შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dark side of Blood 9(მილანიტები)


20-02-2016, 22:06
ავტორი Soow
ნანახია 1 676

გრილი ღამე იყო,მე და ჯინა ერთად ვიწექით ჩემს საძინებელში და ერთმანეთით ვტკბებოდით,მეორე ოთახში ანდრეა,ეთამაშებოდა კატას რომელიც გუშინ ქუჩიდან მოიყვანა.
იდეალური სიჩუმე სუფევდა,მაგრამ ჯინას რაღაც არ ამშვიდებდა,რეალურ დროზე კონცენტრირებას ვერ ახდანდა.
-ჯინ კარგად ხარ? რა ხდება რამეს ხედავ?
-არ ვიცი რაღაც...თითქოს და აქ მოდიან,თითქოსდა რაღაცას მიაგნეს,არ ვიცი ყველაფერი ბურუსშია გახვეული.
-ვინ მოდის აქ?
-ვერ ვხედავ!
-ვავიჩები არიან?
-არა!-ხმამაღლა წამოიყვირა და წამოხტა,პარალელურად ჩვენს სახლში ჩამოსასვლელ კარზე,ბრახუნი გაისმა.
-დროზე სარდაბში დაიმალეთ!-ჩურჩულითვუბრძანე ჯინას,და ოთახიდან გამოვარდნილ შეშინებულ ანდრეას.
ფრთხილად გავაღე კარი,წინ ქერა ვამპირი კაცი იდგა.
-აქ რა დაკარგე?!-უხეშად და შეუცბელად შევეკითხე!
-თქვენ გეძებ !
-ჩვენ?
-ხო შენ და შენს ორ მეგობარ გოგოს!
-აქ არავინაა ჩემი და ერთი კატის გარდა!
-კატები გიყვარს?!
-ეგ ჩემი საქმეა!
-მისმინე თქვენი დახმარება მინდა და უხეშობაში ნუ ჩამომართმევთ მაგრამ მართლა უხეში ვარ,და არისტოკრატიულად საუბარი არ მშვენის.
-უცნაურია!არისტოკრატის 20ანების ყველაზე მოდურ ფასონში ხართ გამოწყობილი.
-უხეში არისტოკრატები არ გინახავს?
-პირდაპირ მითხარი რა გინდა!
-ვავიჩები არ მინდა!
-ეს როგორ გავიგო?
-მე ვიქმები ერთ ერთი ვინც მათ განადგურებაში დაგეხმარებათ!
-კარგი მაგრამ აქ მეორედ არ მოხვიდე!მე გნახავ საჭირო თუ იქნება.
-და ქალბატონებს სხვაგან გადამალავ?თუარ მენდე ისე არაფერი გამოგვივა.
-მე საკუთარ ჩრდილსაც არ ვენდობი!
-ეგ რომელი ფილმიდანაა?
-ა თქვენ საერთოდ იცით ტელევიზორი რა არის?
-ცინიკას მორჩი დილან! მე ყველაზე დიდი მიზეზი მაქვს მისი განადგურებისა!
-შენ ჩვენი მიზეზები არ იცი!
-ჰმ,რა ის რომ შენი ერთ ერთი გოგონა ენერგიის წყაროა და თუ ბოლომდე შესვამენ ყველა დავიღუპებით? ის რომ შენი ოჯახი გაანადგურეს? თუ ის რომ ერთი გოგო მეძავად აქციეს?
-ეს საიდან იცი?
-როგორც ხვდები ყველაზე ჭკვიანი არამზადები ვავიჩები არ არიან-მკლავზე ხელი მკრა და სახლში შემოვიდა.
-მე შენ არ მომიწვევი ხარ!
-მოგიწევს! გვეყოს ამდენი ცინიკა და უნდობლობა! დღეს ღამესვე უნდა დავიწყოთ გუნდის შეკრება.გოგონებო არ ვიკბინები! რათქმაუნდა მაშინ როცა არ ვნადირობ !-ჩაიცინა და მისი წვეტიანი კბილები გამოაჩინა.
-საკვირველია თქვენ ყველაფერი იცით ჩვენზე!და თქვენზე რა მეტყვით?
-პატრიკი! არაფერს დაგიშავბთ,და თქვენი დახმარება მინდა,და მჭირდება კიდეც.მეტი არაფერია საჭირო.
-ანდრეა! გამოდით!
-რა გულის ამაჩუყებელია!და ისე შენ ორივესთან ...
-შენ ბინძური აზრები შენთვის შეინახე!
-მე ყველაფერი ვიცი დილან! დღეს ერთი ვავიჩებისგან მოჯადოვებული შემოგვიერთდება,ახლახანს გამოაღწია ტყვეობიდან,ამბობენ ვავიჩები და კევინის კლანი საშინლად დაიბნენ როცა მამაშენმა ტყვეები გააქცია!და ამაში მისი მეგობარი რიჩარდი მიეხმარა.
-რიჩარდი?ის ხომ..
-რიჩარდი ყოველთვის მამაშენის მეგობარი იყო,უბრალოდ მოაჯადოვეს,ჯერ დაარწმუნეს რომ მისი გარდაცვილი ქალიშვილი შენი მეგობარი იყო და მერე სხვა გეგმაზეც შეუთანხმდნენ!
-ეს ყველაფერი საინდან იცი?
-მე ერთერთი მათგანი ვარ!
-რაა!-შევუღრინე დამისი შუაზე გაპობა მინდოდა.
-ხომ გითხარი ! მათი განადგურების ყველაზე დიდი მიზეზი მე მაქვს ! და თქვენთვის რამის დაშავება არ მაწყობს! ანდრეა! რა შესანიშნავია რომ გნახე! შენთვის ამბავი მაქვს.
-რა ამბავი? საერთოდ ვინ ხართ?
-დიდი არავინ ერთი ორჯერ მოგაკითხე ბავშვდა სახლში.მოკლედ იმის თქმა მინდა რომ დენიზი და შენი საყვარელი დაიკო.
-რა მოუვიდათ?
-ვამპირებად გადაიქცნენ! და შენ არ გინდა შეუერთდე შენს ოჯახს?
-რაა ! ეს რატომ გააკეთეს?
-სხვანაირად ვავიჩები მოკლავდნენ!
-მაშინ მეც მინდა!-თქვა ანდრეამ.
-არა! ამის უფლებას არ მოგცემ!-შევეწინააღმდეგე მე.
-დილან ეს უკვე შენი გადასაწყვეტი არ არის,თანაც ახლა ძალიან დაგჭირდებათ ჩემი დახმარება,და ადამიანი ვერაფერს გავხვდები.
-არ მიდნა რომ ასეთი იყო...
-მე მე ვიქნები!-თვალებში შემომხედა და დამაიმედა.
რამდენიმე წუთში რიჩარდმაც შემოაღო ჩვენი თავშესაფრის კარები.
-ვავიჩებმაც იციან აქ რომ ვართ?
-მე უნდა მომეძებნეთ,მე ვარ მათი მაძებარი-თქვა პატრიკმა.
-დილან! მაპატიე! ვიცი რაც მოხდა ჩემი ბრალიც არის!-მომიბოდიშა ახლახანს სახლში შემოსულმა რიჩარდმა.
-არ გინდა რიჩარდ ახლა დახმარება უფრო გვჭირდება ყველას ვიდრე მობოდიშება.
-დასაკარგი დრო არ გვაქვს,დღესვე უნდა გავიდეთ რამოდენიმე ჩემი ნაცნობის შემოსარიგებლად.

ღამე გრძელი და ხიბათით სავსე აღმოჩნდა მე რიჩარდი და პატრიკი,უკვე კონტინენტის მეორე მხარეს ვიყავით!ვამპირებისთვის ეს ჩვეულებრივი სამქმეა,მაგრამ ადამიანისთვის წარმოუდგენელი სისწრაფეა ასე რომ ანდრეა და ჯინა სახლში მარტო დავტოვეთ.
-სად მივდივართ! კონკრეტულად ვის ვეძებთ?
-ერთ თინეიჯერ ვამპირს!-თქვა პატრიკმა
-როდიდან დავიწყეთ გუნდში არასრულწლოვნების აყვანა?-ირონიით შევეკითხე მე.
-დამატებითი ძალა არავის აწყენს,ის ბიჭი კი მის ოჯახზე გაგვიყვანს.
-არ შეგვიძლია უბრალოდ მის ოჯახთან მივიდეთ?
-არავინ იცის სად არიან!მარტო ეს პატარა დაბოდიალებს,ღამის კლუბებში.მოითმინეთ ჯელტმენებო უკვე მოვედით!
უღიმღამო ადგილი იყო,მუსიკის ხმა ყრუდ ისმოდა,ყველაფერი,არყის,სისხლისა და ნესტის სუნათ ყარდა.ქუჩა ძველი საწყობებით იყო გარსშემორტყმული.ალბათ ერტერთი საწყობი იყო გადაკეთებული კლუბად.აი კირველი წყვილიც გამოვიდნენ!
-ფუ!ნიზლავს ვდებ რომ ერთმანეთს პირველად კოცნიან!-ვთქვი მე.
-რას გაუგებ ახალგაზრდებს! არ შევიდეთ?-იკითხა რიჩარდმა.
-მოიცადეთ! პირველად გოგო გვინდა!
-პატრიკ! რად გვინდა გოგო? უბრალოდ შევიდეთ და დაველაპარაკოთ!
-მისმინეთ ჯერ თქვენ ძალიან ცოტა იცით ამ ვამპირებზე და საერთოდ აქაურობაზე! ასე რომ ძალიან გთხოვთ,მადროვეთ!
ხმა არც ერთს არ ამოგვიღია მაგრამ,ერთი მარტო გარედ გამოსული გოგოც კი ვერ ვნახეთ,მერე კლუბის კართან დავდექი და იქაულობა გარედან მოვათვალიერე! სივრჩე ძალიან პატარა იყო,მაგამ ძალიან ბევრი ხალხი იყო შიგნით!კართან უფრო ახლოს ერთი მოცეკვავე სიმპატიური გოგო დავინახე,ჩემი შარმით ვაიძულე რომ ახლოს მოწეულიყო,მერე გარედ გამოვათრიე.პატრიკმა შთააგონა რომ ბართან მოცეკვავე გრძელ შვათმიან ბიჭთან უნდა მისულიყო და მისი გარეთ ყურადღების მიქცევა უნდა მოეხერხებინა,ვუთხარით რომ მისი სისხლიც მიეცა.
მოქმედების დაწყებას რამდენიმე წუთი ველოდეთ,როცა უკვე როგორც გავარკვიეთ კარგი მორბენალი ბიჭი საფრთხეს ვეღარ გრძნობდა ! დავიჭირეთ წინააღმდეგობას გვიწევდა მაგარ ამის მიუხედავად გარეთ გავათრიეთ!
პატრიკმა თავი გადაუნწრიახა და ბიჭი ეგრევე გაითიშა.
-ცოტა დროს მოვიგებთ,მის შესაბოჭად და მანქანის საშოვნელად.
-დილამდე ვერ მივასწრებთ სახლში მისვლას!
-სახლში არც უნდა დავბრუნდეთ!
-მოიცა ანდრეას და ჯინას მე იქ ვერ დავტოვებ.
-ნუ ღელავ რომეო არაფერი არ დაემარტება შენ ჯულიეტას და მეორე ჯულიეტას და შენს კატას.
-მისმინე ხუმრობას მოესვი რამდენი ხანი უნდა გაატარონ მათ მარტო იმ სახლში?
-როგორც კი ინათებს ჩემი ადამიანი მას ჩვენსკენ წამოიყვანს.საღამოს აქ იქნებიან.ნუ ღელავ ვავიჩები აქ ძებნას არ დაგიწყებენ აქ მილანიტების სამფლობელოა!
-მილანიტები ვინღა არიან?
-ვამპირთა გუნდი რომლებიც ვავიჩებთან საბრძოლველად შეიკრიბნენ! მაგრამ შენს ჯინაზე უარს არ იტყვიან ასე რომ ხვალ რომ ჩამოვა უნდა იზრუნო იმაზე რომ ჯინას ზედმეტი არაფერი წამოცდეს,და არც არაფერი გააკეთოს.
-გასაგებია!




**********
მეორე საღამოს დაბნელებას იწყებდა როცა ჯინა ჩავიხუტე! და ყველა სადარდებელი გადამავიწყდა.ყველაფერი მოვუყევი გოგონებს და ჩვენს ახალ თავშესაფარში მივიყვანე.
თავშესაფარი პატარა კოტეჯის მსგავსი სახლი იყო,ჩვენ ხუთს გვყოფნიდა.პატარა იყო მაგრამ მოხერხებული,სუფთა და ნათელი!ფანჯრები მზის სხივებს არ ატარებდა,ასე რომ საათობითშეგეძლო გეყურებინა ცისფერი ცისთვის.ქუჩაში მხოლოდ ვამპირები ცხოვრობდნენ,ზოგიერთს ადამიანები როგორც ჩვენ გვყავდა კატა რომელსაც ბონი დავარქვით,ზოგს კი ისე როგორც მე ანდრეა ან როგორც მე ჯინა.ეტყობოდა რომ მილანიტებს ნორმალური ურთიერთობბა ჰქონდათ ადამიანებთან,მაგრამ ჯინა თუ მის შესაზლებლობებს გამოავლენდა,ისინი უმალ დაინტერესდებოდნენ მისით და რამეს გამოქექავდნენ.პატრიკი მათ ძაღლებს ამსგავსებდა
ერთგული მეგობრები არიან,მაგრამ თუ ქექვას დაიწყებენ,მისას მიაღწევენ !
ამ სახლს ამდენი უნიკალური თვისების გარდა მიწისქვეშა სარდაფიქ ჰქონდა სადაც სისხლს მალავდნენ,მაგრამ ამჯერად იქ მალფონი იყო შებოჭილი და მისი ოჯახის დახმარებას ელოდა,ალბათ ამ ღამიდან დაიწყებდნენ მის ძებნას!

შეუა ფიქრებიდან ჯინამ გამომაფხიზლა. მწოლიარეს კისერში დამიწყო კოცნა.
-რა იყო?-ნაზად შემოვტრიალდი და მისი საქმიანობა მე განვაგრძე,ამჯერად მასზე.
-არაფერი ამ ბოლო დროს,ვეღარ გხედავ ხშირად!
-იმიტომ რომ ამ ბოლო დროს სულ გძინავს.
-ვიცი მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის ! მოწყენილობას ვგრძნობ!
-მაპატიე.მაგრამ კიდევ მოგიწევს მოთმენა!
-ვიცი,იცი ვიცი რომ ჩემს შესაძლებლობებს არ უნდა ვამხელდე და ასე შემდეგ მაგრამ.
- რა მაგრამ?
-მამაშენი და შენი ძმა უკვე ახლოს არიან!თან ორი ვამპირი ახლავს ერთი თექვსმეტი წლის გოგოა,ერთი კი ახალგაზრდა ქერა ბიჭია.
-რას ამბობ! მე მათ მალე ვნახავ,წამოდი ანდრეას ვუთხრათ!ეგ ბიჭი მისი შეყვარებულია და ეგ გოგო მისი და.



№1  offline წევრი ლაშაა

აღარ აგრძელებ?

 


№2  offline წევრი Soow

ლაშაა
აღარ აგრძელებ?

თუ მომდევნო თავს ერთი კომენტარიც მაინც ექნება გავაგრძელებ უბრალოდ სხვა საიტზე ვდებ, ჩემი მკითხველი მყავს და ცოტა არ იყოს, როცა არანაირი შეფასება არააქვს აქ არ ვდებ ! გავაგრძელებ თანაც აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent