ბაუნტის ვალი [6]
საშინლად ღლიდა მგზავრობა. სახლში შესულმა მოკლედ მოიკითხა ოჯახის წევრები და თავის ოთახს მიაშურა. ისე უცებ შეეპარა სიმსუბუქის შეგრძნება, ლოგინზე კარგად მოკალათდა და დაეძინა. რომ გამოეღვიძა, გარეთ უკვე სიბნელე იყო, საათის ისრები ათს უჩვენებდნენ. ტელეფონი მოიმარჯვა და ლილეს დაურეკა. - ლილიკო ჩამოვედი _ ხმის გაგონებისთანავე ჩასძახა. - რა კარგია, ზუსტად ახლა ვაკეთებდი ყავას, გელოდები _ გაუცინა. რამდენიმე წუთში უკვე ლილესთან იყო და ყავას მიირთმევდნენ. - შალვა როდის მოდის ნეტავ? - წეღან ველაპარაკე და ხვალ დილით ჩამოვალო _ ამცნო ლილემ _ საღამოს მტრედებიც მოდიან და ხომ უნდა დავხვდეთ. - ჰო აბა რა, მომენატრნენ _ ბედნიერმა ჩაილაპარაკა _ ისევ ერთად ვიქნებით. - გაბრიელთან რა ხდება? - არ ვიცი, მელოდება როდის ჩამოვალ სოფლიდან. - ხომ ჩამოხვედი? _ გაკვირვებით ჰკითხა. - ჰო და ახლა არ ვიცი რა ვქნა _ წარბებშეჭმუხნულმა გადახედა. - ნუ გადამრიე რა, ხომ მოგწონს? - მგონი. - ჰოდა შეატყობინე რომ ჩამოხვედი, მერე ნელ-ნელა აეწყობით და თუ არაფერი გამოვა ორივე თქვენს გზაზე წახვალთ, მაგრამ თუ გამოვა, კიდევ ერთ ქორწილს გადავიხდით _ გაუცინა. - თუ არ დავჭამეთ ერთმანეთი _ ჩაიფრუტუნა. - ხომ ხედავ, ის ბიჭი დატკბა, შენც დატკბი ცოტა და ეგაა _ მხარი მიკრა. - მივწერო ახლა? _ ეშმაკურად გაიცინა. - მიდი _ გაეკრიჭა ლილეც. „ჩამოვედი.“ - გაუგზავნა და ამოისუნთქა. ისე ელოდა პასუხს, მაგრამ არაფერი, პასუხი არ მოსულა. - არ მომწერა _ გაბრაზებული უმზერდა ლილეს _ ხედავ? პასუხიც არ დამიბრუნა. - მე რას მეჩხუბები მერე? აცადე ადამიანს _ შეუბღვირა. - რა ვაცადო, გავიდა ერთი საათი, მორჩა, მე მიმწერი აღარ ვარ _ ბრდღვინავდა. - ანი მომისნიმე, აცადე კარგი? იქნებ რა ხდება, დაელოდე. - მე გავბრაზდი _ ხელები გადაიჯვარედინა და გაბრაზებულმა შეხედა. - კარგი, გაბრაზდი _ გაუცინა _ ნაყინი ხომ გინდა? - მინდა. *** - სალოო _ ერთმანეთს ისე ჩაეხუტნენ, თითქოს მთელი წლით იყო წასული. - მე არ მიმჩნევთ თუ რა ხდება? _ ერეკლეს ბუზღუნი მოესმათ. - როგორ შეიძლება შენ ვერ შეგამჩნიოთ _ ახლა მას ჩაეხუტნენ. - ახლა ჩვენთან წავიდეთ, ახალ სახლში, გველოდებიან _ გაეღიმათ. - წავედით. სახლში ოჯახის წევრები ელოდებოდნენ წყვილს. სახლი მორთული დახვდათ, სუფრა გაშლილი. იმ საღამოს არაჩვეულებრი დრო გაატარეს. სულ აღარ ახსოვდა გაბრიელი, სანამ თავის ოთახში მარტო არ დარჩა. კიდევ ერთხელ დახედა ტელეფონს და უარესად მოეშალა ნერვები. შეტყობინება წაშალა და ტელეფონი ტუმბოზე დადო. „არა ერთი რას ველოდებოდი?“ - გაბრაზებულმა დაიბუზღუნა. მეორე დილით იმედიანად დახედა ტელეფონს, მაგრამ სულ ტყუილად. ხასიათიც წაუხდა, ნაწყენმა ისევ ლოგინს მიაშურა. - ანუშკები რას აკეთებ? _ შაკოს მხიარული ხმა მოესმა. - ვწევარ. - შუადღეა გოგო. - მერე რა. - რა გჭირს? _ დასერიოზულდა. - არაფერი _ გაეღიმა მის მზრუნველობაზე, სულ ასე იყო. - გინდა ამოვიდე შენთან? - არა, იყოს, რატომ მირეკავდი? - სალოსთან და ერეკლესთან ავდივართ, ხომ წამოხვალ? - კარგი, გავემზადები და ამოვალ. - კარგი, მერე ვილაპარაკოთ _ ორივეს გაეცინათ. წყვილთან, როგორც ყოველთვის სიმშვიდე და თბილი გარემო დახვდათ. - წავიდეთ რა სადმე ერთად _ გადახედა სალომემ. - მაგალითად? - მაგალითად ზღვაზე. - მე მიკეთებთ ამას? _ გაეცინა ანის _ ხომ იცით რომ არ მიყვარს ზღვა. - მაგრამ ამ ერთხელ რა მოხდება, ჩვენი ხათრით _ საფირმო ღიმილი შეაგება სალომ. - ერთი კვირით მხოლოდ _ გამაფრთხილებელი ტონით უთხრა. - სულ ერთი კვირა _ გვერდით მიუსკუპდა და აკოცა. - აფერისტი ხარ _ გაუცინა. - ზეგ წავიდეთ. - კარგი, წავიდეთ _ უკმაყოფილოდ დაეთანხმა. - ანუშკები რა გჭირს ჭინკა? _ ინტერესით გადახედა შაკომ. - არაფერი. - კაი რა, როდის მერე გვიმალავ და ჩვენც ვერ ვამჩნევთ? _ გაეცინათ. - გაბრიელს უნდა მოეწერა, მაგრამ არ ჩანს _ მხრები აიჩეჩა. - ახლა გასაგებია, გამოჩნდება აბა სად წავა. - თუ არც გამოჩნდება რა _ უდარდელი ტონით უპასუხა. *** მეორე დღე მზადებაში გაატარეს, მაღაზიებიც მოიარეს, საჭირო ნივთები იყიდეს, საღამოს კაფეში დასხდნენ და ყავა მიირთვეს. დილით შვიდ საათზე გადიოდნენ, ანის კი ისე ეზარებოდა. არც ზღვა უყვარდა, არც ადრე გაღვიძების იდეა ხიბლავდა, მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა. მანქანაში გამოიძინა კარგად. ბათუმში რომ ჩავიდნენ, უკვე ძალიან ცხელოდა. სახლში შეიყუჟნენ ყველანი, ზოგი სავარძელში მოკალათდა, ზოგი დივანზე გაწვა. - რა მაგარია ამხელა სახლი რომ ჩვენს განკარგულებაშია _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა შაკომ. - თან საკმაოდ კომფორტულია _ კიდევ ერთხელ შეათვალიერა ლილემ. - მეპატრონეები პირველ სართულზე ცხოვრობენ, ამიტომ მხოლოდ მეორე სართულია ჩვენი. - არაჩვეულებრივია, სამი ოთახია და კიდევ ეს ამხელა მისაღები, სამზარეულო, კარგია, კარგი. - თან მოწესრიგებულია ყველაფერი _ ოთახების დათვალიერების შემდეგ შევიდა ანი მისაღებში _ ახლა მე წავალ ჩემს ოთახში და დავიძინებ, არ გამაღვიძოთ იცოდეთ _ გააფრთხილა და პირდაპირ მდებარე ოთახში შევიდა, კარები დაკეტა და ლოგინზე მოკალათდა. საღამოს შვიდი საათი იყო, რომ გააღვიძეს. იბუზღუნა, მაგრამ მაინც მოემზადა და გაჰყვა ზღვაზე. წყალში არც შესულა, ისე ჩამოჯდა ნაპირზე და მოცინარ ოთხეულს გახედა. ვერაფრით შეიტყუეს, იჯდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. ცოტა ხნით ბულვარშიც ისეირნეს და სახლში გვიან ღამით დაბრუნდნენ. - ანი, წინასწარ იცოდე ხვალ დილით შვიდზე გავდივართ და არ იწუწუნო. - ეს ერთი კვირა ძილს ვერ ვეღირსები? _ ჩაიფრუტუნა. - მეეჭვება _ გაუცინეს. დილის შვიდზე წავიდნენ ზღვაზე. იმდენი ქნა ანიმ, მანქანით წასვლაზე დაითანხმა. გოგონები მზეს მიეფიცხნენ, ბიჭები ცურავდნენ, ანი კი ქოლგის ქვეშ იჯდა და წიგნს კითხულობდა. - აი დამთხვევაც ამას ჰქვია _ ხმის გაგონებისთანავე წიგნს თვალი მოაშორა და ქოლგიდან გამოძვრა. _ როგორ ხართ გოგოებო? _ აგრძელებდა გაბრიელი ისე, რომ ანისკენ არც გაუხედავს. - კარგად, შენ? _ მოიკითხა ლილემაც. - მეც კარგად _ ამასობაში ბიჭებიც ამოვიდნენ წყლიდან, მიესალმნენ, მოიკითხეს. - მარტო ხარ? - არა, ბიჭებიც აქ არიან. - ძალიან კარგი, საღამოს ჩვენთან გელოდებით მაშინ _ დაპატიჟა ერეკლემ. - რატომ თქვენთან? სახლში ყოფნას აქ გავიაროთ არ ჯობს? პიერ-ბათუმში დავსხდეთ. - კარგი, რა პრობლემაა, რვისთვის შესასვლელთან შევხვდეთ. - კარგი, დროებით _ ისე დატოვა იქაურობა მზერაც არ გაუპარებია ანისკენ. - ახლა მითხარით რომ ეს ის არ იყო, ვინც მე მგონია _ აღშფოთებით ჩაილაპარაკა გოგონამ. - ზუსტად ეგ იყო _ გაეცინა ლილეს. - ხვდებით როგორ დამაიგნორა? - რაღაც ხდება. - აი როგორ არ მაინტერესებს იცით? არ შემიმჩნია ხომ? აწი ვნახოთ _ გაბრაზებული მიუბრუნდა წიგნს. მზადება მთელი საათით ადრე დაიწყო. თმები დაისწორა, თეთრი, მოკლე სარაფანი და თეთრი დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო. წამწამები აიპრიხა და ტუჩებიც სულ ოდნავ, ბორდოსფრად შეიფერადა. ვერცხლისფერი ყელსაბამი ჩამოიკიდა, პატარა ღუზა რომ ჰქონდა გამობმული, ამავე ფორმის ბეჭედიც გაიკეთა და სახლიდან გავიდნენ. - არ თქვა რომ ასე მისთვის გამოიპრანჭე _ გაუცინეს გოგონებმა. - საკუთარი თავისთვის, მისთვის და იქ მყოფი საზოგადოებისთვის _ კმაყოფილმა უპასუხა. - ოჰო. ღიმილით გადაკოცნა კაკი, კახი და შოთა, გაბრიელი არც კი შეიმჩნია და შიგნით შევიდა. - აი, ცარიელი მაგიდა დავინახე _ სასწრაფოდ მაგიდისკენ წავიდა და მოკალათდა. გარს შემოუსხდნენ ყველა,ბიჭი ზუსტად მის პირდაპირ აღმოჩნდა. - რა შევუკვეთოთ? - პიცა, ცეზარი და წვენი, მსუბუქად _ გაიღიმა ლილემ. - მაგას თუ მსუბუქს ეძახი _ ჩაიფხუკუნა ანიმ _ ნაყინიც შევუკვეთოთ. - ნაყინი დადნება სანამ სხვა რამეს შევჭამთ, მოგვიანებით შევუკვეთოთ _ ახალგაზრდებს გადახედა გაბრიელმა. გოგონას ხმა არ ამოუღია, თითქოს ვერც გაიგონა. - როდის ჩამოხვედით? _ იკითხა კახიმ მას შემდეგ, რაც შეკვეთა მიიტანეს. - გუშინ _ უპასუხა შაკომ. - რამდენი ხნით რჩებით? - ერთი კვირით. - ძალიან კარგი, ანუ კიდევ შევხვდებით. - რა თქმა უნდა _ გაუღიმა ერეკლემ. მაქსიმალურად ცდილობდა ანი გაბრიელისკენ არც კი გაეხედა, ხან თეფშს დასცქეროდა, ხან სანაპიროს გასცქეროდა. აღიზიანებდა მისი უყურადღებობა, იმასაც ვერ ხვდებოდა რით დაიმსახურა, მითუმეტეს რომ რამდენიმე დღის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო. ნაზად იღიმოდა ბიჭების ხუმრობებზე, არადა სულაც არ ეცინებოდა, ერთი სული ჰქონდა იქიდან გამქრალიყო. - ანი _ ხელის შეხება იგრძნო მხარზე, მაშინვე მიატრიალა თავი _ აი სიურპრიზიც მესმის _ უღიმოდა ომარი. - გამარჯობა _ თავაზიანი ღიმილით მიესალმა და სკამიდან წამოდგა. - როგორ ხარ? რას ვიფიქრებდი აქ თუ გნახავდი. - მადლობა კარგად, თავად? ვერც მე ვიფიქრებდი. - ძალიან გამიხარდა რომ გნახე _ თბილად უღიმოდა. - ჰო _ სხვა ვერაფერი უთხრა, ვერ ეტყოდა მეც გამიხარდაო, მაშინ როცა სულაც არ გახარებია. - გამიხარდება კიდევ თუ გნახავ, იქნებ შევხვდეთ. - არ ვიცი ომარ, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ _ ეცადა თავაზიანი ტონი შეენარჩუნებინა და თან მალე მოეშორებინა. - ჰო, რა თქმა უნდა, უკაცრავად, ხელი შეგიშალეთ _ დანარჩენებს გადახედა _ დროებით _ გაუღიმა. - კარგად _ როგორც კი მიბრუნდა, მაშინვე მოიშორა ღიმილი და თავის ადგილს დაუბრუნდა. - ვინაა? _ ჩურჩლით ჰკითა შაკომ. - სოფელში გავიცანი. - ის უკეთესად გიცნობს მგონი _ გაეცინა. იმ საღამოს ისე დაიშალნენ, გაბრიელს და ანის ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. მთელი გზა გულში ლანძღავდა გოგონა. მეორე დღეს ზღვაზე შეხვდნენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ნაპირზე მასთან ერთად არ დარჩენილიყო, წყალში შევიდა ანი. დიდხანს მაინც ვერ გაძლო და უკმაყოფილო მზერით დაუბრუნდა ნაპირს. - დიდი ხანია სოფლიდან ჩამოხვედი? _ ირონიული ტონით იკითხა გაბრიელმა. - საკმაოდ _ არანაკლებ ირონიულად უპასუხა. - გასაგებია _ ჩაეცინა _ სოფელში ომარი გავიცანით _ მშვიდად წამოდგა და ზღვაში შევიდა. - სიცხე აქვს მგონი _ დაიბუზღუნა და მზისგან დამცავი კრემი წაისვა. ყველა რუჯს იღებდა, ანი კი კვლავ ქოლგის ქვეშ იჯდა. - მზეს რომ არ ენახვები იმიტომ ხარ ფითქინა _ გაეცინა კახის. - ჩემი კანის ფერს არაფერს ვუწუნებ _ თვითონაც გაუცინა. - და თუ სხვები იწუნებენ? _ თვალები არც გაუხელია, ისე ჩაილაპარაკა გაბრიელმა. - გზა დიდია, გვერდის ავლით გაიარონ _ კმაყოფილი ღიმილით უპასუხა. უკვე იმდენად აღიზიანებდა მისი დამოკიდებულება, სულ ცუდ გუნებაზე იყო. მაინც ყველგან დაჰყვებოდა მეგობრებს, რატომ უნდა დაეკლო რამე მის გამო. მესამე დღეს ახალი იდეა გაჩნდა. - ხინკლის გემოში წავიდეთ, უგემრიელესი ხინკალი, ცეზარი და პიცა აქვთ, პირდაპირ თითებს ჩაიკვნეტთ. - გამასუქებთ თქვენ _ გაეცინა ანის. - ვინც ფიგურას უფრთხილდება, შეუძლია სახლში დარჩეს. - პირდაპირ მაოცებს ზოგიერთების ცხვირის სიგრძე _ ღიმილით ჩაილაპარაკა. - მე მიხვედრილობა _ თვალი ჩაუკრა. - გავემზადები და მოვალ _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ოთახში შევიდა. უბრალოდ სარაფანი გამოოიცვალა და ისევ აივანზე გავიდა. - აი სალომე რატომ უნდება ამდენ ხანს? _ დაღლილი მზერით გადახედა ერეკლემ. - იმიტომ, რომ სალომე იპრანჭება, შენ გეპრანჭება _ გაუცინა. - შენ არავის ეპრანჭები? _ ღიმილით ჰკითხა კაკიმ. - ბუნებრივად ვეპრანჭები _ გაიცინა _ სანამ ისინი მოემზადებიან ყავას დალევთ? - აუ რა კარგი გოგო ხარ _ კმაყოფილი მზერით უთხრა კაკიმ. ყველასთვის მოამზადა ყავა, ჭიქები ლანგარზე დადგა და გაიტანა. - ძალიან გემრიელია, მადლობა _ უღიმოდა კახი. - მწარეა, შაქარი დაგენანა? _ ჩაცინებით უთხრა გაბრიელმა. - თუ არ მოგწონს, ნუ სვამ _ მშვიდად გაუღიმა და კიდევ ერთი ყლუპი დალია. - როგორც იქნა _ ხელები გაშალა ერეკლემ. - რა ხდება? _ გაიკვირვა სალომემ. - ოთახიდან გამოაღწიე _ ჩაიფრუტუნა და ყველას გაეცინა. - წავედით, წავედით. - მოდი ფეხით წავიდეთ _ გადახედა ანიმ _ თქვენ ხომ დალევთ _ ბიჭებს მიმართა _ რამდენიმე ჭიქით ჩვენც შემოგიერთდებით და საჭესთან ვინღა დაჯდება. - კარგი, წავიდეთ ფეხით _ დაეთანხმნენ და სეირნობით გაუყვნენ ქუჩას. ახლოს იყო, მალე მივიდნენ, ცალკე ოთახი და შეკვეთა უკვე მზად იყო. _____ ესეც მეექვსე.. უღრმესი მადლობა, ძალიან მახარებთ.. ველი შეფასებებს.. მიყვარხართ ძალიან.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.