შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “11“


19-02-2016, 14:50
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 316

***
უეცრად წამოთოვა.ოთახში ფესვგამდგარმა სიცივემ კოსტა გამოაღვიძა.გვერდით დაიხედა.მარიტა არ იწვა.გაკვირვებული წამოდგა საწოლიდან და ფანჯარასთან მივიდა.მინები დაბურულიყო და გადაწმინდა.წვრილი და ხშირი თოვა იყო.შეღონებული ჩამოსცილდა ცივ ფანჯარას და მარიტას საძებნელად ოთახიდან გავიდა.
-სად წახვედი,-აღელვებული ხმით ჰკითხა ყურმილში.
-მაღაზიაში,რაღაც მინდა ვიყიდო და ამოვალ,-მიუგო მარიტამ.შიშისგან ხმა უკანკალებდა,თუმცა ეს კოსტას არ შეუმჩნევია.
-მალე ამოდი,-ალერსიანი ხმით სთხოვა და ტელეფონი გათიშა.
მარიტა უღონოდ დაეშვა სკამზე და თავი ხელებში ჩარგო,რატომღაც არ მოსწონდა კოსტას რომ ატყუებდა,მაგრამ არც ის უნდოდა გაეგო და ენერვიულა.
-ცუდად ხომ არ ხარ?-ხელი შეახო მხარზე ბიძამისმა.მარიტა შეკრთა და ხელები ჩამოშალა.თვალები უძილობისგან ჩაწითლებოდა და ფერიც დაკარგვოდა.
-თითქოს დავმშვიდდი,ექთნის ნათქვამზე,მაგრამ შინაგანად რაღაც მაფორიაქებს,-თქვა თრთოლვით და გოგას ახედა,-ბიძაჩემო,-მიუგო,-გული მღრღნის,კოსტას რომ არ ვუთხარი,იქნებ ზვიადი . . .
-მაგას ნუ ამბობ,-გააჩუმა გოგამ,-ექთანმა დარწმუნებით თქვა რომ ზვიადის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
-კი ,მაგრამ,-ამოიხრა მარიტამ,-ჯობია წავიდე,-წამოდგა,-არ მინდა კოსტას ეჭვი აღვუძრა
-კარგი,მართალი ხარ,ჯობია წახვიდე,მე და მაკრინე აქ ვართ,არაფერზე ინერვიულო
-მიკვირს
-რა?
-ზვიადის ნათესავები რატომ არ მოვიდნენ
-შენ არ იცი რომ მამას მხოლოდ შვილი ჰყავს და შვილს მხოლოდ მამა?!
-ეგ რას ნიშნავს?-დაბნეული მზერით შეხედა მარიტამ
-იმას რომ ნათესავები არ ჰყავთ,კოსტას დედა და ზვიადის ძმა ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ
-შენ მათ შესახებ ამდენი რამ საიდან იცი?
-მაკრინე მიყვებოდა ხოლმე,ზვიადის დედასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.ყოველ დღე ნახულობდნენ ერთმანეთს და საკუთარ დარდს უზიარებდნენ.მე და მამაშენი რომ წამოვიზარდეთ,გადავყავდით და მთელ დროს ზვიადთან ვატარებდით,ჩემთვის მეორე ძმასავით იყო.როცა ცოლი მოიყვანა ძალიან გაგვიხარდა,მაგრამ კოსტას დაბადებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
-ძალიან ცუდია,მაგრამ მაკვირვებს
-რა?
-კოსტამ ისეთი რამ მითხრა დედამისზე
-რა გითხრა?-დაინერესდა და ცოტა დაიძაბა კიდეც გოგა
-საუზმეს მახვედრებდაო,მლოცავდაო,მაგრამ არასოდეს უთქვამს რომ ვუყვარვარო,-გოგას მწარედ ჩაეღიმა,ამოიოხრა და ძმისშვილს ხელი ხელზე დაადო
-ჯერ ყველაფერი არ იცი,-სიმწრით გაუღიმა და ოფლი შეიშრო სახეზე
-მინდა რომ ვიცოდე,-თხოვნით თქვა მარიტამ
-კოსტას დედა რომ გარდაიცვალა,მის მოსავლელად დეიდამისი ჩამოვიდა.ცოტა რომ წამოიზარდა და სკოლა დაამთავრა ის ქალი სულ აორთქლდა.მიატოვა ზვიადი და კოსტა სოფელში მარტო და მის მერე აღარც მოუკითხავს დისშვილი.
-მოიცადე,რაღაც ვერ გავიგე,კოსტამ გარკვევით მითხრა დედაჩემიო.მას არ უთქვამს დეიდა
-ის ხომ თვეების იყო,სწორედ იმ პერიოდში მოუწია უდედობა,როცა თითქმის ვერ იაზრებს რას ნიშნავს იცხოვრო ნამდვილი დედის გარეშე
-გამოდის დეიდა ზრდიდა ისე რომ კოსტას დედა ეგონა.ეს ხომ ძალიან რთული გასააზრებელია,კოსტა უკვე ჩამოყალიბებული,სრულფასოვანი პიროვნებაა,რომელმაც იცის რომ დედა გვერდით ჰყავდა.
-ხო ჰყავდა,შემდეგ კი ზვიადს დასცილდა და სხვა კაცს გაჰყვა ცოლად.ასეთი რამ მოიმიზეზა ზვიადმა რომ კოსტა არ ჩასძიებოდა და რეალურად არ მიეკვლია ნამდვილი დედისთვის.
-ზვიადს რაში დასჭირდა ამხელა ტყუილის აგორება?
-მას ეშინოდა რომ კოსტა უდედობას ვერ შეეგუებოდა
-სამაგიეროდ მთელი განვლილი ცხოვრება ტყუილში გაატარა,-კოსტას ადგილზე წარმოიდგინა თავი და გული შეეკუმშა,თვალებში ცხარე ცრემლი ჩაუდგა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს ყელში უჭერდნენ,-წავალ,უკვე სულიც მეხუთება,-წამოდგა და ხელი ყელზე მიიჭირა.კივილისგან სახე ერთიანად დაემანჭა.სწრაფი ნაბიჯებით გავიდა საავადმყოფოდა,ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა.
კოსტას უკვე მოსვენება ჰქონდა დაკარგული.ლოდინით დაღლილი დივანზე მიწოლილიყო და ჭერს მიშტერებოდა.
-მოვედი,-მარიტას ხმა რომ მოესმა,წამოვარდა და მისკენ წავიდა
-სად ხარ აქამდე?-თავი მოაჩვენა,თითქოს ძალიან ბრაზობდა მასზე,-არაფერი გიყიდია?-მარიტა ისეთ დღეში იყო,ლამის დაავიწყდა მაღაზიაში რომ იყო
-ვერ ვიყიდე,ის არ იყო რაც მე მინდოდა,-შეწუხებულმა თქვა და მკერდზე მიეკრო.ახლა ყველაზე მეტად მისი სურნელი უნდოდა რომ ცოტა დამშვიდებულიყო.კოსტას ჩაეცინა და ხელები შემოხვია.
-გაღვიძებულს ჩემს გვერდით მინდოდა მენახე,მძინარე,-დაღონებით მიუგო მან
-ყველაფერი წინაა,-დაამშვიდა მარიტამ
-კაცმა არ იცის,როდის რა მოგეპრიანება,-ხარხარით უთხრა კოსტამ და ნიკაპი მის მხარზე ჩამოდო,-მომენატრე,-თბილი ხმით უჩურჩულა ყურთან.მარიტას ჩაეღიმა,თითქოს ერთმა სიტყვამ შვება მოჰგვარა.დამშვიდებულმა,თავადაც მიუტანა ათრთოლებული ბაგეები ყურთან.
-არ დაგიმალავ,მეც მომენატრე,-უჩურჩულა მანაც.კოსტა ხმას ვეღარ იღებდა.რამდენ ხანს ელოდა ქალისგან ამ სიტყვის თქმას.რამდენხანს ცდილობდა მიეხვედრებინა რომ ქალსაც უყვარდა,მაგრამ ახლა ემოციის მოზღვავებისგან ხმას ვეღარ იღებს.თითქოს ფილტვები ჟანგბადისგან ეცლება და მთელი სხეული იფიტება.მარიტა კი ზედ ეხვევა რომ დანაკარგი აუნაზღაუროს და გამოაცოცხლოს. ასეცაა,კოსტა უფრო დუნდება,საკუთარი სხეულის კონტროლს კარგავს და მარიტას სხეულში შემძვრალი ცდილობს მდგომარეობის განეიტრალებას.
ცხელ,გავავრვარებულ ხელის გულს სახეზე ჰკიდებს და თვალებში აცქერდება.მის გულისცემას ხელებზეც კი გრძნობს.თავბრუდახვეული თავის შუბლს,მის შუბლზე აბჯენს და ღრმად სუნთქავს.
-არ მინდა დავასრულო,-ლუღლუღით თქვა და ჯერ შუბლი,შემდეგ ლოყა და ბოლოს ბაგეები დაუკოცნა,-სულ მინდა ჩემთან იყო,-ხელები ძლიერად შემოხვია წელზე და თავისკენ მიიზიდა
-მე ისედაც სულ შენთან ვარ,-ჩურჩულით მიუგო ისევ მარიტამ და ყური გულზე მიაბჯინა,მისი გულის ბაგა-ბუგი მკვეთრად ესმოდა
-მხოლოდ ორი დღეა,-ხმაში ტკივილი შეერია,-მხოლოდ ორი დღეა რაც მე მეკუთვნი და საუკუნეა რაც შენ გეკუთვნი.
-კარგი,დამშვიდდი,-ლოყაზე ეამბორა,-მშია შენ არა?
-მგონი კი,-სიცილით თქვა კოსტამ,-არის რამე?-ჰკითხა და სამზარეულოსკენ წავიდა
-იქნება,ალბათ,-ყოყმანით მიუგო მარიტამ და უკან მიჰყვა.
-სალათი,სალათი,სალათი,-ფრუტუნით იღებს მაცივრიდან სალათებს და უკმაყოფილო სახით მარიტას აცქერდება,-შენ რა ვეგეტარიანელი ხარ?-დუდღუნებს და მაცივარში ხელმეორედ იჭყიტება
-არა,რა ვეგეტარიანელი,ეგ სალათი ქათმისაა
-რომელი?
-მარჯვენა ხელში რომ გიკავია,-სალათს ართმევს და მაგიდაზე დგამს
-შემწვარი არ გვაქვს?
-არა,მზა მხოლოდ ესენი ჰქონდათ
-მზა?-წამოდგა კოსტა და მაცივარი მიხურა,-მე შენი გაკეთებული მინდა,აქამდე სულ მზას მაჭმევდი?-ბრაზმორეული ეკითხება და თვალებში აშტერდება
-აბა,მე ხომ არ დავიწყებდი კეთებას?-გაოცდა მარიტა
-ცოლი რაღატო მომყავდა
-მოიცა,შენ ცოლი მაგისთვის გინდოდა?-ბრაზდება მარიტაც
-არა,მაგრამ მიჩვეული ვარ სახლში მომზადებულ კერძებს,-თავს იმართლებს კოსტა,-მიდი,შენით გააკეთე,იყოს უგემური,ოღონდ ვიცოდე რომ შენი ხელითაა,არაფერს დავეძებ,-ლოყაზე ჩქმეტს და მაგიდასთან ჯდება,-ეს სალათები შენ შეჭამე,მე უკეთესს დაველოდები,-ხელებს მაგიდაზე აწყობს და ღიმილით აკვირდება მარიტას.

კარადიდან ზეთს და მარილს იღებს.კოსტას კარტოფილი შემოაქვს აივნიდან და უთლის.მარიტა ქურაზე ტაფას დგამს და გაცხელებულს ზეთს ასხამს.კოსტას უკვე დაჭრილი უწყია კარტოფილი და ჯამს მარიტას აწვდის.კარტოფილს ცხელ ტაფაზე ყრის და თავსახურს აფარებს.გვერდით წყლით სავსე ქვაბს დგამს და,როცა დუღდება მარილს,შემდეგ კი მაკარონს ყრის.
-ყველი გამიხეხე რა,-სთხოვს კოსტას და მაცივრიდან გამოღებულ ყველს და სახეს აწვდის.კოსტას ართმევს და საშუალო სისქეზე ხეხაბს ყველს.ამასობაში აკარონიც მოიხარშა და კოსტას გახეხილი ყველი ზედ მოაყარა.ღრმა თეფშზე ამოიღო და მაგიდასთან მიიტანა.
-ასე ჯობია,-კმაყოფილი ამბობს კოსტა,-უბრალო და გემრიელი,-თეფშზე იხვავებს მაკარონს და მარიტას მოტანილ კარტოფილს ამატებს ზედ.
-ცუდად არ გახდე,-მის თეფშზე შემყურე,გაოცებული ამბობს მარიტა და თვითონაც ჯდება.



პ.ს მაპატიეთ რა. ისეთი ცუდი პერიოდი მქონდა.ძმა გამიხდა ცუდად და სულ არ მქონდა წერის თავი.იმედია კიდევ წაიკითხავთ. მაპატიეთ ძალიან არ მინდოდა დაგვიანება,მაგრამ არავინ იცის რა ხდება მომავალში.



№1 სტუმარი Mariami

Ara ushavs cota tu dagagvianda axali tavis dadeba,mtavaria sheni dzma iyos kargad. Male gamojanmrtelebas vusurveb.

 


№2  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგია

 


№3 სტუმარი nini

აუუ რამაგარიააა მაგარიაა მაგარიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა love love

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

აუუ რამაგარიააა მაგარიაა მაგარიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა love love saocrebaa es istoriaa
--------------------
G.ke

 


№5  offline მოდერი bibo

შენ კოსტას ძან მიჩაგრავ ალმასივით ბიჭი დასაჩაგრია უხ feel feel ვგიჟდებიშენზეე სსასწაული საოცრება შოკოლადი ნამცხვარი რაფაელო ტორტო ალუჩავ love

 


№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

მადლობთ ჩემო კარგებო love იმდენად ვარ ხოლმე გახარებული აღარ ვიცი როგორ გითხრათ. ყოჩააღ თქვენ რომ კიდევ გაქვთ სურვილი ამის წაკითხვის.ვიცი ნერვებიც გეშლებათ.ყველანაირად ვცდილობ თქვენს მდგომარობაში შესვლას.უბრალოდ ხშირად მიჭირს. love love მადლობთ კიდევ და მიყვარხარართ ძალიან.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№7 სტუმარი A

Magari iyo momewona dzalian. Yochag. Imedia sheni dzma ukve kargadaa da agar ganetviulebs. Istoriis dagvianebas ki eshveleba mtavaria janmrteloba.

 


№8  offline წევრი cancara

კაია მალე დადე

 


№9  offline მოდერი წითური გოგონა

ვკითხულობდი ამ მოთხრობას, მგონი მეექვსე თავამდე. მერე შევწყვიტე.
ჩემი დასაწუნი რა აქვს, მაგრამ მომეჩვენა თითქოს მოვლენები ჩქარა განვითარდა. ზედმეტად არაბუნებრივად.
თუმცა, იმ ექვს თავში, შენი წერის სტილი აღმოვაჩინე როგორიც იყო.
ეგ სტილი ჩემთან ახლოს არ არის და ალბათ ამან შემაწყვეტინა კითხვა.
ჩემი აზრის გაზიარება მომინდა შენთვის.
წარმატებები!
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent