შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ბოსი! [7]


24-02-2016, 20:53
ავტორი Likk Red
ნანახია 7 800

სექსუალური ბოსი!
VII თავი.
ტკბილი სიზმრების სამყაროდან კოცნა აღვიძენს, რომელიც მის სიზმარზე ტკბილიც კია. თვალს ნელა ახელს და დამიანის სახეს უყურებს. ჩუმად უყურებს და მისი სახის ნაკვთებს ათვალიერებს, მისით ტკბება.
მისივე ნებით იწევა მისკენ და ტუჩებზე ნაზად კოცნის.
და ისევ ის შეგრძნება, ქრება ყვებაფერი, რჩებიან მხოლოდ ისინი. აჩქარებულ პულსაციას მთლიანი სხეულით გრძნობენ, სიმხურვალეს და ათრთოლებულ სხეულს.
–ყველაზე ტკბილი დილაა– ტუჩებს მოშორებული ჩუმად ჩურჩულებს დამიანი და ნიას სახეზე ეფერება. თვალებდახუჭული გოგო მის ხელისგულს ლოყას ადებს და მისი სითბოთი თბება.
თავს დამიანის მკერდზე დებს და ივიწყებს ყველას და ყველაფერს. მხოლოდ დამიანის გულისცემას უგდებს ყურს და ამით მშვიდდება. მისი შეხება აფხიზლებს, ფრთხილად ეფერება თმებზე და წელზე, ხანდახან კი შუბლზე კოცნის.
–მეც ძალიან მინდა შენთან ერთად ყოფნა, მაგრამ კომპანიაში უნდა წავიდეთ.
–არა რა.– ახალგაღვიძებული ხმით ეხვეწება და ძლიერად ხვევს ხელებს– არ შეიძლება დავისვენოთ? ერთხელ
–არა არ შეიძლება, ბევრი საქმეა, მარტო ვერაფერს გავაკეთებ, ამიტომ იქ შენც მჭირდები– ამბობს სიცილით დამიანი და ცხვირზე კოცნის.
–თავი მტკივა, მე და კატერინამ გუშინ დავლიეთ, ფეხზე ვერ ვდგები– თავი მოისაწყლა. ყელზე ორი თითი მიიტანა და 'ღაბაბი' სასაცილოდ ჩამოიწელა, ტუჩები აატრიალა და შრეკის ფისოს თვალებით გახედა– გთხოოოვ ბოს!– ეშმაკურად ეცინება, მაგრამ მაინც იგივე სახეს იღებს.
–ნია გინდა რომ ცუდი მაგალითი მივცე თანამშრომლებს?
–ჩემთვის გააკეთე ეს
ჟრუანტელი მთელ სხეულში უვლის, გულოში სითბო ეღვრება და ხვდება, ამ სიტყვებმა ისე იმოქმედეს მასზე რომ შეწინაარმდეგებას ვერც დააპირებს. ზემოდან დაჰყურებს და ეცინება, მის ბავშვურობაზე ეცინება. ხვდება რომ ამით ხიბლავს და მის მონა–მორჩილად აქცევს.
–კარგი! მაგრამ მხოლოდ დღეს– იცინის და თითს უქნევს გაამფრთხილებლად.
– როგორც თქვენ იტყვით ბოს– მის ტუჩებთან ჩურჩულებს და ტუჩის კუთხეში კოცნის.
მის საქციელზე დამიანი უცებ ინთება. ერთი ბრუნით მის ზემოდან თავსდება და გამჭოლი მზერით აკვირდება. ნიას მის საქციელზე ეცინება.
–ეი. ჩემი მაიუ გაცვია.
–ვიცი, მას შენი სუნი აქვს– მაიკის საყელოს მაღლა წევს და დამინის სურნელს ისუნთქავს– ფავორიტია.
–ალბათ იმიტომ რომ ჩემი სურნელია არა?
–გეთანხმებით ბოს– მისკენ იწევს და მოულოდნელად ისე მომთხოვნად კოცნის რომ დამიანიც კი იბნევა.
ნია ურთიერთობაში ნელნელა თამამდება, რაც დამიანის ძალიან მოსწონს, აღაგრძნებს ეს ყველაფერი და აგიჟებს. მისი შეხების სურვილით კვდება. ახლა კი თავს არც იკავებს, ხელებს მის თეძოებზე დაატარებს, მუცელზე.
–მთლად ასეთი სიტკბოც არ შეიძლება, დიაბეტს დამგართებს– იცინის ნია
–შენი სიტკოებით უკვე დაავადებული ვარ დიაბეტით, მაგრამ ეს დაავადება პირიქითაა, რაც უფრო მეტია მითუ უფრო სასარგებლოა
–ძალიანაც კარგი. ახლა კი მომშორდი– გულაჩქარებული როცა ვეღარ ხვდება რა თქვას მის მოშორებაზე გადადის. ლოყები უხურს, რაზეც დამიანს გულიანად ეცინება, საწოლზე წვება და ნიას უყურებს რომელიც სააბაზანოსკენ გარბის.
–ეტა მოია დეოჩკა– ამბობს და საწოლზე ხითხითით დებს თავს.
ნია სააბაზანოში შესული წყლის ქვეშ დუნდება, ცხელი წყალი ყველაფრის გააზრების საშუალებას აძლევს. სხვა დროს და სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა მისი თავი გაეკრიტიკებინა, მაგრამ ახლა კმაყოფილია. კმაყოფილია იმით რომ დამიანს ამ თამაშში აყვა, სწორედ რომ ამ თამაშის გამოა ახლა ასე ახლოს რომ არიან.
სიმპათიას მის მიმართ არ მალავს, ამას რასაკვრველია დამიანიც ხვდება. ერთად საოცარი წყვილი, ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, ერთად ყოფნისთვის გაჩენილები. ხვდებიან რომ წინ ბევრი დაბრკოლება შეექმნებათ, მაგრამ მზად არიან ამისთვის? თვითონაც არ იციან.
სააბაზანოდან გამოსულს დამიანის ოთახში არ ხვდება, მისი გარდერობიდან სპორტულ შარვალს და უბრალო შავ მაისურს იღებს. ერთერთი უჯრიდან დამიანის ბოქსერებს იღებს და თავისუფლად ირგებს ყველაფერს. იქვე ოთახში კატერინას კედებს პოულობს, რომელიც რამოდენიმე კვირის წინ ეცვა აქ, ირგებს და ასე თავისუფლად ჩაცმული კიბეებზე ეშვება.
მისაღებში შესული უცებ ატორმუზებს და უხერხულად იღიმება, როცა ბატონ ირაკლის ხედავს. ირაკლი ნიას წარბაწევით ათვალიერებს, მაგრამ ბოლოს მიანც უღიმის.
–გამარჯობა ნია, გუშინდელს შემდეგ როგორ გრძნობ თავს?– სიცილით ეკითხება. ამ სიტყვებზე ნიასთან ერთად კატერინაც წითლდება, რომელსაც თავი მაგიდაზე უდევს.
–როგორც ყოვლეთვის კარგად, კატერინასგან განსხვავებით– ამატებს სიცილით და გვერდით უჯდება პახმელიაზე მყოფ დაქალს.– წამალი ხო არ გინდა? თუ ერთ ჭიქა დალევ?
–არ მიდნა არაფერი– უბრაზდება და სიტყვებს ღრენით ეუბნება.
–კარგი რა, შენც კარგად იცი რომ ერთი ჭიქა გიშველის
–აუუ აუუუ, ნუ მიცნობ ეგრე კარგად რა– ბუზღუნებს და სკამიდან დგება. ნიაც ხითხითით უკან მიჰყვება სამზარეულოში.
იქ შესულები არყის ჭიქებს ავსებენ და სამ თვლაზე სვამენ. ყელის წვას აიგნორებენ და ამჟაბეული სახეებით მაგისიდ გარშემო ჯდებიან.
–აბაა არ გიშველა ცოტა?
–ცოტა კი არა მაგრად მიშველა– ამბობს სიცილით კატერინა– მაგრამ ძალიან მცხელა– ხელებს სახეზე ინიავებს და სასაცილო სახეს იღებს.– დამიანი სად არის?
–სააბაზანოდან რომ გამოვედი არ დამხვდა ოთახში– მხრები აიჩეჩა.
–შერიგდით ხო?– ნიას გუშინდელი საუაბარი ახსენდება და ხვდება რომ გუშინდელი დაკითხვა დღეს გრზელდება.
–კი კაწ შევრიგდით და უნდა ვაღიარო ასე ტკბილად ჯერ არასდროს მძინებია. ისეთი თბილი და მოსიყვარულეა– უცებ ეშვება ოცნებებში და გაბრწყინებული სახით სავარძელს ეყუდება.
–წარმოიდგინე როგორ გიკოცნის ტუჩებს, როგორ გეფერება და როგორ გიხუტებს ძლიერად მის დაკუნთულს ხეულზე, ტუჩებს ველურივით გიკოცნის და გაჩერება არ უნდა, ერთმანეთის სურვილ...
–მოკეტე– უღრენს ნია და ოცნებებიდან დაბლა ეშვება. მის ასეთ რეაქციაზე ორივე ხმამაღლა იცინის, მაგრამ როცა ახსენდებათ რომ მეორე ოთახში ბატონი ირაკლია ორივე ჩუმდება.
–შენ და ეკე არ მუშაობთ?
–ხო იცი არა ჯერ ბავშვი არ მინდა– ამბობს ხითხითით, როცა ხვდება რა მუშაობაზეც ესაუბრება
–ბავშვი არ გინდა?
–კარგი რა 27 წლის ხარ
–მერე რა? 30 წლამდე არ გავაჩენ.
–ძაან მოგინდომებია შენ გართობა– ამბობს თვალების ტრიალით.– და მანამდე რას აპირებ?
–გართობას– ჩუმად ეუბნება როცა ოთახში დამიანი და ეკე შემოდიან. ორივე ამჩნევენ როგორ ჩუმდებიან.
–რაზე საუბრობდით?
–ქორწილის ამბებზე და კაბაზე– სწრაფად პასუხობს ნია, იცის რომ კატერინა დამიბნევა ამიტომ თვითონ პასუხობს.
–ჰოჰო რასაკვირევლია– თვალებს ატრიალებს დამიანი– მე მშია და რომელი თქვენგანი გამომკვებავს?– გოგოებს უყურებს.
–ჩვენ ძალიან დაღლილები ვართ– სწრაფად ამბობს ნია და თავს მაგიდაზე დებს– თავი მტკივა, პახმელია მაქვს.
–ნია...– სიცილით ამბობს დმაიანი.
–მისი საყვარელო ყავა გამომიზადე– ფეხზე აგდებს კატერინა ეკეს.
გოგოების ნაცვლად ბიჭები ტრიალებენ სამზარეულოში, თან ბუზღუნებენ. ორივეს ფართუკი უკეთია და ამზადებენ ყველაზე ადვილად მოსამზადებელ საჭმელს კვერცხს.
–ამათი მასხრად ასაგდებები ვართ?– გაბრაზებული ეჩურჩულება ეკე დამიანს და გოგოებზე ანიშნებს, რომლებიც ჩუმად ფხუკუნებენ.
–კარგით რა ბიჭებო, მშვენივრად გამოიყურებით. უხდებით სამზარეულოს, თან ასე ამბობენ რომ ბიჭები უფრო გემირელ საჭმელს ამზადებენ–ო ამიტომ გვაჩნევეთ რა შეგიძლიათ– ამხნევებს ნია და ამავდროულად დასცინის ფართუკიან მაღლაკელიძეებს.
–ხომ ვამბობდი აგვეყვანა მზარეულითქო.– ბრაზდება დამიანი და ნიას კომენტარს დიდ ყურადღებას არ აქცევს.
– კატერინამ უსაქმურობისგან რომ არ მოიწყინოს იმიტომ გავუშვი იქ ქალი სახლიდან, იცი რა მწარე საჭმელს ამზადებდა? მეგრელი იყო ის ჩე**სა და მწარე უყვარდა.
–გეყოთ ჭორაობა, გვშია ჩვენ– გოგოები მათ დაცივნას არ წყვეტდნენ, რაზეც ბიჭები უარესად ღიზიანდებოდნენ, მაგრამ მათთვის ამასაც იტანდნენ!
მისაღებიდან ტელეფონის ხმა ისმის, ნია ფეხზე დგება როცა ხვდება რომ მისი ტელეფონი გაჰყვირის ბოლო ხმაზე. "Centuries - Fall Out Boy" სიმღერას ისეთი მაღალი ხმა აქვს რომ მთელ სახლში ისმის. ნია ტელეფონს უყურებს და ბრაზი ერევა.
–გისმენ ნუკა– ღრენით პასუხობს და არ იცის რა იფიქროს, რათამქუნდა იცის რატომაც რეკავს.
–როგორ ხარ ნია?
–მადლობ კარგად, თავად როგორ ხარ?– თავაზიანობის გამო პასუხობს ასე, თორემ აქ რომ ყავდეს ალბათ თმებს დააწიწკნიდა ღერაღერა თუ იმაზე ურეკავს რაზეც ის ფიქრობს.
–კარგად. სამსახურსი რატომ არ ხარ? არც დამიანია და არც შენ
–ჩემი თხოვნით დღეს ვისვენებთ– ცდილობს ამ სიტყვებით გააღიზიანოს
–შენთან ერთადაა? შეგიძლია დამალაპარაკო?– ნუკას მაგივრად ის ღიზიანდება, ცოტაც და ალბათ ფერებს იცვლის და ყურებიდან ბოლს გაუშვებს სიბრაზის გამო. სამზარეულოში შესული ტელეფონს დამიანს უგდებს და ღიმილით ეუბნება
–ნუკას სურს შენთან საუბარი ბოს– უღრენს და კატერინას გვერდით ჯდება. როცა მისი ფხუკუნის ხმა ესმის მხარსი ძლიერად ურტყავს ხელს.
–რა ჯანდაბა გინდა ჩემგან?
–ნუ იცინიხარ– აფრთხილებს და ხელებგადაჯვარედინებული ჯდება. ცდილობს დამიანს მოუსმინოს, მაგრამ დამიანი მეორე ოთახში გადის და ისე აგრძელებს საუბარს.
ეჭვიანობისგან ლამისაა ყველაფერი დალეწოს, ინტერესი კლავს ახლა ნუკა წინ რომ ყავდეს ალბათ ნაკუწებადაც კი აქცევდა.
თავისთავის უკვირს, რატომ ფიქრობს ასე, მაგრამ გონებაში პასუხს თვითონვე სცემს. "მოფლირტავე ა და ცდილობს ბიჭი ამახიოს, მაგრამ ვერ მოგართვი"
ფეხზე დგება და იმ ოთახში შედის სადაც დამიანი ესაუბრებოდა ნიას. საუბარი უკვე დასრულებინა და სამზარეულოში აპირებდა გამოსვლას, მაგრამ ნია წინ გადაუდგა.
–რაო რა მინდაო? მომენატრეო?– დამიანისგან მხოლოდ სიცილს იღებს. რათქმაუნდა ხვდება რომ ეჭვიანობს, რაც ძალიან ახალისებს.
–დამიან– ფეხს იატაკზე აბაკუნებს და გაწითლებული სახით უყურებს სამზარეულსოკენ მიმავალ დამიანს.
და ისევ სიცილი!
–ასე არა? კარგი– ამბობს თავისთვის და სამზარეულოში ბრუნდება კატერინას გვერდით ადგილს იკავებს, დამიანს ყურადღებასაც არ აქცევს, არც მაშინ როცა მის წინ შემწვარ კვერცხს უდებს. დილაობით ჭამა არ უყვარს, სურვილიც არ აქვს რომ ჭამოს, ამიტომ არც აპირებს ჭამას. თეფშს მოშორებით დგამს და ეკეს გამზარებულ ყავას იღებს.
ტელეფონი ისევ წრიალებს, დაჰყურებს და ეღიმება, დედა ურეკავს. ფეხზე დგება და ყავის ჭიქით ხელში ვერანდაზე გადის. დედასთან საუაბრს აბამს. უყვება ყველაფერს, რაც ბოლო საუბროდან გადახდა თავს, დედასგანაც იგებს ახალ ამბებს და ტკბილი სიტყვით ემშვიდობება. დაცლილი ყავის ჭიქით ხელში უკან სამზარეულოში ბრუნდება და ჭიქას გასარეცხში აბრუნებს.
–ვინ იყო?– ინტერესდება კატერინა, ამ კითხვს გაგონებისას დამიანი ყურებს ცქვიტავს და ნიას პასუხის ელოდება.
–მერე მოგიყვები– სიცილით ეუბნება მხოლოდ დამიანის გასაბრაზებლად. თაროდან შუ'ს იღებს და ჭამას იწყებს.
დამიანი ჩანგალს ისე ძლიერად უჭერს ხელს რომ მთლიანი ხელი უწითლდება. სახე სიბრაზისგან ებერება. ყბის ხაზი კი საშინლად ეჭიმება. ამას ნიაც ამჩნევს რაზეც კმაყოფილი იღიმის.
– კინოს ხო არ ვუყუროთ?
–მიდი აარჩიე რამეს, ან ჩარლის ანგელოზების მეორე სერია ჩართე– სწრაფად ამბობს კატერინა.
–არაა– ყვირის დამიანი და ეკე ერთდროულად– ჩვენ ავარჩევთ– ამბობს უცებ ეკე და ფეხზე დგება. მისაღებში გასული დივიდი დისკებიდან ერთერთს იღებს და რთავს ისე რომ გოგოებს არც ეკითხება.
ეკემ არჩევანი 'The Wolverine'– ზე შეაჩერა, რისგამოც გოგოებმა მისი არჩევანი დაიწუნეს, განაცხადეს რომ ოთახში ავიდოდნე და იჭორავებდნენ, სანამ ისინი კინოს უყურებდნენ.
კატერინას ოთახსი შესულმა ნიამ ხმამაღალი ხითხითის იწყებს, მაგრამ ბრაზი მაინც აწვება. ორივე საშინელ სიტუაციაში არიან, ნია ნუკაზე ეჭვიანობს, დამიანი კი უცნობზე, რომელიც სავარაუდოდ ნიკა გონია.
–ვინ დაგირეკა? და რატომ ქონდა დამიანს ასეთი სახე?– ინტერესდება კატერინა, როცა ნიას ხითხითის ხმა ესმის.
–მოკლედ რომ გითხრა ნიკაზე ეჭვიანობს.
–მოიცა იმ ნიკაზე მე რო წვეულებაზე გავიცანი? არქიტექტორი როა, საკამოდ სიმპათიური და მომზიდველი.
–აფსუს ეკე რატო არაა აქ– ხითხითებს ნია– განახევდა ვინაა სიმპათიური და მიმზიდველი.
–მიდი ჰე განაგრძე– მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია კატერინამ.
–ხო მაგ ნიკაზე, ახლა დედაჩემმა დამირეკა და ასე იმიტომ ვთქვი რომ ეეჭვიანა, ისე როგორც მე ვიეჭვიანე ნუკაზე– ამატებს ნაწილობრივ სიახულით ნაწილობრივ ბრაზით
–და ნუკაზე რატო ეჭვიანობ?
–იმიტომ რო პირველივე დღეს დამიანმი ეფლირტავებოდა, მის კაბინეტში მაგიდაზე ყავდა შემოსმული და ისე კოცნიდა–კბილებში ცრის სიტყვებს, მაგრამ იცინის. ვაივაგლახის სიცილით.
–და შენ ვიღაც ქუჩის კახპაზე ეჭვიანობ ? ვერ ხვდები რას გრძნობს დამიანი შენს მიმართ არა? უბრალოდ გიჟდება შენზე. ეკე მიყვებოდა მასზე რომ ყოველთვის უკარება და უხეში იყო, ვერავის იტანდა ბატონ ირაკლის მითუმეტეს. ბავშვობიდნ აცრილი იყო მასზე. მიზეზი არ ვიცი. წინაზეც გაკვირებული მესაუბრებოდა შენზე, უკვირდა როგორ მოახერხა და ასეთი უხეში და უკარება როგორ მოდრიკა–ო, მერე ამბობდა დამიანს რა გაუგებს ხან ასეთია ხან ისეთი, მაგრამ მაინც ჩუჩუმელააო. მაგრამ ვფიქრობ საეჭვიანო სულაც არ გაქვს ვიღაც ნუკაზე, რომელიც შენამდე ვერასდროს მოვა
–ოოო კარგი რა– ეცინება ნიას და საწოლზე სიცილით ემხობა. კატერინას სიტყვებს იაზრებს და უხარია რომ ასეთ სიტყვებს მეორედ ისმენს, პირველად ეკესგან მოისმინა ეს სიტყვები, ახლა კი კატერინასგანაც ესმის, რაც ძალიან ახარებს.
–კარგი რა არ უნდა მაგას. უაზრო რაღაცაზე ტყუილად ეჭვიანობ, შენს დანახვაზეც კი უბრწყინავს თვალები და არამგონია ნუკას დანახვაზეც მასე იყოს
–არ ვიცი, ნუკა ძალიან ცდილობს დამიანის შეცდენას და რომ გამოუვიდეს?
–დამიანი ბავშვი გგონია?–ეკითხება სიცილით კატერინა.
–რავიცი, რომელი ბიჭს ვერ შეაცდენ დიდი მკერდით, საჯდომით და მწველი მზერით?
–ეკეს– ამბობს ამაყად კატერინა– არამგონია დამიანი ის ტიპი იყოს რომ 'შეყვარებულს' ღალატობდეს
–არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა გიპასუხო, არ ვიცნობ ისე კარგად რომ მასზე რამე ვთქვა ამდაგვარი და დასკვნა გამოვიტანო.
–არ იცნობ, მაგრამ უკვე ჭკუის დაკარგვამდე გიყვარს– ხითხითით ამბობს კატერინა, ამ სიტყვებზე კი ნია საგონებელში ვარდება.
ეს ყველაფერი, აჩქარებული გულისცემა, აკანკალებული ხელები და ჭიანჭველები მართლა სიყვარულია? სიყვარულში დიდი გამოცდილება არ აქვს, მხოლოდ ერთხელ უყვარდა იცის ცალმხრივად და შორიდან ეტრფოდა ბიჭს. სეიროზული ურთიერტობა არასდროს ქონია, მისი ურთიერთობები მხოლოდ მოწონებით შემოიფარგლებოდა. იყო თუ არა ეს ნამდვილი სიყვარული ამაზე პასუხი თვითონაც არ ქონდა.
–ხვალ 1 აპირილია, თან კვირაა, ისვენებ– ბოროტული სიცილით ამბობს კატერინა და თემას ცვლის.
–რა მოვიფიქროთ?– კატერინას სიცილზე ხვდება რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული.
–არ ვიცი– მხრებს იჩეჩს– მაგრამ გვჭირდება გეგმა, რომ ისინი ძალიან ძალიან გავაბრაზოთ.
–მე ვიცი– ხითხითებს ნია და კატერინას მთელი დღის გეგმას აცნობს.
–მომწონს, მაგრამ ჭკუიდან შეიშლებიან– სიცილის შეკავებას არც ცდილობს, ბოლო ხმაზე ხარხარებს თან სიტყვებს ერთმანეთს ძლივს ამაბს.
–აბა ის კარგია რომ მაეჭვიანებს ამხელა ქალს?
–კარგი, გეგმის განხორციელება ახლავე უნდა დავიწყოთ– ამბობს თუ არა ნია, ორივე კიბეებზე სირბილით მიდის და ბიჭებს გვერდით უჯდებიან. ფილმიც სოწრედ ამ დროს სრულდება.
–გოგო ის ვიღაც კიდევ გწერს?– ეკითხება კატერინა მოულოდნელად, ნია გაკვირებული უყურებს, მაგრამ მალევე ხვდება რატომაც ეკითხება ამას.
–კი, გუშინაც მომწერა, მაგრამ დღეს აღარ მოუწერია– ტელეფონს დაჰყურებს და წარბებს ჭმუხნის.
–ვინ გწერს ხოლმე?– გაბრაზებული უყურებს დამიანი ნიას და 90 გრადუსით მისკენ ბრუნდება.
–არ ვიცი ვიღაც ბიჭია, სასიყვარულო შეტყობინებებს მწერს და მემუქრება რომ მომიტაცებს– ამატებს სიცილით– მაგრამ ვაიგნორებ ხოლმე, ისეტი არაფერია
–კიდევ ერთხელ მოგწერს და მეტყვი, ნამდვილად არ მინდა ვინმე გაწუხებდეს– ბოლო სიტყვებს ისე თბლად წარმოთქვამს რომ ნიას ტუჩები ეპობა და სახეზე ღიმილი ესახება.
–რა საყვარელი ხარ– აამბობს ჩურჩულით და მხარზე თავს ადებს, ასე წყვილად სხედან სავარძელში და ერთმანეთს ეხვევიან.
მათ უკან კი ბატონი ირაკლი დგას და ამღვრეული თვალებით შეჰყურებს მის შვილებს! რომელიც ყველას და ყველაფერს ურჩევნია.
.........
–კაწ დროა, შენ დამიანს დაურეკე და მე ეკეს დავურეკავ– დარეკვისთანავე ეუბნება სიტყვებს.
–კარგი, მაგრამ რომ არ გამომივიდეს?– შესფოთებული ეკითხება.
–დამიანი ისე არ გიცნობს რომ რამე შეგამჩნიოს, ამიტომ მისი ჰე დაურეკე, ხო გახსოვს რაც უნდა უთხრა?
–კი კი მახსოვს. წარმატებები.
–შეც– ამხნევებენ ერთმანეთს.
ნია სწრაფად კრებს ეკეს ნომერს და ურეკავს, ზარი გადის, მაგრამ ეკე პასუხის აგვიანებს.
–გისმენ ნია– პასუხობს ეკე მხიარულად
–ეკე– ისეთი სასწორაკვეთილი ხმა აქვს, თვითონაც კი უკვირს– კატერინა გაიტაცეს– ამბობს შეშფოთებით– ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ მოვიდა ჩემს სახლამდე, მაღაზიაში შესვლას აპირებდა, როცა გაიტაცეს, ვიღაცამ მოიტაცა
–რაა?– ტეელფონში ეკეს განწირული ყვირილი ისმის. ნია ჩუმად პხუკუნებს.
–შეტყობინება მომვიდა, მითხრეს რომ რუსთავში, მიტოვებული კინოთეატრის პადვალში ყავთ... – სიტყვებს არსულებს, ყურმილის მიღმა კი არაფერი ესმის.
–გათიშა– ამბობს სიცილით და ტელეოფნს დაჰყურებს, სწრაფად კრებს კატერინას ნომერს, მაგრამ არ იღებს, პირველი რასაც ფიქრობს ისაა, რომ დამიანს ელაპარაკება.
მალევე კატერინა ჩნდება მის წინ, ორივე სიცილს იწყებს და ერთმანეთზე გადახვეულები ვერც ჩერდებიან.
–დამიანმა დაიჯერა?
–სიტყვები არ მქონდა დასრულებული რომ შეიკურთხა და გათიშა– ახარხარდნენ ისევ. გეგმა ისე კარგად მიდოდა რომ სულაც არ ფიქრობდნენ შედეგზე.
ძმები ისეთი თავიპირისმტვრევით გამოვვარდნენ სახლიდან რომ არც უფრიქრიათ რა ეცვათ. დამიანი ლევანთან ერთად იყო იოანეს სახლში. ეკე კი მარტო იყო და მარტო ყოფნით ტკბებოდა. არცერთს არ მოსვლია აზრად რომ შეიძლება ასეთი რამ გაეკეთებინათ რომელიმეს და არც ის გახსენებიათ რომ დღეს 1 აპრილი იყო.
რუსთავში, კინოთეატრის წინ ორი მანქანა ერთდოულად გაჩერდა, გადმოსვლისას და კიბეებზე არბენისას ერთმანეთი შეამჩნიეს ძმებმა და უცებ დაატორმუზეს.
–აქ რა გინდა?– ერთმენეთის წინ ჩრდებიან.
–მე ნიამ დამირეკა კატერინა გაიტაცესო და...
–ჯანდაბა–იღრინება დამიანი და იქვე არსებულ კენჭს შორს აგდებს ფეხის ერთი მოქნევით.
–მეც იგივე მითხრა ოღონ კატერინამ.
–ეს რას ნიშნავს?
–იმას რომ გაგვასულელეს, დღეს ხომ 1 აპრილია– იღრინება დამიანი და არ იცის რა გააკეთოს. იცის ნიას ვერ გაუბრაზდება, რაც უფრო აცოფებს.
–მე ვიცი რაც უნდა ვქნათ– ბოროტულად იცინის დამიანი.
–ამოღერღე მალე.– დამიანი გეგმას აცნობს და ეკეც სიცილს ვერ იკავებს– ცოდოები არიან, ინრვიულებენ.
–კარგი რა, მე რო ვინერვიულე არაფერია?– ბრაზდება დამიანი და გეგმის შესასრულებლად მოხუც ქალბატონს აჩერებს.
ნიას ტელეფონზე ზარი შედის, ტელეფონზე როცა ეკეს სახელს ხედავს თავს ამშვიდებს და ისე პასუხობს.
–ეკე რა ქენი? იპოვე?– უცებ აყრის და ელოდება პაუსხს.
–უკაცრავად ქალბატონო– ესმის უცხო ქალის ხმა– მამაკაცი ეკრეკლე მაღლაკელიძე საავადმყოფოში დააწვინეს, ავარიაში მოყვნენ. თბილის– რუსთავის გზაზე– ამბობს ქალი. ნიას კი ტელეფონი უვარდება ხელიდან. გაოცებული ნია მასთან მიდის, აპირებს კითხო თუ რა მოხდა, მაგრამ მისი ტელეფონიც რეკავს მას კი დამიანი ურეკავს.
–დამიან...
–უკაცრავად ქალბატონო, საავადმყოფოდან ვრეკავ დმაიან მაღლაკელიძის ნათესავი ბრაზნედებით
–დიახ– ხმის კანკალით ამბობს და პაუსხის მოლოდინში ირინდება.
–ავარიასი მოყვა, თბილის რუსთავის გზატკეცილზე, რუსთავის საავადმყოფოში წევს, ახლა ოპერაციას უკეთებენ– ამბობს უცებ, კატერინასაც იგივე რეაქცია აქვს. ტელეფონი უვარდება ხელიდან და ცრემლები იწყებს დენას. აკანკალებული ნიასკენ ბრუნდება, მაგრამ ისიც იგივე სიტუაციაში ხვდება.
ნია მალევე ერკვევა ყველაფერში, კატერინას ხელს ავლებს და გარეთ გაჰყავს, ტაქქს აჩერებეს და კატერინას მანქანაში აჯენს.
–თუ შეიძლება რუსთავის საავადმყოფოში, რაც შეიძლება მალე– ისიც მანქანაში ჯდება და ატირებულ კატერინას ეხუტება. ნიას გონია რომ კატერინასაც ეკეზე დაურეკეს. ნერვიულობა პიკს აღწევს, არცერტმა იცი რა ქნას და რა თქვას. შენობის დანახვისას მანქანიდან გადადიან. უკვე შენობაში აპირებდნენ შესვლას, როცა გაიგეს სიცილი.
–თქვენ გაებით, დღეს 1 აპირილია– ნიას ნაცნობი ხმა ესმის, ამ ხმის გაგონებისას ორივე უკან ბრუნდება. მათ წინ ეკე და დამიანი დგანან, რომლებიც სიცილით იხევიან, მაგრამ როცა გოგოების სახეს ხედავენ სიცილს წყვეტენ.
–კარგი რა– ეკე სიცილით მიდის კატერინასკენ და უცებ ეხვევა ატირებულ გოგოს, რომელიც მთლიანად კანდაკელბდა და ფერი ქონდა დაკარგული.
ნია გაცოფებული იდგა და უყურებდა მოცინარ დამიანს, რომელიც მისკენ მიდიოდა. ჩასახუტებლად გაშლილი ხელები ჰაერში ეყინება, როცა ნია მისი გვერდის ჩავლით გადის საავადმყოფოს ჭიშკარიდან.
ცრემლებს უხეშად იშორებს და გზაზე ფეხით მიდის. მკლავებით უხეშად იშორებს ცრემლებს და ცდილობს თავი გაამხნევოს რომ აქვს არ ჩაიკეცოს. შიშისგან ახლაც კი უკანკალებს მთლიანი სხეული. ახლა ხვდება რაც მოხდა და რაც გააკეთეს. არ თვითონ იყვნენ სწორები, მაგრამ მათ სიკვრილი არ გაუთამაშებიათ.
სხეულში გასცრა როცა მისგარეშე წარმოიდგინა თავი, როცა გაიფიქრა რა იქნებოდა თუ მას ვერასდროს ნახავდა, ვერ ჩერუტებოდა და მის სითბოს ვერ იგრძნობდა. ისე ცუდად გახდა ამ ფიქრებისგან რომ ადგილზე შეტორტმანდა, ბორდიულზე ჩემომჯდარმა თავი ხელებში ჩარგო და ჩუმად ატირდა.
წელზე მოხვეული მკლავები იგრძნო თუ არა მაშინვე დამშვიდდა, უნდოდა მოეშორებინა მისი ხელები, მისთვის ეყვირა, მაგრამ არ შეეძლო, ვერ აგდება და ვერ იშორებდა. მისი მკლავები ხომ მისი საყვარელი ადგილი იყო.
–რატო? იცი როგორ შემეშინდა? როცა ვიფიქრე რომ შეიძლება რამე მოგსვლოდა– ხმა უწყდება– შეიძლებოდა დამეკრადგე, მეც მოვკვდი. ხვდები მაინც რა გააკეთეთ?
–არაფერი მომსვლია კარგად ვარ და სულ შენთან ვიქნები, ნუ ფიქრობ მაგაზე. და თქვენ? თქვენ რა გააკეთეთ? იცი როგორ შემეშინდა რომ გავიაზრე რომ ვინმე შიეძლება შეგხებოდა უხეშად? შეურაცჰყოფა მოეყენებინა და ძალა ეხმარა
–კარგი რა დამიან, ვიცი არასწორი იყო, მაგრამ სიკვდილი? ასე უნდა გადაგეხადათ სამაგირეო?– უღრენს, მაგრამ იმის მაგივრად რომ მოშორდეს უფრო ძლიერად ეკვრის და მის სურნელს ისუნთქვას– შენ აქ ხარ, ჩემთან ხარ.
–კი აქ ვარ და სულ შენთან ვინქები.– ფეხზე აყენებს და მიხუტებული მიჰყავს მანქანისკენ. ხედავს როგორ კანკალებს და გული ცუდად უხდება, როცა ასე ხედავს– დამშვიდდი თორემ უკვე ცუდად ვარ მეც, ასე რომ გხედავ– უცებ ეხვევა.
.....
ესეც ასე დაწერა მოვახერხე, საკმაოდ დიდი თავია მგონი ^_^ ხვალ კი მართლა ვერ დავდებ, წინასწარ გიხდით ბოდიშს და გპირდებით რომ პარასკევს დიდ თავს დავდებ



№1  offline წევრი mako-makuna23

პირვეელიიივააარ :D :D :D :* ფაანტასწიკ <3 მიიყვარხაარ <3

 


ვიხალისე ამ თავზე კარგი იყოო
--------------------
romantikosi mwerali

 


№3  offline წევრი kora

ვაფანატებ ამ ისტორიაზე და უზომოდ გამახარე ასეთი გემრიელი თავი რომ დადევი love მიყვარხაარ უკვე ძალიან და გელოდები პარასკევს love
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი kaxelii

Dzaalian kargia. Male dade da tavebi gazarde raa ar myofnia

 


№5  offline წევრი gvanciii kereselidze

Dznnn magariaaaa... vgijdebi am wyvilzeee
--------------------
G.ke

 


№6 სტუმარი alisaa

gasagijebelii tavi iyoo:*:* mewyina rom tqvi xval ver davdebo:(

 


№7  offline წევრი kiko

აუუუ ძაან მაგარი თავი იყო ❤ შოკიიი

 


№8  offline წევრი Pepper

მეც ვკანკალებ ოღონდ ემოციებისგან. ვგიჟდები უკვე ამ ისტორიასე და ვგიჯდები დამიზე და ნიაზე ^^ უსაყვარლესებიდა უთბილესები არიან <3
ძალიან საყვარელი თავი იყო ^^
უნიჭიერესი ხარ შეეენ <3
სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს <3

 


№9  offline მოდერი bibo

აი უმაგრესი იყო სასწული საოცრება...1ლი აპრილის ხუმრობაზე იმდეი ვიცინე ცუდად გავხდი wink wink აი უძანმაგრესი ხარ სასწაული ტკბილი მურაბა კარაქიანი პუროვ love love ვგიჟდები დამიანეზე გადმომმიგდე რაიყო უხხხ რას მაწვალებ ამდენს დამეპერპლა გული მაგის ყურებით request request request ტორტო ჩოკოლადო მარწყვო ბომბონეო love

 


№10 სტუმარი მია

შოოოკ <3 ველოდები ველოდეეეეები ველოდეეეები მომდევნოოოოს <3

 


№11 სტუმარი Monika

Paraskevia da tavi ar dagidevs kidev arada rogor mondomebit velodebodi

 


№12  offline წევრი Reny

მთელი დღის მანძილზე მილიონჯერ შევამოწმე და არ იყო დადებული, ეხლაც ვნახე! ვიფიქრე იქნება თქო და ისევ არაა :(( !

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა გემრიელი თAვია მმმ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent