შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ბოსი! [8]


27-02-2016, 14:53
ავტორი Likk Red
ნანახია 6 182

სექსუალური ბოსი!
VIII თავი.
–დამიან- ტელეფონში ჩაყვირის ნია და ხმამაღლა იცინის. გახარებული ოთახში აქეთ იქით დადის
–ჰა?– ტელეფონში დამიანის ნამძინარევი ხმა ესმის. თავს მაღლა წევს და საათს დაჰყურებს– ამ დილაადრიან რატო მირეკავ?
–რაღაც უნდა გთხოვო– ღიმილშეპარული სახით ამბობს, ისე თითქოს დამიანი დაინახავდა.– შეგიძლია კატერინა გააღვიძო?
-კი მაგრამ რა ხდება ამ დილაუთენია?– ბუზღუნით წამოდგა და სპორტული შარვლის ჩაცმა დაიწყო, პარალელურად თვალებს ისრესდა.
–იაკობი ჩამოდის და უნდა დავხვდეთ აეროპორტში– გახარებული ლამის ყვირილით ამბობს ნია.
–კი მაგრამ ქორწილის დღეს არ უნდა ჩამოსულიყო?
–მისი ჭკუით მოგვატყუა, ამიტომ ახლა უნდა დავხვდეთ, მალე მალე გააღვიძე მიდი.
–კარგი ხო, რა ძალიან აცუნტრულებული ხარ– ბრაზდება მასზე და ტელეფონს უღრენს. ოთახიდან გადის და ერეკლეს და კატერინას ოთახის კარგს აღებს.
–ეეეე თქვენ– ყვირის დამიანი– გაიღვიძეეთ. კატერინა იაკობი ჩამოდის– ყვირის უცებ, კატერინას სწრაფ რეაქციაზე კი გულიანად ეცინება.
–რა? ჰა? როდის?– ყვირის უცებ და დამიანს უყურებს რომელიც სიცილს ვერ იკავებს.
დამიანის ხარხარზე ერეკლესაც ეღვიძება, თვალების ჭყეტვით უყურებს დამიანს.
–დაახვიე აქედან შენ პ***ო– უღრენს და ზურგშექცევით წვება რომ ძილი გააგრძელოს, კატერინა კი ხტუნაობით მიდის გარდერობისკენ.
–ესეც ასე– ამბობს დამიანი და ტელეფონს ყურზე იდებს– ნია ნია აქ ხარ?
–ჰო ჰო აქ ვარ, ჯინსის შარვალი ჩავიცვა თუ კაბა?
–შარვლით არასდროს მინდახიხარ– მხრებს იჩეჩს დამიანი, ოთახში ბრუნდება და საწოლზე ჯდება.
–კარგი ჯინსის შარვალს ჩავიცმევ– ამბობს ნია– კარგი ახლა უნდა გავემზადო, სამსახურში შეგხვდები. ან თუ ბოსი დასვენების უფელბას მომცემს ერთი დღით მეგობართან გავატარებ დროს
–ნია!– ამბობს მკაცრად, მაგრამ ტუჩებზე ღიმილი მაინც ეპარება.
–კარგი, კარგი ჰო– ამბობს სიცილით და ტელეფონს უთიშავს. შავი ჯინსის შარვალზე, თეთრ გამჭირვალზე პერანგს იცმევს, ზემოდან კი შავი ფერის პიჯაკს იცმევს. ფეხზე ყავისფერ ბასანოჩკებს იცმევს. თმებს კი უბრალოდ იკრავს.
–ესეც ასე, დროა გავიდე– ამბობს. ჩანთაში ტელეფონს, საფულეს და საჭირო ნივთებს დებს და მხარზე იკიდებს. სახლს საგულდაგულოდ კეტავს და გარეთ გადის.
ტაქსში ჩაჯდომისას მისამართს კარნახობს. ტაქსის მძღოლი სარკიდან ურცხვად უყურებს ნიას მკერდს, რომელიც მშვენივრად ჩანს გამჭირვალე თეთრ პერანგში. ნია უხერხულად იშმუშნება და პიჯაკით მისი მკერდის დაფარვას ცდილობს.
იმდენად მიმზეიდველად გამოიყურება მოტკეცილ ჯინსსში და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში რომ შეიძლება თვალიც ვერ მოწყვიტო, აწეული თმა კი მეტ ეშხს მატებს, რომც არ გინდოდეს დაგატყვევებს.
ტაქსი ჩერდება თუ არა ნია მანქანიდან გადადის, ტაქსის მძღოლს კი ფულს უტოვებს. აეროპორტის ტერიტორიაზე საშინელი ქარია, რისგამოც მთლიანი სხეული ეყინება. შენობაში სწრაფი ნაბიჯით შედის და შემოწმებას გადის. შემოწმების შემდეგ მოსაცდელში მიდის სადაც კატერინას ხედავს, რომელიც აქეთ იქით იყურება და ვიღაცას ეძებს.
–კაწ– ეძახის და მისკენ მიდის, გახარებული სწრაფად ეხვევა.
–ძლივს მოხვედი– იცინის კატერინა– 2წლის მერე ისევ ვნახავთ წარმოგიდგებია? ჩვენი მასხარა.
–საშინლად მომენატრა
–ჰეი ჰეი გეყოთ ახლა– ნაცნობი ხმა აფხიზლებს ორივეს. ორივე ერთდროულად ყვირის და ბიჭისკენ მიდიან, ორივე მის მკლავებში ეხვევა და ტირილს იწყებს.
ბიჭს იმდენად ბავშვური გამოხედვა ქონდა, რომ 27წლის არც გეგონებოდათ. შავი ფერის თმა და ცისფერი თვალები. რუსული ლამაზი ცხვირი, დიდი საჩქმეტი ლოყებით და თხელი ვარდისფერი ტუჩებით.
–გოგოებო როგორ მოემნატრეთ– ამბობს ერთი ამოსუნთქვით და ორივეს თმაზე ეფერება, ხან ერთს კოცნის შუბლზე ხან მეორეს, შემდეგ ორივეს იშორებს და თავიდან ფეხებამდე ათვალიერებს.– კიდევ და კიდევ ლამაზდებდით რაა, ვერ გავიგე ეს ქართველი ბიჭებმა ასეთი რა გაგიკეთეს, თვალს ვერ გწყვეტთ.
–კაი გაჩე ახლა– სიცილით მხარზე ხელს ურტყამს ნია, შემდეგ კი ცრემლებს იშორებს.
–გაჩე არ უნდა მაგას– უბრაზდება იაკობი– კატერინა ყოველთვე მირეკავდა ხოლმე, შენ წელიწადში ერთხელ თუ გაგახსენდები.
–ხო იცი არა როგორი მოუცლელია, თან ახლა შეყავრებული ყავს და სულ არ ცალია– კატერინა თვალების ტრიალით ამბობს და იაკობის უკან დგება. ორივე ჩუმად ხითხითებს, რაზეც ნია საშინლად ბრაზდება.
–ვინ აბრაზებს ჩემ გოგოს?– დაკუნთულ ხელებს გრძნობს მუცელზე, რაც საშინლე წვას იწვევს. მუცელი შეგრძნებებისგან ეკუმშება.
–ჰეი თქვენც აქ ხართ?
–ხოო კატერინა ისეთი აჟიტირებული იყო ეკემ რამე მოუა უნდა გავყვეო
–და შენ რა გინდა აქ?
–სადაც შენ იქაც მეე– ამბობს სიცილით და ლოყაზე ტუჩებს აკრობს.
–და ამ ბიჭს მალავდი შე ქუჩის კახპავ?– იაკობის ხმა ესმის და მზერას მას უსწორებს. მისი ხმით ხვდება რომ ღადაობას იწყებს, რაზეც ნიაც უცებ ყვება.
–გეია, ამიტომ არ შეიმჩნიო თუ შენს მიმართ სიმპათიები გამოამჟღავნა– ეჩურჩულება, ისე რომ იაკობმა და კატერინამაც გაიგონ, ორივე ჩუმად იწყებს ფხუკუნს. დამიანის გაოცებულ სახეზე კი სიცილს ვეღარ იკავებენ, კატერინა უცებ ეხვევა იაკობს და მის ყელში იცინის. იაკობს ამაზე უფრო ეცინება, მაგრამ ყველანაირად ცილობს არ გაიცინოს.
–ხო გაიცანით ეკე, დამი ეს იაკობია. იაკობ ეკე და დამიანი– აცნობს ნია ერთმანეთს, იაკობს ჯერ ეკე ართმევს ხელს, მერე კი დამიანი.
დამიანის თვალები უფართოვდება როცა იაკობი ხელზე ჩამორთმევისას თითებით ეფერება. ხელს ისე სწრაფად უშვებს როგორც კიდებს. ნია მის ამ საქციელს ამჩნევს და თავდახრილი იგუდება, რომ არ გაეცინოს.
–დიდიხანი აპირებთ აქ დგომას?– ინტერესდება ეკე და იაკობს უღრებს, რომელიც კატერინას ხელს არ უშვებს და ძლიერად ყავს ჩახუტებული.
–ააბ წავედით გოგოებო– ნიასაც ხელს ხვევს და პირდაღებულ ძმებს უკან იტოვებენ.
–ჰა ახლა რა გინდა უნდა გააცოფო ორივე?
–რა კარგია ასე კარგად რომ გიცნობენ– ამაყი ღიმილით მიიწევს წინ და შენობას ტოვებენ, ძმები კი უკან მიჰყვებიან.
–რომ არ ვიცოდე რო მეგობარია ძვლებში გადავამტვრევდი– ამბობს აღრენილი ხმით ეკე და კატერინას აკვირდება. დამიანი კი მის სიტყვებზე სიცილს იწყებს.
–ძმაო მაგრამ გამოგვა***ვეს ამ გოგოებმა
–ნუ იტყვი ისე თან– ეკესაც ეცინება და ძმას მხარზე ხელს ძლიერად ურტყამს. მანქანის წინა მხარეს ძმები ჯდებიან, უკან კი ნია, იაკობი და კატერინა.
მგზავრობისას ისხენებდნენ ძველ ამბებს და მოგონებებს, იცინოდნენ და ხალისოდბენ, მონატრებულ იაკობს კი იმდენს კოცნიდნენ რომ ძმენბი ჭკუიდან იშლებოდნენ.
ნიამ მალევე შეამჩნია დამიანის შეჭმუცნული წარბები და დაჭიმული ყბის ხაზი. სარკიდან აკვირდებოდა მის სახეს. ხელი სავარძლის მარჯვენა მხრიდან წინ გადააცურა, დამიანის ხელს დაადო და თითები მის თითებში ახლართა. დამიანის ნახევრად მოტრიალებულ სახეზე ღიმილი დალანდა რაზეც მასაც გაეცინა.
დამიანს ნიას საქციელი გაუკვირდა, მაგრამ ძალიან გაახარა. ხელს ხელზე ძლიერად უჭერდა, მეორე ხელით კი კანზე ეფერბოდა. ხანდახან დაიხრებოდა და ფრთხილად კოცნიდ. იმდენად კარგად იყო განწყობილი მის მიმართ რომ გაბრაზებაც არ შეეძლო.
მანქანა მაღლაკელიძეების სახლის წინ შეჩერდა, ყველა გადავიდა მანქანიდან. ეკემ კატერინას მანამ მოხვია ხელი სანამ იაკონი დაასწრებდა და სხეულზე მიიხუტა. ზუსტად იგივე გააკეთა დამიანმაც. იაკობმა ამის დანახვაზე ჩუმად ჩაიფხუკუნა და სახლისკენ წავიდა. გარეთ გამოსული მამაკაცის დანახვისას მიხვდა რომ ეს კატერინას მამამთილი იყო.
–გამარჯობა ბატონო ირაკლი, როგორ გიკითხოთ?– ხელს ართმევს.
–მადლობა კარგად. როგორ იმგზავრე?
–მოცია შენმა მეგობარმა არ იცის რომ მამაჩემს გეები არ ევასება?– ჩუმად ეკითხება დამიანი ნიას.
–ჩემ მეგობარს იაკობი ქვია– სიცილით უსწორებს სიტყვებს.
დამიანი მის სიტყვებზე თვალებს ატრიალებს და მის მკლავებში მოქცეულ გოგოსთან ერთად სახლში ისე შედის რომ სხვებს არც ელოდება. ნია სამზარეულოსკენ მიჰყავს, იქ შესვლამდე ყელში ნაზად კოცნის, ისე რომ ნიას ჭკუას აკარგვინებს.
სამაზრეულოში შესულ გოგოს მის მკლავებში ატრიალებს და ტუჩებზე მის ტუჩებს აკრობს, მონატრებულ ტუჩებს უკოცნის.
–დამიან სირცხვილია– მის ტუჩებს სწყდება და ჩახლეჩილი ხმით ძლივს წარმოთქვამს სიტყვებს– აპ აპ არა– მისკენ გაწეულ დამინს უკან აბრუნებს და მისგან მოშორებით დგება
–კარგი რა– ბუზღუნს იწყებს დამიანი, რაზეც ნიას გულიანად ეცინება– რაც ის გეი ჩამოვიდა სულ აღარ მაქცევ ყურადღებას.
–მას იაკობი ქვია– სიცილით უსწორებს და ლოყაზე ნაზად კოცნის– ნუ ბუზღუნებს წავა ის და მერე სულ შენი ვიქნები.
–ისედაც ჩემი ხარ– თვალის ჩაკვით პასუხობს– შენთან მარტო ყოფნაც არ მაცადოს– ჩუმად ცრის კბილებში როცა სამზარეულოსკენ მომავალ იაკობს ხედავს.
–ჩემი კუკლაც აქ ყოფილაა, ხო იცი ეს ორი კვირა შენთან ვრჩები. კატერინას ჩემთვის არ ეცლება და მე კი მარტო მოვიწყებ– სამხარეულოში შესვლისას ნიას ძლიერად ეხვევა და გულში იკრავს მონატრებულ მეგობარს.– როგორ მომენატრა შენი სურნელი
–მე შენი ლოყები მომენატრა ნახე კიდე უფრო იწელება– ორივე ლოყაზე თითები ჩაჭიდა და საწყალ ბიჭს ლოყები გაუწელა.– ჰაჰააჰ შეხედე უკვე გაწითლებას იწყებს.
–ნია, სამსახურში წასვლის დროა– იაკობის ლოყებით გართულს დამიანის ხმა აფხიზლებს. მზერას მისკენ აპარებს და ხედავს შეჭმუხნული წარბებით მდგარს.
–ხო უნდა წავიდე, საღამოს მოვალ და მერე ერთად წავიდეთ კარგი?
–კარგი, რა ნიჭიერი მყავხარ რა– შუბლზე კოცნის სიამაყით სავსე იაკობი ნიას.
იაკობის სიტყვებზე კი დამიანი უცებ ენთება. ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს საკუთრებას ართმევდნენ. ნიასთან მისული ხელს ხელზე უჭერს და გასასვლელისკენ მიჰყავს.
–აბა კარგად! საღამოს გნახავთ– ემშვიდობება ნია ყველას და დამიანს მიჰყვება უკან, რომელიც ლამის სირბილით გადის კარგეთ.
–არ მომწონს იაკობი– ამბობს მაშინ როცა მანქანას ძრავს და გზაზე გადის.
–რატომ? იმიტომ რო გეია?
–თუნდაც მაგიტო– ამბობს მკვახედ და თვალებს ატრიალებს– ისე იქცევა თითქოს მისი საკუთრება იყო
–კარგი რა, აღიარე რომ ეჭვიანობით სკდები გეიზე, რომელიც ჩემი მეგობარია– ხარხარებს ნია.
–არა! სულაც არ ვეჭვიანობ– თავის მართლებად იწყებს დამიანი, რაზეც ნიას უფრო ეცინება, დამიანი კი ბრაზდება.
–ერთი ნიკაზე არ ეჭვიანობ და მეორე იაკობზე. კარგი რა, სახეზე გაწერია ყველაფერი
–ა რ ა!
–კარგი როგორც შენ იტყვი– მის გასაბრაზრებლად 'წამპლური' ღიმილით უღიმის.
.........
–ნია სად ხარ?– დამიანის ხმა ტელეფონში ჩაესმის, რაზეც ეღიმება. მის თავს უტყდება, მოენატრა. ძალიან მოენატრა. თითქმის ერთი კვირა მისგარეშე გაატარა, ამ ხნის მანძილზე კი მხოლოდ ტელეფონით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. დამიანმა უფელბა მისცა დასვენება აეღო 2კვირიანი, რაზეც ნია მაშინვე დათანხმდა.
– მე და იაკობი სავაჭრო ცენტრში ვართ, ტანსაცმელს ვარჩევთ ქორწილისთვის, შენ სად ხარ? ისევ კომპანიაში ხარ?– ღიმილით ეკითხება და კაბებშორის იქექება, რომ რაიმე შესაფერისი ნახოს.
–მასთან ერთად რატომ ხარ?
–იმიტომ რომ პარტნოირობას ქორწილში ის მიწევს– მოკლედ პასუხობს და იაკობს უყურებს რომელიც შორიდან კაბას აჩვენებს. თავის დაკვირთ პასუხობს, იაკობი კი კაბას მკლავზე იკიდებს და სხვა კაბების ასარჩევად მიდის.– შენ ქორწილში არ მოდიხარ, აქედან გამომდინარე იაკობმა იკისრა ჩემი პარტნიორობა
–შეიძლება არ მოვდივარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მასთან ერთად უნდა წახვიდე– ბრაზდება უცებ დამიანი.
–არ მინდა ჩხუბი, მივდივარ იაკობთან ერთად და მორჩა. ახლა მითხარი რას აკეთებ?– თემას სწრაფად ცვლის და ერთერთ კაბას მკლავზე იკიდებს. პაუსუხი არ ისმის, როგორც ჩანს გათიშა.
ნია უბრალოდ მხრებს იჩეჩს, არ უნდა კამათი ამიტომ ამ უბრალოდ საქციელზე არ აყვება. ხვდება რომ ურთიერთობა ეძაბებათ მისი ეჭვიანობის გამო. ნიაც ეჭვიანობს მაგრამ ასეთ სცენებს არ უწყობს საუბრისას.
ცდილობს ისევ გამხიარულდეს, მაგრამ არ გამოსდის. მობეზრებული იზომებს იაკობის არჩეულ კაბებს და უხალისოდ ტრიალებს სარკის წინ. იაკობი ყველაფერს ხვდება, მაგრამ ცდილობს კითხვებით თავი არ მოაბეზროს.
–ყველა კაბა შესანიშნავი იყო, რომელიც მოგწონს აიღე , მე გყიდულობ.
–არცერთი არ მინდა, წავიდეთ სახლში რა– მხრებჩამოშვებული ამბობს და გასავლელისკენ მიდის.
იაკობი მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს. კაბა რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა იმას ყიდულობს და გარეთ გადის, ნიას გვერდით უდგება და ხელკავს უყრის.
–აბა რატომ მოვიწყინეთ?– ვერ ითმენს და მაინც ეკითხება.
–დამიანი შენზე ეჭვიანობს, არ მინდა ამაზე საუბარი. სახლში წავიდეთ რა– თავს იძვრენს ყველანაირი საუბრისგან. კარგად იცის იაკობის ხასიათი რომ არ ჩააცივდება და გამოკიტხვას არ დაუწყებს. ამიტომ უთხრა ასე პირაპირ მიზეზი.
სახლში მისული ოთახიდან არ გამოსულა, საწოლზე წამოწოლილი ფიქრობდა მისსა და დამიანის ურთიერთობაზე. არ მოსწონდა ეს ყველაფერი და მისი უაზრო ეჭვიანობა აცოფებდა.
არ იცის რა იფიქროს და რა გააკეთოს, იმის გამო რო დამიანი ეჭვიანობს იაკობს ზურგს ვერ აქცევს და ვერ დაივიწყებს. ორივე თავისებურად უყვარს. ჰო უყვარს, მაგრამ აღიარება უჭირს, ან უბრალოდ არ უნდა, რაგდან ასე უკეთ გრძნობს თავს და იცის რომ ამისგარეშე თავისუფალი იქნება ზედმეტი ვალდებულებებისგან.
ასე თუ გაგრძელდა ყველაფერი გაქრება რაც კი იყო მათშორის, ყველაფერი წასრულში ჩაბარდება და დარება მხოლოდ მოგონებები. აუტანელი ხდება მასთან ურთიერთობა, საშინლად ეგოისტია.
სუსტი აღმოჩნდა, ჯერ მზად არაა ასეთი ურთიერთობისთვის, როგორც ჩანს გამკლავება უჭირს. არ უნდა ტიროდეს, მარგამ მაინც ტირის, ტკივა.
–ასე არ შეიძლება, გამოდი მაგ ოთახიდან– კარს მიღმა იაკობის ხმა ესმის, ცრემლებს სახიდან იშრობს და კარებს უღებს.– ჩემი პატარა გოგო.
მის მკლავებში მოქცეულს ისევ ტირილი უტყდება, ახლა გაჩერებას არც აპირებს. ტირის გულით და უნდა რომ მთლიანად დაიცალოს.
–დამშვიდდი, ჩაიცვი მიდი და კატერინასთან ერთად კლუბში წავიდეთ გაერთობი.
–ხო იცი რო არ მიყვარს კლუბები არა?– ჩუმად ამბობს.
–კარგი მაშინ კატერინასთან წავიდეთ გავერთობით ცოტას, თან შენც დამიანს ნახავ და გაესაუბრები.
–არ მინდა დამიანის ნახვა.
–არ გინდა, მაგრამ საჭიროა. უნდა დაელაპარაკო მას– ნიას სახეს ხელებში იქცევს და ლოყაზე ნაზად კოცნის.– კარგი?
–კარგი, მაგრამ ჩაცმა მეზარება.
–კარგი დაჯექი, მე აგირჩევ– უღიმის. გარდერობთან მისული იაკობი უცებ არჩევს შავ მოტკეცილ შარვალს მუხლზე გადახეულს, მუქი მწვანე ფერის პერანგს და მწვანე ფერის კედებს, ყველაფერს საწოლზე ულაგებს და ოთახიდან გადის.
ჩაცმისთვის ზუსტად 15 წუთი ჭირდება, მალევე ირგებს ყველაფერს და ხვდება რომ ძალიან კომფორტულადაა ამ ტანსაცმელში, სარკეში იხედება და მის თავს ათვალიერებს, როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან მოსწონს თავისი თავი. თმას თმისამაგრით მაღლა იწევს და იმაგრებს.
–ვსო მზად ვარ წავიდეთ, მაგრამ მალე დავრბრუნდეთ რა. ისინი ისეთ გაწამაწიაში იქნებიან, ყველაფერს კატერინა აწყობს და ახლა რო მივალთ დაიწყებს რა ფერის ხელსახოცები ჯობია, რა ფერი ეს როგორი ზომის ეს. ვოს ვრჩები– ამბობს სიცილით, როგორც ჩანს ასე უცებ ეცვლება ხასიათი, უბრალოდ ცდილობს ყველაფრის დავიწყებას და ყველაფერს მხიარულად უდეგაბ.
–მომწონს რომ იცინი, არ გიხდება ტირილი. ადე ადე და წავედით– მანტოს აცმევს, თვითონაც იცმევს ჯინსის კურტკას, ნიას ხელკავს უყრის და გარეთ გაჰყავს. მანქანაში ჩაჯდომისას მაშინვე სიმღერებს რთავს, სწორედ ისეთს ნიას რომ უყვარს 'Hollywood Undead-We Are'.
სიმღერის თანხლებით ნიაც მღეროდა და მთლიანაც იცლებოდა. არ ფიქრობდა მოსალოდნელ შეხვედრაზე, უბრალოდ იყო თავისუფლად და ზედმეტი ფიქრებისგან თავს არ იწყხებდა.
ეზოში შესვლისას ხედავენ დამიანს, რომელიც მანქანიდან გადმოდის, ისიც ამჩნევს იაკობს და ნიას.
დამიანის მაქანის უკან აჩერებს მანქანას იაკობიც. აღელვებული ნია იაკობს უყურებს, შემდეგ კი მზერას დამიანზე გადააქვს.
–არ მიდნა გადმოსვლა.
–ნია, ახლიდან არ დაიწყო– უბრაზდება იაკობი. მანქანიდან გადადის. ნიაც ხელის კანკალით აღებს მანქანის კარგს, ღვედს იხსნის და მანქანიდან გადადის.
......
ინტერნეტის უქონლობის გამო ვერ დავდე ახალი თავი, ამას + ვერ ვიყავი ხასიათზე და ვერაფერს ვერ ვწერდი. ვიცი ესეც პატარაა, მაგრამ ვიცი რომ ელოდებოდით და ამიტომ ვდებ
ყველას ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის



№1  offline წევრი tegi

Au shemdegi rodis iqneba dzan mainteresebs da gaagrdzele dadeba ra gtxov:)

 


№2  offline მოდერი bibo

Uhuuu saswauli xar marwyvius.ai martla momewona dzaliaannn.es damiane naxe ra veluruli da mamakaciuria chemi biskviwiii bichii.sauketeso xar tortia dido nachero da aluchav.

 


№3 სტუმარი alisaa

auuu 12 is mere dade ra gtxov:(:( uzomod sheyvarebuli var am istoriaze:D :d

 


№4  offline წევრი ჩუმა

ჩემი ფავორიტი ისტორიაა. ძალიან მიყვარს

 


№5  offline წევრი lamazmani

dzaan kaia mara ar daashoro da male dade ra dzaan magaria:-* :-*

 


№6  offline წევრი Pepper

უფ როგორ ველოდიი ^^
იაკობირა ტიპიაა :დ
აუ არ იჩხუბოონ რაააააააა :(
უსაყვარლესები არიან 3
მომწონს დამი რო ეჭვიანოობსსს ^^
კაწერინა და ეოეც უსაყვარლესები არიან <3
მიყვარს მეეე დამი და ნიაა ძალიან
შენ კიდე უნიჭიერესიხარრრ
დიდხანს არ გვალოდინო მალე დადე ახალი თავი რაა <3

 


№7  offline წევრი Guitaristxati

გუშინ გავათენე და ყველა თავიი ერთად წავიკითხეე , ძაან მაგარიაა და სასწრაფოდ ველი ახალ თავს

 


№8 სტუმარი ავადმყოფი

კაი რაა მურაში შევედი და ეხლა აჭიანურებ? :( არმინდა ამ წყვილის დაშორება მაგრამ მინდა ის საიდუმლო გაირკვეს რისთვისაცაა ჩამოსული დამიანი და რა კავშირშია ამ ყველაფერთან ნუკა... არ დაააშორო მაგრამ ცოტაა ისეთი გახადე აი ტირილი რომ მოგვინდეს მკითხველს,უფრო თბილი დამიანი გვინდა, ისე ძალიან მაგარი ხარ შენ და ძალიან მაგარი ისტორიაა, ეხლა ყველა თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე <3 შეეცადე მკითხველი არ ალოდინო და დიდი და მსუყე თავი დადო ხოლმე, დანარჩენი ჩემზე უკეთ იცი love

 


№9  offline წევრი Likk Red

დიდ ბოდიშს ვიხდი იმის გამო რომ დაწერას ვერ ვახერხებ! ხვალ მაქვს გამოცდა, რის გამოც კომპიუტერთან ვერ ვჯდები და ვერ ვწერ. ხვალ აუცილებლად დავდებ!
გ პ ი რ დ ე ბ ი თ

 


№10 სტუმარი ელენიკო

აუძაანმაგარია...მალემალე

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ოპოპოპოპოპოპო მაგარი ამბებბია რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent