შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი სახელად 66-33-XX (2)


29-02-2016, 00:14
ავტორი ირინა
ნანახია 3 721

2
ხშირად გამიგონია ბავშვობაში, როგორ ამბობდნენ :“ქალებს კარგი წინათგრძნობა აქვთო“... დაახლოებით 18 წლის ასაკში კი ეს ჩემს თავზეც გამოვცადე და მივხვდი რა გრძნობაც იყო... მთელი დღე აფორიაქებული დავდიოდი. გული გამალებით მიცემდა. ვფიქრობდი , რომ ეს გაზაფხულისფერი ამინდის ბრალი იყო, რომელიც თებერვლის ბოლოს გვესტუმრა ნაცრისფერ თბილისში... მოგვიანებით ჩემი აფორიაქება ლუიკოებთან წასვლის მოლოდინით ავხსენი... მაგრამ გულის სიღრმეში რაღაც უფრო სხვას ვგრძნობდი, თითქოს ჩემ ზამთრისფერ ცხოვრებაშიც უნდა შემოსულიყო გაზაფხული, თავისი ნაზი, ალუბლების ყვავილების ფერით და გაზაფხულის წვიმიანი საღამოს ყვავილნარევი ნიავის სურნელით, თავბრუს რომ გახვევს და პულსაციას გიჩქარებს...
-ისაა.... ჩამყვირა ელამ მთელ ხმაზე, თითქოს მე თვითონ ვერ ვხედავდი... მინდოდა მეპასუხა, მაგრამ დავიბენი და უბრალოდ ტელეფონის ეკრანზე ყურება განვაგრძე. -უპასუხე გოგო დროზე. -ისევ დაიყვირა ემოციებისგან დამუხტულმა ელამ და ხელით მიბიძგა ტელეფონისკენ...
-ალოო... ხმისკანკალით, გაუბედავად ვუპასუხე ტელეფონს.
-დამშვიდდი?? - ამჯერად სრულიად გამოფხიზლებული , ბოხი ხმა გავიგე ტელეფონში , მაგრამ მაინც ვიგრძენი , რომ ამის წარმოთქმისას იღიმოდა.
-კი.. ვუპასუხე ისევ ხმადაბლა და გაუბედავად.
-მაშინ, ახლა მაინც მითხარი ვინ ხარ... მითხრა, მაგრამ შევატყვე, რომ ხმა შედარებით გაუმკაცრდა და ვეღარც მისი ღიმილი ვიგრძენი ყურმილის მიღმა...
-მე.. მეეე.... ჩვენ უბრალოდ ვთამაშობდით და ნაძლევი წავაგე და... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, ან რა უნდა მეთქვა და როგორ ამეხსნა. ყველა შემთხვევაში გიჟად ჩამთვლიდა, ან იფიქრებდა, ვინმე ნაცნობი მეღადავებაოო... ამასთან, ტყუილისთქმა არ გამომდის და ვარჩიე სიმართლე მეთქვა, რაც იყო და როგორც იყო, ღრმად ჩავისუნთქე და სწრაფად მივაყარე, რომ ისევ არ დავბნეულიყავი... -იცი რა, მე და ჩემი მეგობარი ვთამაშობდით, ახლა და დავნაძლევდით, რომ რომელიც წააგებდა , ის დარეკავდა შემთხვევით აკრეფილ ნომერზე და ისეთ რაღაცებს ეტყოდა , რაც მე შენ , უკაცრავად , თქვენ გითხარით.- დავასრულე წინადადება და ვცადე უცებ გამეაზრებინა ჩემი სიტყვები, მაგრამ არ დამცალდა.
-ვინ მეგობართან ერთად თამაშობდი და რას? -ხმა უფრო გაუმკაცრდა, ჩემი დამაჯერებლობაც გაქრა...
-თქვენ არ იცნობთ, ვიცი გგონიათ, რომ ვიღაც ნაცნობი ვარ და გაშაყირებთ, არა კი გაშაყირებთ, მაგრამ ნაცნობი არ ვარ, კი არა და, აღარ გაშაყირებთ, წეღან გაგაშაყირეთ, კი არა, უბრალოდ გითხარით რაღაცები, მაგრამ თქვენ არ წამოეგეთ. და ბოდიში რა... ვსოო... საბოლოოდ დავიბენი, ვიგრძენი როგორ გავწითლდი და დავინახე, როგორ წამოირტყა ელამ თავში ხელი და მეორე ოთახში გავიდა.
-და რას თამაშობდით??- ვიგრძენი , როგორ დაუთბა ხმა და ისევ ჩაიღიმა...
-დურაკას... ვუთხარი მე და არ ვიცი, ჩემს გულწრფელ პასუხზე, თუ ჩემს ბავშვურ ჩაბუზღუნებაზე, მაგრამ ამჯერად კი არ ვიგრძენი უკვე გავიგე მისი ძალიან ძალიან თავშეკავებული სიცილი...
-კარგი და ანუ მაინც არ მეუბნები , ხო ვინ ხარ შენ , ან შენი მეგობარი ვინაა??-მკითხა უკვე თბილი ხმით.
-არ იცნობ-თ და რა მნიშვნელობა აქვს. მართლა გეუბნებით, ნაცნობი არ ვარ, თუ გინდათ დაგიფიცებთ, რომ შემთხვევით აკრეფილ ნომერზე დავრეკეთ. -მინდოდა როგორმე დამემტკიცებინა მისთვის, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი.
-მაშინ მაინცდამაინც ჩემთან რატომ მოხვდი? -მკითხა ძალიან ინტერესიანი და ისევ ღიმილიანი ხმით.
-ხომ გითხარით, შემთხვევითთქო, ჩემმა დაქალმა აკრიფა ნომერი და მე დაგირეეკეთ. ადვილი ნომერი გაქვთ და დაუფიქრებლად აკრიფა ციფრები... ნუ ის აღარ დამიმატებია, რომ მანამდე დაახლოებით სამოც ადამიანთან დავრეკეთ და დავუფრთხეთ ძილი.
-ჰმმ........ ისევ თავშეკავებული სიცილის ხმა გავიგე ტელეფონში..
-არ გჯერათ ხომ?--ჩავიბურტყუნე ნირწამხდარმა და ვიგრძენი როგორ გავბუშტე ტუჩები და ამიწყლიანდა თვალები. ელამაც არ დააყოვნა და უცებ ჩაერთო საუბარში, რადგანაც მიკროფონი მქონდა ჩართული.
-უკაცრავად შეიძლება ჩავერთო? -ყოველგვარი მორიდების გარეშე და ჩვეული სილაღით იკითხა ელამ.. როგორ მშურდა მისი ამ თვისების, ძალიან თავისუფალი იყო, სულ არ ადარდებდა ვინ რას იფიქრებდა, მთავარია, თვითონ ეგრძნო თავი კომფორტულად და კარგად.
-დიახ. გაისმა კაცის დასერიოზულებული ხმა .
-მე ელა ვარ, ჩემთან წააგო ამ ქალბატომა ნაძლევი და არ გაუბრაზდე რა.. -უკვე შენობითაც ელაპარაკებოდა . ნეტა მეც ესე თავისუფალი ვიყო , ვფიქრობდი ჩემთვის.
-გასაგებია. ისევ სერიოზულად უპასუხა უცნობბმა. მე კი ამასობაში ვდილობდი , რომ ელასთვის მიმენიშნებინა გაჩუმებულიყო, მაგრამ მაინც აგრძელებდა საუბარს.
-აუ ისე შენ რა გქვია?? რომ ვიცოდე მაინც რა... და აი აქ უკვე გადავირიე.. ტელეფონი მოვაშორე, გავწითლდი , მერჩივნა მიწა გახეთლიქიყო, ისე მრცხვენოდა..
-......ჰმ... ამასღა მოვკარი ყური და ტელეფონიც გამითიშა..
-იდიოტოოო.... რას მოვარდი გოგო ვერ ხარ??? გავეკიდე ელას. -რა სახელი მითხარი, შენ სუ გამოშტერდი ხოო? რას იფიქრებს ეხლა, რომ ტელეფონით უნდოდა ჩემი გაცნობაო?? ვაიმე რა სირცხვილია, აუუუ მოგკლავ... --გამწარებული მივდევდი ელას და მის სიცილს უფრო წყობიდან გამოვყავდი.
-ოოო კარგი ლილე რაა... ფეხებზე არ გკ....ა რას იფიქრებს?? ხითხითებდა ელა.
-არა არ მკ...ა. ვუთხარი მე და ძალაგამოცლილი ლუიკოს გვერდით საწოლზე გავწექი და მუცელზე ხელები დავიწყვე.. - ელაა.. რა ხმა ქონდა.. ვგრძნობდი დედას ვფიცავარ , როდის იღიმოდა, როდის იყო სერიოზული. ყველაფერს ვგრძნობდი... ვთქვი და გულზე ხელი დავიდე. ელა უცებ დასერიოზულდა და თმაზე მომეფერა. იცოდა, რომ ეს ჩემი დამშვიდების საუკეთესო ხერხი იყო. თითქოს მიმიხვდა რა ცეცხლიც ტრიალებდა იმ წამს ჩემს გონებაში. მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი , რომ ჩემი მეორე მე იყო და სწრაფად წამოვხტი საწოლიდან. -ელა.. ფურცელი და კალამი და მარშით ჩემთან. შევძახე და ისევ მაგიდისკენ გავწიე.
-რად გინდა? მკითხა დაეჭვებულმა ელამ , მაგრამ ფურცლის ძებნა მაინც დაიწყო.
-რად მინდა და ეხლა ჩემო ელიჩკა, ჩვენ ჩამოვწერთ ჩვენი აზრით როგორია ჩვენი ბიჭი სახელად 66-33-XX. გავიკრიჭე მე და როცა მისი გაბრწყინებული სახე დავინახე სიცილი ვეღარ შევიკავე. ფურცელ მომარჯვებული მოკუსკუსებდა და თან ხმამაღლა ფიქრობდა... -ე. ი. ვიწყებთ. ვთქვი მე და ფურცელი გავაფორმე.

<3 XXX-66-33-XX აუუ.. ძალიან შემრცხვა ეხლა ჩემი საქციელის მართლა და ბოდიშს გიხდი (მესიჯი რომ გავგზავნე მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ შენობით ფორმაზე გადავსულვარ). პირველ რიგში მართლა, სუუულ სუუუუულლ მართლა გეუბნები, რომ ნაცნობი არ ვარ, და მართლა შემთხვევით მოვხვდი შენთან და მერე მადლობა, რომ ძალიან არ გამიბრაზდი, ხო კიდევ ბოდიში , თუ გაგაღვიძე...
ელას წავუკითხე მესიჯი, და თანხმობის მიღების შემდეგ გავუგზავნე. ტელეფონს კი ხმა გავუთიშე და მივაგდე, იმაში დარწმუნებულმა , რომ პასუხს არ მომწერდა...


XXX
-ვაახ... შენ მე გამაგიჟებ ტოო... თუ ეგრე მოგეწონა ვერ კითხე?? ჩაიბურდღუნა მაღალმა ქერა ბიჭმა და მთელი ძალით ჩაეხეთქა სავარძელში.
-ცოტა ფრთხილად შე საქონელო. ეგ სავარძელი ადამიანებზეა გათვლილი. შეუღრინა ვაჩემ და ისევ ფიქრებში წავიდა.- იცი რა ბავშვური ხმა ქონდა?? ეგრევე დაიბნა რო გადავურეკე.
-და მაგას გეუბნები მერე, თუ დაინტერესდი ხო შეგეძლო ან სახელი გეკითხა , ან გვარი, ან ოჯახური მდგომარეობა მაინც . ჩაიცინა ლექსომ და გამწარებულ ვაჩეს რომ მოკრა თვალი ეგრევე დასერიოზულდა. -მართლა ფიქრობ , რომ შემთხვევით დარეკა შენ ნომერზე?
-კი არ ვფიქრობ დარწმუნებული ვარ, და იმიტომ აღარ გადავურეკე , რომ ბოლოს მისმა მეგობარმა სახელი მკითხა და როგორ გითხრა, აღარ მომინდა ლაპარაკის გაგრძელება.
-ფუ რა ს...ი ხარ... ამრეზით შეხედა ლექსომ ძმაკაცს.
-ბაზარი არაა, ვარ. თქვა ვაჩემ საწოლიდან სწრაფად წამოდგა და მაისური გაიძრო. -მე წყალს გადავივლებ, შენ მანამდე ყავა გააკეთე რა, სამსახურში მაგვიანდება. თქვა ვაჩემ და კარადიდან პირსახოცი გამოიღო.
-ვაჩე, ახლა რას აპირებ. კითხვა დააწია ლექსომ.
-არც არაფერს.. მხრები აიჩეჩა ვაჩემ.-თუ ბედია თვითონ მოხდება რამე.. ეს კი უკვე ჩუმად, თავისთვის ჩაილაპარაკა მუჯირმა და სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარდა.

XXX
დილით ლუიკოზე მიხუტებულს გამეღვიძა და კოცნით დავახრჩობდი, რომ არა ელას გამწარებული სახე.
-რას მიბღვერ გოგო.. ჩემი ნათლულია.
-ხოდა იქამდე თუ არ შემოგეჭმევა, სანამ გააცნობიერებს, რომ ნათლიამისი ხარ, ძალიან დამავალებ. მიაყარა ელამ და თვითონვე გაეცინა თავის ნათქვამზე...-როგორ გეძინა? მკითხა ცოტახანში.
-აუუ , ძალიან მაგრად, როგორ მეძინებოდა ლუიკოს გვერდით. თითქოს გადამავიწყდა ჩვენი გუშინდელი ამბები. მაგრამ როცა ელამ კითხვით სავსე მზერა მომაპყრო, უთქმელად მივუხვდი სათქმელს. თითქმის ერთდროულად წამოვხტით ფეხზე და გავცვივდით მეორე ოთახში, რომ ტელეფონი შეგვემოწმებინა, მაგრამ ჩემი მოლოდინი გამართლდა, როცა არანაირი ზარი და მესიჯი არ დამხვდა...
-ჯერ მხოლოდ 8 საათია... იქნებ სძინავს ჯერ... დამამშვიდებელი ხმით მითხრა ელამ და გამამხნევებლად გამიღიმა..
-ჰოო რავიი.. მხრები ავიჩეჩე მე..
-რას აპირებ ეხლა??
-არც არაფერს ელა, თუ ბედია თვითონ მოხდება რამე, ჩავილაპარაკე მე და ლუიკოს ჩასაკოცნად გავვარდი ....


ესეც მეორე თავი დიდი მადლობა, რომ თბილად მიმიღეთ



№1 სტუმარი darina

Dzalian momewona, bevric vixalise kargi idea momawode avkrifo nomeri da iqneb mec gamimartlos :-D :-D

 


№2 სტუმარი ella

აუ ძალიან იხალისებ დამიჯერე :D მტავარია ვინმე გამხნევებდეს. ჩემნაირი :D:D:D:D
ირიი უმმმაგრესი ხარ.! მიყვარხარ <3

 


№3  offline წევრი BvBArMy

Dzalian kargiaa momwons male gaagrdzele ra ❤️
--------------------
I Hate Everything About You

 


№4  offline წევრი lamazmani

dzan kaia da saintereso momwons male dade❤❤❤

 


№5  offline წევრი ირინა

უღრმესი მადლობა ყველას <3 სამწუხაროდ ვერ ვამატებ მომდევნო თავს, თქვენი ლიმიტი ამოიწურა და 24 საათის მერე დაამატეთო, ასე რომ საღამოს დავდებ <3

 


№6 სტუმარი tasssss

Aiii zaaan magariaaa momwons gansxvavebuliaa da egre gagrzelee cotaa tavebi gazarde radgaan ar myopniss warmatebebiii

 


№7  offline წევრი ელლ

magariaa raa. vaime saswauli. bevric vicine. siamovnebac vigrdzeni. shokurad wer. da male dade nu mawvaleb kaco. isedac nevrozi maqvs da chemi nerviuloba ar sheidzleba :-D :-D saswaulad magari dda saintereso iyoooo :-D

 


№8  offline წევრი ირინა

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3 <3 ვცადე მესამე თავის დადება, მაგრამ გუშინ ორი თავი დავდე და თქვენი ლიმიტი ამოიწურა, 24 საათში სცადეთ დადებაო , ამიტომ ველოდები როდის გავა დრო, რომ დავდო :(

 


№9 სტუმარი vera™

კარგია და დამაინტრიგებელი, კარგი ხარ შენ❤

 


№10 სტუმარი La sein

Magariaa ra sayvarloba vinme xar:D:*au male dade iro raa

 


№11 სტუმარი A

Oruve tavi ertad wavikitxe magaria saxaliso da saintereso. Male dade ra shemdegi....

 


№12  offline წევრი mimimimo

ორივე თავი ახლა წავიკითხე..
ძალიან კარგი იყო და მომწონს!
ღიმილიანი სახით ვკითხულობდი და არ მშორდებოდა ღიმილი!
ყოჩაღ..
მე მომეწონა პირადად..
12-ის მერე აუცილებლად დადე!
დაგელოდები..
(სუ - არასწორია, სულ - სწორია
ეხლა - არასწორია, ახლა - სწორია..)
წარმატებები და გელოდები! იმედია არ დააგვიანებ ხოლმე.. და თავებიც ცოტა გაზარდე, რა..

 


№13  offline მოდერი ენემი

არა რა ფოტო მაგარი აყენია joy joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent