შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანარეკლი (ნაწილი მეხუთე)


28-02-2016, 20:07
ავტორი fireending
ნანახია 1 931

ალექსის დავემშვიდობეთ და სასწრაფოდ სახლში წავედით. რამდენიმე წუთში ლაშა და გიოც მოვიდნენ. აღელვებულები ჩანდნენ.
-აბა, მოყევით რა მოხდა.
-ლუკა მკვდარია. მისი გვამი ყელგამოჭრილი იპოვეს. თქვა გიომ.
-სად იყო? სად იპოვეს?
-ქალაქგარეთ. თქვა გიომ და შეჩერდა... იმ მოხუცი ქალის სახლის ახლოს.
-რაა? კი, მაგრამ ... პოლიციამ რა თქვა , რამე გაარკვიეს?
-ვერაფერი გაარკვიეს. არავითარი კვალი. გვამი თითქოს ციდან ჩამოვარდა. თქვა ლაშამ. საწყალი ლუკა. კიდევ უფრო მისი მშობლები მეცოდება. ერთადერთი შვილი დაკარგეს. დღემდე იმედი გვქონდა , რომ ცოცხალი იყო, მაგრამ ...
ვდუმდი. მართლაც საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს. თან ყურში სულ ალექსის სიტყვები ჩამესმოდა.ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე რა ხდებოდა ჩემს თავს. არასდროს მჯეროდა სულების, მოჩვენებების და მსგავსი მისტიური ამბების, მაგრამ ახლა ყველაფერი მე დამატყდა თავს. საუკეთესო მეგობარი დავკარგე. ლუკა , რომელიც ჩემთვის, ლაშასთვის და გიოსთვის ძამსავით იყო. რამე უნდა მეღონა და ყველაფერი უნდა დამესრულებინა, მაგრამ არ ვიცი როგორ. ანაზეც ვნერვიულობდი, არ მინდოდა ის საფრთხეში ჩამეგდო, თავს ვერ ვაპატიებდი რამე რომ დამართნოდა.ჩავფიქრდი და ვერც კი შევამჩნიე, რომ გიო მეძახდა.
-გიგა, გიგა ... რა გჭირს.
-ჰო, რა იყო... არაფერი მჭირს . უფრო სწორად დღეს მე და ანა იმ ჟურნალისტს შევხვდით.
-მერე, რა გითხრათ? მკითხა ლაშამ.
ბიჭებს ყველაფერი მოვუყევით, რაც ალექსიმ გვიამბო.
-ვფიქრობ,რომ ალექსი კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ. თქვა გიომ.
ამის თქმა იყო და ჩემმა ტელეფონმა დარეკა. ალექსი იყო, მან მითხრა , რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაიგო. ვუთხარი ჩემთან მოსულიყო. დაახლოებით 40 წუთში ალექსი ჩემთან მოვიდა.
-გიგა, დღეს გითხარი,რომ ვიცნობდი ერთ ქალს, მედიუმს, ვინც ელენა სარკეში გამოამწყვდია. მის დღიურებს გადავხედე და აი ნახეთ , ის სარკეზე რას წერს: "სარკე ერთგვარი პორტალია, მას გააჩნია როგორც შესასვლელი, ასევე გამოსასვლელი. იქედან გამოღწევა ძნელია, ამიტო ატყვევენენ ხოლმე ბოროტ სულებს სარკეში "
-მე ვფიქრობ. განაგრძო საუბარი ალექსიმ. ელენას სული იქედან გამოღწევას ცდილობს. ის მეტ და მეტ ადამიანს ჩაითრევს პორტალში, თქვენი მეგობარი პირველი იყო. ეს მისთვის საკმარისი არაა.
-ანუ, შესაძლოა ჩვენც ლუკას ბედი გავიზიაროთ.
-დიახ ანა, უპასუხა ალექსიმ.
გამაჟრჟოლა.
-არა. წამოვიძახე მე, რად არ უნდა დამიჯდეს ამას შევაჩერებ, ის ჩემს მეგობრებს ვერ შეეხება. ბატონო ალექსი. იქნებ არსებობს რაიმე გზა ამ ყველაფრის შესაჩერებლად?
-არ ვიცი. თუ სარკიდან გამოღწევა შეძლო თითქმის შეუძლებელი გახდება მისი შეჩერება. ის გადაიქცევა საშინელ კოშმარად, მოუშორებელ ჭირად.
-თითქმის შეუძლებელი? ჰკითხა ლაშამ. ანუ, მაინც არსებობს რაღაც გზა მის შესაჩერებლად.
-არსებობს. მაგრამ...
-რა მაგრამ?
-მისი სხეული უნდა ვიპოვნოთ და გული ამოვაცალოთ. მაგრამ, ეს უნდა მოხდეს მანამ სანამ მესამე ადამიანს იმსხვერპლებს. სხვა შემთხვევაში ის შეძლებს თავის სხეულში დაბრუნებას და მას უკვე ვეღარაფერი დაამარცხებს.
ავდექი და კარისკენ წავედი. ანამ მკლავზე ხელი მომკიდა.
-გიგა, სად მიდიხარ?
-იმ მოხუც ქალთან უნდა წავიდე. მან ალბათ იცის სად არის დამალული ელენას სხეული.
-მეც მოვდივარ.
-არა, შენ საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ.
-შენ სულ გაგიჟდი ხო? მისაყვედურა გიომ. მარტო არსად გაგიშვებთ.
-მომისმინეთ, არა მგონია იმ ქალმა სიმართლე გვითხრას, გვითხრა ალექსიმ. ელენას ახლა მხოლოდ იმის მოკვლა შეუძლია, ვისაც სარკესთან შეხება ჰქონდა, ანუ ვინც მასში ჩაიხედა.ერთად უნდა დავრჩეთ და ვეცადოთ ნაკლები დრო გავატაროთ მარტო.
-ბატონო ალექსი. თქვენ...
-შეგიძლია ალექსი დამიძახო გიგა , არაა საჭირო ასეთი ფორმალურობა.
-კარგი... ალექსი... იცი შენ იმ სარკეში არ ჩაგიხედავს, მასთან შეხება არ გქონია, ამიტომ არ მინდა ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო.
-რას ამბობ, მინდა დაგეხმაროთ. მე ამ საქმის შესახებ ბევრი ვიცი.
-დიდი მადლობა. იცით... მგონია რომ, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ეს წყეული სარკე ხომ მე ვიპოვე. არ ვიცოდი, არ ვიცოდი თუ ასეთი საშინელი კოშმარი დაატყდებოდათ თავს ჩემს მეგობრებს, ლუკაც ჩემს გამო მოკვდა.
-გიგა დაწყნარდი. თავს ტყუილად იდანაშაულებ. მხარზე ყელი დამარტყა ლაშამ.
დანარჩენებიც დაეთანხმნენ. ანა გვერდით დამიჯდა და თმხარზე თავი დამადო.მას ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი. ვფიქრობდი იმაზე რაც გველოდა, არ მინდოდა მას რამე ცუდი დამართნოდა, ან რომელიმე ჩემს მეგობარს. გადავწყვიტეთის ღამე ჩემი სახლის მისაღებ ოთახში გაგვეტარებინა.
ცოტა ხნით ჩამეძინა, რომ გამომეღვიძა ღამის სამი საათი იყო, საშინლად
მწყუროდა, სამზარეულოში გავედი, წყალი დავლიე, ის ის იყო უკან გამობრუნებას ვაპირებდი, რომ სამზარეულოს კართან ვიღაც დავინახე
-ვინ არის ?
არავინ მიპასუხა, მაგრამ ვგრძნობდი იქ ვიღაც იყო, ჩრდილს ვხედავდი, რომელიც თანდათან მიახლოვდებოდა.უცბად სინათლე აინთო. სამზარეულოში ანა შემოვიდა.
-გიგა, შენც ვერ დაიძინე?
-ჰო. ვერ ვიძინებ. ფიქრს ვერ ვწყვეტ. ცოტა არ იყოს მეშინია.
-ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება.
ანა ჩამეხუტა. შემდეგ ცოტა ხნით აივანზე გავედით. თბილი ღამე იყო. სავსე
მთვარეც ისე ლამაზად ანატებდა თვალს ვერ ვწყვეტდი, გვერდით საყვარელი ადამიანი მყავდა, თითქოს ყველაფერი მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ თავიდან ვერ ვიგდებდი იმ აზრს, რომ შეიძლებოდა მალე ყველაფერი ცუდად ყოფილიყო.ამ დროს აივანზე ალექსი გამოვიდა.მანაც ვერ დაიძინა.
-გიგა... რაღაც მაინტერესებს.
-გისმენ ალექსი.
-მაინტერესებს ეგ სარკე გახსოვს ზუსტად როდის იპოვე?
-კი, ახალი გადმოსული ვიყავი ამ სახლში. თუმცა მოულოდნელად აღმოვაჩინე. იმ სარდაფში მანამდეც ვყოფილვარ, სანამ სარკეს ვიპოვნიდი, მაგრამ არ ვიცი, ასე უცებ როგორ გაჩნდა.
-სწორედ ეგ მაფიქრებს.
-რატომ?
-მგონია რომ ვიღაცას ჰქონდა შენახული და შენს სარდაფშიც სწორედ იმ ვიღაცამ დადო სარკე.
-რატომ ფიქრობ ასე? რა გაძლევს საფუძველს? შეეკითხა ანა.
-ადრე, როცა დანაშაული მოხდა , მაშინ პოლიციამ ეს სახლი გაჩხრიკა და სარკე ნამდვილად არ უპოვნია. მეც ვიყავი და ვერსად მივაგენი. აშკარად არის კიდევ ვიღაც , ვინც ეს ამბავი იცის.
-იცი რა გამახსენდა? აქ რომ გადმოვედი სათვალთვალო კამერები დავაყენე, ერთი სარდაფთანაც არის. გადავახვიოთ ჩანაწერები.
კომპიუტერი ჩავრთე და კამერის ჩანაწერების გადახვევა დავიწყე.უცბად გავაჩერე და მერე ისევ განგავრძე. სარდაფის კართან იატაკი ამოძრავდა, იატაკში კარი იყო, იქედან ვიღაც ამოვიდა და ქვემოდან რაღაც დიდი ნივთი ამოიღო, როგორც ჩანს სარკე და ჩემს სარდაფში შეიტანეს, შემდეგ ისევ უკან ჩაბრუნდნენ.
-ეს რა ჯანდაბა იყო?
-არ ვიცი ანა. მე ისიც არ ვიცოდი იქ კარი თუ იყო.
-უნდა გავიგოთ სად გადის ის კარი.
ვიდეო ისევ გადავავიე, ერთ ადგილას გავაჩერე და დავაშტერდი.
-გიგა რა გჭირს? მკითხა ანამ.
-ეს ქალი მეცნობა ... ლაშას ღვიძავს?
-არ ვიცი ვნახავ.
ანა გავიდა და ცოტა ხანში ლაშასთან და გიოსთან ერთად შემოვიდა. ახალგაღვიძებული ლაშა თავლებს ძლივს ახელდა.
-ლაშა, შეხედე ამას. კადრი მოვაახლოვე. გეცნობა?
-მგონი კი... ეს ის ქალია, მაშინ რომ შევხვდით. შენამდე ვინც ცხოვრობდა ამ სახლში.
-თათია. ვთქვი მე.
-კი, კი ეგაა. კი მაგრამ, რა საერთო აქვს მაგ ქალს ამ ყველაფერთან?
-თათია ქვია არა? თქვა ალექსიმ. ახლავე გავარკვეთ ყველაფერს.
ალექსი ინტერნეტში შევიდა , თათია Facebook-ზე ვიპოვნეთ, მისი ფოტო კი ალექსიმ თავის ნაცნობ გამომძიებელს გაუგზავნა. უკვე თენდებოდა. ოთახში შევედი, მინდოდა ცოტა დამეძინა. ამ დროს გიორგი ყვირილით შემოვარდა.
-გიო რა ხდება?
-გიგა, ლაშას ვერ ვპოულობ, სარკეს ნაჭერი მომძვრალი აქვს.
-რა?
წამოვვარდი და იმ ოთახში შევედი სადაც სარკე იდგა. ნაჭერი სასწრაფოდ დავაფარე. გიოს ელეფონი და ყველა ნივთი ისევ იქ იყო სადაც დატოვა. არ მინდოდა დამეჯერებინა რომ ისიც წაიყვანა. თავბრუ დამეხვა. ალექსიმ ხელი შემაშველა თორემ დავეცემოდი.
-ფრთხილად გიგა. მითხრა ანამ და სავარძელზე დამსვა. ყავას მოგიტან, ცოტა დაისვენე, დიდი ხანია არ გიძინია.
-პოლიციაშიუნდა დავრეკოთ, ვთქვი და ტელეფონი ავიღე.
-მოიცა. გამაჩერა ალექსიმ. მე დავრეკავ. ძალიან ხარ აღელვებული.
ალექსიმ ტელეფონი გამომართვა.
ოთახში მარტო დავრჩი. ამ დროს სახლის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ
-გიგა, ლაშა ვარ.
-ლაშა? სად ხარ
-ტელეფონი სახლში დამრჩა და საფულეც. შენი სახლის გვერდზე რომ მარკეტია იქედან გირეკავ. გეხვეწები ჩამოდი და ჩემი საფულე ჩამომიტანე.
-კარგი ახლავე.
ლაშას საფულე ავიღე და ძირს ჩავედი. ქუჩა უჩვეულოდ ცარიელი მმეჩვენა. მაღაზიაში შევედი, იქ არავინ იყო, გარეთ გავიხედე და იქ ლაშა იდგა. ხელი დავუქნიე და გარეთ გავედი, თუმცა იმის მაგივრად რომ ქუჩაში აღმოვჩენილიყავი ჩემი სარდაფის კართან აღმოვჩნდი. იატაკის კარი ღია იყო.შიგნით ჩავედი. იქ გვირაბი იყო, რომელშიც ვიღაც მირბოდა, გავეკიდე, ვეძახდი , მაგრამ არ გამაგონა. როგორც იქნა დავეწიე, ის ვიღაც შემობრუნდა ჩემსკენ და დასისხლიანებული ლუკა იყო, შიშისგან უკან დავიხიე. ვიღაცას დავეჯახე, ეს ვიღაცა კი სისხლში ამოსვრილი ლაშა იყო. ვიღაცამ მკლავზე ხელი მომიჭირა, ქალის ხმა მომესმა და გარკვევით დავინახე, რომ ჩემს წინ ელენა იდგა.
-მე ვერ შემაჩერებთ. კოშმარი რელობათ იქცევა. გაიღვიძე სანამ დროა.
-გიგა, გიგა, გაიღვიძე.
ვიღაც მანჯღრევდა. თურმე სავარძელში ჩამძინებია. ანა მაღვიძებდა.
-გიგა, რა გჭირს. რა სახე გაქვს?
-ცუდი სიზმარი ვნახე. ლაშაზე რამე ხომ არ გარკვეულა?
-არა, ალექსიმ პოლიციას დაურეკა. კიდევ რაღაც გაარკვია.
-თათიაზე?
-ჰო, თათიაზე.სამზარეულოში ზის და მიდი.
სამზარეულოში გავედი ალექსისთან.
-აბა, რა გაარკვიე?
-ეგ თათია, ელენას შვილთაშვილია.
-რა?
-ჰო
-მერე?
-არ ვიცი ზუსტად რა ხდება, მაგრამ ფაქტია რომ მას და ელენას უფროს დას მარინას ბოროტი გეგმები აქვთ. თათია დააკავეს, სხვის სახლში უკანონოდ შეჭრის ბრალდებით, მაგრამ არა მგონია დიდხანს დატოვონ. ის არაფერს ამბობს.
-დააპატიმრეს?ისევ ის ქალი უნდა ვნახოთ. მარინა.
ამ დროს ალექსის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენ ლევან.
-რა?
-რას ამბობ. მოიცა მისამართს მოგწერს და აქ მოდი.
-ალექსი რა მოხდა? ვკითხე მე.
-თათიამ ვენები გადაიჭრა.
-მოკვდა?
-ჰო.
-ჯანდაბა.
-დაწყნარდი. ახლა ჩემი მეგობარი, გამომძიებელი ლევანი მოვა და ყვეფარეს დაწვრილებით გვეტყვის.
ნახევარ საათში ლევანიც მოვიდა, მან დაკითხვის ვიდეო ჩანაწერი მოგვიტანა. სადაც თათია არააადეკვატურად იქცეოდა. უაზროდ იცინოდა და ხან ტიროდა, ხშირად კი შემდეგ სიტყვებს იმეორებდა"მაპატიე, ვერ შევძელით" , შემდეგ კი კბილებით ვენები გადაიღრღნა. ყველანი გაოგნებულები ვიყავით.
-მსგავსი არაფერი გვინახავს თქვა ლევანმა. მის ნათესავს, მოხუც ქალს უნდა ველაპარაკოთ დღეს.
-მარინას? ვკითხე მე.
-თქვენ იცნობთ?
-კი, ერთხელ ვნახე.
შემდეგ ლევანს ყველა იმ უცნაური ამბების შესახებ მოვუყევი, რომელიც ჩვენ გადაგვხდა. აშაკარად გაოცებული იყო.
-იცით, ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერს.
-ჰო, მაგრამ ეს ნამდვილად ხდება და დრო ცოტა გვაქვს. უნდა გავარკვიოთ სად არის ელენას გვამი. თქვა ალექსიმ.
-ვეცდები დაგეხმაროთ.
-მეც უნდა წამოგყვეთ იმქალთან, ვუთხარი ლევანს.
-დარწმუნებული ხარ? იქნებ არ ღირდეს.
-არამ წამოვალ. მაგრამ იმ ქალს არ ვენდობი, ამიტომ არ უნდა იცოდეს რომ მეც შენთან ერთად ვარ. დავიმალები.
-მე თქვენთან ერთად წამოვალ თქვა ალექსიმ.
-ანა, აქ მარტო ვერ დაგტოვებ
-არაუშავს გიგა, გიო აქ იქნება.
-სარკეს ყურადღება მიაქციეთ, რაც არ უნდა მოხდეს, ნაჭერი არ მოაძროთ
ორ საათში მარინასთან წავედით . მე და ალექსი ფანჯარასთან დავიმალეთ და ლევანის და მარინას საუბარს ვუსმენდით.
-რას ამბობთ თქვა მარინამ. თათია თავს როგორ მოიკლავდა. კი მაგრამ. რას ერჩოდით. რატომ დააკავეთ.
-ის სხვის სახლში უკანონოდ შევიდა. კამერამაც დააფიქსირა.
-რას ამბობთ. შეუძლებელია.
-ქალბატონო მარინა, იქნებ იცოდეთ რა უნდოდა იქ?
-არა, მე საიდან უნდა ვიცოდე.
ლევანი ფეხზე ადგა. ბუხართან მივიდა და ელენას ფოტოს შეხედა.
-მარტო ცხოვრობთ?
-დიახ
-ფოტოზე ვინ არის?
-ფოტოზე? ეს ჩემი ნათესავი იყო. უკაცრავად შვილო. უნდა გავიდე ახლავე შემოვალ.
-დიახ.
ეზოდან რაღაც ხმაური შემომესმა , გავიხედე და ლაშა დავინახე .
-გიგა რა გჭირს?
-ალექსი, იქ რაღაც არის.
-სად? რა?
-აი იქ. ეზოში
-აქ დარჩი მე ვნახავ.
ფანჯარასთან დავრჩი, მარინა ოთახში შემოდიოდა. შევამჩნიე რომ ზურგს უკან დანა ჰქონდა დამალული. სასწრაფოდ უნა მემოქმედა. სახლში შევიპარე. ის ის იყო ლევანისთვი დანა უნდა დაერტყა, მაგრამ დანა წავართვი. მე და ლევანმა ქალი დავაბით.
-აბა ახლა ქალბატონო მარინა. გვითხარით რა ჯანდაბას მალავთ.
-გამიშვით თქვე წყეულებო. მას მაინც ვერ შეაჩერებთ. ის გაცოცხლდება.
ქალი საზარლად იცინოდა.
-შენი შეშლილი დის გაოცხლება გინდა არა? სად არის მისი სხეული?
-გაიგებთ როცა დრო დადგება. საზარლად ჩაიცინა ქალმა.
ამ დროს ალექსი შემოვიდა.
-ბიჭებო, ეზოში კარი ვიპოვე.
-არააა, დაიყვირა მარინამ.
-რა კარი?
გავედით. მარინასთან ლევანი დარჩა კარი გავაღეთ. კიბეები ქვემოთ ჩადიოდა. ჩავედით გვირაბი იყო, ორი გვირაბი რომელიც სხვადასხვა მხარეს მიდიოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ ეს რა იყოოო... დღეს წავიკითხე ყველა თავი და ვინანე რა... ოღონდ იმიტომ კი არა რომ არ მომეწონა. იმიტომ რომ იმდენად საშიშად და რეალურად გაქვს აღწერილი მოვლენები შემაშინე ძალიან... ახლაც შიშისგან ვკანკალებ... არა რა არ უნდა წამეკითხა ახლა სანამ დასასრულს არ წავიკითხავ და იქ ელენას დამარცხებულს არ ვნახავ მოვკვდები შიშისგან... მალე დადე რა ახალი თავი და ყველა გმირს ნუ გაისტუმრებ საიქიოს... და კიდევ ეცადე მალე დაამთავრო თორემ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი მანამდე გამისკდება გული და აღარ გეყოლება ერთი მკითხველი...

 


№2  offline წევრი fireending

უცნობი ქ
აუ ეს რა იყოოო... დღეს წავიკითხე ყველა თავი და ვინანე რა... ოღონდ იმიტომ კი არა რომ არ მომეწონა. იმიტომ რომ იმდენად საშიშად და რეალურად გაქვს აღწერილი მოვლენები შემაშინე ძალიან... ახლაც შიშისგან ვკანკალებ... არა რა არ უნდა წამეკითხა ახლა სანამ დასასრულს არ წავიკითხავ და იქ ელენას დამარცხებულს არ ვნახავ მოვკვდები შიშისგან... მალე დადე რა ახალი თავი და ყველა გმირს ნუ გაისტუმრებ საიქიოს... და კიდევ ეცადე მალე დაამთავრო თორემ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი მანამდე გამისკდება გული და აღარ გეყოლება ერთი მკითხველი...

:D :D მადლობა რომ კითხულობ. კარგი ვეცდები ყველა არ მოვკლა და მალე დავდო შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent