მარ-სელი (4)
-კარგი პირველად საცხოვრებელი უნდა მოვაწყოთ. ანჯელინა ფრეი სიუზი საბნებს და ტანსაცმელებს მიხედეთ. ალექს, ლუკ, ჯორჯ შეამოწმეთ ხომალდის მაცივარი წესრიგშია თუ არა. ანდრე, დრეიკ თქვენ რაციას მიხედეთ. ქლოი, დინ , ჯულია, ტომ ხომალდი გარედან შეამოწმეთ ნახეთ დაზიანებები და ყველაფერი ჩაინიშნეთ. ჯენი, მერი და სარა თქვენ მე წამომწყევით სამედიცინო ნივთები უნდა დავალაგოთ.-განაცხადა მელისამ და გოგონებთან ერთად საქმეს შეუდგა. ყველა ასრულებდა დავალებას. საბნები და ტანსაცმელები დახარისხდა მააცივრები წესრიგში მოიყვანეს, ხომალდს დაზიანებაც არ ჰქონია და რაც მტავარია არცერთი სამდიცინო შუშა არ გატეხილა. თუმცა რაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა -რაციას ხარვეზები აქვს- თქვა ანდრემ და მელისას გახედა -რა სახის ხარვეზები?- იკითხა ანჯელინამ ტანსაცმელი იატაკზე დაყარა და ანდრესკენ წავიდა.მელისაც უკან მიჰყვა. -სიგნალს არ იჭერს. -გამოსწორება შეგიძლია?-დაბნეულად მიუგო მელისამ. -არვიცი მე ნამდვილად ვერ ვერკვევი ამაში- ტქვა ანდრემ და ორივე ხელი მაღლა ასწია. -ვერც მე- დაამატა დრეიკმა და მანაც ორივე ხელი მარლა ასწია დანებების ნიშნად. - რავქნათ?-იკითხა ანჯელინამ და მელისას გახედა. -უნდა შევაკეთოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. მაგრამ როგორ? -მარსის სიხშირეზე გადავიყვანოთ.- ხმა უკნიდან მოდიოდა ყველანი უკან მიტრიალდნენ. -ქლოი?შენ ამის გამოსწორებას შეძლებ? - არვიცი ვეცდები თუმცა რთული იქნება.. ცვენ მარსზე არანაირი მონაცემები არ გვაქვს მიუხედავად იმისა რომ მეცნიერება დრეს საკმაოდ განვიტარებულია დედამიწაზე.-გოგონამ მხრები აიჩეჩა -კარგი კარგი მისმინე-მელისა ქლოისთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო.- ვიცი რომ ამას შეძლებ. ყველაფერი გამოიყენე რაც აქ იქნება. რასაც იპოვი ყველაფერი გამოიყენე. ვიცი რთული იქნება და დიდ დროს წაიღებს მაგრამ გამოიყენე ეს დრო. -მელისამ ქლოის გაუღიმა და ხომალდის კარისკენ წავიდა- დრო ისედაც ბევრი გვაქვს- თქვა და მარსზე ისევ დადგა ფეხი. არემარეს ათვალიერებდა. წითელი ქვიშის მეტი არაფერი იყო. რამდენჯერმე გაიფიქრა კიდეც რომ ეს მათი ცხოვრების უკანასკნელი დრეები იყო. მაგრამ ეს ფიქრები სასწრაფოდ ამოიგდო თავიდან. და , იმაზე დაიწყო ფიქრი თუ რა არის დასავლეთით. იქნებ იქ მარსელები არიან რომელთაც თავისი პატარა დედამიწა აქვთ შექმნილი. ქარი სწორედ დასავლეთიდან მოდიოდა. „იქ რაღაც უნდა იყოს რაც სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს“- გაიფიქრა მელისამ და რამდნეიმე ნაბიჯი გადადგა დასავლეთისკენ მაგრამ ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მოესმა და სწრაფად მიტრიალდა. -სად მიდიხარ? -ანჯელინა, შემაშინე. მაინტერესებდა დასავლეთით რა არის. ამ მხრიდან ქარი უბერავდა. თუ მარსზე ხეებია საბოლოოდ დავრწმუნდებით იმაში რომ აქ ცხოვრება საფრთხეს არ შეგვიქმნის. -მეგრამ ჯერ დასავლეთით წასვლაზე ფიქრი ნაადრევია. -ვიცი ვიცი. ამ უზარმაზარ სივრცეში ვართ გაჭედილები. რამდნეიმე დღე დავისვენებთ „სახლს“ მოვაწესრიგებთ და რამდნენიმე მოზარდი დასავლეთით წავა. - კარგი მაგრამ ამნამდე დავისვენოთ -ანჯელინამ მელისას ხელზე ხელი მოჰკიდა და ხომალდისკენ წაიყვანა- აქაა სახლი. ახლა მარსი ჩვენი სახლია. ჩვენ მხოლოდ 18 ადამიანი და უზარმაზარი მარსი.-ღიმილით თქვა ანჯელინამ და მელისასთან ერთად ხომალდზე ავიდა. -მელისა რასფიქრობ ღამით საბნები დაგვჭირდება?- იკითხა სარამ და რამდნეიმე საბანი გვერდით გადადო. - დარწმუნებულივარ. - თქვა მელისამ და ხომალდს თვალი მოავლო, ღამე გვიახლოვდება. ყველაფერი მოამზადეთ საბნებიც წყალიც და საჭმელიც. ვნახოთ როგორი ღამე აქვს მარსს. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, ყველა საქმეს აკეთებდა დროც გადიოდა და ნელ ნელა მარსზე ღამდებოდა. დაღამებასთან ერთად ტემპერატურაც ეცემოდა. -შეგვიძლია ქვიშაში რამდენიმე წუთიტ ტემპერატურის საზომი დავდგათ- თქვა ჯორჯმა და მელისას გახედა -კარგი. ორი წუთი სრულიად საკმარისი იქნება. -გავყვები და გარეთ დავიცდით-თქვა ანჯელინამ და ტემპერატურის საზომი აიღო -კარგი როგორცგინდა- თავი დაუკრა მელისამ და საქმეს დაუბრუნდა. ჯორჯი და ანჯელინა გარეთ გავიდნენ ქვიშაზე დაჯდნენ და ტემპერატურის საზომიც ქვიშაზე დადგეს. -ლამაზია- თქვა ჯორჯმა და ცაში აიხედა -ხო აქაც არის ვარსკვლავები- რიმილიტ თქვა ანჯელინამ და ცას ახედა -ხო ნამდვილად ლამაზიათანაც ორი მთვარის ნახვა ნამდვილად კარგია- ჯორჯი და ანჯელინა სწრაფად მიბრუნდნენ უკან და ლუკი დაინახეს რომელიც ზურგით იდგა და ისიც ცას უყურებდა. როდესაც ლუკს თვალი მოაშორეს ორივე მათგანმა შენიშნა ორი დიდი უფორმო სხეული ცაზე. -ეს მთვარე არ არის- თქვა ანჯელინამ -აბა რაარის?- გაკვირვებულმა ჯორჯმა ანჯელინას შეხედა -ის პატარა- თქვა გოგონამ და ხელი შედარებით მცირე ზომის სხეულისკენ გაიშვირა-დეიმოსია. მეორე კი- ახლა ხელით უფრო დიდ სხეულზე მიუთითა- ფობოსი. არსებობს საშიშროება რომ ფობოსი მარსს დაეჯახება. მაგრამ ჯერჯერობით ამის საფრთხე ახლა არ გვემუქრება. -მოიცა ე სყველაფერი საიდან იცი- კიდევ უფრო გაკვირვებული იყო ჯორჯი -დედამ მითხრა -თქვაანჯელინამ და თვალები ქვიშისკენ დახარა. სიჩუმემ დაისადგურა. ლუკი ანჯელინას თვალებს ვერ ხედავდა მაგრამ იცოდა რომ მისი თვალები ახლა სევდით იყო გაჟღენთილი. ამიტომ ის სიტუაციის განმუხტვას შეეცადა -რაო რას გვეუბნება ტემპერატურის საზომი? გავიყინებით ამაღამ თუ კიდევ ერთი დღე ვიცოცხლებთ.-ღიმილით თქვა ლუკმა. ანჯელინა მაშინვე ტემპერატურის საზომს მიუბრუნდა ხელში აიღო და დახედა. - ვიცოცხლებთ . -რამდენი გრადუსია?-იკითხა ჯორჯმა - -5 გრადუსი. ჩვეულებრივი ტემპერატურაა. დედამიწაზეც ეცემა ხოლმე ზამთარში ტემპერატურა. -მაგრამ ამ ამინდით თუ ვიმსჯელებთ ახლა მარსზე ზამთარი არ უნდა იყოს.- თქვა ხომალდიდან გამოსულმა მელისამ.- ალბათ ახლა აქ გაზაფხულია. ან შემოდგომა- დაამატა რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ. -გაზაფხულისთვის კი ღამით -5 გრადუსი ნორმალური სულაც არ არის- თქვა ლუკმა და მელისას გახედა. -მარტალიხარ. ამიტომ სასწრაფოდ ხომალდზე ადით. და რაც შეიძლება თბილად ჩაიცვით საბნები გაშალეთ და ერთმანეთთან ახლოს დაწექით. -მელისამ ჰორიზონტს თვალი გაუსწორა თითქოს ეურჩება და დუელში იწვევს უკიდეგანო სივრცეს. ცოტახანში თვალები დახუჭა და ჩუმად თქვა- შიგნით შედით.- ყველა მის სიტყვას დაემორჩილა. ხომალდზე საბნები ერთმანეთმანეთთან ახლოს დალაგდა საძილე ტომრები გაიშალა და ტანსაცმელებში შეფუთული მოზარდები ახლა პოლარულ დათვებს ჰგავდნენ. -კარგი დროა მოვდუნდეთ და დავისვენოთ.- თქვა მელისამ საძილე ტომარაში გაეხვია და თვალები დახუჭა- რთული დღე იყო და წინ უფრო რთული და ცივი ღამე გველოდება.-არავინ იცოდა რომელი საათი იყო,თუმცა ყველას ქუთუთოები დამძიმებული ჰქონდა. ყველა გაეხვია საძილე ტომარაში და ერთმანეთტან იმდენად ახლოს დაწვნენ რომ ერთმანეთის სუნთქვას სხეულებზე გრძნობდნენ. ლუკი და ანჯელინა ერთად იწვნენ. ანჯელინა ლუკის სუნთქვას კეფაზე გრძნობდა. რამდენიმე წუთში ანჯელინა ლუკის მხარეს გადაბრუნდა და მის თვალებსაც წააწყდა. -რატომ არ გძინავს- ჩურჩულით უთხრა მან ლუკს -და შენ?-ჩურჩულითვე უპასუხა ლუკმა - შენი სუნთქვა მიშლის ხელს - უკაცრავად არარ ვისუნთქებ-თქვა ღიმილით ლუკმა ღრმად ჩაისუნთქა და სუნთქვა შეიკავა. ანჯელინა თავს ძლივს იკავებდა რომ არ გაღიმებოდა მაგრამ ბოლოს ლუკს ხელი მსუბუქად უჯიკა -კარგი შეგიძლია ისუნთქო-ჩუმად თქვა ანჯელინამ და გაიღიმა. ლუკმა კი ღრმად ამოისუნთქა. -მადლობთ თქვენო მოწყალებავ.-ლუკმა თავი დაუკრა ანჯელინას და საძილე ტომარაში რევერანსი შეასრულა.ანჯელინამ პირზე ხელი აიფარა რომ ხმამაღლა არ გასცინებოდა. და სწორედ ამ დროს იგრნო რომ ჰაერი უფრო გაცივდა. -უფრო აცივდა- უთხრა ანჯელინამ ლუკს. -მართალიხარ მეც ვიგძენი. -ჰო იმისდა მიუხედავად რომ ხომალდის კარი დაკეტილია და ჩვენც თბილად ვართ მაინც ცივა. შენიაზრით რამდენი გრადუსი უნდა იყოს ეხლა გარეთ? -არვიცი ალბათ -16- ყოყმანით თქვა ლუკმა -არვარ დარწმუნებული. ალბათ უფრო მეტია. და კიდევ უფრო აცივდება.-გოგონა სივრცეს მიაშტერდა. უკმა საძილე ტომრიდან ხელები ამოაძვრინა და ანჯელინას სახე ხელებში მოიქცია. -ჰეი, ჰეი. კარგად ვიქნებით- ლუკი ანჯელინას თვალებში დაიკარგა. უკიდეგანო ყავისფერი არემარე ყველაფერს ერთად მოიცავდა ზღვასაც მწვანე მინდორსაც ლურჯ ცასაც. აქ ყველაფერი იყო. ყველაფერი სადაც შეიძლება ბედნიერება გეპოვნა. -კარგად ვიქნებით- გაიმეორა ლუკმა და ანჯელინად შუბლზე აკოცა. -ახლა კი დაიძინეთ თქვენო მოწყალებავ-ლუკმა ანჯელინას გაუღიმა და გოგონამაც იგივეთი უპასუხა. ბიჭმა ხეელები ისევ საძილე ტომარაში დააბრუნა და თვალები დახუჭა. ანჯელინამაც იგივე გააკეთა და დაღლილს მალევე ჩაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.