მარ-სელი (6)
ექვსი სხეული იწვა მარსის წითელ მიწაზე, ექვსი სხეული კანკალებდა სიცივისგან. ექვს სულიერს ეძინა მარსზე. მარსიც ცდილობდა შერკინებოდა მასზე გაბატონებულ სუსხს და გაეთბო ექვსი სულიერი. ისინი ხომ ადმაიანები იყვნენ რომლებმაც შექმნეს და გაანადგურეს დედამიწა. მაგრამ იცოდა ეს მარსმა? იცოდა რომ მასაც იგივე ბედი ეწეოდა რაც დედამიწას? რაიქნებოდა შემდეგი-განვითარებული მარსი რომელიც რამდენიმე მილიონ წელში ისევ განადგრდებოდა? და ადამიანები რომლებიც ოდესრაც მის მიწას ტკეპნიდნენ რომლებიც ოდესღაც მარსზე გადარჩენისთვის იბრძოდნენ, ისევე მიატოვებდნენ მარსს როგორც დეედამიწას? ადამიანი ხომ ცხოველია, რომელსაც არ შესწევს ძალა მოუაროს ადგილს სადაც ცხოვრობს. ცხოველებიც კი იცავენ საკუთარ „ბუნაგს“ და ადამიანი? „რა“ არის ადამიანი? ვინ მისცა „ადამიანს“ უფლება სამყაროს განადგურებისა? რასაცკი ეს სულიერი შეეხება ყველაფერი ნადგურდება. მაგრამ გულუბრყვილო მარსი გულთბილად იღებს სტუმრებს. ისევე როგორც ოდესღაც დედამიწამ მიიღო. ანჯელინამ თვალები გაახილა, ცას უყურებდა სადაც არცერთი ღრუბელიც კი არ იყო. როგორ ნატრობდა ცხელ აბაზანას, თბილ ოთახს და ბალიშს. „იქნებ წვიმა მაინც წამოვიდეს“-გაიფიქრა მაგრამ მაშინვე გაეცინა. „სისულელეა, აქ წვიმას რა უნდა“-ანჯელინას ღიმილი თვალის მომჭრელი იყო. როგორცკი დიდ წითელ ბაგეებს გახსნიდა სითბოს ასხივებდა, საკმარისი იყო მისთვის მხოლოდ ერთხელ შეგეხედათ და სამუდამოდ მიეჯაჭვებოდით. ანჯელინამ მის გვერდით მძინარე ლუკს გახედა. ბიჭს თვალები დაეხუჭა და გრძელი წამწამები ერთმანეთზე გადაეჭდო.გოგონა წამოდგა საბანზე კომფორტულად დაჯდა და დანარჩენებს შეხედა, ყველას მშვიდად ეძინა და ყველა მათგანი დილის სიცხის გამო ოფლში ცურავდნენ. ანჯელინამ საბანი დაკეცა ზურგჩანთას ზემოდან დაადო კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მძინარე ხუთეულს და დასავლეთით გაიხედა. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივაა, მაგრამ ის სადღაც რამდენიმე ნაბიჯში ან რამდენიმე კილომეტრში სულაც რამდენიმე ათას კილომეტრში რაღაც არის. რის გამოც ახლა უნდა იბრძოლონ, რის გამოც იმ გორაკამდე უნდა მივიდნენ. სამყარო სადაც ახლა არიან ადგილი სადაც ახლა ცხოვრობენ იდუმალებითაა მოცული. ექვსი სხეული გვერდიგვერდ მიაბიჯებდა ჭითელ მიწაზე. ისინი ჰორიზონტს ერწყმოდნენ,ჯაჭვს ქმნიდნენ გეგონებოდათ მარსი სადღაც გარბის ექვსეული კი მის დაჭერას ცდილობდა მაგრამ რატომ? მიზეზი არცერთმა მათგანმა არ იცოდა. ისინი უბრალოდ ჰორიზონტს ერწყმოდნენ,ფეხსაცმელს ცვეთდნენ, ერთმანეთს ეჭიდებოდნენ , ერმანეთის იმედი ჰქონდათ. სამი დღე იარეს. ხან სიცივისგან კანკალებდნენ, ხანაც სიცხისგან გამომშრალები ნელნელა მიიკვლევდნენ გზას. სამი დღის მანძილზე, სიცილით, სიყვარულით, გაბრაზებითა და ბედნიერბით ცხოვრობდნენ. მიაბიჯებდნენ და წამებს ითვლიდნენ როდის მიაღწევდნენ ყველაზე მაღალ ადგილას რომ მარსისთვის ზემოდან გადაეხედათ. არცერთმა მათგანმა არ იცოდა რა დახვდებოდათ იქ მაგრამ წინ მაინც სიხარულით მიიწევდნენ. და აი ბოლო ნაბიჯებს დგამდნენ წინ მიიწევდნენ ხელებს ერთმანეთს ჭიდებდნენ და აღფრთოვანებულები ძლიერად სუნთქავდნენ. -მხოლოდ რამდნეიმე ნაბიჯი და მარსი ჩვენ წინ იქნება-აღფრთოვანებით თქვა ჯორჯმა -არამგონია ეს ადგილი საკმაოდ მარალი იყოს იმისთვის რომ აქედან მარსი დავინახოთ-თქვა ალექსმა და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. -საკმარისად მარალია რომ ის დავინახოთ რაც ჩვენ გვჭირდება-მელისას სვლა არ შუწყვეტია. სამი ნაბიჯი და აი აი მარს გადაჰყურებს. აღფრთოვანებული მელისა წამსვე უკან შეტრიალდა- სწრაფად- მხოლოდ ესღა აღმოხდა და ისევ ჰორიზონტს მიაშტერდა. მაგრამ ეს ცარიელი ჰორიზონტი აღარ იყო.მელისას გვერდით ხუთი ათრთოლებული სხეული იდგა და ხუთივე გადაჰყურებდა მარსს. წითელი ქვიშა ცას ერწყმოდა, ცისფერი ცა და წითელი ქვიშა,ულამაზესი სანახავი იყო, ისინი ერთი მთლიანნი არიან. მათ ვერავინ დააშორებთ, ხელი სამუდამოდ ჩაეკიდათ ერთმანეთისთვის. წითელი ქვიშა და ცისფერი ცა ერთმანეთისთვის იყო შექმნილი. -ხეები-აღმოჰხდა ანჯელინად. მართლაც აქ ორმოცამდე ხე იქნებოდა, სასიამოვნო ნიავი უბერავდა, წითელ ქვიშას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა, თვალისმომჭრელს. ცა კი ამაყობდა მისი მეწყვილით, თითქოს სწორედ ცამ შექმნა მიწა. განა მართლაც ასე რ არის? -ვიჩქაროთ , -თქვა მელისამ და გორაკიდან სწრაფად დაეშვა. -მოიცადე-უკან ალექსი გაჰყვა-, სად გეჩქარება? -ხეებამდე დიდი მანძილია ამიტომ დიდი დრო დაგვჭირდება. ამიტომ არ ვფიქრობ რომ დასაკარგი დრო გვაქვს. -კარგი რა-იყვირა ზემოდან ლუკმა-მელისა ერთი შეხედე ამ საოცრებას. -ახლა არა- შეუბღვირა მელისამ და სხვლა განაგრძო -კარგი კარგი-ჩაიბურტყუნა ლუკმა და მელისას უკან გაჰყვა. დანარჩენებიც ლუკს მიჰყვნენ. აღფრთოვანებული მელისა მწვანე ხეებს თვალმოუშორებლად უყურებდა. „მატხომ ბევრი წყალი სჭირდებათ? მაგრამ საიდან ამდენნი წყალი?“-ფიქრობდა ის, და ამაზე ფიქრი კიდევ უფრო აღაფრთოვანდებდა მას. მხოლოდ რამდნიმე საათი იარეს, ახლა უკვე გზას ხეებში იკვლევდნენ. დაახლოებით ორმოცი ხე რომლებიც რარაცას ირგვლივ შემორტყმოდნენ, თითქოს მას იცავდნენ და ყველა ვინც გაბედავდა რომ ამ „რაღაცას“ მიახლოებოდა მზად იყვნენ საკუთარი თავით გაერისკათ. თხუთმეტ წუთიანი სიარულის შემდეგ მელისა ადგილზე გაქვავდა. ყველა გაოცებული უყურებდა რაღაცას. ან რა უნდა ყოფილიყო ეს რომ ასეტი შთაბეჭდილება მოეხდინა თითოეულ მათგანზე? ეხ ხომალდი იყო. ისეთივე ხომალდი როგორითაც მელისა და დანარჩენები აქ ჩამოვიდნენ. ხომალდის ირგვლივს ხის მესერიიყო მავთულხლართებითა და რკინებით. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო რომ მესერის შიგნიდან ხმაური სიცილი შეძახილები და ძაღლის ყეფაც კი სიმოდა. წინ ანჯელინა გაიჭრა. სანახაობით იმდენად დატყვევებული იყო რომ არც კი გაუგონია რას ეუბნებოდნენ თავისი მეგობრები. ანჯელინა პირდაპირ მესერთან შეჩერდა და სწორედა მაშინ გაიგონა მელისას სიტყვები -ეს ძალიან სახიფათოა -მელისა იქ ძაღლებია არვიცი რამდნეი მაგრამ იქ ძაღლებია, იქ ადამიანები არრიან და როგორცჩანს ძალიან ბედნიერებიც. -არვიცით არიან თუარა ესენი ადამიანები. -მელისა გეყოფა. აქ ხალხი ცხოვრობს, ხეები არიან და შესაბამისად წყალიც იქნება.-მმაგრამ რამდენიმე წამში ხმაური შეწყდა. ექვსეული გაკვირვებულლები აქეთ იქეთ იდედებოდნენ. ლუკი ანჯეინასტან ახლოს მივიდა თუმცა სანამ რამის ტქმას მოასწრებდა მხარში მწველი ტკივილი იგრძნო და პირდაპირ ანჯელინას ფეხებთან დაეცა. რამდენიმა წამში ანჯელინას ირგვლივ ყველა მისი მეგობარი მიწაზე იყო. ანჯელინამ ხეებიდან გამომავალი სხეული დალანდა. სხეული ნელ ნელა უფრო და უფრო მიიწევდა მისკენ, გოგონას მუხლები ეკვეთებოდა ხელები უკანკალებდა. მალე სხეულიც გამოჩნდა. ანჯელინას წინ მაღალი ბიჭი იდგა მწვანე თვალებითა და ქერა თმებით. -მარსელი-თქვა ანჯელინამ მისდა უნებურად და წამსვე ინანა რომ საერთოდ ხმა ამოიღო. -დედამიწელი-უპასუხა ბიჭმა ღიმილით. ბიჭის ღიმილი ანჯელინასთვის იმდენად მომნუსხველი აღმოჩნდა რომ მწველი ტკივილი მხარში სასიამოვნოდ ჩაეღვარა სხეულში.სხეულში.“რა ჯანდაბაა“-გაიფიქრა მაგრამ უკვე ვერაფერ შეცვლიდა. რა გრძნობა იყო ეს.. რაქვია ამას? როდესაც საშინელი ტკივილი სასიამოვნოდ გეჩვენება. და სანამ თვალებს დახუჭავდა მოასწრო რომ ბიჭის მწვანე ნათელ თვალებში ჩაეხედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.