შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (3)


1-03-2016, 00:45
ავტორი natia_888
ნანახია 2 174

***
სხეულში სისხლი გამეყინა... ერთ ადგილზე გავშეშდი... გონება ბინდმა მოიცვა... სადღაც სხვაგან აღმოვჩნდი, რეალობისა და აბსტრაქციის გარჩევის უნარიც კი დავკარგე.... ალბათ გაგიკვირდებათ, ასეთი რა მოხდა რომ ამ გოგონას სხეულსა თუ სულში ფეიერვერკად აღდკინდაო, მაგრამ მიხვდებით , თუ თავს თექვსმეტი წლის გოგონას ადგილზე წარმოიდგენთ, რომელსაც პირველი კოცნა ორი დღის გაცნობილმა, ღვთაებრივად სიმპატიურმა, იდუმალმა ყმაწვილმა მოპარა...
- რას აკეთებ? - არც კი ვიცი საკუთარ თავში, როგორ ვიპოვე ძალა თავი დამეღწია მისი ბაგეებისგან, არც ის ვიცი როგორ შევძელი ჩემ მზერას შეფეთებული მისი უძირო თვალებისთვის შეუპოვრად მეყურებინა, მუხლმოუკეთლად და გულწაუსვლელად, მაგრამ შევძელი და მიჩუმებული ხმით დავსვი შეკითხვა.
- მაპატიე. - სანდრო წამით შეტოკდა, მაგრამ მაინც შემხუთავად ახლოს იდგა ჩემთან. - უბრალოდ... არც მე ვიცი რა დამემართა.
- შემაშინე. - დაბნეული ვსაუბრობდი. ჩემ სახეზე მოლამუნებული მისი ცხელი სუნთქვა, კიდევ უფრო მაბნევდა.
- ვიცი... მაპატიე.... - ნაბიჯი უკან გადადგა. შევშფოთდი. ღრმად ამოვისუნთქე და ჩემში არსებულ უკანასკნელ წვეთს გამძლეობისას ჩავებღაუჭე. მისი მზერა თითოეულ უჯრედში აღწევდა.
- წავიდეთ. - ვთქვი და ნაბიჯი წინ გადმოვდგი. ემოციებით რეტდასხმულმა გონებამ და შიშისგან გახევებულმა სხეულმა მიმტყუნა, ჩავიკეცე.
ტკივილი არ მიგრძვნია, არ ვიცი იმიტომ, რომ ძირს არ დავცემულვარ თუ მიზეზი ჩემი გრძნობადაკარგული სხეული იყო, მაგრამ არ მტკენია. არ ვიცი უგონოდ რამდენხანს ვიყავი, მაგრამ პირვლად გრძნობაზე მოსულს საოცრად მამაკაცურ სურნელში არეული ჰარეი მომელამუნა სახეზე, იმდენად სასიამოვნო, რომ ხარბად ჩავისუნთქე. შემდეგ სხეულმა იგრძნო რაღაც ძლიერი და მხურვალე, დამბურძგლა. თვალის გახელის მეშნოდა, დაახლოებით მივხვდი რისი დანახვაც მომიწევდა და შემეშინდა გონება კიდევ არ დავკარგოთქო. ბოლოს გავრისკე. პირვლად მისი ყელი დავინახე. თითეული ვენა, არტერია, თითოეული ძარღვი მოზაიკად რომ დასტყობოდა. თეთრი, ქათქათა პრეანგის საყელი ჩაეხსნა და მოზაიკისთვის გასაქანი მიეცა. შემდეგ სახე... სისხლივით წითელი ტუჩები და აღაჟღაჟებული ღაწვები საოცარ კონტრასტში მოდიოდნენ ერთმანეთთან... თვალები, თალები საოცრება იყო. უძიროდ ცისფერი, მსგავი არასდროს მენახა. შუბლზე კოპები შეეყარა, წარბები კი, რომელთაგან ერთერთს მამაკაცურად მომხიბლავი შრამი შუაზე ყოფდა, ერთმანეთისკენ მიეზიდა.... ღმერთო ჩემო, ეს ბიჭი არაამქვეყნიურად სიმპატიური იყო.
***
- რა მოხდა? - ისეთი ხმით ვთქვი თავადაც შემეშნდა. სანდრომ თვალები მომანათა. ერთხანს გამალებით დამაცქერდა. გაჩერდა კიდეც, თითქოს ერთ ადგილზე გაიყინაო... დაახლოებით ნახევარი წუთი სერიოზული სახით დამცქეროდა, შემდეგ მომხიბლავი ნაკვთები კიდევ უფრო მომხიბლავმა ღიმილმა გაუნათა.
- ყველაფერს წმინდას ვფიცავარ, რაც კი ქვეყნად გამაჩნია ანგელოზს გავხარ.
რა იყო ამ ბიჭის ბუნება?... საერთად ვინ იყო ეს ადამიანი?! ჩემი რადიკალური ვერსია! არაპროგნოზირებადი, სტაბილურობას მოკლებული... იმას რომ თავი დავანებოთ როგორც ცხოვრობდა, როგორ დაეხეტებოდა ყოველგვარი მარშუტის გარეშე, დილით იღვიძებდა და იქით მიდიოდა, რაც თავში პირველი გაუვლიდა, მისი ხასიათი კიდევ უფრო ცვალებადი გახლდათ. ერთ წუთს ფსიქოპატის მზერით მიყურებდა, შემდეგ მკოცნიდა. წამის შემდეგ ბოდიშს მიხდიდა ყველაფრისთვის და ახლა ისევ სისხლის გამყინავი სიტყვებით იწყებდა ლაპარაკს, გულს საგულედან მიგდება და იძულებულს მხდიდა შემყვარებოდა!!!
- სანდრო დამსვი. - ჩემი მკაცრი ხმა ზარივით გაისმა. ახალგაზრდას წარბიც არ შეუტოკებია ისე დაიძრა და გზა განაგრძო, მზერაც კი არ მოუშორებია ჩემთვის. - სანდრო დამსვითქო. - იმავე ტონით გავიმეორე.
- შენ ხომ არ გაგიჟდი? - ღაწვები კიდევ უფრო წამოუწითლდა.
- უკაცრავად?
- სამი წუთის წინ ხელებში ჩამივარდი გონწასული და ახლა მიკივიხარ დამსვიო??? და კიდევ, როდის მოიშლი სამი წლის ბავშვივით წიკვინს?!!
- შენ ნორმალური ხარ? - როგორც სანდრო ეძახდა „წიკვინს“ განვაგრძობდი... - არა ნამდვილად არ ხარ!!!
- ერთი ამას დამიხედეთ! ჩემს ხელებში დედოფალივით ნებივრობს, თან იმსიმძიმეა ქანცი გამძვრა და თან ქალბატონი აქეთ მლანძღავს!!!
- ამას დედოფალივით ნებივრობას ეძახი?!! გვერდები დამეჟეჟა! - სხვა ვერაფრის თქმა მოვიფიქრე.
- აჰა, უკვე პრეტენზიებსაც ვაყენებთ? - სანდრო მთელი ძალით ცდილობდა სიცილი შეეკავებინა.
- ადამინო რა გინდა? - დავწყნარდი.
- მე? რომ გითხრა გიჟი გეგონები.
- მაგაზე ფიქრით თავს ნუ შეიწუხებ, ისედაც გიჟი მგონიხარ... მგონიხარ კი არა დარწმუნებული ვარ, რომ გიჟი ხარ.
- იცი რა მინდა? - სერიოზული ხმით მითხრა.
- რა? - მეც დავსერიოზულდი.
- რომ სულ ასე მყავდე და ხელი არასდროს გაგიშვა. - აი ისევ, ისევ მთელ სხეულში დამიარა მაღლი ძაბვის ელექტორენერგიამ, ისევ გადამეკრა ბინდა...
- სანდრო გთხოვ შეწყვიტე. - მუდარით ვუთხარი.
- რა შევწყვიტო?
- არ გიცნობ...
- თავად არ თქვი სიკვდილს გადამარჩინე, ანუ პრაქტიკულად გიცნობო.
- შევცდი... არ გიცნობ... ახლა აქ საერთოდ არ უნდა ვიყო... უბრალოდ დავივიწყოთ ეს დღე... სახლში წამიყვანე და ჩათვალე რომ არაფერი ყოფილა.
- და რა იყო?
- თავადაც მშვენივრად იცი რა იყო.
- მინდა შენგან გავიგო.
- იყო ის რაც შენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის კი... ყოველ შემთხვევაში ამ რაღცას დიდი მნიშვენლობა უნდა ჰქონოდა, ახლა თავადაც არ ვიცი.
- პირვლად აკოცე ბიჭს?
- მე არ მიკოცნია! - ტონი გავამკაცრე.
- ვიცი, ვიცი... - თვალი დამნაშავედ ამარიდა. - ის ვიგულისხმე, რომ პირველი იყოთქო...
- მოდი უბრალოდ დავივიწყოთ... გთხოვ...
- კარგი... - წამიერი პაუზის შემდეგ კბილებში გამოსცრა.
- სახლში წამიყვანე.
- კარგი.
რამდენიმე მეტრში მისი მანქანა იდგა. მანქანამდე ხელით მიმიყვანა, ჩაჯდომაშიც მომეხმარა და სახლთან დამტოვა... იქამდე ვუყურებდი მის მიმავალ მანქანას, სანამ ჰორიზონტს საბოლოოდ არ გასცდა...
***


მას შემდეგ სამმა კვირამ ისე გაირბინა სანდრო აღარ მინახავს. რომ გითხრათ დამავიწყდათქო მოგატყუებთ, თანაც მისი თვალები... ამის დავიწყება წარმოუდგენელია.
მე ცხოვრება ჩვეული რიტმით განვაგრძე. სკოლაში დავდიოდი, სალოსთან ერთად კინოში... ნიკა სანდროს გამო შედარებით იშვიათად იცლიდა ჩვენთვის... ასე იყო თუ ისე, ცხოვრება თვის კალაპოტში მიედინებოდა.
პარასკევი დღე იყო. დილით მაღვიძარამ „იმედი გამიცრუა“, მე კი თავად გაღვიძება აზრადაც არ მომსვლია. საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ თვალი ათის თორმეტ წუთზე გავახილე. დაფეთებული წამოვხტი ლოგინიდან. სასწრაფოდ მივიღე შხაპი. კარადიდან ის გამოვიღე, რაც პირველი მომხვდა ხელში, თმა სასწრაფოდ დავივარცხნე და ჩანთას დავავლე ხელი. ისე გამოვიდა, რომ ლურჯ მაღალწელიან ჯინსებში, შავ ტოპ მაისურსა და შავი ფერისავე კეტებში გამოვეწყვე. მაისი იწურებოდა, ვერ ვიტყვი ციოდათქო, მაგრამ ზოგჯერ შემცივდებოდა ხოლმე, ამიტომ შავ სადა ჟკეტსაც დავტაცე ხელი და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი.
დედა და მამა მივლინებაშ იყვნენ, ამიტომ სახლშ უკვე ერთი კვირაა რაც მარტო მიწევდა დარჩენა. არ მოგატყუებთ, ცოტა მეშინოდა, მაგრამ ხან სალოს ვიტოვებდი, ხან მე ვრჩებოდი მასთან, ამიტომ ერთი კვირა ასე თუ ისე ადვილად ჩავამთავრე, მომავალ კვირასაც გავუძლებდი როგორმე.
სკოლა სახლთან ახლოსაა, ფეხით თხუთმეტ წუთში მივიდოდი, მაგრამ იმდენად ჩქარა ვიარე ათ წუთში სკოლის ეზოში ვიყავი და პირველი გაკვეთილის ნახევარსაც მივუსწარი. მასწავლებელმა უპრობლემოდ დამიშვა. მსგავსი საქციელი არ მახასიათებდა და ალბათ მიხვდა რაღაც საპატიო მიზეზი აქვსო. ისეთი დაღლილი ვიყავი ხმამაღლა ვქოშინებდი. კლასი არცკი შემითვარიელებია, უხმოდ დავჯექი ჩემს მერხთან. ათ წუთში გაკვეთილიც გამოვიდა. დაღლილს ჯდომა და დასვენება იმდენად მეამა წამოდგომა არც კი გამიფიქრებია. მეგონა სალო თავად მოვიდოდა მოსასალმებლად, თუმცა ხმა რომელიც გავიგონე აშკარად არ გავდა სალოსას.
- როგორც ჩანს ვიღაცამ საათის ცნობა არ იცის. - სალოსას არ გავდა, მაგრამ ისეთი ხავერდოვანი იყო სიმღერასავით ჩამესმა. თავი ნელა მივაბრუნე უცნობისაკენ და უპს.
- შენ აქ რა გინდა?.. - უძროდ ცისფერი თალები დაჟინებით მომჩერებოდნენ, სისხლივით წითელი ტუჩები კი ალმაცერად იღიმოდნენ.
- დახვედრაც ასეთი უნდა. - ღიმილი სერიოზულმა გამომეტყველებამ შეცვალა.
- ერთი მიზეზი მაინ მითხარი, მე შენ რატომ უნდა შემოგეგებო?
- იმიტომ, რომ მოგენატრე. - ისე თვდაჯერებული საუბრობდა მინდოდა რამე შემომელაწუნებინა, ზუსტად ისე, როგორც პირველი ნახვისას.
- შენს ადგილზე ასეთი თვდაჯერრებული არ ვიქნებოდი.
- მაგრამ ვარ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე მომენატრე. - დამბურძგლა.
- დავიჯერე. - ირონიული გამომეტყველებით ვთქვი.
- ანუ არ გჯერა? - აღშფოთდა.
- არა.
- ეგ არ უნდა გეთქვა.
- რატომ? - ჩანაფიქრს ვერ მივუხვდი.
- აი ამიტომ. - თქვა და მერხზე შემოსკუპებული სანდრო მკვეთრად დაიხარა ჩემსკენ. არც მეტი, არც ნაკლები, მაკოცა. გავშრი.... წამის შემდეგ გონს მოვედი და გაცეცხლებული წამოვდექი ფეხზე
- როგორ ბედავ!!! - სანდროს ყურიც არ შეუბერტყია. მერხიდან არც კი წამომდგარა. უცებ გამახსენდა, რომ კლასში ვიყავი და მდუღრე გადამევლო. სასწრაფოდ თვალი მოვავლე გარემოს და შვება ვიგრძენი. მარტონი ვიყავით.
- ხომ გითხარი მომენატრეთქო. - ალმაცერად მიღიმოდა.
- სანდრო საკმარისია! ასე არ შეიძლება! არ იქცევი სწორად...- ბოლო სიტყვები გულისწყვეტით ვთქვი და ოთახიდან გამოვედი.
- კატო მოიცადე... - უკან გამომყვა მაგრამ კლასის გასასვლელში შემოგებებულმა სალომ მიხსნა მასთან კიდევ ერთი არაპროგნოზირებადი დიალოგისგან.
- გოგო სად იყავი დილით? – მოუთმენლად მკითხა სალომ.
- ჩამეძინა - ვთქვი და ერთად გაგვეცინა ორივეს.


(გაგრძელება იქნება)


.........................


ველი შეფასებებს ჩემო კარგებო <3

დიდი მადლობა თითოეული კომენტარისთვის <3



№1  offline წევრი natia_888

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent