შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ბოსი! [5]


22-02-2016, 19:49
ავტორი Likk Red
ნანახია 6 895

სექსუალური ბოსი!
V თავი.
მისდა გასაკვირად ტელეფონის ზარი აღვიძებს, საწოლიდან თავს მაღლა წევს და საათს დაჰყურებს. საათი 12–ს უჩვენებს, გაოცებული ნია ტელეფონს იღებს და უცხო ნომერს დაჰყურებს.
–გისმენთ– ნამძინარევი ხმით ამბობს და თვალებს ისრესს.
–გეძინა? მე კი უკვე შენს სადარბაზოსთან ვარ– ამბობს მისთვის ნაცნობი ხმა.
–რაა?–მისმა გონებას სიტყვების გადახარშვა გაუჭირდა. საათს ისევ გახედა
–12 საათია, მე მეგონა გეღვიძა, ამიტომ მოგაკითხე რა. ამოვდივარ, კარები გააღე.
–კარგი– ტელეფონს იქვე დებს და საწოლიდან დგება. ამთქნარებს და თვალებს ისრესს. იქვე დადებულ ფუნფულა ხალათს იღებს და სხეულს ფარავს. ჩუსტებს იცმევს და ოთახიდან გამოდის. პარკების დანახვისას ჩუმად ღმუის და კარისკენ მიდის, სადაც უკვე აკაკუნებს დამიანი.
–მოდი– გზას უთმობს და დამიანს სახლში უშვებს.
–კარგი დრო გიტარებია გუშინ– იცინის დმაიანი პარკების დანახვისას. სავარძელში ეშვება.
–შევცდი რა. კაწიასთვის არ უნდა მეთქვა, ერთი კაბის ყიდვის მაგივრად შეხედე რამდენი მაყიდინა– პარკებზე უთითებს– ყავას ხო დალევ?
–კი საყავრელო უშაქროს– სიცილით ეუბნება, ნია სამზარეულოში გადის, დამიანი კი პარკებში ქექვას იწყებს. რამოდენიმე კაბიდან ორს არჩევს და ფიქრობს რომელი უფრო მოუხდება ნიას სხეულს, ერთი კრემისფერი კაბაა მაქმანებით მხოლოდ ერთმხარზე. მეორე კი ნაცრისფერია, გრძელმკლავიანი, საკმაოდ მოკლე, ზემოდან თავისუფალი, მაგრამ ბოლოში მოტკეცილი.
ორივე კაბას ხელში იღებს და ნიასკენ მიდის, დან ერთს უყურებს ხან მეორეს. მაინც ვერ ხვდება რომელი უფრო მოუხდება ნიას რაზეც საშინლად ბრაზდება.
–აქედან რომელი ჯობია?– ეკითხება და ორივე კაბას მის სხეულზე იდებს ერთმანეთსი მონაცვლეობით.
–შენთვის გინდა?– სიცილით ეკითხება– ფეხების თუ გაიპარსავ მეორე და თუ გეზარება პირველი, მარა აზრი არ აქვს ორივე შემთხვევასი მოგიწევს გაპარსვა, პირველი კაბა შეხსნილია თეძომდე– სიყვებს ძლივს ასრულებს სკამზე ჯდება და ბოლოს ხმაზე იცინის, ისე რომ უკვე სუნთქვაც უჭირს და ხველებას იწყებს.
–გაიცინე გეყოს ახლა– უღრენს და კაბებს ისევ უჩვენებს.
–მე სხვა კაბას ვიცმევ, ამიტომ ტყუილად ნუ გაირჯები კაბების არჩევით– უღიმის და მადუღარას რთავს. ყავას ორივესთვის ამზადებს და წინ უდგამს.
–მე ეს ორი მომწონს– კაბებს დანანებით უყურებს და მისგან ზურგით მდგარს ეხვევა. ერთი ხელით მის მუცელზე ასვენებს, მეორეს კი თეძოზე ადებს.
–შენ ისევ ისე რეაგირებ– ჩურჩულებს მის ყურთან, ტუჩებს ყელზე აკრობს.
–დამიან მომშორდი– უღრენს და ხელიდან უსხლტება. აჩქარებული გულის დასარეგულირებლად სკამზე ჯდება და ყავას მთლიანად სვავს, ენის წვას ვერც ამჩნევს დამიანის შეხებული ადგილების წვისგან. ყველა ის ადგილი უხურს სადაც ეხებოდა, ზურგი, ყელი, მუხელი და თეძო.
–კარგი რა ნია, აღიარე რომ მოგწონვარ– ამაყად იღიმის და სამზარეულოს მაგიდას ეყუდება ნიას წინ, ხელს ნიკაპზე ადებს და მაღლა აწევინებს თავს– მე მომწონხარ, ასეთი სექსუალური გოგო რომ არ მომეწონოს პიდარასტი უნდა ვიყო.
ძლივს დამშვიდებული გულისცემა კიდევ უფრო აუჩქარდა, სუნთქვა გაუხშირდა. მის სხეულში მთლიანად გაიფანტა ბედნიერების სხივები. გული ისე უფრთხიალებს ეშინია არ გასკდეს. სიცილით დგება სკამიდან და დამიანს ეხვევა.
მის კისერზე ჩამოკიდებული ბედნიერი ხითხითებს და ლოყაზე კოცნის. გაკვირევბული დამიანი ხელებს ხვევს და გულზე იკრავს. თმაზე ფრთხილად ეფერება და მისი ხითხითის ხმით ტკბება.
–ეს თანხმობაა?
–რავი– სერიოზულდება და სწრაფად შორდება. თაროდან შუს იღებს და ჯამში ყრის– სანამ მზადებს დავიწყებ დრო მაქვს კინოს ხომ არ ვუყუროთ?
–ოღონდ დრამა არა და არც ის უაზრობა ჩარლის ანგელოზები– ამბობს მობეზრებული. ნია ხითხითით კიდებ ხელს დამიანს და ტელევიზორის წინ სვავს. ტელევიზორს ფლეშკას აერთებს და ერთერთ კინოს რთავს.
–ნუ მიყურებ ეგრე მოგეწონება– მის გვერდით ჯდება და ფეხებს სავარძელში აწყობს, მხრით დამიანს ეხება.
–მოიცა– ამბობს დამიანი და ნიას სავარძლის ბოლოში სვავს, ფეხებზე ბალიშს ადებს. ბალიშზე კი თავს დებს და სავარძელში წევბა– ასე უფრო კომფორტულია
ნია მხრებს იჩეჩს და ტელევიზორს აჩერდება თან დამიანის მკერდზე დადებული ჯამიდან შუ'ს იღებს ხოლმე. 'All About Steve'– ნიას ერთერთი საყავრელი მსახიობის ერთერთი ყველაზე საყავრელი კინო ჩართო. რამდენჯერაც არ უნდა უყუროს ყოველთვის ეცინება ამ კინოზე.
დამიანი მის გულიან კისკის შეჰყურებდა, მოსწონდა როცა ასეთს ხედავდა, ბოლო ერთი კვრა ხო სულ დაბღვერილს ხედავდა, ახლა კი სიამოვნებს მისი ასე ხილვა. მართლა მოსწონს, მაგრამ სინდისი მაინც აწუხებს!
......
–დამპირდი რომ როცა გეტყვი მაშინ წამოვალთ წვეულებიდან– დამიანმა ნიას გადახედა და მის მოშიშვლებულ ფეხს ხელით შეეხო. დაწვრილებული თვალებით შეხედა.
–კარგი– ამბობს ნია დამყოლი ღიმილით. დამიანი მანქანას ძრავს და რამოდენიმე მეტრის გავლისას მანქანას რესტორნის წინ აჩერებს. ჯერ თვითონ გადადის, შემდეგ კი ნიას მხარეს მანქანის კარს აღებს და გადმოსვლაში ეხმარება.
დამიანმა ნიას თხოვნა შეასრულა, აცვია პერაგნი თეთრი ფერის. ნიამ კი მისი არჩეული ორი კაბიდან ერთერთი აარჩია, ნაცრისფერი კაბა, რომელიც მუხლს საკმაოდ აცდენილია.
წყვილს პაპარაცები ეხვევა, რასაკვირველია ყველას აინტერესებს კომპანიის საღამოზე ვინ როგორ გამოიყურება, ან თუნდაც ვინ ვისთან ერთად მოდის. დამიანის და ნიას ერთად დანახვამ პაპარაცები გააოცა, ამავდროულად გაახარათ, ყველა მათ ნაბიჯს აფიქრისებენ, ნია თავისუფლად იღიმოდა, დამიანს კი შეჭმუხნული სახე ქონდა. მალევე შემოვდნენ შენობაში და მაშინვე დაიწყეს ხალხთან მისალმება.
–წავიდეთ მომწყინდა– 2წუთის შემდეგ ჩურჩულით ეუბნება დამიანი ნიას, ხელს წელზე ხვევს და ცდილობს გასასვლელისკენ წაიყვანოს. ნია იცინის და ხელს ჭიდებს, ბატონი ირაკლისკენ, ერეკლესკენ და კატერინასკენ მიჰყავს.
კატერინას ჭრელი მუცლებამდე კაბა აცვია, ამ კაბაში ძალიან ბავშვის შეხედულება აქვს. პატარა გოგოსავით დაფრიალებს. ნიას დანახვისას მისკენ მიდის და ლოყაზე ფრთხილად კოცნის.
–შეუდარებელი წყვილი ხართ. ყველა თქვენს გიყურებთ! ჯანდაბა ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები– ღიმილით ამბობს და მათკენ მიმავალ ფოტოგრაფს უღიმის, ხელს წელზე ხვევს, ფოტოგრაფი კი ფოტოს იღებს.
–კარგი რა.– ოხვრით ამბობს და მის ყოფილ უფროსებს უღიმის– გამარჯობა, როგორ ხართ?
–კარგად ჩემო კარგო შენ როგორ ხარ?– ბატონი ირაკლი მისკენ მიდის და ფრთხილად ეხვევა, სახეზე კი ღიმილი აქვს აკრული, მაგრამ არა ყალბი.
–ნიაკოც მოსულა– იღიმის ერეკლე და გოგოს ლოყაზე კოცნის. უკვირს ასეთი დახვედრა, მაგრამ არ იმჩნევს. იღიმის და დამიანს თვალებს რამოდნიმე წუთით ავლებს.
–ნია წავიდეთ რა– წუწუნს აგრზელებს დამიანი და ნიას გვერდით დგება, თავისუფალ ხელს წელზე ხვევს, მეორე ხელში შამპანიურის ჭიქა უჭირავს.
–დამიან, მხოლოდ 5 წუთია რაც მოვედით, შენ კი უკვე ბუზღუნებ– გაბრაზებული უყურებს– ბევრი არ დალიო კარგი?
–ისე მელაპარაკები თითქოს ჩემი ცოლი იყო– გაბრაზებული უყურებს, მაგრამ მის სიტყვებზე მასვე ეღიმება 'ცოლი' გონებაში უტრიალებს და მის თავზე ეცინება. დაოჯახებული თავი არასდროს წარმოედგინა და არც ახლა წარმოუდგენია. ქონია ურთიერთობები, ყოლია ბევრი გოგო, მაგრამ არცერთი ყვარებია ისე რომ ცოლად მოეყვანა.
ნია მის სიტყვებს არ იმჩნევს და მის კომპანიონებს და ნაცნობებთან საუაბრში ერთვება, მალე ჩნდება ნიკაც და ნუკაც, თითქოს ამ ორის გასაბრაზებლად, არცერთი არ უშვებს ხელიდან შანს და ცდილობენ ფლირტი გააბან, მაგრამ ნიას უფრო გამოსდის ეს, რადგან დამიანი სულ მას უყურებს და მის ყველა მოძრაობს აკვირდება, ამავდროულად ელაპარაკეა ნუკას, რომლის დეკოლტიდან მკერდი მადისამღზვრელად მოუჩანდა.
–შენ და დამიანი ერთად ხართ?– ინერესით ეკითხება ნიკა და მისი სიბრაზის დაფარვას შამპანიურის დალევით ცდილობს.
–ძველ ურთიერთობას ვანახლებთ– აუხსნა სიტუაცია, ტყუილის თქმა არ უნდა, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ტყუილი აღარცაა, ახლა ოფიციალურად ერთად არიან, რაც ძალიან ახარებს.
–მასთან ბედნიერი ჩანხარ
–ვარ ნიკა, მასთან ბედნიერი ვარ– კბილებში ცრის და იღიმის. ბედნიერია რომ? ბედნიერება ხომ წვრილმანებშია, ნიას მასთან ერთად ყოფნაც კი აბედნიეირებს. ყველა წვრილმანი მასში ღიმილს იწვევს. უხარია ახლა მისგამო რომაა აქ, უხარია რომ მისი თხოვნა გაითვალისწინა პერანგთან დაკავშირებით.
–ნიიაკ– შორიდან ესმის ნიას კატერინას ხმა, მალევე ნიას გვერდით ჩერდება და ნიკას უყურებს– შენ ნიკა არ ხარ? ბათუმის სასტუმროს არქიტექტორი?
–გახლავართ, შენ კატერინა ხარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა– ხელზე ჯელტმენივით კოცნის და უღიმის.
–ჩემთვისაც. ნიას წააგართმევ ცოტახნით– ამბობს და ნიას ხელკავს უყრის, საპირფარეშოსკენ მიყავს.
–ჯანდაბა ნია ლიფი გამეხსნა– ჩუმად ეჩურჩულება და საპირფარესოს კარს აღებს. გაბრაზებული უკან ბრუნდება როცა ნიას სიცილი ესმის, გოგო ძალიან ხმამაღლა და გულიანად იცინის.– სიცილს გირჩევნია შემიკრა
მასთან ზურგშექცევით დგება და ბრეტელებს მხრებზე იყრის, კაბას კი ოდნავ დაბლა ქაჩავს, რომ ნიას საშუალება მისცეს ბიუსჰალტერის შესაკვრელად.
–ვინ გაგიხსნა?– სიცილით ეკითხება და ბიუსჰალტერს უკრავს, შემდეგ კი კაბას უსწორებს. სარკისკენ ბრუნდება და მის თავს ათვალიერებს.
–ერეკლე დავინახე როგორ ელაპარაკებოდა ერთერთ არქიტექტორს, რომელსაც საკმაოდ გამომწვევად ეცვა. ვიფიქრე მხრებში გამართული ამაყი ღიმილით მივუახლოვდებითქო, მაგრამ ჩემს მკერდს სწორედ მაშინ მოუნდა თავისუფლება– იღრინება, ისიც ნიას გვერდით დგება და სარკესი მის თავს ათვალიერებს.
–და ახლა ისინი მარტო დატოვე? რა იცი რა ჯანდაბას გააკეთებს ის ქალი რომ ეკე შეაცდინოს? შენსადგილად ვიჩქარებდი– სერიოზული ხმით ამბობს ნია, კატერინა წამით უყურებს, მაგრამ ადგილს ისე წყდება, რომ ნიას გააზრება უჭირს, როცა ხვდება რომ საპირფარეშოში მარტოა სიცილს იწყებს.
ახსენდება რომ ბოლოს დამიანი ნუკასთან ერთად დატოვა. ამის გააზრებისას ისიც ისეთივე სისწრაფით გარბის საპირფარეშოდან, როგორც წამის წინ კატერინა. ზემოდან ათვალიერებს დარბაზს და ხედავს დამიანს, როგორ ეძებს ვიღაცას, ბოლოს მათი მზერები ერთმანეთს ხვდება, ორივე იღიმის.
–შენ გეძებდი, ვერსად რომ ვერ დაგინახე ვიფიქრე ჩემგარეშე წავიდათქო– ამბობს სიცილით დამიანი.
–არა მე და ნიკა სუფთა ჰაერზე გავედით და ახლა დავბრუნდი– ეუბნება ტუჩებზე შეპარული ღიმილით და ხელს ხელზე ადებს. დამიანს საცეკვაო სცენისკენ მიჰყავს და მის ტყუილზე ბოროტულად იცინის.
–რაც დარბაზიდან გაქრი მას შემდეგ ნიკას ვუთვალთვალებ– ამბობს ღიმილით. ნია მისი პასუხით გაკვირებული ჩერდება, დამიანიც მის წინ დგება და სიცილით უყურებს– რა? ტყუილად არ მოვსულვარ. მე ვუთვალთვალებ ყველას, ვინც გიყურებს
–დამიან ბავშვივით იქცევი– ნიას მის სიტყვებზე ეღიმება.
–შენ მეუბნები მაგას მე? სუფთა ჰაერმა ვერ გიშველა, გავიდეთ კიდე წამო– ეუბნება სიცილით, ნიას მის სიტყვებზე გულიანად ეცინება. სიმღერას ნელა უწყობენ სხეულს მუსიკის რიტმს. "Don't Let Me Go" დარბაზში სიმღერის ჰანგები იფანტება, ყველა მხრიდან ეს სიმღერა ისმის.
–Now you were standing there right in front of me
I hold on, it's getting harder to breathe
All of a sudden these lights are blinding me
I never noticed how bright they would be
დამიანი ისე მოულოდნელად აჰყვა სიმღერას რომ ნიამ წამით პირიც კი დააღო, მისი ხმა ყურთან ჩაესმოდა. ჩუმად, მაგრამ ნიასთვის გასაგონად მღეროდა. გული ისე უცემდა რომ ალბათ სიმღერასაც ფარავდა. სხეულზე ბუსუები აყრიდა.
–I'll keep my eyes wide open, I'll keep my arms wide open
Don't let me, Don't let me, Don't let me go, 'Cause I'm tired of feeling alone
Don't let me, Don't let me go, 'Cause I'm tired of feeling alone
აკანკალებული ხელით ლოყაზე ფრთხილად ეფერება. ამღვრეული თვალებით აშტერდება, მისი სახის ნაკვთებს ათვალიერებს და ხვდება რომ გული იმაზე ძლიერად უცემდა, ვიდრე ოდესმე. ეს ფაქტი აშფოთებდა მაგრამ ახლა ამაზე არ ფიქრობდა. უბრალოდ უყურებდა, შეისწავლიდა მის ნაკვთებს და უსმენდა, იმახსოვრებ მის ტკბილ ხმას. ყველა ამ გრძნობას გონებასი იბეჭდიდა.
დამიანი მის წელზე ხელემოხვეული ფრთხილად ირწეოდა, აიგნორება ყველას მის გარშემო, მისთვის მხოლოდ ნია იყო ამ წამს! მხოლოდ მას ამჩნევდა, მასაც ესმოდა გულისცემა და ხედავდა მის სახეს. მისი კოცნის სურვილი უმძაფრდებოდა, თავი არც შეუკავებია, მის გრძნობებს და სურვილებს გასაქანი მისცა.
მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო. თითქოს ყველაფერი დატრიალდა მათ გარშემო. ყველაფერი გაქრა. იყვნენ მხოლოდ ისინი ერთად! დედამიწა მათგარშემო ბრუნავდა.
–Don't let me go, 'Cause I'm tired of feeling alone– ნიას ტუჩებს მოშორებულმა მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა. ნია მის გულმკერდს მიეხუტა და თავის მის მხარზე ჩამოდო.
მის სხეულს ვერ იმორჩილებდა, მთლიანად კანკალებდა, ასეთი რამ კოცნის დროს არასდროს დამართნია, ყველაფერს ერთად გრძნობდა.
–არასდროს- ჩურჩულებს მის ყურთან– არასდროს გაგიშვებ– სიტყვების წარმოთქმისას გრძნობს დამიანის ტუჩებს საფეთქელთან, აწითლებულ და ათრთოლებულ ტუჩებს ფრთხილად ახებს. სახიდან ღიმილს ვერ იშორებს და არც ცდილობს ამას, უნდა რომ ყველას დაანახოს თუ როგორი ბედნიერია.
მხოლოდ სიმღერის დასრულებისას ამჩნევენ რომ ყველა მათ უყურებს, ნია წითლდება, დამიანს ხელს ქაჩავს და საცეკვაო სცენიდან ჩამოდიან.
–საპირფარეშოში გავალ– თითქმის ჩურჩულით ამბობს ნია და დამიანს ხელს უშვებს. უყურებს როგორ აქნევს დამიანი თავს, ისევ მის ხელში იღებს ნიას ხელს და თვითონ მიჰყავს.– შენ რა ქალების საპირფარეშოში შემოსვლას აპირებ?
–სწორად მიხვდი– კარები გახსნა და ნიასთან ერთად შიგნით შევიდა. დამიანმა ყველა კაბინა შეამოწმა და როცა დარმუნდა რომ არავინ იყო კარები გადაკეტა.
–დამიან, გადი
–ნუ გრცხვენია– სიცილით ეუბნება და ერთერთ კაბინის კარს უღებს– მიდი შეცუნცულდი
–დამიან– მკაცრად ეუბნება, წარბს მაღლა ქაჩავს და ისე შეჰყურებს.
–მიყვარს ეგრე რომ მეძახი– ამბობს ღიმილით. მოწყვეტით კოცნის ტუჩებზე. პირველი ადამიანია ვისაც აძლევს უფლებას სახელით მიმართოს. ვერ იტანს როცა სახელით მიმართავენ, საშინლად ღიზიანდება, მაგრამ როცა მისი სახელი ნიას ტუჩებს სწყდება მასინ ყველაფერს მნიშვნელობა ეკარგება.
–აუუ კარგი რა– ბუზღუნს იწვევს, რაც დამიანს უფრო ახალისებს.
–იმ შემთვვევაში გავალ თუ 15 წუთში აქედან წავალთ.
–კარგი, კარგი– დანებების ნიშნად მხრებს დაბლა უშვებს.
–ვგიჟდები შენზე– ამბობს სწრაფად ლოყაზე კოცნის და საპირფარეშოდან ქრება.
მის სიტყვებზე გული უჩქარდება. თვალებს ხუჭავს და იღიმის.
–ნია შეწყვიტე– შემოუძახა მის თავს და ჩასუნთქვა ამოსუნთვით თავი დაიმშვიდა.
15 წუთში მართლაც დატოვეს წვეულება, იმდენი იბუზღუნა დამიანმა, რომ ნიამ უარი ვეღარ უთხრა. შენობიდან ძლივს გამოაღწიეს, ყველა სწორედ მაშინ გამოელაპარაკა როგორც დამიანს ისე ნიას. ბატონი ირაკლი დამიანზე ძალიან გაბრაზდა, რასაკვირველია მიხვდა რატომაც ტოვებდნენ წვეულებას ასე მალე. არაფერი თქვა, იცოდა დამიანი გაბრაზდებოდა!
–ბატონი ირაკლი ძალიან გაბრაზდა– აღნიშნავს ნია და კაბას ოდნავ მაღლა ქაჩავს, რომ უფრო კომფორტულად დაჯდეს სავარძელში, ღვედს იკრავს და ფეხსაცმელს იხდის.
–დაიღალე?– თითქოს ბრაზით ამბობს.
–კი, ნამდვილად ძნელია ამ ფეხსაცმლით მოძრაობა– ამბობს და მისაყრდენს ეყუდება. ხელებს მუცელზე იწყობს და თვალებდახუჭული მშვიდად სუნთქავს.
–შენ კი წამოსვლა არ გინდოდა
–ხოო ნიკას ყურებით ტკბობაც არ დამაცადე– ამბობს სიცილნარევი ხმით და თავს მისკენ ხრის.
–ნიკა, ნიკა, ნიკა სულ მისი სახელი გაკერია პირზე– გაბრაზებული ხმამაღლა ამბობს და საჭეს ხელს ურტყავს.– ჯანდაბაში წასულა ისიც და ყველა ვინც თვალებით გჭამდა– ღმუის და გაცეცხლებული საჭეს ხელს უჭერს.
–რა ჯადნაბა დაგემართა?– გაოცებული უყურებს და სიტყვებს ჩურჩულით წარმოთქვამს. გაოცებულია მისი ასეთი ხასიათის ცხვლილებით, მისი სიტყვებით. ისიც კი იფიქრა არადამაჯერებლად ვიხურე–ო, მაგრამ როცა ამბობს ნიკაზე თან ეცინებოდა.
დამიანის ახსნას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, გაბრაზებულია მამაზე და ჯავრს ნიაზე იყრის, ის ვინც ხელში შერჩა. როცა მის საქციელს უკვირდება ხვდება რომ არასწორად იქცევა.
–არაფერი უბრალოდ...– დამთბარი ხმით თქვა სიტყვების, მაგრამ წინადადება ვერ დაასრულა, არ იცოდა რა ეთქვა.
–უბრალოდ შენ ეჭვიანობ– იცონიული სიცილით ამბობს და იმედგაცრუებული მხრებს დაბლა უშვებს, სავარძელს ეყრდნობა.
–ხო ვეჭვიანობ და ეს მართებულია, რადგან სულ შენს სიახლოვესაა, შენც სულ მის სახელს ახსენებ და ის ისეთი თვალებით გიყურებს რომ მისი მოკვლა მინდება
–რაა? კარგი რა– ისე ამბობს თითქოს უდანაშაულო იყოს, მაგრამ გულისსიღრმესი იცის რომ დამიანის სიტყვები მართლაც რომ მართებულია, ნიკა რაც ჩამოვიდა სულ მის სიახლოვესაა, დამიაანის გასაბრაზებლად სულ მის სახელს ახსენებს, მაგრამ ბოლო პუნქტში არ ეთანხმება.
–ისე ამბობ თითქოს ასე არ იყოს, მზერით გჭამს და გაშიშვლებს, ისე უნდა შენი გა**მვა, უკან არ დაიხევს რომ შეგაცდინოს! და შენც ამ ყველაფერზე ბატივით წამოეგები და მისცემ ყვე...– სიტყვას არ ასრულებს.
ნია პირველი რასაც გრძნობს იმედგაცრუებაა, მისი სიტყვები გულში ისე ესობა რომ სუნთქვაც კი უჭირს. პირდაღებული უყურებს მას და მის სიტყვებს და დაუსრულებელ სიტყვას გონებაში ხარშავს. ტკივა მისი სიტყვები, ტკივა მისი საქციელი და ეს უაზრო ჩხუბი.
თვალები უცრემლიანდება, ცრემლების შეკავების მიზნით ხმამაღლა სუნთქავს. იწვის, მთლიანად იწვის და ეწვის ყველაფერი. არ იცის რა თქვას. მანქანა ჩერდება თუ არა კარებს ხსნის. გადასვლამდე მის ფეხსაცმელს იღებს ხელში და სადარბაზოსკენ მირბის, ისე რომ უკან არ იყურებს. ცრემლებს უხეშად იშორებს და ხმის გაკონტროლებას ცდილობს.
ის შეურაცჰყოფა რაც მოისმინა უბრადლოდ მოულოდნელი იყო, არ მოელოდა მისგან ამ სიტყვებს. ახლა ხვდება რომ მას უბრალოდ არ იცნობს, არაფერი იცის მასზე, საერთოდ არაფერი, იმის გარდა რომ უშაქრო ყავა უყვარს.
ამდენი ფიქრის შემდეგ იმდგაცრუება მატულობს მასში, სულიც კი ეხუთება, ეს დიდხანს გრძელდება. ვერ პატიობს ამ სიტყვებს, უბრალოდ არ შეუძლია. . მათი საუბარი მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლება, ან საბუთებზე საუბრით, შეხვედრებზე და ყავაზე!
–გისმენ კაწ– ტელეფონზე პასუხობს და საბუთებს გვერდით დებს, სკამში კომფორტულად ჯდება.
–დამიანს თხოვე რომ გაგანთავისუფლოს, კაბის საყიდლად უნდა გამომყვე
–კაწ საღამოს წავიდეთ. ჯერ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი– თავის დაძვრენის მიზნით საქმე მოიმიზეზა. თავის დაძვრენა დამიანთან საუბრის გამო უნდა და არა იმისგამო რომ ეზარება, ან კაწიასთან ერთად არ უნდა წასვლა.
–არ მაინტერესებს! ნახევარ საათში გამოგივლი და შენობის გარეთ დამხვდი
–არ...– სიტყვები გაუწყდა როცა მიხვდა რომ გაუთიშა. გაბრაზებულმა ერთი ამოიხვნეშა და ფიქრი დაიწყო იმაზე თუ როგორ დაეძვრინა თავი საუბრისგან. იფიქრა ტელეფონით ვეტყვიო, მაგრამ მიხვდა რომ არასწორი იქნებოდა. ამიტომ წამოდგა და კაბინეტის კართან დადგა, ღრმად ჩაისუნთქა და კარებზე დააკაკუნა.
–შემოდით– ყვირის დამიანი, ნიაც შედის კაბინეტში და ხედავს როგორ თამაშობს დამიანი "Spider Solitaire". ნიას არც უყურებს რაზეც საშინლად ბრაზდება.
–კაწიას კაბის ასარჩევად უნდა გავყვე, შეგიძლია დღეს გამათავისუფლო?
–არა, საქმეს დაუბრუნდი– ყურადღება არ მიუქცევია ისე უთხრა ეს სიტყვები. პირდაღებული გამოვიდა კაბინეტიდან და სკამში ჩაესვენა, მისმა საქციელმა ძალიან გააბრაზა. ოფისის ტელეფონს იმარჯვებს ხელში და კატერინას მაგივრად ეკეს დაურეკა.
–გამარჯობა ეკე, როგორ ხარ?
–კარგად ნიაკო, რა ხდება?– მიხვდა ნია უმიზეზოდ არ დაურეკავდა.
–რაღაც უნდა გთხოვო, დამიანი არ მათავისუფლებს და შეგიძლია დაურეკო? კაწიასთვის რომ მეთქვა გაგიჟდებოდა
–მოიცა თქვენ იჩხუბეთ?
–ხოო, შეიძლება ასეც ითქვას, უბრალოდ მას საშინელი ხასიათები აქვს.
–არადა მეგონა რომ ვიღაცამ მისი მორჯულება შეძლო. კარგი კარგი დავურეკავ ახლავე– ტელეფონს თიშავს და ყურმილს კიდებს. სავარძელში კომფორტულად თავსდება და ბედნიერი იღიმის. ოფისის ტელეფონი რეკავს.
–მაღლაკელიძეების კომ...
–კაბინეტში შემოდი– დამიანის ხმა ისმის, ნია ფეხზე დგება და ღიმილით შედის კაბინეტში.
–ბოსი რომელსაც საშინელი ხასიათები აქვს გიკრძალავს კომპანიიდან გასვლას 10საათიდან– 6 საათამდე. არანაირი წინასწარი შეთანხმებები, თხოვები და გათავისუფლებები!– ამბობს ყვირილით და მაგიდას ხელით ეყრდნობა– ახლა გაიგებ რამდენად საშინელი ხასიათი მაქვს!
–ვერ დაგეთანხმები– უემოციო სახით ამბობს, თვალზე მომდგარ ცრემლს აკავებს. კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯით გადის, კომპიუტერში რაღაცას ნახულობს და სწრაფად აპრინტერებს. გაცეცხლებული კი კაბინეტში ბრუნდება.
–შეგიძლია ხელი მოაწერო– საბუთს წინ უდებს და ხელებგადაჯვარედინებული თავზე ადგება.
–ეს რა არის?
–სამსახურიდან მივდივარ!– აცხადებს მკვახედ– მოაწერე ხელი და მეორედ ვეღარც მნახავ!
–რაა? არა!– ამბობს მკაცრად, ფეხზე წამომდგარი მის წინ დგება. ასე ვერ გაუშვებს! არ აპირებს მის დათმობას და მის გაშვებას.
–ჯანდაბამდე გზა გქონია, არ მაინტერესებს რას ამბობ, ან ხელს მოაწერ, ან ისე წავალ რომ სულ არ დაგეკითხები.
–ნია ამას არ გავაკეთებთ არც მე და არც შენ.
–რატომ გგონია ასე? თითქმის 2 კვირაა ვიტან შენს ასეთ საქციელებს, მკაცრ ტონს, იგნორს, ავიტანე ის შეურაცჰყოფა. აღარ მიდა ვინმეს ბრძანებებს ვასრულებდე, მომბერდა შენი ასე ყურება, არაკაცივით იქცევი.– ხმის კონტროლი უჭირს და არც იმ ფაქტზე ფიქრობს რომ ტირის!
–არსად წახვალ, იმიტომ რომ არ გაგიშვებ– ხმა უთბება, ნიას წელზე ხელს ხვევს და მკერდზე იხუტებს.
–ნუ მეხები– მისი ხელებიდან დაძვრენის მიზნით მკერდზე ძლიერად ურტყავს ხელს.
–ნია, შემომხედე– ნიკაპზე ხელს კიდევს და თავს მაღლა აწევინებს– 2 კვირიან შვებულებას მოგცემ, სადაც გინდა წადი დაისვენე, მაგრამ სამსახურიდან არ წახვიდე! ერთი დღეც ვერ გავძლებ შენს გარეშე, მინდა რომ სულ ჩემს წინ იყო, სულ გხედავდე. მოგეჩვიე და არ მინდა რომ ჩემგან შორს იყო, მაგრამ მოგცემ დროს რომ იფიქრო.
–არ მინდა, არაფერი მინდა.– ჩამწყდარი ხმით ამბობს და წყვეტს მის მკერდზე ხელის რტყმას. თავს მის მხარზე ასვენებს და ჩუმად ტირის. მის სიტყვებს იაზრებს, მაგრამ ხვდება რომ მის გარეშე ისიც ვერ გაძლებს, ამ ხნის მანძილზე ისე მიეჩვია რომ არ უნდა მისგან შორს ყოფნა. შეიძლება არ ეხებოდა არ კოცნიდა, მაგრამ მისი ყურებაც კი სიამოვნებდა, ეს პატარა წვრილმანიც კი აბედნიერებდა.
–ნია.
–ჩამეხუტე რა– მხოლოდ ამას ეუბნება, კისერზე ეხვევა და მის ყელში თავჩარგული ტირილით იხრჩობა, სუნთქვა უჭირს, მაგრამ როცა მის საყვარელს ლაკოსტან სურნელს ისუნთქავს მშვიდდება.
არაფერზე ფიქრობს, ბრაზიც კი ავიწყდება, ყველაფერი ავიწყდება, მისთვის მხოლოდ დამიანი არსებობს, მხოლოდ ის.
–კარგად ხარ?
–არ ვიცი.– ამბობს ჩურჩულით. დამიანი სკამზე ჯდება და ნიას მის კალთაში სვავს. აფორიქაებული, დასამშვიდებლად თავზე კოცნის და ხელით ზურგზე ეფერება.
–აქ რა ხდება?– კაბინეტში მკაცრი და ცივი ხმა ვრცელდება. აწითლებული ნია მაშინვე დგება დამიანის კალთიდან, ცრემლებს იშორებს და კარებში მდგარ ბატონ ირაკლის უყურებს.
–გამარჯობა ბატონო ირაკლი, როგორ ხართ?– ღიმილით ეკითხება, დამიანის მოხველ ხელს აიგნორებს.
–ნია დაგვტოვე. დაბლა მანქანაში კატერინა გელოდება, დღეს თავისუფალი ხარ– მკაცრად ამბობს ისე რომ მზერას დამიანს არ აშორებს. ნაბიჯის გადადგმისას დამიანის ხელი აჩერებს, გაბრაზებული უყურებს და მისი მკლავებიდან გათავისუფლებას ცდილობს.
–მამა დაჯექი და ახლავე შემოვალ– უღიმის და ნიასთან ერთად კაბინეტს ტოვებს. კარის გამოხურვისას ნიას მის მკლავებში იმწყვდევს და მონატრებული ტუჩებზე ეტანება.
ნიას ისევ ისეთივე შეგძნება აქვს, მოულოდნელობის გამო თავიდან გააზრებაც უჭირს. ხელს კისერზე ხვევს და მის სხეულს ეტმასნება. როცა ჰაერი აღარ ყოფნის შორდება და აწითლებული ლოყების დასაფარად თავს დაბლა ხრის. დამიანს მასზე ეცინება, ტუჩებს შუბლზე აკრობს და კოცნის.
–წადი მიდი კატერინა გელოდება.
–ვიღაც არ მიშვებდა– სიცილით ეუბნება და წითელ ლოყებზე ხელებს იფარებს.
–ნია– მკაცრად ეუბნება, მაგრამ მის საქციელზე ეღიმება. მანტოს აცმევს. ჩანთაში საფულეს და ტელეფონს უდებს, მხარზე კიდებს და ლიფტამდე აცილებს. გამოძახების ღილაკს აჭერს თითს, სანამ ლიფტი მაღლა მოიწევს დამიანი დროს არ კარგავს და ნიას ხან ლოყებს უკოცნის ხან ცხვირს, ხან შუბლს და ხანდახან ტუჩებზეც კოცნის.
მანამ უყურებს სანამ ლიფტის კარგი არ იხურება. ღიმილი სახიდან ეშლება და კაბინეტისკენ გაბრაზებული სახით მიდის, მზადებას იწყებს მამასთანს საუბრისთვის.
......
შენიშვნა მივიღე რომ თავები პატარა იყო, შეძლებისდაგვარად გავზარდე, მაგრამ ვერ დაგპირდებით რომ ყოველთვის დიდ თავებს დავდებ!



№1  offline წევრი heart emoticon

ძაან მაგარია

 


№2 სტუმარი A

Kargia yochax dzalian momewona ase gaagrdzele. Warmatebebi.

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliannn magariaaaa
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი natia-natia

Dzalian kargia

 


№5  offline წევრი θεοδώρα

magariaaaaa...warmatebebi

 


№6  offline წევრი kiko

ოპააააა. ბოლოში დაიძაბა. ძაან მაგარია

 


№7 სტუმარი xatia

მომწონსს მომსწონს საოცრებაა <3 love

 


№8 სტუმარი ელენიკო

საოცრებაა!

 


№9  offline წევრი Pepper

ერთად წავიკითხე ხუთივე თავი დაა სრულიაად მოვიხიბლეე <3 რა საოცრად წერ <3 ძალიან თბილი და ტკბილი ისტორიაა <3
ასეთ სექსუალურ და ცხელ ბოსზე მეც კი არ ვიტყოდი უარს :დ
ნიაააა ხო საერთოდ უსაყვარლესი პერსონაჟია.
დამი ხო საერთოდ უხ რაა ^^
არ მეყო ეს 5 თავიდა დიდი მოლოდინი მაქვს შემდეგი თავის <3
ინიჭიერესი ხარ შეეენ <3

 


№10 სტუმარი alisaa

sityvebs ver vpoulob ra gitxraaa:) saocrebaaaa xar!

 


№11  offline წევრი mako-makuna23

ლიკუ <3 იციი რომ უდავოდ ნიჭიერიიხაარ <3 შენ ხარ ჩემი ...(შენ დასრულე უკეთ გამოგივაა :D) :* მიყვარხარ წარმატებებიი <3 გეელიი რათქმაუნდაა <3

 


№12  offline წევრი kaxelii

Auuf es kaci saidan gamoxtaaa? Male dade momdevno dzalian saintedeso chans

 


№13 სტუმარი ele

ძააალიანმაგარია

აუმალედადერაა

 


№14  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუუფფფ მაგარი მომენტიაა wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent