შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა მაღალ ქუსლებზე –5–


27-02-2016, 13:29
ავტორი sopiko
ნანახია 3 127

[თავი 5]
''კუკუდამალობანა''
კიბეებზე განაწყენებული ავრბივარ და სართულებზე ნომრებს ვადევნებ თვალს. ძალად მიწვევს ხომ? გამოწვევა მიღებულია, დამიანე! ჩემში გველეშაპი გააღვიძე!
–აქეთ, ბელა, აქეთ!–ხელს მიქნევს დამიანე და მეც მისკენ მივდივარ.
–რა დამიძახე?–გული გალიაში გამოკეტილი ჩიტივით იწყებს ფრთხიალს ჩემი სახელის გაგონებისას.–დარწმუნდი, რომ თაია არ ვარ?
დამიანეს შეცბუნება ეტყობა, თუმცა სულ მალე ისევ უგემურად იღიმის.
–თაია რომ არ იყავი, შენი პირველივე სიტყვის გაგონებისას მივხვდი. თანაც მარტო გარეგნობა ხომ არაა... უბრალოდ ისე მინდოდა თაია ყოფილიყავი, საკუთარ თავს ვაჯერებდი ამას. –დუდუნებს ის და ოთახს აღებს.
–რატომ? რატომ?–უკუსვლით შევდივარ ნომერში.–ჩემი ღიმილი მოგეწონა ხომ? ის თაია კი ჩემთან რა მოსატანია!
რა? არ ვარ მართალი, თუ...
–თაია რომ ყოფილიყავი, ჩემს დანახვაზე ცრემლებს გადმოყრიდი და მეტყოდი, ლევანმა ჩემზე ძალა იხმარა, თორემ მე არ მინდოდაო...–მუშტებს კრავს და ზურგს მაქცევს.
აი, თურმე რა ტკივილს მალავს დამიანე... უკვე დიდი ხანია მივხვდი, რომ თაია ძალიან უყვარდა... ან ისევ უყვარს. მე რა ვიცი... ამის გაფიქრებაზე სევდა მიპყრობს... ისიც ხომ ცოდოა... რა საშინელებაა... ეტყობა ლევანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, იმ წაკლამ კი მასთან უღალატა. ''ც''? მხოლოდ ამიტომ გამკენწლა თაიას ხსენებამ?
ნუ, ხომ ვთქვი! ვერ ვიტან, როცა კაცი ჩემს გვერდითაა და სხვაზე ფიქრობს_მეთქი!
–რატომ გაჩუმდი? აღარც იგესლები? რამე მოხდა?–ეჭვნარევ მზერას მავლებს დამიანე და გასაღებს კარადის თავზე დებს.
–არა, არაფერი... მივხვდი, რომ მთლად ასეთი უჯიშოც არ ხარ და იმ თაიამ გადაგაჯიშა!–ღიმილით ვპასუხობ, მაგრამ მისი ქცევა მახსენდება და ვიღუშები.
–რა იყო ის, ჩემს თვალწინ ლამის თვალებით რომ გახადე იმ ქალს? იმას... ადმინისტრატორს...–ჩემი ფანტაზიები აფრებს შლიან და ფიქრებს თავისუფლად ვამხელ.
–ჰა? გავხადე?–ხარხარებს დამიანე.
ხარხარებსო? ღმერთო, საოცრება მოვახდინე! ახლა კი ყველაფერს ვიმსახურებ! იმასაც კი, რომ ამ ფსიქოპატს შევუყვარდე! ისე რა მაგარი იქნება! თავს თუ შევაყვარებ, ჩემს მონად გავიხდი... მერე დავცინებ, ის კი ვეღარ შემაპასუხება...
''ამაზე ოცნებას სჯობს შენ შეწყვიტო ოცნება მასზე!''–შხამს მაწვეთებს ქვეცნობიერი. აბა, რა არის ასეთ სისულელეს რომ შთამაგონებს?
მე ვოცნებობ მასზე? რა სა–სა–ცი–ლო–ა!
–კარგი, ნუ მიპასუხებ! მე სულაც არ ვეჭვიანობ შენზე!–ჰარი–ჰარალოზე ვეპასუხები საკუთარ კითხვას და დამიანესკენ ვიძრები.
რაც ჩავიფიქრე, უნდა განვახორციელო!
თითები მომენტალურად მიმაქვს მის სახესთან. ცხვირის კონტურს ფრჩხილით ვაკეთებ და ისევ ვგრძნობ ტანში ჟრჟიალს.
–რას აკეთებ?–ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობს დამიანე, მაგრამ მისი აჩქარებული სუნთქვა ყველაფერზე მეტყველებს.
–მადლობას გიხდი. შენ ხომ აქ მომიყვანე...–ვჩურჩულებ აკანკალებული ხმის დასამალად და მისი ძლიერი მკერდისკენ ვაცურებ ხელს.
–გაიწი...–სიტყვას აღარ ასრულებს. კომოდს მაჯახებს და ტუჩებზე მაცხრება.
სუსტი წერტილი ნაპოვნ...
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ფიქრის მეც ვეღარ ვაგრძელებ და კოცნის გაღრმავებას კი არა, ალერსში აყოლებასაც კი ვერ ვახერხებ... დამიანე კბილებსაც იშველიებს და უკვე აღარ ვიცი, სად გავიქცე, საკუთარი უმწეობა რომ არ გამოვავლინო... არადა სულ სხვა რამ მსურდა!
დამიანეს საწოლისკენ მივყავარ და თან ჩემს ზურგზე დაატარებს ხელებს. ბაგეებიდან ყელზე გადადის და ყვრიმალებსაც არ ტოვებს კოცნის კვალის გარეშე...
ერთ სისუსტეს მეორეს ვამჯობინებ და მამაკაცს ხელს ვკრავ. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ვინ იცის, ამ ღამით რა მოხდებოდა... დამიანეს სახეზე გაკვირვებას სინანული ცვლის... ხელს მიწვდის და საწოლიდან მაყენებს.
–ვერ გამიგია...–ბუტბუტებს ის და უსიტყვოდ გადის ოთახიდან.
მესმის სწრაფი ნაბიჯების ხმა და კარის ჭრიალი. მისი აუღელვებელი სიარულისგან აღარაფერი დარჩენილა...
–ვერც მე...–ვბურტყუნებ გაუგებრად და პირზე ხელს ვიფარებ.
რამ დამაბნია ასე? რატომ ვერ შევძელი მისი გაბითურება? როდის აქეთ მაცლის ძალას ერთი უბრალო ამბორი?
***
ექვსი დღე ისე გადის, როგორც არაფერი... მე კი მღელვარება მემატება! ვერ ვიტყვი, რომ იმ დღის შემდეგ დამიანე უკვალოდ გაქრა, ან რაღაც ბანალური წერილი დამიწერა, რომელშიც ეწერა, რომ არ არის მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის. არანაირი მსგავსი! ყოველ საღამოს კაფეში მოდიოდა და ყველაზე ჩაბნელებულ ნაწილში ჯდებოდა, ვერავის რომ ვერ შეემჩნია. ჩემს ქვეშემრდომებს მაინც არაფერი ეპარებოდათ და მაშინვე მახარებდნენ ხოლმე მის გამოჩენას, თუმცა ჩემი გამოსვლისას ის უკვე შენობაში აღარ იმყოფებოდა.
ვხვდებოდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო... ვერც ჩემთვის და ვერც იმისთვის. ბრძოლაც არაბუნებრივად ვითარდებოდა. ერქვა კი კვლავ ბრძოლა? ის ხომ უკვე დარწმუნდა ჩემს ''ბელაობაში''. კოცნა განსაკუთრებული მოვლენა ჩემთვის არასდროს ყოფილა, ნუ, თუ პირველ ამბორს არ ჩავთვლით. ახლაც ვერ ვხვდებოდი რამ გამაგიჟა და გადამადნო... რა ძალამ დამამონა მამაკაცის ტუჩებს... ზედმეტებში გადაჭრა არც მიფიქრია. მისი პირშიჩალაგამოვლებულ მდგომარეობაში დატოვება მინდოდა და რა გამოვიდა? ჩემი გეგმა სრულიად საპირისპიროდ განვითარდა და აქეთ დავრჩი გაურკვეველ მდგომარეობაში...
რომ ვთქვა, სიყვარული არ გამომიცდია_მეთქი, არ ვიქნები მართალი. ხან ვინ მიყვარდა, ხან ვინ... ამიტომ გრძნობებს დიდ ყურადღებას არ ვანიჭებდი და გულის პატარა გაფრთხიალებას სიყვარულს არ ვეძახდი.
ხომ არ შეგიყვარდა? ხომ არ შეცდი? ხომ არ მოგარჯულა? თავში ეს სამი კითხვა მიტრიალებდა იმ ავბედითი ღამიდან, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ესპანეთში წავიდოდი და შეჩვევა იყო თუ სიყვარული, ამას მაინც გავიგებდი.
ეს დღეც კარს მომადგა და ამ იმედით ვჭყიტე თვალები დილის რვა საათზე!
მაშინ, როცა ტანსაცმელი ჩავიცვი და სავსე გარდერობში შევყავი თავი, მივხვდი, რომ დაღუპული ვარ!
მე, ბელას დამავიწყდა ჩემოდნის ჩალაგება?
ესეც კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი, თანაც ისეთი, ყველაფერს რომ ბეჭედს ასვამს!
ჩაქუჩი მაინც უკან გავწიე და საბოლოოდ არ დავიმარხე თავი. უცებ ჩავყარე ჩემოდანში საჭირო ნივთები და ტანსაცმელი და მხოლოდ ის წამოვიღე, რაც წამში მომაფიქრდა. სადარბაზოში გადმოვდგი ფეხი თუ არა, გამახსენდა, რომ თმის ფენი მავიწყდებოდა... კიბეებზე სახლში დარჩენილი მაჯის საათი ამომიტივტივდა გონებაში... მერე საუკეთესო პარფიუმერიის ნაკრები!
აეროპორტში თათია მხვდება თავის თანამშრომლებთან ერთად. ამ ქალის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ და პატივსაც ვცემ. მაშინვე მეგებება და კარგი ახლობელივით ლოყაზე მკოცნის.
–დილა მშვიდობისა, ბელა! აბა, როგორ განწყობაზე ხარ?–ღიმილით მეკითხება ის.
–შესანიშნავად!–ნახევრად გულწრფელად ვპასუხობ და ხელს ვართმევ მოახლოებულ მამაკაცს, რომელსაც ოფიციალური სამოსი აცვია.
–გამარჯობა! გამაცანი ჩვენი შერჩეული ახალბედა, თათია!–თბილი სალამის შემდეგ თათიას უბრუნდება.
–ბელა ბრეგვაძე! რა სულელი ხარ, გუგა, ეს გოგოა, ის ბიჭი და როგორ ვერ მიხვდი, რომ ეს ჩვენი ბელაა!–მხარზე ხელს მითათუნებს თათია.
ნამდვილად მოწონების ღირსია ეს გოგო! დამიანესავით დაუმსახურებლად კი არ იღებს ჩემს... ჩუ! ესპანეთში აღარც დამიანე გემახსოვრება და აღარც მისი ირონიული რეპლიკები!
–ხოდა ბარემ ის ბიჭიც გავაცნოთ!–ხელებს იფშვნეტს გუგა და ვიღაცას ეძახის.
ბედის დაცინვაც აი, ეს არის!
დაივიწყე, აბა, როცა სულ შენს გვერდით იქნება! სულ, სულ, სულ!
და ბრძოლაც სულ სხვანაირი წესებით გრძელდება! ამჯერად ამ წესების ავტორი დამიანე კი არა, ეს სასწაულების მომხდენი ორგანიზაციაა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოშვა ჩვენს შორის პაექრობა!
დიახ, სწორად გამოიცანით! კონკურსის მეორე მონაწილე დამიანეა! ის ფსიქოპატი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადამეკიდა...

^^^
ხატიასა და თედ'უნიას თხოვნით გავიჭირვე და დავდე!
იმედია ეს თავიც მოგეწონებათ და შეფასებასაც არ დაიშურებთ...
ერთი ადამიანის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არავინ გეხვეწებათ ჩემი ისტორია წაიკითხეთ_თქო... გინდა? მოდი! თუ არა და წადი! მე საკმარისი რაოდენობის მკითხველები მყავს.
უყვარხართ სოფიკოს თქვენ!



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

momewona dzaan da es bela da dami ra sayvarlebi ariaan :( <3 minda ro male iyvnen ertad raa da agar ichxubon asee ise wina tavshi damim magari gauchalicha momewonaa :D au mojled sityvebi ar myyopnis da ragac sisuleleebs vambob aba velodebi axal tavs <3
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


vaime magaria dzalin kargi istoria momwons sheni istoriebi zogadad dzalian kargia
--------------------
romantikosi mwerali

 


№3 სტუმარი A

Sopochka dzalian magari xar sayvarelo. Umqgresi gogo xar da didi, didi madloba chemo kargo. Rac sheexeba zogiertebs visac ar mogwont chveni sopochkas istoriebi aravin gxdit idzulebuls. Me tu rame ar momwons ar vkitxulob da morcha. Ase upro matlrtivia da arc aravis vawyeninebt.

 


№4  offline წევრი teddy))

Xoda axla madloba gadamixadet rom davadebine :D axla seriozulad :D martla dzan magari iko uhhh ra :D ise magari damtzvevaa :D da ase mgonias rom is taia gamochndeba tavis levanturt :D :*

 


№5  offline მოდერი bibo

Vgijdebi me shenze saswauli xar saocreba tkbili muraba chokoladiii da tortis didze didi nacheri :*ufmixaria ro vnaxe metqi tvalebi matyuebs tu raxdeba marwyvo shen icii warmatebebiii da rogorc shedzleb ise dadw geli geli mogeli me aluchav

 


№6  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ძალიან მომეწონა❤

 


№7  offline წევრი mimimimo

ე.ი. პირველივე თავი ვნახე თუ არა უნდა წამეკიტხა, მაგრამ შევძელი და ცდუნებას გავუძელი..
მაგრა ახლა რა ჭირი მეტაკა wink
ზოგი ჭირი მარგებელიაო..
ინტრიგანი ხარ რა..
ძალიან მაგარია და მომწონს საოცრად..
ყოჩაღ! ასე გააგრძელე..
მაგრამ არ მინდა მალე რომ დამთავრდეს..
დამიანე - ამ სახელზე ვაბოდებ..
ამიტომაც უფრო მეტად დაიმსახურა ამ ისტორიამ მოწონება!
ცოტა თავები გაადიდე, რა..
გელოდები აუცილებლად შემდეგი თავით..
(და ჰო..ვიღაც-ვიღაცეები არა არის სწორი.. ვიღაც-ვიღაცები არის სწორი) feel

 


№8  offline მოდერი sopiko

♡EPICLOVE♡
momewona dzaan da es bela da dami ra sayvarlebi ariaan :( <3 minda ro male iyvnen ertad raa da agar ichxubon asee ise wina tavshi damim magari gauchalicha momewonaa :D au mojled sityvebi ar myyopnis da ragac sisuleleebs vambob aba velodebi axal tavs <3

lann❤
vaime magaria dzalin kargi istoria momwons sheni istoriebi zogadad dzalian kargia

A
Sopochka dzalian magari xar sayvarelo. Umqgresi gogo xar da didi, didi madloba chemo kargo. Rac sheexeba zogiertebs visac ar mogwont chveni sopochkas istoriebi aravin gxdit idzulebuls. Me tu rame ar momwons ar vkitxulob da morcha. Ase upro matlrtivia da arc aravis vawyeninebt.

teddy))
Xoda axla madloba gadamixadet rom davadebine :D axla seriozulad :D martla dzan magari iko uhhh ra :D ise magari damtzvevaa :D da ase mgonias rom is taia gamochndeba tavis levanturt :D :*

bibo
Vgijdebi me shenze saswauli xar saocreba tkbili muraba chokoladiii da tortis didze didi nacheri :*ufmixaria ro vnaxe metqi tvalebi matyuebs tu raxdeba marwyvo shen icii warmatebebiii da rogorc shedzleb ise dadw geli geli mogeli me aluchav

gvanciko_gvancunia
ძალიან მომეწონა❤

mimimimo
ე.ი. პირველივე თავი ვნახე თუ არა უნდა წამეკიტხა, მაგრამ შევძელი და ცდუნებას გავუძელი..
მაგრა ახლა რა ჭირი მეტაკა wink
ზოგი ჭირი მარგებელიაო..
ინტრიგანი ხარ რა..
ძალიან მაგარია და მომწონს საოცრად..
ყოჩაღ! ასე გააგრძელე..
მაგრამ არ მინდა მალე რომ დამთავრდეს..
დამიანე - ამ სახელზე ვაბოდებ..
ამიტომაც უფრო მეტად დაიმსახურა ამ ისტორიამ მოწონება!
ცოტა თავები გაადიდე, რა..
გელოდები აუცილებლად შემდეგი თავით..
(და ჰო..ვიღაც-ვიღაცეები არა არის სწორი.. ვიღაც-ვიღაცები არის სწორი) feel

დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო! love და მიმიმო! აუცილებლად გადავამოწმებ შენს შენიშვნას.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არ ვიცი სად ვიყავით აქამდის მაგრამ ვაიმე ისე იმხიარულეთ ცუდად ვარ ამიღია შემთხვევაზე ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია საოცარი მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent