შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (32) ნაწილი (2)


19-02-2016, 00:47
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 725

სალომეს გადავხედე და ვანიშნე,რომ მათთვის ჯობდა ახლავე სიმართლე გვეთქვა,ისევ ჯობდა ჩვენგან გაეგოთ ვიდრე სხვისგან.მანაც თავი დამიქნია და დანელიას გავხედე
-აკო-ნერწვი მძიმედ გადავყლაპე
-ხო ნია-სწრაფად მიპასუხა აფორიაქებულმა
-ის ფული ჩვენ გადავრიცხეთ-ტუჩები დავიჭამე
-რა ქენით?-სამივეს გაეცინათ
-ხო,გავიგეთ რაშიც იყო საქმე და არ გვინდოდა რამე მოგსვლოდათ-ძლივს გავეცით პასუხი
მათი სახეები რო დაგენახათ,ნორმალურებს აღარ გავდნენ,საშინლად გაბრაზდნენ
-ვაბშე აზრზე ხართ რა გააკეთეთ?-მკლავში მწვდა დანელია
-აბა რა მექნა? ეყურებინა როგორ გიმტვრევს ის ტიპი ყველა ძვალს?-არც მე დავრჩენილვარ ვალში და მკლავი სწრაფად გაოვგლიჯე
-თვითონვე მოვაგვარებდით ნია! არ იყო საჭირო გესმის?!-ღრიალი დაგვიწყო შუა ქუჩაში,არც ლადოს ჩაუგდია უკეთეს დღეში სალომე
-ჩვენ უბრალოდ გვინდოდა დაგხმარებოდით მეტი არაფერი-საცოდავად ამოვიკრუსუნე,ცოტაც და ტირილს დავიწყებდი
-არ გვჭირდებოდა თქვენი დახმარება! სადაც არ გეკითხებიან იქ ნუღაღ ჩაერევი გესმის?!-რაო? მგონი მომესმა!
-ვირო მადლიო!-გამოვცარი კბილებში და წამოსვლა დავაპირე რომ ისევ მკალვში ჩამაფრინდა
-მაპატიე ნია,ზედმეტი მოივიდა,უბრალოდ ძაან გავღიზიანდი შენს წინაშე ისევ საცოდავი ტიპი გავიჩითე და ამას ვერ ვეგუები,მადლობა დიდი 2 დღეში დაგიბრუნებთ
-მადლობა არაა საჭირო,თუმცა რაღას გელპარაკები საერთოდ, ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს!-იმდენად გავბრაზდი თავი ვეღარ შევიკავე
-ეგ რას ნიშნავს? მე ვირი ვარ?-სახე მოექუფრა
-სიტყვებზე ნუ მეკიდები!
გაეცინა და მომეხვია,საერთოდ არ მეცინებოდა იმ სიტყვების მერე რაც მითხრა,თუმცა წინააღმდეგობა არც გამიწევია მის მკლავებში გავიტრუნე. ცოტახანში ლადო და სალომეც დაბრუნდნენ გაკრეჭილები.ვერის ბაღში დავსხედით,გიგამ ელენეს დაურეკა და ისიც შემოგვიერთდა. დაწვრილეით გამოგვკითხეს ყველაფერი,ჩვენც რა გზა გვქონდა მოვუყევით.
-ფეისბუქის პაროლი უნდა შევცვალო!-ფეხზე წამოიჭრა ლადო
-შეცვლი და ნახავ რას გიზამ-დაემუქრა სალომე
-რას მიზამ? და საერთოდაც რას კითხულობ ბიჭებთან მინაწერებს?
-აბა გოგონებს შენ არ წერ და-გაიკრიჭა სალომე,ამაზე ყველას გაგვეცინა
-მე ვკითხულობ შენ რო შენს დაქალებს წერ? იცოდე მეორედ აღარ გაბედო გაიგე?-არ ცხრებოდა ლადო
-მე და ჩემი დაქალები შარში არ ვეხვევით რა თქვენ განსხვავებით! ახლა რომ არ წამეკითხა ის მინაწერები ვინ იცის სად ეყრებოდით დალეწილები! ასე რომ მოკეტე და ბევრს ნუ ლაპარაკობ!-მიაჩმორა უცებ სალომემ
-ოჰო! აი რას ქვია კლასიკური "მიძუყნვა"-გაეცინა დანელიას
რამდენიმე საათში დავიშალეთ,სახლში რომ მოვედი ისეთი დაღლილი ვიყავი წყალი გადავივლე და მაშინვე დავწექი,დილით გამოცდა გვქონდა.იმდენად გადავიღალე ამ ყველაფრით და იმდენად მომბეზრდა,რომ ვიფიქრე 1 კვირით წავალ სოფელში ბებოსთანთქო,თუმცა მერე დანელიას ვინ მიხედავდა?ისედაც ცუდად იყო მისი საქმე და ახლა მეც რომ ზურგი მექცია მისთვის სულ მთლად დაიღუპებოდა.გვიანი იყო რომ დამირეკა
-გისმენ აკო
-გაგაღვიძე?
-არა,არ მეძინა
-ნია
-ჰო
-ასეთი კეთილი როგორ ხარ? რანაირად შეგიძლია ადამიანს ყველაფერი აპატიო?
-ეგ რა შუაშია?
-ისეთები გაგიკეთე და მაინც გვედში მიდგახარ,ბევრი შენს ადგილზე მაგარი დამიკიდებდა და გაიხარებდა ჩემი უბედურებით
-მე უბრალოდ მიყვარხარ და როცა გიყვარს ვერ დაიკიდებ
-მეც ძაან მიყვარხარ აი ვაბშე ყველაზე მეტად მიყვარხარ დაჟე საკუთარ თავზე მეტადაც კი
-გახსოვს რას დამპირდი? ისიც ხომ გახსოვს მე რა გითხარი
-მახსოვს ნია და ყველანაირად ვეცდები აღარ გაიცრუო იმედები
-იმედია ეგრეც მოქცევი,ხვალ გამოცდა გვაქვს და არ დაგავიწყდეს
-აუ ეგ ვაბშე აღარ მახსოვდა,იცი საკითხები?
-კი ვიცი
-აუ მე რა ვქნა?-გაეცინა
-ჩემს გვერდით დაჯექი და გადაიწერ-მეც გამეცინა
-შენ რო მორჩები და მერე ჩემი რო დაწერო არა?
-მთვარეზე გასეირნებაც ხო არ გინდა?
-აუუ შენთან ერთად კიი
-წავედი ახლა მეძინება და დილით არ დააგვიანო
-ნია
-ჰო
-ლექსი დაგიწერე
-ვაიმე-კინაღა ჩავბჟირდი
-რა გაცინებს?
-კაი მიდი აბა გისმენ
-ნია,ნია ჩემო ნია ცოლად არ გამამყვები?-ვაიმე ისე რითმულად მითხრა კინაღამ გადმოვვარდი საწოლიდან,იმხელა ხმაზე გამეცინა ნინო შეშინებული შემოვარდა
რომ მიხვდა მშვიდობა იყო გავიდა
-რა გაცინებს გოგო? არ გამამყვები?-სიცილით მკითხა
-გადაყვები თან
-აუ მე სერიოზულად გეუბნები
-რო გამოგყვე რას იკისრებ?-ისე სერიოზულად ვკითხე კინაღამ გადაყირავდა სიცილისგან
-შენ გამომყევი და -თვალი ჩამიკრა
-შე გარყვნილო-ვუჩქმიტე და მეც გამეცინა-რატომ ჩქარობ ასე? არასდ გავრბივარ დავამთავროთ და მერე ვიფიქროთ მაგაზე-
მეტად ამაზე აღარ გვილაპარაკი, ნინოს საყვედურებიც დავიმსახურე.საშინლად არ მოსწონდა დანელია,ვერ იტანდა,სულ ცდილობდა მასზე ცუდი ელაპარაკა და ამით ჩემზე გავლენა მოეხდინა,მესმოდა რომ ყველა დდას კარგი უნდა თავისი შვილისთვის,მაგრამ ნინო უვე ზედმეტებში გადადიოდა და რამდენჯერმე ამის გამო ჩხუბიც კი მომივიდა მასთან.დილით გამოცდა გვქონდა,სწრაფად მოვემზადე და უნივერსიტეტში წავედი.ლამის იქვე წავიქეცი შესასვლელთან გაკრეჭილი ბაჩო რომ დავინახე,ცოტაც და იქვე ჩავიკეცებოდი,თვალებში დამიბნელდა,შემაქანა. ნერწვი მძიმედ გადავყლაპე
-როგორც იქნა მოხვედი ნია-გადასაკოცნად გამოიწია
-აქ რა გინდა?-გაფართოებული თვალებით ვკითხე
-სამსახურში არ იყავი, 2 დღეა დავდივარ ვერ გნახე და მერე თაკომ მითხრა სადაც სწავლობდი-გაღიმებულმა მიპასუხა
-და რისთვის მოხვედი?-აბნეულმა ვკიტხე და თვალების ცეცება დავიწყე აკომ არ დაგვინახოსთქო,ვიცოდი რაც მოყვებოდა ამ ამბავს და ერთიანად ვკანკალებდი
-რა გჭირს?
-არაფერი,გამოცდაზე უნდა ავიდე,მაგვიანდება-მოკლედ მოვუჭერი და ზემოთ ასვლა დავაპირე მკლავში რომ მწვდა
-ასე რატო მიშორებ ტო? მე შენს სანახავდ მოვედი და შენ გარბიხარ
-გითხარი გამოცდა მაქვსთქო და რა გავაკეთო?
-მერე რა,დაგელოდები და მერე გავიაროთ სადმე
-შენ ვერ გაიგე? თუ არ გინდა არომ გაიგო?-ხმა ვეღარ გავაკონტროლე
-ხმას დაუწიე ნია,ვცდილობ მაქსიმალურად კარგად გელაპარაკო-ახლა მასაც გაუმკაცრდა ხმა
-რას გადამეკიდე საერთოდ? არ მაინტერესებ და შემეშვი გასაგებია?!-არ ვცხრებოდი ლადო რომ შემოვიდა და ამაზე უფრო მეტად ამაკანკალა
-რა ხდება?-თვალებით მანიშნა ვინააო
-არაფერი ლადო,წამოდი-ხელი დავავალე
-ესაა?-სიცილით მკითხა ბაჩომ
-ვინაა ეს ნია?-ახლა მე მომიბრუდა ლადო
-ლადო წამოდი დაგვავინდა
-მოიცა ერთი წუთით,რა ხდება არ იტყვი?
-შენ ხარ ამის ძვირფასი შეყვარებული?-ირონიას არ წყვეტდა ბაჩო
-ჩემი ძმის შეყვარებულია რამე პრობლემაა? შენ ვაბშე ვინ ხარ?-აიფხორა ლადო
-ლადო გეყოფა წამოდი,არავინ არაა ნაცნობია უბრალოდ
-ნია დამაცადე-თვალები დამიბრიალა
-კაი ტო რას მეძაბები,პროსტა მევასება ეს გოგო და ახლაგავაიასნეთ რო ყავს შეყვარებული და მორჩა ბაზარი0ხელები მაღლა აწია ბაჩომ,თუმცა ლადოს ბოლო სიტყვები ვფიქრობ,რომ არ გაგონია ისე უთავაზა სახეში მუშტი,ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა,ლადომ აგინა ბაჩოს და კიდევ რამდენიმე მუშტსაც უთავაზებდა რომ არა დაცვის ბიჭები,ძლივს გამოწიწკნეს ლადოს ბაჩო.
-ლადო გეყოფა! გაჩერდი-ხელი დავავლე და გვერდით გამოვიყვანე
-ვინაა ნია ეს ტიპი?-თვალებში ცეცხლი ედგა ასეთი ლადო პირველად ვნახე
-არვიცი არც ვიცნობ ნორმალურად,კაფეში დადის და იქ მნახა
-პროსტა აკოს ყურამდე არ მივიდეს ეს ბაზარი თორე ხო იცი რო იმენა კბილებით შეჭამს?-თითი დამიქნია
-ამხელა ამბის ატეხა არც იყო ლადო საჭირო,წამოდი ახლა ავიდეთ გამოცდაზე
ხმისამოუღებლად გამომყვა უკან და საგამოცდო აუდიორიაში შევედით.დანელიამ გამიღიმა რომ დამინახა,მეც ღიმილით ვუპასუხე და სახეწაშლილი ლადოს გვერდით დავჯექი,ავაფრთხილე რომ აკოსთვის არაფერი ეთქვა,ისიც დამპირდა,რომ ხმას არ ამოიღებდა. დაძაბულმა ვწერე გამოცდა,გვერდზეც კი არ გამიხედავს,კინაღამ დამავიწყდა რაც ვიცოდი ისიც.ყველაზე ბოლოს მე გამოვედი,აკო კარებთან იდგა.
-ამდენი ხანი რას წერდი,ვეფხისტყაოსანს?-სიცილით მკითხა და ლოყაზე მაკოცა
-უუფ რავიცი ოთხივე დავწერე,შენ რა ქენი?-თბილად გავუღიმე
-დაგავწერე კოხტად
-ვაიმე რა დებილი ხარ-გულიანად გამეცინა
დაბლა ჩამოვდიოდით ვირაც გოგო რომ აეტორღიალა დანელიას კისკისით
-ვაა დაკარგული დანელიაა-იწელებოდა რეზინასავით ეს წაკლა ქერა
-როგორ ხარ რუსკა?-ღიმილით კითხა აკომ
-ნარმალნა რაა,შენ? რამდენი ხანია არ მინახიხარ,ასე უნდა დაკარგვა? ერთი არ მომიკითხო რაა-გადაიხარხარა
-ხო რავი ტოო-თავი მოიქექა და მე გამომხედა-მე და სალომემ ერთმანეთს გადავხედეთ
როგორც აღმოჩნდა ეს რუსკა აკოს ყოფილი "ნაშა" იყო.ამაზე დიდად არ მიმიქცევია ყურადღება,ზოგადად ბუებით არ ვიყავი ეჭვიანი ადამიანი. დიდხანს იდგა იმ რუსკასთან და ტკბილად ლაპარაკობდა,ახლა ცოტა კი მომეშალა ნერვები,თუმცა არ შევიმჩნიე.



№1  offline წევრი Pepper

ვაიმეეე როგორ გამეხარდაა ახალი თავი როდავინაახეეე ^^ რამდენიხანი ველოდებოდი სად იყავი ქალბატონო აქამდე ? როგორ შეიძლება ასეე ?
თქვენზე ვგიჟდეეები რააააა ^^
ეს ბაჩო საერთოდ რამასტიააავის დაეკარგაააა :/ რატო უფრო კარგად არ ცემაა ლადომრააააააა :/
ეს რუსკა ხოსაერთოდ. ვერ ვიტან ზედმეტ ძუკნა ადამიანეებს :/ იმედია ურთიერთობას არ აგირევთ რაა :/
შენ რამაგარი გოგოხარ რააა<3.
ველოდები შემდეგ თავს იმედია არ დააგვიანეეებ <3
სიამოვნებით ვკითხულობ სულლ

 


№2  offline მოდერი Anye-Any

მადლობა ჩემო კარგო,გამოცდების და სამსახურის გადამკიდე ვეღარ მოვახერხ წერა,თანაც მალე დავასრულებ დაუსრულებლად იქცა უკვე ეს ისტორიაა :)))))

 


№3  offline მოდერი bibo

Es bacho gamixarda ro milewes da gauswores eg debili cxviri ai egre :D es gogo vinga rame sharshi ar gaexves kide tore chemi xelit mivachaqucheb am bichs.imdenad momwonxart ro ravi ver gelevit minda ertad iyot samudamod ertmanets sheaberdet:*ucodveli da ushecdomo aravina amitom yvelapers gamosworeba unda mtavaria igive ar gaimeoreee :* ai vgijdebi shenze ideali xar aheyvarebulobis da minda bednieri iyo marwyvoo.msurs akoatan ertad su su bedniereba gisurvo shojoladius da rafaelous

 


№4 სტუმარი mtvaro svani

vaimeeeee bachos cema gamixarda mara es debili danelia ras aketebs saertod ver vxvdebi ra.tu kide atkens nias guls urchevnia tavi aifetqos da gvamic misive afetqebuli xelit gadamalos raaa.kretini eg.rogor mishlis nervebs.au ase agar daagviano ra male dade axali tavi tore vgijdebi ukve ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent