მოსამსახურის ქალიშვილი.[10]
-გეგონა უშენოდ დიდ ხანს გავძლებდი?!-მამაკაცის ტონში თან კითხვაც ისმოდა,მაგრამ რაღაც განსხვავებული შტრიხებიც გააჩნდა ამ ხმის ტემბრს,განსაკუთრებული,მხოლოდ ერთადერთს რომ მიმართავ ამ ტონით. -მეგონა..-არ უარყო გოგონამ -მართლა გეგონა?-უკვე მართლა გაიოცა მამაკაცმა -ჰო.-თავი დაუქნია ფრთხილად -მეგონა ჩემში დარწმუნებული იყავი.. -ადამიანის გასაცნობათ ადრე ერთი ფუთი მარილი უნდა გეჭამა,ახლა კი ერთი კი არა,ათიც რომ შეჭამო მაინც ვერ გაიცნობ ადამიანს,იმ დონეზე,რამდენადაც უნდა იცნობდე..-ორაზროვნად ჩაილაპარაკა მარიამ -ზოგჯერ ძალიან დამაბნეველად საუბრობ -მოდი,გამოვიცნობ,ზუსტად ეს მხდის განსხვავბულს-ეშმაკური ღიმილით ჩააშტერდა მამაკაცს თვალებში,თითქოს იმ ემოციების გამოტოვება არ სურდა,რომელიც ლუკას სახეზე აღიბეჭდებოდა -სექსუალური ქერა რომ ხარ ზუსტად მაგიტომაც ხარ განსხვავებული-მამაკაცმა გოგონას წინადადება წაიყრუა და თავისთვის სასარგებლო მხარეს გადაინაცვლა,მარია მის მარწუხებში მოაქცია და მანამ არ გაუშვია სანამ მოფერებით გული არ იჯერა -მართლა მოგენატრე?-იკითხა ანაზდად გოგონამ,ლუკა ერთხანს დააკვირდა გოგონას,თითქოს იმის გარკვევა უნდოდა ეხუმრებოდა თუ რეალურად ეკითხებოდა გოგონა -როგორ ფიქრობ,რომ არ მომნატრებოდი აქ ჩამოვიდოდი?-ცოტათი გაბრაზდა მამაკაცი,ეს უფრო გულნატკენს ჰგავდა,ვიდრე გაბრაზებას,მაგრამ იმდენად ოსტატურად შენიღბა ხმის ტემბრი მამაკაცი,დაკვირვებული ყურის გარდა ვერავინ შეამჩნევდა -ზოგჯერ ეს ყველაფერი იმ ერთის პირით რომ გაიგო უფრო სასიამოვნოა....-ლუკას ჩაეღიმა,ქვედა ტუჩზე აკოცა და მის ყელთან ამოიჩურჩულა -შენც მომენატრე,შენი სურნელიც და შენი ყველაზე ნაზი კანი..-გოგონას გააჟრჟოლა სიამოვნებისგან და კიდევ უფრო მეტად აეკრო მამაკაცს... 888 თიამ იჯდა და ცდილობდა გული ეჯერებინა ტირილით,მის ბედზე არ იყო ნატო სახლში,თორემ დაუთმობდა ამ საქმეს და თვითონ ცოტა ხანს სუფთა ჰაერზე გავიდოდა,ეგონა მამუკა აქ არ მოვიდოდა,მათი შეხვედრა სხვანაირი წარმოედგინა,მაგრამ ყველაფერს შემთხვევითობები სჯობს მაინც,როდესაც ფეხის ნაბიჯები გაისმა ოთახისკენ მომავალი სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და კარებს ზურგით დაუდგა,ფუსფუსით ეცადა ნერვიულობის დამალვას,მაგრამ ხელები უკანკალებდა და ეს ყველაფერს ხდიდა ფარდას,როდესაც ძლიერი ხელების შეხება იგრძნო თავის სუსტ მკლავებზე ლამის ჩაიკეცა,მამაკაცის ხელებს დაეყრდნო და შემობრუნდა -როგორც ჩანს არ ცდებოდნენ. -ვინები..-სუნთქვა შეკრულმა ამოილაპარაკა თიამ და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა -არ აქვს აზრი,მთავარია არ ცდებოდნენ-გაურკვევლად ბუტბუტებდა მამუკა -რაში?-გაუაზრებლად,სპონტანურად სცემდა ქალი პასუხს -იმაში,რომ კვლავინდებურად გიყვარვარ..-არც აცია,არც აცხელა ისე მიახალა ის რასაც ფიქრობა და სწორედ ამან გააღვიძა ქალში ძველებული სიამაყე,ძველი თავშეკაებულობა,მამაკაცს უხეშად გააშვებინა ხელი და თვალებში ღვარძლიანი თვალები გაუყარა,რომლის უკან ერთი მიამიტი გოგოს თვალები იმალებოდნენ -მამუკა,არ დაგიწყებ არაფრის ახსნას,უბრალოდ არის ისეთი რამ რაც შენ არ იცი. -მე,მე უნდა ავხსნა თია და ძალიან გთხოვ,გამომყევი,ცოტა ხნით გავიაროთ,ბევრი გვაქვს სასაუბრო -ამაზე ოცი წლის მანძილზე უდნა გეფიქრა,მამუკა,ახლა ყველაფერი გვიან არი,უბრალოდ ერთი რამ მაქვს სათქმელი -არა,თია,არ მოვისვენებ სანამ ბოლომდე არ მომისმენ -კმარა,მამუკა,არ მსურს შენი მოსმენა -მოგიწევს! -მზად არ ვარ-გატყდა ქალი და მკლავებში ჩაესვენა მამაკაცს,მამუკამ გულზე მიიკრა ათრთოლებული სხეული და შორეული წარსული მოაგონდა,როგორ ეფერებოდა მთელი ღამის განმავლობაში ამ ულამაზეს შავ დალალებს,როგორ სათითაოდ უკოცნიდა ლურჯ თვალებს და როგორ ეხებოდა მის სათუთ კანს.. -მზად ხარ,თია,უბრალოდ აღიარე,აუცილებლად უნდა გითხრა,რომ არ გითხრა ვერ მოვისვენებ-კვლავ განაგრძობდა მამაკაცი ქალის დაყოლიებას და საბოლოოდ მოახერხა კიდევაც -კარგი,რადგან ასეა ერთმანეთთან ბევრი რამ გვაქვს სასაუბრო,დღეს ერთხელ და სამუდამოდ გავარკვევთ ყველაფერს!- მკაცრად ჩაილაპარაკა და იქვე ჩამოკიდებული თხელი ქურთუკი მოხსნა -წამოდი-წინ მიუთითა ქალს -ჯერ მაია უნდა ვნახო -როგორც გენებოს-მხრები აიჩეჩა მამუკამ და თვითონ ზურაბთან გავიდა,როდესაც მაია შემოვიდა თიასთან სასაუბროთ -თია,არ მითხრა რომ მამუკა მარიას მამაა..-გაოცებული უცქერდა ქალი თიას -ჰო,ის არის,მაგრამ ჯერ არაფერი არ იცის,არ მინდოდა სამსახურის ასე მიტოვება,მაგრამ ქალიშვილს დავპირდი რომ ყველაფერს მოვაგვარებდი..-თავის მართლებას ეცადა თია,მაგრამ მაიამ გააჩერა -რას ლაპარაკობ,თია,ამაზე ერთი წამითაც კი არ იფიქრო! -მადლობა,ქალბატონო.- გულწრფელი მადლობა გადაუხადა და მისაღებში გავიდა,სადაც მამუკა ელოდა,მამუკა წინ გაუძღვა თიას და მანქანის კარები გაუღო,თიაც უყოყმანოდ ჩაჯდა მანქანაში და ოხვრას მოჰყვა,როდესაც მის გვერდით მამუკა დაიკავა ადგილი,ასეთ სიახლოვეს უკვე დიდი ხანია გადაჩვეულია,არც კი უგრძვნია მამუკას შემდეგ თავი ქალად,არ მიუცია მიუხედავად ყველაფრისა თავისი თავისთვის ის უფლება,რომ ეღალატა იმ მამაკაცისთვის,რომელმაც გამოიყენა და შემდეგ უგზო-უკვლოდ გაქრა მისი ცხოვრებიდან...ფიქრითაც არ უფიქრია რომ როდესმე შეიძლებოდა ვინმეს ცოლი გამხდარიყო,ვინმესთვის შეეხედა ისეთი თვალებით,როგორითაც მამუკას უყურებდა წლების წინ,არ შეეძლო წარმოედგინა ვინმე სხვა,რომელსაც ისე შეიყვარებდა,როგორც მამუკას,მიუხედავად ამდენი ტკივილისა ის სიყვარული არ განელებულა,სიძულვილის მარცვალიც კი არ აკიაფებულა,პირიქით,დღითიდღე,როდესაც მისი სიყვარულის ნაყოფს ხედავდა უფროდაუფრო უმძაფრდებოდა სიყვარულის შეგრძნება,ახლა როდესაც ასე ახლოს ზის მამუკა არც კი იცის სად წავიდეს,იმდენად ხურს,რომ ყინული ახლო-მახლო რომ დავუდოთ ალბათ წამებში გაადნობს... -თია,ვიცი ეს ყველაფერი არ მამართლებს და არ მინდა იფიქრო რომ ამ ყველაფერს თავის მართლების გამო გეუბნები...-დაიწყო მამუკამ,როდესაც ერთ-ერთ კაფეში დასხდნენ -მამუკა,მე უკვე დიდი ხნის წინათ გაპატიე წარსულში ჩადენილი ცოდვები..-ტკივილიანად გაუღიმა მამაკაცს- თუმცა ეს იმას არ ცვლის რომ მინდა მიზეზის გაგება,მინდა გავიგო მიზეზი,თუ რატომ დამტოვე..-გული შეეკუმშა ქალს წარსულის გახსენებისგან და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა -მინდა იქედან დავიწყო რომ იცოდე,მე შენ ყოველთვის მიყვარდი და ჩემი წასვლის მიზეზი წამითაც არ ყოფილა უსიყვარულობა,პირიქით,მიზეზი სწორედ ეს იყო,მე უნდა გამეკეთებია არჩევანი შენსა და შენს სიყვარულში,მე კი შენ გარჩიე,თია.. შენ ჩემი ბედკრული ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი და ერთადერთი სიყვარული,დეტალების ახსნას აზრი არ აქვს,ვერც აგიხსნი უბრალოდ და შენც მით უმეტესს ვერ გაიგებ,უბრალოდ მე შენი სიცოცხლე ვერ ჩავაგდე საფრთხის ქვეშ საკუთარი სიყავრულის გამო,მე შენ აგირჩიე,ხომ იცოდი რომ ჩემი ოჯახი გავლენიანი ხალხის გარემოცვაში ტრიალებდა და თვითონაც საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ატარებდა,გაიგეს ჩემი სუსტი წერტილი რომ შენ იყავი,გაიგეს რომ დავინიშნეთ და მაიძულეს შენი დატოვება,თუ არ დაგტოვებდი შენ დამტოვებდი,მაგრამ არა მარტო მე,არამედ ამქვეყნიურ ტანჯვას..-ქალს გაოცებისგან პირი დაეღო და უხმოდ უყურებდა მამაკაცს თუ როგორ ენაცვლებოდა მას სახეზე სხვადასხვა ემოციები,უყურებდა და ხვდებოდა რომ მის წინ ჩვეულებრივი მოკვდავი კი არა,საოცრად ძლიერი მამაკაცი იჯდა-თია,გთხოვ,არ იფიქრო წამითაც კი რომ მე შენ უსიყვარულობის გამო დაგტოვე...-განაგრძობდა მამაკაცი- ვიცი,ეს ყველაფერი არ მამართლებს,უბრალოდ დღეს ერთხელდ ა სამუდამოდ თავს მივეცი იმის უფლება რომ შენთვის ყველაფერი მეთქვა და გულწრფელი ვყოფილიყავი,აგრეთვე მინდა იცოდე რომ მიყვარხარ..-თიას ახლა უკვე სასდიამოვნოდ გააჟრჟოლა მამაკაცის სიტყვების მოსმენისას და ოდნავ აეპრეხა ტუჩის კუთხე- მიყვარხარ და ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება ეს..-როდესაც სათქმელი დაასრულა მამუკამ ათრთოლებულ ქალს გადახედა და მისთვის უკვე პასუხი ცხადი იყო.. -მე..-საუბრის დაწყება სურდა,თუმცა ძალიან უჭირდა თიას..-ჩვენ..ქალიშვილი გყავს..-მხოლოდ ესღა უთხრა,შემდეგ კი ერთმანეთს ძლიერად დაუჭირა ქუთუთოები,თითქოსდა მოსალოდნელი რეაქციის დანახვის ეშინოდა... 888 -ქალბატონო ჟანეტ,მამუკა ერთ-ერთ კაფეში ვიღაც ქალთან ერთად ზის და რაღაცაზე გულდასმით საუბრობენ -ქალთან ერთად? ვინმე პარტნიორი შეიძლება იყოს? -არამგონია,ზედმეტად უბრალოდ აცვია ამ ყველაფრისთვის -ანუ ჩვენს წრეს არ შეეფერება?-გული შეუქანდა ჟანეტს,თითქოს უნდოდა რეალობას გაქცეოდა -დიახ,უფრო დაბალი ფენის წარმომადგენელი მგონია -ახლავე გაარკვიე იმ ქალს თია ხომ არ ჰქვია -კარგით,აუცილებლად გავარკვევ -იმ კაფის მისამართი გადმომიგზავნე,ჩემი თვალით უნდა დავინახო-მამაკაცმა მისამართი გაუზგავნა და ჟანეტი გზას დაადგა,უნდოდა თავისი თვალით დარწმუნებულიყო იმაში რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ წამოადგენდა... 888 -მარია,ჩვენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს-დაიწყო ლუკამ და ანაზდად დასერიოზულდა,მამაკაცის ასეთი ცვლილება საშინლად მოსწონდა მარიას -მეც ვფიქრობ რომ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს..-დაეთანხმა გოგონა,მამაკაცის მკლავებისგან განთავისუფლდა და ამჯერად მის წინ დაიკავა ადგილი -ხომ იცი რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ.. -ვიცი.-დაეთანხმა მარია -ისიც ვიცით რომ არც შენ ხარ ჩემთან მიმართებაში გულგრილი-გოგონას უცნაურმა შეგრძნებამ დაუარა მთელს სხეულში,ეს რაღაც ამოუცნობი გრძნობა იყო... -ვიცით- არც ახლა უარყო გოგონამ -გამოდის ყველაფერი ვიცით და არაფერია გასარკვევი? -მშვიდი ტონით განაგრძობდა ლუკა -არა,ლუკა,მე მეშინია რომ რაიმე ისეთი მოხდება,რითიც ჯერ ჩემს დედას,შემდეგ კი შენ გავნებ რაიმეს.. -არც მე და არც დედაშენს არაფერს ავნებ,მარია,უბრალოდ უნდა მენდო -გენდობი,ლუკა,საკუთარ თავზე უფრო მეტად გენდობი,მიუხედავად იმისა რომ ჯერ თითქმის კარგად არ გიცნობ,მაინც გენდობი,აი,ასე უეცრად გაგიღე ნდობის კარები და მზად ვარ სიცოცხლის ბოლომდე გენდო.. -მე კიდევ მზად ვარ სიცოცხლის ბოლომდე გაგიმეორო ეს სიტყვები..-სახეზე დაუსვა ხელი მამაკაცმა-მაშინ რა გვიშლის ხელს? -შენი მშობლები,ლუკა..-ორჭოფობის შემდეგ მაინც დაიწყო მარიამ,მიუხედავად იმისა რომ მათ მარია კარგად მიიღეს,მან არ იცოდა როგორ მიიღებდნენ მას შემდეგ რაც მათ ურთიერთობას ამხელდნენ -ამაზე ნუ იდარდებ,მარია,ეს ყველაფერი ჩემი საქმეა -არ ვიცი,ლუკა,მაგრამ ისინი განსხვავებულნი ჩანან -რატომ ფიქრობ ასე? იქნებ ისეთები არ არიან,როგორებიც წარმოგიდგენია,როდესაც გაიცნობ შენ თვითონ დარწმუნდები რომ მათთვის საზოგადოების წრეებს დიდი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია-გოგონას დამშვიდებას ეცადა და გულზე მიიკრა იგი,მაგრამ მათმა ნეტარებამ ძალიან ცოტა ხანს გასტანა,ტელეფონი აწრიალდა -გისმენ,დე..-ხალისიანად მიესალმა დედას -მარია,მზად ხარ მამასთან შესახვედრად?-გოგონას ფერებმა გადაურბინეს სახეზე,საბოლოოდ კი მხოლოდ სიწითლე დარჩა -შენ იგულისხმე რომ მზად ვარ თუ არა მამუკას სანახავდ-მაინც ვერ მოითმინა და ჩაუსწორა დედას -არა,მე გითხარი რომ მამის სანახავდ,მარია,ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე -კარგი,დედა,როგორც შენ გინდა,დღესვე დავბრუნდები უკან -კი,მაგრამ ავტობუსი რომ არ არის? მამუკამ მე გავუგზავნი მანქანასო..-ფრთხილი ხმით იკითხა თეამ -არა,დედა,რამენაირად მოვძებნი უკან დასაბრუნებელ გზას და ჩამოვალ,არ იდარდო,რომ ჩამოვალ დაგირეკავ.-ტელეფონი გაუთიშა მარიამ დედას და ღრმად ჩაისუნთქა,საფეთქელზე ხელი მოიჭირა და შემდეგ ლუკას აეკრო სხეულზე -აღარ შემიძლია..-აქვითინდა ღონემიხდილი,მამაკაცმა როდესაც გოგონას ცრემლები დაინახა გაუკვირდა,ოდნავ წამოწია და ლურჯ თვალებში ჩააკვირდა -რა მოხდა? -ეს გრძელი ამბავია,უბრალოდ აუცილებლად უნდა დავბრუნდე თბილისში -თბილისში? მშვიდობაა?-თან ეკითხებოდა მამაკაცი,თან თითის ბალიშებით ცრემლებს წმენდდა გოგონას -ალბათ,იმედია მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება..-ხუმრობა სცადა გოგონამ მაგრამ არ გამოუვიდა -ეცადე ლაკონიურად გადმომცე სათქმელი-მაინც არ ეშვებოდა ლუკა -დედამ დამირეკა და მითხრა რომ მამაჩემი დაბრუნდა -მერე რა გატირებს?- გაკვირვებული ჩანდა ლუკა -ის რომ მამაჩემმა დედაჩემი დატოვა მაშინ,როდესაც იგი ფეხმძიმედ იყო და მთელი ცხრამეტი წლის მანძილზე იგი არ გამოჩენილა,ახლა კი რატომღაც დაბრუნება მოინდომა..-მთელი ღვარძლით წარმოსთქვა ეს სიტყვები და ახლა თვითონ ეცადა ცრემლების კვალის გაქრობას,ლუკამ ძლიერად ჩაიკრა გოგონა გულში,მიხვდა თუ როგორი ძლიერი იყო ეს პატარა გოგო და რამხელა ტკივილის გადატანა მოუხდა ბავშვობისას... ------------- ვიცი რომ ყველაზე პატარა თავია,რომელიც როდესმე გამომიქვეყნებია,უბრალოდ იმდენად გიჟური გრაფიკი მაქვს,მერწმუნეთ ამასაც ძლივს ვწერ. დილაობით ლამისარი მერხზე ჩამომეძინოს ხოლმე მადლობა რომ კითხულობთ. ვეცდები შემდეგი თავი უფრო მოზრდილი იყოს. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.