ბაუნტის ვალი [9 დასასრული]
- ქალიშვილის ხელი უნდა გთხოვოთ _ მშვიდად გადახედა გაბრიელმა ანის მამას. - ველოდი _ გაეცინა კაცს. _ ჩემი გოგონა აშკარად არაა წინააღმდეგი, რა უნდა ვთქვათ. - რომ მიხვდები რაცაა და ვინცაა, უკან დაბრუნებაზე აღარც იოცნებო _ სიცილით დაამატა ანის ძმამ და ყველა გაამხიარულა. - არ იდარდო, არ დავაბრუნებ _ სიცილითვე მიუგო გაბრიელმა. - ქორწილის თარიღიც უნდა დავთქვათ _ ბატონმა გიორგიმ გადახედა წყვილს. - ჩვენ ვფიქრობთ მაისი შესანიშნავი დრო იქნება _ ჩაილაპარაკა გაბრიელმა. - ძალიან კარგი, ერთი თვე მოსამზადებლად კარგი დროა _ დაეთანხმნენ უფროსი ქალბატონები. - დანარჩენს ბავშვები მიხედავენ, ჩვენც დავეხმარებით _ გაუღიმეს. - თქვენ კარგად გაუგეთ ერთმანეთს _ გაეცინა გაბრიელს _ თუ არ გვიწყენთ, მე და ანაკო დაგტოვებთ, მეგობრები გველოდებიან. - გაგაცილებთ _ წამოდგა ანის დედა და წყვილი გააცილა. ** - კიდევ კარგი, სად ხართ აქამდე _ საყვედურებით შეეგებნენ მეგობრები. - ძლივს გამოვაღწიეთ ხალხო _ გაუცინა ანიმ და მაგიდასთან დაჯდა. - აბა რა გადაწყდა? - მაისში გადავწყვიტეთ _ უპასუხა გაბრიელმა. - ძალიან კარგი, ანუ მზადებას ვიწყებთ. - ჰო _ ბედნიერი ღიმილით დაეთანხმა გოგონა. - სტუმრების სიაც შესადგენია, კაბები, რესტორანი, გაფორმება, ჯვრისწერა, უუჰ რამდენი საქმეა _ თითებზე ჩამოთვალა ლილემ. - ყველანი ერთად გავაკეთებთ ლილიკო _ გაუცინეს. - გაგიმარჯოთ _ ჭიქა ასწია კახიმ. - გაგვიმარჯოს _ ღიმილით ჩაილაპარაკა წყვილმაც და დალიეს. *** - დეე, სია შეადგინეთ? _ გასძახა ანიმ. - ჩვენ ვინც უნდა დაგვეწერა დავწერეთ, შენც გადახედე. - კარგი, გადავხედავ, მომე აბა. _ სიას გადახედა, თვითონაც ჩაამატა ახალგაზრდები, მეგობრები და ისევ დედას დაუბრუნა. _ ბავშვები ამოვლენ დეე. - ამოვიდნენ დედიკო, დაწყნარდი _ გაეცინა ქალს. რამდენიმე საათში ყველა ერთად არჩევდა კაბას, ხუთეული რასაკვირველია. დიდი კაბა უნდოდა ანის, გაშლილი, თუმცა არა ზედმეტად ფუშფუშა და გადატვირთული. თუმცა ანის კაბაზე უფრო რთული, სალომეს და ლილეს კაბების შერჩევა აღმოჩნდა. საპატარძლოს უნდოდა, მეჯვარეები ოქროსფერ კაბებში ყოფილიყვნენ გამოწყობილები, ლილეს არ მოსწონდა ეს იდეა. ძლივს დაითანხმეს, მაგრამ ამის გამო ორი დღე გაბუსხული დადიოდა. - გელოდები სახლთან. - კარგი, მოვდივარ _ კიბეები სწრაფად ჩაირბინა და მანქანაში ჩახტა. _ გამარჯობა _ აკოცა. - აბა, როგორ ხარ? - რა ვიცი, კარგად, შენ? რა უნდა მაჩვენო? - წამო რესტორანი ვნახოთ და თან გაფორმებაზეც უნდა დაველაპარაკოთ. - კარგი _ გაუღიმა. _ აუ გაბრიელ.. - რა გინდა? _ გაეცინა. ყოველთვის როცა ასე იწყებდა, რაღაცას სთხოვდა. - ბიჭები ოქროსფერ ბაფთებს ხომ გაიკეთებენ? _ საწყალი ღიმილით შეხედა. - არ ვიცი, მაგაზე ბიჭებს უნდა ელაპარაკო, მე რა შუაში ვარ. - შენ უნდა დამეხმარო რომ დავითანხმო, გოგოები ჩაიცვამენ ოქროსფერ კაბებს და ბიჭებმაც რომ გაიკეთონ ბაფთები ძალიან ლამაზი იქნება. - კარგი ჰო, დაგეხმარები _ თავი გადააქნია. _ მოვედით. რესტორანში შევიდნენ, ყურადღებით მოავლო თვალი ანიმ გარემოს და კმაყოფილმა გაიღიმა. - კარგია, დიდი ფართია _ ახედა ბიჭს. - ჰო, წამო კაბინეტში გველოდებიან, მენიუც ასარჩევია. - წამო. მენიუ ადვილად შეარჩიეს, გაფორმებაზე ანიმ დაიწყო საუბარი. - დარბაზი მინდა რომ ღია იასამნისფერ და ბრჭყვიალა ოქროსფერში იყოს. - არამგონია ეს შეხამება ერთმანეთს მოუხდეს _ ჩურჩულით გადაულაპარაკა გაბრიელმა. - ძალიან მოუხდება _ დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა. _ სკამებისთვის და სუფრისთვის იასამნისფერი გადასაფარებლები და ოქროსფერი ბანტები, სუფრებსაც რაღაც ოქროსფერი ორნამენტები რომ ჰქონდეს. - ანაკო ზედმეტად ჭყეტელა გამოვა. - არ გამოვა გაბრიელ, ძალიან ლამაზი ფერებია. - მე არ მიყვარს იისფერი. - გაბრიელ _ შეუბღვირა _ მე მიყვარს, თან ყველა ფერზე მეტად, ხომ შეიძლება რომ ეს ერთი დღე აიტანო? - მხოლოდ ოქროსფერი რომ დატოვო? - კარგი, სულ არ მინდა, გავაკეთოთ ისე როგორც ყველა, თეთრი გადასაფარებლებით და უღიმღამო გაფორმებით, კარგი _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და წამოდგა _ მადლობა ბატონო მამუკა _ თავაზიანობა არ დაავიწყდა, ღიმილით დაემშვიდობა უფროსს და წამოვიდა. - ანაკო, ანაკო მოიცადე _ არ ჩერდებოდა. _ ანი! _ როგორც იქნა დაეწია და ხელი მოკიდა. _ რატომ იქცევი ბავშვივით? - კიდევ მე ვიქცევი ბავშვივით? _ ნაწყენმა შეხედა. - აბა როგორ? ადექი და გამოიქეცი. - არ გამოვქცეულვარ, დავემშვიდობე ადამიანს და წამოვედი. - ჰო, როგორ არა, აიტეხე რაღაც და გამოიქეცი. - თურმე ავიტეხე, არა დავიჯერო ასეთი რთულია, ამხელა მნიშვნელობა აქვს შენთვის როგორ იქნება დარბაზი მორთული? - სულაც რომ არ იყოს, არ დავიწუნებ. - ჰოდა მითუმეტეს, თუ აზრი არ აქვს, რა მოხდება რომ იასამნისფერი იყოს? - იასამნებით გაფორმებასაც მოითხოვ. - დიახ, იასამნების პერიოდია, რატომაც არა _ ჯიქურ შეხედა. - არ შემიძლია _ თავი გადააქნია ბიჭმა. - არ შეგიძლია და კარგად იყავი _ გაბრაზებულმა მიახალა და ჩამოვლილ ტაქსს ხელი დაუქნია. პირდაპირ ლილესთან წავიდა, ნაჭრები უნდა აერჩიათ გოგონებს. - მოდი _ ღიმილით შეუშვა სახლში _ აი ნახე, ეს რამდენიმე ოქროსფერი ვნახეთ და რომელი იქნება უკეთესი? _ საქმიანად დაულაგა სხვადასხვანაირი ნაჭრები. - არც ერთი. - რა? _ ვერ მიხვდა. - საერთოდ არ დაგჭირდებათ ნაჭრები, მე არ ვთხოვდები. - შენ სიცხე ხომ არ გაქვს? _ წარბაწევით გადახედა ლილემ. - არაფერიც, მომიშალა ნერვები და წამოვედი. - დაწყნარდი, დამშვიდდი და ნაჭერი აარჩიე, ხვალ მაინც შეურიგდები და თავიდან საწვალებელი უნდა გახდეს. - არ შევურიგდები. - რა მოხდა? - არ მოსწონს ბიჭს თურმე იასამნისფერი. - ვაიმე ანი _ ხმამაღლა აკისკისდნენ გოგონები _ მეთქი ეგაა და სხვა ოჯახი აღმოუჩინა და ამან იასამნისფერი არ მოსწონსო. მთელი დღე გაბრაზებული დადიოდა, წარბებს არ ხსნიდა. მეორე დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა. - გისმენთ. - სადარბაზოსთან გელოდები. - რა ხდება შაკო? ამო შენ რა. - გელოდები და ჩამო მალე. - ახლა გავიღვიძე, მალე ვერ ჩამოვალ, ამოდი და გავემზადები. - კაი, მოვდივარ. ხალათი შემოიცვა და კარები გაუღო. - რამ გაგამწარა ამ დილაადრიან? - მე კი არა, შენ რამ გაგამწარა ამ ქორწილის წინ? - ოჰ, ახლა იმის მხარეს ვართ? - რა შუაშია გოგო იმის მხარე, ნუ გადამრიე, ჩაიცვი და წავიდეთ რესტორანში. - მე არსად არ მოვდივარ რა, მაინც არავინ ითვალისწინებს მე როგორ მინდა, მიდით და თქვენ თვითონ გააკეთეთ. - ანუშკები, მოდი ნუ გამაბრაზებ, შენი ქორწილის წინ ხომ არ ვიჩხუბებთ, გაკუსკუსდი ოთახში და მოემზადე _ ოთახისკენ შეაბრუნა და ოდნავ მიკრა ხელი. - მართლა არ მინდა, ისევ უნდა ვეჩხუბო და.. - ვაიმე _ ამოიოხრა _ მარტო ვერ არჩევს იისფერის ტონალობას და შენი დახმარება სჭირდება _ გაუცინა. - რა თქვი? მართლა? _ თვალები გაუბრწყინდა _ ახლავე, ახლავე _ ზუსტად თხუთმეტ წუთში მზად იყო. ადგილზე მისული სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ბიჭისკენ გაიქცა. - მადლობა, მადლობა, მიყვარხარ _ ჩაეხუტა. - აფერისტი _ სიცილით ჩაილაპარაკა და ხელი მოჰხვია. _ ოღონდ იასამნები არ გვინდა რა. - კარგი _ გაეცინა _ იასამნები არ გვინდა, ჩემს თაიგულში შევურევ. გაფორმება ზუსტად ისე დაიგეგმა, როგორც ანის უნდოდა. საოცრად კმაყოფილი გამოვიდა რესტორნიდან. წინ კიდევ სამი კვირა ჰქონდათ. - ხვალ ტორტი უნდა შევუკვეთოთ _ შეახსენა გაბრიელმა. - ჰო ვიცი _ ბედნიერმა ჩაილაპარაკა. - ახლა საით? - ახლა სახლში, მეძინება. - ძალიან დაიღალე? _ მზრუნველი ტონით ჰკითხა. - არც ისე _ გაუღიმა _ შენც სახლში წადი და დაისვენე. - კაბაზე როდის მიდიხარ? - ზეგ წავალთ მე და გოგოები, შენ? - ჩვენ არ გვეჩქარება, იქით კვირაში გავალთ. - კარგი, წავედი _ ღიმილით დატოვა მანქანა და საფეხურებს აუყვა. მთელი დღე ეძინა, საღამოს ცხრა საათზე გამოეღვიძა. უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება დახვდა, თუმცა არც ერთი უნახავს. ტელეფონი ტუმბოზე დააბრუნა და თვითონ სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევად. - ვის ელაპარაკებოდი? _ ინტერესით ჰკითხა დედას, რომელმაც ზუსტად მაშინ გათიშა მობილური, როცა ანი სამზარეულოში შევიდა. - მანანას დედი. - რაო მანჩომ? - არაფერი ისეთი, რაღაცები გადავამოწმეთ. - გასაგებია _ ჩაიდანი გაზქურაზე დადგა. - ამ დროს უნდა დალიო ყავა? _ გაკვირვებით ჰკითხა. - ჰო. - ღამე ძილი არ გინდა? - ღამეც დავიძინებ დე, არ იდარდო _ გაუცინა და ფინჯანში ყავა ჩაყარა. *** დილით გაბრიელის ზარმა გააღვიძა. სწრაფად მოემზადა, მოსაცმელი შემოიცვა და სახლიდან გავიდა. - დილა მშვიდობის _ კოცნით მიესალმა. - წამო ჯერ ვისაუზმოთ, ტორტის შესაკვეთად მერე წავიდეთ. - კარგი. - რას ინებებთ ქალბატონო? _ ღიმილით ჰკითხა, როგორც კი მაგიდასთან დასხდნენ. - ყავა და შოკოლადიანი კრუასანი. - ძალიან კარგი, ორი ყავა შოკოლადიანი კრუასანებით _ გაუღიმა მიმტანს. - ახლავე მოგართმევთ.. გემრიელად მიირთვით. - მადლობა. - მთელი დღე ტელეფონზე ლაპარაკობს დედაჩემი _ სიცილით ამცნო გაბრიელმა. - და სავარაუდოდ დედაჩემს ელაპარაკება _ გაეცინა ანისაც. - რა აქვთ ამდენი სალაპარაკო _ ორივეს ეცინებოდა. - რა ვიცი, რა ვიცი _ გაუღიმა _ სწრაფად ჭამე, გვეჩქარება. - იმედია ტორტსაც იასამნისფერ-ოქროსფერში არ მოითხოვ. - დიდ ხანს უნდა იწუწუნო მაგ ფერებზე? _ შეუბღვირა. - კარგი, კარგი, ვჩუმდები _ გაეღიმა. - ტორტი თეთრი იქნება, ოქროსფერი გაფორმებით _ მხრები აიჩეჩა და გაეკრიჭა. - ოხ ანაკო _ თავი გადააქნია. *** - დიდი ტორტი მინდა, რამდენიმე სართულიანი და სულ თეთრი, ოქროსფერი გაფორმებით.. აი მაგალითად, შეიძლება გვერდზე დასდევდეს ოქროსფერი ზოლი, ან ოქროსფერი ბურთულებით _ ხელებით უხსნიდა. - დიახ, გასაგებია, ახლა გაჩვენებთ ვარიანტებს და თქვენ აირჩიეთ. - აი, აი ეს მომწონს, ასეთი მინდა _ როგორც იქნა აარჩია. - ძალიან კარგი, ზუსტად რა დროისთვის გნებავთ? - 31 მაისს გვინდა. - კარგი, რესტორანში დაგხვდებათ ტორტი. - მადლობა. *** მეორე დღეს კაბებისთვის წავიდნენ, როგორც კი მოაგვარეს, კაფეში გადაინაცვლეს გოგონებმა. ნაყინები მიირთვეს, იჭორავეს, ბავშვობა გაიხსენეს. - შენღა დარჩი ლილიკო _ გაუცინა ანიმ. - ეგ არაფერი _ გაეცინა ლილესაც. _ თან ჯერ-ჯერობით შაკოც მარტოა. - ჰო, შაკუნა. - წარმოიდგინე სულ მალე გათხოვილი ქალი გერქმევა, რომ დაგირეკავ და მოგიკითხავ და დამიწყებ აუ სახლს ვალაგებ, აუ ჭურჭელს ვრეცხავ _ აკისკისდნენ. - არაფერიც, არ ვიწუწუნებ. - თუ არ დაუმტვრიე მთელი ჭურჭელი _ გაუცინა ლილემ. - არა რა, რატომ არ მომძვრა ეს ენა თქვენ რომ ყველაფერს გიყვებოდით _ ჩაიფხუკუნა ანიმ. - ჰმ, მადლობა თქვი გაბრიელს არაფერს ვეუბნები _ გადახედა. - მშობლებთან უნდა იცხოვროთ? - ჰო სალო, ჯერ მშობლებთან, სანამ ბინა გარემონტდება. - მერე არ გეშინია დედამთილ-მამამთილს რომ ვერ შეეგუო? _ გაუცინა. - არ იცნობთ თქვენ, ისეთი კარგი ხალხია, როგორ ვერ უნდა შევეგუო. - ოჰ, უყურე როგორ ჭიკჭიკებს? _ გაეცინათ გოგოებს. *** ერთი კვირა დარჩა. მღელვარებამ იმატა, გამუდმებით ტელეფონზე იყვნენ ჩამოკიდებულები, თავიდან არკვევდნენ ყველა დეტალს, ამოწმებდნენ. - ანაკო, რას აკეთებ? - არაფერს, ახლა ველაპარაკე გოგოებს, ყველაფერი მზადაა, ჰო ბაფთებიც მზადაა და იქნებ ბიჭებმა აუარონ ლილეს, წაიღონ. - კარგი, ავლენ. - ძალიან კარგი, მგონი ყველაფერი მზადაა, ჩემი კაბაღა დარჩა. - ჰო, კარგია, ამდენს ნუ ღელავ რა, თორემ ქორწილის დღეს სრულიად ძალაგამოცლილი იქნები და აღარაფრის ხალისი აღარ გექნება. - კარგი, ვეცდები აღარ ვინერვიულო _ გაეღიმა. - ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა მგონი. - ჰო, შეიძლება. - მოდი რამდენიმე დღით წავიდეთ ქალაქიდან. - გაგიჟდი? სად უნდა წავიდეთ? სულ ერთი კვირა დაგვრჩა. - ჰოდა მაგას ვამბობ, ძალიან ხარ დაძაბული, ახლა რამდენიმე დღე დასვენება მისწრებაა შენთვისაც და ჩემთვისაც. - არამგონია კარგი იდეა იყოს _ ყოყმანობდა. - მოდი ასე მოვიქცეთ, ახლა შენ სწრაფად ჩაალაგე რამდენიმე დღის სამყოფი სამოსი, მე გამოგივლი და 3-4 დღით ისევ სვანეთში დავბრუნდეთ, ისევ იმ სახლში. - გაბრიელ და ეს ყველაფერი სხვებს შევატოვოთ? - რა ყველაფერი ანაკო, უკვე მოგვარებული გაქვს ყველა საქმე, არ გინდა რომ ქორწილში კარგად გამოიყურებოდე? ასე თუ გააგრძელებ მაკიაჟიც ვეღარ უშველის შენს გამხდარ სახეს და ჩაშავებულ თვალებს. - ასე ცუდად გამოვიყურები? _ შეიცხადა. _ კარგი, დაგელოდები. დედას მოკლედ აუხსნა სიტუაცია და პატარა ჩანთით ჩაირბინა. - საღამო მშვიდობის _ მანქანასთან დახვდა გაბრიელი _ ჩანთა უკანა სავარძელზე მოათავსა და წინა კარები გაუღო გოგონას. - მადლობა _ ღიმილით ჩაჯდა. _ გააფრთხილე დიასახლისი? იქნებ არ აქვს ადგილი. - ნუ ღელავ, დავრეკე და ერთ ოთახს გამოგვიძებნის. - კარგი _ ფანჯრისკენ მიაბრუნა თავი. - ახლა მაინც ხომ მიტან? მეც გამომხედე _ გაეცინა. - ახლა მთელი ცხოვრება უნდა აგიტანო, მაცადე ცოტა ხნით სიცოცხლით ტკბობა. - ანაკონდა ფორმაშია _ ორივეს გაეცინათ. შუა გზაში ჩაეძინა ანის. სვანეთამდე ეძინა. ღიმილით გადახედავდა ხოლმე ბიჭი, ღიმილითვე მიეფერა ლოყაზე, თმა გადაუწია შუბლიდან. ამ პატარა გოგონამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, ერთ კვირაში კი სულ სხვანაირი გახდებოდა, უკვე ცოლიანი ერქმეოდა და ძალიანაც იამაყებდა ამით. - ანაკო _ მხარზე ოდნავ შეახო ხელი _ მოვედით _ გაუღიმა გოგონას. - ჰო, მოვედით _ თვალები მოიფშვნიტა და მანქანიდან გადავიდა. - გამარჯობა შვილებო _ ღიმილით შეეგება ქალი. - გამარჯობა _ ჩაეხუტა ანი. - მოდით ბავშვებო, მოდით სახლში. - მადლობა _ ხელჩაკიდებულები შევიდნენ სახლში. - სუფრა გაგიწყვეთ, მოგშივდებოდათ. - როგორ შეწუხდით. - მე პროდუქტებს გადმოვალაგებ და მოვალ ახლავე _ ხელი გაუშვა გაბრიელმა და გარეთ გავიდა. - შეგიყვარდათ ერთმანეთი ხომ? _ ღიმილით გადახედა ქალმა. - დიახ _ გაუღიმა ანიმაც. - კარგია შვილებო, კარგი, აბა თქვენ იცით, გაუფრთხილდით ერთმანეთს _ ზურგზე ხელი მოუთათუნა ქალმა. ივახშმეს, დალაგებაში მიეხმარა ანი და ისევ მისაღებ ოთახს დაუბრუნდა. - ძილინების _ გაუღიმა გაბრიელმა ქალს და ანის ხელი ჩაკიდა. - იქნებ არ მეძინება _ გარეთ გასვლისთანავე ალაპარაკდა ანი. - არაუშავს, მე მეძინება და მარტო ხომ არ დამაძინებ? _ მხრები აიჩეჩა და კიბეებს აუყვა. - მაშინაც ამ ოთახში ვიყავი _ გაეღიმა და ლოგინი გადაშალა. - მოდი _ ლოგინზე დასვა ბიჭმა _ წესიერად დაჯექი. - მოიცა _ ლოგინზე ფეხები ასწია, ზურგით სათავეს მიეყუდა _ აჰა, ვზივარ. - ძალიან კარგი _ თვითონ ლოგინის სიგანეზე წამოწვა და თავი კალთაში ჩაუდო. _ წინა ზაფხულს ამაზე ვერც ვიოცნებებდი _ გაუცინა. - მე ვერც კი არა, არც _ სიცილი შეაგება და თითები თმებში შეუცურა. - ასე მალე დამეძინება. - გადასარევია, მეც გავიპარები, მაინც არ მეძინება. - ვერსადაც ვერ წახვალ. ისხდნენ ასე, სიყვარულით სავსე მზერით შესქეროდნენ ერთმანეთს და სულაც არ უფიქრიათ არც ერთი წამით სხვაგან გახედვა. თითებს ნაზად დაასრიალებდა მის თმებში და სახეზე ეფერებოდა. გაბრიელსაც, მშვიდად დაეხუჭა თვალები და ტკბებოდა. დილით ანის ბიჭი არ დახვდა. ადგომა არც უფიქრია, ფანჯრისკენ გადაბრუნდა, ხელები თავქვეშ ამოილაგა და ღიმილით გახედა გარეთ არსებულ ხედებს. - დილა მშვიდობის _ ღიმილით და ყავის ფინჯნით შევიდა ოთახში, ლოგინზე ჩამოუჯდა, აკოცა და ფინჯანი გაუწოდა. - შაქარი ყრია? _ გაუცინა. - ნამდვილად ვიცი _ სიცილითვე უპასუხა. - დღეს რა გეგმები გვაქვს? - არაფერი, საერთოდ არაფერი, ვიქნებით მთელი დღე ამ სახლში, ამ ოთახში და დავტკბებით _ გაუცინა და გვერდით მიუწვა. - კარგი გეგმაა _ გაუცინა და მიეხუტა. შუადღისას მაინც დააღწიეს ოთახს თავი. დიასახლისთან ერთად ისადილეს, სახლის საქმეებშიც დაეხმარა ანი და შემდეგ გარეთ, მინდორზე წამოგორდა ბიჭის გვერდით. - რა კარგია არა აქ? _ გადახედა გაბრიელმა. - ჰო, ძალიან, რაღაცნაირად თავისუფლად ვსუნთქავ. - გინდა დავრჩეთ? _ გაუცინა. - კარგი აზრია, მაგრამ არა. ის დღეც მალე გავიდა, ძალიან მალე.. ასეთ ადგილებში დრო ყოველთვის სწრაფად გადის, თან საყვარელი ადამიანის გვერდით. არ უნდოდა მომდევნო დღეც ასე მალე გასულიყო, მაგრამ გავიდა. გავიდა ისე, რომ მაინც ვერ იჯერეს გული ერთად ყოფნით, თუმცა სულ რაღაც სამი დღეც და მერე სულ ერთად იქნებოდნენ. საოცრად კმაყოფილები დაბრუნდნენ ქალაქში. - მოფერიანებულხარ დედიკო _ გაუცინა დედამ და გოგონა ჩაიხუტა. - რომ იცოდე რა კარგი იყო, როგორ დავისვენე, აქ რა ხდებოდა? ხომ ყველაფერი რიგზეა? - დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი მზადაა, ქორწილის დღეს დილით მივალთ მე და მანანა, გაფორმებასაც შევამოწმებთ, ტორტსაც, ყველაფერი კარგად იქნება, სახლისთვისაც ყველაფერი მზად მაქვს დედი. - უჰ, რა კარგია, ახლა ბავშვები უნდა ვნახო, ლილესთან მივდივარ _ კოცნით დაემშვიდობა და ლილეს სახლისკენ წავიდა. *** - დილა მშვიდობის _ ლილეს ხმამ გააღვიძა. - უკვე აქ ხართ? - ადე, ადე, სალონში არ დაგვაგვიანდეს. - ჰო, ვდგები. თითქმის ერთი საათი მოანდომა მოწესრიგებას, ყავაც დალიეს და მხოლოდ ამის შემდეგ წაიყვანა ერეკლემ სალონში. წამოსვლისას დაგირეკავთო უთხრეს და გაუშვეს. - ემზადები? - ვემზადები _ გაეღიმა _ სალონში ვარ უკვე. - ძალიან კარგი, ჩემი სახლის ქალბატონებიც გავისტუმრე უკვე. - ბიჭები? - აქ არიან, ნუ ღელავ, ოქროსფერი ბაფთებიც არ დავიწყებიათ _ გაეცინა. - ნეტავ კიდევ რამდენ ხანს იცინებ ამ ფერებზე _ ბუზღუნით უთხრა _ წავედი, მეორე ხელზე გასაკეთებელი მაქვს ფრჩხილები და უახლოესი ორი საათი არ შემეხმიანო, ვერ გიპასუხებ, შეხვედრამდე _ მიაყარა და გაუთიშა. რამდენიმე საათში უკვე სახლში იყვნენ. დიდ ხანს ისმინა აღფრთოვანებული ბიჭების კომენტარები. ოთახში შეიკეტნენ და კაბების მორგება დაიწყეს. - ვაუ, კაბა რომ საოცრება იყო ვიცოდი, მაგრამ შენთან ერთად საერთოდ სასწაულია _ გაოგნებული უყურებდა ლილე. დიდი, ქათქათა კაბა. კორსეტი წვრილი თვლებით იყო გაწყობილი, დეკოლტე კარგად კვეთდა გოგონას მკერდს. ქვემოთა ნაწილი კი გაშლილი იყო. კაბა და მაკიაჟი სრულიად ეხამებოდა ერთმანეთს ვარცხნილობასთან ერთად და საერთო ჯამში შესანიშნავი იყო. - შეიძლება? _ კარებში თავი შეყო ანის დედამ. _ ვაიმე _ შევიდა და კარები დაკეტა _ რა ლამაზი ხარ დედი _ ცრემლი მოერია. - არ იტირო რა _ გოგონაც გულაჩუყებული ჩაეხუტა დედას. - თქვენც რა ლამაზები ხართ _ გოგონებს გადახედა. - მადლობა, თქვენც არაჩვეულებრივად გამოიყურებით. - დედიკო მანანამ დამირეკა, გამოსულან უკვე. - კარგი დე, მე მზად ვარ. ცოტა ხანში ანის ტელეფონიც ამღერდა. - გისმენ. - მზად ხარ? - მზად ვარ. - მალე მოვალ. - გელოდები. *** - გამოდი ანი, გამოდი, მეშველა, გიშორებ _ სიცილით შევიდა ანის ძმა ოთახში. - მოვდივარ _ გაუცინა და მისაღებში გავიდა. - კარებს ვაღებ _ დაიძახა მამიდაშვილმა და გაბრიელმაც შემოაბიჯა დიდი თაიგულით. რამდენიმე წამით გაშეშდა, ვერაფრით წარმოიდგინა ანი საქორწინო კაბაში და ახლა, ახლა რაღაც საოცრებას უყურებდა. ყველა ქალი ხომ განსაკუთრებულად ლამაზია ქორწილის დღეს, ჰოდა არც ანი იყო გამონაკლისი. თაიგული გადასცა და გადაკოცნა. - სიტყვებს ვერ ვპოულობ _ უჩურჩულა. - ყველა სიტყვაზე მეტი იყო _ გაუღიმა. ჯვრისწერისას სულგანაბული უსმენდა მოძღვარს, ყველა სიტყვას იმახსოვრებდა. თავზე გვირგვინით და ხელში სანთლით უბედნიერესი იყო. საყვარელ ადამიანს უკავშირებდა მთელ ცხოვრებას და დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ხედავდა გაბრიელის სითბოთი სავსე თვალებს და თვითონაც ივსებოდა სიყვარულით. ხელისმოწერა უფრო მხიარული იყო. პირველი ცეკვაც შეასრულეს უკვე ცოლ-ქმარმა და რესტორანში გადაინაცვლეს. - ვაიმე, რა ლამაზია _ აღმოხდა აღფრთოვანებულ გოგონას დარბაზის დანახვისას. - მართლა კარგი გამოსულა _ გაეღიმა გაბრიელს. - შენ კიდევ არ მიჯერებდი. - წამოდი, წამოდი _ ნეფე-პატარძლის მაგიდასთან მოთავსდნენ. *** მხიარული საღამო იყო. ყველა ცეკვავდა და ერთობოდა. წყვილის გაპარვა მეგობრების გარდა ვერავინ შენიშნა. სწრაფად მოწესრიგდნენ და აეროპორტისკენ წავიდნენ, დროულად მიუსწრეს და საფრანგეთის მიმართულებით გაფრინდნენ. ორ კვირაში დაბრუნდნენ უკან. დიდი დახვედრა მოუწყვეს მეგობრებმა და ოჯახმა. შესანიშნავად შეეწყო გაბრიელის მშობლებს. მანჩო სულ ანებივრებდა, ბატონი გიორგიც შვილივით ექცეოდა ან უფრო პატარასავით, ყოველ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს შოკოლადი მიჰქონდა მისთვის, იცოდა რომ უყვარდა. რამდენიმე თვეში კი საერთოდ გადაირია მთელი ოჯახი, ათმაგად უფრო უფრთხილდებოდნენ, ცივ ნიავს არ აკარებდნენ. ახალმა ამბავმა ყველა გააბედნიერა, მალე ახალი წევრი ეყოლებოდათ ოჯახში. *** - ჰეიი, რაზე ფიქრობ? _ მის გვერდით მოკალათებულიყო გაბრიელი. - წარსულზე, ჩვენს წარსულზე _ გაუღიმა. - მერე? - მერე ის, რომ დღესაც ისევე ბედნიერი ვარ როგორც ექვსი წლის წინ. - და სულ ასე იქნება _ მიიხუტა. - გაბრიელ _ ახედა. - გისმენ. - მზად ხარ კიდევ ერთხელ გაუძლო ჩემი და ჩვენი პრინცესის ან პრინცის პრეტენზიებს? _ ეშმაკური ღიმილით დაეკითხა. - ანაკო _ თვალები გაუბრწყინდა _ კიდევ ერთხელ კი არა, კიდევ ძალიან ბევრჯერ გავუძლებ _ თბილი ღიმილით ჩაილაპარაკა და საყვარელ ქალს ტუჩებზე დაწვდა. __________ ესეც ასე.. დავასრულე.. უღრმესი მადლობა შოკოლადებო, რომ მთელი ამ დროის მანძილზე კითხულობდით და მიზიარებდით თქვენს შთაბეჭდილებებს, ასე მათბობდით და მავსებდით ემოციებით. თქვენი კომენტარები ყოველთვის ხდება ჩემი ღიმილის მიზეზი.. ველი შეფასებას და კრიტიკას.. ვიმედოვნებ დასკვნითმა თავმა იმედები არ გაგიცრუათ.. პ.ს. ისტორია ეძღვნება საიტის ერთ-ერთ წევრს, ადმინს - ანო23-ს.. მისი დიდი დამსახურებაა რომ ამ ისტორიას დღის შუქი მოეფინა.. ხან ტკბილი სიტყვით, ხანაც მუქარით ეს შეძლო (სიცილი).. იმედი მაქვს მოგეწონა ანაკო.. პ.ს.ს. უყვარხართ მარრიამს შოკოლადებო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.