შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (12)


16-02-2016, 00:47
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 6 188

-რას ნიშნავს ცოტა ხნით მომიტაცე? _გავიოცე და კუშტი მზერით გავხედე.
-არ ვიცი მოტაცების მნიშვნელობა როგორ აგიხსნა.. _თქვა სერიოზული სახით,არადა ვიცოდი გულიანად გაცინება ახლა ყველაფერს ერჩივნა.
-გაბრიელ,მისმინე. ეს არ არის სასაცილო,დემეტრე ინერვიულებს და ახლავე დამაბრუნე სახლში!
-დემეტრესგან ნებართვა მაქვს.
-რა? დემეტრემ ჩემი მოტაცების უფლება მოგცა? _გამეცინა. _შანსი არ არის!
-ნუ,მთლად მოიტაცეო ასე არ უთქვამს,მაგრამ იცის რომ სავენთში მივდივართ,ამიტომ ასე უაზროდ ნუ წიკვინებ. _გამიღიმა და სიჩქარეს უმატა.
-ეს უნამუსობაა! გააჩერე ახლავე!
გაბრიელმა მანქანა გააჩერა და კმაყოფილი მზერით მომაჩერდა. კარის გაღება ვცადე,მაგრამ დაკეტილი იყო. კიდევ კარგა ხანს ვეჯაჯგურე,როცა დავრწმუნდი კარის გაღებას არ აპირებდა,გამწარებული მივაჩერდი.
-დაკმაყოფილდი? _გაიცინა და მანქანა დაძრა. _ახლა გავაგრძელოთ გზა,თორემ დილამდე ვერ ჩავალთ.
-იდიოტო! _დავიღრინე,ხელები გულზე დავიკრიფე და თავი ფანჯრის მინას მივადე.
კმაყოფილმა ჩაიცინა.
არ ვიცი როდის ჩამეძინა,მაგრამ როცა გავიღვიძე,უკვე ლაჰილში შვედიოდით. საათს დავხედე,სამი სრულდებოდა. გაბრიელმა მანქანა ეზოში შეაყენა და გადავიდა.
-არ აპირებ გადმოსვლას? _იკითხა სიცილით.
-არა,გაბრაზებული ვარ შენზე!
-კარგი. _სერიოზულად მითხრა და შინ შევიდა.
საშინლად გავბრაზდი მასზე. სიბნელეში მარტო დამტოვა,თვითონ კი სახლში შევიდა და ალბათ ახლა,კომფორტულად და მოხერხებულად სძინავს. გაბუტულს ცრემლები წამსკდა,მაგრამ სწრაფად მოვიწმინდე და საკუთარი თავი ძლივს დავამშვიდე.
„გაუთლელი ხეპრე,ხისთავიანი იდიოტი!“
გაბრიელს ასეთი „ტკბილი“ სიტყვებით ვლანძღავდი,როცა მობილურზე შეტყობინება მომივიდა. რა თქმა უნდა,მისგან.
„სხვათა შორის,ჩაი ძალიან გემრიელია,შენს ადგილას უარს არ ვიტყოდი.“
ჩაის გახსენებისას ტანში სასიამოვნოდ გამაჟრიალა. სიამაყე ჯანდაბაში მოვისროლე და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე სახლისკენ. ბნელი მოსახვევი ისეთი სისწრაფით გავიარე,რამდენჯერმე კინაღამ წავიქეცი. როგორც იქნა სახლის კარი შევაღე და მაშინვე სამზარეულოში შევვარდი,სადაც გაბრიელი მხიარული სახით შეექცეოდა ჩაის.
ფეხები სკამზე შემოეწყო,კაპიუშონი წამოეფარებინა და თვალები ოდნავ მოეჭუტა.
-აჰ,მოხვედი? დიდხანს გაძელი,ხომ იცი...
-ჩაის გამო მოვედი,თორემ შენ სულ არ მაინტერესებ... _ჩავიქირქილე და ცხელი წყალი ჭიქაში დავასხი.
გაბრიელს გაეცინა.
-რა გაცინებს?
-ძალიან სასაცილო ხარ! თან საყვარელი!
-რომ გეუბნები ქურდი ხარ-მეთქი,არ გჯერა. სხვის სახლში ღამით ჩუმ-ჩუმად იპარები,ახლა მე მომიტაცე და კიდევ მემართლები აქ! ასე არ შეიძლება.. _გაბუტული ბავშვივით ვლუღლუღებდი და თან ჩაის ვურევდი.
-ჯერ ერთი,სხვის სახლში კი არა ჩემი საუკეთესო მეგობრის სახლში შევედი,თანაც ძალიან სამართლიანადაც. როგორც იცი,იმ დღეს სიურპრიზის გაკეთება მინდოდა,მაგრამ ერთმა ალქაჯმა ყველაფერი ჩამიშალა და კინაღამ საიქიოს გამისტუმრა. რაც შეეხება შენს მოტაცებას,რაც მე მეკუთვნის ის მოვიტაცე,სხვა ხომ არაფერი... _გაეღიმა და სანამ რამეს ვიტყოდი დაამატა. _თანაც სულ ცოტა ხნით... აბა შენ სულ რა გაგიძლებს!
ბრაზი პირდაპირ სახეში მომაწვა.
-მე შენი საკუთრება არ ვარ და მერე მეორეც,იოცენებე რომ ჩემთან იყო სულ! _ძლივს შევიკავე თავი არ ავტირებულიყავი.
გაბრიელმა პირზე ხელი მიიფარა,რომ არ გასცინებოდა.
-შეგიძლია გაიცინო,არ მაინტერესებს! _დავიღრინე და ცხელი სითხე მოვსვი.
-ნინე,კარგი რა,როდემდე უნდა იყო გაბუტული? _გაეცინა გულედანს.
-როდემდეც მინდა! _პატარა ბავშვივით ჩავილაპარაკე.
-კარგი,მაშინ მე წავალ და დავიძინებ. _სერიოზული სახით მითხრა და გასასვლელისკენ დაიძრა,მაგრამ თითქოს რაღაც დაავიწყდაო,უცბად შემომიტრიალდა და გააგრძელა. _ისე,ჩვენს წინ რომ სახლია,მიტოვებულია. უკვე დიდი ხანია მანდ აღარავიინ ცხოვრობს,არადა ადრე ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა. სამწუხაროდ გარდაიცვალა და ამბობენ რომ ღამით სახლში მისი სული დაძრწის. თუ რამე ხმა გაიგე,არ შეგეშინდეს,ისეთი არაფერია.
მონოლოგი სერიოზული სახით დაასრულა და კიბეებისკენ წავიდა.
მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ყოველთვის მეშინოდა ასეთი რაღაცების. ბავშვობაში თორნიკე და დემეტრე მაშინებდნენ ხოლმე სისხლიანი მერითა და შავებში ჩაცმული ქალებით. როცა გავიაზრე,პირველ სართულზე სულ მარტო ვიყავი,შუქი მხოლოდ სამზარეულოში ენთო და მეზობელ სახლში მოხუცი ქალის სული დაძრწოდა,კინაღამ შიშისგან გული წამივიდა.
მაშინვე წამოვხტი,სულმოუთქმელად ავირბინე კიბეები და გაბრიელის ოთახში შევვარდი. საწოლზე იწვა და მშვიდად ეძინა. არც დავფიქრებულვარ,მაშინვე გავიხადე მოსაცმელი და ტანსაცმლიანად მივუწექი გვერდით.
მისი სიტყვები სულ გონებაში ტრიალებდა და საშინლად მეშინოდა ოთახში გამეფებული სიჩუმის. ბოლოს მის სხეულს მივეკარი და ცხვირი გულედანის მკერდში ჩავრგე.
მისი კმაყოფილი სიცილი გავიგონე,გაბრიელმა ხელი მომხვია და მაგრად მიმიხუტა გულზე.
-გაბრიელ,იქ მართლა ცხოვრობენ სულები? _ჩავიჩურჩულე და უფრო მჭიდროდ მივეკარი.
-ჰო,აბა ხომ არ მოგატყუებდი? _მანაც ჩურჩულითვე მიპასუხა.
-ვაიმე,ახლა გავგიჟდები... _ავსლუკუნდი.
-ნუ გეშინია,სიცოცხლეში მაგ ქალს ვუყვარდი და არაფერს დაგვიშავებს. _გაბრიელმა სერიოზული ხმით მიპასუხა. _ახლა დავიძინოთ...
-იცოდე,არ იფიქრო,რომ შეგირიგდი,უბრალოდ ახლა ძალიან მეშინია და სხვა ოთახში ვერ დავიძინებ.. _ვუთხარი ჩურჩულით.
-კარგი,კარგი! _გაეჩინა და თავზე მაკოცა. _დაიძინე ალქაჯო!
მისი სურნელით გაჟღენთილს,ძილმა მალე წამართვა თავი.
^ ^ ^
მზე უკვე კარგად აჭერდა,როცა გამეღვიძა. გაბრიელი ოთახში არ იყო. გუშინდელი ნაამბობი გამახსენდა და მაშინვე ფეხზე წამოვხტი. სწრაფად დავიბანე სახე და მაშინვე დაბლა ჩავედი გაბრიელის საძებნელად.
-გაბრიელ! _ვიყვირე და ოთახებს დავუყევი.
გულედანი არ ჩანდა. კინაღამ გული გამისკდა. ეზოში ვაპირებდი გასვლას,მანქანა რომ შემემოწმებინა,როცა მას შევეჯახე.
-მერამდენედ უნდა დამეჯახო? _მკითხა სერიოზული სახით. _ერთხელაც იქნება მაგ პაწაწინა ცხვირს გაიტეხავ. _მითხრა და ცხვირზე თითი დამკრა.
ხელებში უამრავი პარკი ეჭირა. შიშისგან გათიშულს აზრადაც არ მომსვლია მივხმარებოდი.
-ჰა,მომეხმარები ახლა თუ დიდხანს გააგრძელებ ჩემი თვალებით ტკბობას? _ირონიულად ჩაიცინა.
-სულაც არ ვტკბებოდი შენი თვალებით,უბრალოდ იმ სახლზე ვფიქრობდი. გაბრიელ წავიდეთ რაა! _პარკები გამოვართვი.
გულედანს უეცრად ისეთი ხარხარი აუტყდა,შიშისგან პარკები ხელიდან გამიცვივდა.
-რა იყო,გული გამისკდა! _დავიღრინე. _გაბრიელ რა გაცინებს?
-ნინე,ის ყველაფერი მართლა დაიჯერე? _მკითხა,როცა სიცილს მორჩა.
-დაიცა... მომატყუე? _სასოწარკვეთილი ბავშვის ხმა მქონდა,რომელსაც ტკბილეულის ჭამის უფლებას არ აძლევენ.
-აბა სხვანაირად სხვა ოთახში დაიძინებდი,მე კიდევ ისე გემრიელად მეძინა შენთან ერთად ჩახუტებულს მთელი ღამე,რომ სხვანაირად არ შემეძლო. _მითხრა სერიოზული სახით და პაკრებიდან რაღაცების ამოლაგებას მოჰყვა.
წამით სუნთქვა შემეკრა. მერე გონს მოვედი და მთელი ძალით გავარტყი სილა გულედანს.
-საზიზღარო,ვერ გიტან! იცი როგორ შემეშინდა? ძლივს დავიძინე,გაბრიელ,ასე როგორ შეიძლება? _ცოტაც და ავტირდებოდი.
გულედანმა ხელი სახეზე მიიფარა და თავი ჩახარა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე იდგა. ცოტა რომ დვწყნარდი მაშინ მივხვდი,იმხელა ძალით გამირტყამს სილა,რომ ხელის გული მთლიანად მეწვოდა.
-ძალიან გეტკინა? _ვკითხე და მივუახლოვდი. _გაბრიელ,გეტკინა?
თავი ასწია და გაბრაზებული სახით შემომხედა.
-კარგი,მაპატიე,ვერ მოვზომე. _ვუთხარი საწყლად და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი.
-მაკოცე ახლა რომ გამარტყი! არ დავიმსახურე?
ფრთხილად ვაკოცე ლოყაზე.
-აწი ტუჩებში გამარტყი ხოლმე,თორემ სხვანაირად კოცნას ვერ ვეღირსები. _თქვა სიცილით და ჩახუტებულმა მაგრად მაკოცა ყელში.
^ ^ ^
გაბრიელის მოტანილი პროდუქტებით სალათი გავაკეთე და სუფრა გავაწყვე.
-საუზმე მზად არის,შეგიძლია მოხვიდე! _დავუძახე მისაღებში მყოფ გულედანს.
მალევე შემოვიდა, წინ დამიდგა და ღიმილით მკითხა.
-კიდევ მიბრაზდები?
ისეთი საყვარელი იყო,სულ რომ გაბრაზებული ვყოფილიყავი ალბათ მაშინვე შევურიგდებოდი.
-არა,აღარ გიბრაზდები,მაგრამ ასეთი რაღაც კიდევ რომ მითხრა,ვეღარ გადამირჩები..
-არის,უფროსო!
-საიდან იცოდი,რომ სულების მეშინოდა?
-ერთხელ ახსენე ლაპარაკის დროს და ესეც რომ არ იყოს ყველა გოგოს ეშინია სულების... _გაეცინა.
ყველა გოგოო,რომ თქვა,ყურში რაღაცნაირად მომხვდა.
-ბევრ გოგოზე გამოგიცდია? _ღრენით ვკითხე.
-კი,მაგრამ შენი რეაქცია ყველას ჯობდა. _თვალი ჩამიკრა და ტუჩებზე წამეტანა.
მხიარულად ვისაუზმეთ,მაგიდა ავალაგე და ჭურჭლის დარეცხვა დავიწყე.
-მოგეხმარები. _მითხრა ღიმილით.
გაბრიელი ჭურჭელს ქაფავდა,მე კი ვავლებდი. რამდენჯერმე თეფში ხელიდან გაუსხლტა და ქაფი თვალებში შეესხა. გაბრაზებული სახით იღებდა ჭურჭელს და თავიდან ქაფავდა. ისეთი საყვარელი იყო,რომ თავი ვეღარ შევიკავე,სველი ხელები მხრებზე შემოვაწყვე და პირველად ვაკოცე საკუთარი ინიციატივით.
გაოცებული სახით მიყურებდა. თვალები უბრწყინავდა და სასაცილოდ აფახუნებდა.
-რით დავიმსახურე ?
-რავიცი,ისე უბრალოდ.
ახლა თვითონ მომხვია ხელი და მის სხეულს ამაკრა.
-ეეე,გაბრიელ,გეყოფა! შეხედე,სულ გამაქაფიანე!
-არაუშავს,გიხდება. _მითხრა ღიმილით და ჩემს ტუჩებს დასწვდა.
^ ^ ^
მოსაღამოვდა. გაბრიელმა ცხენები გამოიყვანა. მათ დანახვაზე გამეღიმა.
-ამჯერად ვეღარ მომიგებ,ქალბატონო! _მაცდური ღიმილით მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-ვნახოთ! _ვუთხარი გამომწვევად და არიელას მოვახტი.
რაც შემეძლო სწრაფად გავაჭენე ცხენი და საგრძნობლად გავიჭერი წინ.
რათ გინდა?!
გულედანი მალევე წამომეწია და გადამასწრო კიდევაც. დიდი ხნის განმავლობაში უკან მივდევდი,ბოლოს როგორც იქნა წამოვეწიე და ხმამაღლა დავიყვირე.
-კარგი ხო,გეყოს,გნებდები! _გამეცინა და გავჩერდი.
გულედანმაც გააჩერა ცხენი და ჩამოხტა. ორივე მათგანი იქვე მდგარ ხეს მიაბა და ხელი გადამხვია.
-წამოდი,ახლა ტასო ვნახოთ. აქ არის,სალომეს ჰყავს. _მითხრა .
-ვაიმე,სულ დამავიწყდა! რა კარგია,ძალიან მომენატრა. _უნებურად გამეღიმა,იმის წარმოდგენაზე რომ მალე ტასოს ჩავიკრავდი გულში.
მალევე მივუახლოვდით ორ სართულიან სახლს. თოკებზე ტასოს ტანსაცმელი იყო გამოფენილი. შიგნით,ეზოში კი მოხუცი ქალი საქმიანობდა.
როგორც კი გაბრიელი დაინახა,ხელი კარგად მოიჩრდილა და როცა გულედანი კარგად შეიცნო,მისკენ ღიმილით დაიძრა.
-შენ შემოგევლე,შვილო! _თბილი ხმით ჩაილაპარაკა და გაბრიელი მაგრად ჩაიხუტა.
-როგორ ხარ ბებო? _ღიმილით ჰკითხა გაბრიელმა.
-მე რა მიჭირს,შვილო. _გაუღიმა და თბილად მოეფერა ლოყაზე. _ ალა იარ არი? (სვანურად -ეს ვინ არის? ) _იკითხა ქალმა,როცა მე დამინახა. წარმოდგენა არ მქონდა რას ნიშნავდა,მაგრამ ვეცადე თავაზიანად გამეღიმა.
გაბრიელმა ღიმილით გადმომხედა.
-ალა მიშგუ მახიად! (ეს ჩემი სიხარულია) _თქვა და ხელი ჩამჭიდა. შემდეგ ქართულით გააგრძელა. _გაიცანი ბებო,ეს ნინეა.
ქალმა ღიმილით ჩამიხუტა და თავისი ნაოჭიანი ხელები სახეზე დამისვა.
-გენაცვალე შვილო. ღმერთმა დაგლოცოს,რომ ამ სულელს გზა აპოვნინე.
ვერ გამეგო რა გზაზე მელაპარაკებოდა,მაგრამ მაინც გავიღიმე.
-რა ლამაზი გოგოა ბიჭო,შენ როგორ შემოგხედა ჰა?
-რავიცი,ბებო,მაგას ჰკითხე. _გაეცინა გაბრიელს. _ნინე,ეს დინარაა,სალომეს ბებია და ბებიაჩემის და. დინარას გაზრდილები ვართ ნახევრად.
-ძალიან სასიამოვნოა!
-მიშგუი ლადეღ სი!(შენ გენაცვალე!) _ჩაილაპარაკა ქალმა და მაკოცა.
გაბრიელს თვალებით ვთხოვე დამხარება,ისიც მალევე მიმიხვდა.
-შენ გენაცვალეო,ასე გითხრა.
-დიდი მადლობა,ქალბატონო! _გულწრფელად გადავუხადე მადლობა.
-ბებია დამიძახე შვილო,ბებია. _გამიღიმა და მაშინვე დაფაცურდა. _შემოდით ახლა შინ,რას დამდგარხართ ეზოში. სახლი არ მაქვს თუ კარი?
ქოთქოთით შეგვყარა შიგნით. სალომე ტახტზე იჯდა და ტასიას ეთამაშებოდა. ჩვენს დანახვაზე ერთი შეჰკივლა და მაშინვე ჩვენკენ გამოექანა.
-რატომ არ მითხარი თუ ჩამოდიოდი შე საზიზღარო? _სიცილით დატუქსა გაბრიელი. მერე ჩემკენ გამოიხედა. _შენ ნინე ხო? სულ შენზე ლაპარაკობდა ელენე და ერთი სული მქონდა გამეცანი. როგორ ხარ? _ისეთი მხიარული და საყვარელი იყო,მაშნვე მომეწონა. _მე სალომე ვარ.
-ამოასუნთქე ახლა,რომ მიახტი და ლაპარაკს არ აცდი. _დატუქსა გულედანმა.
-შენ გაჩუმდი!
-ძალიან სასიამოვნოა სალომე,მეც ბევრი მსმენია შენზე.
-ჰოდა ძალიან კარგი. _გამიღიმა. _მოდით ახლა დასხედით.
ტასომ უყურადღებობა,რომ იგრძნო,ტახტიდან ჩამობობღდა და ჩვენთან ტიტინით მოიჭრა. მონატრებულმა ხელში ავიტაცე და მაგრად ჩავკოცნე.
ეტყობა მასაც გაეხარდა ჩემი დანახვა. მაშინვე აკისკისდა და გულში ჩამეკრა.
ცოტა ხანს მისაღებში ვისხედით.
-კუბდარებს დავაცხობ,ცომი მზად მაქვს უკვე. სალომე,წამოდი ბებია,მომეხმარე. _ქოთქოთით შემოვიდა ოთახში დინარა ბებია და სალომე წაიყვანა.
-არ შეწუხდეთ რა! _ჩავილაპარაკე .
-რას ამბობ შვილო,რა შეწუხება ეგ არის,რახან ამას ასეთ გახარებულს ვხედავ,რა შემაწუხებს აწი.. _თქვა ბებიამ და მზერა გაბრიელისკენ გააპარა.
ვერაფრის თქმა მოვასწარი,მაშინვე გაუჩინარდა.
მიკვირდა ასეთი ბედნიერი რატომ იყო დინარა ბებია. გაბრიელი ტასოსთან თამაშით ირთობდა თავს.
-გაბრიელ!
-რაო ნინე? _ღიმილით გადმომხედა.
-რატომაა ბებია ასეთი ბედნიერი აქ რომ მომიყვანე?
გაეცინა.
-აქამდე არავინ გამიცვნია ელენესთვის და სალომესთვის,მით უმეტეს დინარასთვის.
სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა მთელ ტანში.
-მე რატომ მომიყვანე? _უნებურად გამეღიმა.
წყენით გამომხედა გულედანმა. ჩვევისამებრ შეეკრა კოპები და მოჭუტული თვალებით მიყურებდა.
-რა სულელურ კითხვებს სვამ,ნინე? _ტასო მუხლებზე დაისვა,შემდეგ ისევ შემომხედა და ჩვეულებრივი ტონით მითხრა. _იმიტომ,რომ მიყვარხარ.
მხოლოდ მის თვალებს ვამჩნევდი ირგვლივ. მისი ნათქვამი „იმიტომ,რომ მიყვარხარ“ კი-გამუდმებით ჩამესმოდა ყურებში.
ისევ და ისევ.
_____________
ესეც მეთორმეტე თავი.
ბავშვებო,სვანური ვისაც გესმით,შეიძლება რამე უზუსტობას გადააწყდეთ,ჩემით ვთარგმნე ეს ყველაფერი და ბოდიში,თუ რამე არასწორად დავწერე :*
ჰო,რაც შეეხება ახალ თავს. ყველანაირად ვეცადე კარგი გამომსვლოდა,იმედი მაქვს მოგეწონებათ.
კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი თბილი კომენტარებისთვის,მიყვარხააართ!!



№1  offline წევრი natia-natia

ძალიან გამახარე არ დაგვიგვიანო რაა და საოცარი წყვილია

 


№2  offline წევრი kiko

მი სი მალატ <3 ძალიან მაგარია ❤

 


№3  offline წევრი Pepper

Usayvarlesi da utbilesebi arian <3
Kargi Ravi iyo <3

 


№4  offline წევრი tegi

კარgი iyoo, agar daagviano ra:(

 


№5  offline წევრი შამხათი

ვაიმე რა კარგი იყო, ეს წყვილი ძალიან მიყვარს, შენ კიდევ ოქრო ხარ!

 


№6 სტუმარი mtvaro svani

xo cota shecdomebia magram mainc zalia n kargia.momcons zalian

 


№7  offline წევრი kaxelii

მი სი მალიატ ( მეგობრულ-ავტორულად wink ) ძალიან კარგია და იმედია აღარ დააგვიანებ

 


ძალიან კარგი იყო
--------------------
romantikosi mwerali

 


სი ხი მიშგვი ლირდე!
^_____^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent