაც კი. ცხოვრება მისას ყოველთვის მოითხოვს. -დილა მშვიდობისა ჩემო გიო- ღიმილით უპასუხა მეგიმ უკვე რუტინად გქეულ ყოველ დილეულ ზაარს. -როგორაა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დაიკო?- ისევ ღიმილით კითხა გიომ -უსაზღვრო პოზიტივით დატვირთული და დახუნძლული. -დღეს რა გეგმები გაქვს?- ღიმილით კითხა გიომ -თქვენს გამო რომ გამოცდა გავაცდინე, აი, იმ გამოცდის გადაბარება მაქვს. - სავედური გაურია მეგიმ ხმაში. -გინდა გაგამხნევო? -მოიცა, ანუ წამომყვები?- აღფრთოვანება ვერ დამალა მეგიმ -არა,- ხმა დაუსერიოზულდა გიოს- წაგიყვან- ბოლოს ყვირილით დამატა- და მერე ვიღაც უნდა გაგაცნო -ოოო, ნუთუ ის არის? ის რაც მე მგონია? ის? ვაიმე გიო, რა მაგარია, ანუ მეღირსა?- ოთახში დახტოდა სიხარულით მეგი. -ნუ დარბიხარ გოგო ოთხში ჩახვალ მალე პირველ სართულზე, ისედაც ავარიული გახადეთ უკვე- მოჩვენებით სიმკარით უთხრა გიომ -გიო ბოლოს რა თქვი?- დაასერიოზულა მეგიმ -არაფერი დაიკიდე- ბოლო ხმაზე ახარხარდა გიო -გიო როდის მოხვალ? -მეგილო რა სწრაფი ხარ? ასეთი ცნობისმოყვარეობა დამღუპველია ლამაზო. -გიო -ოხ, დაიკო, იცი რა მაგარი ამბავი მაქვს? მაგრამ ტელეფონში არაფერს გეტყი -აუ სწრაფად მოდი რა.. ხომ არ დააგვიანებ- თხოვნა ირეოდა მეგის ხმაში- ყველაფერი მომიყევი -მაშინ კარი გამიღე რომ შემოვიდე და გეჭრაო. -მოიცა, შენ ამდენი ხანია კართან ხარ და არ მითხარი? -რა იყო მეგი, ჯერ არ მოვსულვარ, უკვე ქოთქოთებ- მეგიმ სწრაფად გაუღო კარი, ლოყაზე გემრიელად აკოცა, ჩაეხუტა დივანზე დასვა წინ დაუჯდა. -სწრაფად დაიწყე- მოლოდინის რეჟიმი ჩართო მეგიმ. გიომ კი სიცილი ატეხა -რაო რა მიდაო? -გიო სწრაფად, ჯერ ვინც უნდა გამაცნო იმაზე მომიყევი, ხომ მოვითინე აქამდე, მერე ის მითხარი რაც უნდა გეთქვა. - მერე საათს დახედა- ოცი წუთი გვაქვს, სწრაფად დაიწყე -მოკლედ ერთი გოგო გავიცანი წლების წინ- გიო კომფორტულად მოთავსდა და სითბო ჩაუდგა თვალებში- წლების წინ, რა გავიცანი ჩემი ქართველი მეგობრის სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე შემთხვევით. ისეთი თბილი თვალებით უყურებდა ობიექტივს, მეგონა მე მიურებდა, გული გამიჩერდა და იმ წმს მივხვდი რომ დამერხა- გიოს გაეცინა და განაგრძო. -მხოლოდ მის პროფილს ვათვალიერებდი, არ მინდოდა, მასთან ისეთი ვყოფილიყავი როგორც სინამდვილეში ვარ, გიჟი, გადარეული, მექალთანე და ნუ ხო ცოოტა ბაბნიკიც, რა ვქნა ვაღმერთებ ,,ქალთა მოდგმას’- ისევ გაეცინა გიოს. -ჩემი ძმა რომ არ იყო ვიცი რასაც გეტყოდი ახლა.- თვალები დაუბრიალა მეგიმ. -ვიცი- გაუღიმა გიომ და თვალები აუციმციმდა. -ნუ აკეთებ ეგრე, ეგ ჩემზე არ მოქმედებს.- თვალები დაუბრიალა მეგიმ- განაგრძე ვაგვიანებთ -გზად რომ მოგიყვე, არა? -არა, ყურადღება გაგეფანტება- უარყო მეგიმ- აქ მირჩევნია და თუ რამე არ მომეწონება ჩაგარტყამ. -ჯერ ეგ ერთი, ჩემ პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეიტანო, თვალ დახუჭული ვმართავ, მერე მეორე ჩამარტყამ და ხურდას დაგიბრუნებ- ღიმილით უთხრა გიომ. -განაგრძე- თვალები დაუბრიალა მეგიმ -არ მეშინია შენი თვალების ბრიალის, შენი ბიჭი არ გეგონო მე.- თვალი ჩაუკრა და განაგრძო- საქართველოში რომ ჩამოვედი სანამ არ გავიცანი არ მოვასვენე. მერე დავმეგობრდით, აი, ისეთია როგორსაც ვისურვებ ჩემი შვილების დედად. თბილი, სათნო, საყვარელი, გამორჩეული და ყველაზე მთავარი მიგებს, ვუყვარვარ და მაგრძნობინებს რომ მხოლოდ მისი ადგილია ჩემს სამყაროში. -როდის გავიცნობ? როგორ ძლებს შენს გარეშე? ჩემი არსებობის შესახებ იცის? -მალე, დღეს, მიჭირს უმისობა, მაგარამ ბავშვობას ვერ წავართმევ, წელს ამთვარებს სკოლას, არ მინდა ადრიანად იგრძნოს და შეაწუხოს პასუხისმგებლობამ, წამითაც კი არ მეპარება ეჭვი, მე ყველაზე ეჭვიან ადამიანს, მისი ყოველი ნაბიჯი ჩემთვის ცნობილია და ისიც ხვალ რამდენ ნაბიჯს გადადგამ, იცი როგორი მარტივი წასაკითხია? ასე მარტივად მაგიტომ შემიყვარდა. -და როდემდე აპირებ, წინ და უკან სიარულს? - გაუღიმა მეგიმ- ეს ხომ თბილისი და წაღვერი არ არის? გიო უნდა ფიქრობდე უკვე. მე იმას არ გეუბნები რომ დაავლე ხელი და წაიყვანო, იქნებ დაეხმარო რომ სასწავლებლად შენ წაიყვანო, დაველაპარაკოთ მშობლებს, ჯერ თავად მას, მე ვიცი რას გრძნობს როდესაც აქ არ ხარ, ეგ ჩემთვის ნაცნობია ეგ გრძნობა, მონატრება გაგანადგურებთ. -ჩემი ყველაზე, თბილი და ტკბილი არსება ხარ- გიომ ხელი მოხვია, გულში ჩაიკრა და შუბლზე აკოცა -ნუ მკოცნი რა შუბლზე? -რატომ? -გიოს ღიმილმა გაუნათა სახე. -დებილი არ ვარ- თავი ჩახარა მეგიმ -ჩემი დებილი ხარ მართლა- ისევ აკოცა გიომ და უფრო მაგრად მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა. -და მეორე ამბავი?- ქვემოდან ახედა მეგიმ -კარგი, იცოდე არ მომკლავ, რომ დაგიმალე ეს ამბავი, უბრალოდ არ მინდოდა შენი ნერვიულობა და გიფრთხილდები ამიტომ დაგიმალე. -ვიცი რომ გიყვარვარ, მაგრამ ამდენად?- გაუღიმა მეგიმ და მოზრდილ წვერზე ხელი ჩამოუსვა.- როდის გამომეპარა ეს ამბავი?- თავადაც გაუკვირდა მეგის.- შენ წვერი ყოველთვის მოწესრიგებული გაქვს, ახლა კი შენი სახე გაუხეშდა. -ჩემი დაკვირვებული გოგო. -კარგი მითხარი რა მოხდა? -თემურმა ოპერაცია გაიკეთა. -რაა? როდის? რატომ დამიმალე? მე ეს არ უნდა მცოდნოდა? რატომ მიმალავთ ყველაფერს? გიო შენ მაინც რატომ მატყუებ? არ არის საკმარისი ამდენი ტყუილი?- მეგი ფეხზე წამოდგა თვალებში სევდა ჩაუდგა.- არაა საკმარი ამდენი იმედ გაცრუება/ ამდენი დამალული და არ გამხელილი სიმართლე? ჩემზე ფიქრობს ვინმე? - სისველე იგრძნეს მეგის თვალებმა -მეგი, ამის დედა ...... მე შენზე ვზრუნავ, იცოდე მეორედ იტყვი, რომ მე გატყუებ და მაგრად ვიჩხუბებთ მე და შენ, შენ ჩემი და ხარ, მერე რა რომ ჩემზე უფროსი ხარ, მე ვალდებული ვარ რომ დაგიცვა და გაგიფრთხილდე. იმიტომ დაგიმალე რომ დაზუსტებით არ ვიცოდით დონორი ზუსტად დაემთხვეოდა თუ არა, არ ვიცოდი ოპერაცია როგორ ჩაივლიდა, ნახე რას დაემსგავსე, თვალები ჩაგიღამდა, გაუფერულდი, ამდენი ნერვიულობა და ცრემლი გკლავს, ტყუილი აღარ ახსენო, მეორედ აღარ ახსენო- გიომ წამში დაფარა მანძილი მათ შორის და გულზე აიკრა. -ხომ შეიძლებოდა გეთქვა ჩემთვის? ხომ შეიძლებოდა მცოდნოდა? -მეგი ისევ იგივეს აგრძელებ?- გიოს მაგრად ყავდა ჩაკული გულში, ხეებს მაგრად უჭერდა და თავზე კოცნიდა. -აღარ მომატყუო რა- ვედრება გაისმა მეგის ხმაში- არაფერი დამიმალო, ჯობია თავიდანვე ვიყო აზრთან შეგუებული, ვიდრე ბოლოს იმედი გადამეწუროს უცებ. -და ის, იმედი არ იქნებოდა, რომ გცოდნოდა დონორი გამოჩნდა? მერე რომ არ ყოფილიყო იდენტური? ამაზე უფრო ხომ ინერვიულებდი? მითხარი რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? -არა, ჯიუტი არ ვარ- ტუჩები გაბუსხა მეგიმ. -ჩემი ჯიუტი გოგო ხარ შენ- ისევ აკოცა და ხელი შეუშვა- მიდი დაიბანე სახე, წყალი შეისხი სახეზე, გამოცდაზე გაგვიანდება -ვაიმე გამოცდა,- უცებ მოშორდა მეგი გიოს, ისევ ის თავბრუს ხვევა და სისუსტე- გიო- ძალა გამოეცალა მეგის და ძლიერ ხელებში ჩაეშვა. -რა მოხდა? მეგი ფერი დაკარგე- გაფითრდა გიო -ვაიმე გიო კარგად ხარ?- მეგის სახე ღიმილმა დაფარა გიოს შეშინებულ სახეზე- რა დაგემართა? -მეგი მე მეკითხები რა დამემართა?- ბრაზი მოერია გიოს- ლამის ძირს გაიშოტე და მე მეკითხები რა მჭირს? -ისეთი შეშნებული სახე გაქვს, ლამისა ხარხარი ავტეხო. -მითხარი რა დაგემართა? დიდი ხანია ასე ხარ? იცი რა გჭრს? პირველი იყო? -სტრესის ბრალია, თან ამ ბოლო დროს იშვიათად ვჭამ, ცოტა მძინავს და ბევრს ვნერვიულობ.- თავი იმართლა მეგიმ -კარგი მიდი მოწესრიგდი- ფრთხილად შეუშვა გიომ ხელები- გინდა დაგეხმარო? - მერე კი გამაფრთხილებლად დაუქნია თითი- კიდევ შეგამჩნევ და პირდაპირ ექიმთან წავალთ. -შენ მაკლდი კიდეო- ჩუმად თქვა მეგიმ მაგრამ, როგორც ჩანს გიომ გაიგონა, -რა თქვი?- სახე გაუმკაცრდა გიოს. -გიო უშინაც ასე დამემართა და ლამის ძალით წამიყვანა ბექამ ექიმთან- იცოდა გიოსთან ტყუილი არ გაჭრიდა. -ხოდა ექიმთან წავალთ- შეუვალი იყო გიო- მიდი მოემზადე აგვიანებ. -კიდევ ერთი გადარეული- ჩუმად ჩაიჩურჩულა მეგიმ -გავიგონე- ღიმილით უთხრა გიომ, მაგრამ სიმკაცრის შტრიხები ისევ გადაკვროდა მის სახეს- მოემზადე. ყველაფერი თვალებში ჩახედვით იწყება, ზოგიერთი ცრემლით მთავრდება, ზოგიერთი კი ღიმილით. ქვეყნად ისე არაფერი იკარგება როგორც ჩუმი და უთქმელი ფიქრი. თუმცა რაღაც საიდუმლო მაინც უნდა დაიტოვოს ადამიანმა, თუნდაც ლამაზი ოცნება... ლამაზი ამბავი სიყვარულზე... ზოგჯერ ღიმილს ცრემლები მოყვება, ზოგჯერ პირიქით, ცრემლების შემდეგ გულწრფელი ღიმილი, ბედნიერების, მაგრამ სევდა ნარევი ბედნიერების. ცხოვრება მარტივია, იმდენად მარტივი, როგორც ერთს მივუმატოთ ერთი. ცხოვრება გვასაჩუქრებს მისი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, შემდეგ მწარე გაკვეთილს გვარგუნებს წილად, ეს მისი საფასურია, ეს ბალანსია ცხოვრების ბალანსი. ტკივილს განგაცდევინებს რადგან ზღვარი იცოდე, ტკივილი უნდა იგრძნო რომ გაიგო როგორია ნამდვილი ბედნიერება. რომ იგრძნო როგორია, წრფელი სიყვარული, ნამდვილი ბედნიერება, ღიმილი და ჩუმად ნათქვამი: -ჩემი პრინცესა * * * -როგორ ჩააბარე გამოცდა?- უნივერსიტეტიდან გამოსულ მეგის გიო ხელებ გაშლილი მიეგება. -ვაიმე იმ ნედან ვინერვიულე თავიდან, ლამის ებილად მივიჩნიე თავი, მაგრამ შენზე ფიქრებმა ყველაფერი დამავიწყეს. -ანუ? -ყველაზე მაღალი შეფასება მივიღე- გახარებული ჩაეკრა ძმას გულში. -ვინ არიან ისინი?- გიომ თავით ანიშნა რამდენიმე გოგონასა და ერთ ბიჭზე -შენ გიყურებენ ნახე რა სიმპატიური მყავხარ- მეგიმ ყელში აკოცა და მისი მკლავებიდან დაიხსნა თავი- ჩემი ჯგუფელები არიან -გავიცნობდი დიდი სიამოვნებით- გიომ გაუღიმა და მანქანისკენ ანიშნა, დაჯექიო- იმ ერთს განსაკუთრებით, ხურს- ბოლო სიტყვები ღიმილით დაამატა -გიო რა გაფუჭებული მყავხარ- მეგიმ გაუღიმა და მანქანაში მოთავსდა -და კიდევ ყელში აღარ მაკოცებ- ღიმილით უთხრა გიომ- ეგ ადგილი დაკავებულია, მხოლოდ ერთს აქვს უფლება მანდ კოცნის. -მე ყველაფრის უფლება მაქვს- თვალი ჩაუკრა მეგიმ -შენ არა, მას კი- გიომ თვალებით გაუცინა და გზას გახედა- მასთან მივდივართ, უნდა გაგაცნო, და უპასუხე მაგ ტელეფონს, მერამდენედ ვიბრირებს. ,,Titoeuli wamistvis daisjebi, romelic uchemod gaatare, chemi arsebobac rom gaixseno gamaxareb”- რამოდენიმე მესიჯი ბექასგან. ,,axla procesze shevdivar da imedia momivaa shengan sapasuxo shetyobinebebi” ,,titoeuli wami zvirad dagijdeba” ,,dges kargad ukvebe, dagchirdeba zal-gone, dges chemtan modixar, ar mainteresebs sheni zma” ,,am sagamos me da shen ragac unda gavarkviot, chemi unda iyos chemi“ ,,naxe, ukve gwer, gamocda chavabare, axla gios mivyavar rzalukas gasacnobad, menatrebi, mteli game shens gankargulebashi var, mxolod sheni var, mxolod shentvis var” ,,da, ise zalian damakldi, xval ra gegmebi gaqvs? Paemans ginishnav. Ras moeswari, dadianis vaJo, gogom dagaswro paemani” -რაო, რა მინდაო, შენმა პრინცმა?- გაუღიმა გიომ და მანქანა გაჩერა. -ძამიკოს დაანებე თავიო- არ დაუმალა მეგიმ -რაო? ეგ კარგად თუ არის?- სიცილით უთხრა გიომ- თავად არ დაგანებოს თავი იქეთ, ხო კარგი რა ვიხუმრე. ადრე დაბერდები ეგრე თუ ინერვიულე ყველაფერზე- გიომ მეგის გაბუსულ სახეს შეავლო თვალი. -დღეს მეტისმეტად ბევრი ინფორმაციაა შენგან. -რაო პატარა ქალო, რას ვფიქრობთო? რამე გინდა მითხრა და ვერ მეუბნები?- გიომ გამომცდელად შეხედა და კაფეში შეუძღვა. -მოიცა აქ გველოდება? მოვეწონები? როგორი ხასიათი აქვს?- უცებ დაიბნა მეგი -მეგი დამშვიდდი, ის უბრალოდ გოგოა- ბექამ ხმამაღლა გაიცინა და როგორც ყოველთვის მიიქცია გარშემო მყოფთა ყურადღება- ისე ნერვიუობ თითქოს, სარძლოს კი არა დედამთილ მამამთილის გასაცნობლად მიდიოდე. -კარგი რა ნუ დამცინი, როგორ გამოვიყურები?- წინ დაუდგა მეგი -შეუდარებელი ხარ, ლამაზი, მშვენიერი, მოგეწონებათ ერთმანეთი- გიომ კარი გაუღო და პირველი შეატარა მეგი. -აი, იქ ზია, წამო მივიდეთ- გიომ ფანჯარასთან მჯდომი გოგონასკენ გაიშვირა ხელი, თვალებში კი სითბო და სიყვარული ჩასდგომოდა. -შეუდარებელია გიო- ჩუმად უთხრა მეგიმ- სინაზის განსახიერებას გავს, რა ლამაზია, როგორი ბავშვური და საყვარელი, წამო სწრაფად- მეგიმ ხელი დაავლო და მაგიდასთან მივიდა. გოგონა უცებ დაიბნა მეგის დანახვაზე, გიო რომ დაინახა მის უკან თვალები აენთო, მეგიმაც კი დაინახა გოგონას თვალებში არეკლილი გიოს გამოსახულება, ათამაშებული ჭინკები და ოდნავ, სულ ოდნა დაფარული ვნება. გიო მიუახლოვდა, ხელები მოხვია და ტუჩთან ძალიან ახლოს აკოცა, გოგონას კი სიწითლემ გადაკრა სახეზე. -გიო- გოგონამ მხიარულად შესძახა. -ჩემი ფერია, როგორ ხარ? როგორ ჩაიარა, უჩემოდ გატარებულმა საათმა და ოცმა წუთმა?- დასაზუტებლად გიომ საათს დახედა. -კარგად, მაცადე უშენობა?- გოგონამ გაიღიმა და მეგის შეხედა. -ხო მართლა- სახე გაუნათდა გიოს- მეგილო ეს ჩემი თამარ ქალია, ფერიავ ეს კი ჩემი დაიკოა. -სასიამოვნოა- ორივემ ერთხმად თქვეს, მეგის საოცრად მოეწონა ეს სიფრიფანა არსება, დიდრონი ცისფერი თვალებითა და ლამაზი კურსონა ცხვირით. პირველი ნაბიჯი გადადგა და გოგონას მოეხვია, არანაირი დაძაბულობა, არანაირი უხერხული მომენტი, მიუხედავად იმისა რომ გიოს არც თუ ისე დიდი ხანია იცნობს იცის რომ მისი გადაწყვეტილება ცხოვრების ბოლომდე გაყვება, მსოფლიო რომ აუმხედრდეს, მისი თამარ ქალი, ბოლომდე მასთან დარჩება, ეს დაინახა მეგიმ გოგონას თვალებში, უბრალოება და სისადავე. გოგონამაც მოხვია ხელები, ნაზად და ფაქიზად. -რა საყვარლები ხართ, - გიომ ცრემლი მოიწმინდა, -გული ამიჩუყდა და წამით ეგოიზმა შემომიტია რომ ჩემი არსებობა დაგავიწყდათ. ისე საყვარლად ჩაეხუტეთ მეგონა რომ დიდი ხნის უნახავი მეგობრები იყავით. -ოხ, ჩემი ეგოისტი ბიჭი- მეგიმ გაუღიმა და მაგიდას მიუჯდა. -იცით? ორივეს ერთნაირი გემოვნება, რომ გაქვთ?- გიომ ორივეს თბილად გაუღიმა და თამარი მოისვა გვერდით. -ხოო? ძალიან კარგი- გაუღიმა თამარმა ისე შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს, ისე ესაუბრეს რომ თითქოს და დიდი ხნის ნაცნობები იყნენ, მეგი საოცრად მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა თავს, იპოვა ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება უნდოდა რომ ყოლოდა, ახლა მის არჩევანს უყურებდა, მისი ცხოვრების თანამგზავრს და ბედნიერებით ივსებოდა, ახლა სასწაულად უნდოდა ბექას ჩახუტებოდა და მთელი დღის ემოციები მისთვის გაეზიარებინა. მის მკლავებში გახვეულიყო და ხელები ეგრძნო სხეულზე, უბრალოდ ბექა უნდოდა ეგრძნო. -მე წავალ ხომ?- ღიმილით გახედა მეგიმ ლამაზად მოსაუბრე წყვილს- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა,- მეგიმ გაუღიმა თამარს - ისევ შევხვდებით. -პრინცი ელოდება- სერიოზულად უთხრა გიომ თამარს -ხოო? -ღიმილი მოედო თამარს სახეზე -ძალიან გამიკვირად შენი ტელეფონი რომ დუმდა, ასეთი ლამაზი და მხიარული, როგორ უნდა იყოს მარტოთქო და გონებაში შესაძლო ვარიანტები განვიხილე- ღიმილით უთხრა თამარმა. -გაგაცნობ- მეგის ძალიან გაუხარდა თამოს ასეთი უშუალობა- მოგეწონებათ ერთმანეთი.-აი გავახსენდი- ამღერებულ ტელეფონს დაწვდა მეგი- წავედი მე და გიო ჭკვიაად იყავი. -მომენატრე და სასწაულად მინდა ახლა შენს მკლავებში ვნებივროვდე- ვნება მორეულმა უჩურჩულა მეგიმ პასუხისთანავე. -თითოეულ მაგ სუნთქვას, რომელსაც ვნება აწეწილი აფრქვევ ტელეფონს, რამდენიმე საათში ჩემს ყელში ჩარგავ. -რა ბილწი აზრები გაწუხებთ დადიანის ბიჭო. -და რა იცი რომ ბილწი იყო? თუ იგივეს არ ფიქრობ რასაც მე? -წინააღმდეგი არ ვარ, რადგან საკუთარ თავზე კარგად გიცნობ. -კარგია, ასე კარგად თუ მიცნობ, მაგრამ მე უფრო კარგად გიცნობ, ეგ ვნება მორეული ფიქრები და ბილწი აზრები თავიდან ამოიბერტყე, დროებით. -სად ხარ შენ პროცესზე არ უნდა იყო? -შესვენაბა, ალბათ მალე დავამთავრებ, გაამართლებენ, მაგრამ სამაგიეროდ შენ დაისჯები, ჩემი ყველა გამოცდილი და გამოუცდელი ხერხით. -დიდი სიამოვნებით, თქვენი ვარ, თქვენთან ვარ. -მიდი, ჭკვიანად, ამაცუნდრუკე ამხელა კაცი. მე ამდენი ხანი საქმეზე არ ვსაუბრობ და დაცვაც კი გაშტერებული მიყურებს. -ჩემი ბუზღუნა ბიჭი, ბექუშ შენთან ავდივარ მე, რამეს გაგიკეთებ, არ მინდა გიო დაგვადგეს თავზე. -ჩემი გემრიელი გოგო, შეგახრამუნებ რომ მოვალ. კაი წავედი გემრიელო- ბოლოს ჩურჩლით დაამატა- ეს ჩემს სახლში პირველად მოხდება. -მაგ ირონიის გამო მაგრად დაისჯები- მეგის გაეცინა. -კარგი წავედი ჩემო ლამაზო. მეგიმ ვერაფფერი უპასუხა ისე სწრაფად გათიშა ტელეფონი, მარშუტი გაჩერა და ბექას სახლში წავიდა. საოცარ დაღლილობას გრძნობდა, თავბრუ ეხვეოდა, სწრაფად მოამზა კერძი, ხელში რაც მოყვა, პარალელურად სახლს შეავლო ხელი მტვერი გადაწმინდა, გამოხვეტა, მანქანა ჩართო, დაღლილობას გრძნობდა. კერძი მომზადდა თუ არა ბექას საძინებელს მიაშუარა, ბექას ერთ-ერთი მაისური გადაიცვა, თავისი კი იქვე სკამზე მიკიდა, საწოლზე დაწვა თუ არა, მაშინვე დაეძინა. ძილში მწველ მზერს გრძნობდა, ნაზი თითების შეხებას და დრო და დრო ნაზ კოცნას. -მგონი გაგაღვიძე ხომ?- ბექას თბილი ხელები იგრძნო შუბლზე და წინ ჩამოყრილი თმები ნაზად გადაუწია. -შენი თითების შეხება ვიგრძენი, დიდი ხანია მოხვედი?- მეგის კვლავ ეძინებოდა და ჯიუტად აარ ახელდა თვალებს. -არც ისე, იცი როგორ მომეწონა სახლში შემოსვლა, კარი გავაღე გავედი და ისევ შემოვედი, საოცარი სითბო დამხვდა სახლში, შენი სურნელით იყო გაჯერებული სახლი, ყველაფერს შენი ხელი ეტყობოდა.- პატარა ბავშვივით აღტაცებული ამბობდა ბექა. -ჩემი დიდი ბავშვი- ღიმილი გაეპარა მეგის ტუჩის კუთხეში და თან ცხელი კოცნა იგრძნო, ცალი თვალი გაახილა, შეამჩნია რომ ბექას მხოლოდ პიჯაკი გაეძრო, ისევ კლასიკურ ფორმაში იყო- წამო გამოიცვალე და ჭამე, გავამზადებ მე- მეგი წამოდგა და ისევ ის თავბრუსხვევა იგრძნო, ამჯერად საწოლზე დაეცა მოწყვეტით. ბექა წამში გაჩნდა მასთან ხელი მოხვია და საწოლზე დასვა. -არც კი გაბედო წინააღმდეგობის გაწევა. საღამო მშვიდობისა ჩემო ლამაზებო, საყვარლებო და კარგებო. ზოგიერთს გითხარით მორჩა 23 თავში დავასრულებთქო, მაგრამ რამდენიმე ადგილას კორექტირება შევიტა და საკმაოდ დიდი თავი გამოვიდა. ამიტომ ორ ნაწილად გავყავი. ძალიან ვნერვიულობ დასასრულ, იმდენად რომ ვიცი არ არის ის რაც უნდა იყოს. გთხოვთ მირჩიეთ რამე. ძალიან ბანალური და უემოციო არ მინდა, არც ფანტაზია, არც ის რომ მთლიანი ფორმატიდან ამოვარდეს. იმდენს ვფიქრობ რომ უკვე დალაგებულებიც კი ამერია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.