შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი ( 36 თავი)


29-02-2016, 22:51
ავტორი murachashvili
ნანახია 2 687

ოცდამეთექვსმეტე თავი
თითქოს ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს მიჰყვებოდა. კიდევ ერთი მტკივნეული დღე, ლიკას წლისთავი, კიდევ ერთხელ დაკარგული მეგობრის მოგონება, ტკივილი, ცრემლები. სიცოცხლისა და ერთმანეთის ორმაგად დაფასება. სიყვარულის სწავლა. ამბობენ ზოგჯერ სხვის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, უნდა ვეცადოთ საკუთარი ბედნიერება არ გავწიროთ, არ დავკარგოთ, მაგრამ ვახერხებთ კი?!
სექტემბრის შუა რიცხვებისთვის თათია და გოგა დიდ საქორწილო სამზადისში იყვნენ. აქტიურად ჩაებნენ მოსამზადებელ პროცესში მეგობრებიც. მექორწილეთათვის ორიგინალური და გამორჩეული ავტომობილი აკას უნდა მოეძია. ერთი რამ ზუსტად იცოდა ყმაწვილმა, ავტომობილი კაბრიოლეტის ტიპის უნდა ყოფილიყო, სხვა კონკრეტული მოთხოვნები წყვილს არ გამოუხატავს.
დარბაზის მორთვა და დიზაინის შემუშავება მომავალმა მულმა იკისრა. ამ საკითხში სრული თავისუფლება ჰქონდა თეკლეს წყვილისგან მინიჭებული. რესტორნის შერჩევისას დარბაზი მხოლოდ ერთხელ ნახეს, ეს იყო და ეს. მაინცდამაინც აღტაცებულნი არ დარჩნენ, თუმცა რადგან თეკლემ გამოაცხადა ჩემი გეგმებისთვის სწორედ ასეთი ტიპის ნაგებობა მჭირდებაო, ხათრი ვერ გაუტეხეს. საღამოს მუსიკალური გაფორმებით ოთო და თამარი დაკავდნენ.
აი ყველაზე მოსაწყენი და საპასუხისმგებლო სტუმრების სიის შედგენა, თავისი მოხერხებული და საუკეთესო თამადის შერჩევით, უფროსებმა იკისრეს. ახალგაზრდების მოთხოვნა იყო, თამადად მირიანი ყოფილიყო, თუმცა უარი მიიღეს.
- მე ამ დღეს საპატიო სტატუსს ვიძენ, მამამთილის წოდება უნდა შევიფერო, ასე რომ ამ დღეს მაინც გამანთავისუფლეთო!... - სიცილით ეუბნებოდა ის.
თუმცა საბოლოოდ მაინც დაპირდა, რომ თამადას შეძლებისდაგვარად დაეხმარებოდა. კარგად იცოდნენ მეგობრებმა ეს დაპირება რასაც ნიშნავდა, ფაქტიურად საღამოს მირიანი უხელმძღვანელებდა.
ეს იყო საღამოს მცირედი, ყველასთვის გამჟღავნებული მონახაზი, თუმცა თეკლეს გეგმებით უნდა ყოფილიყო ბევრი სურპრიზი, გართობა, სიცილი და იქნებ მცირეოდენი ცრემლიც კი....
ნიკა პირობას ასრულებდა, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე თბილისში ბრუნდებოდა. ვიკა და ალეკოც ზაფხულის არდადაგებზე თბილისში გახლდნენ, შესაბამისად ქორწილშიც რჩებოდნენ.
უცნაური ურთიერთობა ჩამოყალიბდა თეკლეს და ვიკას შორის. თითქოს ფარული ომი გამოუცხადეს ერთმანეთს. თეკლე ვიკას არ იმჩნევდა, ის კი რატომღაც პირიქით, შანსს არ ტოვებდა, რომ არ წაეკბინა, ირონიული რეპლიკა არ ესროლა ქალისთვის. უკვე ცხადი იყო, რომ ეს ორნი ერთმანეთს დიდად ვერ ეგუებოდნენ. მეგობრებს მომენტებში ეჩვენებოდათ, რომ ვიკა დაქალს ვერ თმობდა და თეკლეზე ეჭვიანობდა. ყოველ შემთხვევაში ეს ალბათ გოგონას ქცევის ყველაზე ლოგიკური და სასურველი ახსნა იქნებოდა. გოგონებს შორის წარმოქმნილ გაუგებრობას ყველაზე მტკივნეულად ხომ სწორედ თათია განიცდიდა.
რამდენიმეჯერ ჰკითხა ვიკას: - აკას მიმართ რამე გრძნობა გაქვსო?
გოგონასგან კი ძველებურად ირონიულ პასუხს იღებდა: - ვის რაში სჭირდება ერთი უბრალო მანქანების ხელოსანიო...
მიუხედავად ასეთი პასუხისა, გულის სიღრმეში მაინც ეშინოდა ქალიშვილის დაბრუნებას თეკლეს და აკას ურთიერთობაზე არ ემოქმედა. მართალია ვიკა მისი ბავშვობის მეგობარი იყო და ძალიან უყვარდა, თეკლეს მეგობარსაც ვერ უწოდებდა, დასავით ჰყავდა. გული სტკიოდა ვიკას უაზრო რეპლიკების მოსმენისას, თუმცა მაინც ვერაფერი შეაგნებინა.
აკას დასანახად გოგონები თბილად უღიმოდნენ ერთმანეთს. თუმცა საკმარისი იყო ვაჟი შებრუნებულიყო, ვიკა მაშინვე იცვლიდა გამომეტყველებას და რეალურ სახესაც ამჟღავნებდა. ალბათ, თეკლეც ანალოგიურად იყო განწყობილი, თუმცა დიდი ძალისხმევის ფასად თავს იკავებდა. გრძნობდა თეკლე, რომ ვიკას აშკარად ანგარიშს უწევდა აკა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ქცევებში ბევრი რამ არ მოსწონდა, მაინც დიდი გავლენა ჰქონდა ვაჟზე. ზუსტად იცოდა, თეკლესგან ნებისმიერ ემოციის გამოვლენას, ვიკა მაშინვე ეჭვიანობას დაუდებდა საფუძვლად. ვერ ხვდებოდა რა მიზნები ამოძრავებდა ვიკას, თუმცა აშკარად მისთვის საზიანო, რომ იქნებოდა ამას ხვდებოდა. ამიტომაც არ სურდა თავისდაუნებურად გოგონას გეგმის განხორციელებაში დაჰხმარებოდა.
არ იფიქროთ, თითქოს აკასა და თეკლეს ურთიერთობა შეიცვალა. ვაჟს ანალოგიურად, ან იქნებ უფრო მეტადაც კი უყვარდა გოგონა, თუმცა ისე ხშირად ვეღარ ნახულობდა. ალეკოს თბილისში დაბრუნებას ისევ სამეგობროს სამეულის, დათუნას, აკასა და ალეს გაერთიანება მოჰყვა. უმეტეს დროს მონატრებულ მეგობართან ატარებდა. რაც შეეხება ვიკას, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ადრე არსეული გრძნობა, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვური გატაცება იყო. ზედმეტად კარგად იცნობდა ქალს, თეკლესთან მიმართებაში მისი უცნაური ქცევაც არ გამოჰპარვია მხედველობიდან, მაგრამ მათი ბავშვობის მეგობრობის ხათრით ცდილობდა არ ჩარეულიყო.
რადგან აკა ისევ დათუნასთან ცხოვრობდა, საღამოობით ალეკოც იქ ადიოდა და მიმოიხლავდნენ „მსოფლიოს“ პრობლემებს.
- მეჩვენება, თუ ჩვენი ვიკულა და თეკლე ერთმანეთს ვერ ხდებიან? - ვაჟისთვს მტკივნეულ საკითხს შეეხო დათუნა.
- ქალები არიან და ურთიერთობას თვითონვე გაარკვევენო!... - ერთ საღამოს დათუნასა და ალესთან საუბარში აღნიშნავდა აკა.
- ვიკა ისე იქცევა, ლამისაა ვიფიქრო, რომ უყვარდი, ან ეხლაც უყვარხარ. ასეთი გაავებული და გაკაპასებულ არასოდეს მინახავს!... - აღნიშნა დათუნამ.
- სიყვარულის რა გითხრა და თავმოყვარეობა შელახული, კაპასი ცოლივით კი იქცევა!... - ირონიულად დაეთანხმა ალეკოც - თეკლეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ კარგი გოგო ჩანს, ალალი, მეგობრული... ფრთხილად იყავი, ვიკას თამაშისგამო არ დაკარგო...
- სისულელეა, არ არსებობს ქალი თეკლესთან რომ დამაშორებს, მით უმეტეს ვიკა... - თავს ირწმუნებდა აკა.
ასეა თუ ისეა ამ ყველასთვის უაზრო და უსიამოვნო სიტუაციაში აშკარად არავინ ერეოდა. თუმცა ნელ-ნელა სამეგობრო მაინც ვიკას წინააღმდეგ ამხედრდა. ეს ქალმაც იგრძნო, მათი უარყოფოთი დამოკიდებულება ისევ თეკლეს დააბრალა და ორმაგად შეძულა გოგონა:
- მაგ, ვითომ მიამიტმა და თვალებფახულა თეკლემ ყველა ჩემს წინააღმდეგ აამხედრა!...- ბოღმით, საკმაოდ აგრესიული ტონით აღნიშნავდა თათიასთან.
პირობისამებრ ნიკაც რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. შეცვლილიყო ვაჟი, თითქოს დაკაცებულიყო, სერიოზული სახით ისმენდა თეკლეს მინი მოხსენებას ქორწილის გეგმებთან დაკავშირებით.
წინა საქორწილო ისტერიკამ პიკამდე მიაღწია. აღარც თეკლეს და ვიკას რჩებოდათ დრო კინკლაობისთვის. ყოველ შემთხვევაში დანარჩენებს თავს ისე აჩვენებდნენ, თითქოს ერთმანეთის ატანა ისწავლეს. მათი დროებითი დაზავებით ცხადია ყველაზე კმაყოფილი თათია და აკა იყვნენ.

როგორც იქნა დადგა ქორწილის დღეც. შეთანხმებისამებრ გოგონები დილიდანვე თათიასთან იკრიბებოდნენ, მშობლების თანხმებით ბიჭები სიძესთან ერთად გამოცხადდებოდნენ პატარძალთან.
თეთრი ფერის, ექვსი ერთი მოდელის ორ კაციანი კაბრიოლეტი ხმაურითა და სიგნალებით გრაციოზულად შემოვიდა თათიას ეზოში, სადაც უკვე ელოდნენ მშობლები და გვერდი-გვერდ გაჩერდნენ. კრემისფერ სმოკინგებში გამოწყობილი ვაჟები ჟრიამულით, ახალგაზრდული, სხარტი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ სადარბაზოს კიბეებს.
ზოგადად ამბობენ პატარძლობა ყველას უხდებაო, მაგრამ აქ მხოლოდ ამ სიტყვებს ვერ იტყოდი. უდაოდ ლამაზი იყო თათია, ჰაეროვანი, თეთრ კაბაში გამოწყობილი დედოფალი მისი ულამაზესი ამალით მისაღებში ელოდა საყვარელ მამაკაცს. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები და ყველასგან გამორჩეულები იყვნენ გოგოები, დამუნჯებულები მისჩერებოდნენ ბიჭები.
- შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა! - ჩუმად უჩურჩულა გოგამ თათიას და გვერდით ამოუდგა.
სიძე-ბატონს მიბაძეს ბიჭებმაც და სწრაფად დაწყვილდნენ.
შესაფერისი წყვილები ხშირად გინახავთ?! ჩემს და სამწუხაროდ მე არა... ალბათ, ეს ის იშვიათი შემთხვევა გახლდათ. მეჯვარეები აქეთ-იქიდან ამოუდგნენ მეფე-პატარძალს. ოდნავ მოშორებით გვერდი-გვერდ იდგნენ თეკლე და აკა, ოთო და თამარი, გიორგი და იაკო, ხმამაღალი ხარხარი მოჰყვა, როცა ტატომ ვითომ დამორცხვებულმა და გაპნარჭულმა, თვალები დააფახუნა, ფარნას გაუყარა ხელ-კავი და კმაყოფილი სახით წყვილებს შეუერთდნენ.
ბედნიერი სახეებით იღებდა მილოცვებს. როგორც იქნა, ერთმანეთის მიყოლებით ნელი ნაბიჯით გამოვიდნენ ეზოში, იმდენად მომხიბვლელები და ლამაზები იყვნენ, რომ მათ სამზერად შემთხვევითი გამვლელებიც ჩერდებოდნენ,
პომპეზურად ავტომობილის კარებები გამოუხსნეს მანდილოსნებს. ძნელი მისახვედრი არაა, როგორ გადანაწილდნენ წყვილები: - ესკორტს თავში მეფე-პატარძალი მიუძღოდა, შემდეგ ირონიულად მომღიმარი ვიკა და ოდნავ დაღვრემილი ნიკა, რომელთაც უკან ორ-ორად მსხდომი აკა და თეკლე, ოთო და თამარი, უკვე ოფიციალურ წყვილად აღიარებული გიორგი და იაკო იდგნენ, სულ ბოლოს კი ყველაზე მხიარული და მასხარა წყვილი, ფარნა და ტატო იკრიჭებოდნენ.

გეზი მცხეთისკენ აიღეს ახალგაზრდებმა, როგორც ქართული ქორწილისთვისაა დამახასიათებელი, გზაში რა თქმა უნდა ჭარბად იყო მხიარულება, ერთმანეთის გასწრება, შამპანურის წვიმა...
სვეტიცხოველში მხურვალედ ლოცულობდნენ წყვილები, ერთად - ერთი სურვილი ჰქონდათ: - ულევი სიყვარული!
მამაო, რომელიც ალბათ ბევრად მათზე დიდი ასაკის არ იქნებოდა, მეგობრულად მოეხვია და პატარა ბავშვივით ჩაიხუტა ბიჭები.
- დიდი ხანია ტაძარში არ გამოჩენილხარ!... - მსუბუქად უსაყვედურა ნიკას.
- ხომ იცით... - სიტვა ვერ დაასრულა ვაჟმა.
- უფალი გასაჭირში არ მიგატოვებს!... - მეტი არაფერი უთქვამს, თუმცა არც სჭირდებოდა მეტი ნიკას. ეს ოთხი სიტყვა ისეთი მრავლის მეტყველი იყო. უმზერდა რწმენით გაცისკროვნებულ თვალებში მამაოს და გრძნობდა ნელ-ნელა ამდენი თვეების ნანატრი შვება როგორ მოდიოდა, თითქოს დღემდე ღია ჭრილობამ შეიკრა პირი.
ჯვრისწერაც დაიწყო. დანთებული სანთლები ხელში ეჭირათ წყვილსა და მის მაყარს, მამაო ლოცულობდა, ჩურჩულით ჰყვებოდნენ ახალგაზრდებიც. თავზე გვირგვინებ დამშვენებული წყვილი მეჯვარეებთან ერთად მხრებში გაშლილნი, წრიულად, ლაღად მიაბიჯებდა მამაოსთან ერთად, რომელმაც სახარების წაკითხვისას ხმამაღლა წარმოთქვა:
- ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი!.
ისეთი სულში ჩამწვდომი იყო, ისეთი გულის ამაჩუყებელი, ცრემლებს ვერ იკავებდნენ.
ბევრს ეხვეწნენ, მამაოს შეერთებოდა მათ მხიარულებას, მაგრამ თავაზიანი უარი მიიღეს. კიდევ ერთხელ თბილად დალოცა წყვილი და მიულოცა დაქორწინება.
სვეტიცხოვლიდან გამოსულებმა ამაყად მომზირალი ჯვრის მონასტერიც მოინახულეს, ზემოდან გადმოჰყურებდნენ თეთრსა და შავ არაგვს, კიდევ ერთხელ მონუსხულები შესცქეროდნენ როგორ ერწყმოდა უკვე ერთ არსად ქცეული მდინარე მტკვარს.
ხვლიკისფერი ტაძარი მთელი მისი დიდებულებებით ამაყად იწონებდა თავს. აშკარად ბევრად ამაღლებულ განწყობაზე ბრუნდებოდნენ თბილისში, ისევ შეჯიბრი, ისევ გართობა და რესტორანშიც მივიდნენ.
დიდი მრგვალი კიბით ახალგაზრდები მეორე სართულზე ავიდნენ, თუმცა დარბაზში შევიდნენ თუ არა, მოულოდნელად შუქიც ჩაქრა, ჩაბნელებულ დარბაზს ოდნავ კედლებზე დამონტაჟებული პატარა, სანთლების ფორმის ბრები ანათებდნენ. დიდ ეკრანზე მეფე - პატარძლისა და მათი მეგობრების ფოტოებისგან გაკეთებული სლაიდები ენაცვლებოდა ერთმანეთს, დარბაზის ყოველი მხრიდან გაისმოდა გოგას ხმა:
- შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი-
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...

რა ჯობს-სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად ჯობს- მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე.
და ცა!- ღმერთების ცისფერი ჰოლი-
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით-
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:

ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!

უხერხულია-შენ გერქვას ცოლი,
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!-
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...
ფოტო-კოლაჟში უკანასკნელი სწორედ ის ფოტო იყო, როცა წყნეთში ლექსების კითხვისას ბიჭებმა გოგოებს დაუჩოქეს. ამ ფოტოზე ლიკაც ჩანდა, გაბრწყინებული, ბედნიერი სახით მისჩერებოდა ნიკას.
- მაპატიე, არ მინდოდა გული გტკენოდა!... - ცრემლებით სავსე თვალებით გახედა თეკლემ გოგას გვერდით მდგომა ნიკას - მაგრამ არც უმისობა შემეძლო... დღეს ჩვენთან უნდა ყოფილიყო!...
- არაფერია, პირიქით მიხარია მისი დანახვა... - თბილად ჩაიხუტა ატირებული გოგონა ვაჟმა.
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის... - ამჯერად გულ-აჩუყებულმა უჩურჩულა მულს თათიამაც.
დასრულდა ლექსის კითხვა და ტაშის გრიალით მიაცილეს მოწვეულმა სტუმრებმა მეფე-პატარძალი საკუთარ მაგიდამდე.



№1 სტუმარი ემი

აუ ახლა, ამ ვიკამ ნერვები არ მომიშალოს, თორე გავწეწავ...

თეკლას იმედი მაქვს, მიხვდება ეს რა ქალბატონიც ბრძანდება...

ცოტა თავები გაზარდე რააა, ცოტაა მაინც...

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან მაგარი თავი იყო... ამაღელვებელი და გრძნობებით სავსე... ბოლო მონაკვეთზე ცრემლები ვერ შევიკავე... საოცრება ხარ... რაც შეეხება ვიკას ის ისეთივე გაუთლელი ხეპრე დარჩა რაც იყო და იმედია ნიკას და ვიკას წყვილი არ შედგება ნიკას ვიკა რომ მოეწონოს გული გამისკდება ნამდვილად ლიკას შემდეგ ვიკა ნამდვილი არარაობაა მიუხედავად ლიკას შეცდომებისა ის ნანობდა მის საქციელს და რაღაც მხრივ მსხვერპლიც იყო ვიკა კიდევ უზრდელი ეგოისტი და გულღრძო გოგოა და მასზე აზრი არ შემეცვლება რა სასწაულიც არ უნდა გახდეს ბოლოს... რას ერჩის ჩემ თეკლას ვერ ვხვდები თეკლას ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს და ამას რომ ხვდება ვიკა იმიტომ არის გულზე გამსკდარი... მოკლედ ვიკამ ძალიან გამაღიზიანა ნიკას ხასიათი მომენატრა ძალიან იმედია მალე დაუბრუნდება სამეგობროს და რაც შეეხება აკას იმედია ის დროზე მოთოკავს ვიკას და მის ადგილს მიუჩენს... და კიდევ ძალიან მინდა აკას საქმიანობის შესახებ უფრო მეტი დაწერო და იმედია წარმატებას მალე მიაღწევს ვიკამ რომ ყაროს დორბლები და ინანოს თავისი სიტყვები... მოკლედ სასწაული ხარ და ბევრს ნუ გვალოდინებ მალე დადე რა ახალი თავი...

 


№3  offline წევრი irinka123

რა კარგია ახალი თავი, ამ ვიკას რაღა უნდა am

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

[quote=ემი]აუ ახლა, ამ ვიკამ ნერვები არ მომიშალოს, თორე გავწეწავ...

თეკლას იმედი მაქვს, მიხვდება ეს რა ქალბატონიც ბრძანდება...

ცოტა თავები გაზარდე რააა, ცოტაა მაინც...
შენი არვიცი და მე მართლა გავწეწავ იმედია რამე სიგიჟეს არ გააკეთებს და ჩემს ლამაზ წყვილს არ ავნებს.
რაც შეგეხება შენ ჩემო მწერალო სად ხარ აქამდე რასაა რომ გვალოდინებ იმედია აღარ დააგვიანებ.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

[quote=ემი]აუ ახლა, ამ ვიკამ ნერვები არ მომიშალოს, თორე გავწეწავ...

თეკლას იმედი მაქვს, მიხვდება ეს რა ქალბატონიც ბრძანდება...

ცოტა თავები გაზარდე რააა, ცოტაა მაინც...[/quote]
[quote=lalita][quote=ემი]აუ ახლა, ამ ვიკამ ნერვები არ მომიშალოს, თორე გავწეწავ...

თეკლას იმედი მაქვს, მიხვდება ეს რა ქალბატონიც ბრძანდება...

ცოტა თავები გაზარდე რააა, ცოტაა მაინც...
შენი არვიცი და მე მართლა გავწეწავ იმედია რამე სიგიჟეს არ გააკეთებს და ჩემს ლამაზ წყვილს არ ავნებს.
რაც შეგეხება შენ ჩემო მწერალო სად ხარ აქამდე რასაა რომ გვალოდინებ იმედია აღარ დააგვიანებ.[/quote]
[quote=irinka123]რა კარგია ახალი თავი, ამ ვიკას რაღა უნდა am[/quote]
[quote=ემი]აუ ახლა, ამ ვიკამ ნერვები არ მომიშალოს, თორე გავწეწავ...

თეკლას იმედი მაქვს, მიხვდება ეს რა ქალბატონიც ბრძანდება...

ცოტა თავები გაზარდე რააა, ცოტაა მაინც...[/quote]

არ იფიქროთ, თქვენი კომენტარები არ ვნახე, პირიქით... ძალიან დიდი მადლობა, რომ მიუხედავად ჩემი "სიზარმაცისა " არ დაგენანათ და თქვენი კომენტარებით, ისევ გამანებივრეთ. რაც შეეხება ვიკას, ვფიქრობ ამ პერსონაჟმა ცოტა გამოაღვიძა ჩვენი ისტორია... შეაბანჟღალა და "ცოტა თავდაყირაც" დააყენებს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent