შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი (სრულად)


21-02-2016, 15:53
ავტორი ჩუმა
ნანახია 9 064

ავტორი "ტომაჩკა" მკითხველი და გულშემატკივარი "ჩუმა"

ისე მჭირდები როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი
თავი 1
აპრილია. ცივა ჯერ კიდევ. საღამოს განსაკუთრებით. როგორც ყოველთვის ისე მაცვია. ჯინსის შარვალი. კეტები. ბრეტელებიანი მაიკა და კაპიშონიანი ჟაკეტი რომლის კაპიშონიც თავზე მაქვს წამოფხატული. ხო.. ზუსტად ეგრე ეძახის დედაჩემი. 9 საათია მაგრამ უკვე ღამეა. კიდევ ერთხელ დავწყევლე ჩემი საყვარელი ინგლისურის მასწავლებელი რომ გაკვეთილი ესე გვიან გადმომიწია და საკლასო ოთახიდან გამოვედი. ლამპიონები სუსტად ანათებდა მაგრამ გზის გაკვლევას ვახერხებდი. საშინლად მეშინია სიბნელის. შეშინებული ვაცეცებ თვალება აქეთ-იქით. უკან ლევანი შევნიშნე
-დამელოდე გოგონი..ხოიცი მანდეთ ვცხოვრობ და მიგაცილებ-მიყვირის ლევანი და თან ქუჩაში მორბის მეც ღიმილით ვჩერდები და ველოდები როდის მომიახლოვდება მისტერ გამოდებილებული
-ესე უნდა გამოიქცე გოგო? ამომივარდა გული.-ხელებს მუხლებზე იწყობს და წელში ოდნავ იხრება. საწყლად ქოშინებს დაღლილი.
-წამო მალე-ვიღიმი მე
-წამო რა აქვე კორპუსთან საქანელებია და ვიკატაოთ-დებილური ღიმილით მომშტერებია
-ჩემს ძმას მივწერ რომ დამაგვიანდება და წავიდეთ-ტელეფონი ამოვიღე და კონტაქტებში ჩემი ძმის ნომერზე უნდა დამეჭირა თითი რომ ზარი შემოვიდა უცხო ნომრიდან. დავფიქრდი მეპასუხა თუარა. მალევე ვუპასუხე და ტელეფონი ყურთან მივიტანე. რამოდენიმე წამი სიჩუმე იყო
-გისმენთ-ვუთხარი დაბნეულმა
-მისმინე ხატია..ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ. -ყურთასმენას ბოხი გამყინავი ბარიტონი მისწვდა.
-ეხლავე წახვალ სახლში. არ მაინტერესებს ლევანიკოები და საქანელები გაიგე?-მკაცრ დ თვქვა. მეც შეშინებულნა მოვავლე თვალი იქაურობას.
-ვინ ხართ?-ვიკითხე ხმის კანკალით.
-ტყუილად მეძებ. ვერ დამინახავ. უბრალოდ რასაც გეუბნები გააკეთე. ეხლავე სახლში წადი. არ შეგეშინდეს მე შენთან ვარ -ეს თქვა და გათიშა. დაფეთებულმა დავაშტერდი უცხო ნომერს და შემდეგ ლევანის შევხედე რომელიც ღიმილით მიყურებდა
-იცი ლევან სახლში მეჩქარება.. -დავიჩურჩულე და სწრაფად შემოვბრუნდი ვიცი რომ ლევანს ეწყინებოდა მაგრამ იმდენად შემაშინა უცნობის ზარმა რომ სწრაფი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ. 10 წუთში სახლში ვიყავი უკვე.
-მოვედი დეე.-დავიძახე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი
-არ გშია?-გამომძახა სამზარეულოდან.
-არა დე ოთახში შევალ სამეცადინო მაქ-სწრაფად შევედი ოთახში და შუქი ავანთე. ტელეფონზეც არ დააყოვნა მესიჯმა
*მიყვარს ჭკვიანი და დამჯერი გოგონები* ღმერთო ალბათ ნამდვიმად ვიღაც გიჟია. ფანჯარა გავაღე და გარეთ გავწიე თავი რადგაც სუფთა ჰაერი შემესუნთქა მალევე მოვკარი იქვე მდგარ სილუეტს თვალი.
"ნუთუ ის არის?" დამისვა ჩემმა მეორე მემ კითხვა. ბიჭს მივშტერებოდი როდესაც ხელი აწია და ნელა დამიქნია. სიბნელეში ვერ გავარჩიე ვინ იყო მაგრამ სწრაფად მოვცილდი ფანჯარას და ტელეფონსს მივვარდი.
*ვინ ხარ?* სწრაფად გავგზავნე მესიჯი და პასუხს დაველოდე
*გაიგებ თავის დროზე.* არც პასუხმა დააყოვნა. აღარაფერი მიპასუხია. წიგნები ჩანთვიდან ამოვიღე და მეცადინეობა დავიწყე. 11 იყო რომ მოვრჩი. ეგრევე კომპიუტერი ჩავრთე და ჩემი პროფილი შევამოწმე თითქმის არაფერი ხდებოდა ახალი. შემდეგ სასაუბროში ელენე დავლანდე და მაშინვე მესიჯი მივწერე.
„ხვალ შენთან მოვდივარ. საჭმელი ბლომად გააკეთე და რამე ფილმი აარჩიე“
„საშინელება იყოს..კოლას შენ ამოიტან. 6ზე ვამთავრებ და გელოდები“-არც მას მოუწერია ზედმეტად არაფერი. ნოუთბუქი დავხურე და სამეცადინო მაგიდაზე დავდე. საღამური ჩავიცვი და თბილად გავეხვიე საბანში..ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერებს ბოლო ხმაზე ავუწიე. არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ ვიგრძენი როგორ დამეცა მძიმე სხეული და ყურსასმენები მომხსნა
-ჯანდაბა. გეგი დაახვიე აქედან-ბოლო ხმაზე ვუყვირე ჩემს ძმას და თმებზე მოვქაჩე
-ჩემს თმებს შეეშვი და აეგდე ფეხზე. სკოლაში გაგვიანდება ცხრის ნახევარია..-ჩამყვირა ყურში და ოთახიდან გავიდა. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და კარადასთან მივვარდი სწრაფად გადავიცვი ბიჭის გრძელი მაიკა და ანაზანაში გავვარდი. დილის პროცედურები სწრაფად ჩავიტარე და ჯინსის ფართო შარვალი ამოვიცვი. ჩანთა სწრაფად მოვიკიდე ზურგზე და კიბეებზე კისრისტეხვით ჩავვარდი
-ჯანდაბა. ჯანდაბა. დედა რატომ არ გამაღვიძე რაა-ვლაპარაკობდი გზაში თან სკოლისკენ მივრბოდი. სკოლასთან რომ მივედი გაკვეთილი 25 წუთის დაწყილი იყო. პირველი მათემატიკა მქონდა. წიკვინა ქალი იყო და ვარვიე საერთოდ არ შევსულიყავი. იქვე პარკში დავჯექი და თავი უკან გადავწიე
-დღე უკვე საშინლად იწყება.-დავიჩურჩულე და ტელეფონი ამოვიღე. თამაშის ჩართვას ვაპირებდი მესიჯი რომ მომივიდა.
*არ მომწონს გაკვეთილს რომ აცდენ* ისევ იგივე ნომერი უკვე ნერვებს მიშლიდა
*შენი ნახვა მინდა* მივწერე და პასუხს დაველოდე. ეს ტიპი ვინც არ უნდა იყოს რომ ვნახავ საშინლად ვცემ. მართალია ცოტა ქაჯი ვარ მაგრამ ვერ ვიტან ქალაჩუნა ბიჭებს რომლებიც გოგოს პირადად ვერ გაცნობიან და ისე ებლატავენიან. თან დრო მაქვს და რა გავაკეთო?
*ოჰოო.. მომწონს შენი ეგ შეთავაზება. გაკვეთილების შემდებ სკოლის სპორტდარბაზში გოგონების გასახდელში გელოდები* ტუტუცი. ვაჩვენებ როგორ უნდა ბლატავი. მთელი დარჩენილი დრო იქვე მდებარე კაფეში გავატარე სადაც მშვენიერი ყავა მივირთვი შემდეგ კი სკოლაში შევედი. დამრიგებელმა გაიგო პირველი გაკვეთილი რომ გავაცდინე. გაუკვირდა. განა არ აცდენენ მაგრამ ჩემგან როგორც ყველაზე წყნარი და ბეჯითი ბავშვისგან გაუკვირდა. რომ ავუხსენი არაუშავსო და თბილად გამიღიმა. პირველ გაკვეთილზე რომ არვყოფილვარ შემდეგი ექვსი გაკვეთილიც სწრაფად გავიდა. მეშვიდე გაკვეთილის შემდეგ კლასელ გოგონებთან ერთად სიცილით გავაბოტე გარეთ. ჯიბეში ტელეფონი რომ აბზუილდა ბოროტულად ჩავიცინე და ტელეფონს დავხედე
*არ მიყვარს უპასუხისმგებლო ადამიანები. თუ ამბობ რომ ჩემთან შეხვედრა გინდა ეს უნდა გააკეთო. ესე ვერაფერს მიაღწევ* ჰო.. ესღა მაკლდა.. ჭკუის დარიგებები
*დარიგებები შენთვის შეინახე.. ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთო.* გაბრაზებულმა გავგზავნე მესიჯი და ჟაკეტი უფრო მაგრად შემოვიჭირე ტანზე. ცივი ქარიანი ამიდი იყო.
*ჩემი ჭკვიანი გოგო..აწი თბილად ჩაიცვი. თორემ მე სულ ქურთუკს არ ვატარებ როგორც ფილმებშია და მერე სხვა გზით მომიწევს შენი გათბობა* ტექსტი წავიკითხე თუარა სახეზე სისხლი მომაწვა. გაბრაზებულმა მიმოვიხედე გარშემო. ქუჩაში არც თუ ისე ბევრი ხალხი ირეოდა მაგრამ ერთმა განსაკუთრებულად მიიქცია ჩემი ყურადღება. მაღალი..განიერი მხრებით და ირონიული ღიმილით. ხელი დამიქნია და მეც მისკენ წავედი გაბრაზებული. მინდოდა ერთი მაგრად შემომერტყა სახეში მაგრამ როგორც მივუახლოვდი შიშის გრძნობამ შემიპყრო. არა აქამდეც მეშინოდა მაგრამ ეხლა დავფიქრდი ამაზე. ჩემზე გაცილებით მაღალ დაკუნთულ ბიჭთან, მე ხატია ახვლედიანი მივდივარ იმის იმედით რომ ერთი ორს მოვდებ ყბაში. მისგან 1 მეტრი მაშორებდა.
-რაგინდა?-მივახალე მკვახედ და მისი ირონიული ღიმილი დავაიგნორე
-რავიცი. ბევრი რამე მინდა საერთოდ ცხივრებიდან-ვიცანი მისი ბოხი გამყინავი ხმა რიმელიც მობილურით მესაუბრა. ის იყო. ხმაზე ვიცანი.
-მე გეკითხები რა გინდა ჩემგან?-უკმეხად ვუთხარი და ტელეფონს დავხედე სადაც გეგი მირეკავდა. 1 წუთითქო თითი ავუწიე და ტელეფონს ვუპასუხე
-რახდება?
-სახლში რომ წამოხვალ ლუდი წამოაყოლე რა-ჩამყვირა ტელეფონში დავიფიცებ თავის ძმაკაცები ჰყავდა ჩვენთან მოთრეული. უცნობს ზურგი ვაქვიე და ცოტა გვერდით დავდექი იმ იმედით რომ საუბარს ვერ გაიგონებდა
-თუ შენ ისევ შენი ამაზრზენი ძმაკაცები გყავს მოყვანილი მე დღეს სახლში არ მოვდივარ. არამგონია მაგ ამბავმა დედა გაახაროს ამიტომ გირჩევნიათ დროზე აახვიოთ სახლიდან.-უხეშად ვუთხარი ნერვებმოშლილმა
-დაიკო.. შენ ვერ მასწავლი ვინ სად მივიყვანო. ამიტომ თუარ მოხვალ კარგად იყავი..ხოიცი მაინც ვერასდროს გიტანდი-ზიზღით მითხრა და ტელეფონი გამითიშა
-სი*ი-ჩავილაპარაკე და უკან მივბრუნდი რომ უცნობთან ლაპარაკი გამეგრძელებინა მაგრამ ნაბიჯი გადავდი თუარა ცხვირით ვიღაცის მკერდს შევასკდი. უცებ ვიტაცე ცხვირზე ხელი და შევამოწმე მთელი იყო თუარა
-ჩემს ცხვირს რამე რომ მოსვლოდა ცოცხალი ვერ გადამირჩებოდი.-შევუბღვირე და რამოდენიმე ნაბიჯით მოვშორდი
-არ მიყვარს გოგო რომ უზრდელობს ხატი..-თქვა და თვალი ჩამიკრა
-მოდი იცი რავქნათ? შენ ტელეფონიდან ამოშლი ჩემს ნომერს და დაივიწყებ ვაფშე რომ ვარსებობ. მე კიდე მაგ თავ ყბას მთელს დაგიტოვებ-ირონიულად ვუთხარი და დავინახე როგორ გაეღიმა
-შენ ჩემს ცემას აპირებ?-ღიმილით მკითხა
-დიახ დიახ.. სწორედ მიმიხვდით.. მოკლედ მითხარი რატო დამზდევ?-დავუსერიოზულე და ჯინსის ჯიბეში ხელები ჩავიყავი იქვე შენობას მივეყრდენი და წარბაწეულმა გავხედე.
-ამჯერად მხოლოდ იმას დავჯერდეთ რომ თავს არ დაგანებებ. რაც არ უნდა მოხდეს. შენ ჩემი გოგო ხარ და ვერავინ მოგეკარება ჩემს გარდა. სხვას კიდევ აბა რავიცი როდის მოვალ საუბრის ხასიათზე. არა ისე მართლა არ მჯერა რომ შენ ვინმეს ცემ-გაიცინა და ჩემსჯენ მოიწია. 1 ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთს. ჯიბიდან ხელები ამოვიღე და გულზე გადავიჯვარედინე. შემდეგ მანძილი გავზომე ჩემს ხელსა და მის ხცირს შორის და სახარბიელო რომ ვერაფერი მოვიფიქრე ფეხისწვერებზე ავიწიე. მუშტი ჰაერში ნელა ავწიე და მის ცხვირთან მივიტანე
-მოდი ესე დავიღლები და შენ დაიხარე მაგარი უნდა გხიო ყბაში-ვუთხარი გაბრაზებულმა და მაგრად მოვუქნიე ხელი ყბაში ძლიერად გავარტყი თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და სიცილი დაიწყო. ხალხი გაკვირვებული გვიყურებდა. მე კი ხელი სწრაფად ჩამოვწიე და დავაჩერდი. გაწითლებული მქონდა. ჯანდაბა მე მეტკინა მგონი ამაზე მეტად. მეორე ხელი სწრაფად დავადე გაწითლებულს და ისევ მოცინარ უცნობს შევხედე
-დასახვეწი გაქ მაგრამ თანდათან ისწავლი. ოღონდ არა ჩემს სახეზე. ერთი საცდელი იყო. შემდეგში აღარ მოვითმენ და გაბრაზებული მეც იერიშზე გადმოვალ. ეხლა კი მაგ ხელზე ყინული დაიდე. დაგილურჯდება და გეტკინება-მკაცრად ჩაილაპარაკა და გვერდი ამიარა. ზიზღით გავხედე და ტელეფონზე ელენეს ნომერი ავკრიბე.
-ჰო ხატუ-ჩუმად დაიჩურჩულა ელემ ალბათ მასწვლებელთანაა.
-მასწავლებელს მოატყუე ვითომ ცუდად ვარ და გამო რაა...ისეთები მაქ მოსაყოლი-დავიჩერჩულე მეც და მტკივან ხელს დავხედე.
-აუ ხატუ ვერა რა არ გეწყინოს. 6 გამოვალ და ჩემთანნ ამოდი. გკოცნი უნდა წავიდე-მითხრა და ტელეფონი გათიშა. სხვა გზა აღარ მქონდა სახლის გზას დავადექი. პარასკევია. მიყვარს ეს დღე. არანაირი მასწავლებლები და შაბათ-კვირა. ნელა მივაბოტებდი და არ მინდოდა სახლში ჩემი იდიოტი ძმის საძმაკაცოსთან ერთად ყოფნა მაგრამ რამექნა.. კარზე ზარი დავრეკე გასაღების ამოღება დამეზარა ჩანთიდან. კარი მომღმარმა გეგიმ გააღი და სახე მაშინვე შეეცვალა როდესაც დამინახა. ალბათ მოელოდა რომ რამე სისულელეს გავაკეთებდი. და მოლოდინიც გავუმართლე სწრაფად შევედი მისაღებში და 5-6 ბიჭი იყო. ვერვიტანდი ამ სასტავს.
-ეხლა აეგდეთ ყველა და დაახვიეთ ჩემი სახლიდან. დავაი ყველა. არდაგინახოთ მეორეთ აქ მოთრეულები-დავიწყე ყვირილი და მაშინვე მიმაბრუნა გეგამ თავისკენ უხეშად
-რასაკეთებ?-ზიზღით გაჟღენთილი თვალებით შემომხედა
-რაც შენ უნდა გაგეკეთებინა აქამდე.-არც მე დავაკელი ტონი.
-ჯერ ხმის ტონი აკონტროლე. შემდეგ ისინი ჩემი ძმაკაცები არიან და როცა უნდათ მაშინ მოვლენ ჩემთან. ეხლა კი შენთვითონ გადი აქედან.-მიყვირა და უხეშად შემაჯღრია.
-არაკაცი ხარ გეგა. მამა ცოცხალი რომ იყოს ალბათ თავისი ხელით მოგკლავდა ესე რომ შეარცხვინე. არაკაცო. მალე აქედან წადით შენ და შენი ძმაკაცები-ზიზღით ვუთხარი და მალევე ვიგრძენი მარჯვენა ლოყა როგორ ამეწვა. წავბარბაცდი და უნებურად იქვე მდგომ სკამს დავეყრდენი. სახეზე უკვე ირონიული ღიმილი დამთამაშებდა.
-ვა ვა. ეხლა მართლა დაამტკიცე შენი არაკაცობა. სადაა ის გეგა 2 წლის წინ რომ იყო? პატარა დასთან ერთად რომ იძინებდა იმიტომ რომ დას სიბნელის ეშინოდა. სადაა ის გეგი რიმელიც ბიჭებს ცემდა იმიტომ რომ რამე ზედმეტს მეტყოდნენ. მაგრამ არა. მაგ გეგი უკვე კარგა ხანია გამოვიგლოვე. მეზიზღები. ხვდები რა დონის არაკაცი გახდი? საკუთარ დას ძმაკაცების თანდასწრებით ხელი დაარტყი და როცა ისინი ამაზე იცინიან შენ რეაქცია არ გაქვს. უბრალოდ მეცოდები ამ დონეზე რომ დაეცი-ჩემი გამოსვლა დავასრულე სახეში შევაფურთხე და კარისკენ სირბილით წამოვედი. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და იქვე ძელსკამზე დავჯექი. ეხლაღა შევამჩნიე ცრემლები რომლებიც ჩემს ახურებულ ლოყას კიდევ უფრო წვავდნენ. ნატკენი ხელით მოვიწმინდე და ეხლა ხელს დავაშტერდი.
-რა საშინელი დღეა-ჩავიბუტბუტე და ფეხები სკამზე ავიკეცე. ხელები შემოვხვიე და თავი მუხლებზე დავიდე.
-არაკაცი. არაკაცი როგორ მეზიზღება.. არაკაცი-ვბუტნუტებდი და ცრემლებს ვაიგნორებდი რომლებიც ჯერ ლოყებს მისველებდა და შემდეგ შარვალს.
-ვინ გამაბრაზაო??-ირონიით გაჟღენთილმა ხმამ გაიჟღერა და მეც უნებურად ნაცნობ სახეს გავხედე რომელსაც ყბა ოდნავ გალურჯებოდა.
-გადი აქედან თორემ მაგ ყბას უფრო დაგილურჯებ.-ვუთხარი და ისევ საწყის პოზიციას დავუნრუნდი. ოღონდ ამჯერად აღარ ვტიროდი.
-კარგი სერიოზულად მითხარი -გვერდით მომიჯდა ისიც. ამჯერად მისი ხმა აღარ იყო ირონიული.
-კარგი ანუ სერიოზულად?-ეხლა ჩემი ხმა იყოს ირონიული..
-ჰო რამოხდა? რატო ტიროდი?-ხელი ნიკაპ ქვეშ მომკიდა და თავი ამაწევინა.
-და შენ გგონია გეტყვი რაც მოხდა? საერთოდ არ გიცნობ.. ნუ არც სურვილი მაქვს გაგიცნო შენ კიდე კუდში დამზდევ. არა გიჟი რომ ხარ გეტყობა.. უბრალოდ მიზეზი ვერ გავიგე გესმის? რატო უნდა დამზდევდეს ვიღაც ბიჭი ტელეფონზე მესიჯებს მწერდეს და მეუბნებოდეს რომ მისი ვარ როდესაც მე მისი სახელიც კი არ ვიცი. არმესმის..არა. ამას კიდევ ემატება ჩემი გამო*ირებული ძმა და კიდევ ბევრი რამე. ამიტომ არავის ნერვები არ მაქვს შეგიძლია მარტო დამტოვო?-მთელი ხელებით ვლაპარაკობდი და ვცდილობდი საუბრის დროს ხელებით მიმეხვედრებინა. ის კი იღიმოდა და ისე მიყურებდა..
-ვერგაიგე რას გეუბნები?-ვკითხე გაბრაზებულმა როდესაც ხმა არ ამოიღო
-გავიგე. ანუ ძმასთან პრობლემები ხო?
-არა. არა. არხარ ნორმალირი. მხოლოდ მაგ გაიგე? რამდენი ვილაპარაკე და ხმოლოდ ეგ გაიგე?-გაბრაზებული ფეხზე წამოვვარდი და თავზე დავადექი.
-მაგ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ.. მითხარი რამოხდა შენს ძმასთან-ხელი მომკიდა და კვლავ მის გვერდით დამსვა.
-არაფერი.. წავედი მე. არმცალია.-ისევ წამოვდექი და სადარბაზოში სწრაფად შევვარდი. ამჯერად სახლის კარი ღია დამხვდა შევედი.ჩემი ძმა კვლავ მხიარულობდა მეგობრებთან ერთად ჩემი ოთახიდან გიტარა გამოვიტანე და არც არაფერი მითქვამს ისე გამოვხურე სახლის კარი. უცნობი ისევ იქ იჯდა გვერდი ავუარე და დედაჩემის სამსახურისკენ წავედი. გზად ყვავილები ვიყიდე და მამაჩემის საფლავზე ავიტანე. როდესაც მის სურათს შევხედე მწარედ გამეღიმა და სანამ ხმამაღლა ავბღავლდებოდი მანამ გამოვეცალე იქაურობას. მამა 2 წელია გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა. მაგრამ ვცდილობ აღარ შევიმჩნიო. 1 წელი შავებით დავდიოდი მაგრამ შემეგ დედაჩემმა დამარწმუნა რომ სხვა ფერებიც ჩამეცვა და ესე ვარ ეხლაც. ჩემი ერთადერთი მეგობარი დედაჩემია. ნუ კლასელებსაც ვუგებ.. ელენესთან ახლოს ვარ მაგრამ საუკეთესო მეგობარი არა..დედა ერთ ერთ რესტორანში შეფ-მზარეულია ამიტომ კარგი ხელფასიც აქვს და გვარჩენს. მაგრამ ამის გამო ხშირ დროს ვერ ვატარებ მასთან. რესტორანში ვისაც ვიცნობდი ყველას მივესალმე თმაზე დამცავი ჩამოვიფხატე და სამზარეულოში შევედი.
-დე მოვედი.. შენთან ლაპარაკი მჭორდება.. შეგიძლია გაეთავისუფლო 1 საათით? -ვთხოვე დედას და უკნიდან მივეხუტე.
-რახდება ჩემი გოგო? თბილად მკითხა დედამ და თვითონაც მომეხვია.
-გეგიზე და ერთ ბიჭზე-საწყალი თვალებით გავხედე და დავინახე როგორ აენთო თვალები.
-ნატო.. მე 1 საათით გავდივარ გთხოვ სანამ არ იქნები მიხედე აქაურობას რა-დაუბარა მის თანაშემწეს და სწრაფად გაიქცა გასაცდელისკენ. გაკვირვებული ვუყურებდი და სანამ გონს მოვიდოდი მანამ გამოვიდა თინეიჯერულ ფორმაში გამოწყობილი დედაჩემი.
-დედა რამ გადაგრია?-ვკითხე გაკვირვებულმა და რესტორნის კარში გასულ დედაჩემს უკან გავყევი.
-იცოდე ყველაფერი უნდა მომიყვე.-თვალი ჩამიკრა და მანქანაში მოკალათდა მეც მის გვერდით დავჯექი და ღვედი შევიკარი ჩვენს საყვარელ კაფეში დავჯექით და ყავა შევუკვეთეთ.
-გისმენ მომიყევი.-გახარებულმა მითხრა და ყავა მოწრუპა
-ჯერ გეგიზე მინდა საუბარი.. რაც მამა გარდაიცვალა..ის ძალიან შეიცვალა. დღეს კი.. მისი ძმაკაცები.. ანუ ის ტიპები.. რომ არ მოგვწონს..მათ გაყრას ვაპირებდი.. როდესაც.. მან.. მე..დედა.. მან ხელი.. მან მე ხელი გამარტყა-ვბლუყუნებდი და დავინახე როგორ შეეცვალა დედაჩემს სახე.. თვალები აუცრემლიანდა და თავი ჩახარა.
-მე მაპპატიე შვილო.. ალბათ სწორედ ვერ აღვზარდე..მაპატიე კარგი?-ტირილით მითხრა და თავი ხელებში ჩარგო.
-ჩუ დეე.. ნუ ტირი რა..იმისთვის კიარ მითქვამს რომ იტირო.. უბრალოდ მინდა ერთად დაველაპარაკოთ და იქნებ ბიძიასაც ვუთხრათ და დაელაპარაკოს. ბოლოსდაბოლოს მამა და ის ტყუპები იყვნენ და მოისმინოს იქნებ-თბილად გავუღიმე დედას და ხელი ხელზე დავადე.
-კარგი. ოღონდ მამაზე საუბარი აღარ გვინდა ხო? თორე უარესად ავტირდები-ჩაილაპარაკა ჩემმა გულჩვილმა დედიკომ და ყავა კიდევ მოსვალ. არა მაინდამაინც ამ თბისებით ვგავარ დედას..
-და ბიჭზე კიდევ..-თქვი ჩუმად და გარემო მოვათვალიერე. იმედი მქონდა ნაცნობ სახეს ვერსად შევამჩნევდი.
*სად მეძებ? შენს უკან ვარ 2 მაგიდის მოშორებით საუბარი რომ ვერ გამეგო* გავხსენი ტელეფონზე მესიჯი და ინსტიქტურად უკან გავიხედე. მართლაც იმავე ადგილზე იჯდა და დაჟინებით მომშტერებოდა.
-დედი ის ბიჭია?-აღფრთოვანებულმა მითხრა დედამ და ჩემს ტელეფონს ხელი დაავლო.
-დეე რასაკეთებ-გაკვირვებულმა გავხედე დედაჩემს რომელიც მესიჯს წერდა მაგრამ ცოცხალი თავით არ მაჩვენებდა ვის ან რას წერდა. მალევე ჩვენს მაგიდას გაღიმებული 'უცნობი' მოუახლოვდა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-გამარჯობა ქალბატონო..
-ნათია. შეგიძლია უბრალოდ ნათია დამიძახო.-ღიმილით გაუწოდა ხელი მანაც ჯელტმენურად ხელზე აკოცა
-ვაჩე გლოველი.. სასიამოვნოა-მომხიბვლელად გაიღიმა.
-მმ. სახელს და გვარს ვერ დაგიწუნებ.. მართლაც შესანიშნავია-გაიცინა დედაჩემმა
-ისე დამიწუნებთ?-სიცილით კითხა და ხელი გადამხვია. სიმწრის ღიმილით მოვიშორე ხელი და გაბრაზებულმა გადავხედე
-არა შესანიშნავი ახალგაზრდა გრძანდებით.. სწავლობ? -რათქმაუნდა დედაჩემი მაცნობს მას. მაგრამ ისე უბრწყინავს თვალები ესე 3 წელია არ ყოფილა.. რაც მამას ავადმყოფობა გავიგე და არ ვაპირებ ბედნიერება ჩავაშხამო.
-დიახ.. პირველ კურსზე ვარ. ბიზნესზე ვსწავლობ. თან ვმუშაობ მაგრამ რაღაც მიზეზების გამო შვებულების აღება მომიწია.-ამაყად აწია თავი და ამ წუთას ამ სიყეყეჩისთვის მისთვის თავის წაცლა მინდოდა
-მართლა? სად მუშაობ?-ღიმილით კითხა დედაჩემმა თან თვალი ჩამიკრა და მანიშნა გამეღიმა.
-მამაჩემის კომპანიაში. რაღაც საქმეებს ვაგვარებ. მაგრამ როგორც 25 წლის გავხდენი კომპანიას გადმომაბარებს. -ამაყად წარმოთქვა და ღიმილით გადმომხედა როდესაც ჩემს მობეზრებულ სახეს შეხედა სწრაფად შემომხვია ხელი წელზე და მომიჭირა.
-კარგით ბავშვებო.. მე უნდა დაგტოვოთ.. ისაუბრეთ თქვენ. დედიკო შენი გიტარა ჩემს მანქანაში იქნება-ლოყაზე მაკოცა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ
-მეორედ არ გაბედო და არც კი შემეხო იდიოტო -შევუღრინე და შევეცადე მისი ხელი მომეშორებინა.
-დედაშენს ძალიან მოვეწონე.. ამიტომ მგონი უარს არ მეტყვის ხვალ მისი ერთადერთი ქალიშვილი გავასეირნო.. ხვალ შაბათია და თან არვ მასწავლებლები გაქვს
-არ ვაპირებ. შენნაირ უსაქმურს, ყეყეჩ და იდიოტ ბიჭს პაემანზე გავყვე-ირონიულად ვუთხარი და მის დამცინავ მზერას რომ წავაწყდი მინდოდა თავში რამე ჩამერტყა
-საერთოდ არც ხარ ნამყოფი პაემანზე ხატუ. ყველაფერი ვიცი და ნუ შეეცდები ჩემს დადებილებას-ცინიკურად მითხრა და ჩემი ფინჯნიდან ყავა მოსვა.
-შეგეძლო შეგეკვეთა-ზიზღით ვუთხარი და ფინჯანი მისკენ მივწიე.
-არმინდა.. დროა ერთმანეთი გავიცნოთ-თვალი ჩამიკრა და გაიღიმა
-არანაირი სურვილი არ მაქვს შენი გაცნობის-უკმეხად ვუთხარი და ნამცხვარის პატარა ნაჭერი შევჭამე
-დედაშენი უკვე იმას ფიქრობს რომელ რესტორანში გადაიხადოს ქორწილი და ალბათ მენიუს არჩევს. ნუთუ აპირებ ამ უსაყვარლეს ქალს იმედენი გაუცრუო?-სრულიად სერიოზულად განაცხადა და მიმტანს თხოვა მენიუ მოეტანა.
-სხვა ბიჭი მომწონს. არ მევასებიან შენნაირი უსაქმურები-შევუღრინე და იქვე სკამზე მიგდებული ჟაკეტის აღება მინდოდა როდესაც მან მომასწრო
-კარგი. რატომ ვარ უსაქმური ამიხსენი ჯერ. მერე მითხარი ვინ მოგწონს.-სერიოზულად მკითხა და ჩემი მოსაცმელი თავის სკამზე მიკიდა.
-რა? აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო? ერთ საღამოს მირეკავ და მეუბნები ლევანისთან ერთად არ წახვდეო. მეც შეშინებული უცებ გავვარდი სახლში და მის მერე სულ კუდში დამზდევ. მაგის მერე როგორ ვიფიქრო რომ უსაქმური არხარ. თან შენს თავში დარწმუნებული იდიოტი ხარ. არმევასებიან შენნაირი ბიჭები-რათქმაუნდა როგორც ლაპარაკისას მჩვევია ხელებს უმისამართოთ ვიქნევდი და ვცდილობდი ხელებით მიმეხვედრებინა რას ვსაუბრობდი.
-და მაგიტომ ვარ უსაქმური? უბრალოდ შვებულება მაქვს და არვიცი თავი რით გავირთო. ვინ მოგწონს?-ირონიულად მითხრა და კაფეში გოგონებს მოავლო თვალი.
-არ მაინტერესებს. უბრალოდ ერთი თავქარიანი იდიოტი ხარ. უბრალოდ თავი დამანებე და არც არავინ გეკითხება ვინ მომწონს. არმესმის შეგეძლო სადმე კლუბში წასულიყავი და უბრალოდ შენ ტოლ გოგონასთან ერთად კარგად გაერთობოდი და არა 15 წლის ლაწირაკისთვის კუდში გეზდია. არმესმის ამ ბიჭების. მხოლოდ ზურგის ტვინი გაქვთ?-გაბრაზებულმა მივახალე და ხელი მაგიდაზე დავარტყი რითაც იქ მყოფთა ყურადღება მივიქციე.
-ცოტა შემიძლია კიდევ გითმინო ეს უაზრო საუბრები. უბრალოდ მითხარი ვინ მოგწონს და შევეცდები დაგემხარო და გირჩიო როგორ მოაწონო იმ ბიჭს თავი თორემ ესე რომ გაცვია მხოლოდ შეაშინებ ვინმეს-ცალყბად ჩაიცინა და ჩემი ჩაცმულობა შეათვალიერა ,
-მშვენივრად ვგრძნობ ესეც თავს-გაბრაზებულმა ვუთხარი და ჩემი ჩაცმულობა ავათვარიელე. თეთრი დახეული ჯინსი. საყვარელი ნაცრისფერი მაისური (ბიჭის) და ამავე ფერის კეტები. ხოლო მოსაცმელი მუქი მწვანე კაპიშონიანი და ისიც ბიჭის.
-რას და გოგოს არ გავხარ. თავიდან ბოლომდე ბიჭი ხარ და თუ გინდა იმ ბიჭს დაევასო გოგოს ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა-დამარიგა და თვალი ჩამიკრა. უნებურად დავფიქრდი რომელ ბიჭზე იყო საუბარი.. რომ მომწონდა? მაგრამ ეს ბიჭი საიდანღა მოვიყვანო? ან იქნებ უბრალოდ მეღადავება..
-მე შენ არ გენდობი. რჩევებს მეგობრები მომცემენ. შენ ამაზე არ ინერვიულო.. ჰო ისე ყბა როგორ გაქვს?-ცინიკურად ვითხარი და მის გამოკვეთილ ყბას მივაშტერდი რომელიც ოდნავ დალურჯებოდა
-რავი არის თავისთვის არც მე ვაწუხებ და არც ის. შენ როგორ გაქვს ხელი? არც მან დამაკლო და ნაგლად გამიღიმა
-მშვენივრად იმის მიუხედავად რომ შენს მერე ერთ-ორ ბიჭს მაგრად ვხიე-ახალი ტყუილი მოვიფიქრე და ჩემს თავზე გამეცინა
-კარგია პროფესიონალურად იტყუები მაგრამ ჩემზე ეგ არ ჭრის..
-ამმ..თქვენი სახელი?-სიცილით ვკითხე სახელი არადა ზუსტად მახსოვდა რა სახელი და გვარი თქვა დედაჩემთან
-ვაჩე საყვარელო-ორინიული ღიმილით მითხრა და ხელით მაგიდაზე სინქრონულად დააკაკუნა
-ბატონო ვაჩე..არა არმომწონს შენი სახელი..ეხლა მე უნდა წავიდე დაქალთან..უკვე ნახევარი საათით დავაგვიანე..და არარის აუცილებელი მეორედ შევხვდეთ ან შევეხმიანოთ ერთმანეთს.. კარგად ბრძანდებოდეთ..მმ..ნებას დამრთავთ და ჩემს მოსაცმელს დამიბრუნებთ?-ღიმილით ვუთხარი უკვე დასერიოზლებულ ვაჩეს.
-აჰ აიღე. ხვალ შევხვდებით..-მოსაცმელი მომაწოდა ლოყაზე ნაზი კოცნა დამიტოვა და მიმტანისკენ წავიდა. დავინახე როგორ მიაწოდა ფული..მეტი არაფერი დამინახავს კაფიდან გამოვედი და ელენეს სახლის გზას დავადექი. ნაცევარ საათში უკვე იქ ვიყავი კარზე გაბმული ზარი დავრეკე და კარებიდან გაბრაზებული ელემ გამოყო თავი
-შენ..1 საათით დაიგვიანე ქალბატონო..მალე შემობრძანდი-გაბრაზებულმა მითხრა და მისაღებში შემაგდო..
-გოგო მაგარი რაღაც მაქვს მოსაყოლი..-სიცილით ვითხარი და უკან სვლით წავედი მისაღებისკენ..
-შენს უკან ჩემი მეგობრები. ნინი დათა და ნუცა არიან..შეგიძლია გაიცნო. ეს კი ჩემი გიჟი ძმაკაცი ხატიაა. დღეს ერთდ უნდა ვიგიჟოთ. მალე შენსავით პუნქტუალური დიტო მოვა რომელიც 6 საათზე უნდა მოსულიყო-დაამთავრა თუარა საუბარი და გაცნობის ცერემონია კარზე ზარი გაისმა.
-დიტო იქნება მიდი ხატია გააღე და ჩვენ ამასობაში ფილმს გავამზადებთ-ეშმაკური ღიმილით მითხრა ნუცამ და კარისკენ გამაგდო
-აუჰჰ..ესენი ვერ არიან დაწყობილები..დაღლილი ბავშვი გამომაგდეს კარის გასაღებათ..შემოდით..არა ნუ რა სტუმართმოყვარე ვარ რა-ჩემთვის ვჩურჩულებდი და ვიცინოდი..კარი გავაღე არც შემიხედია ვინ მოვიდა ისე გამოვეცალე კარს და მისაღებში დავბრუნდი მაგრამ ვიცოდი ის ვიღაც დიტო უკან მომყვებოდა. მისი ფეხის ხმა მესმოდა.
-აუ დავიღალე ბავშვებო დამაჯინეთ რა-დავიწუწუნე და ელენეს ხელით ვუბიძგე მიწეულიყო რადგან კარგად დავმჯდარიყავი.
-გაიცანი უკვე დიტო?-მკითხა დათამ
-ჰა? აბა სად?-გაკვირვებულმა წამოვყავი თავი
-გაიცანი ეს არის დიმიტრი ეს კიდევ ჩემი ძმაკაცია ხატია -ჩამოურაკრაკა ელემ. წამით შევხედე დიტოს და იმწამსვე სიცილი ამიტყდა.
-რაგაცინებს? -წარბაწეულმა გამომხედა დათამ
-ეს როგორ გავს-სიცილით ძლივს მოვაბი თავი 2 სიტყვას.
-ვის?-ეხლა ნუცა ჩაება საუბარში
-ვაჩეს. ვაჩე გლოველს-ვთქვი და კვლავ გავიცინე
-მეორედ მაგ სახელს და გვარს ახსენებ ჩემი თანდასწრებით და მოგკლავ-დაიყვირა დიტომ მაგიდაზე ხელი გაბრაზებულმა დაარტყა და სამზარეულოში სწრაფი ნაბიჯებით გავიდა
-რა დაემართა?-ვიკითხე გაკვირვებულმა
-მოკლედ ვაჩე და დიტო ძმები არიან ნუ ნახევარ ძმები. ახალი დაბადებული იყო დიმიტრი რომ გაიგეს რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა თანაც ის ქალი ორსულად იყო. მამამისმა მიატოვა პატარა დიმიტრი და დედამისი და იმ ქალთან წავიდაა. ბავშვი რომ დაიბადა გვარი მისცა კანონიერ შვილად აღიარა და შემდეგ საერთოდ წავიდა ქვეყნიდან. მის მერე არც დაბრუნებულა. ვაჩეს დედა კიდევ გათხოვდა მდიდარი ქმარი ჰყავს და იმ კაცს ვაჩე შვილივით უყვარს ვაჩესაც და ასეროვთქვათ მამა-შვილი არიან ხოლო დიმიტრის დედა აღარ გათხოვილა. ვერ იტანენ ერთმანეთს დიტო და ვაჩე. რამდენჯერ უჩხუბიათ და უცემიათ ერთმანეთი ვერავინ დათვლის. წესიერად ალბათ არც არასდროს ულაპარაკიათ-ნინიმ თქვა ყველაფერი რაც იცოდა. გოგონებიც დაეთანხმნენ.
-ნინი ჩემზე ჭორაობას თუარ მორჩები ენას ამოგაცლი-შეუბღვირა ოთახში ახლად შემოსულმა დიტომ ნინის
-უფ ვითომ რამის გქონდეს-უდარდელად უპასუხა ნინიმ და ენა გამოუყო
-კარგი ბავშვებო წავედი მე. ძმა მყავს მოსარჯულებელი-ხმამაღლა თქვი და გავიცინე. ფეხზე წამოვხტი ჩემი მოსაცმელი ავიღე ხელი დავუქნიე ბავშვებს და გარეთ გავვარდი. სახლისკენ არ წავსულვარ. დედა სახლში ჯერ არ იქნებოდა მე კი ჩემს ძმასთან არ მინდოდა საუბარი. არვიცოდი სად წავსულიყავი მაგრამ გზას გავუყევი. მალევე ჩემმა ტელეფონმა დაიწყო რეკვა. ნომერს რომ დავხედე უნებურად გამეღიმა ვაჩეს ნომერი რომ შევამჩნიე
-ვაა უსაქმურო რამ შეგაწუხა?-ვკითხე სიცილით
-დავინახე როგორ გაგეღიმა ჩემი ნომერი რომ წაიკითხე. გამოგიჭირე ხატია-მითხრა და ალბათ შემდეგ გაიღიმა
-ტყუილად. რა გინდოდა მითხარი-ხმა გავიმკაცრე და უფრო მომხოვნი გავხადე
-იქნებ ამიხსნა დიმიტრი გლოველი უკან რატომ მოგყვება? -წამში შეეეცვალა ხმა და გაბრაზებულმა მითხრა
-ეგ ის ბიჭია მომწონსთქო რომ გეუბნებოდი ხომ გახსოოოვსს?-ცოტა ხმამაღლა ვთქვი და გარშემო შეუმჩნევლად მიმოვიხედე. ვაჩეს გამწარების გეგმა მშვენივრად მიდიოდა და ამას კარგად ვხვდებოდი
-მოგკლავ-დაიგრგვინა და ტელეფონი გამითიშა
-რაჭირი ეტაკა-გავიცინე ვითომ არ ვიცოდი და გზა მშვიდად განვარგრძე...5 წუთი არიქნებოდა გასული ხელზე რომ უხეში შეხება ვიგრძენი და წამის მეასედში მიმატრიალა მისკენ უცნობმა.
-რას ნიშნავს ეს?-გაბრაზებულმა დაიგრგვინა ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობმა ხმამ.
-რა რას ნიშნავს?-ვკითხე გაკვირვებულმა
-წამოდი სალაპარაკო გვაქვს-უხეშად შემაბრუნა წინა მხარეს და ჩქარი ნაბიჯით წავიდა. მეც ინსტიქტურად მოვყვებოდი და თან გაოცებული მის სახის ნაკვთებს ვიკვლევდი. ვარდისფერი ტუჩები არც თუ ისე დიდი.. შავი ლამაზი თვალები.. დიდი წამწამები.. ყავისფერი მოკლედ შეჭრილი თმა და ასევე მოკლედ შეპარსული წვერი. ჩემზე 2 თავით მაღალი მაინც იქნებოდა
-დიდხანს უნდა მომაშტერდე?-ირონიულად ამოილაპარაკა და სადღაც მოყრუებულ ჩიხში შემიყვანა
-აქ რაგვინდა? -შეშინებულმა ვკითხე და ეხლაღა მოვიფიქრე წინააღმდეგობის გაწევა მაგრამ უშედეგოდ.
-ხელი მეტკინა ჩემით წამოვალ-ვუთხარი და ტერიტორია დავზვერე თუ შემეძლო გაქცევა.
-იცოდე ეხლა გაგიშვებ. მაგრამ თუ გაიქცევი უარესი მოგივა. და შენ კარგად იცი არ გამიჭირდება შენი მოძებნა-უხეშად მითხრა და ხელი მიშვა.
-რაზე გინდოდა საუბარი?-ხმის კანკალით ვკითხე და აქეთ-იქით მიმოვიხედე.
-მომესმა თუ თვით დიმიტრი გლოველზე თქვი რომ მოგწონდა?-ღრენით მითხრა და სახე ჩემ სახესთან ახლოს მოიტანა.
-ცოტა უკან გაიწი გთხოვ-ხელი მკერდზე მოვადე და ვევადე ცოტა უკან გამეწია.
-თვალებში შემომხედე-დაიგრგვინა და უნებურად მის კუპრივით შავ თვალებს ავხედე. მაგრამ დაბნეულმა მალევე ავარიდე მზერა.
-შემომხედემეთქი-დაისისნა და ხელი ნიკაპში ჩამავლო
-ხელი გამიშვი-ამოვიკნავლე და თვალი თვალში გავუსწორე. ვუყურებდი მის შავ თვალებს რომელშიც ვირეკლებოდი და შიგ ვიკარგებოდი.. არვიცოდი რა გრძნობა იყო მაგრამ ვიცოდი რომ უკვე ძალიან მომწონდა ეს თვალები
-შენ დიმიტრი გლოველი მოგწონს?-მკითხა წყნარად ისე რომ მზერა არ მოუშორებია.
-ხო..მომწონს-რაც არ უნდა მომხდარიყო არ ვაპირებდი ამ თამაშში უკან დახევას.
-მაშ ასე. ანუ ჩასატარებელი გვაქვს ოპერაცია "როგორ მოვაწონოთ ხატია დიმიტრის" ეს რთული იქნება.-დაისისინა და ირონიულად გაიღიმა.
Tavi 2
-მაშ ასე. ანუ ჩასატარებელი გვაქვს ოპერაცია "როგორ მოვაწონოთ ხატია დიმიტრის" ეს რთული იქნება.-დაისისინა და ირონიულად გაიღიმა.
-მაგისთვის მომიყვანე აქ?-დაეჭვებით ვკითხე
-რათქმაუნდა არა..შენ გგონია უფლებას მოგცემ რომ მასთან იყო?-გაბრაზებულმა დამიყვირა და კედელთან მიმიმწყვდია
-თავი დამანებე-მეც ავუწიე ხმას და გვერდის ავლა ვცადე რომ გავქცეულიყავი მაგრამ დამიჭირა და კვლავ „ჩემს“ კუთვნილ ადგილზე დამაბრუნა
-მისმინე. არ მაინტერესებს შენ ვინ მოგწონს. შენ სულ ჩემს გვერდით უნდა იყო. არ მემეტები სხვისთვის-მითხრა ჩუმად და ჩემსკენ გადმოიხარა. რამოდენიმე წამში მისი ტუჩები ყურის ბიბილოზე შემეხო შემდეგ კი მომშორდა. უცნობმა ელექტროდენმა დამიარა მთელ სხეულში. მომღიმარ ვაჩეს გაკვირვებულმა გავხედე
-წადი გვიანია უკვე სახლში გაგვიანდება-მითხრა ღიმილით არაფერი მიპასუხია ისე წამოვედი. უკვე კარგად დაბნელებული იყო ტელეფონს დავხედე 8 საათი იყო. ყურსასმენები მოვირგე და ჩემი უსაყვარლესი სიმღერა ჩავრთე. ფეხით გავუყევი გზას და ვფიქრობდი როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება 1 დღეში. არც კი მჯერა რომ ამდენი რამ 1 დღეში მოხდა. სახლში დაღლილი მივედი. არავინ იყო. რათქმაუნდა დედაჩემი 12 საათამდე სამსახურშია რადგან რესტორნის შეფ-მზარეულია და თითქმის მთელ დღეს იქ ატარებს. რათქმაუნდა არც გეგი არაა სახლში. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და სამზარეულოში შევედი. მაცივარში რაც გემრიელი ვნახე გამოვიღე დიდ თეფშზე დავაწყე და საძინებელში გავედი. კომედიური ფილმი ჩართე და თან საჭმელს შევექეცი. ბევრი ვიცინე. უკვე 11 საათი იყო გეგი რომ მოვიდა. გავიგე კარის ხმა მაგრამ არ გავსულვარ. მალევე დააკაკუნა კარზე. არაფერი მიპასუხია. მალევე შეწყვიტა და თავი დამანება. არ მინდოდა მასთან საუბარი. ალბათ თვითონაც მიხვდა. ფილმი როგორც კი დამთავრდა ნოუთბუქი დავხურე. მოსვრილი თეფში სამზარეულოში გავიტანე. მოვრეცხე და თავის ადგილზე დავაბრუნე
-ხატია. სალაპარაკო გვაქვს არა?-გავიგე ჩემი ძმის ნაღვლიანი ხმა, პასუხი არ გავეცი. არ შემიხედია ისე გავედი სამზარეულოდან და ოთახში შევედი. რომ შემეხედა შემეცოდებოდა და ვაპატიებდი. არ მაქვს სურვილი მასთან საუბრის და ეს მანაც კარგად იცის. მაიკა გადავიცვი, საღამურებს ვერ ვიტან ამიტომ ღამე მაიკით მძინავს. საბანში შევძვერი და თვალები დავხუჭე ძილის მოლოდინში. დიდი ხანი ვწრიალებდი ლოგინში. საბოლოოდ კი ჩხუბის და ლეწვის ხმამ მომიყვანა. დაფეტებული წამოვხტი ფეხზე და ჩემი ძმის ოთახისკენ გავიქეცი საიდანაც ხმა მოდიოდა.
-შენ გგონია მინდა რომ მე ესეთი ვიყოო? გგონია მინდა? გგონია მინდოდა ხელი გამერტყა ხატიასთვის? ნათია გგონია მინდოდა? ვიცი რომ არ არიან კარგი ხალხი მაგრამ ვმეგობრომ იმიტომ რომ გულს ვაყოლებ. ვერ გადავიტანე ადვილად მამას სიკვდილი ხომ ხედავთ? შენ მუშაობ და მთელი დღით დაკარგული ხარ რომ შეგვინახო. ხატია კიდევ დილის 8 საათიდან წასულია მთელი დღე მასწავლებლებთან ან მეგობრებთანაა. მე რავქნა?? რავქნა? ამ დედაატირებულ ტკივილს რავუყო? არ მოვწიო ? არ დავლიო? რაში ჩავკლა ტკივილი?-ღრიალებდა ბოლო ხმაზე გეგი და ყველაფერს ლეწავდა გამწარებული რაც ხელში მოყვებოდა. ტირილი ამივარდა. ვეღარ ვჩერდებოდი. როდესაც კედელთან ჩამჯდარ დედას თვალი მოვკარი უარესად ავტირდი. გეგისთან მივედი და სწრაფად ჩავეხუტე
-გაჩერდი რა გთხოვ-სლუკუნით ვუთხარი და მისი სახე ხელებში მოვიქციე. როდესაც მის ცრემლიან თვალებს წავაწყდი გული ათას ნაწილად დამეფლითა, არ მახსოვდა ის დრო როდესაც გეგი სახლში მთვრალი მოდიოდა და უაზროდ ყვირონა. არც ის ზოგჯერ 1 კვირით რომ დაიკარგებოდა ხან ნაცემს ვპოულობდით და ხან ალკოჰოლისგან გათიშულს არც ის გუშინ ხელი რომ გამარტყა ის ისევ ჩემი უფროსი ძამიკო იყო რომელიც მთელი გულით მიყვარდა და მის გარეშე მე არავინ ვიყავი
-მაპატიეთ რა..-დაიჩურჩულა და უგონოდ დაეცა იატაკზე..დედაჩემი შეშინებული წამოხტა. ავკანკალდი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა
-სასწრაფოში დარეკე სწრაფად-დამიყვირა დედაჩემმა სწრაფად გავვარდი ოთახში არ შევიმჩნიე ტკივილი რომელიც ფეხის გულზე ვიგრძენი. სასრაფოში დავრეკე. შარვალი ამოვიცვი და ისევ დედაჩემთან და გეგისთან გავვარდი. დედაჩემი შეშინებული დააბოტებდა ოთახში და თან ნამსხვრევებს კრეფდა. სწრაფად დავიხარე გეგასკენ და სახეში რამოდენიმეჯერ ნაზად გავარტყი. შედეგი რომ არ გამოიღო კიდევ უფრო ძლიერად გავარტყი მაგრამ შედეგი 0. მალევე მოვიდა სასწრაფო და გეგი გამოაფხიზლეს.
-რაჭირდა?-შეშინებულმა იკითხა დედამ და გეგის თბილად გადაუსვა თავზე ხელი
-სტრესის ბრალია. უბრალოდ ხვალ იწვეს. ზედმეტად არ გადაიღალოს და კარგად იკვებოს.-მშვიდად აუხსნა ექიმმა და სახლი დატოვა.
-მაპატიეთ ხო?-ჩუმად დაიჩურჩულა გეგიმ და ნაღვლიანად შემომხედა.
-დედა..იქნებ გეგი შენს ოთახში გაგვეყვანა?-ღიმილით ვკითხე დედას მან კი გაკვირვებულმა გამომხედა
-უბრალოდ ვიფიქრე სამივე იქ კარგად დავეტეოდით-სიცილით ვთქვი და გეგის ხელი ავიღე და ზემოთ ავქაჩე რომ ამდგარიყო
-კარგი მოიცა ვდგები გოგო ნუხარ ქაჯი-სიცილით მითხრა გეგიმ და ფეხზე ადგა. იმ ღამეს ტკბილად მეძინა. მე და დედა გეგიზე ვიყავით ჩახუტებული და ისე გვეძინა. მხოლოდ 1 ადამიანი გვაკლდა და მის დანაკლისს სამივე კარგად ვხვდებოდით. დილით პირველი საათი იყო რომ გამეღვიძა. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და სახე დავმანჭე როდესაც მარჯვენა ფეხი მეტკინა. სწრაფად ავწიე ჰაერში და მარცხენა ფეხს დავეყრდენი. მისაღებში ფეხისწვერებით გავედი და დივანზე დავეხეთქე.
-გეგიი-დავიყვირე იმ იმედით რომ გეგი სახლში იქნებოდა მაგრამ პასუხი არ გამცა ამიტომ მარჯვენა ფეხი ჰაერში ავწიე და გამოკვლევა დავიწყე. ერთი ღრმა ჭრილობა მქონდა რომელშიც მინა ჯერ კიდევ ჩარჩენილიყო. 3 კი მგონი უბრალო ნაკაწრი უნდა ყოფილიყო
-ეს მინდოდა ეხლა მე?-დაბღვერილმა ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. აბაზანაში გავედი და დილის პროცედურები ჩავიტარე. კბილებს ვიხეხავდი როდესაც კარზე ზარი დარეკეს. ნელა წავედი კარისკენ და თან კბილებს ვიხეხავდი. კარი გავაღე და გაკვირვებულმა შევხედე გაღიმებულ ვაჩეს. კარის დაკეტვას ვაპირებდი სწრაფად რომ შემოხტა სახლში,
-კარგი მიდი დაასრულე საქმე და მერე ვილაპარაკოთ-კბილის ჯაგრისზე მანიშნა და მისაღებში გავიდა. გაკვირვებულმა გავხედე უკვე მოშინაურებულ ვაჩეს და კოჭლობით შევედი აბაზანაში. ფეხის ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი. სწრაფად დავამთავრე კბილების გამოხეხვა და კვლავ კოჭლობით გავედი მისაღებში
-აქ რასაკეთებ?-ვკითხე და გაღიმებულ ვაჩეს გავხედე
-ფეხზე რაგჭირს?-კითხვა შემომიბრუნა და ჩემს ფეხს დააკვირდა
-არაფერი. აქ რაგინდა?-უხეშად ვკითხე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე
-შენს სანახავად მოვედი. მაჩვენე ფეხი-თავი გააქნია და ხელი მის გვერდით დივანზე დაატყაპუნა იმის ნიშნად რომ მივსულიყავი.
-სახლში შეიძლება ჩემი ძმა ყოფილიყო. მე კი შენს გამო პრობლემები შემექმნებოდა. არაფერი გესაქმება აქ. გზა იცი შეგიძლია წახვიდე-გაბრაზებულმა ვუთხარი და ნერვები უფრო ამეშალა როდესაც სიცილი დაიწყო
-ვიცოდი რომ მარტო იყავი მაგრამ გინდ ყოფილიყო. მე დაველაპარაკებოდი. დედაშენმა იცის ჩემთან ერთად რომ მოდიხარ დღეს. ეხლა კი მოდი სანამ გავბრაზდი-ღიმილით მითხრა და მანიშნა მივსულიყავი. როცა მიხვდა რომ იქ მიმსვლელი არ ვიყავი ფეხზე წამოდგა უხეშად ჩამავლო მკლავში ხელი და დივანზე დამსვა.
-რაგჭირსთქო?-გამიმიეორა კითხვა
-არვიცი-მხრები ავიჩეჩე და წამოდგომა ვცადე
-იჯექი.-მბრძანებლური ტონით მითხრა. სწრაფად მოკიდა ჩემს მარჯვენა ფეხს ხელი და მაღლა ამაწევინა
-რას აკეთებ ეე-დავიყვირე მაგრამ მგონი ვერც გაიგო გართული იყო ჩემი ფეხის გულის თვალიერებაში
-ადექი ჩაიცვი ექიმთან მივდივართ-უხეშად მითხრა და ფეხზე ადგა
-გარეთ დამელოდე და გამოვალ-ვუთხარი სერიოზულად და გულში ჩემმა გამეცინა ჩემს გეგმაზე
-აქ დაგელოდები-მკაცრად მითხრა და ფანჯარასთან მივიდა
-დეგენერატი-ჩავიბუტბუტე და ოთახში გავედი. შავი მუხლზე გადაჭრილი შარვალი ჩავიცვი და წითელი წელში გამოყვანილი პერანგი. ფეხზე კეტები ამოვიცვი და მისაღებში დავბრუნდი
-მზად ხარ?-მკითხა და ჩემკენ მობრუნდა
-თმებს დავივარცხნი-დაბღვერილმა ვუთხარი და სარკესთან გრძელი თმის დავარცხნა დავიწყე. 1/5 არ მქონდა დავარცხნილი ნერვები მომეშალა და პროსტა შევიკარი
-გინდა მე დაგვარცხნო?-თბილი ხმით მითხრა და გვერდით ამომიდგა
-არა არმინდა.-წარმაწეულმა გავხედე
-ჰო კაი წამო. კარის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს-ღიმილით გამაფრთხილა და გარეთ გავიდა. მეც ტელეფონი ავიღე, კარი ჩავკეტე და ქვემოთ ჩავედი
Tavi 3
-დილით რომელზე მიდიხარ სკოლაში?-მკითხა მას შემდეგ რაც მანქანა დაძრა და მთავარ გზაზე გავედით
-რაში გაინტერესებს?-ვკითხე ისე რომ არც შემიხედავს და ფანჯრიდან ხალხის თვალიერება დავიწყე
-გამოგივლი-მიპასუხა და გაეღიმა როდესაც ჩემს გაკვირვებულ თვალებს შეხედა
-არმინდა. როგორმე ჩემით მივალ-დავისისინე და ტელეფონს დავხედე რომელზეც ჩემი კლასელის თაკოს მესიჯი იყო მოსული. სწრაფად გავხსენი
*გთხოვ. გთხოვ მითხარი რომ ისტორიაში იგივე გვაქვს* მესიჯი წავიკითხე თუარა სიცილი ამიტყდა.
-ვინაა?-წარბშეკრულმა მკითხა და ტელეფონი ხელიდან ამომაცალა
-დამიბრუნე ეე-კვლავ წავართვი ტელეფონი და სწრაფად დავბლოკე
-მომე-გაბრაზებულმა მითხრა მეც ეშმაკური ღიმილით მივაწოდე ტელეფონი. ჯიბეში ჩაიდო და კვლავ გზას გახედა. მალევე გააჩერა მანქანა საავადმყოფოს ეზოში. მეც გადავხტი და მალევე შემახსენა ფეხმა თავი. სახე შევჭმუხნე და ვაჩეს გავხედე რომელიც ჩემს ტელეფონზე პაროლის შეყვანას ცდილობდა
-ტყუილად ცდილობ, მაინც ვერ მიხვდები-ენა გამოვუყავი და გავიცინე
-კარგი ჰო-დანებდა ვაჩე და ტელეფონი გამომიწოდა. მეც ბლოკი მოვხსენი და თაკოსთვის პასუხის მიწერას ვაპირებდი ხელიდან რომ ამაცალა ტელეფონი.
-დეგენერატო-შევუბღვირე და მიმღებში ვაჩეს უკან პატარა ბავშვივით დავდექი როდესაც ის ექიმს ესაუბრებოდა
-წამოდი ფეხს დაგიმუშავებენ და მერე სადმე წავიდეთ-ხელკავი გამომდო და ექიმს უკან გაჰყვა. კაბინეტში შევედით და იქვე პაციენტებისთვის განკუთვნილ ადგილზე დავჯექი
-გაიხადეთ ფეხი და მაჩვენეთ-ბრძანება გასცა ხანში შესულმა მამაკაცმა (ექიმმა) და რაღაცის ძებნა დაიწყო კარადაში. უცებ გავიძრე ფეხზე კეტი და შარვალი ოდნავ ავიკეცე. დაველოდე ექიმი როდის მომიახლოვდებოდა. მალევე შეამოწმა ჭრილობა.
-ღრმა ჭრილობაა მაგრამ გაჭრა არამგონია დაჭირდეს-ჩაიდუდღუნა ექიმმა
-გამაყუჩებელს გაგიკეთებ და აღარ გეტკინება-გამაყუჩებელი გამიკეთა მალევე მთელი ფეხი გამიბუჟდა და ისე ამომიღო მინა ფეხიდან ვერაფერი გავიგე.
-შეგიძლიათ წახვიდეთ-მითხრა როდესა ფეხის გადახვევა დაასრულა და მალევე ვაჩე ღიმილით მოვიდა
-წავედით?-მკითხა როდესაც ფეხზე წამოვდექი
-ჰო.-ვუპასუხე და მკვლელი თვალებით შევხედე წელზე ხელი რომ მომხვია
-გაგიჭირდება სიარული და დაგეხმარები-თავი გაიმართლა და ნელა წამიყვანა გასასვლელისკენ. მანქანაში როგორც ჩავსხედით ეგრევე მკითხა
-ხო გშია?
-არა არმშია, ტელეფონს დამიბრუნებ?-საწყალი თვალებით გავხედე და ხელი გავწიე რომ ტელეფონი მოეცა
-ჰო კაი-გამიღიმა და სწრაფად მომცა ტელე. მეც გეგის ნომერი ამოვძებნე და სწრაფად დავურეკე. არ მიპასუხა მაგრამ მალევე მესიჯი მომივიდა გასაუბრებაზე ვარ და ვერ გიპასუხებო. ღიმილით ჩავიდე ტელეფონი ჯიბეში და ვაჩეს გავხედე
-რაიყო?-მანაც ღიმილით მკითხა და მისი თითები ჩემს თითებში ახლართა
-მმ..არაფერი..ხელი გაწი-ხელის გათავისუფლება ვცადე მაგრამ უფრო მომიჭირა და არც მე გავძალიანებივარ.
-მოვედით-მითხრა როდესაც მანქანაა გააჩერა და მალევე ამოვიცანი დედაჩემის რესტორანი. ეშმაკური ღიმილით გადმომხედა და მანქანიდან გადავიდა
-დეგენერატო. წავედი მე სახლში-გვერდის ავლა ვცადე მაგრამ დამიჭრა და წელზე ხელი მომხვია.
-დედაშენი გველოდება-ღიმილით მითხრა და შესასვლლელისკენ წამიყვანა
-მეორედ აღარსად გამოგყვები-დაბღვერილმა ვუთხარი და სკამზე მოვთავსდი. ვაჩე ჩემს პირდაპირ დაჯდა და ღიმილით მიყურებდა
-გამარჯობა ხატია. რას მიითმევთ-ღიმილით მოგვიახლოვდა თათია. ის აქ მუშაობს მიმტანად. ძალიან საყვარელი გოგონაა და მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს.
-მე როგორც ყოველთვის-გავიცინე
-მეც ის რაც ხატიას-ღიმილით უთხრა ვაჩემ-ჰო და კიდევ ფორთოხლის წვენი-დაამატა ბოლოს და გაღიმებული მომიტრიალდა
-რაიცი რა შევუკვეთე მე შენც რომ შეუკვეთე?-ვუთხარი გამომცდელად და ტელეფონი ხელში ავათამაშე
-ვიცი-ეშმაკურად მითხრა და თვალი ჩამიკრა
-საიდან?-გაკვირვებულმა ვკითხე
-კრაბის სალათი მეც მიყვარს-კითხვას თავი აარიდა და ჩემს გაკვირვებულ სახეზე კიდევ უფრო გაეღიმა
-რაიცი?
-მე ყველაფერი ვიცი-მომაჯადოვებლად გამიღიმა და რესტორანში ხალხის თვალიერება დაიწყო. მალევე გაუშეშდა სახე ერთ ადგილზე და ღიმილი სიბრაზემ შეცვალა. მის მზერას თვალი გავაყოლე და თვალში ირონიულად მომღიმარი დიტო მომხვდა.
-აქ იყავი და მალე მოვალ-გაბრაზებულმა მითხრა და ფეხზე წამოდგა მათ მაგიდასთან მივიდა მალევე კი ძმები თვალს მიეფარნენ. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და სამზარეულოში ჩქარი ნაბიჯებით შევედი
-დედაჩემი აქაა?-ვკითხე მის დამხმარეს როდესაც დედაჩემს თვალი ვერ მოვკარი
-საკუჭნაოშია-მიპასუხა და თავის საქმე გააგრძელა
-დეე-დავიძახე და საკუჭნაოს კარი ოდნავ შევაღე
-დეე აქ რაგინდა? ვაჩესთან ერთად არ უნდა იყო?-ღიმილით მკითხა დედამ და ჩემს სახეს რომ წააწყდა მალევე დასერიოზულდა
-რამოხდა დე?-თბილად მკითხა და ლოყაზე ხელი მომისვა
-დე იქ ვიყავით ვაჩემ თავის ნახევარ ძმა რომ დაინახა და გარეთ გავიდნენ. საშინლად გაბრაზებული იყო. ვერ იტანენ ერთმანეთს. მოძებნე რა-ხმაჩამწყდარმა ვუთხარი
-მიდი დე შენ დაბრუნდი შენს ადგილას მე მოვაგვარებ. ნუ ნერვიულობ კაი?-თბილად მითხრა და გარეთ გავიდა
#ვაჩეს ნაამბობი
-აბა რა საქმე გაქვს საყვარელო ძამიკო-ირონიულად თქვა დიმიტრიმ და შემომხედა
-ხშირად გხედავ ხატიას გვერდით და მის სამეგობროში. რამე პრობლემა ხოარაა-გაბრაზებულმა ვუყვირე
-ძამოკო მეც ხშირად გხედავ მის გვერდით და ნამდვილად არ მომწონს მე ეს. არ შეეფერები. ის კარგია შენ ცუდი-ირონიულად მითხრა და მოსაცმლის სახელი მკლავზე აიწია
-მე ვარ ცუდი და შენ ანგელოზი?-ცინიზმით ვუთხარი და მუშჭი პირდაპირ ცხვირში ვუთავაზე. ხელი ცხვირზე მიიდო და სიცილი დაიყწო
-ეს ხარ სულ ძამიკო?-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და თვითონაც მომიქნია მუშტი. ავიცილე და სწრაფად დავუბრუნე საპასუხო
-ჰეი..ბიჭებო რას აკეთებთ-გავიგე ნაცნობი ხმა და სწრაფად შევბრუნდი ნათიასკენ
-ჩვენ სხვა დროს გავაგრძელებთ-ვუთხარი დიმიტრის და ნათიასკენ წავედი
-რახდება ნათია?-ვკითხე ღიმილით
-წამოდი უნდა ვისაუბროთ-მკარად მითხრა „სადედამთილომ“ და სამზარეულოსკენ გამიძღვა
-იქ მარტო მყავს დატოვებული ხატია-ღიმილით ვუთხარი და იქვე სკამზე დავჯექი
-მაგ მანამ უნდა გეფიქრა სანამ გახვიდოდი. იცოდე მეორედ აღარ გავიგო რომ როდესაც ჩემს შვილთან ერთად ხარ გადიხარ და ჩხუბობ.-მკაცრად მითხრა და ჩემს წინ დაჯდა
-კარგი რა ნათია. ვითომ არ იცოდე რომ როდესაც ხატია ჩემთანაა არაფერი მოუვა. უბრალოდ მას რომ ვხედავ თავს ვერ ვიკავებ. აღარ განმეორდება. დილას სახლიდან რომელზე გადის?-ღიმილით ვკითხე და მხარზე ხელი მოვხვიე
-მაიმუნი ბიჭი ხარ შენ. ცხრის ნახევარზე გადის-ღიმილით მითხრა
-კაი წავედი ეხლა მე იქ ცოდოა მარტო-ლოყაზე ვაკოცე ნათიას და ხატიასთან დავბრუნდი რომელიც ნერვიულად იხედებოდა აქეთ-იქით. უკნიდან მივეპარე და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე. ვიგრძენი შიშისგან როგორ შეხტა და სიცილი ამიტყდა.
-რაგაცინებს-ნაწყენმა მითხრა და ხელი მოყაზე მოისვა
-საყვარელი ხარ-გულრწფელად ვუთხარი რასაც ვფიქრობდი და მის შეფაკლულ ლოყებზე კვლავ გულიანად გამეცინა
-დეგენერატო-მითხრა და უკვე მოტანილი სალათის ჭამა დაიწყო
-მმ როგორ მშია-ვთქვი და სალათი პირისკენ გავიქანე. ხმა არ ამოუღია. მალევე დავამთავრეთ ჭამა და წვენი მოვსვი
-ბოდიში წეღანდელისთვის ხო?-ღიმილით ვკითხე
-არაუშავს.-ჩუმად თქვა და თავი დახარა
-წამო გავისეირნოთ ხო?-ფეხზე წამოვდექი და თავზე დავადექი
-ამ. კარგი.-დაბნეული წამოდგა და გასასვლელიისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი
-სად გინდა რომ წავიდეთ?-ვკითხე და მანქანის კარი გავუღე
-სახლში რა-საწყალი თვალებით ამომხედა
-დაიღალე?-თბილად ვკითხე და ხელები მხრებზე მოვხვიე
-არა მაგრამ სახლში მინდა-ღიმილით თქვა და ჩემი ხელებიდან თავი დაიძვრინა
-ნუ მაიმუნობ-ღიმილით ვუთხარი და როდესაც მანქანაში დაჯდა კარი მივუკეტე. მეც საჭეს მივუჯექი და მანქანა დავძარი
-კითვას დაგისვავ ოღონდ არგაბრაზდე.-მითხრა სერიოზულად
-მმ..გააჩნია რას მკითხავ. თუ იცი რომ გავბრაზდები ეგეთი რაღაც არ უნდა გეთქვა და პირდაპირ გეკითხა-გულწრფელად ვუთხარი და მისი პატარა ხელი კვლავ ჩემს ხელში მოვიქციე
-მე შენზე და დიტოზე მინდოდა მეკითხა. თუ რატომ ვერ იტანთ ერთმანეთს, თქვენ ხო ძმები ხართ-გაუბედავად მკითხა და ფანჯარაში გაიხედა. გამეცინა მის საქციელზე. მართალია ნებისმიერმა რომ მიხსენოს დიმიტრი გავბრაზდები მაგრამ მასზე გაბრაზება არ შემიძლია
-მე არც მძულდა პატარაობიდან დედა მასწავლიდა რომ ის ჩემი ძმა იყო და როცა გაუჭირდებოდა უნდა დავხმარებოდი რომ დედმამიშვილი ყველაზე ძვირფასი განძი იყო. მაგრამ როდესაც მის ზიზღით სავსე თვალებს ვუყურებდი სულ მავიწყდებოდა დედა რასაც მარიგებდა. ბავშვობიდან ვძულდი და მეც შემაძულა თავი. სულ ვჩხუბობთ. ეხლა კი სხვა მიზეზია ჩხუბისთვის. იცი დედაჩემს ძალიან უნდა შენი გაცნობა-ღიმილით ვუყვებოდი
-დედაშენს ჩემი გაცნობა რატო უნდა?-გაკვირვებულმა მკითხა და სწრაფად გაითავისუფლა ხელი ჩემი ხელიდან
-იმიტომ-ღიმილით ვუთხარი და სიცილი ამიტყდა როდესაც დედაჩემის ბუზღუნი გამახსენდა
---
-დედი მთელი დღეებია სახლში არ ხარ. დილით 8 საათზე გადიხარ და გვიან ბრუნდები. სამსახურშიც არდადიხარ. მხოლოდ უნივერსიტეტში ესწრები რამოდენიმე ლექციას.-ნაწყენმა მითხრა დედამ
-დეე..კარგი ცოტაც მოითმინე. მგონი შესაფერისი სარძლო გიშოვე-ღიმილით ვუთხარი და თვალი ჩავუკარი
-ჩემი ბიჭიი. გაიზარდე დედი უკვე? როდის გამაცნობ შენს შეყვარებულს დე?-თბილად მიითხრა და თავზე ხელი გადამისვა
-მალე დე მალე.-ლოყაზე ვაკოცე და გარეთ გამოვვარდი.
Tavi 4
#ხატიას ნაამბობი
სახლში დაღლილი მივედი, ფეხი გავიხადე და მისაღებში დივანზე მოწყვეტით დავჯექი. მალევე გამოვიდა სამზარეულოდან ჩემი ძმა
-ფეხზე რაგჭირს?-მკითხა გაფართოებული თვალებით და ჩემს შეხვეულ ფეხს დააშტერდა
-მინა შემესო-ღიმილით ვუთხარი და ვანიშნე ჩემს გვერდით დამჯდარიო
-სად იყავი?-გვერდით მომიჯდა და ხელი გამახვია მეც მოვხვიე ხელი
-მაგ დედას კითხე. შენ რა გასაუბრებაზე იყავი დღეს?-ჩემთვის საინტერესო თემას დავუბრუნდი
-სამსახური ვიშოვე დაო-სიცილით მითხრა და ფეხზე წამოდგა
-ავღნიშნოთ?-ეშმაკურად გავუცინე და კარადისკენ ვანიშნე სადაც დედა სასმელს ინახავდა
-უხ შე ლაწირაკო. არა რა ზოგჯერ მგონია რომ ჩემი ტოლი ხარ და არა 9 წლით პატარა. მიდი მოიტანე ოღონდ ბევრს არ დალევ-თითი დამიქნია და სამზარეულოში ჭიქების მოსატანად გაცუნცულდა. მეც კარადაში მაღალ ხარისხიანი კონიაკი მოვვძებნე და ღიმილით გამოვიღე
-პიცა გინდა?-გამომძახა სამზარეულოდან
-კი წამოიღე.-მხიარულად გავძახე და მეც სამზარეულოში გავედი, საჭმლის გამოტანაში დავეხმარე. გეგის ოთახში შევიტანეთ და ლოყინზე დავაწვეთ. მის ლოგინზე წამოვგორდი და პიცის ერთი ნაჭერი პირში ჩავიტენე
-ჭიქები არმოგიტანია?-გაკვირვებულმა ვკითხე
-რათ გვინდა?-სიცილით მკითხა და სასმელი ბოთლით მოიყუდა. 1 ბოთლი რომ ჩავცალეთ უკვე კარგად მთვრალი ვიყავი მაგრამ გეგის არაფერი ეტყობოდა
-წავალ კიდევ მოვიტან-ფეხზე ბარბაცით წამოვდექი და ოთახიდან გავედი. ჩემს ოთახში შევედი რომ მენახა ტელეფონზე დედას ნარეკი იყო თუ არა. 2 გამოტოვებული ზარი იყო ვაჩეს ნომრიდან. ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და კარადაში სასმლის ძებნა დავიწყე. მალევე მივაგენი რომელიც მინდოდა და კვლავ გეგის ოთახში დავბრუნდი.
-აბა ხოარ მოიწყინე ძამიკო-ვკითხე სიცილით საწოლზე გაშხლართულ გეგის და ზედ გადავაწექი
-მძიმე ხარ გოგო გადადი-სიცილით მითხრა და გვერდით გადამაგდო
-დეგენერატო, რაო გეგი შეყვარებული არმყავსო?-წამოვჭერი ჩემთვის სასურველი თემა და ეშმაკურად ჩავიცინე
-ნუ მაიმუნობ შენ. სანამ შენ ბიჭზე დამიწყია საუბარი. დედამ მითხრა დღეს. იცოდე თვალს გადევნებთ ზედმეტი არ გაბედოს-მკაცრად მითხრა და სასმელი მოიყუდა
-ხოიცი რომ არ გავაბედინებ არაფერს არა?-ვკითხე ღიმილით და ბოთლი ხელიდან გამოვტაცე. მალევე აბზუილდა ჩემი მობილური ჯიბიდან წვალებით ამოვიღე და ვაჩეს ნომერს რომ მოვკარი თვალი სახე უკმაყოფილოდ დავმანჭე. გამიხარდა მისი ზარი მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა ამ მდგომარეობაში მასთან საუბარი
-უპასუხე-ხელში მივაჩეჩე გეგის ტელეფონი
-არა. შენ უპასუხე შენი შეყვარებულია ჩემი კიარა-სიცილით მითხრა და უკან მომცა ტელე
-აჰა დაელაპარაკე.-სწრაფად დავაჭირე ხელი მწვანე ღილაკს და ტელეფონი ყურთან მივუტანე.
#ვაჩეს ნაამბობი
სახლში ვიყავი და ფილმს ვუყურებდი ხატიას რომ დავურეკე მაგრამ არ აიღო. ვიფიქრე არ ცალიათქო და ნახევარ საათში კვლავ გადავრეკე ისევ არ აიღო. უკვე ვბრაზდებოდი. აბაზანაში შევედი და იქედან იმ იმედით გამოვედი რომ დარეკილი ექნებოდა მაგრამ შენც არ მომიკვდე! უკვე დაზეპირებული ნომერი სწრაფად ავკრიბე. ნახევარი წუთის მერე აიღო. ხატიას სიცილის ხმა სუსტად ისმოდა
-გისმენთ-გავიგე ბიჭის ხმა და სისხლმა ტვინში ამასხა
-ხატია სადაა?-გაბრაზებულმა კბილებში გამოვცერი და ხატიას ჩუბი ფხუკუნი რომ გავიგე საშინლად გავცოფდი
-ხატია აქაა მაგრამ ვერ დაგელაპარაკება-წყნარად მითხრა.
-რატომ?-ვცდილობდი როგორმე გაბრაზება დამემალა
-ჰა გოგო ტელეფონი თორე მომკლავს მალე შენი შეყვარებულია თუ ვინცაა-გავიგონე ბიჭის სიცილით ნათქვამი სიტყვები და შეყვარებულის ხსნებაზე უნებურად გამეღიმა
-არაა ჩემი შეყვარებული გეგი და მიდი სასმელი მოიტანე შენ-გავიგონე ხატიას ხმა და ხმაზე შევატყვე რომ აუცილებლან ნასვამი იქნებოდა
-შენ რა ნასვამი ხარ?-ვითომდა გაბრაზებულმა ვუთხარი და სიცილს ძლივს ვიკავებდი
-არა რა ნასვამი-თქვა და გაიცინა
-აბა?-წარბები ავწიე ისე თითქოს დაინახავდა
-მთვრალი-მითხრა და სიცილი დაიწყო. ისე მინდოდა იმ მომენტში მასთან ვყოფილიყავი, ჩანხუტებოდი იმ ლამაზ და გემრიელად გამობერილ ლოყებზე მეკოცნა.
-რატომ არ მცემდი პასუხს?-გაბრაზებული ტონი შევინარშუნე
-ახსნა განმარტებები უნდა ჩაგაბარო?-გაბრაზებულმა მკითხა და ამ წუთში მასთან ყოფნა ვინატრე, მაგრად ჩავეხუტებოდი.
-დიახ უნდა ჩამაბარო, როდესაც ტელეფონზე გირეკავ და პასუხს არ მცემ მე ვნერვიულობ შენ კი სვავ. საერთოდ სასმელისთვის პატარა ხომ არხარ?-უკვე რეალურად გაბრაზებულმა დავიწყე საუბარი.
-არავინ არ გეკითხება საერთოდ და შეგიძლია არ ინერვიულო ეხლა რომ ტელეფონს გამოვრთავ რადგან არ მინდა შენთან საუბარი-მშვიდად მითხრა და გამითიშა. გაბრაზებულმა გადაავრეკე ხელახლა მაგრამ გამორთვა მოესწრო. გემრიელად შევიკურთხე და კარისკენ შევბრუნდი სადაც გაღიმებული დედაჩემი იდგა
-რაო დედი? გაბრაზებს?-სიცილით მკითხა ელენემ და ჩემსკენ წამოვიდა
-დედა შენ ნუღა დამიმატებ რა. ჩავიცვავ და წავალ მე.-ვუთხარი თბილად და თავზე ვაკოცე. კარადიდან მაიკა და ჯინსი გადმოვიღე
-დე სახელი მაინც მითხარი მაგ გოგოსი-ღიმილით მითხრა და ჩემს კარადაში ქექვა დაიწყო
-ხატია ახვლედიანი.-ღიმილით ვუთხარი ხატიას გახსენებაზე და დედას გამოღებულ მაისურს ამრეზით შევხედე.
-დე ეს უფრო მოუხდება იმ შარვალს დამიჯერე-ღიმილით მითხრა შუბლზე მაკოცა და გარეთ გავიდა. ღიმილით გადავიცვი დედას მოცემული მოისური და შარვალი სარკეში არც ჩამიხედავს ისე გავედი გარეთ
-დე გვიან მოვალ ხოიცი-გავძახე სამზარეულოში და გარეთ გავედი, ლიფტით ქვემოთ ჩავედი თან ხელში მანქანის გასაღებს ვათამაშებდი. ლიფტიდან როგორც გავედი გზაში ზურა შემეჩეხა
-ვა ზურა სადხარ ამდენ ხანს?-მხარზე ხელი მეგობრულად დავარტყი მამობილს და გავუღიმე
-შეხვედრა მქონდა ოღონდ დედაშენს არუთხრა რომ ახალგაზრდა გოგონებთან იყო თორე ხოიცი გაგიჟდება-სიცილით მითხრა
-კაი ზურა როდის ჩამიშვიხარ-მეც გავუცინე
-კაი მიდი ავალ მე სახლში-ლიფტში შევიდა და თვალი ჩამიკრა, აღარაფერი მითქვამს მანქანაში დავჯექი და გეზი ნიკას სახლისკენ ავიღე.
#ხატიას ნაამბობი
გაბრაზებულმა გავთიშე ტელეფონი და ეგრევე გამოვრთე. იქვე ტუმბოზე დავდე და დაველოდე გეგი როდის შემოვიდოდა, მანაც მალე შემოაღო კარი ხელცარიელმა
-სასმელი არ მოიტანე?-გაკვირვებულმა ვკითხე
-არა დროა დავიძინოთ. შენ უკვე კარგა მთვრალი ხარ-სიცილით მითხრა და ლოგინზე წამოგორდა
-ოო რომელი საათია?-ვიკითხე და პერანგის ღილების გახსნა დავიწყე თან რომ ლოგინში შევწოლილიყავი, არასდროს მრცხვენოდა ჩემს ძმასთან „შიშველი“ სიარული, ამიტომაც თავისუფლად გავიხადე პერანგი
-10 სრულდება. მიდი დაწექი-სიცილით მითხრა და თვითონაც გაიხადა ტანსაცმელი. მეც უცებ გავიხადე შარვალი და საბანში შევწექი
-მოდი ჩამეხუტე.-ღიმილით მითხრა და თავი მის გულზე დამადებინა
-მომენატრე ესეთი-სევდიანად ვუთხარი და თვალი დავხუჭე დასაძინებლად. დილით საწოლში მარტო გამეღვიძა. თავი საშინლად მტკიოდა. ნახევარი საათი კიდევ ვინებივრე ლოგინში. შემდეგ ზლაზვნიით წამოვდექი ფეხზე გეგის მაიკა გადავიცვი და ისე გავედი სამზარეულოში არავინ არ იყო სახლში. მაცივრიდან კოკა კოლა და საჭმელი გამოვიღე და გემრიელად შევუდექი ჭამას. მაგრამ ვინ გაცდის? კარზე ზარი დარეკეს.
-ვინაა?-კართან მისულმა დავიყვირე და დაველოდე პასუხს მაგრამ პასუხის მაგივრად კიდევ ერთხელ დარეკეს ზარი. სწრაფად გავიქეცი ოთახში და შორტი ამოვიცვი. კართან მივედი და გავაღე. კართან გაბრაზებული ვაჩე იდგა
-აქ რაგინდა?-გაკვირვებულმა ვკითხე და სახლში შემოვუშვი. ისიც სწრაფად შემოვიდა
-რატო გამორთე ტელეფონი და რატომ გაქვს გამოორთული ამ დრომდე?-გაბრაზებულმა მითხრა და მკლავებზე ხელი მაგრად მომიჭირა
-მე არმახსოვდა-ვთქვი და თვალი ავარიდე
-შემომხედე-ბრძანებლური ტონით მითხრა და თავი ამაწევინა
-რაგინდა?-მკაცრად ვკითხე და ხელი გავაშვებინე
-რატომ გამითიშე ტელეფონი?-მკითხა და სამზარეულოში შემომყვა
-არ მახსოვს-ვიცრუე და ჭამა გავაგრძელე
-საერთოდ რატო დათვერი? ან შენმა ძმამ რატომ მიპასუხა?-დამაყარა კითხვები და ნიკაპში ხელი წამავლო რომ მისთვის თვალებში მეყურებინა. ლუკმა ძლივს გადავყლაპე და ხმისკანკალით ვუპასუხე
-იმიტომ რომ შენთან საუბარი არ მინდოდა.
-მეორედ ტელეფონს გათიშავ და სულ არ მაინტერესებს რა დრო იქნება და ვინ იქნება სახლში შენთან ერთად. იმწამსვე აქ გავჩნდები-კბილებში გამოცრა და ხელი უხეშად შემიშვა
-არგაქ უფლება-ჩუმად დავიჩურჩულე შეშინებულმა და ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით
Tavi 5
-არგაქვს უფლება-ჩუმად დავიჩურჩულე შეშინებულმა და ვიგრძენი თვალები როგორ ამევსო ცრემლებით.
-მაქვს. ეხლა კი წავედი. ტელეფონი ჩართე და როდესაც დაგირეკავ მიპასუხე თორემ უკვე იცი რაცმოხდება-მითხრა და სამზარეულოდან გავიდა.
-კარი ჩაკეტე-დამიძახა და კარი გაიკეტა. არვიცი როგორ მოვქცეულიყავი. ნელი ნაბიჯებით გავედი და კარი ჩავკეტე. რაუნდოდა ვერ გამეგო. რას ნიშნავდა ჯერ კუდში ზდევა და შეტყობინებების წერა. შემდეგ დედაჩემის გაცნობა და კიდევ მისი ძმის. ყველაფერი ერთ დღეს დაემთხვა და ეს სასტიკად არ მომწონდა. შემდეგ ჩვენი გუშინდელი გასეირნება და დიტოსთან ჩხუბი. დღეს კიდევ სახლში მომაკითხა და ისე უხეშად მელაპარაკა. არვიცოდი რა მეფიქრა. მომწონდა? რატომ არ უნდა მომწონებოდა? მშვენიერი გარეგნობის ბიჭი იყო. სწავლობდა და მისი თქმით სამსახურიც ჰქონდა. მაგრამ უფროსი იყო. განა 4 წელი თქვენ ცოტა გგონიათ? მართალია მომდევნო თვეში უკვე 16ის ვხდები მაგრამ.. ამ ფიქების თავიდან ასაცილებლად სწრაფად შევვარდი ოთახში და მეცადინეობა დავიწყე. 6 საათი იყო რომ მოვრჩი, საჭმელი თეფშზე დავაწყვე და ოთახში გავედი. ლეპტოპი ლოგინზე დავდე და მუცელზე დავწექი. თეფში წინ დავიდე. ფილმი ჩავრთე და თან საჭმელს ვჭამდი. ფილმის ყურება რომ დავამთავრე მხოლოდ მაშინ გამახსენდა რომ ტელეფონი გამორთული მქონდა. სწრაფად ჩავრთე და გამოტოვებული ზარები შევამოწმე. 2 ზარი გეგისგან 3 დედასგან და 1 ვაჩესგან. არა ნამდვილად არ მაწყობდა ეს ბოლო. სწრაფად გადავურეკე გეგის და დედას დავამშვიდე რომ ტელეფონი უბრალოდ დამჯდარი მქონდა და ეხლა შევამჩნიე. ვაჩესთან დარეკვაზე ვყოყმანობდი, არვიცოდი დამერეკა თუარა საბოლოოთ გადავწყვიტე არ დამერეკა მაგრამ მისგან შემოვიდა ზარი. ეგრევევ ვუპასუხე
-რაიყო ჩემს ზარს ელოდებოდი?-ირონიულად მითხრა და გაიცინა.
-არა უბრალოდ ტელეფონი ხელში მეჭირა და არ მეპასუხა?-გაოცებულმა ვთვი და ოთახში სიარული დავიწყე
-წინაზე დავრეკე და ტელეფონი ისევ გამორთული გქონდა
-ხო ჩართვა დამავიწყდა-ჩურჩულით ვთქვი და ლოგინზე ზურგით გადავწექი
-იმეცადინე?-ხმა ოდნავ დაუთბა
-კი ეხლა მოვრი-გავიცინე და წიგნებ ერთად მოვაგროვე შემდეგ კი ჩანთაში ჩავუძახე
-გავისეირნოთ?-მკითხა და მივხვდი რომ ამ წუთას გაიღიმა
-არვიცი-მხრები ავიჩეჩე-გვაინია უკვე 8 საათია.
-1 საათი-მის ხმაში მუდარა ამოვიცანი
-დედას ვეტყვი და მოგწერ-სწრაფად მოვიფიქრე გამოსავალი
-კაი-თბილად მითხრა და ტელეფონი გათიშა. სწრაფად გადავრეკე დედასთან და ვაცნობე რომ ვაჩესთან ერთად სასეირნოდ მივდიოდი. რა მიპასუხა? 12ამდე სახლში დაბრუნდიო და გამითიშა, ვაჩეს გადავურეკე და პირდაპირ საუბარი დავიწყე
-დედაჩემს რა გაუკეთე?-გაკვირვება ვერ დავმალე ხმაში
-რაზე?-გაეცინა მას
-წლის დასაწყისში რომ გაიგო მასწავლებელმა 9ზე გადმომიტანა გაკვეთილი რაგინდა 9 საათზე გარეთო და ეხლა რო დავურეკე თორმეტამდე სახლში მოდიო და გამითიშა-ჩავურაკრაკე უცებ და პასუხის მოლოდინში გავისუსე. სიჩუმე ვაჩეს როხროხმა დაარღვია
-ჭკვიანი ქალია. გაემზადე და 10 წუთში გარეთ გელოდები-მიპასუხა მას შემდეგ რაც სიცილს მორჩა.
-ხო კარგი.-ვუპასუხე და გავუთიშე. ჯინსის შარვალი და კედები ჩავიცვი ზემოთ კი ღია ცისფერი წელში გამოყვანილი პერანგი. თმა კოსად ავიკარი და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. აბაზანაში შევედი და ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე. მალევე აწრიპინდა ჩემი ტელეფონი
-ჩამოვიდე?-ჩავძახე ყურმილში
-კი გელოდები ჩამოდი-ტელეფონი სწრაფად გავთიშე კარი ჩავკეტე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე, სადარბაზოსთან ვაჩე იდგა. თავზე კაპიშონი წამოეფარებინა და ხელში სიგარეტი ეჭირა. ცხვირი ავიბზუე სიგარეტის დანახვაზე და ალმაცერად გავხედე
-ჰო კაი გადავაგდებ რაიყო-სიცილით მითხრა სიგარეტი გვერდით მოისროლა
-არაფერი-ვუთხარი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე სიცივისგან
-რამდენჯერ გაგაფრთხილე თბილად ჩაივიმეთქი? ყოველი გამოსვლის წინ გითხრა?-მზრუნველამ მითხრა და ხელები მომხვია.
-არ მცივა-უცებ დავუსხლტი ხელიდან რამაც მისი სიცილი გამოიწვია
-ბავშვო მოდი აქ-მკაცრად მითხრა მაგრამ მაინც გაეცინა
-რატო?-ვკითხე და გარემო მოვათვალიერე. ქუჩაში თითქმის აღარავინ აღარ იყო.
-ჩაგეხუტო უნდა-სიცილით თქვა და ჩემსკენ წამოვიდა. უკან გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი. განა არ მინდოდა ჩახუტება მაგრამ მე ესე იოლად დავთმობდი?
-არმინდა-მეც სიცილით ვუთხარი და უკან უკან სვლით გავედი სადარბაზოდან.
-გინდა-ფეხს აუჩქარა მაგრამ სწრაფად შევბრუნდი და სიცილით გავიქეცი თან მომენტებში უკან ვიხედებოდი მომზდევდა თუარა. ცოტაღა აკლდა დაწევამდე მაგრამ ფეხს ავუჩქარე და იქვე პარკში შევვარდი. დაღლილი დავებერტყე ერთ-ერთ ძელსკამზე
-სად მორბოდი გოგო-სიცილით დამიჯდა გვერდით აქოშინებული ვაჩე და ხელი გადამხვია.
-ცოტა წაგავარჯიშე-გავეხუმრე და ხელი მოვაშორებინე
-გააჩერე ხელები-გაბრაზებულმა მითხრა და ხელი უფრო მაგრად მომხვია
-ოო..-ამოვიბუზღუნე და თავი დაბლა დავხარე
-ნუ ბუზღუნებ. წამო გავისეირნოთ-სწრაფად წამოდგა ფეხზე და მეც წამომაყენა. ზანტან მივიწევდი წინ და ვცდილობდი ცალ გვერდზე მოხუტებულ ვაჩეს ხელიდან დავსხლტომოდი მაგრამ უფრო მაგრად მკრავდა და საშუალებას არ მაძლევდა გავწეულიყავი. ნახევარი საათი ვიარეთ ფეხით და უსიტყვოდ ბოლოს წვიმის წვეთები რომ დამეცა მაშინ ამოვიღე ხმა.
-აუ წვიმს-ამოვიწუწუნე
-წამო უკან დავბრუნდეთ თორემ დასველდები ძალიან რომ გაწვიმდეს-თბილად მითხრა და ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას დავადექით. 5 წუთი არ იყო გასული საშინელი წვიმა რომ წამოვიდა. გაოცებულმა გავხედე ვაჩეს.
-წამო გავიქცეთ თორე რო გამიცივდე რაღა ვქნა. სადმე ახლო კაფეში შევიდეთ-სწრაფად დამავლო ხელი და გაიქცა. მეც მივყევი. რამოდენიმე წუთიანი სირბილის შემდეგ იქვე კაფეში შევედით. ხალხი გაოცებული მოგვაშტერდა მაგრამ არ შევიმჩნიე. ვაჩეს ხელს დავხედე რომელიც ჩემს ხელს ჩავღაუჯებოდა და წინ მიმათრევდა.
-ისეთ ადგილზე დაგვსვით ხალხმა რომ არ შეგვაწუხოს რა-უთხრა მიმტანს და მომნუსხვეად გაუღიმა. მანაც მაგიდამდე მიგვაცილა შეკვეთა ჩაიწერა და წავიდა
-სულ დასველდი, ეხლავე ვინმეს დავურეკავ და წაგვიყვანენ-მითხრა თბილად და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. მალევე მიიტანა ყურთან
-ბიჭო...ხო გარეთ ვარ..არა არ მყავს მანქანა აქ... დაგირეკა უკვე? ...მიდი რა მოდი მისამართს მოგწერ-უთხრა საბოლოოდ და ტელეფონი გათიშა
-აქვეა და მალე მოვა-თქვა სიცილით და სველ თმებზე ხელი გადაისვა
-და სასაცილო რაარის?-გაკვირვება ვერ დავმალე მის სიცილზე|
-გაწუწულ ქათამს გავხარ-კვლავ არ წყვეტდა სიცილს. ნაწყენმა გავხედე და ხმა არ გამიცია. მალევე მოიტანეს შეკვეთილი ჩაი და გემრიელად მივირთვით. მალევე კარში ხმაურით შემოვარდა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი და გაკვირვებულმა გავხედე.
-ბიჭოო რამდენი გეძებეთ ტო. სად აგდიხარ . დავსველდი მეც ამდენი ბოდიალით-დაიწყო წუწუნი და ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა
-ვერმითხარი ხატიაც თუ აქ იყოო. ცოტა ლამაზად შემოვიდოდი და ჩემი სილამაზით ეფექტს მოვახდენდი-სიცილი ამიტყდა
-კარგი. ვაჩე დაჯექი შენ კიდე ხელახლა შემოდი და ეფექტი მოახდინე.-ფეხზე ავდექი და გაღიმებული ვაჩე თავის ადგილზე დავსვი. და დაველოდე ის ბიჭი როდის შემოვიდოდა. მალევე გაიღო კარი და მომაჯადოებელი ღიმილით ბიჭი ჩვენსკენ გამოემართა
-ფუ რა ს*რი ხარ შე*ემა-გაიცინა ვაჩემ და ფეხზე წამოდგა
-მე ლუკა ვარ-ხელი გამომიწოდა. მეც ჩემი შევაგებე
-ხატია-მოვახსენე ჩემი სახელი
-ვიცი-გადაიხარხარა და ვაჩეს მიუბრუნდა
-წავედით?-იკითხა ვაჩემ და ხელი გადამხვია
-კი წავედით-თავი დაუქნია ლუკამ და გასასვლელისკენ წავედით. ფული გადაიხადეს და წვიმაში კვლავ სირბილით გავედით გარეთ. ლუკას მანქანას მალევე მივადექით. მე უკან დავჯექი ბიჭები კი წინ. 15 წუთში უკვე ჩემი სახლის წინ ვიდექით მანქანიდან სწრაფად გადავხტი ლუკას მადლობა მივაძახე და სადარბაზოში ვიყავი მანქანის კარის ხმა რომ გავიგე მალევე ვაჩე წამომეწია
-შენ რა დაუმშვიდობებლად აპირებდი წავლას?-ცოტა გაბრაზებულმა მომხვია ხელი და გულზე მიმიხუტა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
-ღამემშვიდობის და ტკბილი ძილი-მიჩურჩულა ყურთან და სწრაფად გავარდა მანქანისკენ. მანამ არ წავიდნენ სანამ თვალს არ მივეფარე. სახლში დაღლილი ავედი. კარი ღია დამხვდა. სწრაფად შევედი და მისაღებში დივანზე მჯდარ გიგის კალთაში ჩავუხტი
-რაო პატარა? პაემანზე ვიყავი და მიხარიაო?-სიცილით მითხრა და ლოყაზე მაკოცა
-ნუ ხარ შენ დამპალი-გაბუტულმა ვუთხარი და ვუჩქმიტე რამაც მიისი წამოყვიირება გამოიწვია
-წადი გოგო გაიხადე სველი ხარ. და თან დაწექი დაიძინე-მიბრძანა და მისი მუხლებიდან დივანზე გამადენინა ზღართანი.
-დეგენერატი-დავიჩურჩულე და ოთახში სწრაფად გავედი. კბილები გამოვიხეხე და მაიკის ამარა შევწექი საბანში. ბედნიერად გამეღიმა როდესაც ვაჩეს ჩახუტება და შუბლზე ტკბილი კოცნა გამახსენდა. ბედნიერმა დავიძინე ახალი დღის მოლოდინში და სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
Tavi 6
დილით დედას ძახილმა გამაღვიძა. სწრაფად გავახილე თვალი და საათს შევხედე. ჯერ კიდევ რვის ნახევარი იყოო. მშვიდად გავაგრძელე კიდევ რამოდენიმე წუთი ძილი და შემდეგ ზლაზვნით ავდექი ფეხზე. ნახევრად მძინარი შევედი აბაზანაში დილის პროცედურები ჩავიტარე და სამზარეულოში გავედი
-დე საჭმელი რა გვაქვს?-ვკითხე და მაგიდაზე თავი ჩამოვდე
-აჰა ჭამე-წინ შემწვარი კვერცხი და სოსისი დამიდო და 1 ჭიქა რძეც მოაყოლა
-რძე არმინდა. კოლა მომე-ვუთხარი და საჭმელი პირში ჩავიტენე
-ნუ გამაბრაზებ და წვეთი არ დავინახო დატოვო-მკაცრად მითხრა და რძეზე მანიშნა. ცხვირი ავიბზუე და საჭმლის ჭამა გავაგრძელე.
-ჩავიცვავ და მერე გავაგრძელებ-სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ოთახში გავვარდი. ჯინსის შარვალი და შავი ბიჭის უბრალო მაისური გადავიცვი. პოსაცმელი მოვიცვი და გარეთ და კვლავ სამზარეულოში დავბრუნდი. უცებ მოვამთავრე დარჩენილი საჭმელი და რძე ნიჟარაში ჩავასხი. ჭიქა მაგიდაზე გავაბრუნე და იმით გახარებულმა რომ დედას არ დავუნახივარ სახლი დავტოვე. სადარბაზოსთან ნაცნობი მანქანა შევნიშნე თუმცა ისე ავუარე გვერდი ვითომ არ შემიმჩნევია და ყურსასმენები მოვირგე. მალევე გადამიგდა წინ სილუეტი, თავი ვეღარ შევიკავე და პირდაპირ მის მკერდს შევასკდი. ყურსასმენები მოვიხსენი და გაოცებულმა ავხედე ჩემს წინ მდგომ ვაჩეს.
-აქ რაგინდა?-გაკვირვებულმა დავუსვი კითხვა
-წამო სკოლამდე მიგაცილებ. მეორედ გვერდი აღარ ჩამიარო
-არდამინახიხარ-სიცილით ვუთხარი და ზურგზე ჩანთა შევისწორე.
-მოდი წამოგიღებ-ჩანთა მომხსნა და თვითონ მოიკიდა ცალ მხარზე
-ბოლოს სკოლაში როდის მქონდა ჩანთა არ მახსოვს-სიცილით მიითხრა და ხელი გადამხვია
-გაიწი-ხელი ვკარი და გვერდით გავაგდე
-ჰო კარგი. -ეხლა ხელკავი გამომდო და ისე გავაგრძელეთ სვლა
-1 კვირა არ ვიქნები. იცოდე ჭკვიანად იყავი გაიგე?-მკაცრად მითხრა და თვალებში შემომხედა
-კარგი-ჩუმად ვუთხარი, მინდოდა მეკითხა სად ან რატომ მიდიოდა მაგრამ ვერ გავბედე. არაფერი უთქვამს სკოლასთან ვიყავით მისულები რომ გავჩერდი
-კარგად-ვუთხარი და წასვლა დავაპირე მაგრამ შემომატრიალა და ჩამეხუტა
-ჭკვიანად-დამარიგა, შუბლზე მაკოცა და მანამ არ დაიძრა ადგილიდან სანამ სკოლაში არ შევედი. სკლასში ავედი და ელენეს გვერდით მივუჯექი. გაკვეთილი ჯერ კიდევ არ იყო დაწყილი
-როგორ ხარ ელე-თბილად ვკითხე და ჩანთიდან წიგნი ამოვიღე
-რავი გოგო. დღეს ბოლო ორიდან გავეთავისუფლოთ რა და სანამ მათემატიკაზე ავალთ გავერთოთ ცოტა-მაცდური წინადადება შემომთავაზა ელემ
-რა გვაქვს ბოლო?-ღიმილით ვკითხე
-ბიოლოგია,გეოგრაფია-მითხრა სიცილით,იცოდა ამ ორ საგანს ყველაზე მეტად რომ ვერ ვიტანდი.
-და სად წავიდეთ?-ეშმაკურად ვკითხე
-სადმე დავჯდეთ გოგო ვიჭორაოთ,-თავის წინადადებით აღფრთოვანებულმა თქვა და გახარებულმა დაიწყო რვეულში ხატვა
-ჰო კაი.-დავენთანხმე და ფეხზე წამოვდექით მასწავლებელი რომ შემოვიდა. 4 გაკვეთილი სწრაფად გავიდა. 4 გაკვეთილის შემდეგ სკოლიდან სიცილით გამოვედით და ჩვენი საყვარელი კაფისკენ წავედით.
-იმ დღეს რა გქონდა მოსაყოლი?-წამოიწყო ელემ და ნამცხვარი გემრიელად შეჭამა
-ჰო გოგო. ვაჩეზე რა-სიცილით ვუთხარი და თავიდან დაწყებული დღემდე დამთავრებული ყველაფერი მოვუყევი.
-ანუ შენ დიტოს ძმა გევასება?-გაფართოებული თვალებით მკითხა
-ხო.. შენსკენ რახდება-დავინტერესდი და ნამცხვრის ბოლო ლუკმა ყელში გადავუშვი
-რავი ისეთი არაფერი-სიცილით თქვა და უცებ ფეხზე წამოდგა. თვალი გავაყოლე და დავინახე როგორ გადაკოცნა კაფეში ახლად შემოსული დიტო და ჩვენი მაგიდისკენ უხმო. ისიც ღიმილით წამოვიდა. გადამკოცნა და ჩემს გვერდით სკამი დაიკავა
-როგორ ხართ გოგოებო? ამ დროს აქ რაგინდათ?-დაგვაყარა კითხვები
-გავაცდინეთ ბოლო 2-გაიცინა ელემ
-რაო ხატი როგორ ჩაიარა პაემანმა ჩემს ძამიკოსთან?-ირონიულად მითხრა და მუქი მწვანე თვალები მომანათა
-მშვენივრად-მეც ირონიულად ვუპასუხე და გაბრაზებული ფეხზე წამოვდექი
-რომ დაამთავრებ ლაპარაკს მომწერე და მასწავლებელთან ერთად წავიდეთ-ელეს მივაძახე და კაფე დავტოვე, მეც არ ვიცი რამ გამაბრაზა ესე ძალიან მაგრამ მის ირონიულ ტონზე საშინლად გავცოფდი. სწრაფად წავედი იქვე პარკისკენ და ძელსკამზე დაჯექი. ყურსასმენები გავიკეთე თან სიმღერებს ვუსმენდი და თან ტელეფონზე ვთამაშობდი გვერდით რომ ვიღაც მომიჯდა. ხელში რომ გაღიმებული დიტო შემრჩა ოდნავ დავიბენი.
-აქ რაგინდა?-ვკითხე და ტელეფონზე თამაში განვარგრძე.
-რატომ წამოხვედი?
-ნამდვილად არ მქონდა და მაქ სურვილი შენი ირონიული საუბარი ვისმინო ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით-გაბრაზებულმა მივახალე რასაც ვფიქრობდი
-აჰა. გასაგებია. არ გინდა გავისეირნოთ?
-არა არმინდა.-თავი გავაქნიე და ისე ვუპასუხე
-კარგი მაშინ აქ ვიყოთ. მითხარი ვაჩე მოგწონს?-სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელეგი გულზე გადაიჯვარედინა
-ვინ გითხრა რომ შენთან ამ თემაზე საუბარს ვაპირებ?-მივუბრუნდი და ალმაცერად გავხედე
-უბრალოდ მაინტერესებს ვაჩეზე სახელის და გვარის მეტი რა იცი როდესაც მას ენდობი და სასეირნოდ შუა ღამით დაყვები. მე კი არა-გაბრაზებულმა მითხრა და ფეხზე წამოდგა, ვერაფერი ვუპასუხე. ალბათ იმიტომ რომ ის მართალი იყო მაგრამ საქმე სხვაგვარად იყო მე მომწონდა ვაჩე.
-რაიყო? პასუხის გაცემა არ შეგიძლია?-ხმა კვლავ ირონიული გაუხდა
-არა იმიტომ რომ მე შენთან ერთად წამოსვლა არ მინდა-უხეშად ვუთხარი და ფეხზე ავდექი. გზას გავუყევი და არც კი ვიცოდი სად მივდიოდი. უკან კვლავ გამომეკიდა დიტო.
-სად მიდიხარ?-მკლავში ხელი ჩამავლო და მისკენ შემატრიალა
-შენგან შორს-ვუთხარი და ვეცადე მკლავი გამეთავისუფლებინა
-მაგაზე არც იოცნებო. ტელეფონი დაგივარდა-ჩემი ტელეფონი მომაწოდა, მეც უხეშად გამოვართვი
-მადლობთ-ირონიულად ვუთხარი და გზა გავაგრძელე. აღარ გამომკიდებია. მალევე აწკრიალდა ტელეფონი. ნომერს დავხედე ვაჩე მირეკავდა.
-გისმენ-გაბრაზებულმა ვუპასუხე
-რაგჭირს?-თბილად მკითხა
-არაფერი. რატომ მირეკავ?-მინდოდა ეს საუბარი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო რომ გონზე მოვსულიყავი. დავფიქრებულიყავი რატომ გამოჩნდა ვაჩე და დიტო ჩემს ცხოვრებაში ესე უცებ.
-მითხარი რა მოხდა-მის ხმასაც დაეტყო ბრაზი
-უბალოდ გაბრაზებული ვარ და არ ვარ საუბრის ხასიათზე
-რატომ ხარ გაბრაზებული?-არ ეშვებოდა ჩემს დაკითხვას
-მეგობარმა გამაბრაზა-უტიფრად მოვატყუე
-ხატია. იცოდე ნუ მატყუებ. ან მეტყვი და ან იძულებული ვიქნები მეთვითონ გავარკვიო. ეხლა კი მაგისთვის ნამდვილად არ მცალია-გაბრაზებულმა იყვირა ყურმილს იქით
-ნუყვირი-წყნარად ვუთხარი
-ჯანდაბა. მითხარი ხატია-დაიყვირა კვლავ
-რა გითხრა? დიტოს შევხვდი და იმან გამაბრაზა, დაგაწყნარა პასუხმა?-გაბრაზებულმა თავი ვერ შევიკავე და ოდნავ ხმამაღლა მომივიდა კიდევ კარგი ბევრი ხალხი არ იყო ქუჩაში.
-ჯანდაბა რა გითხრა?-ცდილობდა სიწყნარე შეენარჩუნებინა მაგრამ მგონი არ გამოდიოდა
-არაფერი. წავედი მე მასწავლებელთან, ვთიშავ-სწრაფად მივაყარე და ტელეფონი მანამ გავთიშე სანამ რამეს მეტყოდა. ცოტა ამოვისუნთქე მაგრამ ტელეფონზე ისევ ზარი შემოვიდა. სწრაფად გავთიშე და მასწავლებლის სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი.ტელეფონს ხმა დავუწიე და შევეცადე ვაჩეს ზარი დამეიგნორებინა. მასწავლებელთან მისულს ელე უკვე იქ დამხვდა
-სად ხარ გოგო ამდენხანს?-მკითხა ელემ
-არსად, ცოტა დამაგვაინდა-გვერდით მივუჯექი და წიგნები ამოვიღე. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და თვალი ავარიდე. ვაჩე კვლავ რეკავდა
-უპასუხე ვინაა?-ელემ ჩემს ტელეფონს დაავლო ხელი და როცა სახელი წაიკითხა გაეღიმა
-მას ხატიას ურეკავენ დაერიდება თქმა შეიძლება გავიდეს?-მიმართა მასწავლებელს ელემ და ჩემს დაბღვერილ სახეზე გაიცინა
-კარგი გადი-თქვა მასწავლებელმა და კარისკენ მანიშნა. გაბრაზებულმა დავავლე ტელეფონს ხელი და ვუპასუხე
-გისმენ-უხეშად ვუპასუხე
-აღარ გაბედო და მეორედ ჩემი ზარი არ დააიგნორო-განრისხბულმა იყვირა
-ნუყვირი და მალე მითხარი რაგინდა მათემატიკაზე ვარ-წყნარად ვუთხარი
-მეორედ როცა დიმიტრი შეგხვდება დამირეკავ. არ მაინტერესებს. მეტყვი ყველაფესს ნუ მაიძულებ ვინმეს ვუთხრა რომ დღე და ღამ კუდში გზდიოს.
-რა? არგაქვს უფლება. რატომ უნდა გითხრა ყველაფერი? უბრალოდ თავი დამანებე რა.-ამდენი ემოციისგან ყელში ბურთი გამეჩხირა. ხმა ამიკანკალდა
-გთხოვ პატარა ეხლა არ იტირო. 1 კვირა მოიცადე და მერე გავარკვიოთ კარგი?-ხმა დაუთბა
-არვტირი. კარგი შევალ მე-უხეშად ვუთხარი
-კარგი მიდი და ჭკვიანად-გამაფრთხილა და ტელეფონი გათიშა. თავი ხელებში ჩავრგე და ჩამოგორებული ცრემლი მოვიშორე. ღრმად ჩავისუნთქე და კლასში შევედი.
-რაო?-მკითხა აღტაცებულმა ელემ
-არაფერი, უბრალოდ დამირეკა-ვიცრუე და მასწავლებლის მოსმენა დავიწყე..
Tavi 7
როგორ გავიდა 1 კვირა? სკოლა, მასწავლებლები. ყოველ ნაბიჯში დიტო მეფეთებოდა, ვცდილობდი თავი ამერიდებინა მაგრამ არაფერი გამომდიოდა. წამდაუწუმ ჩხუბი და ჩემი მოთხოვნა რომ თავი დაენებებინა მაგრამ გააგებინებდი რამეს? ორივე ძმები ხისთავიანები. მთელი დღე ტელეფონი მეჭირა და ვაჩეს ვემესიჯებოდი, რაზე? ათას უაზრობაზე. დღეს ვაჩე ჩამოვა მაგრამ არვიცი როგორ შევხვდები. ორშაბათია, მათემატიკიდან დაღლილი მივდიოდი წინ დიტო რომ შემეჩეხა
-როგორ ხარ?-მკითხა და ეშმაკურად ჩაიცინა
-ეხლა რაღა გინდა?-თვალები გადავატრიალე გავჩერდი და მივუბრუნდი
-ჩამეხუტე-ხელები გაშალა სიცილით
-რას მიარტყი თავი?-მეც გამეცინა
-არა სიცხე მაქ-თავი გააქნია და შუბლზე მიიდო ხელი
-წადი მერე სახლში რაგინდა აქ-გავიცინე და გზა გავაგრძელე
-იცი რა ვიფიქრე? იქნებ ნაყინი გვეჭამა?-შემომთვაზა და ჩემს გაფართოებულ თვალებზე გაიცინა
-გაგიჟდი? ნახე როგორი ამიდია.-მივანიშნე მოღრუბლულ ცაზე.
-მაშინ ჩამეხუტე-საყვარლად შემომხედა და გაიცინა
-როდედან გახდი ესეთი თბილი?-სიცილი ვერ შევიკავე მასზე
-უბრალოდ დღეს ჩხუბის ხასიათზე არ ხარ და შეამჩნიე-გამიღიმა და ახლოს მოვიდა
-კარგი წავედი მე დავიღალე-სწრაფად გამოვეცალე და სახლისკენ წავედი. ტელეფონს დავხედე. დღეს ვაჩეს არ მოუწერია. არა არ მინერვიულია. რომ მოიცლის მომწერს. სახლში შესვლისთანავე ჩანთა იქვე მივაგდე. მოსაცმელი გავიდახე და ისიც ჩანთან მივაწიე. მთქნარებით გავედი სამზარეულოში და შიშისგან შევკივლე იქვე მჯდომი ვაჩე რომ შევნიშნე
-რაიყო ესე გაგეხარდა ჩემი ჩამოსვლა?-ირონიულად მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა
-შემეშინდა იდიოტო-ხელი გულზე მივიდე ინსიქტირად
-ჰო მეც ეგ მქონდა გეგმაში-გაიცინა და ხელი სწრაფად მომხვია წელზე მეორე ხელი კი მხარზე და გულზე ამიკრა. არ შევწინააღმდეგებივარ მაგრამ ხელები არ მომიხვევია.
-ჩამეხუტე-მკაცრად მითხრა და ხელი მის წელზე შემომახვევინა. დიდხანს ვიდექით ესე, ბოლოს ისევ მე გამოვთვი ინიციატივა და მოვშორდი
-მომენატრე-თბილად მითხრა და შუბლზე მაკოცა
-ხო-უბრალოდ ვუპასუხე ლოყებაწითლებულმა და მზერა ავარიდე.
-შენ არმოგენატრე?-ეშმაკურად მკითხა და თითი აწითლებულ ლოყაზე დამისვა
-არა-უარის ნიშნად თავი გავაქნიე
-არა?-ცალი წარბი აწია და ისე გამომხედა
-არამეთქი ხო გითხარი-ენა გამოვუყავი და მაცივართან მივედი საჭმელი რომ გამომეღო
-წამო სადმე გავიდეთ და იქ ვჭამოთ-თბილად მითხრა და უკნიდან მომეხუტა
-აუ არა რა დაღლილი ვარ-მაცივრიდან პიცა გამოვიღე და ღუმელში შევდე გასათბობად
-ჰო კარგი. მოდი ჩამეხუტე რა-ხელები გაშალა და ჩემს მისვლას დაელოდა
-როგორ გავხართ შენ და დი..-უცებ შევწყვიტე სიტყვა როდესაც გამახსენდა რომ ვაჩემ ჩემი და დიტოს შეხვედრების შესახებ არ იცოდა და მითუმეტეს დღევანდელი მოთხოვნის მასთან ჩახუტებასთან დაკავშირებით
-ვერგავიგე-ფეხზე წამოდგა უცებ
-არაფერი, ყავა გინდა?-ვეცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი
-არმინდა. დაამთავრე რასაც ამბობდი-უხეშად შემაბრუნა და თვალებში ჩამხედა. მომენტალურად დავიბენი და მალევე მოვაშორე მზერა
-არაა საჭირო-მტკიცედ ვთქვი
-ნუ მომიშლი ნერვებს და დაასრულე რაც საჭიროა-დამიყვირა და ხელები მაჯებზე უფრო მომიჭირა
-როგორ გავხართ შენ და დიტო ერთმანეთს. დაკმაყოფილდი? გამიშვი ეხლა მტკივა-ძალა მოვიკრიბე და მეც დავუყვირე
-ხმის ტონი აკონტროლე. და რატო გახსენდება დიტო იმ მომენტში როდესაც მე გთხოვ ჩამეხუტეთქო?
-მაშინ შენც დაუწიე ტონს იმიტომ რომ არ გაქვს ესე ლაპარაკის უფლება-ხელები გავითავისუფლე და სამზარეულოდან გაბრაზებული გავედი სწრაფად შევედი ოთახში და კარი შიგნიდან გადავკეტე.
-გამიღე კარი-წყნარად მითხრა და კარზე ოდნავ მოაკაკუნა
-ნამდვილად არ მინდა ჩემივე სახლში ვინმე მიყვიროდეს ან თუნდაც მაჯაზე ხელს ისე მიჭერდეს რომ ლამის მომატეხოს-გავძახე გაბრაზებულმა
-მეც გითხარი როდესაც დიმიტრის ნახავ და რამეს გეტყვის მითხარითქო და მაგრამ არაფერი გითქვამს. დღესაც რომ ჩახუტებოდი არ გამიკვირდებოდა-გავიგე კარებს იქით გაბრაზებული ხმა. ნელა წამოვდექი ფეხზე და კარი გავაღე. უიმოციოდ შევხედე
-თუ არ გაგიიკირდება შემდეგ შეხვედრაზე აუცილებლად ჩავეხუტები. ეხლა კი სამეცადინო მაქვს და შეგიძლია წახვიდე-კარისკენ მივუთითე და კვლავ ოთახში დავბრუნდი. კარის მიკეტვას ვაპირებდი მაგრამ თვითონაც შემომყვდა
-ეხლა არ მითხრა დიმიტრი მომწონსო-ირონიულად გაიცინა და დამცინავად შემომხედა
-მე ხომ თავიდანვე გითხარი მომწონსთქო-ხელები გადავიჯვარედინე და გაბრაზებულმა შევხედე
-ხო შენ დიმიტრი მოგწონს ამ დროს შენ მის ნახევარძმასთან ერთად დადიხარ სასეირნოდ. პაემანებზე, მას ეხუტები და მთელი ერთი კვირა გადაბმულად ემესიჯები. ამ დროს კი როდესაც დიმიტრი მოდის შენ უხეშად იცილებ თავიდან და სასეირნოდ არ მიყვები, მას არ ეხუტები მე ჩვეულებრივად. მოიცა გამოვიცნო? ის მოგწონს ხო?-ერთი წამითაც კი არ მოუშორებია ცინიზმი სახიდან და დამცინავი ღიმილი.
-კარგი. წადი აქედან-გაბრაზებულმა დავაიგნორე მისი სიტყვები და კარისკენ ვანიშნე
-შენ მე მოგწონვარ-ამაყად მითხრა და ჩემს აწითლებულ ლოყებზე წამიერად გაეღიმა
-ღმერთმა დამიფაროს შენნაირი იდიოტი მომეწონოს.-გაბრაზებულმა ვუთხარი და როცა მივხვდი რომ წასვლას არ აპირებდა ტანსაცმლიანად შევწექი ლოგინში და საბანში გავეხვიე. თავზეც გადავიფარე რომ არ დავენახე და თვალები დავხუჭე
-პატარა ბუტია ბავშვივით იქცევი-ხმამაღლა თქვა და კარი გაიკეტა. დიდხანს ვიყავი ესე. მისაღებიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა და არ მინდოდა გავსულიყავი.არ მახსოვს როდის ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე ოთახში ბნელოდა. კვლავ საბანში ვიყავი თბილად გახვეული, წელზე სიმძიმე ცოტა ხნის შემდეგ ვიგრზენიგაკვირვებულმა გავხედე მძინარე ვაჩეს და გაოცება ვერ დავმალე. რა უნდოდა შუა ღამეს ჩემს სახლში? ჩემს ოთახში? ჩემს საწოლზე? ჩემზე მოხუტებული? მკვდარივით ეძინა სწრაფად გავითავისუფლე თავი და ჩემი ოთახიდან ჩუმად გავედი. გეგის ოთახი ფრთხილად შევაღე მაგრამ იქ არ იყო. ეხლა დედას ოთახისკენ ავიღე გეზი. არც ის იყო ოთახში გაკვირვებულმა შემოვიარე სახლი და ბოლოს გამახსენდა რომ საათისთვის შემეხედა. ღამის 3 საათი იყო. გაოგნებულმა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. გამეღვიძებინა ვაჩე? ჩუმად შევედი ოთახში და ტელეფონი ავიღე. არანაირი შემოსული მესიჯი ან ზარი. არ ვიცოდი რა მექნა მაგრამ ერთი ვიცოდი. ხვალისთვის სამეცადინო მქონდა მე კი მთელი საღამო ძილში გავატარე. ხვალისთვის საჭირო წიგნები ამოვიღე და ოთახიდან უხმაუროდ გასვლას ვაპირებდი რომ წინ წიგნი ხელიდან გამივარდა და იატაკზე ხმაურით დაეცა.
-ფუ ამის-დავიჩურჩულე და წიგნი ავიღე.
-რასაკეთებ?-ძილისგან დაბოხებული და ხრიწიანი ხმით წარმოთქვა და თავი წამოწია
-არაფერს-ეხეშად ვუთხარი და მისაღებში გამოვედი. შუქი ავანთე და წიგნები მაგიდაზე გავშალე. მალევე გამოვიდა ვაჩე მისაღებში. ძილისგან თმა აბურდული ჰქონდა, ფეხზე არ ეცვა. ასევე წლსზემოთ შიშველი იყო და კარგად ჩანდა მის მკერდზე გამოსახული 5 ვარსკვლავი.
-შენ რა ამ შუაღამეს მეცადინეობას აპირებ/?-გაკვირვებულმა მკითხა
-რატომ ხარ შენ აქ და სად არის დედაჩემი ან ჩემი ძმა?-კითხვა დავაიგნორე
-დედაშენი დაქალთან დარჩა და შენი ძმა კიდევ სამსახურიდანაა სადღაც წასული
-და ამას მე შენგან რატომ უნდა ვიგებდე?-გაბრაზებული ავდექი ფეხზე და მის წინ დავდექი
-რადგან შენ არ გეცალა ამის გასაგებად. ჯერ ჩემთან ჩხუბით იყავი დაკავებული შემდეგ კიიდევ გაბუტული იწექი საბანში გახვეული და საყვარლად გეძინა-სახე ახლოს მოიტანა და მოულოდნელად ცხვირზე მაკოცა. ჩემს აწითლებულ ლოყებზე კი გაეცინა
-და მე ხომ გითხარი რომ წასულიყავი-კვლავ გავბრაზდი და ცხვირზე ხელი მოვისვი
-იმიტომ რომ ნათიასგან ვიცი რომ ღამე მარტო გეშინია-სიცილი დაიწყო
-კარგი მაშინ წადი დაიძინე ხელს მიშლი-გაბრაზებულმა ვკარი ხელი და ხალიჩაზე დავჯექი.
-დაგეხმარები-ჩემს გვერდით დაჯდა და ჩემს წიგნებს დააშტერდა
-არმინდა
-გინდა.
-არმინდა
-ისტორიას ვერასდროს ვერ ვიტანდი-გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი და ისტორიის წიგნი ხელში შეათამაშა
-მე კიდევ მიყვარს-გამოვტაცე ხელიდან წიგნი და გულზე ავიხუტე
-ქიმია მიყვარდა-ეხლა ქიმიის წიგნი აიღო
-მე არა-ცხვირი ავიბზუე
-აი შენ ისტორია ისწავლე. მე ქიმიაში დავალებას დაგიწერ-ნიშნისმოგებით მითხრა და ქიმიის წიგნი გადაშალა
-არმინდა ხვალ მასწავლებელი ამიხსნის
-მე აგიხსნი-შემომთავაზა მან
-შენ ვერ ამიხსნი, და არ მინდა ვერ გავიგებ მე შენს ახსნილს-კვლავ არ ვთმობდი ჩემს პოზიციებს
-იმიტომ რომ იბნევი როდესაც შენთან ახლოს ვარ
-არვიბნევი-ვიუარე კვლავ
-იბნევი და საერთოდ მოგწონვარ.
-არა არც მომწონხარ და არც ვიბნევი
-დამიმტკიცე-გამომწვევად გამიღიმა
-როგორ?-არ ვაპირებდი პოზიციების დათმობას
-მაკოცე.
-მეხინება წავალ-გაბრაზებულმა ვუთხარი წიგნი მაგიდაზე უხეშად მოვაგდე და ოთახში გავედი. გაბრაზებული ვიყავი ვაჩეზე. ჯერ სააბაზანოს შევუარე და ოთახში შესულს საწოლზე წამოგორებული ვაჩე დამხვდა. არ შევიმჩნიე ისე შენწექი საწოლში და თავზე საბანი დავიფარე.
-ყოველთვის ეგრე აკეთებ როდესაც გაბრაზებული ხარ?-თვითონაც შემოწვა საბანში.
-გაბრაზებული არვარ-უხედად ვუთხარი და მისი ხელი ჩემი მუცლიდან მოვიშორე
-ჩამეხუტე და დავივიწყებ რომ ძალიან გამაბრაზე.-სოცილით მითხრა
-აა დაჟე მე გაგაბრაზე? არმინდა. საერთოდ გადი აქედან-ნაწყენმა ვუთხარი და საპირისპირო მხარეს გადავბრუნდი
-რომ მცოდნოდა ეგრე ბუტია იყავი უფრო გაგაბრაზრაზებდი.
-რატო?-გაკვირვება ვერ დავმალე
-უდრო კარგი იქნებოდა შემორიგების პროცედურა-ჩემს ყურთან დაიჩურჩულა და ყელში მაკოცა. სიამოვნებისგან გავისუსე. ვგრძნობდი მის სუნთქვას ყელში. რამოდენიმეჯერ კიდევ მაკოცა მაგრამ შემდეგ მისკენ გადავბრუნდი გაბრაზებული სახით
-რასაკეთებ?-არ ვთმობდი პოზიციას და ჩემი ყელისკენ წამოსულს ტუჩებზე ხელი ავაფარე.გაეცინა და სწრაფად მოიშორა ხელი
-მოკლედ გადავწყვიტე ხვალ დაგასვენო და არც სკოლაში წახვალ და არც მასწავლებელთან-გამომიცხადა ამაყად და სანამ გონს მოვიდოდი ყელში მოწყვეტით მაკოცა.
-რაუფლებით? არ ვაპირებ სკოლის და მასწავლებლის გაცდებას-ხელი ვკარი
-მე მინდა და ჩემთან ერთად წამოხვალ. დედაშენთან მე მოვაგვარე ეგ საქმე უკვე-სწაფად წამოდგა ფეხზე
-არ გშია? წამოდი ჭამე.-სწრაფად გადაიტანა თემა
-რადროს ჭამაა დილის 4 საათია. შენ დედაჩემთან ძალიან დაახლოვდი თუ მეჩვენება?-უკან მივყევი
-არგეჩვენება. აბა ეხლა ის ჯობია სადედამთილოს რო არ მოვწონდე?-ჩაფიქრებით ჩილაპარაკა და მაცივრის კარი გახსნა
-რა სადედქმთილოს სულ გაუბერე?-ტონს ავიწიე
-გოგონი ტონს დაუწიე და წესიერად. მიდი საჭმელი გააკეთე გავიგო თუ ხარ ოჯახში შემოსაშვები-წარბები აწია და გამოღებულ ინგრედიენტებზე მანიშნა.
-არვაპირებ არაფრის გაკეთებას მომკვდარხარ მშიერი-ჯიუტად ვუთხარი და მისაღებში გავედი ვაშლის ჭამით. ტელევიზორში ჩემი საყვარელი ფილმი ჩავრთე და მისი ყურება დავიწყე. მალევე გამოვიდა საჭმლის სუნი სამზარეულოდან. თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე. მალევე გამოვიდა ვაჩე თეფშით ხელში. ჩემს გვერდით დაჯდა და ჭამა დაიწყო, არ შევიმჩნიე და ფილმის ყურება გავაგრძელე. მალევე მომიტანა პირთან ჩანგლით შემწვარი კვერცხის ნაჭერი, გაბრაზებულმა გავხედე მას.
-რა? მეგონა გშიოდა და ვიფიქრე ვაჭმევთქო.-უდარდელად აიჩეჩა მხრები და პირში გაიქანა დარჩენილი საჭმელი.
-საკუთარ სახლში გგონია თავი?-გაბრაზებულმა კბილებში გამოვცერი
-არა სასიდედროს სახლია რაიყო?-ვითომდა გკვირვებულმა მკითხა
-ჩემი ძმა მოგყავს ცოლად თუ რამაფიაა?-დამცინავად გავხედე
-არა რა შენი ძმა არასდროს მომწონდა უფროსი ბიჭები. მე მაინც ჩემზე პატარა ბიჭები მომწონს. აი შენნაირი-არც მან დამაკლო
-აჰა ანუ ბიჭები მოგწონს?-ირონიულად ვუთხარი.
-არა. მე შენ მომწონხარ-ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ჩემს წინ დადგა. მაღლიდან დამხედა და გაიცინა
-მე არა.-მეც ავდექი მაგრამ ახლოს იდგა. ცხვირი მის მკერდს მივადე.
-აი ნახე ისე გიყვარვარ მეხუტები-სიცილით ასწია ჩემი ხელები მაღლა და თავის წელზე შემოიხვია.გაოგნებულმა ავხედე
-ჰო კაი ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით. ვხუმრობ-გაიცინა ჩემს გამომეტყველებაზე
-თავი რას მიარტყი?-გულრწფელად ვკითხე და თვალებში ჩავხედე
-რავი 2 წლის ვიყავი ქვაზე რომ დავარტყი თავი, 4 წლის საქანელიდან გადმოვარდი და მაშინაც თავი სავარყი. 6 წლის მეზობელმა ქვა ჩამარტყა თავში. იმავე წელს კიდევ ხიდან ჩამოვვარდი. გავაგძელო?-სერიოზულად დაიწყო საუბარი და თან ხელით მაჩვენებდა როდის სად გაიტეხა თავი. სიცილს ძლივს ვიკავებდი მაგრამ ბოლოს თავი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავხარხარდი.
-წამო დავიძინოთ-თბილად მითხრა. მეც აღარ დამიწყია ყოყმანი უკან გავყევი. ჩემს ოთახში შევედი. ვაჩე ლოგინში შეწვა მე კი ბალიში ავიღე და დივანზე დავდე. მეორე საბანიც გამოვიღე და დივანზე კომფორტულად მოვკალათდი. ცოტა ხანს ვიწრიალე მაგრამ მალევე ჩამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე 10 საათი იყო. სწრაფად წამოვხტი დივნიდან. ვაჩე საწოლში არ იწვა. გარეთ გავვარდი და მისი ძებნა დავიწყე. საბოლოოთ სამზარეულოში იყო. ტელეფონზე საუბრობდა.
-კარგი წავედი მე მერე გადმოგირეკავ.-ჩემი დანახვისთანავე უთხრა და გათიშა.
-რატომ არ გამაღვიძე? ან მაღვიძარამ რატომ არ გამაღვიძა?-გაბრაზებულმა ვუთხარი
-ხომ გითხარი დღეს თავისუფალი ხარ-ნაძალადევად გამიღიმა და უკან შებრუნდა
-რამოხდა?-ვკითხე გაკვირვებულმა
-არაფერი. წამო თბილისის ზღვაზე ავიდეთ. თან საჭმელი წავოღოთ. სანაპიროზე კარგად გავერთობით. ხალხოც არ იქნება-ერთ წამში შესცვლოდა ხასიათი უკვე მხიარულად გამოალაგა მაცივრიდან საჭმელი და კალათაში ჩააწყყო. პატიოსნად აიგნორებდა ჩემს გაბრაზებულ და გაკვირვებულ მზერას. მალევე თბილი ქირთუკები ჩავიცვით და მისი მანქანით ავედით ზღვაზე…
Tavi 8
-სიცივეა-დავიწუწუნე და აწეწილი თმები კიდევ ერთხელ გავისწორე.
-წავიდეთ?-უკნიდან მომეხუტა ვაჩე
-ჰო. ჩემი ტელეფონი მანქანაშია?-ვკითხე და მოვშორდი. ჩემს ქცევაზე გაეღიმა და თავი დამიქნია. მანქანაში დავჯექით და ჩემი ტელეფონის ძებნა დავიწყე.
-სადაა?-ვკითე მას
-დიმიტრიმ დარეკა და მეთქი მე ვუპასუხებთქო არ შეგაწუხებთქო-მითხრა და ტელეფონი გამომიწოდა
-რაუნდოდა?-არ შევიმჩნიე მისი ალეწილი სახე და კითხვა შებუნრუნე
-ინერვიულა მე ტელეფონი არ ავიღე და ცოტა დამშვიდდა მე რომ ვუპასუხე-ირონიულად მითხრა და გაბრაზებულმა მანქანა მთელი სიჩქარით დაძრა
-ჰო არა?-არვ მე დავაკელი ირონია. არაფერი უპასუხია ტელეფონი უხეშად მომაჩეჩა და ისევ საჭეს მიუბრუნდა. დედასთან დავრეკე არ აიღო. არც გეგიმ. საშინლად ავნერვიულდი. კიდევ რამოდენიმეჯერ დავრეკე მაგრამ არ აიღო
-ტყუილად ნუ რეკავ არ ცალიათ -თქვა ვაჩემ
-და შენ რატო უნდა იცოდე ეს ყველაფერი და მე არა?-გაბრაზებულს ეგოისტობამ შემომიტია
-იმიტომ რომ ესე სჭირდება საქმეს. კინოთეატრში წავიდეთ?-სწრაფად შეცვალა თემა
-სანამ დედას და გეგის ამბავს არ გავიგებ არსად არწამოვალ-გავიბუსხე და ხელები გადავიჯვარედინე.
-კარგი მე დავურეკავ და იცოდე ხმა არ ამოიღო გაიგე?-მკაცრად მითხრა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო. 1 ზარი ორი ზარი და დედაჩემმა ტელეფონი აიღო. ნერვების მოშლაც ამას ჰქვია არა?
-გისმენ ვაჩე-გადაღლილი ხმით უპასუხა
-ნათია როგორ ხარ? მე და ხატია ეხლა თბილისის ზღვიდან მოვდივართ
-კარგად ვართ მე და გეგი. აქვეა. ხოიცი საქმე გვაქვს ორივეს და ხატიას რამოდენიმე დღე მოუწევს დარჩენა მარტოს. მასწავლებლებს დავურეკე რომ სიცხე აქვს და ცუდადაა. ამ კვირაში აგარაკზე აიყვანე მოხისში რა და მერე მეც მანდ ამოვალ-აუღელვებლად წარმოსთქვა სიტყვები. გავბრაზდი? გავბრაზდი. მეწყინა? მეწყინა. საკუთარი დედა რომ ამას გაგიკეთებს. სწრაფად გამოვართვი ვაჩეს ტელეფონი გავთიშე და უხეშად მივაჩეჩე ხელში. ხმა არ ამომიღია ისე გავიხედე ფანჯარაში და თავი ძლივს შევიკავე ცრემლები რომ არ წამომსვლოდა
-ნუ გწყინს რა ხატი-თბილად მითხრა
-საერთოდ რაში გაინტერესებს მიმიყვანე სახლში და წადი სადაც გინდა-მშვიდად ვუთხარი ისე რომ არც შემიხედავს.
-დარწმუნებული ხარ? -ეშმაკურად მკითხა
-რაში?-ვერ მივუხვდი სათქმელს
-რომ მთელი კვირა მარტო დარჩები.
-კი დარწმუნებული ვარ-ამაყად ვუთხარი ჩემს თავში დარწმუნებულმა. უხმოდ მიმიყვანა სახლში. კარამდე მიმაცილა შუბლზე მაკოცა და წავიდა. სწრაფად გადავკეტე შემოსასვლელი კარი და ყველა ოთახში სინათლე ავანთე. სამზარეულოში გემრიელად მივირთვი და როგორც ყოველთვის კომედიური ფილმის ყურება დავიწყე. მალევე მომბეზრდა და წიგნის კითხვა დავიწყე. ისე შემომაღამდა ვერც გავიგე.აივნის კარისკენ ვასაკეტად მივდიოდი ხმაური რომ მომესმა. შეშინებულმა გავიჭყიტე აივანზე მაგრამ არავინ იყო.
-ალბათ ეზოდან მომესმა-დავაიმედე თავი და კარი გადავკეტე. უკან ვბრუნდებოდი როდესაც შემაძრწუნებელი ხმა კიდევ ერთხელ მომესმა. არ მივტრიალებულვარ სწრაფად გავიქეცი ოთახში და იქ ჩავიკეტე. მალევე მოყვა ამ ყველაფერს ჩუმი გუგუნი. შემდეგ კი ფანჯარაზე კაკუნში გადაიზარდა. შეშინებული წამოვხტი ფეხზე და ფანჯარასთან მივედი. გადავიხედე მაგრამ არავინ არ იყო. სწრაფად მოვძებნე ტელეფონი და ყურსასმენები და სიმღერები ბოლო ხმაზე ავამღერე. შიშისგან ვკანკალებდი როდესაც ჩემი ოთახის კარი შემოიღო. გემრიელად დავიკივლე და შეშინებულნა გავხედე კარში მდგომ ვაჩეს
-რაგაკივლებს? -ჩაიფხუკუნა
-მე..არაფერი-ხმისკანკალით ვუთხარი და საწოლზე დავემხე. მიხაროდა ოთახში ის რომ შემოვიდა და არა სხვა ვინმე მანიაკი.
-რაო მარტო დავრჩებიო?-გაიცინა და სკამზე დაჯდა
-რაგაცინებს?
-ნეტა შენი სახე განახა ფანჯარაზე რომ მოვაკაკუნე და კარში შემოვედი -ჩაიფხუკუნა და შემდეგ ხმამაღლა გაიცინა
-ჰო აბა ძალიან სასაცილოა. ჰა ჰა ჰა-ირონიულად ვუთხარი
-კარგი. ძალიან ხოარ შეგაშინე?-ხმა დაუთბა
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ეხლა დავრწმინდი რომ ხისთავიანი რაჭველი ხარ-შევუღრინე
-მაგ სვანებზეა-კვლავ ატეხა სიცილი
-რაჭველებზეც მიდის -გაბრაზებული გამოვვარდი ოთახიდან და აბაზანაში შევედი. მთელი ნახევარი საათი გავატარე სარკის წინ მდგომმა ჩაფიქრებულმა. გონზე კარზე კაკუნმა მომიყვანა
-კარგად ხარ?-ბოხი ხმით წარმოსთქვა.
-კი კარგად ვარ-კარი გავაღე და თან გავედი
-არგინდა სადმე წავიდეთ? -გადმოვიდა შეკითხვაზე
-არანაირი სურვილი არ მაქვს დამიჯერე. მე მივდივარ. დედაჩემს სამსახურში უნდა მივაკითხო შემდეგ კი გეგის ძმაკაცთან დავრეკო-ჩამოვურაკრაკე გეგმები და ოთახში გავეdი. თბილი კედები ამოვიცვი ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი. ვაჩე? რათქმაუნდა გამომყვა. გვერდიგვერდ მივდიოდით ჩუმად. არ ვაპირებდი რამის თქმას.
-მიყვარხარ-მოულოდნელად მითხრა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ მომესმა
-რა?-გაკვირვებულმა ვკითხე და თვალებში შევხედე
-მიყვარხარ-გაიმეორა წამსვე და თბილად გამიღიმა
-როგორ-აღმომხდა გაკვირვებულს.
-რა როგორ? აბა რა იფიქრე რატო დაგზდევდი სულ კუდში? მე ყველა გოგოს ეგრე კიარ დავზდევ-ოდნავ გაიმკაცრა ხმა
-არა ალბათ მეღადავები-თავი გავაქნიე და გზა გავაგრძელე
-რატომ უნდა გეღადავებოდე?-გაბრაზებულმა გამაჩერა და ხელები მკლავებზე მომკიდა
-არვიცი. ალბათ ეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.-მხრები ავიჩეჩე
-და შენ?
-რა მე?-შევუბრუნე კითხვა
-შენ არგიყვარვარ?-ინტერესით მკითხა
-და შენ რომელი გინდა? -გაღიმებულმა ვკითხე
-კი რათქმაუნდა-მასაც გაეღიმა
-მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო. მე არა-სახე დავისერიოზულე და ისე ვუპასუხე. რასაც მის მიმართ ვგრძნობდი ნამდვილად არ ერქვა სიყვარული.ეს უფრო მოწონება იყო. განა თქვენ არ მოგწონებიათ ბიჭი? ხოდა მეც ეგრე მომწონდა ვაჩე. გაგიჟებით მაგრამ სიყვარულით არ მიყვარდა.
-ანუ არა ხო?-გაბრაზებულნა გამოსცრა
-არა-უარყოფის ნიშნად გავაქნიე თავი
-იცი ეხლა რას ვიზავ? დედაშენი და შენი ძმა მაინც საავადმყოფოში არიან. შენ კი სახლში მარტო ხარ. რამოდენიმე დღით ჩემთან წამოხვალ მოხისში როგორც დედაშენმა თქვა და იქ მოგხედავ. არვუყვარვარ ბავშვს-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და სწრაფად წამათრია სახლისკენ. არ მიყვირია. რატო? ქუჩაში ვიყავით და სირცხვილი იყო. მალევე ავედით სახლში მაშინვე გავუძალიანდი
-რატომ არიან ნათია და გეგი საავადმყოფოში?-ვუყვირე და სწრაფად გამოვტაცე ხელი
-ავარიაში მოყვნენ მაგრამ ეხლა კარგად არიან. მიდი სწრაფად ჩაალაგე თბილი ტანსაცმელი მივდივართ-არც მან დააკლო ტონს
-და მე რატომ უნდა ვიგებდე ეხლა მაგ ამბავს?-უფრო ავუწიე ხმას
-იმიტომ რომ ნათიამ მთხოვა. ინერვიულებდი ტყუილად.-უკვე დაწყნარებოდა ხმა
-კარგია ძალიან-გაბრაზებულმა ვთქვი და ოთახისკენ გავვარდი
-5 წუთში ბარგით თუარ გამოხვალ ძალით წაგიყვან-მომაძახა მაგრამ ერთ ყურში შევუშვი და მეორეში გამოვუშვი. ლოგინზე დავწექი და თავი ბალიშში ჩავრგე. ზუსტად ხუთ წუთში შემოაღო გლოველმა ოთახის კარი. ცალი ტვალით ავხედე მის გაბრაზებულ სახეს და ისევ დავხუჭე თვალები. მალევე მომხვია წელზე ხელი და მხარზე გადამიგდო
-დამსვი-გაბრაზებულმა ძლიერად ჩავარტყი მუჭი ზურგში მაგრამ რომ არაფერი მოუმოქმედებია შევეშვი. ვიცოდი მაინც იმას გააკეთებდა რაც სურდა. მანქანაში უკანა სავარძელზე დამსვა და ღვედი შემიკრა. გაბრაზებულმა მოვიშორე ღვედი და შევუბღვირე. თავი გააქნია და საჭესთან მოკალათდა. მანქანა დაძრა და მთელი სისწრაფით წავიდა. 1 საათი ვიარეთ შემდეგ ცუდ გზაზე გადავედით. დაახლოებით ნახევარ საათიანი სიარულის შემდეგ 3 სართულიანი აგარაკის ეზოში შეაყენა მანქანა. ბნელოდა და საშინელი სიცივე იყო. უნებურად ვაჩეს ამოვუდექი გვერდით და ორივე ხელი მაჯაზე შემოვხვიე
-ნუ გეშინია. წამო შევიდეთ-ხელი გადამხვია და კიბეებს აუყვა. მეც უკან მივყევი. ტელეფონის სინათლეზე ამოარჩია სასურველი გასაღები და კარი გააღო. როგორც ჩანს ელექტროენერგია არ იყო
-ელექტროენერგია გამორთულია ეხლა ღამეა დავიძინოთ და ხვალ გავაკეთებ კარგი?-ჩამჩურჩულა ყურში და მეორე სართულისკენ პატარა კიბით ამიყვანა
-კარგი-მორჩილად დავუქნიე თავი და ოთახში შევედით
-აქ დაიძინე მე გვერდითა ოთახში ვიქნები-შუბლზე მაკოცა და ოთახი დატოვა. იქვე კარადასთან მივედი და გამოვაღე. ერთ ერთი უბრალო მაიკა გადავიცვი და ლოგინში შევწექი. არვიცი რამეფიქრა. როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება გლოველის გამოჩენის შემდეგ არა? დედაჩემი და ჩემი ძმაც ცუდად არიან და გული ლამის გამისკდეს ნერვიულობით ვაჩე კი სიყვარულს მიხსნის. არც კი ვიცი რაზე ვიფიქრო. მთელი დღის გადაღლილს მალევე ჩამეძინა. დილით ლოყაზე რაღაც ფაფუკი შემეხო მაგრამ თავი ავიქნიე და მოვიცილე. მალევე გადაინაცვლა მეორე ლოყაზე შემდეგ თვალებზე და ცხვირზე. დაფეთებულმა გავახილე თვალები და მოცინარ გლოველს რომ გადავაწყდი თითქოს დავმშვიდდი
-აქ რაგინდა?-ვკითხე და ოთახს თვალი მოვავლე. ლამაზი ოთახი იყო და თან უბრალო.
-გკოცნიდი და გაგეღვიძა-სიცილით მითხრა
-რატო?-შუბლი შევკარი ისე ვითომ არ მსიამოვნებდა მისი შეხება, განსაკუთრებით მისი წითელი მადისაღმძვრელი ტუჩები
-ადექი 8 საათია უკვე-სწრაფად წამოხტა ფეხზე და ფარდები გადაწია. მაშინვე დამეცა მზის სხივები სახეზე
-ნორმალური ხარ? ჯერ ადრეა მეძინება-გავბრაზდი და ძილის გასაგრძელებლად მეორე მხარეს გადავბრუნდი
-ადექი გოგო. ამ ერთხელ და შემდეგ შენ თვითონ წამოფრინდები დამიჯერე-ჩაიფხუკუნა და ფეხზე წამომაგდო. ბუზღუნით შევედი სააბაზანოში და შემდეგ აივანზე ვაჩეს გვერდით. სუფთა ჰაერი მესიამოვნა და ხარბად შევისუქნთქე სკამზე გლოველის გვერდით დავჯექი და მის მზგავსად ფეხები აივნის მოაჯირზე შემოვდე. ცხელი ჩაი ხელიდან გამოვგლიჯე და ვიგრძენი როგორ გამითბა გაყინული ხელები. ღიმილით გადავხედე მესამე სართულიდან ულამაზეს ხედს და თავი გლოველის მხარზე ჩამოვდე.
Tavi 9
-არ გშია?-მკითხა და მზერა მთებიდან ჩემზე გადმოიტანა. დადებითი პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე
-იცი რამის გაკეთება?-ღიმილს არ იშორებდა სახიდან
-არა დედა შეფ-მზარეული მყავს ხოარ დაგავიწყდა?-მეც გამეცინა
-მერე რა.-მხრები აიჩეჩა
-ის რომ კვერცხიც კი არ შემიწვია. ნუ კარგი ერთხელ დედაჩემს დაურეკეს და კვერცხთან დამიტოვა არ დაწვაო და ისე გავერთე ფიქრებში დანახშირდა-სიცილით გავიხსენე წარსული
-წამო სამზრეულოში და გავაკეთოთ რამე.-ხელი გადამხვია და სამზარეულოსკენ წავიდა
-რა?-ვკითხე და მაცივარში შევიჭყიტე.
-წყაროზე უნდა წავიდეთ თორემ ამ წყალს ვერ დავლევთ-მანიშნა ონკანის წყალზე
-შორსაა?-სახე დავმაჭე როდესაც გამახსენდა როგორ ციოდა გარეთ
-მანქანით წავიდეთ. არც ისეშორსაა. კარტოფილი მოვხარშოთ თუ შევწვათ?-მომიბრუნდა კითხვით
-შევწვათ რა მოხარშვა-სიცილით ავიჩეჩე მხრები და მაცივრიდან გამოღებული შოკოლადი პირში გავიქანე
-ჯერ შოკოლადს ნუ ჭამ.-შემომიღრინა და შოკოლადი სულ მაღლა კარადაში შედო.
-დედაჩემივით იქცევი -თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე
-მოდი დამეხმარე.-მანიშნა დანაზე და კარტოფილის გათლას შეუდგა. მეც ავიღე დანა და ყველაზე დიდი კარტოფილი ამოვარვიე. გათლა დავიწყე და ბოლოს როცა მოვრვი კმაყოფილმა შევხედე ჩემს ნამოქმედარს.
-ვსო. დავამთავრე.-მითხრა ვაჩემ და ხელიდან კარტოფილი გამომტაცა. დაჭრა და ტაფაზე დაყარა
-ესე მალე როგორ გააკეთე ყველა-წარბები შევკარი
-ხშირად რომ აკეთებდე მიეჩვეოდი სწრაფად კეთებას-მითხრა და თვალი ჩამიკრა. მისი სიტყვებით მობუზულმა ავიღე ვაშლი და გემრიელად ჩავკბიჩე
-ხატია ჯერ საჭმელი-წარბი ამიწია გლოველმა და ვაშლი გამომართვა. ეხლა თვითონ დაიწყო ჭამა
-უზრდელი-ჩავუბუტბუტე. ყურადღება არ მოუქცევია უბრალოდ გაიღიმა და მაგიდას მიუჯდა. გლოველმა კიდევ რამოდენიმეჯერ დახედა ჩვენს საკვებს. 1 საათში კი უკვე ჭურჭელს ვრეცხავდი. ვაჩე კი ბუხარს ანთებდა. ჯერ კიდევ დილის 11 საათი იყო მე კი კატასტროფულად მეძინებოდა. ალბათ თავს სადაც დავდებდი იქ დამეძინებოდა. ჭურჭელი კარადაში შევაწყვე და მისაღებში გავედი სადაც უკვე ბუხარი გიზგიზებდა. იქვე დივანზე კომფორტულად მოვკალათდი და თვალები დავხუჭე.
-დაიძინე მე წყალს მოვიტან. აქვე გავალ სადმე მარკეტი იქნება და საკვებს ვიყიდი თან. თორემ ეს არ გვეყოფა-შუბლზე მაკოცა და ფეხზე წამოდგა
-კარი გაიკეტე რა-ძილბურანში მყოფმა ვთქვი და უფრო კომფირტულად მოვკალათდი დივანზე. დღეს უკვე მეორედ ვგრძნობ სახეზე გლოველის ფაფუკი ტუჩების შეხებას. უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე ძილს მოწყვეტილმა და ხელი ავიქნიე
-გაიღვიძე რა-ყურში ჩამჩურჩულა
-მეძინება-დაბოხებული ხმით წარმოვთქვი და გავიღიმე ჩემს ხმაზე
-უკვე 4 საათია. გაიღვიძე თორემ მოვკვდი მარტო-უკმაყოფილოდ მითხრა სა ცხვირზე ხელი მომიჭირა
-კარგი ვდგები-თავი გავაქნიე რომ ხელი მომეშორება.
-დღეს კარგ ხასიათზე ვარ და უნდა ავღნიშნოთ-წამოიძახა გლოველმა და გამეკრიჭა
-რატო?-ვკითხე და მეც გავიცინე
-მალე გაიგებ-თვალი ჩამიკრა და ხელი გადამხვია
-მითხარიი-უკმაყოფილოდ ვუთხარი და სამზარეულოში მაგიდას მივუჯექი
-არაფერი. უბრალოს კარგ ხასიათზე ვარ-გამიღიმა და წვენი მოსვა. იქვე კი პროდუქტებით სავსე პარკები იყო.
#ვაჩეს ნაამბობი
-რაც გთხოვე გააკეთე?-არც ვაცადე ხმის ამიღება ისე ჩავყვირე ყურმილში
-იქნებ არ ღირს ვაჩე?-ჩუმად თქვა ლუკამ
-გააკეთე რაც გთხოვე?-მკაცრად ვუთხარი
-კი ის კაცი ვნახე. პროფესიონალია. დააშინებს არ მოკლავს. სანაცვლოდ 5 000$ ითხოვს.
-ფულზე არაა პრობლემა. მაქვს.
-იქნებ არ ღირს ვაჩე ბოლოსდაბოლოს შენი ნახევარ ძმაა-ჩამყვირა ტელეფონში
-არა ლუკა შენ არ გესმის. ის ხატიას დაზდევს. ხატია კი ჩემია. ეს გაფრთხილება იქნება. თუარა და შემდეგში ალბათ უარესი იქნება-კბილებში გამოვცერი და ტელეფონი სწრაფად გავთიშე. იმ ნომერზე დავრეკე ლუკამ რომ მომწერა
-გისმენთ-გაისმა მამაკაცის ზედმეტად ბოხი ხმაც კი.
-გლოველი ვარ. როდის გადმოვრიცხო ფული და როდის მორჩები საქმეს-ვკითხე და პასუხის მოლოდინში მანქანის საჭეზე ხელი წრიულად გადავატარე
-ნახევარი დღეს გადმორიცხე. ანგარიდის ნომერს მოგცემ. ნახევარი საქმის დასრულების შემდეგ. ხვალ მთელი დღე ვუთვალთვალებ და შესაფერის დროს დაველოდები.
-კარგი. შემეხმიანე რომ მორჩები-ვუთხარი და პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავთიშე. ბარათიდან ფული გამოვიტანე და იმ კაცის ანგარიშზე გადავრიცხე ნახევარი თანხა. სწრაფად ვიყიდე საჭირო პროდუქტები და სახლში წავედი. ხატიას კვლავ ეძინა 4 საათი იყო რომ გავაღვიძე მაგრამ ჩემი კარგი ხასიათის შესახებ არაფერი მითქვამს. საჭმელი ვჭამეთ და ბუხრის წინ ხალიჩაზე გავწექით. მის მუცელზე მედო თავი და ალბათ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა ამქვეყნად. საღამოს ნათიას დავურეკე და მოვიკითხე როგორ იყო. ექიმები ამბობენ ამ კვირის ბოლოს გაგწერთო. გეგის კი კიდევ დითხანს მოუწევს აქ ყოფნა და შემდეგ სასამართლოშიო. რატომ იცით? სისხლის ანალიზით დადგინდა რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკს იღებდა და ალბათ საფრანგეთშიც წავა გამოსაჯანმრთელებლად. კურსებზე. ღამის ოთხი საათი იყო ხატიამ რომ შემომივარდა ოთახში. ნჯღრევით გამაღვიძა და ფეხზე აეგდეო შემომძახა. სწრაფად წამოვხტი ვიფიქრე ცუდად ხოარაათქო მაგრამ შენც არ მომიკვდე! იჯდა ნოხზე და ხელში კარტი ეჭირა
-ვერ დავიძინე და კომოდში ვიპოვე. ვითამაშოდ-კარტზე მანიშნა და გაიცინა.
-ღამის ოთხი საათია-გამეცინა და მის პირდაპირ დავიკავე ადგილი
-რაზე ვითამაშოდ? არ შეიმჩნია ჩემი სიტყვები
-რაზეც გინდა-მხრები ავიჩეჩე და კარტი დავარიგე.
-მაშინ 10ამდე იყოს თამაში და ვინც წააგებს ის1 სურვილს ასრულებს-სწრაფად მოიფიქრდა და გაღიმებულმა მითხრა
-ნებისმიერს?-წარბი მოწონების ნიშნად ავწიე და კარტს დავხედე. თავიდან თამაში 7-0 იყო ხატიას სასარგებლოდ. მაგრამ უფრო მოვინდომე და 10-9 მოვუგე.
-უნდა ვაღიარო ძლიერი კონკურენტი ხარ-თვალუ ჩავუკარი და აისს გავხედე
-შენც.-გაიცინა
-სურვილი მოვიფიქრე-გახარებული წამოვხტი ფეხზე და ჩემი იდეით აღტაცებულმა კმაყოფილი გამიღიმე
-გელოდები თქვი-მოუთმენლობა შეინიშნებოდა მის ხმაში
-პაემანზე უნდა დამპატიჟო-ენა გამოვუყავი და მისი ნასროლი ბალიში ავიცილე
-დამპალი ხარ-შემომიბღვირა და ბუხარს გახედა
-ნუ ბრაზდები. დამპატიჟებ უბრალოდ სადნე რომანტიულ ვახშამზე და ეგაა-გავიცინე და ენა გამოვუყავი.
-კარგი-დამეთახმა და გამიღიმა
-წამო დავიძინოთ რა-შევთავაზე და უკნიდან მივეხუტე. ცხვირი მის აბურდულ თმებში ჩავრგე და სურნელი ხარბად შევისუნთქე.
-კარგი-სწრაფად მოტრიალდა და ხელიდან დამისხლტა. გამეცინა მის ქცევაზე და ოთახში შევყევი. აბაზანაში გამოიცვალა და სწრაფად შეძვრა ლოგინში. მეც გავიხადე მაიკა და სპორტული შარვლით შევწექი. ხელები წელზე მოვხვიე და შუბლი მის შუბლს მივადე.. ოდნავ გაკვირვებულმა ამომხედა მაგრამ მალევე დახუჭა თვალები. ჩემკენ მოჩოჩდა და თავადაც შემომხვია ხელები. არვიცი. ელექტროდენმა დამიარა მთელ სხეულში და ბეწვი ამეშალა. მაგრად მივიხუტე სხეულზე და დიმიტრის სიტყვებზე დავფიქრდი. მოვკლავდი მას მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობდი ხატიას. ან მომკლავდა ის და დასრულდებოდა ყველაფერი. მაგრამ არაფრით დავუშვებდი ხატია მასთან ყოფილიყო. უდიდეს ეგოისტურ სიყვარულს განვიცდიდი და მის გამო კაცს დაუფიქრებლად მოვკლავდი! თუნდაც ეს ჩემი ნახევარ ძმა ყოფილიყო. რომელიც ალბათ მალე საავადმყოფოში მძიმე ჭრილობით მოხვდება. მაგრამ არ ვნანობ რომ მე მისი დაჭრა შევუკვეთე! და არც ვინანებ სანამ ცოცხალი ვარ!
Tavi 10
#ვაჩეს ნაამბობი
უკვე 2 საათი იყო ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა. ნაცნობ ნომერს თვალი მოვკარი თუარა სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან და აივანზე გავედი
-გისმენ -საქმე გაკეთებულია. მუცელში დავჭერი და არამგონია მოკვდეს-ჩაიცინა მან
-იპოვეს?
-ეხლა ვაკვირდები. ვიღაც ქალმა იპოვა და სასწრაფოში დარეკა. მალე მოვლენ. როგორც მოვლენ მე მივიმალები
-ხოარავის დაუნახიხარ?
-არა რათქმაუნდა. კარგი შეგიძლია ფულის მეორე ნახევარიც გადმორიცხო.
-კარგი უახლოეს 2 საათში ფული ანგარიშზე დაჯდება-ჩავიცინე და ტელეფონი გავთიშე. ოთახში დავბრუნდი ხატიას ისევ ეძინა. არ გამიღვიძებია მაიკა გადავიცვი და სახლი სწრაფად დავტოვე. 1 საათში უკვე ფული გადავრიცხე და კვლავ სახლში დავბრუნდი.ხატია უკვე ფეხზე იყო და ბუხარს ანთებდა
-მოვედი-გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე
-სად იყავი?
-საქმე მქონდა და სანამ გეძინა წავედი. მოდი დაგეხმარები-მასთან მივედი და ბუხრის ანთებაში დავეხმარე
-მშია-დაიწუწუნა და თავი მხარზე დამადო. ღიმილით ვაკოცე შუბლზე და ხელი მოვხვიე, სამზარეულოში ერთად გავედით
-რა გაგიკეთო?-ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. მხრები აიჩეჩა და მაგიდაზე შემოჯდა
-რაც გინდა. ოღონდ მშია-თვალები გადაატრიალა და მაგიდიდან ჩამოხტა. სწრაფად დატოვა ოთახი, მეც სიცილით დავიწყე საკვების მომძადება. 1 საათში უკვე ყველაფერი მზად მქონდა და ორივე გემრიელად მივირთმევდით.
-ნათიამ დაგირეკა? მე არდამირეკია-ანერვიულებულმა მკითხა ხატიამ
-კი. კვირის ბოლოს გამოწერენ. გეგის კი ალბათ კიდევ დიდხანს მოუწევს იქ ყოფნა. შემდეგ საფრანგეთში წავა-ვუთხარი მოკლედ
-რატო?-გაოცებულმა ამმხედა
-სამკურნალოდ. ნარკოტიკებს გადაეჩვევა
-კარგია-კმაყოფილმა თქვა
-არგინდა წაგიყვანო დედაშენის სანახავად?-ვკითხე და გავუღიმე
-კიი-თვალები აენთო და ფეხზე წამოხტა
-კარგი მიდი ჩემს კარადაში რამე სპორტული ნახე და ჩაიცვი-ღიმილით ვუთხარი და ცარიელი თეფში ნიჟარაში ჩავდე. ზემოთ რომ ავედი ხატიას უკვე გამოცვილი ჰქონდა.
-წავედით?-ვიკითხე და წელზე ხელი მოვხვიე
-თუ ძალიან სასაცილოდ აარ გამოვიყურები კი-თავი სიცილით დამიქნია და ტანზე დაიხედა
-არა გიხდება.-გავუღიმე და ვანიშნე გარეთ გასულიყო. წინა სავარძელზე დასკუპტა და ღვედი შეიკრა. მეც გავუღიმე და მანქანა დავძარი. მთელი გზა ხმა არ ამოუღია არც მე მკლავდა საუბრის სურვილი. საავადმყოფოში შესულმა დარეჯანს (დიმიტრის დედას) რომ მოვკარი თვალი წარბები კუშტად შევკარი. ხელი მაგრად მოვხვიე წელზე ხატიას და ნათიას პალატისკენ წავედი. უხმოდ ავუარე გვერდი ჩემზე მოშტერებულ გაცოფებულ დარეჯანს და ნათიას პალატის კარი გავაღე. პირველი ხატია შევატარე და შემდეგ მე შევყევი.
-ვაჩე რა გაგაფრთხილე მე?-გადმომხედა გაბრაზებულმა ნათიამ
-იმის ბრალია-გადავაბრალე ღიმილით ხატიას.
-რაარი ჩემი ბრალი? დედა შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ-უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ნათიას მიუბრუნდა
-რატო დე?-თბილად ჰკითხა ნათიამ
-რატომ არ მითხარი?-ნაწყენმა კითხა და ლოგინზე დედის ფეხებთან დაჯდა
-ტყუილად ინერვიულებდი, თან ნახე რა კარგია. 1 კვირა ვისვენებთ-სიცილით უთხრა
-გეგი როგორაა? ამ საავადმყოფოშია?
-კი აქაა დედი ოღონდ არ ვიცი რომელ პალატაშია.-ბედნიერი შევყურებდი დედა შვილის საუბარს და არც მახსოვდა რომ ეხლა ამავე საავადმყოფოში ჩემი ნახევარ ძმა სიკვდილს ებრძოდა.
-კარგი დე. გეგის ნახვაც მინდა და მერე ტელეფონზე დაგირეკავ კარგი? იცოდე ექიმებს დაუჯერე-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად და შუბლზე აკოცა. გაღიმებულებმა დავტოვეთ პალატა მაგრამ სიცილი სახეზე შემახმა ჩემს წინ დარეჯანი რომ დავინახე. სწრაფად შევკარი წარბები და ისე გავხედე
-რა გნებავთ?-ზრდილობიანად ვკითხე
-შენი გაკეთებულია. არ შეგარჩენ ამას. შენ გინდოდა ჩემი შვილის მოკვლა.-იყვირა ქალმა და ხელი სახეში გამარტყა. სიბრაზისგან ძარღვები დამებერა და გაბრაზებულმა მოვისვი ხელი ლოყაზე. ხატია ჩემს უკან „ჩავმალე“ და დარეჯანს მივუტრიალდი
-დარეჯან შენი თავი ნამდვილად არ მაქვს. თუ შენმა შვილმა რაღაც სი*რობა გააკეთა და მოსაკლავად დაზდევენ რა ჩემი ბრალია? შენ კიარა მე არ შეგარჩენ ამ დარტყმას. შენ გამო**ევებულ შვილს რომ ეგრე ურტყავდი ეხლა მაგიტოა ჭკუანაკლული და ჩემი ბრალი არაა, პირიქით შენი ბრალია შენი უაზრო წიკები რომ არა ჩვეულებრივი ძმებივით გავიზრდებოდით, და შეიძლება ეხლა დავხმარებოდი კიდეც ამ სიტუაციაში და შური მეძია. ეხლა კი გამატარე შენთან საუბრისთვის ნამდვილად არ მცალია-გაბრაზებულმა მივაყარე და ხატიას ხელი მაგრად მოვკიდე გვერდი ავუარე და საავადმყოფოდან გაბრაზებული გამოვედი.
-მაპატიე არ უნდა ყოფილიყავი ამის მომსწრე-სიმწრით გავიღიმე და ხატიას მივუბრუნდი
-ის ქალი დიტოს დედა იყო? არ გეჩვენება რომ ზედმეტად ცუდად ელაპარაკე?-თვალებგაფართოებულმა მითხრა
-ზედმეტად კარგადაც კი ველაპარაკე ნუ ღელავ.-გავუღიმე და ჩავეხუტე
-დიტოს რამე სჭირს?
-ჰო დღეს დილას ესროლეს შუა ქუჩაში-ჩავიცინე როდესაც გამახსენდა რომ ეს ჩემი ბრძანებით მოხდა და სულაც არ მაწუხებდა სინდისის ქენჯნა
-ეს შენ არ გაგიკეთებია არა?-ეჭვის თვალით შემომხედა
-არა არ გამიკეთებია-გავიცინე ჩემს ტყუილზე და ხატიას უფრო მაგრად მოვხვიე ხელები. ისევ შევბრუნდით საავადმყოფოში და დალეწილი გეგი მოვინახულეთ. ბევრი დასცინა ხატიამ და მალევე წამოვედით. აგარაკზე აღარ ავბრუნებულვართ. მინდოდა ხატიას დედაჩემი გაეცნო მაგრამ რათქმაუნდა არ ვაპირებდი ეს მისთვის მეთქვა. ლუკას დავურეკე და ვთხოვე ჩემთან ამოსულიყო. მანქანა კორპუსთან გავაჩერე და გადავედით
-აქ რაგვინდა?-გაკვირვებულმა მკითხა და ისიც გადმოვიდა მანქანიდან
-წამოდი-ხელი ჩავკიდე და კიბეებისკენ დავიძარი. ფეხით ავირბინეთ და აქოშინებულმა დავრეკე ზარი კარზე. კარი გაღიმებულმა დედამ გამიღო
#ხატიას ნაამბობი
-რაიყო დედი ირბინე?-მომესმა ქალის თბილი ხმა და სწრაფად დავახამხამე თვალები რომ გამეგო ნამდვილად რეალობაში ვიყავი თუ არა. ამ იდიოტმა თავის სახლში მომიყვანა. ჯერ კიდევ მის ზურგს უკან ვიდექი და მაგრად ვუჩქმიტე ზურგზე
-მეტკინაა-მომიბრუნდა დაბღვერილი ვაჩე
-რომ გტკენოდა მაგიტომ გიჩქმიტე-არც მე დავაკელი და უხერხულად გავხედე ჩემს წინ მდგარ მომღიმარ ქალს
-ესაა ხატია დე?-კითხა ვაჩეს და ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ
-ხო დე აბა ვის მოგიყვანდი ეხლა სხვას-გაიცინა ვაჩემ, სწრაფად მომიახლოვდა ჩემი სიმაღლის ქალი და ჩამეხუტა გაოცებულმა გავხედე ვაჩეს და ხელით ვანიშნე მოგკლავთქო
-რა ლამაზი ხარ დედი-თბილად მითხრა ქალმა და ამათვალიერა. ეხლაღა გამახსენდა რომ ვაჩეს სპორტულები მეცვა და უხერხულად გადავუხადე მადლობა
-კაი ეხლა შემოუშვი სახლში.-სიცილით უთხრა დედამისს.
-დედი გაიგე დიტო რო დაუჭრიათ?-შეშფოთებულს აღმოხდა ქალს როდესაც სახლში შევედი
-კი დე დღეს დარეჯანი ვნახე და მე მაბრალებდა. ხელი გამარტყა. სუფთა ინდაურია-სიცილით ჩაილაპარაკა ვაჩემ ბოლო სიტყვები
-ვაჩე! რას გაფრთხილებ მე. უფროსებს წესიერად მოექეცი და ნუ იძახი ეგეთ რაღაცეებს-გააფრთხილა ქალმა ვაჩე და თითი დაუქნია მათ ამ დიალოგზე გამცინა ვაჩემ უკმაყოფილოდ გააქნია თავი
-კიდევ 5 წლის ვგონივარ-გადმომჩურჩულა და სხმამაღლა გაიცინა
-მოგკლავ შენ-მეც ჩუმად ვუთხარი კიდევ ერთხელ ვუჩქმიტე ხელზე
-მტკივაა-დაიწუწუნა და ხელი დაიზილა
-მოგიხდება-ენა გამოვუყავი და მისგან რაც შეიძლება შორს გავიწიე
-დედი გშიათ?-გაოგძახა სამზარეულოდან
-არა დე წამოსვლის წინ ვჭამეთ-გასძახა ვაჩემაც და ჩემსკენ მოიწია
-რა ქვია დედაშენს/?-ჩემთვის საინტერესო საკითხს მიივუბრუნდი
-ელენე-ღიმილით მითხრა დედის სახელი
-ლამაზი სახელია-გავიღიმე მე
-წამო სამზარეულოში გავიდეთ-ფეხზე ამაყენა და სამზარეულოში გამიყვანა. ნამცხვარს ჭრიდა ელენე და პარალელურად ყავას აკეთებდა
-რამდენი წლის ხარ შვილო?-მომიბრუნდა და თბილად გამიღიმა
-16ის ვხდები ერთ კვირაში-ვუპასუხე ღიმილით
-მართლაა? როდის??-გამიღიმა
-28 აპრილს-გავუღიმე. მართალია შარშან მამა 1 წლის გარდაცვლილი იყო მაგრამ დედამ მაიძულა და დაბადების დღე გადამახდევინა.
-მე რატომ არ ვიცოდი ეს?-გადმომჩურჩულა ვაჩემ
-ეხლა გამახსენდა მეც-სიცილით ვუთხარი
-სულელო-ლოყაზე მსუბუქად მიჩქმიტა და გაიცინა, ამასობაში ელენემ ყავა და ნამცხვარი დაგვიდო წინ და თვითონაც გვერდით მოგვიჯდა
-ეს არაფერს არ მიყვება და მომიყევი ეხლა როგორ გაიცანით ერთმანეთი-გაიღიმა ქალმა და შვილს გაბრაზებულმა გადახედა, არვიცოდი რა მეპასუხა სად გავიცანი პირველად და ქუჩაშითქო მეთქვა? თქვენს შვილს მუშტი გავარტყი ყბაშითქო? იგრძნო გლოველმა ჩემი დაბნეულობა და თვითონ წაიყო საუბარი
-სკოლაში რომ ვიყავით მე და ლუკა მისულები ნინის გამოსაყვანად და იქ შემასკდა-წარბაწეულმა გადმომხედა
-მე შეგასკდი? შენ არ იხედები წინ-სწრაფად ავუბი მხარი ტყუილში
-მე ვიყავი ისიც ხო სახეში რო მლეწე?-დაიღრინა და ხელით მანიშნა იმ ადგილზე სადაც გავარტყი
-ღირსი იყავი და იმიტო გაგარტყი-მუშტი კიდევ მოვუღერე
-არვიყავი ღირსი.
-იყავი-ცხვირი ავიბზუე და ელენეს შევხედე რომელიც ლამის იყო სიცილისგან სკამიდან გადავარდნილიყო
-დედაა-გაბრაზებული მიუტრიალდა ვაჩე ელენეს
-მაგიტომ გქონდა ყბა დალურჯებული?-სიცილი არ შეუწყვეტია ელენეს
-დიახაც-ამაყად ვთქვი და ვაჩეს ენა გამოვუყავი.
-სამაგიეროდ შემდეგ პაემანზე ხო კარგად წამომყევი-გაიცინა ვაჩემ და მანაც გამომიყო ენა
-არმინდოდა მე წამოსვლა თუ კარგად გახსოვს-ცხვირი ავიბზუე
-რა საყვარლები ხართ ბავშვებო-სიცილით თქვა ელენემ და ორივეს თბილად გაგვიღიმა
Tavi 11
აგარაკზე აღარ წავსულვართ. ხან ჩემთან ვიყავთ და ხნ ვაჩესთან. ელენეს ძალიან მივეჩვიე. ძალიან თბილი და საწყარელი ქალია. ვაჩეს მამობილს სამწუხაროდ ჯერ ვერ გავიცანი. ხვალ უკვე ჩემი დაბადების დღეა. სასტიკად ავუკრძალე ყველას საჩუქრის ყიდვა ან თუნდაც რამე დაუგეგმავი სიუპრიზი. უკვე იციან რომ გახარების მაგივრად ხმას აღარ გავცემ თუ ესეთ რამეს გააკეთებენ. ღამის თორმეტი იყო. უამრავი მესიჯი მომივიდა მოლოცვის თაობაზე. ტექსტი დავაკოპირე და მადლობის წერილები გავუგძავნე ყველას. თუმცა ვაჩეს არ დაურეკია. ვიფიქრე დილით მომილოცავსთქო და ტკბილად დავიძინე. ღამის 4 საათი იყო ტელეფონზე რომ დამირეკეს. ვაჩე იყო.
-გისმენ-ძილისგან დაბოხებული ხმით ვუთხარი
-ხატია. ვიცი რომ შენი დაბადებსდღეა და გილოცავ. უბრალოდ სწრაფად ჩამოდი ძირს ცუდად ვარ-გაისმა ტელეფონში ვაჩეს ხრიწიანი ხმა რომელიც ხანდახან წყდებოდა.
-მოვდივარ-ჩავყვირე და ტელეფონი გავთიშე. სწრაფად გადავიცვი თბილი სვიტერი და ჯინსის შარვალი ამოვიცვი. ფეხზე უგები ამოვიცვი და გარეთ ჩუმად გავედი. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და საბარბაზოსთან მდგომ სილუეტს მივუახლოვდი ერთ ხელში ტელეფონი რომ ეჭირა და მეორეში სიგარეტი. სწრაფად მივედი და კარგად შევათვალიერე ვაჩე
-რამოგივიდა?-შეშინებულმა ვკითხე
-გილოცავ დაბადების დღეს-თბილად მითხრა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში
-არაფერი გჭირდა?-ვკითხე გაოცებულმა
-მე შენი სიყვარულით ვარ დაავადებული-დრამატულად აწია ხელები ჰაერში და სერიოზულად მითხრა.
-ნუდებილობ-გავიცინე.
-იცი როგორ მჭირდები?-მკითხა სერიოზულად და ხელები გამიშვა
-როგგორ?-წარბები შევკარი პასუხის მოლოდინში
-ისე მჭირდები როგორც, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი-მოიფიქრა უცებ და სიცილი აუტყდა
-რასულელი ხარ-სიცილით გავაქნიე თავი
-საჩუქარი მაქვთ. თავიდან რო აკრძალე საჩუქრები ვიფიქრე მარტო ვარდებს მივუტანთქო. მარა ნათიამ ვარდებზე ალერგია აქ და ყვავილებზეო. შემდეგ მაგარი ვიღაც გამახსენდა და მოგიყვანე-მითხრა და მანქანისკენ წავიდა. მანქანის კარი გააღო და რაღაც მსუბუქად აიტაცა. ბოლოს ლამპიონების შუქზე მხოლოდ ვაჩეს ხელში ბავშვივით ატატებული ლაიკა რომ დავინახე გული სიხარულით ამევსო. მართალია ძაღლები დიდად არ მიყვარს მაგრამ აბა საყვარელმა ადამიანმა გაჩუქოთ?
-აუ რასაყვარელიაა-გაოცებულს აღმომხდა და ძაღლს დავუწყე ფერება მაგრამ მალევე გაწია ვაჩემ
-რა?-წარბები შევკარი მის დაბღვერილ სახეზე
-ჯერ შემპირდი რომ ძაღლს ჩემზე მეტად არ შეიყვარებ-გაბრაზებულმა მითხრა, გამეცინა მასზე
-კარგი გპირდები-მარჯვენა ხელი გულზე მივიდე და ისე დავპირდი თან ძაღლისკენ მივიწიე და მოფერება დავუწყე.
-მოდი ჩემთან-ძაღლი ძირს დასვა და ხელები მაგრად მომხვია. მთელი ხუთი წუთი ვიდექით ესე. ბოლოს ძაღლის წკმუტუნი მოგვბეზრდა.
-კარგი ადი სახლში, არ გაცივდე. ხვალ გნახავ. სკოლაში მოვალ და ადრე გამოგიყვან-ლოყაზე მაკოცა და მიბიძგა მაღლა ავსულიყავი.
-ძაღლს რაქვია?-უკვე სადარბაზოში შესულს მე და ჩემი ლაიკა უკან მოვბრუნდით და ისევ ვაჩეს ავესვეტე წინ
-ბიბი-ღიმილით მითხრა და ლოყაზე ორი თითი ჩამომისვა. შეუმჩნევლად დამიარა ჟრუანტელმა და თავჩაქინდრული ავბრუნდი სახლში. ძაღლი გვერდით მოვიწვინე ჩავეხუტე და ტკბილად დავიძინე. დილას ჩემი ძმის ყვირილმა გამაღვიძა. ტორტით ხელში შემოვარდნილიყო ოთახში და სიმღერა დაიწყო
-გთხოოვ ნუ ყროყინებ-ვიყვირე და ხელი რბილ ბეწვს მოვუსვი. (ბიბის)
-კარგი მიდი ადექი.-ტორტიანად გარეთ გავიდა. სწრაფად წამოვვარდი ფეხზე და ჩემი ყოველდღიური ტანსაცმელი ჩავიცვი. ძაღლს ხელი დავავლე და მისაღებში გავედი სადაც დედას ტორტი დაეჭრა და ყავა გაემზადებინა
-დე მოოგეწონა საჩუქარი?-ღიმილით მანიშნა ძაღლზე
-კი დე ოღონდ გეგი დაიტოვებს დღეს და სანამ მე მასწავლებლებთან ვივლი-ენა გამოვუყავი გეგის და ჩავეხუტე აფერისტობის მიზნით. გემრიელად მივირთვით ტორტი და ფეხით გავეშურე სკოლისკენ. კლასში ყველამ მომილოცა. მიხაროდა. მესამე გაკვეთილი იყო კლასში პატარა ბავშვი რომ შემოვიდა
-ბოდიშით მას. დღეს როგორც იცით ხატია ახვლედიანის დაბადების დღეა და სიურპრიზი აქვს ვაჩეს, ამიტომ გთხოვა რომ სკოლის უკან გამოსულიყავი-ჩლიფინით თქვა პატარა ბავშვმა და მასწავლებელს გახედა
-კარგი ხატია. გილოცავ და დიდხანს არ დაიგვიანო-გამაფრთხილა მასწმა და თბილად გამიღიმა. სიხარულით წამოვხტი ფეხზე და უკანა ეზოსკენ სირბილით წავედი. სკოლის უკან ვერავინ დავინახე მაგრამ ისრებს სიხარულით გავყევი. მანქანასთან მივყავდი. ცოტა გაკვირვებული მივედი მანქანასთან და თვალები გაოცებულმა დავახამხამე როდესაც მანქანიდან გადმოსული ირონიულად მომღიმარი დიმიტრი შემრჩა ხელში. შეშინებულმა სწრაფად დავიხიე უკან მაგრამ ვიღაც შავებში გამოწყობიილ ახმახს დავეჯახე
-გილოცავ ხატია. არ მეგონა შენი ფეხით თუ მოხვიდოდი, შენთვის საოცარი საჩუქარი მაქვს-ირონიულად მითხრა და ახმახს რაღაც ანიშნა. სწრაფად დამავლო მან ხელი და მანქანაში სწრაფად ჩატენა. პირზე კი ხელი მომიჭირა. მანქანაშივე შემიკრეს ხელები და ფეხები ასევე პირი ამიკრეს და ისე გააგრძელეს სვლა.
-რაო არ ელოდი? აბა რა ეგონა შენ *ლე შეყვარებულს ჩემს დაჭრას რომ უკვეთავდა?-ირონიულად თქვა და ლოყაზე ცერა თითი ნაზად ჩამომისვა, თავი ავიქნიე რომ მისი ხელი მომეშორებინა და თვალები ცრემლებით ამევსო.
-დამაძინებელი გაუკეთეთ-დასცა ბრძანება დიტომ და ახმახს ჩემზე ანიშნა. მათაც სწრაფად ამოიღეს უკვე გამზადებული ნევსი და ხელი დამიჭირეს. დავიკივლე როდესაც ვიგრძენი ნევსი როგორ შემიყვანეს ვენაში. აზრი აღარ ჰქონდა. 1 წუთი არ იყო გასული რომ უკვე მეძინა. რომ გავიღვიძე ლოგინზე ვიწექი. ხელებით და ფეხებით კი მასზე ვიყავი მიკრული. პირი კვლავ აკრული მქონდა. გაუაზრებლად გადმომცვივდა ცრემლები. არვიცოდი სად ვიყავი, რას მიპირებდნენ მაგრამ ის კი ვიცოდი ვის ვყავდი წამოყვანილი. არ ვიცოდი მისი ხასიათი და არც ის ვიცოდი დამიშავებდა თუ არა რამეს. ოთახს თვალი მოვავლე. დანგრეული ოთახი იყო. ერთი ფანჯარა და იმაზეც გისოსები. ოთახში მხოლოდ საწოლი და სკამი იდო. მალევე კარი გაიღო და ირონიულად მომღიმარი დიმიტრი შემოვიდა.
-ჩვენ ეხლა ვაჩიკოს დაველაპარაკებით-ტელეფონი ამოიღო და საწოლზე ჩემს გვერდით გაჭირვებით დაჯდა. ჯერ კიდევ ეტყობოდა რომ კარგად ვერ იყო გამოჯანმრთელებული. ტელეფონზე მგონი ნომერი აკრიბა. მალევე მთელ ოთახში გაისმა ზარის ხმა. 2 ზარის შემდეგ აიღო
-გისმენთ-გადაღლილი ხმა ჰქონდა. ოდნავ გაბრაზული და სევდაშერეული
-რაო შენიშნე უკვე შენი პრინცესა რომ დაიკარგა?-ირონიულად თქვა და გამომხედა
-დიმიტრი. ხომ იცი რომ თუ გიპოვე არ გაცოცხლებ, ხომ იცი რომ არც დავფიქრდები მის გამო და მოგკლავ?-იღრიალა ვაჩემ
-რათქმაუნდა თუ გვიპოვე. ისიც ვიცი რომ ერთხელ თუ შეუკვეთე ჩემი მოკვლა მეორედაც არ გაგიჭირდება. და იქნებ მანამდე მე მოგკლა?-ჩაიცინა დიტომ
-პირისპირ შევხვდეთ. ხატია მოიყვანე უიარაღოდ მოვალ-შესთავაზა
-არა ხატია ჩემთან დარჩება. ის ჩემთან დარჩება. ჯერ არ ვარ მზად პირიისპირ შესახვედრად მოცდა მოგიწევს.
-გიპოვი და ჩემი ხელით მოგკლავ. არ გაცოცხლებ, შენი დედა შე****-გაბრაზებულმა იღრიალა
-წყნარად ბიჭო-გაბრაზდა დიმიტრიც.
-დამალაპარაკე.-ხმა ოდნავ დაიმშვიდა მაგრამ გაბრაზება მაინც ერია ხმაში
-პრინცესა, ხედავ? მას შენთან ლაპარაკი სურს.-გადმომილაპარაკა დიმიტრიმ ცინიკურად. სწრაფად მოიწია და უხეშად მომაძრო პირზე აკრული ნაჭერი. ტელეფონი ახლოს მომიტანა
-წამიყვანე აქედან-ამოვიტირე, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, ან რაუნდა მეთქვა? არაფერი არვიცოდი სად ვიყავი ან რატომ ვიყავი აქ.
-წაგიყვან პატარავ, ნუ გეშინია, აუცილებლად წამოგიყვან მანდედან-თბილი ხმით მითხრა, მეტი არაფერი არაცადა. სწრაფად გათიშა გამწარებულმა დიმიტრიმ ტელეფონი და პირი ისევ ამიკრა, განრისხებულმა დატოვა ოთახი. დაღლილობისგან ვერაფერს ვფიქრობდი. მხოლოდ იმას ვიაზრებდი რომ გარეთ ღამე იყო ოთახში კი მხოლოდ ერთი პატარა ნათურა ბჟუტავდა. თავი ბალიშზე დავდე და მალევე კვლავ ჩამეძინა. დღე იყო რომ გამეღვიძა. ოთახში სინით იდო საჭმელი მაგრამ არ ვაპირებდი ჭამას, ან რით უნდა მეჭამა? ხელები შეკრული მქონდა. საპირფარეშოში გასვლა მინდოდა. ნახევარი საათი ვიცადე. კარები ერთ-ერთმა ახმახმა შემოაღო
-ბატონმა დიმიტრიმ ბრძანა რომ საჭმელი გეჭამათ-წვრილი ხმით დაილაპარაკა. ალბათ ეს სიტუაცია რომ არა სიცილით ცუდად გავხდებოდი იმდენად წვრილი ხმა ჰქონდა ამხელა აყლაყს. მალევე მოვიდა და პირი გამიხსნა
-ტუალეტში მინდა-ხმაჩამწყდარმა ვთქვი და გველება ამიტყდა. არვიცი რამდენი ხანი გავიდა რაც მომიტაცეს მაგრამ წყალი საშინლად მწყუროდა
-კარგი.- სწრაფად მოხსნა საწოლზე მიბმული ჩემი ხელები და ისე შემიკრა ხოლო ფეხები არ შეუკრია. უხეშად მომკიდა ხელი და აბაზანაში გამათრია. გაქცევა მინდოდა. სანამ ბუნებრივი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილე საპირფარეშო მოვათვალიერე მაგრამ ერთი პატარა ფანჯრის მეტი ვერაფერი შევნიშნე. უკმაყოფილოდ გამოვედი აბაზანიდან. კვლავ ოთახში შემიყვანა. საჭმელს პირი არ დავაკარე მხოლოდ წყალი დავლიე და „კომფორტულ“ ლოგინში მოვკალათდი. აღარ მეძინებოდა. მთელი დღე თვალი არ მომიხუჭია. არც არავინ შემოსულა. უკვე ღამდებოდა და ძილბურანში ვიყავი მანქანის დამუხრუჭების ხმამ რომ გამომაფხიზლა. ყვირილი გავიგონე. კიდევ იარაღის გასროლის ხმა, ერთხელ კიარა 5ჯერ. მერე ნაბიჯების ხმა გავიგონე. მტვრევის ხმა, მაგრამ მე ხმას ვერ ვიღებდი. პირი მქონდა აკრული, კიდევ რამოდენიჯერ განმეორდა მტვრევის ხმა. საბოლოოდ კი გავიგე როგორ დაკრა ჩემს კარს ვიღაცამ ფეხი მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი ზედმეტად დასუსტებული ვიყავი ამ ყველაფრით ამას ნაბიჯების ხმა მოყვა, შემდეგ კი ვიგრძენი ლოგინზე როგორ დაჯდა ვიღაც, მაგრამ ვეღარ ვაზროვნებდი. მალევე მოიცვა ყველაფერი წყვდიადმა. ყველაფერი გაშავდა. ყველაფერი დამთავრდა...
Tavi 12
#ვაჩეს ნაამბობი
-აღარ ვიცი რა გავაკეთო, უკვე 3 დღეა ვეძებ და კვალსაც კი ვერ მივაგენით-ჩამწყდარი ხმით ვუთხარი ნათიას და თავი დავხარე
-აუცილებლად ვიპოვით, ვერსად ვერ წავა-გამამხნევებლად მიჩურჩულა ნათიამ და ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები და ოთახში შემოსულ აწკმუტუნებულ ბიბის გავხედე.
-წავედი ეხლა და საღამოს შეგეძმიანები-ვუთხარი და მოვშორდი. სწრაფად ავიღე ტელეფონი აწკმუტუნებულ ბიბის თავზე ხელი გადავუსვი და სახლი დავტოვე. კიბეებზე მივდიოდი ჩემი ტელეფონი რომ აზუზუნდა. სწრაფად ამოვიღე ჯიბიდან და ნაცნობ ნომერს ხვნეშით გავაგონე
-დიმიტრი მეგონე
-დიმიტრიზე მეტად ეხლა ჩემი ზარი უნდა გაგიხარდეს გლოველო, მოკლედ ვიცით სადაც არიან. ეხლა სწრაფად მითხარი სად ხარ და უნდა დავაწვეთ იქ. იარაღი მომაქვს-ჩამძახა ტელეფონში
-ხატიას სადარბაზოში ვარ სწრაფად მოდი-მოუთმენლად ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. მთელი ხუთი წუთი სადარბაზოში მოუთმენლად დავაბოტებდი. მალევე გაჩერდა ლუკას მანქანა. წინა სავარძელი დავიკავე და უკან მჯდომ ბიჭებს გავხედე. თავი მისალმების ნიშნად დავუქნიე და ღვედი შევიკარი
-აქედან 3 საათის სავალია მაგრამ საათნახევარში იქ ვიქნებით-მითხრა ლუკამ და მანქანის წინა პატარა სათავსოდან იარაღი გამოიღო და ხელში მომაწოდა
-დანარჩენს ყველას გვაქვს. ტყვიები ჯერ არ ჩადო-მანიშნა ტყვიებზე
-მოვკლავ მაგ ნაბი*ვარს-კბილებში გამოვცერი და იარაღს ხელი მაგრად მოვუჭირე.
-დარწმუნებული ხართ რომ იქაა?-მთელი გზის განმავლობაში მხოლოდ ეს ვთვი
-კი იქაა. დარწმუნებული ვარ-თქვა ნუკრიმ (ძმაკაცმა უკანა სავარძლიდან). საათ ნახევარი ძლივს ვისვენებდი სკამზე. მანქანა სწრაფად შევარდა სახლის ეზოში და გაჩერებული არ იყო გადატენილი იარაღით რომ გადავედი მანქანიდან სწრაფად მივვარდი კართან. ღია იყო. უკან მომყვნენ სხვა ბიჭებიც. რამოდენიმეჯერ ჰაერში გავისროლე მაგრამ არანაირი რეაქცია არ ყოფილა
-სახლი დაათვალიერეთ-გავეცი ბრძანება და მეორე სართულზე ავვარდი. თითქმის ყველა ოთახის კარი ჩამტვრეული იყო. ყველა ვნახე მაგრამ არსად არავინ არ იყო.
-ამის დედა შე****-შევიკურთხე როდესაც ერთ-ერთ ოთახში ჯერ კიდევ ცხელი საკვების ნარჩენები ვიპოვე
-ახალი წასულები არიან-დაიყვირა დაჩიმ
-ჯანდაბა, ჯანდაბა ჯანდაბა-ვიყვირე და ფეხი ლოგინს მთელი ძალით მივარტყი.
-წერილია აქ-კვლავ იყვირა დაჩიმ და ოთახში სირბილით შემოვიდა. სწრაფად გამოვგლიჯე ფურცელი ხელიდან.
„რაო? რამდენი წუთით გაგასწარით? 5? 10? თუ საერთოდ 2? კარგი არ გვინდა ეხლა ამაზე საუბარი. როგორი იყო აბა? კარგი იყო იმედგაცრუება? კარგია როდესაც შენი საყვარელი გოგო სხვა ბიჭს ყავს წაყვანილი მითუმეტეს როდესაც ეს ბიჭი შენი ძმაა? მმაგრამ ალბათ განსხვავება დიდია. ჩემთან ძალითაა, მაგრამ მალე შევუყვარდები, მთელი ცხოვრება ჩემთან იქნება. ნუ გექნება იმის იმედი რომ გვიპოვი. ეს ჩემი გეგმა იყო. რომ გეგრძნო იმედგაცრუება. წარმატებები ძამიკო..“
#ხატიას ნაამბობი
მძაფრი სუნის შეგრძნებამ გამაღვიძა. თვალები ძლივს გავახილე, აღარ ვიყავი იმ ოთახში რომელშიც დაძინებამდე. ჩაბნელებული ოთახი იყო. უფანჯრებო. მხოლოდ 1 კარი ჰქონდა. სიბნელეში კი მხოლოდ 1 სანთელი ბჟუტავდა. თვალი კვლავ დავხუჭე და გაჭირვებით გავახილე. ხველა ამიტყდა. დავინახე როგორ მოუახლოვდა მაღალი სილუეტი საწოლს.
-წყალი-ამოვიხავლე და თვვალები კვლავ დავხუჭე
-ეხლავე მოგიტან-დიმიტრი ამოვიცანი ხმაში. 2 წუთში კვლავ შემობრუნდა ოთახში სინით ხელში.
-რაც მოგიტაცეთ მის მერე არ უჭამიაო გავიგე-წარბაწეულმა მითხრა და საჭმელი საწოლზე ფრთხილად დადო
-მირჩევნია შიმშილით მოვკვდე ვიდრე აქ შენთან ერთად ვიყო-ხმაჩახლეჩილმა ვთქვი და დავახველე
-მოდი წყალი დალიე-ჭიქა პირთან მომიტანა. 1 ყლუპი მოვსვი და თავი იმის ნიშნად გავაქნიე რომ მეტი აღარ მინდოდა
-რა მოხდა? ბოლოს ის მახსოვს რომ იარაღის ხმა იყო-დავიჩურჩულე
-აა ეგ არაფერი. შემთხვევით ჩემმა უსაყვარლესმა ძამიკომ გაიგო ჩვენი ადგილსამყოფელი. სანამ მოვიდოდა 10 წუთით ადრე წამოვედით-ღიმილით მითხრა
-რომ შემეძლოს ჩემი ხელით მოგკლავდი-შევუღრინე
-მოდი ჭამე,-წამომაყენა ფეხზე და სინი კალთაში ჩამოდო. ხელები არ გაუხსნია
-არმინდა, აბაზანაში გამიყვანე-ხელი ავკარი საჭმელს და მაისური დავუსვარე. დავინახე როგორ გაბრაზდა, სწრაფად ჩამავლო ხელი და კარში გამიყვანა. იქვე ახლო მდებარე ოთახში შემიყვანა და კარი გარედან გადაკეტა.
-იდიოტო ხელის გახსნა არ მინდოდა?-ვუკივლე გარედან. სწრაფად შემოაღო კარი
-ნუ წივიხარ-უხეშად მითხრა და ხელზე თოკი ხელის ერთი მოძრაობით მოხსნა.
-გადი ეხლა-წარბი ავუწიე და თოკისგან გადახეხილი და დაწითლებული ადგილები ნაზად შევიზილე
-იცოდე მაინც ვერ გაიქცევი. უფრო გამაბრაზებ და უფრო ცუდად მოგექცევი-თითი გაფრთხილების ნიშნად დამიქნია
-წადი შენი-სახეში შევაფურთხე და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე. გავიგე გაბრაზებულმა კედელს როგორ მიარტყა მუშტი. კმაყოფილმა გავიცინე ხმამაღლა მას რომ გაეგო და კვლავ დავისერიოზულე სახე. გამშრალ და დახეთქილ ტუჩებზე ენა გადავისვი და ბუნებრივი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილე. რომ გამოვედი დიმიტრი კიდევ იქ იდგა
-ხელები მომეცი-ბრძანება გასცა და თოკი მარჯვენა ხელში შეათამაშა -არ მინდა არსად ვაპირებ გაქცევას-ვიუარე და ხელები ზურგს უკან დავმალე
-მალე-იღრიალა და მოულოდნელობისგან შევხტი და თვალები ამიცრემლიანდა. უჩვეულო სისუსტეს ვგრძნობდი მთელ სხეულში ალბათ ეს იმის ბრალია რომ უკვე კარგა ხანია არ მიჭამია. ხელები გაუბედავად გავწიე წინ. უხეშად მომკიდა ხელი და მაგრად შემიკრა
-მეტკინა-ამოვიკნავლე
-გადაიტან როგორმე-ირონიულად მითხრა და „ჩემი“ ოთახისკენ წამათრია. ლოგინზე დამაგდო და თვითონ ჩემს გვერდით გაწვა.მისგან შორს გამოვიწიე.
-არ ვიკბინები-გამოსცრა კბილებში და მისკენ მიმაჩოჩა
-კბენით შეიძლება არ იკბინები მაგრამ ცოფიანი ძაღლი კი ხარ-გაბრაზებულმა ვუთხარი და ზურგი ვაქციე თავი ბალიშზე ჩამოვდე და თვალები დავხუჭე. ძილი არაფრით მეკარებოდა. ან რას დავიძინებდი? ალბათ თითქმის 5 დღეა მძინავს. ნახევარი საათი სულ უაზროდ გაიწელა. მალევე გავიგე ჩუმი ფთვინვა. ნელა გადავტრიალდი დიმიტრისკენ თვალები დაეხუჭა და ეძინა. ხელები გაჭირვებით ავწიე და ცხვირზე მივაჭირე ოდნავ, არაფერი გაუგია. შემდეგ ლოყაზე მივაჭირე ორი თითი. რეაქცია არ ჰქონია. ფრთხილად წამოვდექი ლოგინიდან და კართან მივედი. ფრთხილად გავაღე კარი და დერეფანს ჩუმად გავუყევი. სამზარეულოდან დიდი დანა ავიღე და გასასვლელის ძებნა დავიწყე. პარალელურად დანით თოკის გაჭრას ვცდილობდი. პატარა სახლი იყო და გასასვლელი იოლად მოვძებნე. სახლში არავინ იყო. გამიმართლა. სწრაფად გავვარდი გარეთ და ტყეში ჩაფლულ არემარეს მოვხედე. აქვე მიდიოდა ბილიკი. სირბილით გავუყევი გზას. მალევე გავედი მთავარ გზაზე. უკვე სირბილი აღარ შემეძლო დაღლილი და ძალაგამოცლილი ვიყავი.
-არა უნდა მეჭამა საჭმელი-დანანებით ამოვიჩურჩულე და გზა გავაგრძელე. დიდხანს ვიბორიალე ფეხით. როგორც ჩანს ჯერ შუადღე იყო. მალევე გამოჩნდა მანქანა, წინ არ გადავხტომივარ. შევეცადე დიდად თვალში არ მოვხვედროდი. შეიძლებოდა დიმიტრი ყოფილიყო ან მისი რომელიმე ჯაშუში. ხეებს ამოვეფარე და ისე დავაკვირდი. დაბურული მინიდან ვერ გავარჩიე ვინ იყო. უკვე თვალს რომ მოეფარრა შემდეგ გავაგრძელე გზა. ძალიან დაღლილი ვიყავი უკვე ფეხებს ძლივს მივათრევდი მოულოდნელად თავბრუ რომ დამეხვა და თვალებში დამიბნელდა. მეტი არაფერი მახსოვს. თვალები რომ გავახილე ირგვლივ სულ სითეთრე იყო. რამდენჯერმე დავახამხამე თვალები რომ ყველაფერი გამერჩია. ცალ ხელზე გადასხმა მეკეთა. ცალზე რაღაც იდიოტობა მქონდა შეერთებული. თავი ტკივილისგან მისკდებოდა. ოთახში არავინ იყო. დამსკდარ და გამომშრალ ტუჩებზე კიდევ ერთხელ გადავიტარე ენა და თვალები ისევ დავხუჭე. არავინ შემოსულა. უკვე ბინდდებოდა კარი რომ გაიღო და გაბრაზებულმა დიმიტრიმ შემოყო თავი. შეშინებულმა გავხედე კარში მდგარ გაბრაზებულ დიმიტრის
-ნორმალური ხარ?-მიღრიალა ბოლო ხმაზე. შიშისგან შევხტი და თვალები ცრემლებით ამევსო
-შენ იცი რამდენი მტაცებელი ცხოველი დადის იმ ტყეში? თავში ჭკუა გქონდა საერთოდ?-მიყვიროდა ბოლო ხმაზე
-შენზე მეტი ცხოველი ვიღა უნდა მენახა-დავიიჩურჩულე და შეშინებულმა გავხედე. არ ვიცოდი რას მოიმოქმედებდა
-ანუ ჩემზე მეტი ცხოველი ხო?-ირონიულად მითხრა
-ექთანი შემოვა სწრაფად გაემზადე მივდივართ
-კარგი-თავი დავუქნიე. დაველოდე როდის შემოვიდოდა ექთანი რომ დახმარება მეთხოვა. მანაც არ დააყოვნა
-შეგიძლიათ დამეხმაროთ?-ვკითხე მორიდებით ჩემზე გაცილებით უფროს ქალბატონს. ხმა არ გამცა.
-არ დამეხმარებით?-სლუკუნით ვკითხე. საწყალი თვალებით ამომხედა
-შვილო გაფრთილებული ვარ. შენხელა შვილები მყავს სარჩენი რომ დაგეხმარო უმუშევარი დავრჩები-თბილად მითხრა
-კარგით არაუშავს-ძალით გავიღიმე და წამოსული ცრემლი შევიმშრალე. ქალის მოტანილი სპორტულები ფრთხილად ჩავიცვი და პალატიდან უნდა გავსულიყავი საშინელი სროლის ხმა რომ გაისმა. ამას ყვირილი მოყვა. რამოდენიმე სიტყვა ძლივს გვარჩიე
„მოკლა“
„უშველეთ“
„ახალგაზრდაა ჯერ“
მალევე კარები შემოგლიჯეს. გაკვირვებული ვერც კი ვაზროვნებდი. გაკვირვებულმა გავხედე კარში გაშეშებულ ნაცნობ და უსაყვარლეს ხეულს. მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს და ტირილით მოვხვიე ხელი კისერზე. მალევე ჩამიკრა მთელი ძალით გულში.
-ჩუ, დაწყნარდი პატარავ, შენ ჩემთან ხარ, აღარასდროს გაგიშვებ, სულ ჩემთან იქნები-მიმეორებდა და ხან ყელში ხანაც თავზე და ხანაც სველ ლოყაზე რიგრიგობით მკოცნიდა.
Tavi 13
-კარგად ხარ?-მკითხა და შუბლზე მაკოცა.
-კი-თავი დავუქნიე და უფრო ჩავეხუტე
-ეხლა გეგი მოვა და აქედან წაგიყვანს, იცოდე პალატიდან არ გამოხვიდე სანამ ის არ მოვა-თითი გაფღტხილების ნიშნად დამიქნია.
-შენ მიდიხარ?-შეშინებულმა ვკითხე
-ჯერ არა. მალე პოლიცია მოვა და ის წამიყვანს-თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ხელები უფრო ძლიერად მომიჭირა
-რატო?-გაკვირვებულმა ავხედე და თვალებში ჩავაშტერდი
-გაიგებ-დაიჩურჩულა და თავი ოდნავ გადმოწია ჩემსკენ
-იარაღი შენ ისროლე?-გამახსენდა წეხანდელი ხმები, თავი უხმოდ დამიქნია თვალი ამარიდა
-რამოხდა?-ვკითხე მისი ქცევით გაოცებულმა
-3 ტყვია მოხვდა დიმიტრის-ჩუმად მითხრა და ხელები უფრო მაგრად მომხვია. მის მკლავებში გავტრუნე, არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა. დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, თავი მის ყელში ჩავრგე და ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით.
-დაწყნარდი. არაფერი მოხდება. ჩუ.. ნუ ტირიხარ თორემ გავალ და დაწყებულ საქმეს დავამთავრებ ჩემი ხელით მოვკლავ იმ ნაბიჭვარს-მეჩურჩულებოდა და თავზე სინქრონულად მისვავდა ხელს.
-ეხლა რა მოხდება?-ხმაჩამწყდარმა ვკითხე და თავი ავწიე
-ეხლა?-დაიჩურჩულა და მისი სახე ჩემს სახესთან ახლოს მოსწია. მომენტალურად დავიბენი და ვერ გავიგე რას აპირებდა.
-მე ეხლა გაკოცებ.. შენ კი ეს კოცნა სულ გემახსოვრება. როგორც პირველი კოცნა ბიჭთან.. ამის მერე კი არავინ იცის რამოხდება, ღმერთის გარდა-დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან. ნელა შეეხო მისი გავარვარებული ბაგეები ჩემსას, ნელა მკოცნიდა, თითქოს ეშინოდა რომ ფაიფური იყო და მალე გატყდებოდა, ნაზად და აუჩქარებლად, ღიმილით და გულაჩქარებული, ცრემლიანი თვალებით, მაგრამ ამ კოცნაში იყო მთელი სიყვარული ჩაქსოვილი. ვგრძნობდი რომ ვუყვარდი, ვგრძნობდი და ვიცოდი ჩემს გამო არავის დაინდობდა, განა ეხლაც ეგრე არ მოხდა? ჩემს გამო ძმას 3ჯერ ესროლა იარაღი, მაგრამ არაფერი ეტყოობა რომ ნანობს.
-მალე ალბათ რომელიმე პოლიციელი კარს შემოაღებს, მე კიდე სიკვდილამდე მინდა შენთან ერთად დარჩენა და შენი ტუჩებით დატკბობა-თქვა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. გავწითლდი და ვერაფერი ვუთხარი, თვალებში შევხედე. დავინახე როგორ უთამაშებდა თვალებში ბედნიერების სხივი. -ხომ იცი რომ რაც არ უნდა მოხდეს სულ მეყვარები?-ხელები მკლავებზე ჩამკიდა და თვალებში ჩამაშტერდა, უხმოდ დავუქნიე თავი
-და რაც არ უნდა მოხდეს, შენ დღესვე თუ ხვალვე არაქ მნიშვნელობა, წახვალ და გეგისთან ერთად გაფრინდები საფრანგეთში
-რა? რა მინდა საფრანგეთში?-ამოვილუღლუღე და ცრემლებმა კვლავ გაიკვლიეს გზა ჩემს ლოყებზე
-ნუტირი. ალბათ იცი რომ მკვლელობის მცდელობისთვის მძიმე სასჯელია არა? როდესაც სასამართლოში გამოგიძახებენ, ზუსტად ისე მოყვები ყველაფერს როგორც იყო.შემდეგ კი შენს ძმას წაყვები.-ოდნავ შემანჯღრია და მკაცრად მითხრა
-არა არ მინდა საფრანგეთში-ტირილით გავაქნიე თავი
-დაიფიცე, თუ გიყვარვარ ჩემი თხოვნა აასრულე, უბრალოდ წადი. და მეთვითონ მოგძებნი. გპირდები, უბრალოდ აქედან უნდა წახვიდე-მიყვირა და სწრაფად მიშვა ხელი როდესაც კარზე მოაკაკუნეს.
-ვინაა?-კვლავ დაიყვირა
-პოლიციაა, გოგო გამოუშვით და ჩაგვბარდით-გაისმა კაცის ხმა
-ერთს ვაკოცებ კიდევ და გამოვუშვებ-გასძახა და ჩუმად ჩაიფხუკუნა. მეც გამეცინა. (მოგეხსენებათ კარი ჩკეტილი იყო ვაჩეს მიერ)
-შენ კიდევ სიცილის ხასიათზე ხარ?-ვკითხე
-მოდი თორე კიდევ დიდხანს არ მეღირსება ეს-სწრაფად მოვიდა და უხეშად დამეტაკა ტუჩებზე, რამოდენიმე წამი გაგრძელდა კოცნა.
-გადი და ჩემზე არ იფიქრო. მე კარგად ვარ, და გააკეთე რაც გითხარი კარგი?-თბილად მკითხა
-მიყვარხარ-ვუთხარი ლოყაზე ვაკოცე და პასუხს არც დავლოდებივარ ისე გამოვედი გარეთ
-კარგად ხართ? რამე ხომარ დაუშავებია?-მომვარდა ერთ-ერთი პოლიციელი
-მე მან გადამარჩინა, არაფერი დაუშავებიათ. ეხლა თქვენ ვისაც იარაღით თავზე უნდა ედგეს დიმიტრია და არა ვაჩე-უხეშად მოვიშორე და გაბრაზებულმა შევუღრინე
-უკაცრავად მაგრამ მან უნდა დაისვენოს-უკნიდან მომესმა თბილი ხმა, მადლობელმა გავხედე ჩემს ექთანს.
-ის განყოფილებაში უნდა წამოვიდეს-აუხსნა პოლიციელმა
-ის აქ მოიყვანეს. თქვენს გამო გადასხმა შევუჩერე, ვალდებული ხართ მისი ჯანმრთელობა დაიცვათ-გადახვეულ და დალურჯებულ ხელზე ანიშნა პოლიციელს. რომელიც ეხლაღა შევამჩნიე
-კარგით-დანებდა პოლიციელი. სწრაფად მომკიდა ხელი ექთანმა და ერთ-ერთი პალატისკენ წამიყვანა. სანამ შევიდოდით თვალი მოვკარი როგორ გამოყვდათ ბორკილდადებული ვაჩე და როგორ მიათრევდნენ პოლიციელები. თვალზე კვლავ ცრემლი მომადგა. წამით შევხედე თვალებში, თვალცრემლიანი შევყევი ექთანს პალატაში
-გიყვართ ერთმანეთი არა?-ღიმილით შემომხედა ქალმა, უხმოდ დავუქნიე თავ
-ის მისი ძმაა, არვიცი რაუნდა, ჩემს დაბადების დღეზე ვაჩემ მომაკითხა დილით და მითხრა სკოლიდან ადრე გამოგიყვანო, მესამე გაკვეთილზე კიდე პატარა ბავშვმა ამომაკითხა ვაჩე გელოდება სიურპრიზი აქვსო. რომ ჩავედი ის დამხვდა და მომიტაცა-ტირილით მოვუყევი.
-შვილო ეხლა ჩემს ბიჭს დავურეკე.მოვა და ჩემთან წაგიყვან. მითხარი შენი ოჯახის წევრების ნომერი და დავურეკავ..
-მადლობა არაა საჭირო. უბრალოდ ჩემს ძმასთან დამარეკინეთ. წამიყვანს
-----
-დარწმუნებული ხართ რომ ესე იყო ყველაფერი როგორც ამბობთ?-კიდევ ერთხელ მკითხა პოლიციელმა.
-დიახ! მან მე მომიტაცა, ვაჩემ კი გადამარჩინა. შეგიძლიათ საავადმყოფოს ექთანს რომელიც მე მივლიდა ჰკითხოთ რომ დიმიტრი ემუქრებოდა მას რომ მე არ დამხმარებოდა-მობეზრებულმა ვუპასუხე
-დაკითხული გვყავს ქალბატონი ქეთევანი-წარბი ამიწია
-ჰოდა მითუმეტეს. გამიშვებთ აქედან? მთელი კვირაა აქ დავდივარ. ისედაც 1 კვირა მოტაცებული ვყავდი შენ ჩამიბარებ გამოცდებს?-ღრენით ვკითხე გაცინებულ პოლიციელს
-მე ჩემს დროს ჩავაბარე უკვე გამოცდები
-გამოცდები რომ ჩაგებარებინა აქ კიარ იჯდებოდი-ირონიულად გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი უკვე კარგად ნაცნობი დერეფანი გავიარე და გარეთ სირბილით გავედი.
-რას მორბოდი გოგო-შემომიღრინა გეგიმ
-შენ შენ თავს მიხედე-ენა გამოვუყავი და მანქანაში ჩავუხტი
-ზეგ სასამართლოა, სასამართლოდან 2 დღის სემდეგ მივდივართ-ჩამოარაკრაკა გეგმები.
-იქ სკოლაში გადაიტანეთ საბუთები?-ვიკითხე ჩემთვის მნიშვნელოვანი გეგმა
-კი პატარა ქალაქია. ბინა ვიყიდეთ და წამოსვლისას გავყიდით, არც კი ვიცი რამდენი ხმით დავრჩებით-თავი გააქნია გეგიმ
---
-ვნერვიულობ დეე-აკანკალებულმა ვუთხარი
-ნუ ნერვიულობ დედი, მართალია ვაჩე დამნაშავეა მაგრამ ვიცით რომ სიგიჟემდე უყვარხარ-მითხრა თბილად
-შევიდეთ??-ვკითხე და სასამართლო დარბაზისკენ ვანიშნე.
-კი წამოდი შენი ძმა უკვე იქაა-დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. ბევრ ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი და ბევრსაც უცნობს.ჩვენი ადგილი დავიკავეთ, მთელი ნახევარი საათი ველოდეთ როდის ჩემოიყვანდნენ „დამნაშავეს“ დარბაზში. გული ნამსხვრევებად მექცა როდესაც კარში შემოსულ ბორკილებდადებულ ვაჩეს მოვკარი თვალი, წვერი შესამჩნევად წამოსვლოდა, მაგრამ იღიმოდა, არა არ იღიმოდა, მე მიღიმოდა, თვალი გამამხნევებლად ჩამიკრა და სწრაფად მომაშორა მზერა. ვერ ვუსმენდი ვერაფერს. გული მტკიოდა ჩემს საყვარელ ადამიანს ესე რომ ვუყურებდი, ჩვენებაზე კვლავ იგივე გავიმეორე, იგივე რა, სიმართლე ვთქვი ყველაფერი, ადაზეპირებულივით ვიმეორებდი ტექსტს და ვაჩეს ვუყურებდი. მის ტკივილით სავსე თვალებს და მის საოცრად მომაჯადოვებელ ღიმილს, 1 საათიან შესვენებაზე ვიყავით გარეთ გამოსული ყავის დასალევად ელე რომ დავინახე კაფეში, გაბრაზებული მიყურებდა. დედაჩემს მიესალმა და 1 წუთი სალამაპაკო მაქვსო საპირფაპეშორსკენ გამიძღვა
-რამოხდა?
-რამოხდა? ხატია სერიოზულად? რეებს აბრალებ დიმიტრის? რა გატაცება?-ყვირილი დაიწყო ელემ
-აჰა მე ვაბრალებ?-ირონიულად ვუთხარი
-მას მე ვუყვარდი და ერთად ვიყავით, რა გატაცება ხატია? შენ და შენმა შეყვარებულმა სულ გარეკეთ?-არ ცხრებოდა ელე
-ალბათ ეგრე ძაანაც არ უყვარდი. მე იმას ვამბობ რაც სიმართლეა. გირჩევნია ჯერ გაარკვიო რა ხდება-ცივად ვუთხარი და გასასვლელისკენ წავედი
-შენ მე შეყვარებული წამართვი, არასდროს გაპატიებ ამას-მიყვირა, წამებში გავჩერდი და ირონიული ღიმილი ავიკარი. მისკენ შევბრუნდი
-არა ელე შენ კიარა ამას მე არასდროს გაპატიებ. მიმიფურთხებია შენი შეყვარებულისთვის. არ მაინტერესებს მან ის მიიღო რისი ღირსიც იყო.-ვუთხარი და კარი გამოვიჯახუნე
-წავედით რა-ვუთხარი დედას და კარში გამავალ გაბრაზებულ ელეს გავხედე ირონიულად
-რა გითხრა დედა ელენემ?
-არაფერი ისეთი. წავედით რა-სწრაფად დავტოვეთ კაფე.
-----
-არ შემოხვალ-მითხრა გეგიმ სწრაფად
-რატომ ვითომ?-გაბრაზებულმა ვუთხარი შესვლა ვცადე
-იმიტომ რომ ესეა საჭირო. აქ დარჩები და მოიცდი.
-კარგი-მძიმედ ამოვიხვნეშე და კომფორტულად ჩავეშვი რბილ სავარძელში. 10 წუთი..20 წუთი..30..40..50..60..61..62 . კარი გაიღო და იქედან კვლავ გაღიმებული ვაჩე გამოიყვანეს,
-ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი, ეს არ დაივიწყო-მომაძახა და სწრაფად გაუჩინარდა დერეფანში
-მიუსაჯეს?-თვალცრემლიანმა ვკითხე
-კი-თავი დამიქნია გეგიმ
-რამდენი?
-5 წელი
Tavi 14
აეროპორტში ვიყავი ჯერკიდევ ერთი საათი იყო დარჩენილი თვითმფრინავის აფრენამდე, არ ვჩქარობდით, ტირილით დავემშვიდობე დედას და სახლში გავუშვით, თავი გეგის მხარზე მედო და ვცდილობდი დავწყნარებულიყავი,
-ნახე ჩვენსკენ ვიღაც მოდის-დაიჩურჩულა გეგიმ, სწრაფად გავიხედე იმ მიმართულებით სადაც გეგიმ მიმითითა, მობეზრებულმა ჩავრგე გეგის კისერში თავი მტირალი ელენეს დანახვისას
-უთხარი რომ მძინავს-ყველაზე სულელური მიზეზი მოვიფიქრე
-ხატია-გავიგე ელეს ჩახლეჩილი ხმა
-ძინავს-სიცილით თქვა გეგიმ
-ნუ მასულელებ, ვიცი რომ ღვიძავს-შეუღრინა გეგის, სწრაფად ავწიე თავი
-რაგინდა?-უხეშად ვკითხე
-ბოდიშის მოხდა მინდოდა-დაიჩურჩულა და გვერდით მიმიჯდა
-გეგი ჩვენი წასვლის დრო არის ხო?-გავხედე გეგის და ფეხზე წამოვდექი
-ჰო წამო-ისიც ფეხზე ადგა და უკან გამომყვა. რამდენჯერმე გავაპარე მზერა ელესკენ რომელიც ისევ იქ იჯდა და ტირილით მიყურებდა
-რატო იჩხუბეთ თქვენ? ბაღიდან საუკეთესო მეგობრები არახართ?-გამომხედა გეგიმ
-დიტოს შეყვარებულია, თურმე მე მოვიგონე გატაცების ამბავი და შეყვარებული წავართვი, მისი შეყვარებული კი უცოდველი კრავია-ირონიულად ვუთხარი გეგის. თვალები მეხუჭებოდა ისე მეძინებოდა. ჯერ ვაჩეს სასამართლოს შემდეგ მთელი ღამე ტირილში გავატარე. შემდეგ მთელი დღე ბარგს ვალაგებდი და ღამის 2 საათზე კიდევ რეისი იყო. თვითმფრინავში რომ ავალთ კარგად უნდა გამოვიძინო,
-მოდი რა ჩამეხუტები-საწყლად ვუთხარი გეგის
-მოდი-სიცილით მითხრა და ხელი მომხვია. მეც წელზე მოვხვიე ხელი და თავი გულზე მივადე.
-ეხლაც მიკვირს როგორ გიძლებდი მთელი ორი წელი გამოდებილებული რო იყავი-თავი გავაქნიე და ღიმილით მოვშორდი.
-გაჩუმდი-წარბშეკრულმა მიბრძანა და ხელი ჩამკიდა. მალევე გამოაცხადეს ჩვენს რეისზე რეგისტრაცია, რომ გითხრათ სიხარულ ავედი თვითმფრინავშითქო მოგატყუებთ. მიჭრდა ჩემი ქვეყნის და ქალაქის დატოვება, ბევრი საყვარელი ადამიანი მეგულებოდა, მაგრამ მაინც ავედი! შემდეგ იყო დამღლელი მგზავრობა, მეძინა მაგრამ უფრო მოვითენთე. რომ ჩავედით პირდაპირ ახლად შეძენილი ბინისკენ ავიღეთ გეზი, დაღლილს ტაქსშიც გემრიელად დამეძინა, ბინა პატარა იყო ჩვენს სახლთან შეგარებით მაგრმ 2 ადამიანისთვის საკმარისი, 2 ოთახი, მისაღები, საერთო სააბაზანო და დიდი სამზარეულო, ორივე ოთახს აივანი ჰქონდა, მოკლედ კარგად მოვეწყვეთ, ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვიყავით. რადგან ზაფხული ახლოვდებოდა სკოლაში აღარ მივსულვარ, უბრალოდ ფრანგული ენის კურსებზე დავდიოდი მთელი ზაფხული, დავდიოდი რა დავდიოდით მე და გეგი, თავიდან სულ ვცდილობდით ერთმანეთში ფრანგულად გველაპარაკა რადგან ხალხთან ურთიერთობა არ გაგვჭირრვებოდა, შემდეგ შევეჩვიეთ და მშობლიურ ენას დავუბრუნდით. ხალხის გაოცებული სახე უნდა გენახათ ქართულად რომ დავიწყებდით საუბარს, ან თუნდათ ღამე რომ ვსეირნობდით და ქართული სიმმღერას წავიმღერებდით. მოკლედ რა! გეგი მუშაობდა! მე ვჭამდი! ამის გამო სულაც არ ვწუხდი, ბოლოსდაბოლოს პატარა და ვარ, მაგრამ დპირებული ვარ როგორც კი სრულწლოვანი გავხდები სამუშაოს დავიწყებთქო და დავიწყე კიდეც. კარგი ხელფასი იყო, ნუ მე მყოფნიდა, პლუს დედა გვიგზავნიდა ფულს ხშირად, რადგან მე მამას ვგავარ და გეგი დედას მას უფრო ეხერხება საჭმლის კეთება და არც წუწუნებს ისე მახვვედრებს საჭმელს ყოველ დღე, პირველი წელი? შეგუების ფაქტორი იყო. და ვაჩეს გარეშე ძალიან გამიჭირდა. მეორე? მეორე უკვე დამკვიდრება, ენის კარგად სწავლა და სამუშაოს ძებნა, მესამე იყო თუიყო, სამუშაოს პლიუს უნივერსიტეტი კიდევ კარგი კვირა დასვენების დღე იყო. კვირა დღეს მთლიანად ძილში და ძალების აღდგენაში ვკარგავდი, წლები სწრაფად მიზდევდა ერთმანეთს. მენატრებოდა ვაჩე, ყოველ ღამე მასზე ფიქრით ვიძინებდი და დილით მასზე ფიქრით ვიღვიძებდი. არ ვიყავი მოწყენილი და არც დეპრესიაში, მოთმინებით ველოდი იმ დროს როდესაც ის დაბრუნდებოდა. გახსოვთ? მითხრა თვითონ მოგძებნიო და მჯეროდა! მჯეროდა და რომც არ მოსულიყო სიცოცხლის ბოლომდე დაველოდებოდი, უკვე ძალიან მინდოდა დარჩენილი ორი წელი გასულიყო. მესამე წელი იწურებოდა გეგის რომ დაურეკეს დედაშენი ცუდადააო და გავვარდით პირდაპირი რეისით საქართველოში. 19 წლის ვიყავი, გეგი კი უკვე 28ის იყო და ხშირად ვეხუმრებოდი დაოჯახების საკითხზე. ის კი მეუბნებოდა რომ არ აპირებდა ფრანგი ქალის ცოლად მოყვანას. ქართული ოჯახი უნდოდა. ხო მოკლედ ეგრე იყო. პირველივე რეისით გავფრინდით საქართველოში და იქ ჩასულს დედა აეროპორტში დაგვხვდა, ჯანმრთელი და საღსალამათი. და მიზეზი არგაინტერესებთ? შვილები მოენატრა და ნახვა უნდოდა. სამსახურში შვებულება არ მისცეს და გადაწყვიტა ნებით თუარა ძალით მაინც ჩამოვეყვანეთ! ესეთი სულელი დედიკო გვყავს, იმ ღამეს ერთად ვიწექით სამივე. და-ძმა მონატრებულ დედას ჩახუტებულმა დავიძინეთ პატარა ბავშვებივით. -გეგი წამოდი რა ქალაქი დავათვარიელოთ რა-ავწუწუნდი მე ვითომდა პირველად ვიყავი აქ და მარტო ვერ გავიდოდი -მარტო გადი, ისე მომენატრა ეს სახლი უახლოესი ერთი კვირა არვაპირებ აქედან გასვას-მითხრა და დივანზე გაწვა, უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და ნაცნობ კიბეებს ფეხით დავუყევი. როგორ მომნატრებია აქაურობა. მთელი თბილი ფეხით შემოვიარე. ვაჩეს კორპუსს რომ გავუარე ვიფიქრე შევალ ელენეს ვნახავთქო მაგრამ მოომერიდა და თავდახრილი ჩავუარე ნაცნობ სადარბაზოს. იქვე სკვერში დავჯექი და ღრმად შევისუნთქე თბილისის სურნელი. გული მწყდებოდა მალევე რომ მომიწევდა აქედან წასვლა. რამოდენიმე დღე მარტო დავაბოტებდი ქუჩებში. შემდეგ იკადრა ძამიკომ და გამომყვა. კაფეში ვიყავით, მე ვსაუბრობდი გეგი კი ჩემს უკან იხედებოდა და ყურადღებას არ მაქცევდა
-ვის უყურებ?-გაბრაზებულმა შევტრიალდი უკან
-არ დააფეთო გოგო-სწრაფად შემომატრიალა
-ვინ?-გაკვირვებულმა ვკითხე
-ჩვენს უკან ზის გოგო, რომ მოვფრინავდით თვითმფრინავში ჩემს გვერდით იჯდა, მაგრად დამევასა, იცოდე უნდა მივიდე და არგამიქციო გოგო-მკაცრად მითხრა
-ფული?-ეშმაკურად ვკითხე
-100 გეყოფა?-მკაცრად გამომხედა
-150 და არ შეგაწუხებთ-ხელები ჰაერში ავწიე
-ამას სხვა დროს გაგახსენებ-თვალი ჩამიკრა და ფული მაგიდაზე დამიდო. ღიმილით ჩავიდე ჯიბეში ფული და გეგის სკამზე გადავჯექი რომ მეყურებინა როგორ კერავდა ჩემი ძმა გოგოს. ვუყურებდი და ჩემი ძმის როჟებზე დიდხანს ვიცინოდი. ბოლოს ესეც მომბეზრდა და ქუჩაში გავედი. აჰ ესეც ხო მოსაწყნია? ერთფეროვნება, ერთფეროვნება და ერთფეროვნება, უკვე წასვლის წინა დღე იყო და ცხვირჩამოშვებული ვეხუტებოდი დედას. ესე მალე იმიტომ მივდიოდით რომ გეგის უკვე შეყვარებული კვლავ საფრანგეთში ბრუნდებოდა გეგიმ კიდე აიჩემა ჩვენც წავიდეთო. მართალია სხვადასხვა ქალაქებში იქნებიან მაგრამ არც ისე შორს. ჩემი ზურგჩანთა გეგის გადავულოცე და დაბღვერილი დავჯექი წყვილისგან მოშორებით. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი რომ ფანჯარასთან ვიჯექი, გეგი რომ მჯდომოდა გვერდით კიდევ არ დამაჯენდა. არც შემიხედავს გვერდით ვიჯ მეჯდა თავი საზურგეს მივადე და ყურსასმენები გავიკეთე, ჩამეძინა, ვიცოდი ვიღაცის მხარზე მედო თავი მაგრად ვდარდობდი? არა.. ერთხელ მეც ხო უნდა შევაწუხო მგზავრობისას ვინმე. რომ გავიღვიძებდი მერე მოვუხდიდი ბოდიშს. ტკბილად მეძინა. სასიამოვნო არომატი ასდიოდა უცნობს თითქოს ნაცნობი და თან უცნობი. ვერ მოვისვენე და ერთ საათიანი ძილის შემდეგ თვალები ვჭყიტე
-ბოდიში, არ მინდოდა შემეწუხებინეთ-არც შემიხედავს ისე ვუთხარი ფრანგულად
-არ მესმის ფრანგული-თქვა ბოხი ხრიწიანი ხმით ქართულად. ჯერ მეგონა რომ ხმა უბრალოდ მეცნო, შემდეგ შემეშალა, ადგილზე გავშრი ნაცნობი ბარიტონის გაგონებისას, თვალზე ცრემლი მომადგა. არ მინდოდა შემეხედა, ვიცოდი ჯერ კიდევ ციხეში იყო და 2 წელი იქ უნდა ყოფილიყო, ვიცოდი ავხედავდი და იმედი გამიცრუვდებოდა როდესაც სხვა ბიჭის სახეს დავინახავდი.
-ბოდიში, არ მინდოდა შემეწუხებინეთ-გავიმეორე ხმის კანკალით ქართულად და თვალები დავხუჭე
-არ აპირებ შემომხედო?-თბილი ხმით მითხრა
-არა, ეს სიზმარია-ვთქვი ბუტბუტით და ხელზე ვიჩქმიტე. ამოვიგმინე როდესაც მაჯაზე ტკივილი ვიგრძენი
-დაიძინე, რომ ჩავალთ მერე გავარკვიოთ-დაიჩურჩულა და ცხელი ტუჩები გაყინულ შუბლზე მომაწება. ხელი მომხვია და გულზე ამიკრა
-ხომ არ მესიზმრება?-თვალი გავახილე და მონატრებულ სახეს ავხედე. თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ მაინც დატყუობია ბოლო სამი წელი
-არა დღეიდან სულ შენთან ვიქნები-ცხვირზე მომაწება ტუჩები და შემდეგ მაგრად ჩამიკრა გულში. კიდევ ერთხელ შევისუნთქე სასიამოვნო სურნელი შეუმჩნეველი კოცნა დავუტოვე მკერდზე და თვალები დავხუჭე. მაგრამ სწრაფადვე გავახილე იმის წარმოდგენაზე რომ შეიძლება რომ გამღვიძებოდა ის იქ აღარ ყოფილიყო. გასუსული ვიჯექი მთელი გზა და მის მკლავებში ვნებივრობდი. ბოლოს მხლოდ მაშინ მოვშორდი თვითმფრინავი რომ ეშვებოდა და ღვედი შევიკარი. უბრალოდ ვიჯექი და მის ხელს მივშტერებოდი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ის აქ იყო. მალევე მოიქცია ჩემი ხელი მისაში და გაღიმებულმა შემომხედა
-მომენატრე-მიჩურჩულა ყურთან
-მეც მომენატრე-ვუთხარი გულრწფელად და თავი მხარზე კომფორტულად დავადე
-მალე ჩავალთ და ჩაგეხუტები. შემდეგ აღარც გაგიშვებ. სულ ჩემთან იქნები,-თითებზე მაკოცა და თიმილით გადმომხედა. მეც გამეღიმა უხმოდ დავუქნიე თავი. ჩასული არ ვიყავი რომ დამეტაკა და თავის მკლავებში მომიქცია. მეც მოვხვიე ხელი. ესე გავედით აეროპორტიდან. უკვე ტაქსში ვჯდებოდი ჩემი ბედოვლათი ძმა და სარძლო რომ გამახსენდა
-გეგი და სალი სად არიან?-ვკითხე ვაჩეს
-მიაგნებენ სახლს-ღიმილით მითხრა და ლოყაზე მაკოცა
-ჯერკიდევ არმჯერა რომ აქ ხარ-დავიჩურჩულე და თავი მის ყელში ჩავრჩე
-უნდა დაიჯერო იმიტომ რომ აღარსაც ვაპირებ წასვლას. აქ სწავლის 1 წელს დახურავ და ისევ საქართველოში დავბრუნდებით, შემდეგ კი ქორწილი გვექნება-ჩამჩურჩულა ყურში სამომავლო გეგმები
-ჯერ სიყვარული უნდა ამიხსნა და შემდეგ ხელი მთხოვო, ისე არ მოგყვები-ღიმილით ვუთხარი
-ხოიცი რომ მიყვარხარ?-წარბშეკრულმა გამომხედა
-არვიცი-თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
-ანუ სიყვარულის ახსნა და ხელის თხოვნა ხო?-ღიმილით მკითხა და ხვირზე წამეთამაშა
-ჰო აბა როგორ გინდა?-ცალი წარბი ავუწიე
-კარგი. მოკლედ მთელი კვირით უნივერსიტეტსაც აცდენ და სამსახურს სერთოდ თავს ანებებ, ჩვენ მივემგზავნებით-ჩაილაპარაკა და თავზე მაკოცა.
-მოვედით-მითხრა ტაქსის მძღოლმა. ფული გავუწოდე და მანქანიდან უსიტყვოდ გადმოვედით.
-აბა როგორ შეეგუე უჩემოდ ცხოვრებას? თუმცა ეხლა მე ვარ აქ და ვერც მომიშორებ-ბარგი გამომართვა და ბინაში ამატანინა, კითხვა დავაიგნორე და მხოლოდ ღიმილით ვუპასუხე
-საჭმელი ისევ მე უნდა გავაკეთო?-ღიმილით მკითხა
-რათქმაუნდა-თავი დავუქნიე.
-ბარგი შეგიძლია გეგის ოთახში შეიტანო, გამოვიცვლი და სწრაფად დავბრუნდები-ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევიკეტე. თბილი ელასტიკი და სვიტერი გადავიიცვი. ფეხზე თბილი წინდები ამოვიცვი და თმა კოსად ავიკარი. ღიღინით გავედი სამზარეულოში. ვაჩე სკამზე იჯდა და დაბლა იხედებოდა
-რამოხდა?-ვიკითხე და წინ დავუდექი
-ლამაზი წინდებია-მანიშნა წინდებზე და დაბღვერილმა ამომხედა
-მადლობა-ვერ მივუხვდი სათქმელს.
-არგცივა? ფეხშიშველი ხარ და-არ ცვლიდა ტონს.
-არა თბილია-დაუფიქრებლად ვუპასუხე
-რამოხდა?-კვლავ გავუმეორე კითხვა
-საათს დახედე-მითხრა მკაცრად
-ღამის პირველის 10 წუთია-გაკვირვება ვერ დავმალე ხმაში
-და რიცხვი?
-25 თებერვალი-მხრები ავიჩეჩე
-10 წუთია უკვე შენი საქმრო 22 წლის გახდა შენ კი არც გახსოვს-ნაწყენმა ჩაილაპარაკა
-რაა? რატოომ არ მითხრი?-გაოცებულმა გავხედე.
-ეხლა გითხარი მაგრამ არც მილოცავ-სახე მოექუფრა.
-გილოცავ,-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-ეგ იყო? არმეყო-მითხრა და ჩემსკენ მოიწია სწრაფად მომხვია ხელი წელზე და გააზრებულიც კი არ მქონდა რომ უკვე მისი ცხელი ბაგეები ჩემსას ერწყმოდა, სიამოვნებისგან თვალები მივლულე, ფეხისწვერებზე ავიწიე და ხელები კისერზე შემოვხვიე
-იქნებ აქვე ამეხსნა სიყვარული რას იტყვი?-მკითხა ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია
-და დაბადების დღის საჩუქარი რომ გაგიკეთო და მე დაგასწრო თქმა რა აზრის ხარ?-ვკითხე და სწრაფად მოვშორდი პასუხის მოლოდინში.
-მოდი შენ მკითხე მე ქმრად თუ გამოგყვები. მგონი ორივემ ვიცით ჩვენი გრძნობების შესახებ-მითხრა ღიმილით
-გამომყვები ქმრად?-ვკითხე და ხელები კისერზე უფრო მაგრად მოვხვიე
-დავფიქრდები, ხვალ გეტყვი პასუხს მას შემდეგ რაც 3 წლის წინ წაგებულ სურვილს ამისრულებ-გაიღიმა და მოწყევტით მაკოცა ბაგეებზე
-დაფიქრდები?-წარბი ავუწიე
-ჰო კარგი თუ ასე დაჟინებით გინდა რო შენი ქმარი ვიყო და სულ შენთან ვიყო, სულ მე გიმზადო საჭმელი (ამაზე თვალები გადაატრიალა) იქნებ ბავშვიც მე გამეჩინა?-ღიმილით გამომმხედა
-კარგი აზრია. შენ ბავშვი გაზარდე მე კიდევ წავალ და ვიმუშავებ-სიცილით ვუთხრი
~-ოეე ააწყო გეგმები ეხლა ამან-გაბრაზებულმა გამომხედა.
-ბავშვსაც შენ გააჩენ და შენ გაზრდი. მოკლედ დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გამოგყვე ქმრად
-ხომ იცი როგორ მჭირდები?
-აბა როგორ-ღიმილით მკითხა
-ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი...
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

S o f i a
კითხვა მაქვს: ეს ისტორია შენ რატომ დადე? O.o


S o f i a
კითხვა მაქვს: ეს ისტორია შენ რატომ დადე? O.o

Imitom rom naxevrad misi dawerilicaa es istoria, orive ertad vwerdit da sachirod chavtvale masac hqonoda dadebuli. Imedia winaagmdegi aravinaa

 


№2 სტუმარი Natia

ძალიან კარგი იყოოო ვისიამოვნე .

 


№3 სტუმარი მარიკუნაა მარი

ეს იყო საოცრება <3 დიდი მადლობა
ავტორს

 


სასწაული იყო
--------------------
romantikosi mwerali

 


№5  offline წევრი Firefly

მომეწონა ძალიან
--------------------
M.T

 


№6  offline წევრი OnlyGirl

ძალიან მომეწონა <3 ყოჩაღ <3333

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ძალიან მომეწონა ყოჩაღ love

 


№8 სტუმარი Anna

მართლა კარგი ისტორიაა <3

 


№9 სტუმარი ლედი

კი კარგია
თავისი უბრალო და განსხვავებული წერის მანერით
სიამოვნებით ვიხილავდიშემდეგ ნაშრომსაც????

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესოა განსხვავებული სასიამოვნო წასაკითხი იყო ვიხალისე მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent