შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარ-სელი (5)


25-02-2016, 19:30
ავტორი Callie
ნანახია 1 347

ღამე საშინლად სუსხიანი იყო. სიცივეს ხომალდი მოეცვა და ბატონობა დაემყარებინა. მთელი ღამის მანძილზე არცერთ მათგანს არ დაძინებია. მხოლოდ მაშინ ჩაეძინათ როცა ჰაერი ოდნავ გათბა და გათენებაც დაიწყო. დილით გამოღვიძებულები კი ოფლში ცურავდნენ.
-მშვენიერია- თქვა ალექსმა და სხეულზე მიკრული საძილე ტომარა გვერდით გასწია.
-როგორ გეძინათ?-იკითხა მელისამ და მოზარდებს თვალი მავლო. ყველა გაკკვირვებული იყო.
-შენრა გეძინა?- იკითხა ჯორჯმა და პასუხის მომლოდინე გაიტრუნა
-ნუ ამას ძილს ვერ დავარქმევდით- ღიმილით თქვა მელისამ და საბნის დაკეცვას შეუდგა
-მშია-ფეხზე წამოდგა სარა და მაცივრისკენ წავიდა როდესაც მელისამ გააცერა
-ჯერ ყველა ადგეს. თქვენ თქვენი საბნები დაკეცეთ და ერთად დააწყვეთ. მერე კი ვისაუზმებთ.
-რადგან გვიბრძანეთ , შევასრულებთ ბრძანებას- თქვა ალექსმა და საბნანი აიღო.
- შეგიძლია ირონია ცოტახნით მოიშორო- შეუღრინა ფრეიმ და დაკეცილი საბანი გვერდით გადადო.
-არა-წარმოთქვა ალექსმა ირონიული ღიმილით. ყველამ დაკეცა საბნები შემდეგ კი მელისასთან ერთად მაგიდასთან დაჯდნენ. მაგიდა რკინის იყო და ხომალდზე კარგად მიმაგრებული. სკამებიც რკინის იყო და ყველა მატგანი მაგიდასთან ახლოს იყო დამაგრებული. კარგა ხნის მოშიებულები უხმოდ შეექცეოდნენ საჭმელს. ბოლოს მელისამ სიჩუმე დაარღვია-
-დაახლოებით ერთ საათში დასავლეთისკენ მივდივა. მინდა გავრკვიო იქ რა არის. ქარი დასავლეთიდან უბერავს. თუ იქ ხეები ხარობს ესეიგი შეიძლება სხვაგანაც დავრგოთ. მხოლოდ რამდენიმე თქვენგანი წამოვა ჩემთან ერთად დანარჩენები აქ დარჩებით და ხომალდს მიხედავთ. ხომადის უკანა ნაწილში დიდი ოთახია სადაც ყველა საჭირო ნივთია იმისთვის რომ ხომალდის ირგვლივ დამცავი ბადეები გაკეთდეს. არვიცი რამდენი დრო დამჭირდება ხეებამდე მისაღწევად ამიტომ რამდენიმე დღის სამყოფ წყალს და საჭმელს თან წავიღებთ. ასევე საბნებსაც. ჩემთან ერთად ალექსი წამოვა- ალექს თავისი სახელის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა - არ იწუწუნო- უთხრა მელისამ და გაუღიმა.- დანარჩენები მათი სულვილისამებრ წამომყვებიან
-მაგრამ მე არმინდ აწამოსვლა- თქვა ალექსმა და დაჟინებით მიაშტერდა მელისას
-ხომ ვთქვი არ იწუწუნოთქო- მელისამ შეუბღვირა და ყურადღება დანარჩენ მოზარდებზე გადაიტანა. მსურველები არ იყვნენ მანამ სანამ ანჯელინამ ხელი არ ასწია
-მე წამოგყვები, მაინტერესებს გვაქვს თუ არა გადარჩენის შანსი
-კარგი, მეც წამოვალ- თქვა ლუკმა და ანჯელინას გახედა რომელმაც საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა
-მეც-თქვა სიუზიმ და მელისას შეხედა. მელისას სახეზე კმაყოფილება იკითხებოდა.
-კარგი ხო მეც წამოვალ- თქვა ჯორჯმა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია
-კარგი ვფიქრობ საკმარისია. დანარჩენები აქ დარჩით. ქლოი რაციას მიხედავს და თუ სიგნალს დაიჭერთ აუცილებლად გააგებინეთ დედამიწას რომ ცოცხლები ვართ. ჩვენკი- თქვა მელისამ და ალექსს გახედა- 15 წუტში გავდივართ ამიტომ იჩქარეთ
-მაგრამ ხომთქვი ერთ საათშიო?- უკმაყოფილოდ იკითხა ალექსმა
-ახლა ვამბობ რომ 15 წუთში წავალთ. იჩქარე ალექს-მელისა ადგა რამდენიმე ცარიელი თეფში აიღო და ერთად დააწყო.მერეკი კი საჭმელი და წყალი ერთ დიდ ზურგჩანთაში ჩაალაგა. ზემოდან საბნები ერთმანეთზე დააწყო და ტანსაცმელებთან ერთად სხვა ზურგჩანთაში ჩაალაგა. 15 წუთში უკვე ყველანი მზად იყვნენ და დასავლეთისკენ მიდიოდნენ. წითელ ქვიშაზე მათი ფეხსაცმლის კვალი რჩებოდა. ანჯელინა წინ მიდიოდა მელისასთან ერთად ორივე ჰორიზონტს უყურებდა. არცერთმა მათაგანმა არ იცოდა რა დახვდებოდათ იქ. ან საერთოდ მიაღწევდნენ ხეებამდე? იქებ მათი ორგანიზმი რამის სიცივეს ვერ გაუძლებდა. ან როდესაც ხეებამდე მიაღწევდნენ უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ.ექვსივე ნანობდა რომ ხომალდიდან გამოვიდნენ მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ იყო.
-დიდი გზა გველოდება- თქვა სიუზიმ როცა ანჯელინას და მელისას წამოეწია
-მართალიხარ- უპასუხა მელისამ ისე რომ ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია.
-შენიაზრით- გოგონა ახლა ანჯელინას გვერდით დადგა- იქ რამე იქნება?
-არვიცი. შეიძლება იქ არც არაფერი არ არის. ან შეიძლება იქ ტყეა სადაც მარსელები ცხოვრობენ-თქვა ანჯელინამ გაუაზრებლად და როდესაც მის სიტყვებს დაუფიქრდა მელისაც და სიუზიც მას მიშტერებოდა.
-მარსელები?-გაოცებით იკითხა სიუზიმ
-ალბათ არვიცი. ამხელა პლანეტაზე ვიღაც ნამდვილად იცხოვრებს.-თქვა ანჯელინამ და მელისას შეხედა. მელისა კი მიწას დაჰყურებდა თითქოს უნდოდა გაეხსნა და დაეთვალიერებინა რისგან შედგება ის.
-კარგი.. ამას ნამდვილად ჩავამატებ ჩემს სიაში- თქვა სიუზიმ
-რა სიაში?
-იმ სიაში თუ ვისი ან რისი მსხვერპლი შეიძლება გავხდეთ,-სიუზიმ წარბები მაღლა აზიდა და ანჯელინას შეხედა რომელის გულიანად იცინოდა-რაგაცინებს?
- და რა ვარიანტებია შენ სიაში?
-სიცივე, გაუწყლოება, შიმშილი და მარსელები-ღიმილითვე უპასუხა სიუზიმ. ანჯელინას კი სახე შეეცვალა რადგან იცოდა რომ სიუზი მართალს ამბობდა. ისინი აქ ნამდვილად მოკვდებოდნენ თუ წყალი და საჭმელი არ ექნებოდათ. სიცივეს გაუძლებდნენ მაგრამ წყურვილს ვერა.
-კარგით აბა რაზე ლაპარაკობთ- თქვა გოგონების უკან მომავალმა ალექსმა.
-მარსელებზე -დაუფიქრებლად თქვა სიუზიმ და ალექს გახედა. ბიჭს მოკლედ შეჭრილი თმებიდან ოფლის წვეთები სახეზე ნელ ნელა ჩამოდიოდა. ალექსს შავი თმა და შავი თვალები ჰქონდა. მიმზიდველი ტანიც. არც სუსტი იყო და არც ზედმეტად დაკუნთული მაგრამ ტამამდ შეგვეძლო გვეთქვა რომ ის საკუთარ ფიგურაზე ზრუნავდა.
-მარსელები- ჩუმად გაიმეორა ლუკმა და ანჯელინას გახედა.-კარგი რა- ახლა უფრო ხმამაღლა წარმოთქვა მან. რა მარსელები. ჯერჯერობით აქ მხოლოდ ექვსნი ვართ.ასერომ გამოცოცხლდით ჯერ ცოცხლები ვართ.-ბიჭის შემართებამ ყველას სახეზე ღიმილი მოჰგვარა. მელისაც კი იღიმოდა რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაშიჩუმად მიუყვებოდა გზას. რაზე ფიქრობდა? ვინიცის. მისი უმეტყველო თვალები არანაირ იმფორმაციას არ იძლეოდა. მელისას მხრებამდე დაშვებული შავი თმა და შავი თვალები ჰქონდა მისი სხეული იდეალურ მდგმარეობაშ იყო. მელისა ოცდაჩვდმეტი წლის იყო თუმცა ერთი შეხედვით მასზე იტყოდით რომ ახლახანს გახდა სრულწლოვანი.
-მელისა საით მივდივართ აქ ყველგან ერთნაირი სივრცეა.-იკითხა ჯორჯმა
-აი იქ-ხელით ანიშნა მელისამ შორეულ ჰორიზონტზე.-იქ რარაც მთის მსგავსია, თუ კარგად დააკვირდები ნამდვილად დაინახავ. სავარაუდოდ ეს ქვიშის გროვა უნდა იყოს. იქამდე თუ მივაღწევთ ზემოდან დავინახავთ საით უნდა წავიდეთ.
- ძალიან შორსაა- აღმოხდა ანჯელინას
-ვიცი მაგრამ რამენაირად იქამდე უნდ ამივიდეთ
-მელისა- საუბარში ჩაება ალექსი.-იქამდე მისასვლელად ორი ან სამი დღე დაგვჭირდება..
-მერე რა-საუბარი შეაწყვეტინა სიუზიმ
-პატარა ქალბატონო საუბარს ნუ მაწყვეტინებთ- შუბღვირა ალექსმა და საუბარი განაგრძო- ღამით გავიყინებით.
-ჯერერთი მე პატარა ქალბატონი ნამდვილად არ ვარ. და მეორეც თუ საბანი გაქ არ გაიყინები
-დარწმუნებილი ხარ რომ პატარა ხარ ხარ?-ტქვა ალექსმა და სიუზის ალმაცერად გახედა. გოგონა გაფითრდა მაგრამ ალექსს უტეხად შეხედა
-დიახ!-თქვა და სხვა მხარეს გაიხედა
-მე არა-თქვა ალექსმა ღიმილით
-რასგულისხმობ ალექს?- იკითხა ანჯელინამ და სიუზის გახედა
-არაფერს , ვისიამოვნოთ დამღლელი გზით.-ალექსმა ხმამაღლა გაიცინა და სიუზის შეხედა. გოგონა სიმაღლით ალექსის ტოლი იყო წითელი თმა წელამდე წვდებოდა, მზის შუქზე მისი თმა მარსის წითელ ქვიშას გავდა. თვალები კი ნაცრისფერი ჰქონდა, სახეზე ოდნავ ჭორფლები დაჰყროდა და მის სახეს პატარა ცხვირი და სისხლისფერი ტუჩები ამშვენებდა. მელისამ რამდენჯერმე ეჭვის თვალით გახედა სიუზის, მერე კი ალექსს. ალექსი გაღიმებული სახით დადიოდა მარსზე. არაფერი ადარდებდა არაფერზე ფიქრობდა. ერთი შეხედვით იფიქრებდით რომ სიცოცხლეც კი არ აინტერესებს მაგრამ სინამდვილეშ რა ბობოქრობდა ალექსის გულში და გონებაში არვაინ იცოდა. ასევა იყო ანჯელინაც მთელი გზა სიცილში გაატარა ყვებოდა ისტორიებს და დანარჩენებს ხუმრობებით ართობდა. მთელი დრე იარეს.
-დაბნელდა. და საკმაოდ აცივდა- თქვა მელისამ და არემარეს თვალი მოავლო.
-ჰო , ჯობია აქ გავჩერდეთ.-ლუკმა მხრებიდან ზურგცანთა მოიხსნა და ქვიშაზე დადო.
-გავჩერდეთ-გაიმეორა მელისამ და მანაც იგივე გააკეთა. ყველამ მოიხსნა ზურგცანთები, საბნები და საძილე ტომრები გაშალეს და ერთმანეთის გვერდიგვერდ ქვიშაზე დაჯდნენ.
-ნელნელა უფრო აცივდება-აღნიშნა ანჯელინამ
-ხო ამიტომ ჯობია ჩაიცვათ და საძილე ტომრებში გაეხვიოთ-მელისამ თბილი ზედა ამოიღო. ყველამ იგივე გააკეთა. ერთმანეთს უხმოდ უყურებდნენ. ალექსი კი ალმაცეერად უცქერდა სიუზის რომელსაც თავი დაეხარა.
-სიუზი-დაიწყო მოულოდნელად ალექსმა-აბა როგორ მიდოდა დედამიწაზე სწავლის საქმე-სიუზიმ შეშინებულმა ასწია ტავი
-კარგად-ძლივს გასაგონად ჩაიბურტყუნა და ალექს თვალებში მიაშტერდა
-კარგია, 16 წლის ასაკში დავალებებს არ ვასრულებდ მაგრამ ამით არ ვამაყობ-სინანულით ტქვა ალექსმა და ანჯელინას შეხედა, რომელიც ცნობისმოყვარედ უცქერდა ორივეს.-შენ სიუზი შენ ასრულებ დავალებებს?
სიუზიმ ხმა ვერ ამოიღო. ანჯელინასტვის კი ყველაფერი ნათელი გახდა სიუზი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. 16 წლის მაგრამ როგორ მოხვდა ამ სიაში ან ლინამ რატომ გამოაგზავნა აქ?
-სიუზი- დაიწყო ანჯელინამ- აგვიხსენი ალექსი ცვეულზე უფრო მეტად ცინიკურად რატომ იქცევა?
სიუზიმ ღრმად ჩაისუნთქა. დამალვას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. ყელში მოწოლილი ცრემლების დიდი ბურთი გადაყლაპა რა საუბარი დაიწყო.
-ალექსი იდიოტია ეს ნათელია-ღიმილით თქვა მან მაგრამ წამსვე დასერიოზულდა- მე სრულწლოვანი არვარ. და სწორედ ამიტომ გაგვიწყალა ალექსმა გული.-ტქვა გოგონამ და ალექსს შეხედა-ეს გინდოდა ხო? მეთქვა რომ სრულწლოვანი არვარ და რომ ჯერ კიდევ 16 წლისვარ, რომ ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში უნდა ვიყო და ბიჭების ირგვლივ მოკლე კაბით და მკერდამდე ჩახსნილი ზედით სკოლაში უნდა ვირბინო დანამ ჟანგბადი არ გამითავდება და ერთ დღესაც უმისამართოდ გადამისვრიან ზეცაში. -ყველა გაოგნებული უყურებდა სიუზის. სიუზი კი თვალმოუშორებლად ალექსს უყურებდა.
-მაგრამ აქ დედაჩემმა რატომ გამოგგზავნა?-იკითხა ანჯელინამ და სიუზიმაც ანჯელინას შეხედა
-მე ვთხოვე.
-მაგრამ რატომ?-იკითხა ჯორჯმა
-კარგი რა ჯორჯ- სიუზის გაეღიმა-როცა დედამიწა კვდება რააღაც უნდა გააკეთო.
-მაგრამ შენ 16 წლისხარ- კბილებში გამოცრა ალექსმა
-მერე რა-შეუბღვირა სიუზიმ
-კარგი გეყოფათ-საუბარში მელისა ჩაერია-ის აქაა და ამას ვერ შევცვლით უკან ვერ დავაბრუნებთ ასერომ შეეგუეთ
-როგორ დაითანხმე?-აღფრთოვანებულმა თქვა ანჯელინამ-მისი დათანხმება ძალიან რთულია
-უბრალოდ ძალიან ვთხოვე.-ღიმილით უპასუხა სიუზიმ და ალექსს გახედა, ალექსი უმეტყველო თვალებით უყურებდა გოგონას.
-პატარა ქალბატონი-თქვა ალექსმა და საბანზე დაწვა. ყველას გაეცინა. ცოტახნის შემდეგ ყველამ ალექსს მიბაძა. რამდენიმე წუთში კი თითოეული მათგანი მშვიდად და რიტმულად სუნთქავდა.


ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგანს ვინც კითხულობთ.
მითხარით რა არ მოგწონთ და შევეცდები გამოვასწორო.



№1 სტუმარი marimi

uhh rakargixarr :* memomcons udzalian magresad dzalian gansxvavebuli da saintereso istoria <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent