შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ბოსი! [9]


29-02-2016, 17:08
ავტორი Likk Red
ნანახია 5 993

სექსუალური ბოსი!
IX თავი.
–როგორ ძალიან მომნატრებიხარ– გულში ძლიერად იკრავს ნიას, მის სურნელს ისუნთქავს და თავზე კოცნის.
გული ძლიერად უძგერს, მისი სიახლოვე აბედნირეებს და ყველაფერს ავიწყდება, ისიც რომ ეჭვიანობდა, ისიც რომ ბრაზობდა. ყველაფერს ივიწყებს, გონებაში მხოლოდ ნია უტრიალებს ახლა და ყოველთვის ასე გაგრძელდება!
–ნია– მის სახეს ხელებში იქცევს და როცა მის ცრემლიან თვალებს ხედავს გული ეკუმშება– რატომ ტირი?– ცრემლებს ხელებით უშორებს და შუბლზე ტუჩებს აწებებს– ნია რა გჭირს?
–არ ვიცი– ჩუმად პასუხობს, არ იცის რა თქვას იმასაც ვერ აუხსნის რატომ ტირის.
–ჩემი ბრალია– ჩურჩულებს მის შუბლთან– ჩემი ბრალია რომ ტირიხარ. მე... მე არ მინდოდა რომ ასე გამომსვლოდა, ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი, რაც გამიკეთებია და რასაც გავაკეთებ.
–დამიან რაზე საუბრობ?– უცებ აანალიზებს მის ნათქვამს და პანიკაში ვარდება, რასაც ჩაიდენს?
–უბრალოდ იცოდე რომ ვწუხვარ, ჯანდაბა ძალიან მიყვარხარ და უკვე სუნთქვაც კი მიჭირს შენაგრეშე– გულში ჩახუტებულ გოგოს ყურთან ეჩურჩულება.
ნიასთვის ყველაფერი დატრიალდა, სამყაროს გამოეთიშა. სხეული გაეყინა, ამავდრულად გაუთბა, ციებცხელებასავით იყო. რა იგრძნო? ყველაფერი ერთად, მის სხეულზე უამრავი მოსიარულე ჭიანჭველა, მუცელში ყველაფერი გადატრიალდა, გონება კი გაითიშა. გული ისე ძგერდა რომ ეს დამიანსაც ესმოდა. წამით ისთვის ყველაფერმა დაკარგა აზრი გარდა ერთისა რომელსაც დამიანი ერქვა.
დუმდა, მაგრამ ამ დუმილში იმდენი რაღაც იდო და იგრძნობოდა რომ სიტყვები მართლაც ზედმეტი იყო. უყურებდა და იღიმოდა, იღიმოდა ისე როგორც ყველაზე ბედნიერი დედამწიაზე, მაგრამ მას თავი მართლაც რომ ყველაზე ბედნიერი ეგონა მაშინ.
აკანკალებულ ხელებს მის სახეზე აწყობს და ნაზად ეფერება ახლად ამოსულ წვერზე.
აკოცა!
ისე აკოცა თითქოს ახლიდან დაიბადა, თითქოს ყველაფერი გაანთდა. აკოცა გრძნობით, ახლა მართლაც იგრძნობოდა ის რასაც სიყვარული ერქვა, სულის შემძვრელი და ამაღელვებელი.
–ხვალ სამსახურში უნდა გამოცხადდეთ ქალბატონო– ტუჩებს მოშორებული სიცილით ამბობს დამიანი.
–როგორც თქვენ იტყვით ბოს– სიცილით პასუხობს ნიაც და ისევ ძლიერად ეხვევა.
–სახლსი შევიდეთ, ალბათ ყველას აინტერესებს რა მოხდა აქ– სიცილით ამბობს დამიანი, მის ყელზე ჩამოკიდებულ ნიას ხელში იყვანს და სახლისკენ მიჰყავს.
–დამიან, დამსვი– მის მკლავებში აფართხალდა ნია.– დამი დამსვი რა– ხვეწნაზე გადავიდა.
–კარგი ჰო, მოიცა ნუ ფართხალებ ავიდე კიბეებზე და დაგსვავ, ისედაც გამიშეშდა წელი
–ჰმმ. სულაც არ ვარ მსუქანი, მაგრამ მაინც თუ წუხდები შეგიძლია აქვე დამსვა კიბეებზე ასვლა მეც შემიძლია–მხარზე უჩქმიტა– დამიან.
–კარგი ხო... გსვავ– იქვე კიბეზე ჩამოსვა და ხელი წელზე მოხვია. ასე ერთემნეთზე მიხუტებულები შევიდნენ სახლში, ყველა მისაღებში იჯდა და საუბრობდა. მალე დამიანი და ნიაც შუერთდნენ.
დამიანმა ნია გვერდით დაისვა, მისი ხელი აიღო და საუბრის პარალელირად მის თითებზე თამაშობდა. მისი სიხალოვით ტკბებოდა. რამდენჯერაც მის მოფერებას და კოცნას დააპირებდა, ნია იმდენჯერ ჩქმეტდა ხელზე.
ქორწილამდე დრო ძალიან მალე მიილია, კატერინა გადარბენებზე იყო, ყველაფერს ამოწმებდა. ნიასაც უნდოდა დახმარება მაგრამ დამიანი თუ გამოიჭერდა ხელს აღარ უშვებდა.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ასეც ჩანდა, მაგრამ ვინ იცის რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში.
–დამიან, გამიშვი კატერინას უნდა დავეხმარო– მის მკლავებში აფართხალდა.– გაკოცებ თუ გამიშვებ
–ჯერ მაკოცე
–ჯერ გამიშვი
–ნწუ, ჯერ მაკოცე.
–დამიან– გაბრაზებულმა მკერდში ძლიერად ჩაარტყა ხელი, მაგრამ ძვრა ვერ უყო.
–შენ გარეშე ვერ ვძლებ, ამიტომ ამიტანე ცოტახანიც– ამბობს ბუზღუნით და მოულოდნელად კოცნის ნია. მის მკლავბებში დუნდება და კოცნაში ისიც ყვება, რის გამოც ყველაფერი ავწყდება, ისიც რომ კატერინასთან უნდა წასულიყო.
არ შეუძლია მოშორდეს მას, თითქოს მაგნიტივითაა, მიზიდულობის ძალა აქვს. სულ მასთან უნდა, მაგრამ არც ის უნდა რომ შეეჩვიოს.
–დამიან, გაუშვი ხელი– ოთახში კატერინა შემოფრინდა. დამიანმა ნია მის ზურგს უკან დააყენე.
–არა ჩემია– შეუღრინა დამიანმა, მის ბავშვურობაზე ნიას ხმამარლა გაეცინა. ფეხისწვრეებზე აწეული ტუჩები კისერში მიაკრო, იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა, რაზეც მასაც გაეღიმა.
–შენი იყოს ხვალაც, ზეგაც, ერთი წლის მერეც და სულ თუ გინდა, მაგრამ ახლა გამოუშვი ჩემთან, დახმარება მჭირდება– ნიას მკლავში აფრინდება და ოთახიდან მიათრევს.
–კარგი რა კაწ, მოიცა– სიცილით აჩერებს კატერინას ნია– შედი ოთახში და 2 წუთში შემოვალ. ჩვენს დობას ვფიცავარ!
–2წუთში, 1...2...3...– დათვლა დაიწყო და ხელების ქნევით ოთახში შევიდა, ნია კი ისევ დამიანის ოთახში შებრუნდა. ზურგით მდგარ ბიჭს წელზე მოეხვია.
– იქნებ გადაიფიქრო და წამოხვიდე?– ჩურჩულით ეუბნება და თავს ბეჭებზე ადებს. დამიანის ფრუტუნი ესმის, რაზეც მაინც ეღიმება.
–არ მიყვარს ქორწილები და წვეულებები. ხო იცი არა? თუ გინდა გამოგივლი და მალე წაგიყვან– იდეით გახარებული უცებ მისკენ შებრუნდა.
–არა, კატერინას ეწყინება. წვეულებაზე წინაზე ხომ იყავი? ამ ერთხელღა– ყელი საყვარლად ჩამოიწელა თითებით და ლამის აცრემლიანებული თვალებით შეხედა.
დამიანმა თავი მხოლოდ ერთხელ გააქნია და ამოიხვნეშა. ნიას ხელები მოიშორა, უჯრიდან რაღაც ამოიღო და ნიას მიაწოდა.
–საბუთებია, ხელი უნდა მოაწერო, სამივე ფურცელფე მოაწერე ხელი. კომპანიაში უნდა წავიღებო– კალამიც გამოართვა და სამივე ფურცელზე ხელი მოაწერა და მიაწოდა.
–ეს რისი საბუთებია?– დაინტერესდა მალევე.
–ისეთი არაფერია– საბუთები ფაილში ჩადო– უნდა წავიდე მე– ნიას ცალი ხელით ეხვევა და ლოყაზე კოცნის. ფაილს მაგიდაზე დებს და მეორე ხელის თმებში უცურებს. მის სურნელს ისუნთქავს.
–ბოდიში– ჩუმად ჩურჩულებს მის ყურთან– ძალიან მიყვარხარ, ძალიან!– ტუჩებს ყურს ქვემოთ აკრობს.
–მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ– გაღიმებული შეჰყურებს, ლოყაზე ეფერება.–თუ გადაიფიქრებ შეგიძლია მოხვიდე– სიცილით ამატებს სიტყვებს. ქვედა ტუჩზე ტუჩებს ადებს და უცებ კოცნის.
–წადი მიდი კატერინა გელოდება– ხმაჩამწყდარი ჩუმად ეჩურჩულება ყურთან და ზემოდან დაჰყურებს. ოთახიდან გასვლამდე თვალს აყოლებს და როცა ხვდება რომ ოთახისგან შორს არის ხმამაღლა ყვირის. თითქოს ამ ყვირის მთელ გრძნობას აყოლებს, ტკივილს და იმედგაცურებას.
ტკივა ის რომ მის დატოვებას აპირებს ასე. არ უნდა მისგან შორს ყოფნა, უყვარს, მართლა გულრწფელად უყვარს, სხეულით და სულით. თავიდან ბოლომდე, ნია უყვარს, ნამდვილი ნია! უყვარს და ეს სიყვარული აგიჟებს! უფრო ის უმოქმედოა, რისგამოც ასეთ მდგომარეობაშია.
გაბრაზებული ფეხს სავარძელს კრავს და აყირევებს. მაგიდიდან კი ერთიხელის მოსმით ყრის. აცოფებს ყველაფერი და ყველა. ახლა ვინც წინ გადაეღობება შეიძლება ყველა მოკლას.
უმოქმედოა!
ნია ოთახიდან გასული კატერინას ოთახში შედის, კაბის ჩაცმაში ეხმარება, თვითონაც იცმევს, იაკობის შერჩეულ კაბას, რომელიც ძალიან ნაზი და ლამაზია.
ჯვრისწერამ და ხელმოწერამაც კარგად ჩაიარა, რესტორანში მისულებს ქართული ტრადიციული სუფრა დახვდათ და გაჩაღდა ქეიფი.
ნია მოწყენილი იჯდა კატერინას გვერდით და მხოლოდ მისი ღიმილის დანახვისას ეღიმებოდა. მხოლოდ კატერინას თხოვნით ცეკვავდა. გული ტკიოდა რომ აქ, ასეთ დროს მარტო იყო, დამიანის გარეშე.
ბევრი ესაუბრებოდა, უმეტესობა დამიანით ინტერესდებოდა, რაზეც ნია ამაყით პასუხობდა რომ ისინი ერთად იყვნენ და კარგი ურთიერთობა ქონდათ.
ყველაზე შოკისმომგვრელი დამიანის გამოჩენა იყო! დარბაზში შავ–შარვალკოსტუმში ჩაცმული შემოვიდა. ყველას ყურადღება მიიბყრო, მაგრამ ის მხოლოდ ერთს უყურებდა და უღიმოდა, მხოლოდ მისთვის ემეტებოდა ღიმილი.
დინჯი ნაბიჯებით წავიდა სცენისკენ და სცენაზე ასულმა მიკროფონი მოიმარჯვა ხელში, ნიას მზერა მოაშორა და გაოცებულ ეკეს შეხედა.
–ეკე, კაწ გილოცავთ. ძალიან მიხარია ასეთი ბედნიერები რომ ხართ, დიდი სურვლი მაქვს რომ სულ ასეთებს გხედავდეთ. შეიძლება არ გამოვხატავ, მაგრამ იცოდეთ რომ ორივე ძალიან მიყვარხართ, შეიძლება სხვა მიზეზით ვარ აქ– სიცილით უყურებს ნიას და თვალს უკრავს– მაგრამ მაინც მოვედი იმისთვის რომ მენახეთ ასეთი ბედნეირები! სცენაზე ტყუილად არ ამოვსულვარ, მინდა ჩემი საჩუქარი გადმოგცეთ.– შარვლის უკანა ჯიბიდან კონვერთი ამოიღო– ვიცი რომ თაფლლობისთვე გქენებათ ჰავაის კუნძულებზე, რა ჯობია ჰავაის, მაგრამ ჩემი საჩუქარიც არაა ურიგო.– მიკროფონს უკან აბრუნებს და ისევ დინჯი ნაბიჯებით მიდის მაგიდისკენ, სადაც ეკე და კატერინა ზიან.
ორივეს ეხვევა და ისევ ბედნიერებას უსურვებს. საჩუქარს კი ეკეს აძლევს და ძმას ისევ ძლიერად ეხვევა. ხელს კი ზურგზე სამჯერ უტყაფუნებს, ჩურჩულით მასაც ბოდიშს უხდის.
–რა აჩუქე მათ?– ინტერესდება ნია, როცა მისკენ მიმავალს ხედავს, ისე ძლიერად ეხვევა, რომ მამაკაცის ძველის ტკაცუნის ხმაც კი ისმის.
–ევროპის ყველა ქვეყნის საგზური– ამბობს მხრების ჩეჩვით– და აი მე აქ ვარ!
–და ისევ ჩემგამო, მე კი ისევ ძალიან მიყვარხარ! ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ ახლა.
–მიხარია! მინდა რომ სულ ასეთი ბედნიერი იყო. არააქვს მნიშვნელობა სად როდის და ვისთან, სულ ასეთი იყავი კარგი? იმიტომ რომ ეს მეც მაბედნიერებს
–ეს დღეებია რაღაც სენტიმენტალური მეჩვენები. რა ხდება?– სიცილით ეკითხება და მის თავს დამიანის მხარზე დებს.
–არაფერი, რახან ძველ დამიანს ვივიწყებ და ახალი დამიანი ვხდები! მაგრამ მხოლოდ ერთი დღით. მხოლოდ დღეს, მერე კი არაფერი იქნება– ბოლო სიტყვებს ჩურჩულით ამატებს და ნიას თავზე კოცნის



№1  offline წევრი Скорпион

იმედია ცუდი არაფერიი მოხდებაა :/// ძალიააან კარგიიიაა <33 ველოდებიი შეემდეეგ თაავსს...

 


№2  offline წევრი kora

აუუუუ, როგორ ცუდად იმოქმედა ამ თავმა რაღაც. ნეტა რა აქვს ასეთი ჩაფიქრებული, ან რატომ იხდის ბოდიშებს?! გეხვეწები ცუდად არ მოატრიალო ეს ისტორია, ჩემი ფავორიტია და გული დამწყდება ძალიან sad იმედია რამე საშინელება არ მოხდება sad
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Auu eseni ar dashoro ra sacodaoba iqneba amati dashorebaa
--------------------
G.ke

 


№4  offline მოდერი bibo

Au ras miketeb narwyvis torto imedia amat ar damishoreb murabav da rame iseti ar moxdebaa rac chemm erticida guls mitkens tkbilooo tetro shokolado

 


№5 სტუმარი anuki

არვიცი შენ რას გადაწყვეტ მარა ერთს ეტყვი ეს ისტორისს რომ ცუდად შეაბრუნო მკითხველსაც დაკარავ!

 


№6  offline წევრი lamazmani

au ar daashoro eseni ertmanets ra ar daasrulo cudad dzaan magari istoriaa velodebi moutmenlad shemdeg tavs❤❤❤❤

 


ვაიმე ახლა არ გადამრია რო არ დააშორო რა დამიანე და ნია რა თლრე სულ სხვანაირი გამოვა ეს ისტორია
--------------------
romantikosi mwerali

 


№8  offline წევრი NataShka()()()

ცუდად არ დაამთავროო ეს ისტორიაა ძალიან გთხოვ არ ვიცი რაგილით ხგთხოვ (:::: :(((( :D :D vgijdebi am istoriaze <3
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№9  offline წევრი tegi

Dzan agftovanebuli vvar da chemi favoritia es motxroba:) vici ragac cudi gaq chafiqrebuli, mec vwer da vici kais rom arafers gvimzadeb, es wyvili momwons dzan da ganshoreba unda igemon magram, rogorc mwerali da megobari girchev es motxroba cudat ar daasrulo torem chatvale es yvela tavi rac dawere da rasac dawer wyalshi geqneba chayrili da mkitxvelzec dzan cudat aisaxeba, vgoneb:) tu gaitvaliswineb kargi iqneba, sheni motxrobaa da rogorc ginda ise daasrule magram me moxaruli viqnebi tu gaitvaliswineb. Warmatebebi

 


№10 სტუმარი avadmyofi

აუუუუ კარგი რა რას აკეთებ ვიტირებ ეხლა მაინცტერესებს შემდეგი თავი მალე დადე რა :(

 


№11  offline წევრი Pepper

აუუ ეს რა იყოო
მთელი თავი ინტრიგითაა სავსეე
იმედია არ მიატოვებს ნიას დამი :(
ძალიან მომწონს მე ეს ორი თბილი ერთად <3
ველოდევი შემდეგ თავს <3

 


№12  offline წევრი kiko

ცუდად არ დაამთავრო და არ შემშალო. ეს რო ცუდად დამთავრდეს არვიცი რა. ძალიან ძალიან კარგია

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუუუუუ ნეტა რა ხდება ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent