გარდაქმნა (დასასრული 1)
უძრავად იჯდა პალატის წინ რკინის სკამზე და ვერაფრით ხვდებოდა რა ხდებოდა, ვერ ეგუებოდა უკვე აუტანელ ფაქტს, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე თვემ დაიტია... იმდენად აუტანელი იყო მოლოდინით სავსე წუთები, რომ გულწრფელად უკვირდა როგორ ახერხებდა ისევ აზროვნებას, სუნთქვას ან სხვა რაიმე ადამიანურის შეგრძნებას.. ვერაფრით აეხსნა რა შეეშალა, ეგოისტურად სურდა მომხდარის სიმძიმე მხოლოდ მისი ბრალი ყოფილიყო, მხოლოდ ის ყოფილიყო დამნაშავე იმაში, რომ მათი პატარა ვეღარ იცოცხლებდა.. არ ყოფნიდა ფანტაზია წარმოედგინა როგორ მოეშორებინა ნიასთვის დანაშაულის შეგრძნება ჯერ რომ არც ენახა მაგრამ უკვე ასე აშკარად ხედავდა .. უმიზნოდ და უემოციოდ უყურებდა ნაცრისფერ კარს, რომელიც ნიასგან აშორებდა, მთლიანად გამოცლოდა ძალა, ისეთი დაღლილი იყო, რომ კიდურებსაც ვეღარ გრძნობდა. მხოლოდ უკანასკნელ კადრებს აწვდიდა გონება და მტკივნეულად ახსენებდა ნიას შეშლილ თვალებს, ყურებში ჩაესმოდა მისი ნამტირალევი, მუდარით სავსე ხმა ექიმებს რომ ეხვეწებოდა მათი პატარა როგორმე რომ გადაერჩინათ. ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა შეგრძძნება, რომ აღარაფერი შეეძლო, გააცნობიერა რომ ამას ვეღარ შეეწინააღმდეგებოდა.. თითქოს ცხადად აღიქვამდა როგორ უახლოვდებოდა ბურუსი, რომელიც მათ უზარმაზარ ბედნიერებას უმოწყალოდ შთანთქავდა, იმდენად ცხადი იყო ეს პროცესი, რომ შავი კვამლის კონტურებს თითქოს თვალიც კი გააყოლა. მაგრად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს, თავი ენერგიულად გააქნია და შუბლი მტკივნეულად დაიზილა, უკანასკნელი ძალაც მოიკრიბა და კარისკენ დაიძრა, ახლა ყველაზე რთული მისია უნდა შეესრულებინა - ნიასთვის უნდა ეთქვა, რომ მათი შვილი აღარ იცოცხლებდა.. --- ყველანაირი იმედი, ბრძოლის ყველანაირი სურვილი წამში გაუქრა ბალიშზე მისვენებულ გაფითრებულ სახეს რომ შეხედა, მანამდე ეგონა წარმოდგენა მაინც ჰქონდა მის მდგომარეობაზე მაგრამ მისი უსიცოცხლო მზერა, გაყინული გამომეტყველება და ჩაწითლებული თვალები იმაზე მეტად შემზარავი იყო ვიდრე იფიქრებდა.. ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ვიღაც ყელზე უჭერდა თითებს, სუნთქავდა მაგრამ ჟანგბადი თითქოს ფილტვებამდე ვერ აღწევდა, აუტანელი იყო უმოქმედობის ასე აშკარად შეგრძნება და ნია, რომელიც მართლა აღარ გავდა ცოცხალს. სიტუაციასთან ყოვლად შეუფერებელი ჟესტით გამოხატა გოგონამ მისი დანახვით გამოწვეული სიხარული და გაუღიმა.. ზუსტად იმ მომენტში გააცნობიერა, რომ უკვე ზღვარზე იყო, ცოტაც და ალბათ შეიშლებოდა.. წარმოდგენაც კი არ უნდოდა რად უჯდებოდა ახლა ეს არაფრისმთქმელი, ნაძალადევი ღიმილი, წამში გაჩნდა საწოლთან და ძალიან ფრთხილად მიიხუტა.. დარწმუნებული იყო, რომ მისი ტირილის ხმას გაიგებდა მაგრამ ნია ჯიუტად დუმდა, მხოლოდ მის სუნთქვას და პულსის ფეთქვას გრძნობდა ყელთან.. უფრო ააღელვა მისმა საეჭვო სიმშვიდემ, ვერ იტანდა გოგონას ასეთი სიძლიერის გამომჟღავნება რომ სჭიდებოდა ხოლმე. ფრთხილად დახედა გაფითრებულ სახეს და მთელი ინტერესით დააკვირდა ჩაწითლებულ თვალებს, მალევე მიხვდა, რომ ნიამ უკვე ყველაფერი იცოდა და პირველად მიაწოდა ფილტვებს ჟანგბადის დიდი ნაკადი, ახლა ამ საშინელი სიტყვების თქმა რომ აღარ მოუწევდა მისთვის ესეც დიდი შვება იყო. - ნია.. დამელაპარაკე! - ჭკუიდან შლიდა ურეაქციობა, არაფრის სურვილი საყვარელ თვალებში... - აღარ ინძრევა.. - დაიჩურჩულა და უღონოდ ჩარგო ბექას ყელში ცხვირი. არ იცოდა რა უნდა ეთქვა, რა შეეძლო ან არ შეეძლო... ვერ ხვდებოდა ახლა როგორი უნდა ყოფილიყო, იმასაც კი ვერ იაზრებდა, რომ მანაც დაკარგა შვილი.. იმდენად მტკივნეული იყო საყვარელი ქალის უბედურება, რომ ვერ ხვდებოდა რა დაკარგა. მთელი გულით სურდა ნიას ცრემლებს დაესველებინა მისი მაისური, რას არ მისცემდა, რომ რაიმე ადამიანური ემოცია გამოემჟღავნებინა, მაგრამ ნია ჯიუტად დუმდა და მხოლოდ ძლივსშესამჩნევი სუნთქვა ახვედრებდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობდა. დიდი ხანი ყავდა ასე მიხუტებული და ფრთხილად არწევდა.. ალბათ დამამშვიდებლებმაც იმოქმედეს, მისი სუნთქვა უფრო ხშირი და ღრმა რომ გახდა მიხვდა ჩასძინებოდა.. ძალიან ფრთხილად დააბრუნა ბალიშზე, კიდევ რამდენიმე წუთით უყურა გაფითრებულ სახეს, თვალებზე შავ რგოლებს, გალურჯებულ ტუჩებს და ისე გაეცალა უკან აღარ მოუხედავს.. საჭირო არ იყო ასეთი ნიას ისევ დანახვა, მის გონებას უკვე საგულდაგულოდ აღებეჭდა ყველაფერი.. -- ყველაზე რთული იყო საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მათი ცხოვრება.. არ უნდოდა გოგონა თავიანთ სახლში წაეყვანა , არ უნდოდა ნიას მათი შვილის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ოთახი ბერჯერ ენახა, აქამდე ყოველთვის იცოდა რა უნდა გაეკეთებინა მისთვის, სანაცვლოდ ნიას უსაზღვროდ ბედნიერი ღიმილი რომ დაემსახურებინა, მაგრამ ახლა ვერაფრით დაესახა გეგმა, თუ როგორ შეძლებდა მის დახმარებას. უბრალოდ ცდილობდა ის გაეკეთებინა რაც მისთვის ახლა უკეთესი ეგონა, ცდილობდა რაღაცრაღაცეების დავიწყებაში დახმარებოდა, რომ სულ ოდნავ ნაკლებად მტკივნეული და აუტანელი ყოფილიყო მისთვის ეს საშინელება. ნიას ყველაფერში ეტყობოდა რომ მთელი ძალით ცდილობდა არაფერი შემჩნეოდა, ყველას ნაზად უღიმოდა და მშვიდად პასუხობდა ახლობლების კითხვებს. ბოლო დროს იშვიათად თუ უყურებდა ბექას თვალებში, იცოდა, რომ აუცილებად გაშიფრავდა ქმარი მის ყალბ ღიმილს, გამოგონილ სიმშვიდეს და სულ ცდილობდა მისთვის თვალი აერიდებინა. უკვე ნერვებს უშლიდა ნიას სიჩუმე, ვერ ხვდებოდა რატომ იქცეოდა ასე ჩვეულებრივად, მისგან ხომ არავინ ითხოვდა ასეთ ძალისხმევას.. დააპირა ამაზე დალაპარაკება, როცა საავადმყოფოდან მოყავდა, მაგრამ როცა მის უმისამართო მზერას და მუცელზე დალაგებულ პატარა ხელებს მოკრა თვალი ბრაზმა მაშინვე გადაუარა. ისევ მტკივნეულად დაეჭიმა კანი და შეეცადა მთელი ყურადღება გზაზე გადაეტანა. მამამისის სახლს რომ მიუახლოვდნენ და კართან მომლოდინე ლიდას რომ მოკრა თვალი ნიამ მაშინ გამოერკვა და გაურკვეველი მზერით გახედა ბექას.. - ცოტა ხნით აქ დავრჩეთ, ლიდა უკეთ მოგხედავს რამე რომ დაგჭირდეს, ხომ ხვდები .. - გული ეტკინა ბექას მზრუნველობაზე.. მშვენივრად მიხვდა რა იყო მისი მიზანი, ხელი ნაზად დაადო მისას და ოდნავ მოუჭირა, ფრთხილად გადაიხარა ბექასკენ და ლოყაზე აკოცა. ბექამ ღრმად ამოისუნთქა და სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან მის გადმოსაყვანად, არ უნდოდა ოდნავ მაინც შეექმნა მისთვის დამძავბელი გარემო.. ნიას აგიჟებდა ფაქტი, რომ ბექა მართლა ყველაფერს უძლებდა მაგრამ ხვდებოდა ასე ვეღარ გააგრძელებდა და ზუსტად მაშინ დაიწყო მომავალზე ფიქრი.. მომავალზე, რომელშიც ბექას გარეშე მოუწევდა ბრძოლა... -- ყველაფერი ისეთი ერთფეროვანი და რუტინული გახდა, უკვე მართლა ვეღარ უძლებდა, ბერჯერ სცადა მომხდარზე ნიასთან საუბარი მაგრამ გოგონა ყველაფერს გაურბოდა.. ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვეულ რიტმს ზედმეტად სწრაფად დაუბრუნდა, ლიდას ზოგჯერ სამზარეულოშიც კი ეხმარებოდა.. ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ მაგრამ იყო რაღაც რაც ძალიან არ სიამოვნებდა ბექას.. ხვდებოდა, რომ ნიას რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და უდიდესი მოთმინებით ელოდა როდის გამოამჟღავნებდა გოგონა ყველაფერს. ყველაზე მეტად მის თვალებში გამქრალი ცრემლი აშინებდა.. მანამდე ნიას იმდენად ყველაფერზე ეტირებოდა, რომ მისი გადამეტებული ემოციურობა ანერვიულებდა მაგრამ ახლა უფრო საშიშთან შემთხვევასთან ჰქონდა საქმე და სწორედ ეს უღრღნიდა გულს.. ძალიან გაუკვირდა მაგრამ არ შეუმჩნევია, როცა ნიამ სთხოვა ისევ მინდა სააგენტოში დაბრუნება და ძველი საქმის გაგრძელებაო, მეორე დღესვე განაახლებინა ფოტოსესიები და სარეკლამო კამპანიები, ვერ ხვდებოდა რატომ იყო გოგონა ასეთი მონდომებული და საინტერესებული სამოდელო კარიერით , რაც მანამდე მხოლოდ სიამოვნებას ჰგვრიდა ახლა მნიშვნელოვან საქმედ ექცია და დიდი ენთუზიაზმით განაგრძნობდა ფოტოსესიებზე პოზირებას. - ნია რა ხდება აღარ იტყვი ? - მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად ვეღარ მოითმინა და ხმა ისეთი მომთხოვნი გაუხდა ნიამ მაურიანად გადაყლაპა ნერწყვი.. - უბრალოდ.. დღეს ძალიან დავიღალე .. - ვერაფრით გაუსწორა მის თვალებს თვალები და ზემოდან მოქცეულ ქმარს თითები გლუვ კანზე გადაუსვა.. - სხვა დროს ჩემი მოფერება არასდროს გღლიდა.. - სიმკაცრეს შეპარულმა წყენამ გაანადგურა მაგრამ მიხვდა, რომ საწადელ მიზანს ოდნავ მაინც მოიახლოვდა.. ისევ ბექას გამო უნდა ეპოვა თავში ძალა ყველანაირი სურვილი დაეძლია, იცოდა წარმოუდგენელი, შეუძლებელი იყო ბექას მის მიმართ გრძნობები განელებოდა მაგრამ უნდა მოეხერხებინა და დაეჯერებინა თითქოს ნიასთვის გამხდარიყო სულერთი მათი სიყვარული.. ცრემლები ძლივს შეიკავა მაგრამ თვალები მაინც ჩაუწითლდა.. კიდევ რამდენიმე წამით უყურა გოგონას ხელოვნურ გამომეტყველებას ბექამ, მერე სწრაფად წამოდგა საწოლიდან და მაშინვე დატოვა იქაურობა.. დიდხანს ათვალიერა ღია კარიდან კაბინეტში მჯდარი და საბუთებში თავჩაქრგული ბექა, ღრმად ამოისუნთქა, ჯერ ნაზად დააკაკუნა კარზე და პასუხს არ დალოდებია ისე შეაღო კარი.. - შეიძლება? - საკუთარმა ხმამ იმაზე მეტად გამოამჟღავნა მისი აღელვება ვიდრე ელოდა. ბექამ მშვიდად ამოხედა, თბილად გაუღიმა და თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დააქნია, თვალები ოდნავ მოჭუტა და ყურადღებით დააკვირდა გაფითრებულ გოგონას, რომელიც ისეთი სახით ჩამოჯდა ხავერდის სკამზე თითქოს ვინმე მოკვლას უპირებდა. სიტუაციამ ძალიან დაძაბა, არ ესიამოვნა ნიას დაუფარავი მღელვარება და ერთმანეთში ნერვიულად მოთამაშე თითები მაგრამ არაფერი შეიმჩნია და მოთმინებით დაელოდა მოქმედებას.. - მინდა, რომ დაგელაპარაკო.. - ძლივს ამოთქვა და ფრთხილად გაუსწორა შესინებული მზერა მისას. - გისმენ.. - ხმა დაუთბა მაგრამ დაჟინებული მზერა არ მოუშორბია.. - ნიუ იორკის ერთერთი სააგენტოდან მოწვევა მომივიდა, ძალიან კარგი კონტრაქტია და.. მოკლედ კვირის ბოლოს იქ უნდა ვიყო.. - ძლივს ჩაამთავრა წინადადება და ღრმად ამოისუნთქა.. - გილოცავ... ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ასე იქნებოდა ! - ნიას რომ უყვარდა ისე გაუღიმა ბექამ და თვალი ჩაუკრა. - კარგია რომ კვირის ბოლომდე დრო გვაქვს, ბევრი საქმე აღარ დამრჩა და თან რეზოც ჩამოვა.. ზუსტად როდისთვის დავჯავშნოთ ბილეთები ? - მშვიდად ლაპარაკობდა ბექა და განგებ არ იშორებდა ღიმილს.. ნიას ყველაფერი ეტკინა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თითოეული ორგანო სათითაოდ ეწვოდა და ძლივსგასაგონად, ძალიან ჩუმად ამოთქვა.. - მე.. მარტო მინდა წასვლა.. - თავი დახარა და ბექას რეაქციას გაყინული დაელოდა. დიდხანს იყო მოლოდინის რეჟიმში, მთელი არსებით სურდა დაენახა რა ხდებოდა მის სახეზე მაგრამ ვერაფრით ბედავდა თავის აწევას. ლოდინი უკვე შეუძლებელი იყო ბექას ისევ მშვიდი და მაინც ძალიან თბილი ხმა რომ მოესმა: - რამდენ ხნიანი კონტრაქტია? - ჩამჭრელი კითხვაც დაისვა და მეორედ განიცადა წვის შეგრძნება.. - ორ წლიანი .. - ყურები საშინლად დაუგუბდა და თავბრუს ხვევაც რომ იგრძნო ფრთილად გადაწვა საზურგეზე.. ამჯერად უფრო დიდხანს ელოდა პასუხს, დაჟინებულ მზერას ისევ გრძნობდა და უკვე ჰაერი აღარ ყოფნიდა.. - რომელი სააგენტოა ? - ყველაზე ნაკლებად ალბათ ამ კითხვას მოელოდა, გაოგნებულმა ახედა და თვალები გაუფართოვდა, რატომღაც დაბერილ ძარღვებს, საყვედურით სავზე მზერას და მის არაადამიანურ მზერას ელოდა, მაგრამ ბექა ისევ ისეთი მშვიდი და უცნაურად მომღიმარი იყო.. - ნექსთი .. - ისე იყო აღელვებული გულწრფეად გაუკვირდა როგორ გაიხსენა სააგენტოს სახელი... - და მოწვევა საიდან? - გამშიფრავ კითხვებს არ ეშვებოდა ბექა და ისევ დიდი ინტერესით აკვირდებოდა მის რეაქციებს.. - ჩემი პორტფოლიო გავგზავნე და დადებითი პასუხი მომივიდა.. - განუმარტა და ისევ თითებს მიუბრუნდა აკანკალებული.. - წარმატებები ! ბილეთს მე მივხედავ.. - მშვიდად მოიგო და ლეპტოპი საქმიანი გამომეტყველებით გაშალა.. ნია მიხვდა, რომ საუბარი დასრულებული იყო, სწრაფად წამოდგა და კაბინეტი სწრაფად დატოვა. ძალიან იყო ნაწყენი და უზომოდ უშლიდა ნერვებს საკუთარი მოლოდინები.. ვერ ხვდებოდა რატომ იყო ასეთი ირეაქციო ბექა, იქნებ რამე ვერ მიანიშნა კარგად? იქნებ გასაგებად ვერ უთხრა, რომ მისგან მიდიოდა.. მილიონ ვერსიას განიხილავდა გონება და მაინც ვერ წარმოედგინა როგორ შეეძლო მისი გაშვება.. დიდხანს იჯდა ვერანდაზე ფიქრებში ჩაძირული, უკვე საღამო იყო ოქროსფრად ანათებდა ხის ტოტებს შორის ჩამავალი მზე.. როგორ უყვარდა ასეთ ამინდში მასთან ერთად ყოფნა.. გაახსენდა როგორ უნდოდა ოლმე გვიანობამდე ასე მჯდარიყო და გაზაფხულის ნაზი ნიავით აშრიალებული ფოთლებისთვის გვიანობამდე ესმინა, გაახსენდა როგორ ზრუნდავდა ხოლმე მასზე ბექა, როგორ ცდილობდა არ გაციებულიყო და უცებ ყველაფერი ძალიან ნათლად გაიაზრდა გონებამ.. იმდენად შოკისმომგვრელი იყო მოგონება მაშინვე აუჩქარდა გული და ფეზე დაფეთებული წამოხტა. აქამდე ისე იყო ბექას ურეაქციობით გულნატკენი, რომ ვერანაირი დაფარული ჟესტი, ვერანაირი ნაძალაევი ქმედება ვერ ამოიკითხა მის ქცევაში მაგრამ ახლა მიხვდა, რომ მასაც რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მისი მზერაც ეცნო და გაახსენდა.. საკუთარ ქმარს ძალიან კარგად იცნობდა და მანამდეც უნდა მიმვდარიყო, რომ ასე სპეციალურად ექცეოდა.. პირველად შეეშინდა, ძალიან შეეშინდა, რომ ვერ გაუძლებდა და ვერ შეძლებდა მის მიტოვებას..... არაფერ ყოფილა შემდეგ დილაზე საშინელი, ფეხშიშველი იდგა ცივ იატაკზე და ჩაწითლებული თვალებით აკვირდებოდა ცარიელ ლარნაკებს, რეალურად პირველად შეიგრძნო ყველაფრის დასასრული და კიდევ ერთხელ შეეზიზღა საკუთარი ავადმყოფობა.. როგორ უნდოდა ისევ შეეგრძნო ვარდების ნაზი სურნელი მთელი ამ დროის განმავლობაში არასდროს რომ არ შორდებოდა სახლს, მიუხედავად ყველაფრისა ბექა არასდროს ივიწყებდა მის საყვარელ ჩვეულებას და ყოველ დილით ახალი ყვავილები ხვდებოდა ტრადიციულ ადგილას მაგრამ ამ დილამ ყველა ტკივილი დაიტია, ყველანაირი ემოცია ერთიანად მოაწვა და სული შეუგუბა.. როგორ უნდოდა ეტირა და რამენაირად მოეშორებინა აუტანელი შეგრძნებები, რამდენიმე წამში ტკივილი თითქოს ერთად შეგროვდა და გულთან გაჩერდა, წონასწორობის შესანარუნებლად მარმარილოს მაგიდას ჩაებღაუჭა და ტკივილის შესამსუბუქებლად გულზე მაგრად დაიჭირა ხელი.. - თუ ჩემგან წასვლას აპირებ ამასაც უნდა მიეჩვიო, ნია.. - უფრო მეტად იგრძნო მწვავე ტკივილი საყვარელი ხმა ასე მკაცრად რომ მოეჩვენა.. მხოლოდ მაშინ შეძლო სუნთქვა, როცა თბილი ხელები ნაზად შემოეხვია წელზე და სასიამოვნო სიმსუბუქე იგრძნო მოულოდნელად ბექას მკლავებში რომ აღმოჩნდა.. თავი საყვარელ ყელში ჩამალა და მაისურის რბილი მატერია მაგრად ჩაბღუჯა თითებით.. წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა ხელში აყვანილი წაიყვანა მისაღებისკენ და სავარჟელძი მასთან ერთად ჩაჯდა.. ნეტარებაში ჩაძირული მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ როგორმე გული დაეწყნარებინა.. ვერ ხვდებოდა რატომ იყო ცუდად, იმიტომ, რომ ბექა მართლა უშვებდა თუ იმიტომ, რომ საკუთარ სურვილებს და გრძნობებს ვერ ერეოდა.. სიგიჟემდე სიამოვნებდა მისი თითები შიშველ ზურგზე, საოცარი სურნელი და ძლიერი, თანაბარი სუნთქვა. ისე სწრაფად წამოდა რამდენიმე წამით მხედველობა ბრჭყვიალა საგნებმა დაუბინდა.. ღრმად სუნთქავდა და ნერწყვს ხშირად ყლაპავდა როგორმე ყელში გაჩენილი ხანძარი რომ ჩაექრო. ბექაც მასთან ერთად წამომდგარიყო და წარბებშეკრული აკვირდებოდა მის რეაქციებს. - უშენობასაც უნდა შევეჩვიო .. - ძლივს ამოთქვა და ისევ გულზე მიიჭირა ხელი.. ნაზად მოეფერა ბექა მის თმას, მერე თითები სახისკენ წაიღო და ლოყაზე ჩამოასრიალა.. წამში დაუწყნარდა აჩქარებული გულიც და სიამოვნებისგან თვალები მიელულა.. ვერ ხვდებოდა როგორ უნდა გაეძლო მის გარეშე, როგორ უნდა ეცოცხლა უმისოდ.. - გთხოვ.. უნდა გამიშვა.. - მთელი გული ამოაყოლა ამ ორ სიტყვას და პირველად შეამჩნია ბექას თვალებს ცვლილება.. მხოლოდ ოდნავ დაუქნია ქმარმა თავი და გაეცალა.. ნიამ კი კიდევ ერთხელ მოატარა მზერა ცარიელ ლარნაკებს და დინჯად დაიძრა ოთახისკენ.. ** მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი მის გამგზავრებამდე.. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბექას თითქმის ვერც კი ხედავდა, გულის სიღრმეში ალბათ წყინდა კიდეც აშკარად რომ არ ცდილობდა მისთვის დარჩენა გადაეფიქრებინა მაგრამ მალევ ხვდებოდა ხოლმე, რომ ყველაფერი მხოლოდ თავისი სურვილის გამო ხდებოდა.. ახლა წინა ღამეების მსგავსად უაზროდ დადიოდა კარადიდან საწოლზე გადაშლილ ჩემოდანს შორის მანძილს და ცდილობდა ცოტა ხნით მაინც დაეკავებინა გონება ტანსაცმლის არჩევის პროცესით.. მაინც ვერაფრით ახერხებდა იმ ფაქტისგან გაქცევას, რომ ყველაფერი უკანასკნელი იყო.. მათი ოთახი, აქ გატარებული თითოეული წამი, ადამიანი, რომელიც ვეღარასდროს იქნებოდა მისი.. ნერვები მოეშალა საკუთარი თავი ოთახის შუაგულში იდიოტივით მდგარი რომ გამოიჭირა, ის იყო საწოლისკენ მიტრიალება რომ დააპირა მაგრამ მოულოდნელად შემოგლეჯილმა კარმა და ბექას არაადამიანურმა სახემ ისევ ადგილზე მიალურსმა. თავიდან ძალიან შეეშინდა მაგრამ იმდენად მოულოდნელად ეცა ბექა ტუჩებზე, რომ შეგრძნებები სულ აერია.. არაფრით გავდა ბექას ალერსი უწინდელს... გონებამ უხესი, მომთხოვნი, საოცრად ვნებიანი კოცნა ვერაფრით დაუკავშირა უწინდელ ნაზ, ფრთხილ და მოზომილ ალერსს.. არასდროს უგრძვნია მის მიმართ მსგავსი ლტოლვა, სარკეზე აყუდებულს ცივი მინა შველოდა ბოლომდე რომ არ დაეკარგა გონება, ერთიანად მოეცვა სასიამოვნოდ მწველ შეგრზნებებს და სულაც არ ცდილობდა შეწინააღმდეგებას. სიამოვნების პიკი იყო ბექას ტუჩები ყელს რომ ჩაცდა და მკერდთან ჩასრიალდა, არაადამიანურად სასიამოვნო და მონატრებული იყო მისი შეხება და ფერება... - გთხოვ..... არ გინდა.. - ძლივს ამოთქვა რამდენიმე წამში საწოლზე რომ აღმოჩნდა. - ბოლოა ნია.. მხოლოდ ერთხელ.. - ბექასაც საშინლად უჭირდა ლაპარაკი მაგრამ ახლაც საბოლოოდ მაინც ნიას თანხმობას დაელოდა, მისი მდგომარეობის გამოც ეშინოდა და თან არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა მისთვის რამე დაეძალებინა.. სიგიჟემდე ესიამოვნა გოგონა საკუთარი ინიციატივით რომ წაეტანა საყვარელ ტუჩებს, ახლა ზუსტად იცოდა, რომ შანსი ჰქონდა, ზუსტად იმ ღამით დარწმუნდა, რომ ვერასდროს შეძლებდა ნია უმისობას.. პრობლემა მხოლოდ დროის საკითხი და გოგონას ყოვლად უაზრო აჩემება იყო, მაგრამ ამასაც მოუვლიდა, იცოდა, რომ დიდი ხნით მოუწევდა მის სხეულთან, გლუვ კანთან და თვალებთან გამომშვიდობება.. ზუსტად ამიტომ იყო მათი ღამე საუკეთესო, ზუსტად ამიტომ ვერ შორდებოდნენ ერთმანეთის სხეულებს და ზუსტად ამიტომ იყო ბექა უფრო მშვიდად.. ნიას კი.. ნიას უკვე ეჭვიც კი ეპარებოდა საკუთარ გადაწყვეტილებაში.. -- აცრემლებული შეხვდა ოცნების ქალაქს, როგორ უნდოდა გულიანად ეტირა მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია არ შეეძლო.. ასე ცუდად არასდროს ყოფილა... სუნთქვა უჭირდა და დაუსრულებლად კანკალებდა.. სიგიჟემდე ტკიოდა ბექას მზერა აეროპორტში რომ აცილებდნენ, ერთი საათი ეხუტებოდა ლიდას და უაზროდ ელოდა როდის თხოვდა ვინმე მაინც დარჩენას.. თითქოს განზრახ შეეკრათ მის წინაარმდეგ პირი, რეზოც კი ჩუმად იყო და აღელვებული ზვერავდა ხან შვილს ხან თვალებჩაწითლებულ ნიას.. ხვდებოდა, რომ ახლა ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული.. როგორც კი ესკალატორზე ფეხი შედგა მთელი არსებით დაეჯახა აუტანელ სიმარტოვეს, როგორც კი მოშორდა საყვარელი სურნელს წამის მეასედში გაიფიქრა უკან დაბრუნება მაგრამ ისევ დაუნდობლად გაახსენა მომხდარი, მისი ავადმყოფობა და მის გამო დანგრეული ბექას მომავალი.. გულთან ნაცნობი მწველი ბურთულა იგრნო და უჰაერობამაც წამში შემოუტია. ღრმად ჩაისუნთქა და უსასრულობაში გაიხედა.. აუცილებლად მოახერხებდა! უნდა მოეცა ბექასთვის შანსი მოეწყო მისი პირადი ბედნიერება, რომელშიც ნია საკუთარ თავს ვეღარ ხედავდა.. --- საოცრად სწრაფი რიტმი ჰქონდა ნიუ იორკს.. დღეები ზედმეტად სწრაფადაც კი გადიოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს არასდროს დრო არ ყოფნიდა, ძალიან დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, არაფრით წყდებოდა ფოტოსესიები, ჩვენებები, გადაღებები. თავისი საქმე იმაზე მეტად შეუყვარდა ვიდრე წარმოედგინა.. ყველას აღაფრთოვანებდა მის ვიზუალთან ერთად საშინლად გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა, ისეთი მონდომებით ეკიდებოდა ნია ყველაფერს, რომ საქმე ყოველთვის საუკეთესოდ გამოსდიოდა. ძალიან მალე მოიპოვა გარშემომყოფების სიყვარული და მისი სახელიც თანდათან უფრო ცნობადი გახდა შიდა სფეროში, შემოთავაზებები არ წყდებოდა და მისით უკვე წამყვანი ბრენდები და დიზაინერებიც ინტერესდებოდნენ.. მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა.. როგორმე ბექაზე არ ეფიქრა.. მთელი არსებით იყო საქმესი ჩართული და დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა.. გამიზნულად იღლიდა ასე თავს ღამე კარგად რომ სძინებოდა, არ აქცევდა ყურადღებას გაუარესებულ ჯანმრთელობას და მთელი არსებით ცდილობდა რაც შეიძლება ცოტა ხნით დარჩენილიყო საკუთარ თავთან მარტო, რაც შეიძლება იშვიათად ეგრძნო ბექას ნახვის აუტანელი სურვილი.. -- უკვე ერთი წელი იყო გასული იმ დღიდან რაც აქტიურად ჩაება მაღალი მოდის ზღაპრულ სამყაროში, ერთი წელი იყო გასული რაც ნიუ იორკში ჩამოვიდა მაგრამ არცერთხელ წასულა წვეულებებზე, არც პრეზენტაციებს და ამგვარ თავყრილობებს ესწრებოდა, არცერთხელ მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება ვინმეს ინტერესისთვის ყურადღება მიექცია, მხოლოდ სიგიჟემდე ენატრებოდა მისი გრილი სურნელი და საოცრად თბილი შეხება, არასდროს ავიწყდებოდა მისი ტონი და ვერავისთან აიგივებდა მის მანერებს. ვერაფრით უთხრა მის პირად ბუქერს უარი, როცა მისი დაბადების დღის მოსაწვევი მიიღო, გადაღების წინ გადასცა საჩუქარი და ბოდიში მოუხადა წვეულებაზე მოსვლას ვერ შევძლებო მაგრამ იზაბელი ისე გაებუტა მაშინვე დათანხმდა.. არც კი უცდია განსაკუთრებულად მომზადებულიყო, ბოლო გადაღება რომ დასრულდა მხოლოდ კაბა გამოიცვალა და უხერხულად გაუღიმა მისი სრულყოფილებით აღფრთოვანებულ გოგონას. კიდევ ერთხელ ინანა წვეულებაზე წასვლა იქ შეკრებილ საზოგადოებას რომ გადაავლო თვალი. საშინელ დისკომფორტს უქმნიდა სტუმრების ზღვარსგადამეტებული ყურადღება. ძალიან უნდოდა ახლა ფანჯარასთან მჯდარიყო და წარსულზე, მისი ცხოვრების საუკეთესო წლებზე .. მოულოდნელად მისი ყურადღება ძალიან ლამაზმა კომპოზიციამ მიიბყრო, რომელიც დარბაზის ბოლოს ეკიდა, სწრაფად მიუახლოვდა და ნახატის დეტალური შესწავლა დაიწყო, საოცრად დაამშვიდა პასტელურმა ფერებმა და აბსტრაქტულმა ფიგურებმა, რომლებიც ხან ადამიანების ხან ცხოვეების ხან კი ნივთების ფორმას იღებდნენ.. ისე გაერთო მხატვრის ჩანაფიქრის ამოცნობით, რომ ვერც კი გაიაზრა როგორ ამოუდგა გვერდით მაღალი სხეული, გონს მხოლოდ მაშინ მოეგო უცნობმა პუნსით სავსე ჭიქა რომ გაუწოდა და რაღაც უთხრა.. - ერთადერთი ხართ, ვინც ჩემი ნახატით ასე დაინტერესდა.. - იმდენად მეგობრულად უღიმოდა უცნობი, რომ მომენტალურად გაუარა აღელვებამ, ფრთხილად გამოართვა ჭიქა და მხოლოდ მასინ გაიაზრა მოსმენილი.. - თქვენ.. ეს თქვენ დახატეთ ? - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და ახლა უცნობს დააკვირდა დაჟინებით. - კი, ჩემია.. თქვენ ადგილას ასე არ მოვიწონებდი.. - სიცილით უპასუხა მისი გაოცებული სახით გახალისებულმა და ჭიქა მიუჭახუნა.. - ეს ხომ საოცარია.. არც კი იცით როგორ მშურს თქვენი.. - არ ცხრებოდა ნია, აღფრთოვანებული ხან ტილოს უყურებდა ხან კი მის ავტორს.. - ჩემი გშურთ? - გულწრფელად გაიოცა მხატვარმა - თქვენ როგორ შეიძლება ვინმესი გშურდეთ ? - მშურს რომ თქვენსავით ხატვა არ შემიძლია.. არ შემიძლია გავაცოცხლო გრძნობები , ფიქრები.. ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა მათი ტილოზე გადმოტანა რომ შემეძლოს.. - დანანებით ჩაილაპარაკა და თავადაც გაუკვირდა რატომ გაიხსნა ასე უცნობთან მაგრამ თითქოს გულიდან რაღაც სასიამოვნოდ მოეშვა.. რა თქმა უნდა მასაც ძალიან სჭირდებოდა ასეთი ადამიანური საუბრები, ფიქრების მეგობრებისთვის გაზიარება.. - გრძნობების გაზიარებისთვის ბევრად მარტივი ხერხიც არსებობს.. შეგიძლიათ უბრალოდ მას ესაუბროთ.. - გული ეტკინა ასე მარტივად რომ გაშიფრეს, ვიღაც უცნობისთვის ყველაფერი ძალიან მარტივად გასაგები აღმოჩნდა, ნიას კი ეგონა, რომ რამის დამალვას შეძლებდა... კიდევ ერთხელ გაუღიმა უცნობს დ ისევ ნახატს დააკვირდა.. ვერ მიხვდა რა მოხდა, რატომ შემოატრიალეს მოულოდნელად, რატომ იგრძნო გვერდით მდგომის ხელი წელზე და რატომ გაანათა ფოტოაპარატმა მათ წინ. - დამშვიდდით, უბრალოდ ფოტო გადაგვიღეს.. - ყურადღებით დააკვირდა უცნობი მის შეშინებულ თვალებს , ნიამ დაბრეულმა რომ ააფახურა თვალები ისევ გაეცინა ხელი მაშინვე მოაშორა, როცა იგრძნო, რომ გოგონას მის შეხებაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა.. - მაპატიე.. არ მინდოდა შენი უსიამოვნება.. - გულწრფელად მოუბოდიშა და ნიამაც როოგრც იქნა ისევ გაიღიმა.. უცნობი მხატვარი სხვებისთვის მეტად ნაცნობი მარტინ მორგანი აღმოჩნდა, თანამდედროვე ხელოვნების წარმატებული მიმდევარი იმდენად კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, რომ ნია პირველად დაუახლოვდა ასე მარტივად ადამიანს.. განსაკუთრებით იმ ფაქტმა გაახარა, რომ მარტინსაც მასსავით არ მოსწონდა ის საზოგადოება, რომელშიც ხშირად უხდებოდა ყოფნა. ნიამ მისი ცხოვრებიდან რაღაც დეტალებიც კი გაანდო, სასიამოვნო რჩევებიც მიიღო მისგან და სახლში ასეთი დადებითი ემოციებით დამუხტული პირველად დაბრუნდა.. არ იცოდა რაჭირდა მაგრამ გული რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში იყო, იმდენად უცნაური წინათგრზნობა ჰქონდა შეეშინდა კიდეც განსხვავებული ემოციების, ძალიან ბევრს ეცადა მაგრამ ვერაფრით დაიძინა.. უძილობას მანამდეც მივეული იყო მაგრამ ამჯერად შინაგანად ფორიაქობდა ვერაფრით მშვიდდებოდა, მთელი ღამე ფანჯრის რაფაზე იჯდა, უაზროდ ათვალიერებდა ჟურნალებს და უემოციოდ ფურცლავდა საკუთარ სურათებს. უკმაყოფილოდ გახედა ამომავალ მზეს, მაგრად გაიზმორა და მოწყენილი გაფრატუნდა აბაზანისკენ. საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა აქამდე შხაპი რომ არც გახსენებია, ცხელმა წყალმა მარტივად მოიყვანა გონზე და უჯრედებშიც ნელნელა იგრძნო ენერგიის მოზღვავება... უკვე ნერვებს უშლიდა ხასიათის განსხვავებულობა, დღეს თითქოს ქუჩებიც კი სხვანაირი იყო.. მანამდეც მიჩვეული იყო მასზე ცნობისმოყვარედ მიპყრობილ მზერას მაგრამ სააგენტოს ფლიგელში მოჩურცულე გოგონებმა დღეს უფრო მეტად გააღიზიანეს, მათი ყურადღებაც კი გადამეტებული იყო და უფრო მეტად უძაბავდა შეცვლილი გარემო ნერვებს. ბედნიერმა შეაღო იზაბელის კარი მაგრამ იმედები აქაც გაუცრუვდა, გოგონამ ისე შემოხედა თითქოს სამუზეუმო ექსპონატი ან უიშვიათესი ჯიშის მცენარე ყოფილიყოს. - ჯანდაბა ბელ, შენ რაღა დაგემართა? - სასოწარკვეთილმა მიიდო გულზე ხელი და სავარძელში დაღლილი ჩაესვენა. - არაფრის ახსნა არ გინდა როგორც გატყობ - კიდევ რამდენიმე წამით დაელოდა გოგონა ახსნა განმარტებებს მაგრამ მალევე გააცნობიერა, რომ ნია ხმის ამომღები არ იყო.. - კარგი რა?! მარტინ მორგანი ? ეს ხომ შეუძლებელია? - აშკარად შოკში იყო გოგონა, ნიას კი ეს ყველაფერი უფრო მეტად აბნევდა.. - ვერაფერი გავიგე .. - ისეთი საცოდავი სახე ჰქონდა იზაბელმა მხიარულად გადაიკისკისა, სწრაფად წამოდგა, სამუშაო მაგიდიდან დაუდევრად მიგდებულ ჟურნალს დასწვდა და ნიას ცხვირწინ აუფრიალა. თავიდან ვერაფერს მიხვდა მაგრამ მალევე მოხვდა თვალში საკუთარი თავი, გონებამ ჟურნალის გარეკანზე მოთავსებული წარწერა რომ აღიქვა გიჟივით გამოგლიჯა ჟურნალი და კარგად დააკვირდა,დიდი წითელი ასოებით დაწერილმა ფრაზამ : „მარტინ მორგანის ახალი მუზა“ სუნთქვა შეუკრა, უფრო ქვემოთ კი ბევრად საშინელება ეწერა : „დიადი მხატვრის რჩეული“ .. საშინელება იყო ამ წარწერების ფონზე ფოტო გუშინდელი წვეულებიდან, მარტინის ხელი მის წელზე და საოცრად ლამაზი ნია.. - ეს.. ეს .. არ შეიძლება ... რა სისულელეა.. - სასოწარკვეთილი ალუღლუღდა და სახე ხელებში ჩარგო.. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა იმის გააზრებისას, რომ ამ ფოტოს, უაზრო სათაურებს შეიძლება ბექამდეც მიეღწია. ისევ არ ეყო ძალა სატირლად, საწყლად ჩარგო თავი და ერთიანად აკანკალებული მიეყრდნო ფაფუკ საზურგეს. - არ უნდა ნახოს.. ეს .. არ უნდა ნახოს.. - უაზროდ იმეორებდა ერთსა და იმავე ფრაზას, სიგიჟემდე ესიამოვნა იზაბელის თბილი სხეული რომ ჩაეხუტა, ახლა იმდენს ნიშნავდა მისთვის ვინმეს გვერდში დგომა, რომ აუტანელ ფიქრებთან მარტო ყოფნა საბოლოოს გააგიჟებდა. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა მოქცეულიყო, უკიდურესად დაძაბვოდა ნერვები, საშინლად რთული იყო ამ ყველაფერს გამკლავებოდა, მთელი ძალით ებღაუჭებოდა მეგობრის მკლავებს და მხოლოდ ერთი აზრი უელავდა გონებაში, ბექას რომ ეს ყველაფერი გაეგო დარწუნებული იყო, რომ ყველაფერი მარტლა საბოლოოდ დასრულდებოდა.. არაფრით მისცა უფლება იზაბელს შეხვედრები და ფოტოსესია გადაედო, ძალიან ეცადა არაფერი შემჩნეოდა და საკუთარი საქმეც ამჯერადაც საუკეთესოზე უკეთ შეასრულა.. არასდროს დარლილა ასე მაგრამ სახლისკენ მიმავალს მაინც სიგიჟემდე სიამოვნებდა ფეხით სიარული. ვერ მიხვდა რატომ აუჩქარდა ასე გული სახლის კარს რომ აღებდა, წინათგრძნობა უფრო გამძაფრებოდა და რაღაც უცნაურს გრძნობდა. თავიდან ეგონა მეცვენებაო მაგრამ იმდენად ცხადად იგრძნო საყვარელი ყვავილის სურნელი, რომ რამდენიმე წამით ზღურბლთან გაიყინა, თავბრუს ახვევდა თეთრი ვარდის არომატი მაგრამ განსაკუთრებით ესიამოვნა ძალიან ნაცნობი სურნელი რომ შერეოდა ვარდისას.. წამებში გაიარა ჰოლი და მისაღებში შესვლისას კართან შეტორტმანდა.. ზუსტად მის პირდაპირ სავარძელში მისი ბექა ჩამჯდარიყო და ზუსტად იმ ჟურნალს ფურცლავდა, რომლის გარეკანზე მისი და მარტინის ფოტოები იყო დაბეჭდილი.... *** მოკლედ ვიცი, რომ ძალიან დავიგვიანე (((( ამ ისტორიის დასასრული რადიკალურად შევცვალე და ძალიან ვნერვიულობ.. ვისაც გახსოვთ და ძალიან ადრე კითხულობდით იმედია მოგეწონებათ ასეთი ინტერპრეტაცია საბოლოო დასასრულთან ერთად.. ველოდები შეფასებებს და ძალიან დიდი მადლობა ამდენს რომ მწერდით და ნუ ბოლოს მლანძღავდით ხოლმე :D |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.