შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 9


26-02-2016, 14:25
ავტორი gijka13
ნანახია 2 191

ტყიდან კი გავედით, მაგრამ ქალაქამდე ფეხით ვერ წავიდოდით, ძალიან შორს იყო.მეც გამვლელ მანქანებს დავუწყე ხელის ქნევა.
- რას აკეთებ?
გაბრაზდა გაბრიელი.
- ქალაქამდე ვინმემ უნდა წაგვიყვანოს, სხვა გზა არ არის.
გამვლელი მანქანა გაჩერდა.
- საით მიდიხართ?
მინა ჩამოწია მძღოლის გვერდით მჯდარმა გოგონამ და გადმომძახა.
- ქალაქში.
ვუთხარი მე.
- ჩასხედით წაგიყვანთ.
- მადლობა ღმერთს.
გაბრიელს აშკარად შევატყე ეს გეგმა მაინც და მაინც არ მოსწონდა. მაგრამ ხელი დავსტაცე და მანქანისკენ გავიქეცი, უკანა სავარძელზე მოვკალათდი და ისიც გვერდით მომიჯდა.
- და-ძმა ხართ?
ინტერესით შეგვათვალიერა საჭესთან მჯდარმა ახალგაზრდა ბიჭმა სარკეში.
- არა.
მორიდებულად ვუპასუხე მე.
- აბა შეყვარებულები?
არ ნებდებოდა მძღოლი.
- არა.
- ჰმ... წამით შემშურდა შენი ძმაო.
უთხრა გაბრიელს და სარკეში თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
- ჰო კაცის რომელსაც ასეთი ლამაზი ცოლი ჰყავს, ვის არ შეშურდება "ძმაო".
ბოლო სიტყვას მახვილი დაარტყა და ხელი გადამხვია.
გაოცებულმა ავხედე, რას იბრალებდა ეს ბიჭი ამ ჩემს ქმრობას.
წინ მჯდომმა გოგონამ აშკარად მიხვდა ჩემი გაოცების მიზეზს და გაეცინა.
- ჩვენ და-ძმა ვართ. მე თამარი მქვია.
მითხრა ღიმილით.
- სასიამოვნოა, ლინდა. ეს გაბრიელია.
გავუღიმე მეც.
აშკარად ვგრძნობდი თამარის ძმა როგორ აპარებდა სარკის დახმარებით თვალს ჩემსკენ.
გაბრიელი კი ტუჩის კუთხეს ოდნავ ტეხავდა.
- მე გიორგი.
საუბარში ჩაერთო მძღოლიც.
- სასიამოვნოა.
ზრდილობის და გამო ვუთხარი მე.

ქალაქში შევედით.
- აქ გაგვიჩერეთ.
უთხრა გაბრიელმა.
- მიგიყვანთ იქ სადაც გინდათ, პრობლემა არ არის.
შემოგვთავაზა გიორგიმ.
- არა მადლობთ ისედაც დაგვავალე.
ხმა გაიმკაცრა გაბრიელმა.
გიორგიმ მანქანა გააჩერა მადლობა გადავუხადეთ და გადმოვედით.
- გცივა?
მკითხა გაბრიელმა.
- არა.
ვუთხარი მე.
- მატყუარა.
ქურთუკი ისევ გაიძრო და მომახურა.
ნაწვიმარი იყო, სექტემბრის თვე, სიცივეები უკვე იწყებოდა, თან იმ დღეს მართლაც გვარიანად ციოდა.
- თქვენ?
- მე არასდროს მცივა. თუ მცივა და ეს ჩემთვის სულერთია.

ტაქსი გავაჩერეთ, მისტერ უცნაურობამ მისი სახლის მისამართი უკარნახა.
მალევე გაჩერდა სახლთან მანქანა, მძღოლს გადაუხადაა და გაუშვა.
- ელენას არაფერი დაემართება, მოვწესრიგდეთ და ისე წავიდეთ, არ მინდა ასეთ ფორმაში მისვლა,
- კარგით.
დავეთანხმე მე.
სახლში შევედით.
- ელენას ოთახი ჩემი ოთახის გვერდითაა, მგონი აქვს რაღაც ტანსაცმელი დატოვებული.
- კარგით.
ზუსტად მიმასწავლა მისი დის ოთახი და თვითონ თავისი ოთახში შევიდა.
საბედნიეროდ ამოირჩეოდა რამე ნორმალური. წყალი გადავივლე, კარადიდან შავი ელასტიკები გამოვიღე და მოვირგე, ცოტა ვიწრო იყო, მაგრამ სექსუალურად გამოვიყურებოდი. თეთრი სპორტული სვიტერი ავიღე, ციოდა. ფეხზე კი ისევ ჩემი ბაწინკები ვამჯობინე. ამჯერად თმა კოსად ავიწიე ხელი რომ არ შეეშალა და უკვე მზად ვიყავი, ოთახიდან გავედი. გაბრიელი ჯერ კიდევ არ ჩანდა. დავფიქრდი.
როგორ დამღალა ამ ყველაფერმა, საინტერესო იყო მაგრამ დამღლელი. საერთოდ რა მინდოდა? განსხვავებული ვიყავი თუ ჩამოუყალიბებელი, ჯერ კიდევ ბავშვი?
ფიქრებისგან დაღლილი დავეშვი სავარძელზე და კვლავ ფიქრებს მივეცი გონება. ოხ როგორ მღლიდნენ, როგორ მაბნევდნენ... მთლიანად სამყარო მღლიდა, რაღაც სხვა მინდოდა, მაგრამ რა იყო ეს სხვა? გაბრიელი ჩემს ცხოვრებას საინტერესოს ხდიდა, მაგრამ მხოლოდ საინტერესოს. იშვიათად თუ ვიგრძნობდი მისგან სითბოს, სხვა სიტუაციაში ან მაკრიტიკებდა, ან ჭკუას მარიგებდა, ან უბრალოდ სიჩუმეს მაჩვევდა...
ფიქრები, ფიქრები და ისევ ფიქრები... სად ვცხოვრობთ? ნანგრევებში, მაგრამ შენობების და სახლების არა... ლოგიკის ნანგრევებში ვცხოვრობთ. რას წარმოვადგენთ? მარიონეტებს. ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა იმ წამს, იქნებ თავს ვიღუპავდი ამ ყველაფრით, ვფიქრობდი და დღემდე ვფიქრობ, იქნებ სჯობს ვიცხოვრო როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა... (მირჩიეთ). დაზომბებული, დაპროგრამებული ფრაზით "როგორ ხარ, რას შვები" თითქოს ვინმეს აინტერესებს.
ფიქრებში იმდენად ღრმად წავედი რომ ჩამეძინა. სიზმარი...
სითეთრე, მხოლოდ თეთრი ფონი და ამ თეთრ ფონზე დიდი შავი ლაქა, რომელიც იზრდებოდა, იზრდებოდა და არ ჩერდებოდა. მე კი სული მტკიოდა, სხეული არა სული, სხეულს განცალკევებით ვგრძნობდი, სულს ცალკე.
- ლინდა...
გაბრიელი მეძახდა, მე კი სიზმარს თავს ვერ ვაღწევდი, შავი ლაქა იმდენად იზრდებოდა რომ ლამის გადამსანსლა თავის ბნელ ხახაში.
- ლინდა...
ისევ მეძახდა გაბრიელი.
მე კი არ მინდოდა მეპასუხა, დამთავრდეს, შემჭამოს, გავქრე. ვფიქრობდი სიზმარში.
- ლინდა...
ხმას უმატებდა, თუმცა მაინც ჯიუტად განვაგრძობდი სიზმარს, თუმცა უცცრად ტუჩებზე ცხელი სხეული ვიგრძენი. უხ როგორ სასიამოვნოდ დამიარა მთელს ტანში ჟრუანტელმა, ეს რა იყო? ლინდა გიგრძვნია ოდესმე ასეთი რამ? ძილში ვეკითხებოდი საკუთარ თავს. გავაცნობიერე რომ ჩემს ტუჩებს გაბრიელის ტუჩები შეეხო.თვალები ნელა გავახილე და დავრწმუნდი ნამდვილად ასე იყო. გაბრიელი ჩემს წინ დახრილი იდგა და მკოცნიდა.
ხელი მკერდზე მივადე და ვეცადე მომეშორებინა, ძალის გამოყენება არც დამჭირდა, მაშინვე მომაშორა ტუჩები.
- ეს...
- ვერ გამოგაფხიზლე.
მიპასუხა ცივად.
- ამის გაკეთება აუცილებელი იყო?
- კი, არაერთხელ გამიკეთებია, უტყუარი შედეგი აქვს როცა სიზმრისგან ადამიანი თავს ვერ აღწევს.
მისი თავხედობა უკვე ზღვარს სცდებოდა, ბევრჯერ გაუკეთებია, თითქოს უბრალო თოჯინა ვიყავი, რომლის არსებობაც ხან მოსწონდა, ხან კიდევ აწუხებდა და უბრალო ტვირთი ვიყავი.
- გასაგებია.
რა მჭირდა, რატომ ვერ ვეწინააღმდეგებოდი ვერასდროს? იქნებ არც ისე კარგი იყო და ჩემით მანიპულირებდა, იქნებ სულაც არ არის კეთილი და ის და ნატალია რაღაცას მიწყობენ. რაში სჭირდებათ? იქნებ ადვილი გზა იპოვეს ჩემს დასაღუპად და არა კივილ წივილით გატაცება...
ოხ ლინდა როგორ დაიკარგე. ვფიქრობდი და თვალებ გაფართოებული ვუყურებდი. უკვე აღარ ვენდობოდი, რა შეიცვალა სიზმრის მერე? არ ვიცი. აღარ ვენდობოდი ფაქტი იყო, ელენამაც კი ეჭვი გააღვიძა ჩემში. თუ ნატალიას ჩემი დაღუპვა უნდოდა, თავიდანვე თეთრ მაგთან რატომ გამიშვა, ხომ იცოდა რომ ისინი დამიცავდნენ. ახლა რომ გაბრიელს გავყვე, რა გარანტია მაქვს რომ სიმართლეა ეს ყველაფერი და ვინმე რქიანი ბომჟის ქანდაკების წინ არ გამატყავებენ...
მაგრამ ქალბატონი ეკატერინეს საჩუქარი და თბილი განწყობა?
კარგი რა ლინდა, ისინი ასეთ თილისმებს ათასს იყიდიან, შენ კი დარჩები გასულელებული. ისევ საპირისპირო დამიმტკიცა ალტერ ეგომ.
საოცარი იყო, ეს მთელი ფიქრი, ძილი და სიზმარი 15 წუთში მოვასწარი.
- ლინდა მოხდა რამე?
მკითხა გაბრიელმა.
- არა... არა...
ვეცადე ხმა დამაჯერებელი გამეხადა.
- თითქოს დაძაბული ხარ.
- არა კარგად ვარ.
- წავიდეთ?
- მე რომ სახლში წავიდე? არაფერი მომივა, თქვენ მე უბრალოდ ხელს შეგიშლით.
- არა მარტო არ დაგტოვებ.
მკაცრი იყო გაბრიელის ხმა.
- მე წამოსვლა არ მინდა.
ხმას მკაცრად ავუწიე მეც და ჩემი თავის მიკვირდა ეს როგორ გავბედე.
- შენ... რა დღეში ხარ? სულ დაკარგე სირცხვილი?
- არა... უბრალოდ თქვენ თავს უკეთ გაართმევთ უჩემოდ.
- უმადურო... ელენა შენს გამოა ამ დღეში.
- რატომ ცდილობთ თავი დამნაშავედ ვიგრძნო? ელენას რომ არ სდომოდა ამ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა, თანაც როცა უნდა მაშინ დაუსხლტება ხელიდან იმათ.
- რა დაგემართა შენ?
- უბრალოდ ეს ყველაფერი არალოგიკურია და სად ვიყავი აქამდე, რამ გამოაშტერა მუდამ ფრთხილი მე.
-ხმას უფრო ვუწევდი.
- რას გულისხმობ?
- იქნებ სულაც არ ხართ ის ვინც მგონიხართ?
- ამოღერღავ რას ამბობ?
გაბრიელმაც აუწია ხმას.
- რატომ დამეხმარა ნატალია თქვენამდე მოვსულიყავი, მან ხომ იცოდა რომ დამიცავდით? რაში გჭირდებით ?
- რა?
- მშვენივრად იცი, შენი არ მეშინია აქ ვდგავარ და გეკითხები რაში გჭირდებით?
- შენობით?
- კი, შენი გავლენის ქვეშ ვეღარ მომაქცევ და ვერც ჩემით მანიპულირებას გააგრძელებ, რატომ მნახე ლიფტში წინასწარ რა შეამოწმე? ჩემგან რას ელით?
- შენ ჩვენამდე თავად მოხვედი.
კიდევ უფრო აუწია ხმას.
- კი მოვედი მაგრამ მოტყვილებით, აქ ვარ და კიდევ ერთხელ გეკითხები ჩემგან რა გინდათ? სატანისტი ხარ შენც და მსხვერპლად უნდა შემწირო და გამატყაო რქიანი ქანდაკების წინ? თუ კუპრში უნდა მომხარშოთ? იქნებ ექვსი ქალწულის რიტუალი რომელიც უკვე ახსენეთ ჩემთან?
- გაგიჟდი?
- არა უბრალოდ... უბრალოდ...
ხელები უმისამართოდ ავწიე და ისევ დავუშვი, სახლის კარისკენ წავედი მაგრამ გაბრიელმა შემაჩერა.
- მე სატანისტი არ ვარ.
მითხრა დაბალი ხმის ტემბრით.
- არ ვიცი...
არც მივბრუნებულვარ მისკენ ისე ვუთხარი და გზა განვაგრძე, სახლის კარი გავაღე და გამოვედი. იმ წამს სრული თავისუფლება ვიგრძენი, აბსოლიტური დაცლა... თითქოს ხელახლა დავიბადე, უფრო მსუბუქი, გამეღიმა, გიჟივით სიცილი დავიწყე და გზას სიცილ კისკისით გავუყევი.
ლინდა გაგიჟდი? ვეკითხებოდი ჩემ თავს. მეცინებოდა და ვიცინოდი, რაც უფრო შორს მივდიოდი მით უფრო ვთავისუფლდებოდი. მერე წკაპ... თავში კადრებად ჩაიარა ყველა ფიქრმა, ყველა სიტყვამ რაც გაბრიელს ჩემთვის უთქვამს, ყველა ფრაზამ რითინაც ცდილობდა ესწავლებინა, ეკატერინეს გულწრფელმა სახემ, ელენას კაპრიზკა საუბარმა, ნატალიას მზერამ როცა მისი სახლიდან გამოვედი. თავბრუ დამეხვა, დავეცი, ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა, თითქოს რაღაც აკავებდათ ამდენი ხანი, ჯებირი გაანგრიეს და დაგროვილი აპობს წამწამებსო. ნაწვიმარ მიწაზე ვიწექი და ვტიროდი, არც ვიცოდი სად ვიყავი, მეძინებოდა... თავს უკანასკნელ ადამიანად ვგრძნობდი, დამცირებულ და უჭკუო არსებად.
- მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები...
გამახსენდა ქალბატონი ეკატერინეს სიტყვები, მაშინვე გულზე მოვისვი ხელი და მედალიონი ვიპოვე, გულიდან მოვიგლიჯე და ხელი მაგრად მოვუჭირე, ვეღარ გავუძელი, ძილმა თავი წამართვა, ალისფერი ნისლი ნელა შეეპარა ჩემს გონებას და სხვა სამყაროში გადავეშვი. მციოდა, მაგრამ ცხელი ვიყავი, ვგრძნობდი სიცხე მიწევდა, ვიღაცის თბილი სხეული ვიგრძენი, როგორ ამიყვანა ხელში და ქალის სანდო ხმა... ქალბატონი ეკატერინეს ხმა იყო.
აღარაფერი მახსოვდა, მგონი მეორე დილით გავიღვიძე, თვალები გავახილე და უკვე ნაცნობ ოთახს მოვავლე. გაბრიელის ოთახში ვიწექი, სწორედ იმ ოთახში სადაც ქალბატონმა ეკატერინემ ფოტოები დამათვალიერებინა. თავის აწევის თავი არ მქონდა, უბრალოდ ვიწექი და ვიხსენებდი აქ საიდან აღმოვჩნდი.
ოთახის კარები გაიღო და ქალბატონი ეკატერინეს გაფითრებული სახე დავინახე, ინსტიქტურად ხელი გულისკენ წავიღე, მედალიონი მეკეთა და შვებით ამოვისუნთქე.
- ნუ ღელავ, ისევ გაგიკეთე.
მითხრა თბილი ხმით, მომიახლოვდა, საწოლზე ჩამოჯდა და ჩემი ხელი მის ხელში მოაქცია მეორე ხელი კი შუბლზე დამადო გასარკვევად ისევ მქონდა თუ არა სიცხე.
- ქალბატონო ეკატერინე, თქვენი ძალიან მრცხვენია.
ძლივს ამოვიკნავლე.
- პირიქით ლინდა, მე მრცხვენია შენი... როგორ ვერ მივხვდი ჩემი შვილის ზრახვებს, ვეჭვობდი მაგრამ მაინც ვენდე... მაპატიე ჩემო პატარავ.
დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
- მაინც ვერ მივხვდი რა ზრახვები ჰქონდა.
- ლინდა, გაბრიელი და ნატალია მოლაპარაკებულები იყვნენ, გაბრიელს მისთვის ერთი ადამიანი უნდა დაეთმო, მაგრამ არა ძალადობით. ამიტომ მანიპულირებდა გაბრიელი შენით. სანაცვლოდ ნატალია მას ჰპირდებოდა რომ ქვეყნიდან წავიდოდა და ჩვენს ოჯახს სამუდამოდ თავს დაანებებდა, მშვენივრად ვუმკლავდებოდით, მაგრამ გაბრიელს უეცრად მშვიდი ცხოვრება მოუნდა.
- გასაგებია. - ვთქვი დაბალი ხმით და ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა. ბურთი ძლივს ჩავყლაპე და წამოდგომა ვცადე, - თქვენის ნებართვით წავალ...
შედარებით დაწყნარებული ხმით ვუთხარი.
- შენ ყველაფერი არ იცი.
- კიდევ რა უნდა გავიგო?
- ლინდა გაბრიელისთვის სულ ერთი არ ხარ, მას ძალიან უჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება...
- ქალბატონო ეკატერინე - სიტყვა გავაწყვეტინე მე, - დიდ პატივს გცემთ, თქვენი ძალიან მადლობელი ვარ, მხოლოდ იმიტომ არა რომ ქუჩაში დაგდებული არ დამტოვეთ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა, ნება მომეცით მშვიდად ვიცხოვრო... არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს, თუ თანახმა ხართ მედალიონი ისევ ვატარო თვალის ჩინივით მოვუფრთხილდები, მაგრამ გამიშვით...
- ლინდა...
- ძალიან გთხოვთ, მშვიდად ცხოვრება მინდა.
- ნატალია...
- ნატალიას ძალადობა არ უნდა, არამგონია ძალდატანებით წამათრიოს, ეს ხომ თავად თქვით?
- კარგი... მძღოლს ვთხოვ და წაგიყვანს.
- კარგით, ელენას ნივთებსაც მასვე გამოვატან.
- კარგი ჩემო კარგო.
საწოლიდან ადგა და ოთახიდან გავიდა.
ისევ ელენას ტანსაცმელი მეცვა. ჩემი თავი უკვე აღარ მძულდა, მეცოდებოდა, ეს კი უარესად საზიზღარი გრძნობა იყო.

რეალურადაც ძალიან დაბნეული ვარ ამ წუთსაც კი, იქნებ მართლა სჯობს ჩვეულებრივად ვიცხოვრო. დამღალა ხალხის რეაქციებმაც როცა იგებენ რომ მაგია მაინტერესებს ძირითადად ეშინიათ, (ვიცინი) ეს მართობს მაგრამ... თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?



№1  offline წევრი ტომა

საინტერესო თავი იყო, არ ველოდი ასე განვითარებასს
ველოდები შემდეგს

 


№2  offline წევრი gijka13

ტომა
საინტერესო თავი იყო, არ ველოდი ასე განვითარებასს
ველოდები შემდეგს
მადლობა

 


№3  offline წევრი დუდაツ

raaris gogo es amdeni dge gaqri da amaze didi tavi ver dawere?:@

 


№4  offline წევრი gijka13

დუდაツ
raaris gogo es amdeni dge gaqri da amaze didi tavi ver dawere?:@

დუდაა... :@@ საქმე მქონდა, არც მიძრომიალია კიდე...

 


№5  offline წევრი დუდაツ

gijka13
დუდაツ
raaris gogo es amdeni dge gaqri da amaze didi tavi ver dawere?:@

დუდაა... :@@ საქმე მქონდა, არც მიძრომიალია კიდე...

hm saqme qonda tureme:Dmec mqonda saqme ro yovel 5wutshi aq viyavi da gelodi rodis dadebdi:P chemi xelit giweria sikvdili cuncul amagamve tu ar dadeb :P tore yvelaze sashishi shavi magi me gavxdebi shentvis :P

 


№6 სტუმარი parker

ძალიან მაგარია.ისე მართალი ხა რნუთუ მაგიის გამო ხალხმა უნდა დაგვცინოს?არ ვიცი მეც გამომიცდია ეს გრXნობა მაგრამ არ დანებდე არასდროს შენ მაგია და შენი რწმენა გხდოს განსაკუთრებულ და მერე რა თუ მაგი არ ხარ? შენ შენი რწმენის გამო განსხვავებული ხარ და ხალხს ეს აშინებს არ დანებდე და არ დაარულო ეს ისტორია ჩვეულებრივად ეს ჩემი თხოვნა

 


№7  offline წევრი gijka13

parker
ძალიან მაგარია.ისე მართალი ხა რნუთუ მაგიის გამო ხალხმა უნდა დაგვცინოს?არ ვიცი მეც გამომიცდია ეს გრXნობა მაგრამ არ დანებდე არასდროს შენ მაგია და შენი რწმენა გხდოს განსაკუთრებულ და მერე რა თუ მაგი არ ხარ? შენ შენი რწმენის გამო განსხვავებული ხარ და ხალხს ეს აშინებს არ დანებდე და არ დაარულო ეს ისტორია ჩვეულებრივად ეს ჩემი თხოვნა
ეს ისტორია მაინც განსხვავებულად მთავრდება, ყველა იმ ისტორიასთან შედარებით რაც ამ გვერდზე დევს. მადლობა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent