შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოლიტიკის თეორია [ნაწილი პირველი]


1-03-2016, 00:09
ავტორი N7
ნანახია 3 680

I.
არასდროს მჯეროდა ბედის. ჰო, ასე, უბრალოდ, არ მჯეროდა და მორჩა. ბედის ირონია, ბედის ღიმილი, ყველაფერი ზედმეტად არაბუნებრივად მეჩვენებოდა. და ერთ დღეს, სრულიად ბუნებრივად, ვიწამე.
ვიწამე ის, რომ შეიძლება აღმოჩნდე ქალაქის ცენტრში და იმ მამაკაცს დაეჯახო, რომლის თვალები გაგრძნობინებს, რომ ღირს ბრძოლა. ვიწამე ისიც, რომ ამ ბრძოლაში შეიძლება დამარცხდე და დამარცხება არ იყოს გამომდინარე არჩევანიდან, არამედ ბედი გიღიმოდეს, ირონიულად.
ყოველთვის რომ ერთი ნაბიჯით ვცდებოდით ერთმანეთს, ზუსტად იმ საბედისწერო, დაწყევლილ დღეს შევეჯახეთ. გადავკვეთეთ მომენტი და ცხოვრება ჩვენი. და გგონიათ ამან გამაბედნიერა? ერთი შეხედვით, რატომაც არა?! კოკა ხომ ის ბიჭი იყო, მთელი ქალაქი რომ მუხლებში უვარდებოდა...
მაგრამ მე არასდროს მიზიდავდნენ ასეთი ბიჭები და ყოველთვის მეგონა, ვერასდროს მექნებოდა რომანი პოპულარულ კაცთან. არადა, ვინ იყო კოკა? – არც არავინ. რიგითი მატყუარა პოლიტიკოსი, რომელიც ჩვეულებისამებრ ახრჩობდა ხალხს დაპირებებში.
და მე არასდროს მიყვარდა მატყუარა ხალხი.
და ეს იყო ბედი, რომელიც იმ დროს ვიწამე, რომ შევეჯახე, თვალებში ჩავხედე და ინსტიქტურად გავუღიმე.

*ქორწილი*
ჟორჟოლიანმა, როგორც იყო, გადაწყვიტა, რომ გრანდიოზული ქორწილი უნდოდა. გათხოვებაც და ბავშვებიც ძალიან სურდა. და, როგორც სასურველი კანდიდატი გამოუჩნდა, იმდენი ალოდინა მამაკაცი, კინაღამ გადააფიქრებინა.
ბოლოს მოსაწვევი მივიღე. ზუსტად ისეთი, როგორზეც ოცნებობდა თეკლე, ყოველთვის. ძალიან უბრალო, თუმცა ძვირადღირებული.
იმ საღამოსვე გამომიარა ნუცამ. „როგორც იქნა ქორწილში ‘ვიჩითებითო’“ – შემომეჭრა სახლში გაკრეჭილი, ხელში სავსე პარკებით და მე სერიოზული, ეჭვნარევი სახით შევათვალიერე. არადა, არ წარმოადგენდა საკვირველებას მისი ასეთი გამობრწყინება.
– სად დაიკარგე? – გადავეხვიე ბოლოს.
– გუკა იყო ჩამოსული... – მხრები აიჩეჩა და დაუკითხავად გადაკვეთა დერეფანი, საიდანაც ჩემს დიდ მისაღებში აღმოჩნდა. – რაღაცები შეგიცვლია, – კარიდანვე შეათვალიერა და მხოლოდ ამის მერე ჩაეშვა პუფში, რა თქმა უნდა პარკები მომაჩეჩა ჯერ.
– შენც არ დაგიკლია ცვლილები, – სიტყვა ბანზე ავუგდე.
– რას გულისხმობ? – სიცილით ამომხედა ტელეფონიდან.
– კარგად იცი, რასაც, – თვალი ჩავუკარი და სამზარეულოში გავედი, ვიცოდი, გამომყვებოდა.
გაზურასთან დამდგარს, ყურში იმხელა ხმაზე ჩამყვირა ‘ბუო’, ყავის მადუღარა ცალკე გადაფრინდა მარჯვნივ, ყავის ქილა წალკე მარცხნივ და მე ზემოთ ავხტი და ინერციით ისე მტკივნეულად დავეცი იატაკზე, მეგონა იქვე დამთავრდა ჩემი უდარდელი ცხოვრება. ფეხი ისე მეტკინა, ჩემმა კივილმა მთელი სადარბაზო შეძრა. მაგრამ, ბედი ნუცასი, მალევე გადამიარა.
– გოგო, შენ ნორმალური ხარ? – დავუყვირე, როცა ისტერიკისგან მეტ–ნაკლებად გავთავისუფლდი.
– მე კი, შენ? – მკითხა სიცილისგან გაწითლებულმა.
– აუ, ახლა მშვიდობით ავდგე ფეხზე და გამასწარი! – ამ მდგომარეობაშიც კი მოვყევი მუქარას, მაგრამ იმ მომენტშიც არაჩვეულებრივად ვიცოდი, რომ ჩემი მშველელი სხვა არავინ იყო და ვაპატიე.
მერე თვითონ მოამზადა ყავა, რაც დარჩა ქილაში, იმითი. მთელი საღამო ჩემს აფერისტობაში გაატარა და დრო და დრო ცინიზმსაც მაპარებდა.
– რაო გუკამ? – ვკითხე სასხვათაშორისოდ.
– ცოლად გამომყევიო, – გაიცინა და ყავა მოსვა.
– გოგო, სერიოზულად! – შევუბღვირე გაბრაზებულმა.
– სერიოზულად გეუბნები, – არც მან დამაკლო ბღვერა.
– რა ცოლად, ხომ არ ღადაობს? – შუბლზე თითები ჩამოვისვი, სიცხე ხომ არ მაქვს და რამე ხომ არ მეჩვენება–მეთქი.
– აუ, ლი, მომწონს, – დასერიოზულდა და ფრჩხილების ნერვიულ კაკუნს მოჰყვა მაგიდაზე.
იმ წუთში მომინდა, რომ ეს დილა არც გათენებულიყო. ჟორჟოლიანის ქორწილის სურვილიც გამიქრა და ზაფხულის საღამოს გრილი ქარისიც, რომელსაც სიამოვნებით შევუშვერდი სახეს.
– თავს არ მისცე უფლება, დიდ გრძნობაში გადაგეზარდოს!
თვალები ამარიდა და მივხვდი, უკვე ძალიან გვიანი იყო.
– აქამდე რატომ არ მოხვედი ჩემთან? – ჩურჩულზე გადავედი, თუმცა მთლიანად მედებოდა პანიკა.
გუკას შეყვარება არაფრით არ შეიძლებოდა, ნუცასთვის არა! წამალზე მჯდომს ვერ მივცემდი უფლებას დაენგრია ჩემი ერთადერთი ბავშვობის დაქალის ცხოვრება.
– ნუცა, შეეშვი! შეეშვი, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ... – ხმაში თრთოლა შემეპარა, მას კი წყალი დაუგუბდა თვალებში.
– შეიცვალა, ლილ... შენ თავს ვფიცავარ, შეიცვალა, – ამოთქვა სლუკუნით.
შემეცოდა. გუკაც შემეცოდა და ნუცაც, ორივე ერთად და ცალ–ცალკე. ასე რატომ ფიტავს ეს უგუნური გრძნობა ადამიანებს? განა არ შეიძლება თითოეულ ქალს შესაფერი მამაკაცი შეხვდეს და თითოეულ კაცს შესაფერი ქალბატონი?! ნარკომანს – ნარკომანი, მშრომელს – მშრომელი და ა.შ, უბრალოდ, შეხვდეთ. განა ბედია გიყვარდეს ადამიანი, რომელიც იცი, რომ დაგანგრევს?
– ვერ გაგიმეტებ, ნუცა... არ შემიძლია, – ხმა წამერთვა და რამდენჯერმე ჩახველება დამჭირდა, დასაბრუნებლად.
– უბრალოდ, დამთმე, – გამიღიმა მტკივნეულად და მეც ტკივილი ჩამეღვარა მთელს არსებაში. – ეს ჩემი ცხოვრებაა, ლილი. თუ სიყვარული იქნება ჩემი სიკვდილის მიზეზი, მე მზად ვარ, თუნდაც ახლა, დავიღუპო! – არ წყვეტდა ღიმილს და ტირილსაც იკავებდა და მე სერიოზულად მშურდა მისი ასეთი უბოროტო ბუნების.
– რამდენი ხანი იყავით ერთად? – ვკითხე და ყელში მომდგარი ბურთი უკან გადავუშვი.
– ერთი თვე იყო აქ...
დაახლოებით სამი კვირა არ მყავდა ნანახი ნუცა. გამოდის, რომ იმ ერთ კვირას თავის სამსახიობო ოსტატობას აქსოვდა ყველა ქმედებაში, რათა დაემალა ჩემგან გრძნობებისა და მამაკაცის დაბრუნების ამბავი.
– მის შვილზე რას იტყვი? არ გეცოდება?
– თავისი შვილიანად, დედამისი ამერიკაში გადაიხვეწა. ბოლოს რომ ნახა გუკამ, უთქვამს, რომ არასდროს ეცოდინებოდა ალექსის, ვინ იყო მამამისი.
და ბოლოს იტირა. ერთად მოწოლილ ამხელა ზვავს, ბოღმისა და დარდის, ვეღარ გაუძლო და იტირა.
მერე მოეშვა. ზოგადად, ასეა. იტირებ, დაიცლები და მოგეშვება.
ბევრი მოვწიეთ. ამდენი სიგარეტი ცხოვრებაში არ მომიწევია ერთდროულად.
და საბოლოოდ, ძალიან ბევრი ვიცინეთ.

გვიან გაგვეღვიძა. უფრო სწორად, მე გამეღვიძა და მისაღებში გაშხლართული ნუცაც გავაღვიძე. უკმაყოფილებისგან რამდენჯერმე ამოიზმუვლა, მაგრამ, როგორც გვერდი იცვალა, მიხვდა რაზე ეძინა და სწრაფად წამოხტა.
– კარგია ჩემი რბილი ნოხი? – სიცილით ვკითხე.
თვალები მოისრისა და ხელებზე დაიხედა.
– რაც მია გარდაიცვალა, მას მერე არ გაგირეცხავს ეს ნოხი? – პანიკაში ჩავარდა, ძაღლის ბეწვები რომ ჰქონდა მთელს ტანზე.
– არა, სამზითვოდ ვინახავ, – გადავიხარხარე და წამოვდექი.
ნუცასთვის პირსაწმენდი და ჩემი ტანსაცმელი გამოვიღე და გადავუყარე.
– შედი, იბანავე და მერე გავიაროთ, ხვალაა ქორწილი, – თვალი ჩავუკარი.
ფუსფუსისას მივხვდი და გავიხსენე, რომ ფეხი მტკიოდა. მოსაკლავია ეს გოგო და მე ასე მშვიდად ვხვდები ამ ფაქტს? მაგრამ ჩემი დამატება აღარ უნდა... მოუმჯობინდება განწყობა და ნახოს როგორ გადავუხდი სამაგიეროს!
სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარასთან დავდექი, სანამ წყალი ადუღდებოდა და ის ქალბატონიც გამოვიდოდა სააბაზანოდან, საფიქრელად საკმარისი დრო მქონდა.
ჰოდა, ვიფიქრე ყველაფერზე. მივხვდი, რომ უკვე დეპრესია მეწყებოდა სახლში ჯდომისგან და სასწრაფოდ მესაჭიროებოდა სამუშაო. იმასაც მივხვდი, რომ დედას ძალიან ვამძიმებდი და ახლა ჩემით ჩანაცვლების დრო იყო. სასწრაფოდ უნდა მომეძებნა რამე.. აბა, ტყუილად ვიმძიმე სწავლით თავი ჯერ თორმეტი და მერე კიდევ ხუთი წელი?!
იქნებ მერე ვინმე კარგი ფულიანი და ღიპიანი კაციც ‘მეშოვა’ და დავმჯდარიყავი სახლში, სულ მოდური ტანსაცმლითა და საუკეთესო საჭმელებით.
ჩემსავე ფიქრებზე გამეცინა და თავი გავიქნიე მათ გასაფანტად.
მუდამ ვირჩევდი თავგამოდებით შრომასა და გრძელ გზას, რომელიც ია–ვარდით მოფენილი არ იქნებოდა, თუმცა ბედნიერება მეგზურად მეყოლებოდა და ეს იქნებოდა მთავარი. ზუსტად ვიცოდი, რომ მომავალშიც გრძელს, რთულსა და მაინც ბედნიერ გზას ავირჩევდი.
– ფული გაქვს? – სამზარეულოში შემოვიდა ნუცა და კიდევ ერთხელ შემაშინა, ოღონდ ამჯერად არ ჩავვარდნილვარ პანიკაში.
– ხო რა, – მხრები ავიჩეჩე, სიგარეტი ღია ფანჯრიდან მოვისროლე და მისკენ შევტრიალდი.
– მასესხე და ჩაგასესხებ, – გაიცინა და ჭიქები გადმოაწყო.
– შენი დანაზოგი სად წაიღე?
იმის გაფიქრებაზე, რომ გუკას მისცა ფული, რომელსაც წლები აგროვებდა, მანქანის საყიდლად, გამცრა.
– დავაბანდე, – გამცა ყოყმანით პასუხი.
– რატომ აკეთებ ასეთ სისულელეებს? ხომ იცი, რომ არაფრის დამბრუნებელი არაა? რატომ მიეცი, რომ ისევ დაკაიფდეს? – წყობიდან გამოვედი, თუმცა ისევ შევძელი სიმშვიდის შენარჩუნება და ამჯერადაც არ ამიწევია ხმას. რომ ამეწია, უეჭველად დავკარგავდი და ნამდვილად არ მსურდა ქორწილში ჩურჩულით საუბარი.
ქერა თმა უკან გადაიწია, ლიმონიანი ჩაით სავსე ფინჯანი მომიცურა, ჩემს პირდაპირ სკამზე მორთხმით დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. თვალებში ვერ მიყურებდა და ხან სად ყინავდა მზერას, ხან სად.
– არ იკაიფებს... – მითხრა მტკიცედ. – ჩემი თავი დაიფიცა.
გამეცინა, რაც შემდეგ ძალიან, ძალიან ვინანე. ვატკინე, რა თქმა უნდა, ისევ ვატკინე. არ მინდოდა, უნებურად მოხდა. უბრალოდ, ასე გამოვიდა, გამეცინა. ნარკომანს არავინ უყვარს, თავისი თავის გარდა. როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდეს ის, ვისაც მასზე გული შესტკივა და მაინც იკლავდეს თავს? ჰო, ნარკოტიკი სუიციდია, პირდაპირი გაგებით და ეს ყველამ იცის, იმათმაც, ვინც მუდმივად იყენებს.
და მაინც, უყვარს კი დამოკიდებულს სხვა?

მერე წავედით. მთელი მაღაზიები მოვიარეთ, მაგრამ ვერც ჩვენთვის ვნახეთ ვერაფერი და ვერც ჟორჟოლიანისთვის. თითქოს კაბები სულ ამოიღეს გამოყენებიდან, ყველგან ‘დახეული’ ჯინსი იყიდებოდა. მე კიდევ რა ვქნა, თუ სპორტული ან ბოლომდე დახურული არაა შარვალი, ვერ ვიცვამ. და მერე ქორწილში...
როგორც იქნა, ერთ–ერთ მაღაზიაში ნუცას მაინც მოეწონა რაღაც. კაბა იყო, წინ ბოლომდე დახურული, თუმცა საკმაოდ მოკლე და ზურგისკენ ჩახსნილი. ისე ბზინავდა, რესტორნის განათებაში თვალს კი არ მოსჭრიდა ადამიანს, დააბრმავებდა.
– შენ მაგ კაბას თუ იყიდი, მე სათვალით მოვდივარ რესტორანში! – განვაცხადე ხმამაღლა.
როგორც ჩანს, კონსულტანტის ყურადღება მივიქციე. ღიმილით მომიახლოვდა.
– გამარჯობა, პირველ რიგში, – გაგვიღიმა სანდომიანი ღიმილით.
და მე კი შუბლზე კითხვისნიშნები გამომეხატა, უზარმაზარი კითხვისნიშნები.
– რამდენადაც გავიგე, მისმა ბზინვარებამ შეგაწუხათ...
ბლა, ბლა, ბლა... თავიდან იმხელა მონოლოგს მოჰყვა, კინაღამ ზედმეტადაც დავატოვებინე ფული ნუცას და წამოვიყვანე. ბოლოს კი მივიდა იქამდე, სადაც უნდა დაეწყო და ლაკონურად ეთქვა, და აგვიხსნა, როგორც იქნა, რომ ღამის განათებაზე (‘კლუბისებრი განათება’ – როგორც თავად აღნიშნა) არ ბზინავს, უბრალოდ, კრემისფერი კაბა ხდება.
ჰოდა, იყიდა.
იმავე მაღაზიაში მოგვეწონა ოქროს საათი. იმდენად თვალისმომჭრელი იყო, თუმცა ორმაგად ძვირი... 5 სამი ნულით, მეც გავთხოვდები და მაჩუქონ–მეთქი, გავიფიქრე თავიდანვე.
მაგრამ, ბოლოს, ვუყიდეთ. ორივეს საჩუქარი ცალ–ცალკე მაინც მაგ ფასში გამოვიდოდა და ჟორჟოლიანი ისეთი გოგო არ იყო, ადვილად რომ გამოვძვრებით ხოლმე... ზედმეტად მომთხოვნი იყო და იაფფასიანს არც გვაპატიებდა.

მაღაზიიდან გამოსულმა მოპირდაპირე მხარეს თვალი მოვკარი მანეკენზე მორგებულ კაბას. შორიდანაც კი იმდენად თვალისმომჭრელი იყო, მივხვდი, ჩემთვის შეეკერათ. ხელი ჩავკიდე და ისეთი სისწრაფით წავიყვანე გადასასვლელი გვირაბისკენ, ერთი–ორჯერ წაქცევას გადაურჩა. ისე კი, ღირსი იყო! მაინც ვერ ვაპატიე.
– ღმერთო, ჩემია! – აღტაცებულმა წამოვიძახე, როგორც ვიტრინასთან დავდექი და სახეზე ხელები ავიფარე.
ისე გამიხარდა, ზუსტად ისეთი კაბა რომ ვიპოვნე, რომლის შეკერვასაც ვაპირებდი, რომ დავბზრიალდი, ასე, შუა ტროტუარზე. ერთი წრე რომ არ ვიკმარე, მეორედ კიდევ დავტრიალდი და წვა მომედო ისევ ნატკენ სხეულზე.
ინერციით უკან დავიხიე და იმდენად სწრაფად მომივიდა, დაბლა როგორ გავიშხლართე, ვერ მივხვდი. თან ისეთ ცუდ პოზაში, რომ პირველი, რაც გავაკეთე, ღმერთს მადლობები გადავუხადე, დღეს რომ შარვალი ჩავიცვი, მიუხედავად მცხუნვარე ზაფხულის თბილისის ბუღისა.
მაშინვე ვერ გავიაზრე, რა მოხდა. უბრალოდ, მომეწონა ცივ ასფალტზე კოტრიალი. რამდენიმე წუთში კი ჩრდილი ვიგრძენი, თავთან რომ მომეფარა და შეშინებულმა გავხენი თვალები. ნაცნობი ადამიანი დამჩეროდა ბრაზისგან სახეწაშლილი. მაშინღა მივხვდი, რაც მოხდა და ფეთიანივით წამოვხტი.
ვერ მივხვდი მე უნდა მეჩხუბა თუ მას. უბრალოდ, გამიღიმა. „ეს მორიელია!“– გავიფიქრე ანაზდად და გამეცინა. ეს ზოდიაქოს სიყვარული დამღუპავს მე!
– სასაცილოა რამე, მოქალაქევ? – ამრეზით შემომხედა.
როგორც წესი, ზიზღი უდგებათ ხოლმე თვალებში ასეთ პიროვნებებს, როცა ჩემნაირ რიგით ადამიანებს ეჯახებიან და მთელს ქალაქს შემოიხედებენ ამით. მას ჩვეულებრივი თვალები ჰქონდა, პოლიტიკოსისთვის უჩვეულოდ წრფელი.
– მე... მაპატიეთ, – ამოვიჩურჩულე. – მაგრამ მაინც თქვენი ბრალია! – დავამატე ფხუკუნით.
კოკა ჟორჟოლიანმა ჩაახველა და ირონიული სახე მიიღო.
– ვინმემ სასწრაფოდ დაუძახეთ, მგონი ამ გოგონას სერიოზული პრობლემა აქვს! – ოდნავ ხმამაღლა, თუმცა დინჯი და ცინიზმით სავსე ტონით უთხრა შემოკრებილ ხალხს, დაჟინებით რომ აკვირდებოდნენ სანახაობას და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.
– პრობლემები თქვენ შეგექმნებათ, ბატონო კოკა, ტონს თუ არ დაარბილებთ! – მივუახლოვდი, მკერდთან საჩვენებელი თითი გავუშალე და ამაყად ავხედე.
გვიან გამიჩნდა კითხვა: საიდან ამდენი სითამამე? მე ხომ მუდამ ის გოგო ვიყავი, ჭიანჭველასაც რომ არ ადგამდა ფეხს?
მამაკაცმა ჩაიცინა, ისევ ირონიულად, ოღონდ ახლა მეტად ირონიულად, პიჯაკი, რომელშიც ოთხციფრიანი თანხა აქვს უეჭველად გადახდილი, შეისწორა და დინჯად გაშორდა ბრბოს.

სული რომ მოვითქვი, მაშინღა მივხვდი, რომ მაღაზიაში ვიყავი და ნუცა გამწარებული მინიავებდა რვეულით.
– ეს რა არის? – ვკითხე დებილივით და დაბლა დავიხედე.
პუფის გვერდზე, იატაკზე, ყვითელი სითხის რამდენიმე წვეთიღა ესღა ჭიქაში. მისგან ისეთი მწვავე სურნელი ამოდიოდა, ბევრი ფიქრი არ დამჭირდა, ვალერიანით სცადეს ჩემი მოსულიერება. არადა, არც მახსოვს, როდის გამოვშტერდი.
– შოკში იყავი, – გადაიხარხარა და რვეულის ქნევაც შეწყვიტა.
– გოგო, ვფიქრობდი ჩემთვის! – თვალები დავუბრიალე.
– აზრზე ხარ მაინც, ვის ეტლიკინე და რა ეტლიკინე? – დასერიოზულდა უცებ.
მახსოვდა, არაჩვეულებრივად, რაც მოხდა და კიდევ რომ მომცემოდა შანსი, ისევ იგივეს ვეტყოდი. ოღონდ ერთი არ მესმოდა: რა შემეძლო ასეთი, რომ ვეჭიმებოდი?..
– ვარ, ნუც, შენი ჭირიმე, არ გინდა რა, – სიცილით ავიქნიე ხელი და ფეხზე წამოვდექი.
თავბრუ რომ დამეხვა, ნუცა გვერდზე მედგა და მისი წყალობით გადავრჩი იატაკზე გართხმას. არადა, გუშინ დამანგრია!
– დაჯექი რა, – ამოისლუკუნა შეშინებულმა.
– გოგო, დამშვიდდი... – ნერვიულად გავუცინე და კედელს მივეყუდე. – ასე ხშირად მომდის, ორ წუთში გავა, – დავამშვიდე და ვიტრინისკენ გავიხედე.
ჩემი კაბა ისე მიღიმოდა, სულ გადამავიწყდა ცუდად ყოფნა. არეული ნაბიჯებით მივუახლოვდი და რბილ მატერიას ხელი ჩამოვუსვი. სულ მიყვარდა თეთრი ფერი, მაგრამ ეს იყო რაღაც განსაკუთრებული. ტიტები გამახსენდა, უფრო სწორად, ვიფიქრე, რომ ძალიან დაამშვენებდა ტიტების დიდი თაიგული. გავახმოვანე.
– აი, ხვალ ვინმე ფულიანი ტიპი ‘გაგეჩითება’, მოეწონები და გაჩუქებს, – გაიცინა და კონსულტანტს უხმო.
– შენი ჭირიმე, ეგ ტიტებს კი არა, ვიცი რასაც მაჩუქებს და წინასწარ ვაცხადებ, თავისთვის დაიტოვოს! – წამოვიძახე.
ძალიან კარგად გაგვეცინა, მუცლის ატკიებამდე. უფრო სწორად, რაღა მდე, აგვტკივდა და ეგაა.
მერე გავისინჯე. ჩემს ფორმებს ‘დააკვდა’, როგორც ჩემს უბანში იტყვიან ხოლმე.
– უკან ეგ ელვა ვინმე ღიპიანმა ‘მილიანერმა’ არ ჩაგიხსნას, ფრთხილად იყავი! – მიჩურჩულა ნუცამ.
ისეთი მუჯლუგუნი ვუთავაზე, სიცილისგან გაწითლებულს უმალ დაედო მკვდრის ფერი.
– ნუ გადამრევ, ამოისუნთქე! – პანიკაში ჩავვარდი მე.
მაშინვე ამოისუნთქა და სიცილი გააგრძელა.
– ასე თუ გავაგრძელეთ, ხვალ ქორწილში კი არა, საავადმყოფოში ვიქნებით ჩვენი ლამაზი კაბებით! – ვიყავი სერიოზული.
პოლიტიკის თეორია [ნაწილი პირველი]


საღამოს თეკლამ მომწერა. თურმე კოკას მოუთხოვია, რომ სტუმრების სიიდან ამოვეშალე. უფრო სწორად, სიტყვა–სიტყვით ასე უთქვამს: „ეგ თავხედი არ დამანახო სტუმრების სიაშიო!“. ფერები გადამივიდა. ისე გავბრაზდი, მომინდა ოთახში ყველაფერი გადმომეყირავებინა.
„ამომშალე!“ მივწერე პასუხი.
ისე გავბრაზდი, სულ გადავიფიქრე წასვლა. აღარც ჩემი თეთრი კაბა მინდოდა და აღარც ‘მილიანერის’ ტიტები. მაგ კაცს რა უნდა, ისე ვანანო, რომ სულის მოთქმა არ დასცალდეს? მაგრამ ვის რა უნდა ვანანო, აშკარად მორიელია ტიპი! მტრისას მისი გადამტერება... თუმცა ის არ იცის, მე რომ ლომი ვარ, ხო? ხოდა, გაიგებს.
„ნუ მეღადავები, თორემ სათითაოდ დაგაპუტავ მაგ თეთრ თმებს!“ დამემუქრა.
„არ შემიძლია, რაა“ ისევ მივწერე.
„დედას გეფიცები, არ გაპატიებ!“
და მერე სხვა გზა არ დამრჩა. ჟორჟოლიანებს უდავოდ საუკეთესო მტრობა შეეძლოთ. მე კი ნამდვილად არ მსურდა მტერი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამაჩნდა, ბატონი მომავალი პრეზიდენტის სახით.
აი, მანდ კი წასულია შენი საქმე, ლილი!
ამ კაცს გარანტირებულ პრეზიდენტობას უქადიან...

დილით ნუცამ დამასწრო. იმდენად უღიმღამოდ ვიყავი წინა ღამეს და იმდენად გამიქრა სურვილი, მაღვიძარა არც დამიყენებია. უბრალოდ, ნუცაც საკმარისი იყო და ვიცოდი. თორემ, როგორც არ უნდა ვყოფილიყავი გაბრაზებული, მის გასამწარებლად მაინც წავიდოდი!
ცხრა სრულდებოდა, ოთახში რომ შემომივარდა და წყლის წვეთები სახეში მომაპკურა.
– ნორმალური ხარ? – წამოვხტი კივილით.
– რა იყო, ტონალურით გეძინა? – დამცინა დაუზარელად.
– მორჩი რა, ნუ სულელობ! – ხელი ავიქნიე და სარკეში ჩავიხედე.
გუშინდელ გაჭირვებაში, სულ დამვიწყებია ტონალური, რომელიც გასვლამდე წავისვი თხელი ფენით.
– ჩაიცვი, ათზე სალონში ვართ ჩაწერილები, – დაიყვირა და ფუსფუსით გავიდა ოთახიდან.
ჰიგიენის ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევედი. შხაპი ის იყო, რაც მჭირდებოდა.

ნუცამ იმდენი იკაპრიზა, მესამე ვარცხნილობა ძლივს მოიწონა. ამის გამო, ჯვრისწერა გამოვტოვეთ და პირდაპირ რესტორანში მივედით. ჯერ ადრე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯვრისწერაზე ისეც არ წასულიყო ბევრი.
მაგიდები დანომრილი იყო და ჩვენს საშვებზე ეწერა ნომრები. პატარძლის მაგიდასთან საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა ჩვენი, ხუთადგილიანი მაგიდა. ორი ჩვენ შევავსეთ და ინტერესით ვკვდებოდი, ვინ იქნებოდა დანარჩენი სამი ადგილის მფლობელი.
ნელ–ნელა შემოემატა რესტორანს ხალხი და სულ მალე თეკლაც გამოჩნდა. ისეთი ლამაზი იყო, რომ არ მოველოდი. ფეხზე წამოვხტი და ჩავეხუტე. იმდენად ძლიერად შემოვხვიე ხელები, კინაღამ წავაქციე. კლასიკური, ტანზე მომდგარი კაბა რომ არ სცმოდა, აუცილებლად წაიქცეოდა.
– გამიხარდა, რომ მოხვედიით! – სიტყვა გაწელა და კიდევ ერთ წრეზე ჩაგვეხუტა სათითაოდ. – რა მაჩუქეთ? – ფხუკუნით დაიჩურჩულა.
– ოო, მოგეწონება! – თვალი ჩავუკარი და სიძეს გადავხედე. – გილოცავ გაბედნიერებას, შენ ხომ არ იცი, როგორ გაგიმართლა! – მასაც ჩავუკარი თვალი და მორიდებით გადავეხვიე.
პრინციპში, არ იყო ცუდი ბიჭი. უბრალოდ, დოლარები უკეთესი ჰქონდა.
ისევ მაგიდასთან დავბრუნდით. გამიკვირდა, როცა ჩვენს მაგიდასთან ახვლედიანები შეჩერდნენ. ცოლ–ქმარი ახვლედიანები, ასე ვიტყვი.
– ნუცა, ლილი! – გახარებულმა წამოიძახა ანამ და სათითაოდ გადაგვკოცნა. – უი, როგორ გამიხარდა, თქვენთან რომ დაგვსვა თეკლაამ! – გულწრფელი ბედნიერება აუკიაფდა თვალებში.
– როგორ ხართ? – გავუღიმე ორივეს.
– უიმე, ცოტა ვირუსიანობა გვქონდა, ახლა არაგვიშავს! თქვენ როგორ ხართ? ისევ მარტო დადიხართ ეს ანგელოზივით გოგონები?
ანა სულ რაღაც 35 წლის იყო, მაგრამ იმ მომენტში ისე ლაპარაკობდა, უცხოს სამოცი წლის მოხუცი ეგონებოდა.
– აბა, ჩვენი მოსაწონი ვერავინ გამოჩნდა, – საუბარში ჩაერთო ნუცა.
– ვუიმე, ნუ აგვიანებთ, თორემ მერე ათასი პრობლემა იცის, ხომ იცით... – შეიცხადა ანამ.
– ნეტავ ვინაა მეხუთე ადგილის პატრონი? – სიტყვა ბანზე ავუგდე ქალბატონ ახვლედიანს და ინტერესით გადავხედე ცარიელ ადგილს.
– იმედია, მამაკაცი იქნება, თორემ სუიციდით დავასრულებ, ამდენ ქალში! – გადაიხარხარა ბატონმა ახვლედიანმა.
– ლევან, აქამდე მიმართავდი სუიციდს, ნარცისი რომ არ იყო! – ჩემი ზურგიდან ისეთი ბოხი და ნაცნობი ხმა მომესმა, უნებურად ამივიდა თმა ყალყზე.
„ღმერთო, მეღადავება თეკლა?“ – გავიფიქრე, როცა ჩემსა და ლევანის შორის, ცარიელ ადგილას დაჯდა კოკა ჟორჟოლიანი.
რატომღაც არ გაკვირვებია, იქ რომ დავუხვდი, თუმცა ვიგრძენი, როგორ გადაეკრო ირონიული ღიმილი, ჩემი სხეული როგორც კი დაიგულა ნერვიულობისგან დაჭიმული.

ვერ გეტყვით რამდენჯერ დამგესლა, რადგან თვლაში სათვალავი ამერია.
ღერს ღერზე ვეწეოდი, კოლოფს კოლოფზე ვცლიდი და ჩემს შინაგან ლომს ვერაფრით ვაღვიძებდი. ყელში მყავდა უკვე კოკა და ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ვკარგავდი.
სასმელიც მეკიდებოდა, თან როგორ.
– კაცური საქციელია ქალის ყველა მილიმეტრში დაცინვა? – ბოლოს, როცა მწვერვალს მიაღწია, მეც გაჩუმებას დაცლა ვარჩიე. თან გრადუსიც ისე შემიჩნდა და ისე ამატლიკინა, მტრისას.
– ქალური საქციელია სითავხედის გამოვლინება? – არ დამითმო მან.
– სითავხედეს სიმართლეს ეძახით, ბატონო კოკა? – ახლა მე მომედო ირონია, ისე, თითქოს მისგან ამოვწოვეო.
– სიმართლეს რას ეძახით, მოქალაქევ?
ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი სახელიც იცოდა, გვარიც, ასაკიც, მისამართიც და ფეხის ზომაც კი, მაგრამ შეგნებულად არ მომმართა სახელით. მოქალაქე, არა? მაშინ ყველა ქვეყნის მცხოვრები თანაბარუფლებიანია, ბატონო ჟორჟოლიანო მიფრთხილდით!
– ტეხავს, თქვენ რომ აპირებთ ქვეყნის სადავეების მორგებას, მოქალაქევ! – თვალი ჩავუკარი.
პიკი იყო მისთვის.
ნუცა მარჯვნიდან მიწითლებდა გვერდებს, ახვლედიანები კიდევ გაფითრებულები გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს. ვეცოდებოდი ან ის ეცოდებოდათ.
ისეთი თვალებით შემომხედა, მეგონა, რომ ამიღებდა, გარეთ გამიტანდა და ცოცხლად დამმარხავდა.
– არც კი გირჩევ, ჩემთან დაპირისპირებას, ლიპარტელიანო! – ბოხი, ძალიან ბოხი ხმა ჰქონდა, მთელ ტანში ჟრუანტელად რომ მომედო და გამცრა.
და მაშინ მივხვდი, რომ აფეთქება უნდა მომეწყო. ანუ ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა.
ჰოდა, ვთქვი:
– კენჭი უნდა ვიყარო!
ოთხივემ რომ წაშლილი სახეებით შემომხედეს, ეგ დავაფიქსირე. მერე ყველაფერი ჩვეულებრივი იყო.
ზუსტად, კანდიდატურა უნდა წარმედგინა! სწორედ რომ საპრეზიდენტო ასაკის ვიყავი.
***
გამარჯობა, ჩემო ტკბილებო.
პირველ რიგში, მიხარია, რომ/თუ წაიკითხეთ!
უცებ დავუბრუნდი ჩემს ძველ ჟანრს, ცოტა ხნით.
ამ ისტორიას შევეკედლოთ მოდი ამ ეტაპზე...
გამოძიების თეორიასაც აუცილებლად გავაგრძელებ, ოღონდ ამ მომენტში ვერ ვახერხებ, მომიტევეთ, ძალიან მრცხვენია, მართლა.
მიყვარხართ და იმედია მოგეწონათ.
ინტერნეტს ვემშვიდობები ცოტა ხნით და იმედია მალე დაგიბრუნდებით მეორე ნაწილით ^_^



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ძალიან მომეწონა.საინტერესოა.ველი ახალ თავს არ აქვს მნიშვნელობა როდის დადებ.
მართლა ძაან მომეწონა ❤❤❤

 


№2  offline წევრი N7

gvanciko_gvancunia
ძალიან მომეწონა.საინტერესოა.ველი ახალ თავს არ აქვს მნიშვნელობა როდის დადებ.
მართლა ძაან მომეწონა ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამახარეე love love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი teddy))

Uxx momewona :* gansxvavebuli siujetia :* xo martla gilocav kidev ertxel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent