''ბიჭი სიზმრიდან'' (თავი მეოთხე)
- დამიბრუნდი, ვეღარ ვძლებ!! - ვფიქრობდი ჩეთვის დამწუხრებული და ტუჩებს ნერვიულად ვათამაშებდი. უცებ საათს დავხედე უკვე თორმეტი გამხდარიყო. გარეთ უნდა გავიდე, გარეთ უნდა გავიდე- ვფიქრობდი. წამოვხტი და საჩქაროდ ჩავიცვი. გულმა გამჭვალა და სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა რაღაც უცნაური და ამოუცნობი. სახლიდან გასვლა არ გამძნელებია. კიბეები ნელ-ნელა ჩავირბინე. თითქოს ჩემი გული რაღაცისკენ მიილტვოდა. თავში სასიამოვნო გრძნობები ამებურდა. გავედი გარეთ და შევუერთდი წყვდიად ღამეს, ამჯერად მარტო. არ მომწონდა ჩემი თავი უმისოდ, არც სეირნობა მომწონდა და არც ღამე. ნელა დავიწყე ქუჩაში ზოზინი. ნაწვიმარი იყო და ჩემთვის სასიამოვნო სუნი იგრძნობოდა ირგვლივ. გუბეებს ვერიდებოდი და ისევ მივიკვლევდი მარტოდ მყოფი გზას. მერე თითქოს შიში შემომეპარა. ირგვლივ ვაცეცებდი თვალებს მაგრამ არ შემეძლო უკან დაბრუნება. რაღაც მაკავებდა. ქუჩა შევიწროვდა და თითქოს უფრო ჩაბნელდა. უეცრად ხმამაღალი საშინელი სიცილი მომესმა და წამიერად შევხტი. რამდენიმე ნაბიჯიც და უკვე კარგად ვხედავდი კედელზე აყუდებულ სამ ბიჭს. მათთან ახლოს რომ გავიარე ერთმა მომაძახა: - მარტო რატომ ხარ პატარა? - მე ხმა არ გამიცია და ფეხს ავუჩქარე. მათი სიცილი მომიახლოვდა და მივხვდი რომ მე მომყვებოდნენ უკვე იმდენად ახლოს იყვნენ რომ საშინელმა შიშმა და გაბრაზებამ ერთად გამაბედინა რომ უკან შევტრიალებულიყავი. - რატო მომყვებით??? - ვუთხარი საშინელი გაბრაზებული ხმით. - უნდა მოგეფეროთ- მითხრა ერთერთმა და ხელი ახლოს მოწია ჩემს სახესთან. მე უცებ უკან გავიწიე და ვუღრიალე: - გაწიე შენი ბინძური ხელი!! - ბიჭმა დანა დააძრო და მითხრა ნუ ღრიალებო. მე გავშეშდი. სისხლი ამემღვრა და თავში ერთიანად მომაწვა. მან ხელი მოწია და დანის პირი ლოყაზე მომადო. მე შემეშინდა მაგრამ წარბშეუხრელად ვიდექი. ერთ-ერთი ბიჭი უკიდან ამომიდგა რომ არ გავქცეულიყავი. მესამემ გინება დაიწყო და იმ ბიჭს უყვიროდა რომელიც დანით სახეზე მეფერებოდა. მე არაფერი მესმოდა ვერც მათ ვხედავდი. მერე დავინახე რომ ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ. ორივე დანას ჩაბღაუჭებოდა. მე ისევ გაუნძრევლად ვიდექი. ის ბიჭი ჩემს უკან რომ იდგაყურში ჩამყვიროდა რაღაცას. უეცრად მხარში საშინელი რამ ვიგრძენი თითქოს მხარი მეწვოდა, ცეცლის ალები მომდებოდა. სისხლი ამიდუღდა საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ცეცხლი თანდათან მთელს სხეულს ედებოდა. მე დავინახე როგორ გარბოდნენ ისინი. ძალა მოვიკრიბე და უკან შევბრუნდი. თავბრუ მეხვეოდა. ირგვლივ ყველაფერი გაორმაგდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და შევჩერდი. ჩემს თავს დავხედე და შავად შეღებილი ჯინსის კურტკა დავინახე. თავში ისეთი სიმძიმე ვიგრძენი მეგონა თავის მაგივრად მძიმე აგურები მქონდა. თავი ძლივს კვნესით ავწიე და წინ გავიხედე. ველოდი. სადაცაა წავიქცეოდი რომ სილუეტი დავინახე. ვერ ვარჩევდი მოძრაობდა თუარა მაგრამ მერე მივხვდი რომ ჩემსკენ მოდიოდა. შიში გამიქრა. სილუეტი იზრდებოდა და უფრო მეტად მიახლოვდებოდა. დათა იყო. მე მინდოდა გავქცეულიყავი და ჩავხუტებოდი მაგრამ ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი. თითქოს ვიღაცას მძიმე ჯაჭვით ვყავდი დაბმული. თვალები ამემღვრა და ცრემლები ჩამომიგორდა გახურებულ ლოყებზე. დათა მომიახლოვდა და მომაშტერდა ნაცრისფერი თვალებით. მისი შეშინებული თვალები მაშინ პირველად დავინახე. წამებში ჩემი დამძიმებული ქუთუთოები ჩამოაწვა ჩემ ცისფერ ამღვრეულ თვალებს. 'თავი მერვე' - მარი რაგჭირს მარიი??? - ყვიროდა ის. მესმოდა მხოლოდ მისი ხმა და ვგრძნობდი მის შეხებას რომელიც მენატრებოდა. თვალთა წინ უამრავი ფერი მერეოდა მერე ყველაფერი გაშავდა და ჩაბნელდა. თვალები დიდი ძალისხმევით გავახილე. ჯერ ამღვრეული კადრები დავინახე მერე კი ყვეაფერს ნათლად ვხედავდი. თავს ძლივს ვამოძრავებდი. დათას თავი ჩემს მუცელზე ედო და ჩემი ხელი ეჭირა. ეძინა. თავს იქით-აქეთ ვატრიალებდი ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი. ალბათ დათამ იგრძნო ჩემი გაღვიძება და თვალევი გაახილა. - მარიი!! - - შესძახა დათამ და მთელი სახე დამიკოცნა. თითქოს თვალები ამღვრეოდა. - სად ვარ? - ვკითხე მშვიდად - ჩემი ძმაკაცის სახლში, ექიმია. - გტკივა? - ცოტა. - მაპატიე ჩემი ბრალია. მე მიგატოვე, მარტო რომ არ დამეტოვებინე ეს არ მოხდებოდა.- მითხრა ხელი მაგრად მომიჭირა.- რაუნდოდათ იმ ნაბიჭვრებს??- მკითხა აღელვებულმა. სახეზე საშინელი მრისხანება ეტყობოდა. - არ ვიცი...სხვა არაფერი..დაუშავებიათ.- სვენებ- სვენებით ვუპასუხე. - ადრე რატომ არ მოვედი.- წამოხტა და კედელს დაუწყო ხელების რტყმა. - გა- ჩერდი- ვუთხარი ძლივს. - მეზიზღება ჩემი თავი მეზიზღება. - გთხოვ - ამოვისლუკუნე. - ჩავაძაღლე სამივე ჩავაძაღლე - გამოსცრა ჩუმად კბილებში. უსასრულობის წერტილს მიშტერებოდა და აქოშინებული სუნთქავდა. - რა თქვი? - ვკითხე ჩუმად. მოვარდა და საწოლთან ჩაიმუხლა. ჩემი თავი მის ხელებში მოიქცია და მითხრა: - დამპირდი რომ მათზე არადროს არაფერს არ მკითხავ არც იფიქრებ და არც გაიხსენებ. გთხოვ მარი. - დათა შენ... - გთხოვ კითხვებს ნუ დამისვამ უბრალოდ დამპირდი და ვსო.- შემაწყვეტინა მან. - გპირდები- ამოვილუღლუღე და თვალები ცრემლით ამევსო. ის მიხვდა რომ ყველაფერს მივხვდი და არაფერი არ უთქვამს მხოლოდ თმაზე მეფარებედა. თურმე საკმოდ ღრმა ჭრილობა მქონია და ბევრი სისხლიც დამიკარგავს. ტელეფონი შევამოწმე. დილის ათი საათი ხდებოდა. არც დანარეკი იყო არც არაფერი. გამიმართლა რომ მშობლები დილას ჩემით არ დაინტერესებულან. რადგან წინა დღეს ნათქვამი მქონდა რომ სკოლაში წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ საღამომდე რამე უნდა მომეფიქრებინა. ფიქრის თავიც აღარ მქონდა. ისევ დათაზე დავიწყე ფიქრი. ნუთუ მოკლა- ვფიქრობდი. არ შემეძლო ფიქრების შეჩერება მაგრამ დათას გამო თავს ძალა დავატანე. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. დათამ ცხელი ბულიონი მომიტანა და თავისი ხელით მაჭმევდა. - ღამით რატომ დაბოდიალებდი მარტო?? - მკითხრა ცოტა სიმკაცრით - ვიცოდი რომ გნახავდი. - ამაზე სხვადროს ვილაპარაკოთ. - გთხოვ ნუღარ გამახსენებ. - კარგი მაშინ ეხლა გეტყვი. ჩემს გარეშე არსად აღარ წახვალ მითუმეტეს ღამით. - მითხრა და კოვზი პირთან მომიწია. - კარგი. - ვუპასუხე მე. ვატყობდი რომ საშინლად იყო.- დათა შენ ჩემს გამო... - ყოველთვის იმას გავაკეთებ რასაც საჭიროდ ჩავთვლი. კინაღამ მოგკლეს. შენი აზრით მე ამას ასე უბრალოდ გავატარებდი? შენი სისხლის დამღვრელს ცოცხალს დავტოვებდი? - შენ მკვლელი არ ხარ. - ავტირდი მე. - არ მაინტერესებს ვინ ვარ! როცა შენ არსებობ არაფერი არ მაინტერესებს. - მაგრამ დათაა... - ნუ ტირი ყველაფერი დამთავრდა. გთხოვ აღარ იფიქრო ამაზე შენ ხომ დამპირდი. - მითხრა გაბრაზებით და ცრემლები ნაზად მომწმინდა. მერე მისი თბილი ხელები მომაშორა ადგა და მოშორებით სკამზე ჩამოჯდა. მე ვუყურებდი მის სახეს რომელიც აქამდე არ მენახა. მეხსიერებიდან ამომიტივტივდა მისი შეშინებული თვალები და კანკალმა ამიტანა. ლოყებზე ცრემლები ისევ ჩამომიგორდა. მე მას მივშტერებოდი მას კი რაღაც უხილავი წერტილისთვის გაეშტერებინა დანაღვლიანებული თვალები. ცოტა ხანი ასე ვიყავით უჩუმრად მერე დათამ თვალები მომაპყრო და მითხრა: - მე შენ ვერ დაგიცავი გულს მიღრღრნის ამაზე ფიქრი. ვიღაც ნაბიჭვრები დანით გკლავდნენ და მე ვერ გიშველე. - დათა შენ რომ არა სისხლისგან დავიცლებოდი და მოვკვდებოდი.- ვუთხარი მე აღელვებულმა. - სწორედ მაგას ვამბობ სისხლისგან რომ იცლებოდი.- მითხრა გამწარებულმა. - შენ თავს ნუ იდანაშაულებ.- ვუთხარი ტკივილით. - დარეკე შეენებთან და უთხარი რომ მეგობართან რჩები- მითხრა და ოთახიდან გავიდა. - მე არ მყავს მეგობრები- ვუპასუხე როცა ოთახში დაბრუნდა. ჩემ საწოლთან ჩამოჯდა და ბულიონის თებში აიღო. - ვითომ გყავს.- მითხრა დათამ და კოვზი კვლავ პირთან მომიტანა. მე ტელეფონი ავიღე და დედაჩემს დავურეკე. გაუკვირდა ძველი მეგობარი რომ ვუხსენე რომელიც აღარც კი მაინტერესებდა მაგრამ მგონი გაუხარდა კიდეც რომ მარტო აღარ ვიყავი და ამიტომ დამთანხმდა. მხარს ვერ ვამოძრავებდი და თითქმის გაუნძრევლად ვიწექი. ცოტახნით ექიმმა შემოგვიარა და მომინახულა. ყველაფერი რიგზე იყო. მერე დათამ მისი ძმაკაცი გააცილა და ოთახში რომ შემობრუნდა საწოლზე გვერდით მომიწვა და ხელი მომხვია. მე ძალიან მესიამოვნა. მხარი სულ დამავიწყდა იმდენად დიდ სითბოს ვგრძნობდი. - რა უთხარი იმას? - ვკითხე მე - ვის? - თავქვეშ ხელი ამოდო დათამ და შემომხედა. - გიორგის ვარდები რომ მაჩუქა.- ვუთხარი მე - არაა შენი საქმე. - მითხრა და ცხვირზე მაკოცა. მე გამეცინა და აღარაფერი მითქვამს. - ჩემი სიზმარი ზუსტად იმ ღამეს გაცხადდა.- ვუთხარი ცოტა ხნის მერე. - ნუ იხსენებ! - მითხრა აღელვებულმა. მე არაფერი აღარ მიპასუხია. - არგინდა ჩემთან წაგიყვან სახლში პირდაპირ? - მკითხა დათამ და დუმილი დაარღვია. - რატო? - აბა რაღას მოვუცადოთ? - ნუ სულელობ! - უგულო ხარ.- მითხრა ნაგლად. - დათა. - გისმენ.- მითხრა მაგრამ მე გავჩუმდი და გავუღიმე. - მითხარი! - ჩამაჯინდა ის. - ყური მოწიე. - ვუპასუხე. მან ყური ტუჩებთან მომიწია და მეც ნაზად ჩავჩურჩულე: - მიყვარხარ!- დათამ თავი აწია და გაბადრული სახით შემომხედა. მე დათას პირველად გამოვუტყდი სიყვარულში. ვეღარ შევაკავე გულიდან ამოხეთქილი გრძნობები. დათამ ცბიერად გამიღიმა და ტუჩებზე დამეკონა. მე თითქოს სუნთქვა შევწყვიტე. ეს იყო პირველი კოცნა, სასიამოვნო და ტკბილი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.