შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ჩვენს ქუჩაზე სიყვარული თოვს! “12“ (დასასრული)


22-02-2016, 22:11
ავტორი მორი-ელი
ნანახია 6 103

-არ გავხდები,-სიცილით მიუგო კოსტამ,-ძვირადღირებულ სადილს,როცა ვიცი რომ ჩემი ცოლის გაკეთებული არაა,უბრალო,თუნდაც უგემური მირჩევნია,რადგან ვიცი რომ ჩემი ცოლის მომზადებულია.
-რამდენს ლაპარაკობ,-გაეცინა მარიტასაც,-ჭამე!
-ხომ ხედავ,ვჭამ,-გაკვირვებით თქვა კოსტამ
-ვხედავ,ვხედავ და არც ენას აჩერებ
-მერე რა,-შუბლი შეჭმუხნა და დაჟინებით დააცქერდა თეფშს,-თითქმის მოვრჩი,-წამოდგა,თეფში ხელში აიღო და ნიჟარასთან მივიდა,-მადლობ გემრიელი სადილისთვის,ცოლო,-ონკანი მოუშვა და ქაფიანი ღრუბელით თეფში გარეცხა,შემდეგ საწურში ჩადო და ხელები შეიმშრალა.
-არაფერს,ქმარო!-კოსტას შემხედვარე,ღიმილი არ მოსცილებია ბაგიდან მარიტას.თავადაც წამოდგა და მაგიდის ალაგებას შეუდგა.კოსტა მისაღებში,დივანზე ჩამოჯდა და პულტი დაიკავა.სანამ ტელევიზორს უცქერდა,ამასობაში,მარიტაც მორჩა ლაგებას და გვერდით მიუჯდა.ხელი შემოხვია და მიეხუტა.დაღლილობისგან თავს დაბლა ხრიდა.კოსტამ ხელები თმაში შეუცურა და თითებით მასაჟი დაუწყო.მარიტამ თვალები დახუჭა,გაირინდა,ქმრის თითები დამამშვიდებელივით მოქმედებდნენ.სიამოვნებისგან აჟრიალებდა კიდეც და უფრო მეტად ეკვროდა ქმარს.
-აქამდე როგორ ვერ შეგიყვარე,-თვალდახუჭული,დაბალი ხმით ეუბნება და ხელის გულს მკერდზე აყრდნობს
-აბა,მე რა ვიცი,-გაეცინა კოსტას და ხელი წელზე მოხვია,შუბლზე აკოცა და თავიდან თითები კისერში ჩაასრიალა.მარიტა მოულოდნელად შეკრთა და თვალები გაახილა,-რა იყო?
-არაფერი,-გაუღიმა მარიტამ და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი,-მგონი ყოველთვის მენატრებოდი,სანამ გაგიცნობდი მაშინაც,-თითებშორის მოიქცია მისი ლოყა და საკოცნელად აიწია,როცა ტელეფონი აბზუილდა.
-გააგრძელე,-ხელი დაუჭირა კოსტამ,-სად გარბიხარ,-მარიტა უხმოდ წამოდგა,ხელი გააშვებინა და ტელეფონის ასაღებად წავიდა,-მღუპავენ,-ჩაიფრუტუნა კოსტამ და საზურგეზე გადაწვა.სანამ აღება შეძლო,გაითიშა,შეწუხებული დაბრუნდა კოსტასთან,თან ტელეფონს დაჰყურებდა,-კიდევ დარეკავენ,-დაამშვიდა კოსტამ
-იმედია,-ამოიოხრა მარიტამ.ტელეფონი განათდა.ხელის კანკალით გახსნა მესიჯი. “გარდაიცვალა“.ამოიკითხა და ცრემლები ვეღარ შეიკავა.კანკალი აუტყდა და კოსტას ჩაეხუტა,-მაპატიე,-ამღვრეული ხმით უთხრა და სვიტერში ჩაებღაუჭა,-მაპატიე რომ არ გითხარი და არ მოგეცი საშუალება გამომშვიდობებოდი,-კოსტა გაურკვევლობაში ჩავარდა.
-რას ლაპარაკობ?-ხელები სახეზე მოკიდა და ააწევინა,-ამიხსენი რა ხდება
-არც კი ვიცი როგორ უნდა გითხრა,-ცხარე ცრემლით ატირდა და ასლუკუნდა მარიტა.გული ამოვარდნას ჰქონდა.
-მარიტა!-მკაცრად მიმართა კოსტამ,-მეტყვი თუ არა,-ტელეფონი წაართვა და მესიჯი წაიკითხა,-ვინ გარდაიცვალა?-ჰკითხა შეწუხებული ხმით,-დამშვიდდი,ასე ახლობელი იყო შენთვის?-ხელები წელზე შემოხვია და ჩაიხუტა,-დაწყნარდი,ნუ ტირიხარ,ვერაფერს შეცვლი,ცხოვრება ასეთია,ჩვენებს დავურეკავ,ზვიადიც ნერვიულობს ალბათ,მაგრამ იქნებ ჩვენი მხრიდან არაა
-თქვენი მხრიდანაა და სწორედ ისაა ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს და ვისი საშუალებითაც არსებობ,-ლუღლუღით მიუგო მარიტამ,-ვერაფერს შეცვლი,ეს ცხოვრებაა ასეთი,ადამიანებს არ გვაქვს ამის შეცვლის უფლება
-გამაგებინე ვინ გარდაიცვალა!
-ზვიადი!
-მატყუებ!
-ნეტავ ტყუილი იყოს!
-არა,ცუდად ხუმრობ მარიტა!
-არ ვხუმრობ
-ხუმრობ,-წამოვარდა კოსტა და ხელები თავზე ნერვიულად გადაისვა,-მე მინდა რომ ხუმრობა იყოს,-ცრემლები თვალებში ჩაუგროვდა
-ვწუხვარ!
-მიშველე მარიტა!
-ცუდად ხარ?
-გული გამომაცალეს,ფილტვებიც მიაქვთ,ვიღაც ჩემს ვენებს გამწარებული ჯიჯგნის,მიშველე,ყველაფერს მაცლიან,მაგრამ მე მაინც სული მტკივა,-მარიტა ჩაეხუტა სასოწარკვეთილ ქმარს და ატირდა
-დამშვიდდი!
-მთელ სხეულზე კალიები ამაცოცდნენ,ღმერთო ჩემო,ჩემს სხეულში შემოდიან და გადიან
-ნუ მაშინებ!
-ბოლოჯერ მინდა ვნახო,-მარიტას ჩამოსცილდა და წავიდა.
***
-ყველაფერს ვეგუებით,ვეუებით რომ ვკარგავთ ჩვენთვის საყვარელ ადამიანს,რადგან არ შეგვიძლია,ვერ ვაწვდენთ სიკვდილამდე ხმას რომ ვსთხოვოთ,ცოტახნით კიდევ ამყოფოს ისინი ჩვენს გვერდით,ვინც გვიყვარს და გვჭირდება.თუმცა, რომ არ არსებობდეს სიტყვა შეგუება,არც სიკვდილი იარსებებდა.
-სახლში წავიდეთ,-სთხოვა მარიტამ და ხელი მიაშველა რომ არ წაქცეულიყო.კოსტა სასმლისგან გაჟღენთილი,გადაეხვია მარიტას და ბარბაცით გაჰყვა.

-შენ ხომ არ მიმატოვებ?-საწოლზე დააწვინა,ფეხზე გახადა,საბანი დააფარა და გვერდებში ამოუკეცა,-მიმატოვებ?-გაუმეორა კოსტამ .მარიტა მის გვერდით დაწვა გულაღმა და ჭერს მიაშტერდა.კოსტამ ხელი მისკენ გადაწია და მუცელზე დაადო,-ხელი დამადე და დამპირდი რომ ჩემზე ადრე არ წახვალ,-მარიტას ტკივილით აღსავსეს გაეცინა და ხელი დაადო.
-გპირდები,-მიუგო და ხელი მოუჭირა.კოსტამ თითები მარიტას თითებში გადახლართა და თვალები დახუჭა
-მეგონა მოვკვდებოდი,-ჩაილაპარაკა,-მაგრამ გამახსენდა რომ შენ მყავდი და შევჩერდი
-დაისვენე!
-ძილი არ მეკარება,მინდა შენს ხელს ვგრძნობდე,რადგან მამშვიდებს.ეს სრულიად საკმარისია ჩემთვის.ახლა სიფხიზლე უფრო მეტად დამასვენებს,ვიდრე ძილი.
-რამე გაწუხებს?
-შენ აქ ხარ და რა უნდა მაწუხებდეს.გავბრაზდი რომ დამიმალე მისი ცუდად ყოფნა,მაგრამ ვიცი რომ ყველაფერს ჩემთვის აკეთებდი და სიბრაზემ მალევე გამიარა.
-უნდა მეთქვა!
-არა,გაჩუმდი,ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება,როგორც გვინდა.ძალიან მეტკინა,მაგრამ სხვა გზა არაა და რომ იყოს ჩემზე წინ ვერავინ წავიდოდა,-მისკენ გადაწვა,თავი მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა,-მიყვარხარ,-ალერსიანი ხმით მიუგო და სახეზე მოეფერა
-მეც მიყვარხარ!
-გეძინება?
-არა,რაიყო?
-შემცივდა,მაგრად ჩამეხუტე,-თხოვნა შეუსრულა.ხელები მოხვია და მიიხუტა ძლიერად
-კიდევ გცივა?
-არა,იმდენად აღარ.ცხვირით ვგრძნობ ოთახში სიცივეს,-ფანჯარას მიაშტერდა,-ხო არ თოვს?
-ვნახავ,-წამოდგა მარიტა და ფანჯარასთან მივიდა,-თოვს,-აღტაცებული ხმით მიუგო ქმარს და სწრაფად შეწვა საწოლში.
-ხო,სიყვარული თოვს!-თქვა კოსტამ და ისევ ჩაეხუტა.
-ჩვენს ქუჩაზე,-დააყოლა მარიტამ და ქმრის მკლავებში მოქცეული გაიტრუნა.



პ.ს არ ვაპირებდი დასრულებას,მაგრამ ძალიან ვაგვიანებ და ამიტომ რომ არ დაგღალოთ. იმედია არ მიწყენთ.მიყვარხართ.



№1 სტუმარი nini

Mainc daamtavre xo she sazizgarooo :* mainc sayvareli gogo xar momewpna aaai dzaaan agfrtovanebuli var magram kide mindaaa :(

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

nini
Mainc daamtavre xo she sazizgarooo :* mainc sayvareli gogo xar momewpna aaai dzaaan agfrtovanebuli var magram kide mindaaa :(

სხვა გზა არ მქონდა :( <3 მადლობ რომ კითხულობდი. love love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი cancara

რატო დასრულე რა ცუდო ისე კაი იქნება ტუ გაგრძელებ

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

cancara
რატო დასრულე რა ცუდო ისე კაი იქნება ტუ გაგრძელებ

:დდდ არ მოგეწონა? :( არ ვიცი. არამგონიაა. შემიყვარდა მე ეს დასასრული.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5  offline მოდერი bibo

აი უძალიანმაგრესი იყო მარა არ მეყო კაცორაიყო ესს არ გინდა მეორე ნაწილი დაწერო მურაბა :* :* :* კაი იქნება თან რა იყო ეს უცებ დასასრულიიი მომენტალიურ :* ალუცჰა ატამი ვაშლატამა მარყვი ტორტი ხარ love love უკარგესი იყო სასწაულიიი იყოოო საოცრებააა აი ვაპრენ შენზე რაფაელოვ love

 


№6  offline წევრი BvBArMy

აუ რა კარგი იყო. ^_^ კოსტა ძალიან მომწონდაა :დ
--------------------
I Hate Everything About You

 


№7  offline წევრი gogaa

აი მესმის რა არის ნაწერი და შედეგი მე ძან გაოცებული ვარ ამ ადამიანით და ძან კმაყოფილივარ ძან მაგარია როცა ვკითხულობდი ისეთი წარმოდგენა მრჩებოდა თითქოსდა 3D ფილმს უყურებდი და ეს რეალურად ხდებოდა ისეთი შეგრძნება მეუფლება ამ ადმიანის ნაწერზე რომ ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავ ძან მაგარი ხარ თეო აღფრთოვანებული ვარ შენით წარმატებებს გისურვებ და დარწმუნბეული ვარ მომდევნო შენი შედევრიც უმაგრესი იქნება ამის მჯერა.

 


№8 სტუმარი ზაური ბოლქვაძე

კარგი იყო გაიხარე ასე გააგრძელე დიდი სიყვარულით წავიკითხე და მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent