შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (13)


22-02-2016, 00:15
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 5 818

სანამ ტასოს გაშლილი ხელი პირდაპირ სახეში არ მომხვდა,მანამდე ვერ მოვედი გონს. გაბრიელის ნათქვამი სიტყვები ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა და გაშტერებული ვცდილობდი მათ გაანალიზებას. მართლა მიკვირდა რა იყო ამაში განსაკუთრებული და ასეთი მძაფრი რეაქცია რატომ მქონდა,მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. იმდენად მოულოდნელი და ამავდროულად სასიამოვნო იყო მისი პირით ნაქთვამი სასურველი წინადადება,რომ ყოველი გახსენებისას უნებურად მეფინებოდა სახეზე ღიმილი.
გაბრიელი ტასოს ეთამაშებოდა და სულ არ მაქცევდა ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, ვერც კი შენიშნა ჩემი რეაქცია თავისივე სიტყვებზე. ღიმილით შევცქეროდი გაცინებულ გულედანს და მისი ლამაზი,სხივმოციმციმე თვალების ყურებისას უნებურად მიჩნდებოდა მასთან ჩახუტების სურვილი.
მასზე ფიქრებმა ისე გამიტაცა და რომ ვერ მივხვდი ჩემს უტაქტობას. გადავწყვიტე სამზარეულოში გავსულიყავი და დინარა ბებიასა და სალომეს რამეში დავხმარებოდი. ფეხზე წამოვდექი თუ არა,გაბრიელი მაშინვე მომიტრიალდა.
-საით? _მკითხა ჩვეულებრივი ტონით.
-წავალ,მივეხმარები,ისეც შევაწუხეთ .
-ტყუილად მიდიხარ,ხელს არ მოგაკიდებინებენ არაფერზე,მაგრამ ვიცი შენსას არ მოიშლი და სამზარეულო მარცხნივაა,პირველივე კარი.
კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და ოდნავ შევაღე.
-მოდი ნინე,რა ქურდივით იპარები. _მითხრა სალომემ.
ქურდის ხსენებაზე გაბრიელი გამახსენდა და ისევ გამეღიმა.
-რამეში მოგეხმარებით. მაინც ტყუილად ვიჯექი იქ. _ვთქვი მორიდებით.
-აბა რას ამბობ,შვილო,სტუმარს მასპინძელმა ხელი როგორ გაგასვრევინო, _მითხრა ღიმილით ქალმა და სკამზე მიმანიშნა. _აი,აქ დაჯექი ახლა და შენი ხმა არ გავიგონო!
-ძლიან გთხოვთ,პროდუქტს მაინც დაგიჭრით... _ვუთხარი და სალომეს თვალებით დახმარება ვთხოვე.
-დადა (ბებია-სვანურად),ხედავ,ნინეც შენნაირი ჯიუტი ყოფილა. _გაიცინა სალომემ და ბოსტნეული გამომიწოდა. _კარგი,დაჭერი თუ გინდა,მაგრამ მეტად ხელი არაფერს მოკიდო,თორემ ხომ ხედავ ბებიაჩემი როგორ იბღვირება. მეც მომკლავს და შენც თან მიგაყოლებს. _სალომეს ისევ გაეცინა და წარბშეკრულ ქალს გადახედა.
სიამოვნებით ვჭრიდი ბოსტნეულს და მასპინძლების შეკითხვებს ვპასუხობდი.
-სადმე სწავლობ,შვილო? _მკითხა ქალმა.
-არა,არ ვსწავლობ. სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე,მაგისტრატურაც დავხურე და ახლა ექთნად ვმუშაობ საავადმყოფოში.
დინარას სახე ბედნიერებისგან გაებადრა.
-ხედავ? _გადახედა სალომეს,რომელიც ეშმაკურად იღიმოდა. _სულ მინდოდა ჩემი რომელიმე შვილიშვილი ექიმი გამხდარიყო,მაგრამ არცერთი არ წავიდა ჩემი ცხონებული ქმრის კვალზე. ახლა მაინც ამიხდა ოცნება,რომ დავბერდები პატრონი მეყოლება. _გაეცინა ქალს.
-დაიცა,ისე არ გყავდა პატრონი? _ღრენით იკითხა სალომემ.
-ვხუმრობ,შვილო,ვხუმრობ! სალომე,წამომყევი შვილო,ხილი ამომატანინე,მარტო ვერ ამოვზიდავ იმას მე.
-გაბრიელს ვეტყვი ახლავე. _ფეხზე წამოვხტი და გასასვლელისკენ წავედი.
-არა,შვილო,იყოს ეგ იქ,ბევრი კი არაფერია,სულ ცოტაა წამოსაღები ,მაგისთვის არ ღირს ახლა მაგის შეწუხება. შენ იყავი და დაასრულე რასაც აკეთებდი,ახლავე მოვალთ ჩვენ.. _ღიმილით მითხრა დადამ და სალომესთან ერთად გავიდა გარეთ.
უკანასკნელ კარტოფილს ვჭრიდი,როცა უკნიდან ხელების მოხვევა ვიგრძენი. იმდენად გამაჟრიალა მისი შეხებისას,რომ ვერც შევნიშნე როგორ ჩამოვისვი დანა საჩვენებელ თითზე. როცა საშინელი წვა ვიგრძენი,მხოლოდ მაშინ დავიხედე გაჭრილ ადგილას.
-რა ქენი,ნინე? _შეშფოთდა გაბრიელი და კარადიდან ბინტი გამოიღო.
-სულ შენი ბრალია,გული გამიხეთქე. _ჩავილაპარაკე ნაწყენმა და სისხლიანი თითი გავუწოდე.
-მაპატიე,რა ვიცოდი ასე თუ შეგეშინდებოდა. _მითხრა შეწუხებული ხმით და თითი ცივ წყალში ჩამაყოფინა.
-კარგი,არაუშავს.
-რა არაუშავს,ვერ ხედავ ხელი რას გიგავს?
-გაბრიელ,თითი გავიჭერი რა მოხდა მერე.. _გამეცინა.
გულედანმა შეკრული წარბებით გადამიხვია ჭრილობა.
-რას მებღვირები ერთი ვერ გავიგე,შენს გამო გავიჭერი თითი და კიდევ შენ ბრაზობ? _ვკითხე სიცილით.
-რა ჩემი ბრალია,ჩემს შეხებაზე თუ კანკალებ? _მკითხა მაცდური ღიმილით და მთელი სხეულით ამეკრო.
-რას აკეთებ,სალომე და ბებია რომ შემოვიდნენ სირცხვილია..
-რა არის სირცხვილი,ჩემს შეყვარებულს რომ ვეხუტები?
რაღაცის თქმას ვაპირებდი,როცა სამზარეულოში სალომე და დინარა შემოვიდნენ. მაშინვე დენდარტყმულივით მოვშორდი თვალებანთებულ გულედანს.
ამის დანახვისას გაბრიელმა გაიცინა და თვალი ალმაცერი ღიმილით ჩამიკრა.
-ნინე,თითზე რა მოგივიდა? _მკითხა შეწუხებულმა სალომემ.
-თითი გავიჭერი შემთხვევით.
-ჩემი ბრალია,ცოტა დავაბნიე. _ირონიულად ჩაილაპარაკა გაბრიელმა და სამზარეულოს დახლს ხელებით დაეყრდნო.
-სი,წელ! (სვანურად-შე ვირო!) _ჩაიქირქილა დინარამ და ჩემი თითი თავის დანაოჭებულ ხელებში მოიქცია. _თან როგორ შეუხვევია,რა იყო ბიჭო,თვალებში ვერ იყურები?
-ხედავ ნინე? შენს გამო ოჯახის წევრებიც მლანძღავენ უკვე. _გაეცინა გულედანს. _წავალ,ტასოს მივხედავ. _მალულად ჩამიკრა თვალი და გაუჩინარდა.
ძლივს ჩავიცხრე აწითლებული ლოყები და სალომესთან ლაპარაკში გადავიტანე ყურადღება.
გემრიელი კუბდარების,საჭმლისა და ტასოსთან ერთად ბევრი თამაშის შემდეგ მე და გაბრიელმა სახლი დავტოვეთ. დაბმული ცხენები სახლში დავაბრუნეთ და სასეირნოდ ჩავუყევით სვანეთის ლამაზ მთებს.
გაბრიელმა ხელი გადამხვია და მაგრად ჩამიხუტა.
-გეყოფა,ვეღარ ვსუნთქავ.. _მისი მოშორება ვცადე.
-თითი როგორ გაქვს? _მკითხა შეწუხებულმა,ჩემი „გაფუჭებული“ თითი ხელში მოიქცია და ნაზად მაკოცა. _სულელი ვარ,ვერ გავთვალე,რომ ჩემს შეხებაზე იბნევი ხოლმე და აი შედეგიც.
თითი მაშინვე გამოვგლიჯე ხელიდან და გაბრაზებულმა ჩავიქირქილე.
-ჰა ჰა ჰა,ძალიან სასაცილოა. _გამოვაჯავრე და დავწინაურდი.
-კარგი,ნუ მებუტები,ხომ იცი ყველანაირი მიყვარხარ. _გაეცინა გულედანს.
ეს სიტყვა კიდევ ერთხელ გავიგე და ტანში ისევ გამაჟრიალა.
-დღეს მეორედ მითხარი,რომ გიყვარვარ.
-კარგი,აღარ გეტყვი ხოლმე. _გულედანმა წარბები შეკრა და წინ წავიდა.
-არა,ეგ არ მიგულისხმია,გაბრიელ,მოიცადე რაა...
უეცრად ხარხარი აუტყდა,მე კი ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეში.
-საზიზღარი ხარ! სულ მაბრაზებ! _ტირილი ძლივს შევიკავე და გამწარებული გავვარდი წინ ჩქარი ნაბიჯებით.
გულედანი სირბილით გამომყვა უკან,თან მესმოდა როგორ ფხუკუნებდა.
-კარგი,კარგი მეტს აღარ ვიზამ. _გაეცინა და მკლავში ხელი მომკიდა.
-დამანებე თავი!
-ნინე,ნუ ბავშვობ,თორემ ძალიან გაგიბრაზდები. _ხმა დაუსერიოზულდა გულედანს.
ვიცოდი რაღაც უაზრობაზე,რომ ვიბუტებოდი,მაგრამ ჩემს ხასიათს რა ვუთხარი,არასდროს მაძლევდა დათმობის უფლებას.
არაფერი მითქვამს,ჯიუტად ვაგრძელებდი გზას.
-ნინე,უკვე ნერვები მეშლება! _გაბრიელს ხმა გაებზარა.
-დამანებე თავი,რომ გეუბნები!
-ასე არა? _ეშმაკურად გამიღიმა. _კარგი,როგორც შენ გინდა. _მომენტალურად წარბები შეკრა და გადამისწრო.
თითქმის ერთდროულად შევედით სახლში. ზედ არ მიყურებდა,უხმოდ ჩამოჯდა სავარძელში,ტელევიზორი ჩართო და ურცხვად მიაშტერდა ეკრანს.
სპეციაულურად დავჯექი მის წინ,უაზროდ ვაკაკუნებდი ხელს ხის მაგიდაზე. ვხედავდი,როგორ ეჭიმებოდა გაბრიელს კისრის ძარღვები,თუმცა სპეციალურად არ ვჩერდებოდი. რამდენჯერმე ისეთი მზერით გადმომხედა,ვიფიქრე საცაა თავს წამაცლის-მეთქი,მაგრამ ჯიუტად არაფერს მეუბნებოდა. მალე ესეც მომბეზრდა და ახალი გასართობი ვიპოვე. ახალ დარეცხილი ჭურჭლის თავიდან დახეხვა დავიწყე. ჭურჭელს ისე ვამხაურებდი,რომ გაბრიელს ტელევიზორის ყურებაში ხელი შეშლოდა.
სულ ტყუილად,რეაქციაც არ ჰქონია გულედანს. იჯდა და მშვიდად გაჰყურებდა გამოსახულებებს. ისე გავბრაზდი,მზად ვიყავი მივვარდნოდი და ის კმაყოფილი გამომეტყველება სახიდან მომენტალურად ჩამომერეცხა.
თავი ძლივს შევიკავე,მშვიდად მივედი მასთან და ზრდილობიანად ვკითხე.
-ყავა ან ჩაი ხომ არ გინდა?
-არა. _ისე მიპასუხა არც შემოუხედავს ჩემთვის.
გამწარებული შევვარდი სამზარეულოში და ჩაის გაკეთება დავიწყე.
რამდენიმე წუთში გულედანი შემოვიდა. ნელი მოძრაობით გადმოიღო ჩაის ფინჯანი თაროდან,ჩაის ფერი შიგნით ჩადო,ასევე მშვიდად ჩაყარა რამდენიმე კოვზი შაქარი და ცხელი წყალიც გამომეტყველების შეუცვლელად დაასხა ზევიდან.
-აბა,ჩაი არ მინდაო? _ვკითხე გაცოფებულმა.
-მე შენი გაკეთებული ჩაი არ მინდოდა. _მხრები აიჩეჩა და ისე მითხრა,თითქოს რაღაც ჩვეულებრივ წინადადებას მეუბნებოდა.
-ჰოდა,დალიე ეგ შენი უგემური ჩაი. _დავისლუკუნე და დივანზე ჩამოვჯექი.
ვიფიქრე,მოვა და შემირიგებს-მეთქი,მაგრამ გულედანი არც განძრეულა. მშვიდად შეექცეოდა ჩაის და ისე იქცეოდა,თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ცალი თვალით სამზარეულოსკენ ვიხედებოდი. როცა ჩაის სმა დაასრულა,ფინჯანი ნიჟარაში ჩადო და წასვლა დააპირა.
-როცა,რაღაცას მიირთმევ,დასვრილი ჭიქა ან თეფში უნდა გარეცხო ხოლმე! _ვუთხარი უკმეხად.
არაფერი უთქვამს,მხოლოდ ჩაიცინა. შემდეგ ფინჯანი გარეცხა,ადგილზე დააბრუნა და გარეთ გავიდა.
ფანჯრიდამ დავინახე,როგორ მოთავსდა ჰამაკში და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მიაშტერდა. წამიერად მომინდა მივსულიყავი,გვერდით მივწოლოდი და მთელი გრძნობით მეთქვა,როგორ მიყვარდა,მაგრამ ქალური სიამაყე უფლებას არ მაძლევდა წყენა დამევიწყებინა.
არადა,რაზე გავბრაზდი?
რაღაც სისულელეზე.
ვიჯექი და ტელევიზორს მივშტერებოდი. ვერც კი შევნიშნე,როგორ წამომივიდა ცრემლები. რა მატირებდა არც ვიცოდი. ახლა იმაზე ვბრაზდებოდი,როგორ შეეძლო ამ ბიჭს ნებისმიერ წამს ავეტირებინე,მაშინ როცა ცხოვრებაში ჩემი ცრემლები რთულად სანახავია.
გაბრაზებული წამოვხტი და გარეთ გავვარდი,რომ გულედანისთვის ყველაფერი მეთქვა,რაც ენაზე მომადგებოდა.
თავზე დავადექი გაბრიელს.
მთვარის შუქი პირდაპირ სახეზე ეცემოდა. ისე ლამაზად ბრწყინავდა მისი მკვეთრი,იაგუნდისფერი თვალები,რომ წყენა კი არა,რა მერქვა ის დამავიწყდა.
წყენამაც გადამიარა და მისი ჩახუტების სურვილმაც შემიპყრო. თავიდან ბოლომდე.
უკითხავად ჩავწექი ჰამაკში და თავი მხარზე დავადე.
გაეცინა. ტუჩები ლოყაზე მომადო და მაკოცა.
-იტირე? _მკითხა ღიმილით.
-როგორ მიხვდი?
-ლოყა გაქვს მარილიანი. _გაეცინა გაბრიელს. _რა გატირებდა?
-აბა,არ მირიგდებოდი და.. _ჩავიბურტყუნე და ცხვირი მის ყელში ჩავრგე,რომ მოწოლილი ცრემლები შემეკავებინა.
გაეცინა. ისე საყვარლად მოეჭმუხნა ლოყები,რომ მეც გამეღიმა.
-ჩემი შტერი გოგო! _გულედანმა მაგრად მომხვია მკლავები და მიმიხუტა._ რაზე გაბრაზდი,შენ მაინც თუ იცი?
-არა,არ ვიცი. _გამეცინა. _რატომ არ მაქცევდი ყურადღებას?
-ვიცოდი,რომ შენ მოხვიდოდი ჩემთან და იმიტომ. _გაეღიმა და ისევ მაკოცა.
-რა საზიზღარი ხარ!
-კიდევ მე ვარ საზიზღარი? რაზე გამებუტე აბა?
-კარგი ჰო!
-როგორი მარილიანი ლოყები გაქვს,ბევრი გიტირია, როგორც ჩანს. _გესლიანად ჩაიცინა და მობუსხულ ტუჩებზე წამეტანა. _მე მახსოვს რაზე გაიბუტე!
-რაზე? _თავი მოვიკატუნე.
-დაფიქრდი და თუ ვერ გაიხსენებ,მერე გეტყვი! _თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და მიმიხუტა.
ძალიან დიდხანს ვიწექით ჰამაკში. მთელი სხეული დამიბუჟდა,მაგრამ ადგომა მაინც არ მინდოდა.
მის მკლავებში თავს ისე მშვიდად,კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობდი,რომ არც მიფიქრია გავნძრეულიყავი.
მისი გულისცემის მოსმენისას,ხანდახან სუნთქვაც მავიწყებოდა. გაბრიელი შიგა და შიგ ნაზად მკოცნიდა შუბლზე.
-გაბრიელ!
-გისმენ. _მითხრა ღიმილით და თვალები მომანათა.
-მეც ძალიან მიყვარხარ!
ჩაეცინა. მთელი გრძნობით მაკოცა და შემდეგ მშვიდად ჩაილაპარაკა,არეული და ამღვრეული ხმით.
-ვიცი!
_______
ძალიან ვწუხვარ ბავშვებო,რომ ასე დაგიგივიანეთ,მაგრამ თქვენც უნდა გამიგოთ. აბიტურიენტი ვარ და ძალიან ცოტა დრო მაქვს :((
პატარა თავისთვისაც ბოდიში,შემდეგში ავანაზღაურებ :დდ
დიდი მადლობა კომენტარებისთვის,ძალიან მიყვარხართ <3 <3



№1 სტუმარი Fuck normality

Mec dzalian mikvarxar amis daweristvis ❤❤

 


ძალიან კარგი ისტორია და თავია იქნებ მოახერხო და მალე დადო შემდეგი
--------------------
romantikosi mwerali

 


№3 სტუმარი .............

sayvarlobaa :d

 


№4  offline წევრი natia-natia

აი ძაან საყვარლები არიან

 


№5  offline წევრი შამხათი

სუნთქვა დამავიწყდა, მართლა...

 


№6  offline წევრი kiko

გაბრიელ მეც მიყვარხარ

 


№7 სტუმარი juna juna

love საყვარლობაა ^_^ იმედია მალე დადებ შემდეგ თავს <3

 


№8  offline წევრი masu

ძაან მაგარია და მალე დადე რა ნუ გვალოდინებ <3

 


№9  offline წევრი Reny

აღარ გააგრძელებ? :(

 


№10 სტუმარი Teo..

Sad daikarge??? Axar agrzeleb?? Gelodebi ramdeni xania.

 


№11  offline წევრი Crystal

ისტორიის ასე მიტოვება უსამართლობაა, არიცი ალბათ აქ რამდენი მკითხველი გელოდება :( ძალიან გთხოვ გააგრძელე რა <3

 


№12  offline წევრი Gone With Dreams

ვაიმე,თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ,თავი უკანასკნელი არამზადა მგონია მართლა :დ ვიცი ბავვშვებო,ძალიან უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი,მაგრამ მართლა არ მქონდა დრო. ამ დღეებში აუცილებლად დავამატებ ახალ თავს :*
--------------------
...

 


№13  offline წევრი kiko

აღარ დებ? ამ დღეებში რა დღეს გულისხმობ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent