შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ბიჭი სიზმრიდან" (თავი მესამე)


25-02-2016, 19:20
ავტორი sopo xecuriani
ნანახია 2 162

დედამ მითხრა მგონი ხასითი გამოგიკეთდაო. მე არაფერი მიპასუხია, მხოლოდ გავუღიმე. არ ვიცოდი თითქოს ვერც ვამჩნევდი ჩემს ცვლილებას, ანდაც ვამჩნევდი და ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. სასწავლი ბევრი მქონდა ამიტომ გვიან მომოწია დაძინება. იმდენად დაღლილი ვიყავი რომ ფიქრის თავიც აღარ მქონდა და მალევე ჩავიძირე ძილის მორევში. მე არ მახსოვს მაშინ რა დამესიზმრა მაგრამ დილით ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ის კიდევ ვნახე და ეს ფაქტი ძალიან რეალური მეგონა. რეალურადაც ვნახავდი მალე, მაგრამ მე მართლა მეშინოდა მასთან ურთიერთობის და საერთოდ ყველასთან ურთიერთობის . არ ვიცი ჩემმა სასიყვარულო იმედ გაცრუებამ ეს რატომ გამოიწვია, მაგრამ ჩემი შიში აშკარა იყო. ხანდახან მძულდა მომენტი როცა ვინმე ჩემს მიმართ სითბოს გამოიჩენდა, თითქოს მაღიზიანებდა კიდეც. არეული მქონდა თავგზა. შიშნარევი ფიქრები სულ თან დამყვებოდა.
სკოლაში ავტობუსით წავედი. დათა ისევ იმ გაჩერებაზე იდგა. შემომხედა და ავტობუსში საჩქაროდ ამოვიდა. მომესალმა და ლოყაზე მაკოცა. მე დავიბენი ამიტომ კოცნა ვერ მოვახერხე. რა თქმა უნდა დავიბნეოდი, როცა ის ჩემთან ახლოს იყო სულ არაამქვეყნიური გრძნობები მეუფლებოდა.
- შეგიძლია ცოტათი მაინც გამოამჟღავნო სითბო. - მითხრა ცინიკურად და ლამაზი თითები სკამის სახელურს შემოაჭდო.
- მე უბრალოდ..
- არაუშავს. სხვახროს შეგიძლია მაკოცო ხოლმე- შემაწყვეტინა სიცილით. მეც გამეღიმა.
-ამ დროს ადგომა არ გეზარება სკოლაში აღარ უნდა დადიოდე- ვკითხე მე
- 21ის ვარ რაღა დროს სკოლაა.- მითხრა და გამიცინა. სკოლასთან რომ მივედით მითხრა აქ დაგხვდებიო. მე უბრალოდ დავემშვიდობე, სხვა არაფერი მითქვამს.
სკოლაში თავი შეუძლოდ ვიგრძენი. გულის რევის შეგრძნება მქონდა და მაკანკალებდა. ჩემი დამრიგებელი ძლივს დავარწმუნე რომ მართლა ცუდად ვიყავი. მერე როგორც იქნა მესამე გაკვეთილიდან გამანთავისუფლა და მეც სახლში წავედი. ძლივს მივლასლასებდი. მეგონა სადაცაა წავიქცეოდი. დათა არ მინახავს, თუმცა რა იცოდა რომ ცუდად გავხდებოდი და სკოლიდან ადრე წავიდოდი სახლში. ასე უცებ რა უნდა დამმართნოდათქო ვფიქრობდი. საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი. სახლამდე ძლივს მივაღწიე. საწოლზე უგონოდ დავეცი. ჩამეძინაა.
- მარიამ- მეუბნებოდა დედა და შებლზე ხელს მადებდა. თვალები გავახილე და თითქოს ჩემმა ოთახმა ტრიალი დაიწყოო. მთელი სხეული მიხურდა.
- დე მაღალი სიცხე გაქვს აი წამალი დალიე - მითხრა დედამ და წყლით სავსე ჭიქა და წამალი მომაწოდა. ხელი ძლივს ავწიე რომ წამალი დამელია.
- საჭმელი ნაჭამი გაქვს? - მკითხა
- არა- ამოვილუღლუღე მე.
დედან ჩემი საყვარელი მარწყვის იოგურტი მომიტანა. სხვას მაინც ვერაფერს შევჭამდი. დედა ცოტახანი იჯდა ჩემს საწოლთან მერე გავიდა და მარტო დამტოვა. მე დათა გამახსენდა. ნეტავ რა იფიქრა რომ ვერ მნახათქო ვფიქრობდი. დაუძლურებულს ისევ ჩამეძინა. სიზმარში რაღაც საშინელებები მესიზმრა. რაღაც არეულ დარეული უშნო კადრები ირეოდა ჩემს გონებაში.
მეორე დღეს შუადღის სამ საათზე გამომეღვიძა. ტუმბოზე დედას საჭმელი და წერილი დაეტოვებინა. მეხვეწებოდა ყველაფერი ჭამე და არ ადგეო. მე ზოზინით ვჭამდი და ძლივს ვილუკმებოდი. მერე სიცხე გავიზომე, კიდევ მქონდა ამიტომ წამალი ისევ დავლიე. ძალიან მინდოდა ადგომა მაგრამ ხელ-ფეხს ძლივს ვამოძრავევდი. მოვიწყინე აღარ შემეძლო წოლა. თან დათაზე ვფიქრობდი. რა დროს სიცხე იყოთქო ვბრაზობდი. ნეტა რას ფიქრობდა რომ ასე გავუჩინარდი. თითქოსდა გული მწყდებოდა რომ ვერ ვნახე.
'თავი მეოთხე'
კიდევ ორი დღე ვიწექი საწოლში მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, მაგრამ აშკარად უკეთ ვიყავი, იმ დღეს სიცხეც აღარ მქონდა როცა ყვირილმა გამომაღვიძა. თავიდან მეგონა მეჩვენება ან სიზმარიათქო.
- მარიიი!!! - ისმოდა ქვემოდან ყვირილი- მენატრები მარიიი!! მენატრებიიი!! - დათას ხმა იყო. საწოლიდან გიჟივით წამოვხტი და ფანჯრიდან გავიხედე. დათა ზევით იქით-აქით აცეცებდა თვალებს და ხმამაღლა გაიძახოდა ჩემ სახელს. მე ფანჯარა გამოვაღე და გადავიხედე. მან დამინახა და წამიერად მომაშტერდა. მგონი ითვლიდა რომელ სართულზე ვიყავი. მერე სადარბაზოში შევარდა გიჟივით. მე ფანჯარა მივკეტე. საჩქაროდ ჩავიცვი და გარეთ გავედი. ლიფტის კარი გაიღო და დათას მოღუშული სახე დავინახე.
- გაგიჟდი?? - ვკითხე.
- დიდიხანია
- რას ბღაოდი?? ჩემი მშობლები სახლში რომ ყოფილიყვნენ??
- არ ვბღაოდი!! მერე რა ყოფილიყვნენ.- მითხრა და კედელს მიეყრდნო.
- ასე აღარ მოიქცე!!
- შენ დაიკარგე და აქეთ მიბრაზდები? - მკითხა მკაცრად.
- არ დავკარგულვარ!!
- აბა სად იყავი?? ან მაშინ სკოლის მერე სად გაქრი??
- ცუდად გავხდიი და ადრე წამოვედი.
- რა გჭირდა ძველი ტკივილი გაგახსენდა? - მკითხა ცინიკურად.
- სიცხე მქონდაა!! - ვუთხარი გაბრაზებულმა.
- დარწმუნებულიხარ რომ ეხლა აღარ გაქვს? - მკითხა სიცილით და თავზე ხელი გადაისვაა.
- უგულო ხაარ!
- მენატრებოდი!
- იტყუები! - ვუპასეხე უკმეხად.
- მთელი კორპუსია მოწმე რომ მენატრებოდი- მითხრა და ისევ გამიცინა.
- უნდა წავიდე.
- გინდა რამე ამოგიტანო? - მკითხა სერიოზულად
- არა მადლობ. - ვუთხარი მე და ჩემი სახლის კართან მივედი. დათა მომიახლოვდა ნაცრისფერი თვალებით შემომაცეცდა და მითხრა ირონიული ღიმილით:
- რას გავხარ იმედია მალე გამოკეთდები. - მე კარის სახელურს მოვკიდე ხელი რომ სახლში შევსულიყავი მაგრამ მან ხელით შემაჩერა. წამებში მისი ლამაზი ტუჩები ჩემს ყელთან აღმოჩნდა და მან ჟრუანტელის მომგვრელად მაკოცა. მე ხმის ამოღების უნარი დავკარგე. დათა მიტრიალდა კიბეზე დაეშვა და მომაძახა:
- ხვალ გნახავ უჟმურო!!!
მე სახლში შევედი ღიმილით. ტანში ისევ სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა.
მეორე დღეს სკოლაში მაინც წავედი. რა თქმა უნდა სკოლა ისევ ჯოჯოხეთს გავდა და არაფერი შეცვლილიყო. მე ისევ წინა დღე და დათას ნაზი კოცნა მახსენდებოდა. ჩემ თავს გამოვუტყდი რომ ძალიან მომწონდა დათა, თუმცა როგორ შეიძლება არ მომწონებოდა მაღალი ქერა სიმპათიური ბიჭი ნაცრისფერი დამატყვეებელი თვალებით. მაგრამ მარტო გარეგნობა ხომ არაა. უხეში თან თბილი, ცინიკური და მიზანდასახული იყო. ეტყობოდა რასაც მოისურვებდა ყველაფერს აკეთებდა, მისი სიგიჟე კი ყველაზე მეტად მომწონდა.
ბოლო გაკვეთილზე ვეღარ ვისვენებდი. სულ საათს დავყურებდი. უკვე გული აჩქარებული მქონდა. მაინტერესებდა ახალს რას მეტყოდა.
როგორც იქნა ზარი დაირეკა და მეც მერხს მოვწყდი. ჩქარ-ჩქარა მივდიდოი თან გზაში ჩანთას ვკრავდი. სკოლის ეზოს როგორც კი გავცდი დათა გამოჩნდა რამდენიმე ბიჭთან ერთად იდგა. დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა. შავი განიერი შარვალი აკეცილი ჰქონდა და შავი ყელიანი ზედა ეცვა. მოვიდა და მაშინ პირველად ჩამეხუტა. მე ძლივს მოვიფიქრე რომ ხელები უნდა მომეხვია. ისეთი თბილი იყო არ მინდოდა ხელი გაეშვა.
- მისმინე ეხლა ვერ გაგაცილებ, კაროჩე რაღაც თემაა და უნდა წავიდე. ღამით როგორმე გამოდი სახლიდან მე შენ კარებთან დაგხვდები. - მითხრა მშვიდად
- რატო??
- ასეა საჭირო. - მითხრა და გამიღიმა.
- ვერ გამოვალ! - ვუთხარი ცოტა გაბრაზებულმა
- რატო მამიკო გაგიბრაზდებაა? - მკითხა და გამიცინა. თან თითებზე მეთამაშებოდა.
- არ მინდა!
- გოგო ეხლა ნომერს მომცემ მე ღამით დაგირეკავ და გამოხვალ გაიგე??
- მაიძულებ? - ვკითხე გაბრაზებულმა.
- თუ არ გინდა რომ ღამით სახლში შემოგივარდე ჯობია გამოხვიდე. - მითხრა და თმები გადამიწია.
მე თვალები დავხუჭე და ამოვიხვნეშე. დათამ ჩემი ნომერი ჩაიწერა ლოყაზე ნაზად მაკოცა და წავიდა. მე სახლში ჩაფიქრებული მივდიდოი. არ ვიცოდი როგორ უნდა გავსულიყავი სახლიდან ღამით და არც ის ვიცოდი დათა რას აპირებდა ცოტა კი შემეშინდა მაგრამ მაინც ყველაფერს ვიზამდი რომ მენახა.
სახლში რომ მივედი ცოტახნით დავისვენე მერე ვისადილე და გაკვეთილების სწავლას შევუდექი. მინდოდა დრო მალე გასულიყო. გამიხარდა რომ ინგლისურზე უნდა წავსულიყავი. საათს ვუყურებდი და ვფიქრობდი მალე დაღამებულიყო.
ინგლისურზე ძალიან დავიღალე. იმდენი სავარჯიშო გავაკეთე დათა და ღამის შეხვედრა სულ გადამავიწყდა. სახლში რომ ვბრუნდებოდი უკვე ღამე იყო, ამიტომ ფეხს ავუჩქარე. თმებს ოდნავ მიწეწავდა საღამოს გრილი და სასიამოვნო ნიავი.
სახლში რომ მივედი მშობლები უკვე დაბრუნებულიყვნენ. ერთად ვივახშმეთ. მერე მოვიმიზეზე ძალიან მეძინებათქო და ჩემ ოთახში შევიკეტე. წიგნის კითხვა დავიწყე, მაგრამ რომ მივხვდი რომ ისევ დათაზე ვფიქრობდი გვერდზე გადავდე. საწოლზე წამოვწექი და მუცელზე ტელეფონი დავიდე. ძილი მომერია და ნერვები მომეშალა. დათა არ რეკავდა.
ალბათ ნახევარი საათის ჩაძინებული ვიყავი რომ ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. დათამ მითხრა მალე გელოდებიო და გამითიშა. მე საათს დავხედე, პირველი იყო დაწყებული. ქურთუკი მოვიცვი ფეხზე კეტები ჩავიცვი და ძალიან ფრთხილად გავაღე ჩემი ოთახის კარი. მერე მოვტრიალდი უხმოდ დავკეტე და ფეხაკრეფით გავემართე რკინის კარისკენ. გასაღებს ხელი მოვკიდე თვალები დავხუჭე და ნელ-ნელა გადავატრიალე. ძლივს გავაღე კარები და გარეთ გავედი. კარის დახურვისთანავე უკან მივტრიალდო. დათა კიბეებზე იყო ჩამომჯდარი და სიგარეტს ეწეოდა.
ფეხზე წამოდგა ხელი მომკიდა და მითხრა:
- ზევით ავდივართ.
- სად ზევით?- ვკითხე დაბნეულმა.
- ზევით სახურავზე.
- გაგიჟდი?
- წამოდი. - მითხრა და კიბეებისკენ წამათრია. ხუთი სართული უჩუმრად ავიარეთ. ხელი არ გაუშვია. ბოლო სართულზე კუთხეში ჭერში ამოჭრილი თაღი იყო ქვემოდან რკინის პატარა მრგვალი კიბით. დათამ ამ კიბეზეც ამიყვანა და ჩვენ კორპუსის სახურავზე აღმოვჩნდით. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ირგვლივ ლამპიონების შუქით განათებული თბილისი გრილ ნიავს გვიგზავნიდა. დათა ძირს დაჯდა და მანიშნა დაჯექიო, მეც გვერდით მივუჯექი.
- რა ლამაზი ცაა არაა? - მკითხა მან და თან ხელი გადამხვია.
- ხო ლამაზია.
- მაგრამ შენ უფრო ლამაზი ხარ.- მითხრა მშვიდად და თვალებში ჩამაცეცდა.
- იმ დღეს ავტობუსს რომ გამოეკიდე სად მიდიოდი დილა უთენია?? - ვკითხე მე
- არსად. გამეღვიძა და გარეთ გამოვისეირნე. ისე მაგარი უცნაურად ვგრძნობდი თავს.
- მაინც როგორ? - ისევ ვკითხე
- არ ვიცი.- მიპასუხა და მერე მისი თბილი ხელებით თმები გადამიწია
- იმ დღეს კიდევ მოხდა რაღაც.- მითხრა ისევ.
- რა?
- შეყვარებულს დავშორდი.-მითხრა და ზევით აიხედა.
- შეყვარებული გყავდა? რატომ დაშორდი? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ყველაფერი სისულელე მეჩვენა. მივხვდი რომ ის არ იყო ჩემი სიყვარული და რომ სხვა გამოჩნდა. - მითხა მშვიდად
- მე?
- ხო შენ.
- ეს როგორ გააკეთე??- მე ფეხზე წამოვხტი- იქნებ ეხლა როგორ ტკივა გული.
- როგორ უნდა ვყოფილიყავი მასთან როცა ქუჩაში უცნობმა გოგომ მაგნიტივით მიმიზიდა რომელსაც შემდეგ გავეკიდე.- მითხრა დათამ და ისიც წამოდგა ფეხზე.
- შენ მას თუ უღალატე მეც მიღალატებ. - ვუთხარი და ზურგი შევაქციე.
- სისულელეს ამბობ! - მითხრა და ხელით მომატრიალა.
- იქნებ სხვამ მიგიზიდოს ხვალ და სხვას გაეკიდო აბა დაფიქრდი იქნებ ხვალ ჩათვალო რომ ეს ყველაფერი სისულელეა.
- რეებს ბოდავ? ჩემი ვაფშე არ გესმის! წამით დაგინახე და ისეთი რამ ვიგრძენი რაც არცერთი გოგოს მიმართ არ მიგრძვნია. როგორ უნდა ვყოფილიყავი მასთან მითხარი!!- მე დადუმებული შევცქეროდი თვალებში მისი სიტყვებიდან კი გულწრფელობა იღვრებოდა. მეც ხომ დიდი უცნაურობა დამემართა იმ დღეს. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ბიჭი იყო ჩემი სიზმრიდან. ჩვენ შორის მართლა იყო რაღაც უცნაური კავშირი.
- აქამდე შენ მაკლდი. შემიყვარდი, მაგრად შემიყვარდი. - მოიწია და ყურში ნაზად მიჩურჩულა. მერე ჩემ ყელს დაეკონა. მე ხმას ვერ ვიღებდი. ცოტა ხნის მერე ქვევით ჩავედით. დათა ჩამეხუტა და სანამ სახლში წვალებით არ შევედი ადგილიდან არ განძრეულა. თან იცინოდა თუ როგორ ვიპარებოდი სახლში. იმ ღამით ჩვენ სიყვარულის მომსწრე თვით ვარსკვლავები იყვნენ. ძლივს დავიძინე. მივხვდი რომ მე და დათას ურთიერთობა შეიცვალა. გული შემტკიოდა იმ გოგოზე რომელიც შეიძლება ჩემს გამო იტანჯებოდა. თუმცა როგორ ვიფიქრობდი რომ ასეთ ბიჭს ვინმე არ ეყოლებოდა? მაგრამ ამაზე რატომღაც არ მიფიქრია. აღარ ვიცოდი გამემტყუნებინა თუ გამემართლებინა დათა.
'თავი მეექვსე'
გადიოდა დღეები, კვირეები და ჩვენ ისევ ერთად ვიყავით. მაკვირვებდა მისი ხასიათი. რაც არუნდა ყოფილიყო ბოლოს მაინც მის აზრზე გადავყავდი, ჩემზე ძალიან ზემოქმედებდა. ღამით ხშირად გავიპარებოდი ხოლმე სახლიდან რომ ერთად ღამის თბილისში გვებოდიალა. ხელი- ხელ ჩაკიდებულები დავდიოდით და გაუთავებლად ვლაპარაკობდით. ერთხელაც ღამით სეირნობის დროს გამოვუტყდი ჩემი სიზმრების შესახებ:
- იცი სანამ იმ დღეს პირველად მნახავდი ავტობუსში მე უკვე ნანახი მყავდი თან ბევრჯერ.
- რანაირად? - მკითხა და შემომაცეცდა.
- სიზმრებში.
- ღადაოობ? - დაიწყო დათამ სიცილი.
- არა მართლა. თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე სიზმარს ვხედავდი. ვითომ ქუჩაში ვიდექი ღამით წინ კი ადამიანის სილუეტი ჩანდა, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. მის სახეს ვერასდროს ვერ ვხედავდი. მერე კი მეღვიძებოდა.
- და სახეს თუ ვერ ხედავდი იქნებ სხვა ვინმე იყო? - მკითხა სიცილით.
- არა შენ იყავიი. მხოლოდ სახე არ გიჩანდა. როცა პირველად რეალობაში გნახე, ღამით სიზმარში უკვე კარგად დაგინახე. -ვუხსნიდი მე.
- აუ მეც მინდა ეე- მითხრა სერიოზულად
- რაგინდა?
- დაბოლება. - მითხრა და სიცილი ატეხა.
- ნუ დამცინი მართლა ასე იყო. - ნერვები მომეშალა მე.
- კარგი მჯერა - მითხრა და ხელი მაგრად მომხვია - იმედია სხვა ბიჭი არ დაგესიზმრება თორეე ოოო - გააგრძელა სიცილით დათამ.
მეორე დღეს სკოლაში მისულს კლასში ჩემს მერხზე წითელი ვარდები დამხვდა. ვიფიქრე დათამ მოიტანათქო მაგრამ დათა არც ასეთი რომანტიკოსი იყო. თუ ვარდის ჩუქება მოუნდებოდა მოვიდოდა და მაჩუქებდა. ვერაფრით ვერ მოვიფიქრე ვის შეიძლებოდა ეს ვარდები მოეტანა. ისე ვარდები კი მიყვარდა მაგრამ მგონი იმ დღეს შემძულდა.
გაკვეთილები რომ დამთავრდა დათა სკოლის ეზოში იდგა. მე ნელ-ნელა მივლასლასებდი ვარდებით ხელში.
- ეს რა არის? - მკითხა უკმეხად დათამ
- ვერ ხედავ? - კიხვითვე ვუპასუხე მე.
- ვინ გაჩუქა?? - მითხრა კოპებშეკრულმა.
- არ ვიცი.
- რას ქვია არ იცი? - მითხრა და სიგარტს მოუკიდა.
- არ ვიცი ჩემს მერხზე იდო.
- ვიღაც თაყვანისმცემელი გყავს და არ მეუბნები ხო??
- არ ვიცითქო არა!! და საერთოდ რაზე ბრაზდები?
- არ მინდა ვიღაც სირები რაღაც საჩუქრებს გჩუქნიდნენნ!!
- ცუდს ვერაფერს ვხედავ!!
- გადაყარე არ მაინტერესებს!! - მითხრა მკაცრად და წინ დამიდგა.
- არა!! - სიტყვა დამთავრებული არ მქონდა რომ დათამ ვარდები ხელიდან გამომგლიჯა და ნაგვის ურნისკენ საჩქაროდ წავიდა. შემდეგ ვარდები მოიქნია და ნაგავში ჩააგდო. მე გაშტერებული და გაბრაზებული ვიდექი.
- გავიგებ ვინ მოგართვა ეგ ვარდები და გულზე დავაწყობ.- მითხრა ცინიკური ღიმილით.
- შემეშვი!! - ვუთხარი მე და თავი ავარიდე. მან ძალით მომატრიალა და თვალებში გაბრაზებული ჩამაშტერდა.
- ამ ერთი ვარდების გამო რა ამბავი ატეხე?? - გაბრაზებით ვუთხარი მე.
- მე ასეთი ვარ უნდა ამიტანო!!
- ვერ აგიტან! ვერ ვიტან ეჭვიან ხალხს!!!
- ვერ ამიტან? - გამომეორა კითხვა მან. მე შევცბი მაგრამ მაინც ვუპასუხე გაბრაზებულმა:
- ვერაა.
- ხოდა კარგად იყავი. - მითხრა დათამ. ხელი გამიშვა და გამშორდა. მეც გავაგრძელე გზა და ვერ გავაანალიზე რა მომხდარიყო. ვიფიქრობდი არ უნდა მეთქვა- თქო მაგრამ ვერ ავიტანე მისგან ასეთი საქციელი. ორივე იმდენად ჯიუტები ვიყავით რომ არც ერთმა არ დავთმეთ. სახლამდე ძლივს მივაღწიე. ვფიქრობდი ნეტავ ვინ გამომიგზავნა ის დაწყევლილი ვარდებითქო მაგრამ ყველაზე დიდი სადარდებელი დათა იყო. ასე არადსროს დავმშვიდობებივართ ერთმანეთს, საშინელი გასახსენებელი იყო ჩემთვის. გადავწყვიტე მეორე დღეს სკოლაში არ წავსულიყავი. ვერ შევძლებდი ვერც გაკვეთილების სწავლას და ვერც სკოლაში ყოფნას.
ღამით ვერაფრით ვერ დავიძინე. ხასიათი ძალიან გამიფუჭდა. მთელი ჩემი გონება შიშმა მოიცვა. ჩემი ფიქრები მხოლოდ დათას ირგვლივ ტრიალებდნენ, მაინტერესებდა როგორ იყო და რას ფიქრობდა. ვიცოდი მისი რთული ხასიათის შესახებ თითქოს ეს მასში მომწონდა კიდეც მაგრამ ამ ვითარებაში ძალიან გავღიზიანდი.
დათა უკვე 3 დღე არ მენახა. ყოველ ღამე ტელეფონს დავყურებდი იქნებ დამირეკოსთქო მაგრამ არც ის რეკავდა და არც მე ვურეკავდი მას. სკოლაში გავივე რომ ის ვარდები იმან მომართვა ვინც ორი წელი მტანჯავდა სიყვარულით. გულში სიამოვნების განცდა დამეუფლა გამიხარდა მაგრამ არც ვიყავი დარწმუნებული ამის სიმართლეში. დიდად არც მაინტერესებდა. იმასაც მოვკარი ყური რომ ვიღაც ბიჭმა აუკრძალა მარისთვის საჩუქრების ჩუქება და მიახლოებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკიო. მე გამეცინა მართალია გულში ბრაზმა გამკრა მაგრამ ვიცოდი დათას ოინები. ისიც ვიცოდი რომ მე და დათასთან ისევ ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ უმისობა მტანჯავდა. მისი ხმის გაგონება მისი შეხება, მისი სუნიც კი მენატრებოდა, ნაცრისფერი თვალები და დამაბნეველი ამაფორიაქებელი მზერა.



№1  offline წევრი blue jeans

ძალიან კარგია და ველოდები ახალ თავს <3

 


№2  offline წევრი sopo xecuriani

blue jeans
ძალიან კარგია და ველოდები ახალ თავს <3

ხვალ აუცილებლად დავდებ <3

 


№3  offline წევრი BvBArMy

ველი შემდეფს კარგია. ^_^
--------------------
I Hate Everything About You

 


№4  offline წევრი sopo xecuriani

BvBArMy
ველი შემდეფს კარგია. ^_^

დღეს დავდებ შემდეგს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent