შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა მაღალ ქუსლებზე –2–


19-02-2016, 19:59
ავტორი sopiko
ნანახია 3 185

[თავი 2]
გაუნძრევლად მივყრდნობივარ კედელს და სახეზე მკვდრის ფერი დამდებია.
მთლად ასეთი გაბედულიც კი არ ვარ, კაცო!
აი, ეს კი იმაზე შეშლილი ყოფილა, ვიდრე მეგონა!
–თეატრალურზე სწავლობდი ხომ?–გამოსავალს ვპოულობ და უაზრო ბჟუტურს ვიწყებ.
–რატომ გგონია?–სარკაზმით გაჟღენთილი ხმით მეკითხება და თან ისე მიყურებს, აშკარად გამოვიცანი.
–სცენას თამაშობ ''კუკარაჩადან'' და ამიტომ!–მიამიტად ვიკრიჭები და ფეხსაცმელს ისე ვიძრობ, მამაკაცს თვალს არ ვაშორებ.
–გეშლება! ''ოტელოს'' სცენის გათამაშებას ვაპირებ ახლა!–ხელებს იფშვნეტს ის და ჩემკენ მოიწევს.
–ეგ არ ქნა!–წამწამებს უდანაშაულო ბავშვივით ვაფახულებ და რამდენიმე ნაბიჯს მისკენ თვითონვე ვდგამ.
–იქნებ პატივი დამდო და ერთი მიზეზი მაინც დამისახელო იმისა, თუ რატომ არ უნდა გავაკეთო ეს!–ფსიქოპატი ეძახე შენ და ასეთ სიტუაციაშიც კი, როცა ჩემს მოკვლას აპირებს, მშვენივრად ალაგებს წინადადებას.
–რადგან... იმიტომ, რომ...–ვლუღლუღებ და ჭერზე ვეძებ მოსწრებულ პასუხს.–ანაბეჭდების შესახებ გაგიგია რამე? ჩემს ცხედარს რომ იპოვიან, ანაბეჭდებსაც აღმოაჩენენ და შენ... შენ დაგიჭერენ!
ტუჩის კუთხეში ეღიმება მამაკაცს. ეჰ, ათიანის გამართვასაც მოვესწარი!
–სამწუხაროდ პისტოლეტი არ წამომიღია, თორემ ათიანში ვისვრი!–ცხვირს ჭმუხნის და მწველ თვალებს ჩემს სხეულზე დაატარებს.
–ტყუილად სწუხარ! არც მაგას არ გირჩევდი...–თავჩაქინდრული განვაგრძობ ლუღლუღს.
–არც ასე გინდა სიკვდილი?–მოჩვენებითი სიბრალული გამოსჭვივის მისი სიტყვებიდან. მსწრაფლ მიახლოვდება და თავს მისკენ მატრიალებინებს.
უარყოფის ნიშნად თითებს საცოდავად ვამოძრავებ.
–რატომ?–ჯიქურ მეკითხება ის.
–ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მამაკაცების უმეტესობას ძალიან აბნევს დანაშაულის შეგრძნება და მკვლელობის ჩადენის შემდეგ იარაღი მკვლელობის ადგილას რჩებათ ხოლმე.–ვუკაკლავ მთელ ინფორმაციას.
–იცოდი, რომ ადრე თუ გვიან შემხვდებოდი და მომზადებული ხარ?–ხელებს შლის გაკვირვებული. მისი მთელი არსება გაბრაზებას მოუცვია.
–არ ვიცი, ვინ ხარ და რას მერჩი, მაგრამ თუ დამიჯერებ, იმასაც გეტყვი, რომ მე არანაირ თაია ვაშაკიძეს არ ვიცნობ და რატომ უნდა მოვმზადებულიყავი შენთან შეხვედრისთვის? პირდაპირ გეტყვი! რაც წახვედი, სულ შენზე ვფიქრობდი და არა იმიტომ, რომ შენი ათლეტური აღნაგობით დამამახსოვრე თავი. ლამის მეც დამაეჭვე, რომ ბელა არ ვარ!–სიმართლეში სიცრუესაც ვურევ და გათამამებული გულზე ხელებს ვიკრეფ.
–ბელა?–შავი თვალები სიღრმეში მძირავენ და მთელ ჩემს სულს და გონებას წალეკვას უქადიან.
–დიახ, მე ბელა ბრეგვაძე ვარ! შენ კი უსინდისოდ მეჭრები ჯერ კაფეში, შემდგომ სახლში და ისიც არ ვიცი, ამას როგორ ახერხებ!–უკვე მეც ვცხარდები. მისი საქციელი ზღვარს გადადის. ეს ბრძოლის წესების დარღვევაა!
–მაშ, რატომ გეშინოდა ჩემი?–ჩემს გამოჭერას მაინც ცდილობს ის და გაცეცხლებული მადევნებს თვალს.
–ისევ ფსიქოლოგების არგუმენტებით წარმოგიდგინო შიშის მიზეზი?–დიდ გულზე ვარ და ''ვუბერავ'' ისე, როგორც მინდა.
–ყოჩაღ შენ! კარგად გიმუშავია საკუთარ თავზე!–ზიზღით მაჩერდება თვალებში, წელზე ხელს უხეშად მიცურებს და თავისკენ მიზიდავს.–არ გეგონოს, რომ დაგიჯერე! ახლა წავალ, მაგრამ შენს კუდს ასე ადვილად ვერ გაისწორებ! ვერც შენი ტანი გიშველის და ვერც ნაზი ბაგეები, ''ახალივით'' რომ გამოიყურება. ადრინდელივით მახეში ვერ გამაბამ!
სარკეს მსუბუქად მანარცხებს. დაბლა დაგდებულ ჩანთას და ფეხსაცმელებს ალაჯებს, კარებს აღებს, ერთ გამხეცებულ მზერს კვლავ მტყორცნის და სახლს ტოვებს.
–ჰგონია ამას შევარჩენ? არც შენ არ გიშველის დამაბრმავებელი თვალები, ფსიქოპატო!–ვბურტყუნებ გამწარებული და მუშტს ხის ჩამოსაკიდს ვთავაზობ.
***
დილით სწორედ იმ სარკეში ვხედავ ჩემს ამოღებულ თვალებს, გუშინ ამოღამებული თვალების მიზეზმა რომ თავი მიმარტყმევინა. ჩაშავებულ უპეებზე პუდრს ვისმევ და ეს ცოტათი მაინც მშველის. წინ ჩამოშლილ კულულებს ყურს უკან ვიწევ და ლურჯი მაისურითა და თეთრი კაბით მივიზლაზნები შემოსასვლელისკენ. ციდან სამ მეტრზე შემხტარი მგონია თავი, რამდენიმე დღის წინ ნაყიდ ''შპილკებს'' რომ ვიცმევ. არა უშავს! აქედანაც შევძლებ ფსიქოპატის გონზე მოყვანას! კაფეში წასვლამდე განსაკუთრებულ ზომებს მივმართავ და ისე ვკეტავ კარს. არასასურველი სტუმრებისთვის აგერაა სარდაფი, ჩემი სახლი საგიჟეთი კი არ არის, გიჟებს რომ ვუმკურნალო! ნუ სიმპათიურ გიჟებს... ხმა, ბელა, ხმა! შენ არა თქვი, ლამაზი თვალები ჩემზე გავლენას ვერ მოახდენსო?!
–ბელაშკა, ცხოვრებით ხარობ?–სადარბაზოში გამოსვლისთანავე გვერდით მიდგება მაღლასართულელი მეზობელი, გიგიშა. ადრე როგორ ვგიჟდებოდი მასზე, მაგრამ ვერ ვაპატიე ის ''ერთი'' შეცდომა, როგორც თვითონ უწოდებდა. კი, ბატონო, რადგან მე სურვილებს ვერ ვუკმაყოფილებდი ყოფილიყო სხვასთან, მაგრამ ისე, რომ მე ვერაფერი გამეგო და გული არ მტკენოდა. დღეს პირველი ის გამომელაპარაკა, ამას კი ისევ მარცხენა ფეხზე ადგომა სჯობდა.
–მგონი ვიღაც–ვიღაცეებს რაღაცეები დაავიწყდათ!–აღვნიშნავ სასხვათაშორისოდ და კიბეებზე ვეშვები.
–ვიღაც–ვიღაცეებში მე მგულისხმობ ხომ?–უკან მომყვება ვაჟბატონი.
–რა მიხვედრილი ხარ, გიგა! თუ გახსოვს, უწინ გიგიშას გეძახდი, დრო შეიცვალა, ჩემო კარგო! ახლა აღარც მე ვარ ბელაშკა და აღარც შენ გიგიშა! OK?–ინგლისურის ცოდნაც ხომ უნდა გამოვამჟღავნო? უნდა შევაგნებინო ამ იდიოტს, თუ რა ოქრო დაკარგა!
–ჩვენ შეგვიძლია ძველი დრო ახლად ვაქციოთ!–ჩემს ცდუნებას ღიმილით ცდილობს ის. ღიმილის მბრძანებელი გუშინ აღმოვაჩინე. მეთოდები დაგიბერდა, მურტალო!
–იცი, ამაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ თუ ოდესმე ვიფიქრებ, შენი ხელით მიმაბრძანე საგიჟეთში!–თავის კანტურით ვეუბნები და გზას ვაგრძელებ. იმის დამატება დამავიწყდა, რომ ჯერ გაარკვიოს, იმ ფსიქოპატმაც თუ იპოვა თავისი ადგილი.
–ისე გავიგე, რომ ჩემს მერე მარტოდმარტო დაეხეტები. ეს ზედმეტი სიამაყე გღუპავს, ბელაშკა!–თავის ჭკუით ნიშნს მიგებს. მისკენ ვბრუნდები და თვალებმოჭუტული ალმაცერად ვათვალიერებ აყლაყუდას.
–ცნობები ვიღაცას შეცდომით მოუწოდებია, შემთხვევით შენს რომელიმე ეჭვიან საყვარელს ხომ არა, რომელსაც ჰგონია, რომ დიდი ვინმე იპოვა შენი სახით?–ირონიული ღიმილით ვეკითხები და მარჯვენა ხელს გაშლილ მდგომარეობაში მაღლა ვწევ.–ჩემს დევნაში ვერაფერს მოიგებ! თუ ფულიანი პარტნიორის ახალ კანდიდატურად მიგაჩნივარ, ძალიან შემცდარხარ! ჭორების დონეზე მეც გავიგე ის, რომ შენზე ბევრად დიდმა ქალბატონმა მიგატოვა და მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ქორფა ქალიშვილის გარეშე ვერ გაძელი. ჩემი კაფე ორს ვერ გასწვდება, საყვარელო!
ჩემი სიტყვები ჭრის. შავი ჭირი მოშორებულია!
კაფეში ყველაფერი რიგზეა! დინა გათავისუფლებას მთხოვს და მეც უარით არ ვისტუმრებ. გუშინ ზედმეტი წამოვროშე, მისი ენის იმედი კი არ მაქვს.
ყოველ წუთს ველი ვინმეს შემოძახილს, რომ ვიღაც მიხმობს, ჩემი ნახვა უნდა!
ასეთი არავინ არ ჩანს!
...თუმცა ჩემს შინაგან მეს არც არავინ უნდა, ფსიქოპატის გარდა! ამის გააზრებაა და ჩემი თავის საკერავ მანქანაში გატარება მინდება. ის პირველყოფილივით მომექცა, მე მას ველოდები... ეს ხომ მაზოხიზმია? ან მოწონება! ადამიანის გულში ჩავარდნა!
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალებს ის მამაკაცი უფრო მოსწონთ, რომელიც ამრეზით უყურებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ყველანაირი მზაკვრული გეგმა კრახით დასრულდეს.
ამჯერადაც ვეთანხმები მათ!

^^^
და მე ამჯერადაც ძალიან გამახარეთ და ახალგამოცხობილი თავიც თქვენს წინაშეა!
იმედია დავაკმაყოფილე თქვენი იმედები და შეფასებასაც დავიმსახურებ, რომელზეც ისაა დამოკიდებული, რომ...
უყვარხართ სოფიკოს სულ, სულ ყველანი!



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ძალიან მომეწონაა ახალი თავიი❤❤მეც კი შემეპარა ეჭვი რომ ეს გოგო ბელაა და სხვა :დდდ
მარტო ბელას არა მეც მთიშავს შავი თვალები.:დდ
საინტერესოოაა და ველი მომდევნოს უკვე ჩამითრია wink ❤❤❤

 


№2  offline წევრი teddy))

Fsiqologebi, fsiqologebi! Vetanxmbi mat! :D tiituuuuu rogori bichi gvyavs :D es gogo! Sul shen ggavs enamoswrafulobashi! :D murtalo :D

 


№3 სტუმარი A

Magaria istoria da magari xar shenc.... Male veli axal tavsac warmatebebi....

 


№4  offline მოდერი sopiko

gvanciko_gvancunia
ძალიან მომეწონაა ახალი თავიი❤❤მეც კი შემეპარა ეჭვი რომ ეს გოგო ბელაა და სხვა :დდდ
მარტო ბელას არა მეც მთიშავს შავი თვალები.:დდ
საინტერესოოაა და ველი მომდევნოს უკვე ჩამითრია wink ❤❤❤

teddy))
Fsiqologebi, fsiqologebi! Vetanxmbi mat! :D tiituuuuu rogori bichi gvyavs :D es gogo! Sul shen ggavs enamoswrafulobashi! :D murtalo :D

A
Magaria istoria da magari xar shenc.... Male veli axal tavsac warmatebebi....

დიდი მადლობა, გოგონებო! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent