შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (17-18)


2-03-2016, 00:19
ავტორი lipsspil
ნანახია 9 518

მართლა გინდა იმ ვიღაცის მკლავებში აღმოჩნდე? გინდა? – დაუყვირა თამთას, გოგონა გაჩუმდა.. — მითხარი და აგისრულებ ოცნებას!
_​იქ თავს კარგად ვგრძნობდი, არავინ მაშინებდა და მემუქრებოდა
_ ..და ამიტომ მზად იყავი პირველივე გალეშილ ღორთან დაწოლილიყავი? – თამთამ ისევ გაჩუმება არჩია.. მიხვდა დოლიძე საშინლად გააღიზიანა ამ ყველაფერმა..რაღაც მომენტში ინანა კიდეც ასე რომ მოიქცა, მან ხომ სწორედ თორნიკეს გასაღიზიანებლად მისცა პინოს უფლება მასთან ეცეკვა, თან ასე თამამად..
_ ყველაფერი გასაგებია.. ერთი რიგითი ნაშა ხარ დარდის გასაქარვებლად რომ ჟიმ.აობს სახელის გაგების გარეშე! არაფრით გამორჩეული.. ძალიან ვნანობ ასე რომ მოვიქეცი! ამის ღირსი არ იყავი.. – თამთას ცრემლები წასკდა..
_ ნუ იწირპლები! ამით თავს ვერ შემაცოდებ.. ყველაფერი გასაგებია უკვე და მოდი მეც სიმართლეს გეტყვი! შემომხედე.. შემომხედე მეთქი! – თამთას მინისკენ ჰქონდა შებრუნებული თავი და არ უნდოდა მამაკაცისთვის შეხედა. თორნიკე მანქანიდან გადმოვიდა, თამთა ძალით გადმოიყვანა და მანქანას მიაყრდნო. მისი სახე ცალ ხელში მოიქცია და კბილებში გამოსცრა
_ თუ გაინტერესებს მამაშენი მართალი იყო! მართლა შენი ლოგინში ჩაგორება მინდოდა მეტი არაფერი და აზარტში შევედი.. ცოტა ახლოდან რომ გაგიცანი დავიჯერე, რომ სხვებს არ ჰგავდი, მაგრამ უარესი ხარ!!! ყველაზე უარესი! ჩემი საქმე უკვე გაკეთებულია.. მამაშენმა თავისი ჩაბინძურებული საქმე უკვე მოლოკა! ამიტომ რისთვისაც ეს ურთიერთობა დავიწყე შენთან იმას მივიღებ თუ არა გაგათავისუფლებ “ჯადოქრის წყელისგან” და ისევ შეგეძლება თავაშვებული ცხოვრებით ტკბობა! მანამდე კიდევ.. გაფრთხილებ!!! მსგავსი რაღაც რომ განმეორდეს.. სასწაულიც ვეღარ დაგიხსნით! გასაგებია?!.. .. გასაგებიაა?!!!!.. – დაუღრიალა დოლიძემ და ზიზღით ჩახედა თვალებში. თამთა ცრემლებს ვერ იკავებდა, მის ყვირილზე შეხტა და ტირილს უმატა.. საკმაოდ სტკიოდა ყბები, რადგან თორნიკე თანდათან უფრო უჭერდა ხელს სიბრაზისგან.. იძულებული გახდა თავი დაექნია, რომ თავი გაეთავისუფლებინა მისგან. დოლიძემ ხელი გაუშვა და ხმადაბალი გინებით მოუარა მანქანას.
_ ჩაჯექი ახლა, რას უდგეხარ! – გასძახა უხეშად.. თამთა ისევ დაყვა მის ნებას და მანქანის სარკეში გახედა თავს.. საშინლად განადგურებული იყო..ნასვამი, ტირილისგან თვალებჩაშავებული, თმააბურდული და უფერული. თავი შეეზიზღა და უფრო ამოუჯდა გული.
_ ჩემებს ეგრე არ დაენახვო.. თავი მოიწესრიგე და მორჩი არშემდგარ სექსზე გლოვას!!! – თამთამ მორჩილად ამოიწმინდა ჩაშავებული უპეები, თმა ჩამოიშალა და სახლში შევიდა. ოთახში შესულებს თორნიკეს დედის ხმა მოესმა, ვახშმად ეპატიჟებოდა მათ. თორნიკემ უარი უთხრა და კარი მიიხურა. ცივად ჩაუარა გვერდზე, ტანზე გაიხადა და ლოგინში შეწვა. თამთამ შეილას დაურეკა.. ცუდად გავხდი, სახლში წამოვედი და მერე გინახულებო. ყველაფერი უარესდებოდა.. ვერანაირი ძალით ვერ მოერია დოლიძეს.. რაც უფრო მეტად ცდილობდა თავი დაეხსნა მისგან უფრო და უფრო ამძიმებდა საქმეს.. როგორ დააჯეროს, რომ არც კახპაა და არც ნაშა.. როგორ დააჯეროს, რომ არასოდეს მოსწონდა ასე ცხოვრება და არც არასოდეს გასჩენია სურვილი თუნდაც ერთხელ ასე მოქცეულიყო? ამაზე ლაპარაკს თორნიკესთან აზრი არ ჰქონდა.. ქალწულობაზე თავის დადებით მარტო უარესად დაიმცირებდა თავს..ახლავე რომ ეთქვა ახლავე შეიძლებოდა დოლიძეს ეს გადაემოწმებინა..არა სამედიცინო ხერხით! ორი დღის მერეც რომ ეთქვა უკვე აუცილებლად იფიქრებდა ოპერაცია გაიკეთე, რომ სახელი აღგედგინაო და უარეს დღეში ჩააგდებდა.. ცოტა დროს მისცემს ალბათ.. თამთა ჭკვიანი გოგოა, აუცილებლად გამონახავს მშვიდობიან გზას უამისოდაც. ახლა მთავარია დამშვიდდეს და ამ საშინელი დამცირებების მოთმენა შეძლოს! პირველი შემთხვევა იყო, როცა საკუთარი თავის რჩევას ვერ უსმენდა და უფრო და უფრო უმძიმდებოდა გული.. ნატრობდა სადმე მარტო ყოფილიყო ტყეში და ეყვირა..ეყვირა ბოლო ხმაზე, ხმის ჩახლეჩვამდე, გულის წასვლამდე.. დიდხანს იწვა აბაზანაში, ნერვიულობისგან და ალკოჰოლისგან დაღლილს, მთელი დღის ნასიარულევს და წყლისგან საკმაოდ მოთენთილს მკვდარივით ჩაეძინა.
კვირა უღიმღამოდ მიიწურა.. შეძლებისდაგვარად დაათვალიერეს ნიუ-იორკი, შეძლებისდაგვარად უცინეს ერთმანეთს მშობლების თანდასწრებით და ორივემ შვებით ამოისუნთქა, როცა გამომგზავრების დრო დადგა.
უკანა გზაზე არც ერთი დიალოგი შემდგარა მათ შორის.. მთელმა ცხრა საათმა ისე ჩაიარა ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის.. ორივე უზომოდ ჩაფიქრებული და მოქუფრული იყო. საქართველოში ჩამოსვლისთანავე დოლიძეს ტელეფონი ახმაურდა.. სახლამდე არც გაჩერებულა, დაგროვილ საქმეებს აგვარებდა. ბარგი დამხმარეებს მიანდო და თამთას მოუბრუნდა
_ ნახევარ საათში ჩემთან შემოდი – უთხრა მშრალად და საქმიანად. თამთას მისი ტონი არც შეუმჩნევია, შხაპი მიიღო და თბილად ჩაიცვა. თბილისში უკვე საკმაოდ ციოდა. თმა გაიშრო და გაშლილი დაიტოვა. დაღლილობაც კი უხდებოდა მის ნატიფ სახეს.. ნელი ნაბიჯებით დაიძრა თორნიკეს კაბინეტისკენ, ძლივს შესამჩნევად დააკაკუნა და კარი შეაღო.
_ დაჯექი და დამელოდე – უთხრა თორნიკემ და მუშაობა განაგრძო. პარალელურად ტელეფონზე ლაპარაკობდა, რაღაცეებს ასწორებდა, შენიშვნები შეჰქონდა, ბევრი რამ არ მოსწონდა.. ბოლოს როგორც იქნა მორჩა, ლეპტოპი დახურა და თამთას მოუბრუნდა
_ მაშ ასე.. ისევ საქმიან რეჟიმში გადავდივართ.. კომპანიას იურისტის პოსტი ისევ თავისუფალი აქვს.. აუცილებელია პროფესიონალი კადრი. ამიტომ ჩემთან იმუშავებ, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ და საქორწინო კონტრაქტი და წინა გამოცდილება უფლებას არ მოგცემს სისულელე გააკეთო! ვიცი პროფესიონალი ხარ, ამიტომ განეწყვე ამისთვის! ხვალ სამსახურში გავდივართ..
_​შემიძლია წავიდე?
_​სადმე მიგეჩქარება? – მაგიდას დაეყრდნო დოლიძე
_​არა..
_ მაშინ დავამთავრებ. ალბათ გგონია, რომ შტატებში ის ყველაფრი გაბრაზებულ გულზე გითხარი, მინდა იცოდე, რომ ასე არ არის! საკმაო დრო გქონდა აზრზე მოსასვლელად, ამიტომ მითხარი დრო, როცა მზად იქნები განქორწინებას ხელი მოვაწერო! – თამთამ უზარმაზარი ნერწყვი ჩაყლაპა.. – დიდხანსაც ნუ გაწელავ.. მოთმინებას საზღვარი ნამდვილად აქვს.. ორ კვირაში კიევში მივდივარ, სასურველია თავისუფალი მამაკაცის სტატუსით!
_​სხლა არჩევანი არ მაქვს?
_​მაგალითად?
_​კომპანიაში როგორღა გავაგრძელებ მუშაობას, თუ შენი ცოლი აღარ ვიქნები?
_​..და რა შეგიშლის ხელს?
_​ის, რომ პასუხისმგებლობისგან მათავისუფლებ მეც და ჩემს ოჯახსაც..
_​მაგრამ არა კულუარული კომპრომატებისგან თამთა!
_​ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე როცა მოგინდება მაშინ შეგეძლება მათი გამოყენება?
_​დაახლოებით მიმიხვდი..
_​მაშინ ვეღარ ვიგებ რატომ უნდა დავწვე შენთან..
_ იმიტომ, რომ უფრო მალე არ გამოვიყენო ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენმა სიტყვებმა დამაფიქრა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შენ პროფესიონალი ხარ.. ამიტომ ამ ყველაფრის გარდა ჩვენ გავაფორმებთ განსაკუთრებულ კონტრაქტს, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ის იქნება, რომ წასვლის უფლება საკუთარი ნებით არასოდეს გექნება! სამსახურიდან მარტო მაშინ წახვალ, როცა მე მოვაწერ ამას ხელს.. რა თქმა უნდა მუშაობის ყველა პირობას შეგიქმნი და კარგად შეგინახავ როგორც რიგით დაქირავებულს, ოღონდ! თუ კიდევ რაიმეს გამოთხრას დაიწყებ მაშინვე ავამოქმედებ ჩემს შავ-ბნელ კომპრომატებს.. რა თქმა უნდა ეს პუნქტი ხელშეკრულებაში არ შევა! როგორია?
_​საშინლად მზაკვრული და სასტიკი!
_​მამაშენს დააბრალე! ..შენი თავიც არ გამოგრჩეს..
_​შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოს, მაგრამ მაინც მინდა იცოდე.. ყოჩაღი ბიჭი ხარ, გაიმარჯვე..
_​მადლობა.. – ცალყბად გაიღიმა დოლიძემ
_ ერთი შეხედვით ყველაფერი მიიღე, თუმცა რამდენიმე დეტალს გავუსვამ ხაზს.. ადამიანურს არაფერს მოელოდე ჩემგან! შენთან დავწვები, მაგრამ როგორც არ უნდა ვითამაშო იცოდე, რომ საქონლის ხორცს ეჯაჯგურები და სინამდვილეში მასსავით არაფერს ვგრძნობ! ალბათ ეს ყველაფერი საერთოდ არ განაღვლებს და ერთი მხრივ კარგიცაა.. კიდევ.. ამ ყველაფრის მერე ერთი დღეც არ გავჩერდები ამ აკლდამაში და ჩემს სახლში გადავალ! – თამთამ შეამჩნია როგორ შეეცვალა სახე მამაკაცს – ხვალ ცხრის ნახევარზე ფოიეში ვიდგები.. დროებით! – კარი მთელი ძალით გამოუჯახუნა და ოთახში ავიდა. განქორწინების საბუთები მოამზადა, რეესტრში გადარეკა, ვერსია გაამზადებინა და ხელმოუწერელი ასლები ამოსაბეჭდად გაამზადა.
დილით ადრე გაეღვიძა, საუკეთესო სოლიდური ტანსაცმელი ჩაიცვა, თავს განსაკუთრებულად მოუარა და ფოიეში ჩავიდა. დოლიძე არ ჩანდა.. ტელეფონი აიღო და საბუთებზე გადარეკა..ყველა საჭირო პროცედურა შესრულებული იყო, დამოწმებული და გამზადებული.. თამთას შეეძლო იმ დღესვე მიეღო უწყება. ტელეფონზე ლაპარაკს რომ მორჩა კიბეზე ჩამომავალ თორნიკეს მოკრა თვალი.
პატარა ექსკურსის შემდეგ მისთვის გამოყოფილი კაბინეტი უჩვენა და რამდენიმე საქმის კურსში ჩააყენა. შესვენებაზე გავიდა, სალონში შეიარა, თავიდან ბოლომდე მოიწესრიგა თავი მომავალი საქმიანი ღამისთვის და სამსახურში დაბრუნდა. ერთი სული ჰქონდა როდის მიიღებდა უწყებას, საშინლად ღელავდა.. ეშინოდა მამაკაცის არაერთგვაროვანი რეაქციის სიმართლის გაგების შემდეგ, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო..
ნანატრი დროც დადგა.. თამთამ ხელის კანკალით აიღო განქორწინების საბუთი და ყველა ეგზემპლარს მოაწერა ხელი. დოლიძე კაბინეტში მარტო იყო როცა უწყება შეუტანა. შვიდი დაწყებულიყო, უკვე ბნელოდა.
_​გაეცანი
_​ეს რა არის?
_​განქორწინებისთვის საჭირო ყველა საბუთი.. ყველა ეგზემპლარი ხელმოწერილია.. ყურადღებით გაეცანი და შეგიძლია ამაღამვე მოაწერო ხელი!
_​ასე რატომ ჩქარობ პატარავ? მე ორი კვირა მოგეცი დრო..
_ იმიტომ, რომ შენი სიახლოვე გულს მირევს! მეძავებს ორი კვირა არ სჭირდებათ მოსაფიქრებლად.. თავი გამოიჩინე ამაღამ კურო!!! – უტიფრად დაუხეთქა წინ ფურცლები და კაბინეტი დატოვა “ღმერთო რას ვაკეთებ.. ღმერთო..” ძლივს ესმოდა საკუთარი ჩურჩული საკუთარივე გულისცემის ფონზე. სამსახურიდან ფეხით გავიდა.. საყვარელი ადგილები შემოიარა, ყველა მოგონება და ზანა ერთად ამოუტუვტივდა თავში.. “ეს მარტო სხვა მდგომარეობაში გადასვლაა.. სენტიმენტები საჭირო არ არის.. მართალიამინდოდა, რომ ეს პირველად საყვარელი ადამიანის თბილ ხელებში მომხდარიყო, მაგრამ.. ასე მოხდა.. ეს არაფერს ცვლის და არაფერს ნიშნავს.. ამასაც გაუძლებ!!!” ტაქსი გააჩერა და კიკეთის გზას აუყვა.. თორნიკე უკვე მისულიყო.. მანქანა ჯერ კიდევ ეზოში ეყენა და არა გარაჟში. სახლში შევიდა და შეეფეთა..
_​რომელ საათზე გინდა ხელმოწერის ცერემონია შედგეს?
_​სურვილებს აქ შენ არ ანაწილებ?
_​მერჩივნა შემეთანხმებინა, მაგრამ რაკი ესეა შეგიძლია როცა მოისურვებ მოხვიდე.. მე მზად ვარ!
თამთას საშინლად აუჩქარდა გული.. ძლივს ააღწია ოთახამდე, საწოლზე დაემხო და სასოწარკვეთილი ქვითინი ამოუშვა.. დიდხანს ტიროდა ასე, მერე ძალა მოიკრიბა, წყალი გადაივლო და კრემების წასმას შეუდგა. ცდილობდა არაფერზე ეფიქრა, ცივი გონებით მიდგომოდა ამას, მაგრამ თამთა ქალი იყო, ქალი, რომელსაც თორნიკეს ოთახისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი და თითოეული წამი უმანკოებასთან დასამშვიდობებლად ამზადებდა. კარზე დააკაკუნა, თუმცა თვითონ ხმა ვერ გაიგო..ისიც ბუნდოვნად დაინახა როგორ გაუღი კარი დოლიძემ და შეიპატიჟა.
_​დალევ რამეს?
_​წყალი მინდა – ამოიჩურჩულა და შეეცადა სიმტკიცე შეემატებინა თავისთვის
_​უმანკო გოგოსავით ნერვიულობ თუ მეჩვენება? – ცალყბად გაიღიმა ტორნიკემ, თამთამ არაფერი უპასუხა, წყლის ჭიქა გამოართვა და გამშრალი ყელი გაიგრილა.
_ რაიმე სიურპრიზი ხომ არ გაქვს? – შეათვალიერა თორნიკემ. თამთამ სახის შეურხევლად მოიშორა ხალათი ტანიდან და სავარძელზე მიაგდო. იგრძნო როგორ შეუცვალა სახე მამაკაცს მისმა ჩაცმულობამ.. უფრო სწორად ჩაუცმელობამ.. უზადო ტანი ულამაზესი შიდა თეთრეულით შეემოსა, სავსე მკერდს ძლივს უფარავდა ნახევრად გაუმჭვირვალე ბიუსტჰალტერი.. წვრილ წელსა და ულამაზეს თეძოებზე პატარა, ოქროსფერი ცეპი შემოევლო, რაც ასევე საოცრად სექსუაური საცვალის ნაწილი იყო.. გრძელ, ჩამოთლილ ფეხებს კიდევ უფრო უმაღლებდა ოდნავ შემაღლებული ფეხსაცმელი.. ულამაზესი, ბუნებრივად ოქროსფერი თმა გაეშალა და ლამის წელამდე სცემდა. თვალები დაბლა დაეხარა და შესამჩნევად კანკალებდა. მამაკაცი მივიდა მასთან, ნიკაპი აუწია და თმაზე ხელი გადაუსვა
_ გცივა? – ჰკითხა ვნებამორეულმა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.. არც დაელოდა ისე მიაგება ტუჩები.. სუნთქვა გაუხშირდა, ხელში აიყვანა და საწოლზე მიაწვინა ბუნების ეს ულამაზესი ქმნილება.. სწრაფად მოიშორა ტანსაცმელი და თამთასაც უხეშად შემოაძარცვა რაც ეცვა.. მთელი არსებით დააკვდა მის სხეულს, თავიდან ბოლომდე შეისრუტა მისი თითოეული ნაწილი და ვნების პიკს მიღწეულმა გაუცნობიერებლად გამოასალმა ქალწულობას.. თამთას ხმა არ ამოუღია..საშინელი ტკივილისგან სახე დაემანჭა მხოლოდ და ცრემლები ღაპა-ღუპით წამოუვიდა.. ვნება დამცხრალი მამაკაცი გაოცებული, გაურკვეველი სახით უყურებდა მას და დაჯერება უჭირდა.. მიხვდა! აბსოლუტურად ყველაფერს მიხვდა და ბავშვივით ჩაიკრა გულში.. შუბლი, კულულები დაუკოცნა, ცრემლები ამოუშრო და ძალაგამოცლილი გულში ჩაიკრა..
_ რატომ, რატომ არ მითხარი სულელო რატომ?!.. – ეჩურჩულებოდა ნაწყევტ-ნაწყვეტ და არც ერთი წამით არ უშვებდა ხელს.. თამთას არაფერი უპასუხია.. არც ძალა ჰქონდა საამისოდ და არც ყელში მოწოლილი ბურთი აძლევდა ამის საშუალებას.. პარადოქსი იყო, მაგრამ საკუთარი ქალწულობა, ქალწულობის ამრთმევის მკერდზე გამოიგლოვა.
******************
თვალი არც ერთს მოუხუჭავს.. თამთამ რამდენჯერმე სცადა ადგომა, მაგრამ თორნიკეს ისე ყავდა ჩახუტებული გასაქანს არ აძლევდა..
_ არ წახვიდე გემუდარები.. დარჩი ჩემთან.. ეს რა გავაკეთე.. – ბოდავდა პერიოდულად – რატომ არ მითხარი, რატომ! – აღმოხდებოდა სიბრაზე დროდადრო. თამთას დიდად არ ჰქონდა შებრძოლების და შეპასუხების თავი, ამიტომ მთლიანად დაჰყვა მის ნებას და მის მკერდზე გაინაბა.. “მორჩა..ყველაფერი მორჩა.. დასრულდა, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება.. აქედან რომ ავდგები მთლიანად დავივიწყებ ამ ამბავს, ამ ღამესაც და თვითონ მასაც.. რაც უნდოდა მიიღო! სიმართლე გაიგო.. ახლა ვეღარაფერში დამადანაშაულებს, ახლა ვალდებულია გამიშვას.. სულ ასე ხომ არ იქნება.. დაეღლება ხელები და გამათავისუფლებს..” ფიქრობდა გოგონა და წამოტივტივებულ ეჭვს მაინც ვერსად წაუვიდა.. უნდოდა კი ეს ყველაფერი მომხდარიყო? უნდოდა თორნიკეს ძლიერი, მოსიყვარულე მკლავები ასე დაეტოვებინა? მის თბილ და გაშლილ მკერდს სამუდამოდ მოწყვეტოდა? მისი სურნელი აღარასოდეს შეეგრძნო? “რატომ არ მძულს! ახლა წესით მისი ყოველი შეხება ზიზღს უნდა იწვევდეს ჩემში!!! საშინელ, დაუოკებელ ზიზღს და მიუხედავად ყველაფრისა ყველაფერი პირიქით ხდება!” ბრაზობდა საკუთარ თავზე.. მამაკაცმა თავი ააწევინა და ცრემლიან თვალებში ჩახედა..
_ თამთა.. არ წახვიდე ჩემგან.. დარჩი.. – მისი ხელი შუბლზე მიიდო და თითები მაგრად მოუჭირა. გოგონა მიხვდა თორნიკე ძალიან ნანობდა.. რაღაც მომენტში ძალიან მოუნდა თვითონაც ჩახუტებოდა, მაგრამ აკვიატებული ფიქრი თავს არ ანებებდა, გრიგალივით უტრიალებდა თავში მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა, მისი განდობილი მიზნები და ვერ აპატია..
_​იმედია მალე დაასრულებ ყველაფერს.. შეგიძლია პირდაპირ გადააგზავნინო ადვოკატს. – ნელა წამოდგა და ზეწარმოხვეულმა ხალათი მოძებნა
_​არ მინდა, რომ წახვიდე, შენ ჩემი ხარ.. ჩემი ნაწილი და არ მინდა უშენოდ.. – ძალიან უჭირდა ამის თქმა, არასოდეს ეთქვა ეს სიტყვები გულწრფელად ქალისთვის
_ რაც გინდოდა მიიღე.. – ცივად უთხრა თამთამ, დასვრილი ზეწრები მოაგროვა და სახეარეული და საკუთარ თავთან მებრძოლი მამაკაცი ოთახში დატოვა. გასვლა და ცრემლების გადმოცვენა ერთი იყო.. გზას ვეღარ ხედავდა იმდენი ცრემლი მოაწყდა უპეებთან, ტიროდა ყველაფერს, ტიროდა უბრალოდ, დასამშვიდებლად, ძლივს მიათრევდა ფეხებს და შებღალულ სხეულს. აბაზანამდე ძლივს მიაღწია, ცხელმა წყალმა სხეულის ყველა ნაწილზე გაახსენა მისი შეხება და ისტერიულად დაიწყო ბანა.. პირსახოცი შემოიხვია და რომ არ დასვროდა შიდა თეთრეული ჩაიცვა.. სისუსტე იგრძნო, თმაგაუშრობლად მიწვა სავარძელზე და ღუნღულა პლედი მიიფარა. კანკალმა არა და არ გაუარა, ამცივნებდა და ყრუ ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა, თუმცა ვერ გაიგო ფიზიკური ტკივილი იყო ეს თუ მორალური. “ყველაფერი დამთავრდა, შენ გმირი ხარ, დათომ ხომ გითხრა.. მე ოჯახი ვიხსენი, პირობა შევასრულე, საკმაოდ ძლიერი ვარ და ტრავმებს გადავიტან. მერე რა, მაინც არავინ დაიჯერებდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მასთან ვცხოვრობდი და.. ყველაფერი ღმერთის ნება იყო, ხომ არ მოვკვდი.. მერე რა, რომ ახლა მეტირება, მერე რა, რომ ახლა ზვარაკი ვარ.. დრო ძალიან გამაძლიერებს, რამდენიმე თვის მერე სააცილოდ არ მეყოფა..” იმშვიდებდა თავს და თითოეულ განაფიქრზე უფრო და უფრო აწვებოდა ბურთი ყელში.. კარზე კაკუნი შემოესმა. თითქოს ელოდა, არც შეუმჩნევია, ხმაც არ გასცა.. რამდენიმეჯერ განმეორდა და მამაკაცმა კარი შემოაღო. თამთასთან მივიდა და ჩაიმუხლა
_ როგორ ხარ? – გოგონამ ყელში მოჩრილი ვეებერთელა ბურთი გადაყლაპა და თავი დაუქნია, ცდილობდა ნიკაპის კანკალი არ შეემჩნია.. დოლიძემ თავი მიადო მუხლებზე და ხელი მოუჭირა.. გოგონამ მთელი არსებით იგრძნო როგორ კანკალებდა ეს უგრძნობი, ვეება მამაკაცი და უსიტყვოდ სთხოვდა პატიებას. “თუ გულწრფელი ხარ ეს შენი სასჯელია ყველაფრისთვის!!” გაიფიქრა თამთამ
_ არ ხარ ვალდებული აქ მუხლმოყრილი იდგე.. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. თავს არ მოვიკლავ გარწმუნებ.. ეს შეთანხმება იყო, შეთანხმება, რომელსაც საკუთარი ნებით დავთანხმდი! ამიტომ არც შენ გადანაშაულებ რაიმეში..
_​ეს ყველაფერი მეასე ხარისხოვანია! რა შეთანხმება..
_​ის, რომელიც უფურცლოდ დავდეთ, ის, რომელიც მაგიდაზე დევს და ის, რომელიც შედ..
_​ვერ ხვდები რომ ძალა ყველაფერმა დაკარგა? არც ერთი ფურცელი და ბეჭედი მაინტერესებს!
_​რას გულისხმობ..
_​არსად გაგიშვებ თამთა.. შენ ჩემთან დარჩები და ჩვეულებრივ ცხოვრებას განვაგრძობთ როგორც ჩვეულებრივი, ნამდვილი წყვილი.. ინტრიგების და ხელშეკრულებების გარეშე! ეს ყველაფერს ცვლის..
_​რა ცვლის ყველაფერს, შენს ლოგინში დაღვრილი უმანკოება?!..
_​ეს მარტო იმის დასტურია, რომ ყველაფერში ვცდებოდი! რომ უსამართლოდ მოგექეცი და ცხოვრება გაგიმწარე.. დამიჯერე ამის გამო მთელი ცხოვრება სულ ვალში ვიქნები შენს წინაშე!
_​..და ყველაფერი რომ სხვანაირად ყოფილიყო? მაშინ ხომ ნამდვილად დარწმუნებული იქნებოდი შენს ვერსიაში და დანაშაულის გრძნობა აღარ შეგაწუხებდა?
_​ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს.. გარემოებები ასე განვითარდა და ასე დავრწმუნდი.. ალბათ იმ შემთხვევაშიც დავრწმუნდებოდი, ოღონდ ცოტა გვიან..
_ გვიან როდის, სიკვდილის წინ?!.. რა შეიცვალა არ მესმის.. შენ რაც გინდოდა მიიღე! პირობა მომეცი, რომ თავს დამანებებდი მეც და ჩემს ოჯახსაც, ახლა კიდევ რაღაც ცვლილებებზე მელაპარაკები – ანერვიულდა გოგონა
_​თამთა.. თამთა.. დამიჯერე ახლა ყველაზე მეტად მესმის მამაშენის.. მესმის რატომ არ ეთმობოდი..
_​რა სისულელეა!..
_ ბოლომდე მომისმინე.. – თვალებში შეხედა თორნიკემ – თავიდან მართლა ვნება გამიჩნდა შენს მიმართ.. ვიფიქრე გამივლიდა, მაგრამ თითოეულ შენს დანახვაზე იმდენად მინდოდა შეგხებოდი, დაგუფლებოდი, რომ ხელშეკრულება გავჩარხე.. მინდოდა ხშირად მენახე, ურთიერთობაში შემოვსულიყავი შენთან! მამაშენი ჭკვიანი კაცია, ყველაფერი იყნოსა და მერე დაიწყო ეს.. ისე შეშინდა ინტრიგების ხლართვაზე გადავიდა, რითაც უფრო გამიხსნა გზა შენსკენ.. ვერ გაითვალისწინა ერთი უბრალო რამ, რომ შენ ჩემი შენი ნების გარეშე არ გახდებოდი! თუმცა სამისოდ ცდას არ დაგაკლებდი.. ამიტომ ათასი სისულელე დააწერინა ვიღაცეებს და ამით მართლა გამაბრაზა.. იმდენად, რომ შენზე უკვე აღარ ვფიქრობდი, უკვე მისი ადგილზე დასმა მინდოდა და შენთან მოვაწერე ხელი. ახლა ყველაფერი შეიცვალა თამთა.. შენმა ამ სახლში ცხოვრებამ უფრო მომაკრო შენზე, მეგონა ინტერესი გაივლიდა, მაგრამ..
_​ინტერესი გაივლის თორნიკე.. ახლა მითუმეტეს გაივლის და ეს შენც იცი!
_ არა არ გაივლის! ის ველური ინტერესი რაც შენს მიმართ მქონდა რამდენიმე საათის წინ გააცამტვერე, შენც ძალიან კარგად იცი მაგ კანის ნაჭერს დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა ჩემთვის! ამ შემთხვევამ იმაში დამარწმუნა, რომ ჩემი ყველა უარყოფითი ეჭვი შენს შესახებ მცდარი იყო.. ეს ეჭვები არ მაძლევდა საშუალებას დალაგებულად გამეაზრებინა ყველაფერი და მივხმვდარიყავი, რომ მიყვარხარ! – ბოლო სიტყვამ თვითონაც გააკვირვა.. გაჩუმდა და ხელი გაუშვა თამთას. “ტყუის! საკუთარ სიტყვებში ეჭვი შეეპარა..ეშინია მართალი არ აღმოჩნდეს..ესეც იმიტომ ხდება, რომ ახლახანს დამეუფლა და ჯერ კიდევ შტაბეჭდილების ქვეშაა! ხვალ აღარც გაახსენდები სულელო..” გაიკივლა გოგონას გონებაში და იგრძნო როგორ დაუბუჟდა საფეთქლები. წამოდგა და ტანსაცმელი გამოიღი კარადიდან.. თორნიკე მიხვდა თამთა წასვლას აპირებდა, მივიდა მასთან და აიძულა თვალებში შეეხედა მისთვის. გოგონა ისედაც ძლივს სუნთქავდა, საშინლად სუსტად გრძნობდა თავს, ძლივს შეხედა მამაკაცს და ამოიკნავლა
_ სახლში მინდა.. – თვალები დაებინდა და უღონოდ ჩაეკეცა ხელებში. დოლიძემ ხელი მიაშველა, აიყვანა და საწოლზე მიაწვინა. ერთხანს ცდილობდა მის გამოფხიზლებას, მაგრამ ვერაფერს გახდა.. უცებ უზარმაზარი ლაქა შენიშნა პირსახოცზე, რომელიც თამთას ჰქონდა შემოხვეული და ელდა ეცა.. სასწრაფოდ გამოიძახა ექიმი.. თვითონ მისი გამოფხიზლება განაგრძო. როგორც იქნა გოგონა აზრზე მოვიდა
_​მალე ექიმი მოვა, ნუ გეშინია.. – მიიხუტა მამაკაცმა.
თამთას ძლიერი დენა ჰქონდა.. რამდენიმე სახეობის წამალი გაუკეთეს და წოლა ურჩიეს, გადაყვანაზე არაფრით არ დათანხმდა.
_​თუ განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება იქნებ დარჩეთ.. – გაიყვანა დოლიძემ ექიმი
_​თქვენ ვინ ბრძანდებით?
_​მისი მეუღლე ვარ! – ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა
_ ყველა ზომას უკვე მივმართეთ, გართულება ნაკლებად მოსალოდნელია, ძირითადმა კრიზმა გადაიარა.. ხომ გესმით.. – თორნიკე გაურკვეველი გამომეტყველებით მიაჩერდა მას – ეს ხშირად ხდება პირველი აქტის დროს.. დელიკატური თემაა, მაგრამ შედარებით სიფრთხილე გმართებდათ.. ხვალ კიდევ შეხედეთ როგორ იქნება საქმე და რაიმე გართულების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.. რაკი ჰოსპიტალიზაციაზე კატეგორიულ უარს აცხადებს ასე მოვიქცეთ..
_​იცით თუ აუცილებელია იქნებ დარჩენილიყო ვინმე..
_​ჩვენ ამაღამ ვეღარაფერს გავუკეთებთ.. იწვეს და დილით დაგვიკავშირდით – დანიშნულება და ტელეფონის ნომერი მიაწოდა ექიმმა და დაემშვიდობა..
დოლიძე ჩუმად უყურებდა მწოლიარე, ფერდაკარგულ თამთას.. ულამაზესი თმა მხრებზე რომ გადაფენოდა და ტორშერის შუქი მის მკრთალ სახეს ცვილის შეხედულებას რომ აძლევდა. უფრო და უფრო აცნობიერებდა დანაშაულს.. მის ერთი ხელის მოსმით მოწყვეტილ უმწიკვლოებას და საკუთარ თავზე გული ერეოდა. ლოგინს მიუახლოვდა და სავარძელში ჩაეშვა.
_​აქ ყოფნა არ არის აუცილებელი.. – მამაკაცი ხმას არ იღებდა, თამთამ ცოტა ხმის მერე გაუმეორა – კარგად ვარ!..
_ თამთა აქედან არ წავალ! – მოკლედ მოუჭრა თორნიკემ, საწოლზე აინაცვლა და გოგონას თავი და მხრები მკერდზე მიიყრდნო. თამთას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ძალაც არ ჰქონდა საამისოდ. უხმოდ, სათუთად ეფერებოდა მის მხრებს, მის თმას და სხეულის ყველა შეხებისას პატიებას უხმოდ ევედრებოდა გოგონას..
_​ოდესმე მაპატიებ? – ჰკითხა ჩუმად
_ მზად ვიყავი ამისთვის.. – ასევე ჩუმად უპასუხა გოგონამ — ოღონდ გემუდარები დარჩენას ნუ მაიძულებ.შენ ხომ შემპირდი.. გამიშვი თორნიკე.. – თავი გულზე მიადო და თვალები დახუჭა. მამაკაცმა მთელი არსებით მიიხუტა მისი სუსტი სხეული..საუკუნის უნახავივით დაუწყო ფერება, კოცნა მის თავს, სახეს..უნდოდა ეღრიალა, რომ აღარ ეთხოვა ეს, მაგრამ ხმა ვერ დაძრა.. ყელში მომდგარმა დანაშაულის უზომო გრძნობამ არ მისცა უფლება ამ სუსტ არსებაზე ისევ გაემარჯვა.. დარჩენილი ღამე მის უხმო, უწყინარ ფერებასა და უფრო და უფრო შეყვარებაში გაატარა..
მეორე დღეს საკუთარი ხელით ჩაულაგა ბარგი, დამხმარე ქალი მოიშველია და მალე ყველაფერი გაუმზადა. თამთა დროდადრო თვალს შეავლებდა უძილო და უჩვეულოდ დადუმებულ თორნიკეს, ერთი ღამის ნერვიულობა მკვეთრად რომ აღბეჭდვოდა სახეზე.. შეამჩნია როგორ უკანკალებდა ხელი, როცა მძღოლი გამოიძახა და თამთას სახლში წაყვანა დაავალა.. შეამჩნია როგორ გაუჭირდა მასთან დასამშვიდობებლად მისვლა და შეამჩნია როგორ შეცვლოდა ხმა..
_​დაგიბრუნებ..
_​მშვიდობით თორნიკე! – იგრძნო როგორ ჩაასო ხანჯალი სულში და მანქანაში მოთავსდა. მანქანა კიკეთის “აკლდამიდან” დაიძრა და თემურის სახლისკენ აიღო გეზი..
დოლიძე უხმოდ შებრუნდა სახლში.. უუნარობისგან გაცოფებულმა შესასვლელში მდგარი ლარნაკი მთელი ძალით მიანარცხა კედელს და წვრილი ნაჭუჭების კვალი შეატოვა..



№1 სტუმარი Octavia

Av dug di! sul moutkmelad lodini exla mivxvdi rac aris... movkvdebi sanam shemdeg tavebs dadeb :(

 


№2  offline წევრი Pepper

აუ ეს რა თავი იყო შოკში ვარ :O
ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან მომწონს თორნოკე <3
თათა შემეცოდა ბევრი გადაოტანა ძალიან
ძალიან მაგარი ისტორიააა <3
ველოდები შემდეგ თავებს <3

 


№3 სტუმარი annastacia

ვაიმე ღმერთო ეს რა იყო, ცუდად ვარ!!! კიდევ მინდა მგონი ხვალ ღამემდე მარტივად, გავაფრენ :(

 


№4  offline წევრი natia-natia

ვაიმე ესრაიყო ვაიმე რაცშწილება მალე დადე თორე გავაფრენ

 


№5 სტუმარი Teo..

Darwmunebuli var tornike yvelafers gaaketebs rom tamta daibrunos.eswyvili calcalke ver warmomidgenia. Ragazlebs manam sanam axali tavi daideba.dzalian momwonxar hemo avtoro.

 


№6  offline წევრი ekaterinee

ეს ბოლომდე მაქვს წაკითხული, ადრე იდო მთლიანად და სამწუხაროდ ვეღარ ვპოულობ სრულად :(

 


№7  offline წევრი nineli

:xx ramdeniii vitireee,,,, nuraiyooo es taaavii gavgijdii,,,, chemi favoriti istoriaa,,, moutmenlad veeeliii axaaal taaavs<3

 


Wao გავგიჟდი გადავირია...ყველაზე მაგარი ხხარ...ძალიან კარგი თავი იყო სულმოუთქმელად ველი ახალ თავს ...იმეედია ერთად იქნებიან
--------------------
romantikosi mwerali

 


№9  offline წევრი tegi

Mecodeba tornike, nu ratqmaunda esec codvaa magram male daabrune ra tornikestan, ukve uyvars da male miaxvedre. Orive sakmarisad itanja, tornikem marto am tavshi ise moinania rom unda epatios, meti wameba agar ari sachiro

 


№10 სტუმარი melanqolia

სრული სერიოზულობით ვამბობ რომ ამ საიტზე შენზე მაგარი მწერალი არ მინახავს და ამაზე მაგარი ისტორია არ წამიკითხავს, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ისტორიამ ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა და ძალიან ბევრი რამე მასწავლა. პირველად ადრე რომ დადე მაშინ წავიკითხე და იმის მერე სულ შემოვდიოდი და თავიდან ვკითხულობდი, მარა ერთხელაც რო არ დამხვდა კინაღამ შოკში ჩავვარდი, რა საიტებზე აღარ ვეძებე... ვერაფერით ვერ ვხვდები ასეთი ისტორია რა სინდისით უნდა წაშალო, მითუმეტეს რომ ბევრი დამეთანხმება ამ საიტზე წაშაშლელი ისტორიები მართლაც ბევრია :)) მოკლედ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, იმედი მაქ რომ აწი არავინ ხელს არ ახლებს ჩემს და დარწმუნებული ვარ რომ უამრავი ადამიანის საყვარელ ისტორიას. მადლობა რომ ასეთი მწერალი ხარ <3 <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent