სექსუალური ბოსი! [10]
სექსუალური ბოსი! X თავი. {Dead in the water - Ellie Goulding}– ამ სიმღერის თანხლებით წაიკითხეთ. მაღვიძარას ხმაზე საწოლიდან ლამის წამოფრინდა, მაღვიძარას ისე ძლიერად ჩასცხო ხელი რომ ცოტაც და შემოაფშხვნებოდა. საათს დახედა. 7ის ნახევარი იყო. მხოლოდ ორი საათი ეძინა. ქორწილიდან 4საათზე წამოვიდა, დამიანმა სახლამდე მიაცილა და ისე დაემშვიდობა, ეჭვიც კი შეეპარა სადმე ხო არ მიდის დიდიხნითო. საწოლიდან წამომდგარმა სწრაფად მიიღო აბაზანა, თმები გაიშრო და გარდერობში გადაინაცვლა. გაახსენდა იაკობის დახვედრა, ამიტომ გადაწყვიტა თბილად ჩაეცვა. უცებ მოირგო ჯინსის შარვალი, გრძელნმკლავიანი კრემისფერი ზედა, კომფორტისთვის კი კედები ჩაიცვა. გარეთ გასვლამდე მანტო ჩაიცვა. წინასწარ გამოძახებულ ტაქსსში ჩაჯდა და აეროპორტისკენ გაემართა. იფიქრა დამიანს დავურეკავო, მაგრამ მიხვდა რომ ახლა ტკბილად ეძინებოდა. აეროპორტში ნახვის იმედიდთ აივსო და ფანჯრიდან გარემოს გახედა. მალევე მივიდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე. მათ წინ გაჩერებული მანქანიდან ეკე და კატერინა გადმოვიდნენ. ნიამაც სწრაფად მისცა ტაქსის მძღოლს ფული და მანქანიდან გადავიდა. –აბა როგორი იყო პირველი ღამე?– სიცილით კითხა ნიამ და ხელი კისერზე მოხვია. –ისე ამბობ თითქოს მართლაც პირველი ღამე იყო–თვალების ტრიალით პასუხობს და ხელს ისიც ხვევს. ორივეს ერთდროულად უტყდებათ სიცილი. –ჰა ახლა მართლა როგორი იყო ქორწინებიდან პირველი ღამე? –როგორც ყოველთვის გიჟური– ბოროტული სიცილით პასუხობს, ერთმანეთს შორდებიან და შემოწმებას გადაიან, სავარძლამდე გზას ისევ ერთად აგრძელებენ, უკან კი ეკე მიჰყვება ბარგით ხელში. –ვერც კი წარმოიდგენ რამხელა სიამოვნებაა საყვარელი მამაკაცის მკლავებში ყოფნა– ეჩურჩულება ისე რომ ეკემ არ გაიგოს– ყველგან რომ გეხება, რომ გეფერება...– ტუჩების კვნეტით საუბრობს. –ჰეი, ჰეი დაეშვი, ჯერ არ აფრენილხართ– სიცილით აწყვეტინებს ნია. –ისე ვინ იფიქრებდა რომ ასე მალე გავთხოვდებოდი, თან ვისზე? ბიჭზე რომელიც ჭირივით მეზიზღებოდა– თავის ქნევით ამბობს– ახლა კი ისე ძალიან მიყვარს რომ მის გარეშე ყოფნაც კი მიჭირს – ვეერ იტანდი? შენ არ იყავი ტელეფონზე საუბრისას ლამის ყურმილთან რომ მადნებოდი?– სიცილით ახსენებს მოგონებებს. –კარგი რა– ბუზღუნებს– დამიანი ეგეთი რომ ყოფილიყო მიხვდებოდი მერე როგორი ძნელი ასატანი იყო უჟმურობა და სექსუალურობა ერთად. –ისე დამიანი არ მოდის თქვენს გასაცილებლად? –დამიანი სახლში არც ყოფილა, არც არავინ იყო სახლში. ბოლომდე ჩემი და ეკეს ხელში იყო, მაგრამ მხოლოდ 2 საათით–მოჩვენებითი მწუხარებით ტუჩს ატრიალებს– მე მეგონა შენთან დარჩა. –არა ჩემთან არ ყოფილა– მხრები აიჩეჩა და გუშინდელი დამიანი სიტყვები გაახსენდა. .......... –იცოდე ჭკვიანად იყავი– გაამფრთხილებელი ტონით ამბობს და ხელს ცხვირწინ უქნევს.– მიდი ადი, მეც სახლში უნდა წავიდე. –ჩემთან დარჩი და დილით ერთად გავაცილოთ ეკე და კატერინა– მის კისერზე ხელებშემოხვეული საწყალ სახეს იღებს და ქვედა ტუჩს საყვარლად ატრიალებს. –დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ სახლში აუცილებლად უნდა მივიდე– თავს აქნევს და ნიას მის სხეულზე კიდევ უფრო ძლიერად იკრავს. შუბლს მის შუბლს ადებს და უღიმის. მომაკვდინელლად უღიმის, ისეთი ღიმილით რომელიც მხოლოდ ნიასთვის ემეტება, მხოლოდ მისთვის. –რას მიკეთებ ასეთს?– ჩუმად ამბობს ნია, თითქოს ფიქრებს ხმამაღლა წარმოთქვამსო– შენგარეშე აღარ შემიძლია. შენს უნახავად ერთი დღეც ვერ გავძლებ. –ნუ ამბობს ასე– ჩავარდნილი ხმით წარმოთქვამს დამიანი– ახლა კი შენი წასვლის დროა. –კარგი– სიცილით ამბობს ნია. წავიდოდა, რომ არა დამიანის ძლიერი მკლავები, რომელიც მის სხეულს არ შორდება, სანტიმეტრითაც კი. პირიქით უფრო და უფრო იკრავს სხეულზე.– დამიან თუ არ გამიშვებს ვერ წავალ. –Don't let me go!-ჩურჩულებს ჩუმად და ნიას ტუჩებს, მის ტუჩებს აწებებს. ნაზი, სათუთი კოცნა იყო, ყველანაირი სიუხეშის და ვნების გარეშე. უბრალოდ უკოცნიდა იმ ტუჩებს რომელიც 'დაიჩემა' დაისაკუთრა და გაყოფას არავისთან აპირებდა. –ხომ იცი რომ არასდროს გაგიშვებ. ნაღვლიანი ღიმილი ესახება ორივეს სახეზე, ნია კიდევ ერთხელ კოცნის, კიდევ ერთხელ ძლიერად ეხვევა და მიდის! უკან კი ტოვებს ბიჭს რომელიც უყვარს, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. –მიყვარხარ– სადარბაზოში შესვლამდე ესმის სიტყვები, ღიმილით მისკენ ბრუნდება და კოცნას უგზავნის, შემდეგ კი სადარბაზოში უჩინარდება. ......... –დავურეკავ და მოვალ– ცოტა მოშორებით გავიდა და ტელეფონზე დამიანის ნომერი აკრიფა, დარეკა ერთხელ... ორჯერ... სამჯერ. პასუხი არ ისმის! მხოლოდ ოპერატორის ხმა: ტელეფონი გამორთულია, ან გასულია მომსახურების ზონიდან! თავს იმით იმხნევებს რომ შეიძლება ტელეფონი დაუჯდა ან გაუფუჭდა. არ უნდა ბევრი ფიქრი ამაზე, ცდილობს პანიკა თავიდან აირიდოს. ყველანაირად ცდილობს რომ არ ინერვიულოს, მაგამ მაინც ეფიქრება და ენერვიულება, იქნებ რამე მოუვიდა? ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვით იმშვიდებს თავს და კატერინასთან მიდის, მათგარშემო შემოკრებულ ხალხს ესალმება და კატერინას გვერდით ჯდება. რეგისტრაციის გავლამდე ყველა გუშინდელ დღეზე საუბრობს და სასაცილო მომენტებს იხსენებენ. მალე დგება მათი გაცილების დროც. მაგრამ მანამდე იაკობს აცილებენ, რომელიც აეროპორტში ბარგით ხელში დაადგა თავზე და გამოაცხადა რომ რუსეთში ბრუნდება. ბოლო რამოდნიმე დღე მის ნათესავებთან გაატარა, რის გამოც ნიას მარტო დატოვება მოუწია და ისე დროს ვერ ატარებდნენ. რეგისტრაციის გავლამდე ნიას დაპირდა რომ ისევ დაბრუნდებოდა და მასთან ერთად გაატარებდა მთელ დროს. იაკობის შემდეგ ახალდაქორწინებული წყვილი გააცილეს, ყველა გამოემშვიდებოა, დაქალების გამომშვიდობება კი ყველაზე ამაღელვებელი იყო, რატომღაც ორივეს აეტირა. ეს ბედნიერების ცრემლები კი მალე შეიშრეს. რეგისტრაცის შემდეგ ბედნიერი წყვილი ჰავაიზე გაფრინდა. ნია კი დარჩა მარტო, მაგრამ არა! კიდევ იყო ვიღაც ვისთანაც ნია შეხვედრასაც ელოდა, ამ ორ საათში ისე მოანეტარა, რომ ახლა აქვე რომ ყავდეს კოცნით დაახრჩობდა, ძილშიც კი მასზე ფიქორბდა, ის ესზმრებოდა და ელანდებოდა. მის თავს ყველგან დამიანთან ერთად ხედავდა, ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს ის ის იყო! ის ერთადერთი იყო ვის გამოჩენასაც ყოველთვის ელოდა, ვერ ვიტყვი რომ თეთრ ცხენზე ანხედრებულ პრინცს ელოდა, იცოდა რომ შეიძლება ნებისმიერი შეყვარებოდა. კეთილი და ნთელი დასასრულის მას შემდეგ არ სჯეროდა რაც მამამ მიატოვა, მაშინ როცა სიყვარულს ეფიცებოდა. მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტკივილი მამის წასვლა იყო, მაშინ იგრძნო ყველაზე დიდი იმედგაცრეუება და მარტოობის შიში. მაგრამ არა! ის არასდროს ყოფილა მარტო, მას ყავდა დედა, ყავდა კატერინა და იაკობი. მეტი არც არავინ ჭირდებოდა. კომპანიაში შესვლისას ყველას ყურადღება მიიბყრო, ყველა მას ათვალიერებდა, შემდეგ კი გვერდზე მჯდომს რაღაცას ეჩურჩულებოდა. ნიამ იფიქრა რამე ხო არ მაცხია სახეზე, ან ჩემი ჩაცმულობა ხომ არ უკვირთო. მხრების ჩეჩით წავიდა ლიფტისკენ და დაცარიელებულ ლიფტში შევიდა. სანამ კარები დაიხურებოდა მანამ უყურებდნენ თამანშრომლები. გაკვირვებული ისევ მხრებს იჩეჩს, ელოდება როდის ავიდოდა ლიფტი ბოლო სართულზე, მისდაგასაკვირად ლიფტი არვის გამოუძახებია და საჭირო სართულზეც უპრობლემოდა ავიდა. ღიმილი სახეზე შეახმა, როცა ბატონი ირაკლი და რამოდნიმე უცნობი მამაკაცი შეამჩნია. სხეულში უსაიმოვნოდ გასცრა, ცუდის მოლოდინში გული აუჩქარდა და თვალებში დაუბნელდა. აცახცახებული ბატონ ირაკლის მიუახლოვდა, რომელსაც საშინლად გაცოფებული სახე ქონდა. ნიას დანახვისას კი ერთერთ მამაკაცს დაუძახა. ნიას ჩანთა გამოართვს და იქვე მაგიდაზე დადო უცნობმა მამაკაცმა, რომელიც სავარაუდოდ ბატონი ირაკლის დაცვა იყო. –ბატონო ირაკლი რა ხდება?– თავაზიანად ეკითხება და ყველა გრძნობის დაფარვას ცდილობს, რაც არ გამოსდის. შიში სახეზე ახატია, აკანკალრებულ ხელებზე და ათრთოლებულ ბაგეებზე– სად არის დამიანი? –ის წავიდა!–განაჩენივით ისმის ეს სიტყვები. გონებასი რამოდენიმეჯერ გაიმეორე სიტყვები, რომელიც ექოსავით ტრიალებდა 'ის წავიდა' 'ის წავიდა' 'დამიანი წავიდა'. –კი მაგრამ ბატონო ირაკლი...–ძლივს აბავს სიტყვებს თავს, აკანკარებული ხელი თმაში შეიცურა– რას ნიშნავს წავიდა? –კომპანიის ბიუჯეტიდან 5 მილიონი მოხსნა და წავიდა– მკაცრად მიმართავს ირაკლი– თურმე ქურდი შვილი გამიზრდია –ამას ნუ ამბობთ დამიანზე– უცებ ბრაზდება და დამიანის დაცვას იწყევს– იქნებ რაღაც მისზეზი ქონდა? ცდილობს გაამართლოს, მაგრამ არ იცის როგორ, არაფერი აქვს ჩასაჭიდი, არც ის იცის რატომ შეიძლება ეს გაეკეთებინა, ვერც კი ხვდება. არ უნდა რომ დამიანის ქურდობა დააბრალოს. –მიზეზი? რა მიზეზზე მესაუბრები ნია? არაკაცი გამიზრდია, ვენდე ყველაფერი ვანდე, მან კი რა გააკეთა ხედავ? მოიპარა. 5 მილიონი მოიპარა, ამისთვის კი შენ გამოგიყენა. ბოლო სიტყვებმა ელვის გავარდნასავით გაიჟღერა. ყველაფერი ჩაწყდა სხეულში, მთლიანად გაიყინა, გონებაც. ვერ აზროვნებდა, გახშირებულად სუნთქავდა და მაგიდას ცალი ხელით ეყრდნობოდა, მეორე კი სახეზე ქონდა დადებული. ატირებული დამიანის კაბინეტისკენ მირბის. შიგნით შესული კარებს კეტავს. მთლიან ოთახს ჟალუზებით აბნელებს. ოთახის ცენტრში სიბნელეში მდგარი ჰაერს ღრმად ისუნთქავს და გრძნოს, მის საყავრელ სურნელს, რომელიც ცხვის უწვავს. სხეული უდუნდება და უცერად ძირს ეცემა, ამდენხანს შეკავრებული ცრემლები ჯებირებს ცდება. ჩუმად ტირის, თითქოს არ უნდა სხვებს აჩვენოს მისი ტკივილი, არ უნდა გააგონოს ის თუ როგორ ტკივა. არადა ღრიალი უნდა, მაგრამ ყველაფერს შიგნით, გულში ახშობს. არ მოელოდა ამას, მაგრამ იცოდა, რომ მისი ის სიტყვები რაღაც კარგს არ ნიშნავდა, იცოდე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ შემჩნევა არ უნდოდა. უაზრო ფიქრებს არ ყვებოდა, დავიწყებას ცდილობდა და აი ამ საქციელმა სადამდე მიიყვანა, ახლა ტირის მის გამო ვისგამოც არ უნდა ტიროდეს. ახსენდება ყველაფერი და გული უფრო ეწვება, ისიც ახსოვს როგორ მოუწერა ხელი რაღაც საბუთებზე. ენდო, უპირობოდ ენდო, მაგრამ როგორც ჩანს მისი ნდობა გამოიყენა, მის გეგმაშიც ხომ ალბათ ეს იყო? ორი მამაკაცი წავიდა მისი ცხოვრებიდან, ორივე უსაფუცვლოდ, ორივე სიყვარულს ეფიცებოდა, მაგრამ ორივემ მიატოვა. არ ეგონა, რომ მამის წასვლის შემდეგ კიდევ იგრძნობდა იგივეს, ტკივილს და მარტოობის შიშს. მამამისის წასვლისგან განსხვავებით ახლა ეს უფრო გაუსაძლისია, არ ყავს არავინ ვისაც ყველაფერს მოუყვება ვისთან ერთადაც იტირებს. არც დედაა მასთან, იცის ასე რომ დაელაპარაკოს რუსეთიდან სულ ფეხით ჩამოვა, მაგრამ არ უნდა ანერვიულოს, ვერც კატერინას დაურეკავს და ვერც იაკობს. ბედნიერება წვრილმანებშია, მაგრამ ეს ბედნიერება შეიძლება უცებ გადაიქცეს უბედურებად, ახარებდა ყველაფერი რაც დამიანს უკავშირდება, ახლა კი თითქოს ყველაფერი რაც დამიანს უკავშირდებოდა ტკივილს აყენებს. თითქოს შიგნიდან ყველაფერს უწვავს და უნდაგურებს, ყველა გრძნობას. უყვარს?სასაცილოა მაგრამ მაინც უყვარს. ის ხომ ის ერთადერთია. ეგონა რომ მასაც უყვარდა, ან უბრალოდ ასე უნდოდა და ყველაფერს ვერ ხედავდა. თვალებს ხუჭავდა ბოლოდღეებში მის საქციელებზე და მის სიტყვებზე. ახლა კი იცის, რა არის ნამდვილი ტკივილი. ამ გრძნობას გემო სულ რაღაც წამებში გაუგო, თითქოს მასში ყველა იმედი ჩაკლა, დაასამარა. ტიროდა, ისევ ჩუმად ტიროდა. სუნთქვაც კი უჭირდა, მაგრამ გაჩერება არ შეეძლო, უნდოდა ბოლომდე ეტირა და გრძნობებისგან დაცლილიყო, მაგრამ რაც უფრო ბევრს ფიქრობდა მით უფრო უჭირდა გაჩერება. ახლა ხვდებოდა მისი ბოდიშების აზრს. ყველაზე ძალიან ის ტკიოდა რომ დააჯერა სიყვარული, პირველად იგრძნო ნამდვილი გრძნობის გემო, რომელიც ფარსი ყოფილა. ყველა ის სიტყვა ჯეროდა, ყველა მისი 'მიყვარხარ' გულს უჩქარებდა. ძალაგამოცლილი ძლივს წამოდგა, დამიანის სავარძელში ჩაესვენა და გაიხსენა როგორ ტრიალებდა ხოლმე ამ სავარძელში, როგორ აიგნორებდა ხოლმე, ან როგორ უღიმოდა. ყველაფერი ახსოვს, ყველა დეტალი. მაგიდის ქვეშ ყავით სავსე პლასმამის ჭიქებს მოჰკრა თვალი, მთელი ორი თარო სავსე იყო, ახლა ხვდებოდა ამას რისგამოც აკეთებდა, ეღიმება, მაგრამ არა ლაღი ღიმილით, თითქოს ესეც კი ამწუხრებს. –მან გამომიყენა და ისე მიმაგდო როგორც არაფერი– თავისთვის ჩაილაპარაკა და გაეცინა– მეუბნებოდა მიყვარხარო, მე კი მჯეროდა. რა სულელი ვიყავი– მის თავზე ბრაზდება, ისე მძაფრდება სიბრაზე მასში რომ მაგიდიდან ერთიხელის მოსმით ყველაფერს იატაკზე ყრის. სწორედ ამ დროს ესმის შეტყობინების ხმა და ხედავს განათებულ ნიუთბუქს. განათებულ ნოუთბუქთან მისული დაბლა ჯდება და ნოუთბუქს ფეხებზე იდებს. ეკრანის ნათება მთელ ოთახს ანათებს, ნიას კი თვალებს წვავს. ხედავს შეტყობინებას რომელიც ემაილზეა მოსული. შეტყობინებებს თვალს ავლებს, უცნაური ემაილით გამოგზავნილი ადამიანის რამოდენიმე შეტყობინებას ნახულობს, ერთში ფოტოებია, სადაც კარგად ჩანს დამიანი, კაზინოში. ვიღაც ქერა როგორ ეხვევა და როგორ უკოცნის კისრის მიდამოს, ზიზღით შეჰყურებს ფოტოს, მაგრამ ცრემლები მაინც მისდაუნებლიედ სცვივა. უხეშად იშორებს და მომდევნო შეტყობინებას ნახულობს, იქ კი უკვე ვიდეოა. ვიდეოში ორი გოგო უზის კალთაში, თან თამაშობს და ფსონებს ჩადის. ბრაზით ივსება, ხედავს გალეწილ მთვრალს როგორ ეფერება გოგოებს, უყურებს ვიდეოს გამოგზავნის თარიღს და შოკრიებულს პირი ეჭება, ეს სულ რაღაც 5 დღის წინაა გამოგზავნილი 7–8 საათამდე. მაშინ როცა ნია ტირილით სკდებოდ, დამიანის გამო, ის ამ დროს დადიოდა და კაზინოში ერთობოდა. ეს ის დღეა როდა დამიანი ნიას სიყვარულში უტყდება. ეცინება, ამ სიტყვების გახსენებისას, სიყვარულში გამოუტყდა? ეს ხომ ყალბი იყო? მხოლოდ იმისთვის რომ ნდობა მოეპოვებინა, მხოლოდ ამისთვის და ვსო, არაფერი მეტი. ნოუთბუქს ხურავს, სხვა შეტყობინებების უნახავად და შეძლებისდაგავრად შორს ისვრის, არ იცის რა დროა, არც აინტერესებს და ახლა ამაზე სულაც არ ეფიქრება. ცდილობს არაფერზე იფიქროს, მაგრამ გონებაში 'დამიანი' მაინც უტრიალებს, ცრემლები დაუშრა, რის გამოც დაღლილობამ იმატა, იატაკზე გაწოლილს ისე ჩაეძინა რომ თვითონაც ვერ მიხვდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.