შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შვილის მკვლელი ვარ (სრულად)

2-03-2016, 00:19
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 488

დედა სულ მეუბნებოდა,საკუთარი თავის უნდა გჯეროდესო,მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და არ მესმოდა ამის მნიშვნელობა.ის ყოველ ღამე ერთსა და იმავეს მიმეორებდა ხოლმე,თავზე ხელს გადამისვამდა,საბანს გამისწორებდა,შუქს ჩამიქრობდა და გარეთ გადიოდა ხოლმე.ვერ ვიტანდი ამ მომენტს;ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს მას დიდი ხნით ვშორდებოდი.ჰო,ძალიან მიყვარდა დედა,მაგრამ მაშინ შესაფერისად არ თუ ვერ ვაფასებდი.არ ვიცი,ზუსტად რომელი შეესაბამება ან ვიცი და არ მინდა ვიცოდე.ხომ იცით,სიმართლე ხშირად რთული აღსაქმელია,ძლიერ რთული ჩასაწვდომია იგი,რადგან მისი ძირი ღრმა და მიუწვდომელიც კია ხოლმე.
მუდამ მიკვირდა,დედა როგორ იყო ასე ძლიერი.როგორ ახერხებდა ამდენს.როგორ მზრდიდა და როგორ მუშაობდა მამას გარეშე.მამას სახეც კი ბუნდოვნად მახსოვს.დედა ამბობდა,მიგვატოვაო,მაგრამ მაშინ არ მესმოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა ან უბრალოდ არ მინდოდა გამეგო.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.გავიგე,თუ რას ნიშნავს მიტოვება,რას ნიშნავს მარტოობა და შეგრძნება იმისა,რომ არავინ გამოგიწვდის დახმარების ხელს.მივხვდი,რომ ცხოვრება იმაზე გაცილებით რთული ყოფილა,ვიდრე მეგონა,ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.
მეც შევხვდი ერთ ადამიანს და ბოლომდე შევუყვარე.ჩემი სხეული,ჩემი სული და მთლიანი ჩემი არსება,ყველაფერი მას მივუძღვენი,რაც მქონდა და ისიც,რაც არ მქონდა.ამბიბენ,ერთ ადამიანში არ უნდა დაიბუდო,რომ წავა რას იზამო,მაგრამ ეს ხომ უბრალო სიტყვებია,სიტყვები,რომლებლსაც მხოლოდ ვამბობთ,ცხოვრებაში კი არ ან ვერ ვიყენებთ.
ის ჩემი ცხოვრება იყო..საოცარი გარეგნობის მატარებელი იყო ან მე მეჩვენებოდა ასე.მიყვარდა მისი ღიმილი,რომელიც მუდამ ჟრიალს იწვებდა ჩემში,მისი გამოხედვაც მიყვარდა,მისი თითოეული უჯრედი ჩემი იყო,ამას ვგრძნობდი.ვგრძნობდი,როგორი სითოთი მიყურებდა,მისი მზრუნველობა მიყვარდა,მიყვარდა ის ხელები,რომელიც მე მეხებოდა,მე მეფერებოდა და თავს უკეთესად მაგრძნობინებდა,მიყვარდა მისი შეხედა,მწველი კოცნა,მისი გახურებულ-გავარვარებული ბაგეების ხმა,რომელსაც ჩემთან ყოფნისას გამოსცემდა.ეს ყველაფერი მიყვარდა და სულ მეშინოდა,რომ რამე შეიცვლებოდა,მეშინოდა,რადგან მიყვარდა,რადგან ის ჩემთვის ძვირფასი იყო.

-მიყვარხარ...შენი სურნელი მომენატრა.-სამსახურიდან დაბრუნებულმა ტუჩები მომაწება და მეც ვიგრძენი მისი სურნელი,სურნელი,რომელიც მიყვარდა,მაგიჟებდა და ჩემში ყველაზე მძაფრ გრძნობებს იწვევდა..შემეხო ისე,როგორც არასდროს,ისევ ვიგრძენი მისი თბილი ხელები ბეჭებზე,კისერზე,ფეხებზე...ისევ ამაჟრჟოლა მისმა სურნელმა.
-დაღლილი ხარ,რამე ჭამე ჯერ-შევეცადე,წინააღმდეგობა გამეწია მისთვის.
-არა,მე შენ მწყურიხარ.
-მე?
-ჰო,შენ რა ტიროდი?
-ჰო,რადგან მენატრებოდი-გავუღიმა,მე ხომ მართლაც ვტიროდი..ის რამდენიმე დღე არმენახა და ჩემს თავს ვგავდი.
-შენ მწყუროდი,შენც გწყუროდი და რატომ ტიროდი? ცრემლებით ხომ მხოლოდ მკარგავდი? მწყურვალი როდი ღვრის წყალს,რომელსაც უდაბნოში ძლივს მიაგნო..მიპასუხე აბა...
-ასეთია განგება,უბრალოდ ასეთი..მივდივართ და არ ვიცით რატომ...ვიბადებით და არ ვიცით რატომ.
-ამდენი პარადოქსი? ხომ იცი,რომ სინათლე მიყვარს,სილაღე მიყვარს,უბრალოდ ღიმილი მიყვარს,შენი ღიმილი და არა ფილოსოფია...
-ვიცი..კარგი,მაშინ ჭამე.
-არ მინდა-მეთქი.შენ მინდიხარ-ტუჩებით ისევ შემეხო სახეზე..თითოეულ ნაკვთს სათითაოდ ეხებოდა,ჰაეროვნად და ნაზად,ისე იქცეოდა,ისე მოძრაობდა,თითქოს ანგელოზი ვიყავი,ციდან ჩამოსული...თითქოს მე ვიყავი საოცარი რამ,თითქოს ფაისურის ჭურჭელი ვიყავი და ეშინოდა,რომ არ დავემსხვრიე..აი,ეს განცდა მიყვარდა,მიყვარდა,მაგრამ შესაფერისად ვერ ვაფასებდი,ალბათ.ჩვენ ხომ მხოლოდ დაკარგვის მერე ვიგებთ ყველაფრის ფასს..ნუთუ ასეთნი ვართ ადამიანები? რატომ? რატომ არ შეგვიძლია,რომ უბრალოდ დავაფასოთ ის,რაც გვაქვს,უბრალოდ დავაფასოთ ბედნიერება?!
-მოდი,ჩვენს რეზიდენციაში შევიდეთ-თავი დავუქნიე და უკან გავყევი,კარებთან ხელში ამიტაცა და საწოლისზე დამსვა,ყელზე ისევ ვიგრძენი მისი სურნელი,ასე რომ მიყვარდა,ასე რომ მაცოცხლებდა..
ახლაც მახსოვს,როგორ მიყვარდა,მიყვარდა უანგაროდ,უბრალოდ მიყვარდა....ისიც მახსოვს,რომ ბედნიერები ვიყავით და ამ ბედნიერების ხელიდან გაშვება არ მინდოდა,მახსოვს,როგორ ვევლებოდი ხოლმე თავს.
დილას თითქმის სულ ერთად ვიღვიძებდით ხოლმე,თუ წასული იყო,წერილს მიტოვებდა ხოლმე და საუზმესაც მახვედრებდა ხოლმე.მახსოვ,სულ მეტირებოდა ხოლმე,როცა წასულს ვხედავდი.
მაგრამ ერთ დღეს ჩემი ბედნიერება შეირყა.ვალდებულებს გარეშე მცხოვრებმა ქალმა შევიტყვე,რომ ჩემში მეორე არსება იყო..წითელმა ხაზმა შემაშინა,შემაჟრჟოლა,გამაგიჟა..არ ვიცოდი,რა გამეკეთებინა.არ ვიცოდი,ის რომ გაიგებდა.რას იტყოდა..არ ვიცოდი,რა მინდოდა,ბავშვზე არასდროს მეფიქრა.კი,მეფიქრა,მაგრამ მეშინოდა,იმ წამს კი მთლად ავირიე,შევიშალე.ისიც კი არ ვიცოდი,როგორ უნდა აღმეზარდა ის,ვიცოდი,რომ ვერ გავუძლებდი მის ტირილ,მის თვალზე ცრემლს ვერ გავუძლებდი.ეს უკანასკნელი უბრალოდ შემშლიდა,გამანადგურებდა.მეშინოდა,რომ ის ვერ იქნებოდა ისეთი,როგორიც უნდა ყოფილიყო.მეშინოდა,რომ მარტოს მომიწევდა მისი გაზრდა,ყველაფრის მეშინოდა,არ ვიცოდი,რა უნდა გამეკეთებინა.ყოველ ღამე ვპირდებოდა საკუთარ თავს,რომ შვილს შევეგუებოდი,რომ გამახარებდა მისი არსებობა,რომ ვეტყოდი მას,რომ ორსულად ვიყავი,მაგრამ ასე ვერ მოვიქეცი.ალბათ,ძალა არ მეყო..ალბათ,ისევ ვერ დავაფასე უფლის მოცემული საჩუქარი.
მას თვალს ვერ ვუსწორებდი,თვალს ვერ ვუსწორებდი ჩემს საყვარელ მეუღლეს,მუდამ თვალს ვარიდებდი და მუდამ იმაზე ვფიქრობდი,რომ შვილი უნდა მომეშორებინა,არ ვიყავი მზად იმისთვის,რომ საკუთარ თავთან ერთად კიდევ მეორე არსება მეტარებინა სხეულით ცხრა თვე და შემდეგ მთელი სამი წელი ხელში,შემდეგ გულსა და გონებაში,მასზე მეზრუნვნა.არ ვიყავი საკუთარი მოდელივით სხეულის შელახვისთვის,არ ვიყავი მზად,არ ვიყავი მზად იმისთვის,რომ სამსახურში დამძიმებულს მევლო,არ ვიყავი მზად იმისთვის,რომ ბალეტს ვეღარ ვიცეკვებდი,ვეღარ გამოვიდოდი შეჯიბრებებზე და ერთი წლის განმავლობაში რგოლად ვიქცეოდი.არ ვიყავი მზად,არ ვიყავი,ნაგრამ მაინც რაღაც მაჩერებდა.წარმოვიდგენდი,თუ როგორი სურნელი ექნებოდა ჩემს პატარას და გული მიკვდებოდა.არ მინდოდა,რომ მკვლელი დედა მრქმეოდა,არ მინდოდა,რომ მკვლელი ქალი ვყოფილიყავი,არ მინდოდა,მეშინოდა,რომ შვილის სიკვდილი ჩემს კისერზე იქნებოდა,მთელი ცხოვრება შემახსენებდა თავს,მაგრამ,როგორც ჩანს,საკუთარი თავის სიყვარული ამ ყველაფერზე ძლიერი გამოდგა.
როცა ვიწექი და ჩემში ხელებს აფათურებდნენ,სულ არ ვფიქრობდი იმაზე,თუ დედას როგორ ვუყვარდი,როგორ ვკიდებდი ხოლმე ყოველ დღე ხელს და როგორ ვეუბნებოდი,რომმიყვარდა,როგორ ვადარებდი მის დიდ ხელს ჩემს პატარას,როგორ ვუმღეროდი დედაზე დაწერილ სიმღერებს და როგორ ვპირდებოდი,შენს გამო ხელის გულზე კვერცხს შევიჭვავ-მეთქი..მე ეს ყველაფერი დამავიწყა ეგოიტობის ძალამ.ჰო,ეგოსიტობის ძალამ.
იმ დღეს შეშინებული დავბრუნდი სახლში.მახსოვს ღამეიყო,როცა ფეხაკრეფით შევედი საწოლ ოთახში,გადასაფარებელი გადავსწიე და საწოლში შევწექი.დარწმუნებული ვიყავი,რომ მას ეძინა,მაგრამ თურმეშევმცდარვარ.
-მოხვედი? სად იყავი?-ეჭვით აღსავსე თვალებით მიყურებდა.ახლაც მახსოვს,იმ წამს ლამის იყო გული ამომვარდნოდა.
-მეგობართან,რა იყო?-თვალებში ვერ ვუყურებდი,როცა ვატყუებდი.იმ წამსაც იგივე დამემართა.
-მატყუებ!-ფეხზე წამოდგა.ის მიხვდა.ვგრძნობდი,რომ მიხვდა,მიხვდა,რაც მოხვდა.
-იცოდი,ჰო?-ფეხზე წამოვხტი და თვალი ძლივს გავუსწორე.არც კი ვიცი,ეს როგორ შევძელი,რომელმაქვესკნელურმა ძალამ შემაძლებინა ეს.
-ვადაგასული წამლები ჩაგიდე..ეს მე გავაკეთე.
-რატომ არ მითხარი?არ შეგვეძლო.გვესაუბრა?-ხმას ავუწიე და თამამად გავუსწორე თვალი.ის აღშფოთებული იყო,წონასწორობას თანდათან კარგავდა.
-შენ ჩემი შვილიმოკალი..ახლა კიდევ შენ მემდური?!-მართალი,უემოციოდ მითხრა,მაგრამ ვიცოდი,რასაც გრძნობდა,ვიცოდი,რომ შინაგანად იწვოდა..
ის წავიდა..მას შემდეგ დიდი დრო გავიდა...და მხოლოდ ამ დროს შემდეგ მივხვდი,მივხვდი,რომმეც ვიწვოდი..ვგრძნობდი,რომ გული ამომაგლიჯეს,მანამდე თავს ვაიძულებდი,რომ რკინა ვყოფილიყავი,მაგრამ შემდეგ გავტყდი,ძალა გამომეცალა,აღარ ვიყავი ისეთი ძლიერი,როგორც ადრე.
ძალა დავაკრგე,მიწა გამომეცალა..ვგრძნობდი,რომ თითოეულ ნაწილს სხეულიდან შანთით მაცლიდნენ...საშინლად მტკიოდა დაყოველ ღამე ბალიშს ვნამავდი..
მენატრებოდა მისი სურნელი,მისი სუნთქვა,მისი ღიმილი...რაც არ უნდაპარადოქსული და სასაცილო იყოს,მაინც მქონდაიმედი იმისა,რომ დაბრუნდებოდა,რატომღაც მეგონა,რომ სიყვარული ყველაფერს გადალახავდა,მე ხომ კვლავ არ მქონდა გაცნობიერებული,რა გავაკეთე...
არ მქონდა...არ მქონდა,მე ხომ შვილის მკვლელი დედა ვიყავი,ვიყავი და ვარ.
მეჩემი გოგონა თუ ბიჭი,მე ჩემი შვილი.ჩემი შვილი მოვკალი....
რა უნდა იყოს ამაზე დიდი დანაშაული,არ ვიცი....
აი,ახლაც იმავეს ვგრძნობ..ვგრძნობ,რომ შანთებს მიყრიან,ამრგამ ახლაც ვერავინ დამაკარგვინებს იმედს..
უსინდისო ვარ,რომ ახლაც ვერავინ მათქმევინებს,რომ უნუგეშო მდგომარეობაში ვარ..ვიცი,რომ სიკვდილის შიშიც ვერ მათქმევინებს,რომ ყველაფერი დასრულდა...უპატიებლად ეგოისტი ვარ და ვიცი,რომ ბედნიერებას ისევვიპოვი,არ ვიცი სად,მაგრამ მაინც მჯერა..
მაგრამ..მაგრამ ისევ მახსენებს წარსულზე ფიქრები,რომლებიც აღარ მატირებს..როცა ტირილი მინდებამის სიტყვებსვიხსენებ,მწყურვალი წყალს არას დიდებით არ გაიღებსო...და არც ვტირი..მე ხომ სიყვარულისა და ბედნიერების წყურვილი მკლავს...
თუმცა,რაც არ უნდა იყოს,მე შვილის მკვლელი დედა ვარ.....
მე სამყაროს ვძულვარ და ვიცი ეს...თუმცა,თავს იმით ვიმშვდიებ,რომ ის მეც მძულს...ეგოისტი ვარდა მძულს...მე მშიშარაეგოისტი ვარ,მე ხომ ჩემი ნაწილი,ჩემი სიყავრულის ნაყოფი მოვკალი,მოვკალი და ჩემი სიყვარულიც ჩავკალი...

დრო გადის..ისევ ვგრძნობ,მაგრამ ისევ შემიძლია,ვიყო მშივდიად...
დრო გადის,ისევ მტკივა,მაგრამ მაინც ვპოულობ ძალას ამ ტკივილის,ამ ტანჯვის დასაძლევად....
ისევ მჯერა,ისევ მაქვს იმედი..
მაქვს იმედი,რომელიც დროსთან ერთად ძლიერდება,იზრდება...
და მალე ერთ დროს იმედის პატარა ნაპერწკლები უამრავი გახდება,გახდება და ერთ დიდ ბურთად შეიკვრება,დაგროვდება ჩემს გულში და ბედნეირებაც დაბრუნდება...
მჯერა,ამის მჯერა.....

№1 სტუმარი nia

რატომ მოგინდა ამის დაწერა? მართლა ძალიან ემოციური იყო. ვიცი გაგრძელებას არ აპირებ, მაგრამ მე პირადად სიამოვნებით წავიკითხავდი ამ პატარა ისტორიის მეორე ნაწილს. ისე მართლა მაინტერესეს, რატომ მაინდამაინც ეს თემა....

№2  offline წევრი milangirl

ძალიან მძიმე და სამწუხაროდ რეალურ თემას შეეხე. ნამდვილად არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შვილის მოცილება ისე შეუძლიათ, რომ იმისაც ვერ იაზრებენ რას აკეთებენ. ჩემ ირგვლივ არის ისეთი ადამიანები, რომლებიც აბორტს ისე იკეთებენ თითქოს არაფერია. ასეთი ადამიანები, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი მკვლელები არიან, საკუთარი შვილების მკვლელები. მითუმეტეს მაშინ არ მესმის მათი, როცა ისეთ ქალს ვხედავ, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს იმისთვის, რომ მისი შვილი ქვეყანას მოევლინოს.
ამ ისტორიის წაკითხვისას ძალიან დამიმძიმდა გული. ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ ჭირდება მეორე ნაწილი, აქ ყველაფერი ისე გადმოეცი რომ არანაირ გაგრძელებას არ მოითოვს.

№3  offline ადმინი უნდა ვწერო

nia
რატომ მოგინდა ამის დაწერა? მართლა ძალიან ემოციური იყო. ვიცი გაგრძელებას არ აპირებ, მაგრამ მე პირადად სიამოვნებით წავიკითხავდი ამ პატარა ისტორიის მეორე ნაწილს. ისე მართლა მაინტერესეს, რატომ მაინდამაინც ეს თემა....

არ ვიცი,უბრალოდ მომინდა და დავწერე.
milangirl
ძალიან მძიმე და სამწუხაროდ რეალურ თემას შეეხე. ნამდვილად არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შვილის მოცილება ისე შეუძლიათ, რომ იმისაც ვერ იაზრებენ რას აკეთებენ. ჩემ ირგვლივ არის ისეთი ადამიანები, რომლებიც აბორტს ისე იკეთებენ თითქოს არაფერია. ასეთი ადამიანები, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი მკვლელები არიან, საკუთარი შვილების მკვლელები. მითუმეტეს მაშინ არ მესმის მათი, როცა ისეთ ქალს ვხედავ, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს იმისთვის, რომ მისი შვილი ქვეყანას მოევლინოს.
ამ ისტორიის წაკითხვისას ძალიან დამიმძიმდა გული. ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ ჭირდება მეორე ნაწილი, აქ ყველაფერი ისე გადმოეცი რომ არანაირ გაგრძელებას არ მოითოვს.

არც ვაპირებდი გაგრძელებას...რა თქმა უნდა,არ მოითხოვს მეორე ნაწილს.

№4 სტუმარი Khatia512

ადამიანი რომელიც ახლა საკუთარი თავის თვითგვემაშია თქვენი აზრითახლა გრძნობს რამეს ან ნანობს? არა მე ვფიქრობ რომ ის მხოლოდ თავისი მეუღლის სიყვარულის დაკარგვას ნანობს ... არ მეცოდება ასეთი უგულო არსება არ შეიძლება ეგოისტობამ ისე გძლიოს რომ ღვთის საჩუქარი მოკლა შენივე მუცელში და მერე რა გრჩება გაუთავებლად იძახი იმას თუ რა საშინელება გააკეთე ...შენი აზრით ამას რამე გამოასწორებს? ვინმე დაგიბრუნებს შენს თავდაპირველ ცხოვრებას და ბავშვს? არაა კარგი რაა შენ ისევ იქნები მშვიდად და ეს გრძნობა მხოლოდ ღამე თუ შეგახსენებს თავს ერთი გულის აჩქარება და ვსო გაივლის ... ლაპარაკობ ლაპარაკობ თუ როგორ არ იყავი მზად ბავშვისთვის ან არ გინდოდა კარიერა დაგენგრია შენს ფორმებს ვერ ღალატობდი და არ შეგეძლო დამრგვალებულს გევლო ერთი წელი ვერ აიტანდი ბავშვის ტირილს და ახლაც ვერ იაზრებ რა გააკეთე არ გიფიქრია იმაზე თუ რა იქნებოდა დედაშენიც ასე რომ მოქცეულიყო ... სწორედ ასეთი დაუფიქრებლობა სიამაყე ეგოისტობა ღუპავს ადამიანს და არა მხოლოდ ადამიანს ... ვინ მკითხავს ვინმეს რომ განვიკითხავ მაგრამ ამ წამს მე ეს აზრი გამაჩნია და იმედია არ ჩამქოლავთ :)))

№5  offline ადმინი უნდა ვწერო

Khatia512

ჰო,შეგიძლია განიკითხო ჩემი პერსონაჟი,რატომაც არა,მართლაც განსაკითხია!

№6 სტუმარი Khatia512

უნდა ვწერო

ზოგადად მარიამ ძალიან კარგად წერ და ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებასთან ძალიან ახლოსაა ... ვადევნებ შენს ნაწერებს თვალს და ვხვდები რომ ძალიან ნიჭიერი ხარ იმედია ამ ჩემი კომენტარით არ გაწყენინე თუმცა არც იყო საწყენი მე შენ კი არა თვითონ ასეთი ადამიანი განვიკითხე, შეიძლება გულზე მომხვდა მისი საქციელი და დამამძიმა მაგრამ ასევე გამაბრაზა ისე რომ მაიძულა ეს ყველაფერი დამეწერა წარმატებას გისურვებ ძალიან კარგი გოგო ხარ :-*

№7  offline ადმინი უნდა ვწერო

არა,რა თქმა უნდა,არ მეწყინა.რატომ ყნდა მწყენოდა?!
ყოველთვის დადებითი პერსონაჟები ვერ გვეყოლება.

№8  offline წევრი NiniG-1

ზოგადად ესეთ რამეს როცა ეხებიან კერძოდ დედწბი რომლებიც მის დაუბადებელ შვილს კლავს იმდენად მოქმედებს ჩემზე ის ადამიანი.მთელი სულით მზიზღდება. როცა იშორებ შვილს და იმდენად ეგოისტობ რომ შენს სხეულის.ფორმების შეცვლას ვერ შეელევი შენ საყვარელ საქმიანობას ვერ შეელევი იმდენად ნაბი*ვარი ხარ ადამიანი რომ სიტყვებით ვერ აღწერ. შენ ღმერთმა გაჩუქა ის შენ ამ დროს უბრალოდ მასზე უნდა იფიქრო და მასზე უნდა იზრუნო. ადამიანები ღორები ვართ. მხოლოდ ჩვენ თავზე ვფიქრობთ. ძალიან ბევრი ამ სამყაროს ვერ შეესაბამება იმდენად წმინდაა. ადამიანი რომელიც საკუთარ შვილს კლავს ის არარერს არ უნდა ითხოვდეს. ის არ არის არც სიყვარულის და არც სხვა რამის ღირსი. როცა გვერდით ის ადამიანი გიდგას ვისაც უყვარხარ და შენ მას ვერ აფასებ ეს არის ცუდი. ღმერთო ამ ლერსონაჟმა ისეთი ზიზღი გამლოწვია ❌❌❌❌

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent