შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


2-03-2016, 19:02
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 683

მეთორმეტე თავი.
მას შემდეგ რაც ჰანანმა ასე დაიჩემა ასადთან და ნურასთან ერთად წასვლა,ისინიც დათანხმდნენ და რამოდენიმე დღეში ბარგი შეკრეს.თუმცა არც თუ ისე დიდი ხნით აპირებდნენ წასვლას ,რადგან მალე ნურას სკოლაში სიარული უნდა დაეწყო.უკვე კარგადაც იყო მომზადებული და ასადის აგვლენით მეათე კლასშიც მოთავსთებოდა,მართალია სკოლის დირექტორმა ამაზე თავიდან დიდი უარი განაცხადა ,მაგრამ მერე დათანხმდა.მხოლოდ იმ პირობით ,რომ გოგონა დამატბეით გაკვეთლებზეც ივლიდა.
-შენ რატომ ჯდები ჩემ გვერდით?-ჰკითხა ჰანანმა ასადს ,როცა მის გვერდით ნაცნობი სურნელი იგრძნო.
-აბა სად წვაიდე ? ნურას ფანჯარასთან ჯდომა უნდა,შენ მის გვერძე და მე ეს ადგილი მრჩება.მხოლოდ ეს სამი ადგილი გვქონდა დაჯავშნული და ახლა სხვაგან ვერ დავჯდები.
ჰანანმა თვალები გაადაატრიალა .
-კარგი ,ჰო გავიგე.
ფრენა დიდხანს გაგრძელდა.ჰანანმა წიგნი ამოიღო და სათაურს დააცქერდა.დიდხანს მიჩერებოდა ერთი და იგივე სიტყვებს და ბოლოს ასადმაც გამოაპარა მზერა მისკენ.
"სუადი-ცოცხლად დამწვარი"-მამაკცამა მაშინვე ამოიკითხა ეს სიტყვები და რატომღაც წიგნი გამოართვა.
-რა ხდება?-იკითხა ჰანანმა და წიგნის დაბრუნებას შეეცადა.
-არაფერი.არ წაიკითხო.
-რატომ?
-იმიტომ რომ ასეა საჭირო.
-მაინც?ცუდი დასასრული აქვს ?
-არა.
-აბა რა ხდება?
-არ მოგეწონება.
-წიგნი დამიბრუნე.
-არა მეთქი...
-ღმერთო ესეიგი კითხვასაც მიშლი უკვე?
ასადმა ამ რიტორიკულ კითხვას თავი აარიდა.
********************************
ნურას საფრანგეთი ნანახი არ ქონდა და აღელვებული ცდილობდა ყოველი დეტალი დემახსოვრებინა .ჰანანს და ასადს კი მოგონებათა ნისლის უშლიდა ის ადგილი სადაც პირველად იგრძნეს სიახლოვე ერთმანეთთან.ის რამდენიმე ღამეც ხომ აქ გაატარეს.ასადმა საგანგებოდ თქვა უარი იმ ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე სადაც მაშინ ის და ჰანანი იყვნენ და სრულიად სხვა,მისგან მოშორებით მდგარი უზარმაზარი შენობა არჩიეს.
რამოდენიმე ხანში დაათვალიერეს საფრანგეთის ყველა ღირსშესანიშნაობა.სიხარულით სავსე ნურა ყველაგან დაატარებდა წყვილს და თან ისიც ახარებდა ,რომ შეიძლებოდა ჰანანი და ასადი ისევ დაახლოებულიყვნენ.
-კარგი რა ნურა,იქნებ ხვალ ვნახოთ ვერსალის სასახლე-უთხრა ჰანანმა და სახე მოეღუშა.
-რატომ ? კარგი რა ჰანან.მაშინ მე და ასადი წავალთ.
ასადიც საშინლად დაღლილი იყო მაგრამ უარი მაინც არ უთხრა.
-კარგი მე არ მელოდებით?-მიაძახა ჰანანმა წინ გაჭრილ ნურასა და ასადს.
სასაცილოა,მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში ეიფელის კოშკის ნახვას თავს არიდებდნენ.იმ ორს არაფრისდიდებით არ სურდათ ,ძველი გრძნობებისთვის მოჭერილი სადავე მოეშვათ.
ძალიან გვიანი იყო სასახლიდან ,რომ გამოვიდნენ ამიტომ იქვე დარჩენა აჯობეს.ასადმა პარიზის გარუბანში პატარა კოტეჯი დაიქირავა და რადგანაც ადგლები არ იყო მას და ჰანანს ერთ ოთახში დაძინება მოუხდებოდათ.
-არა უშავს მე შენთან დავიძინებ-უთხრა ჰანანმა ნურას.
-არა,ხომ იცი ვერ ვიტან ვინმესთან ერთად ძილს-თქვა ნურამ .
-კარგი რა ერთი ღამე რა იქნება-თქვა ჰანანმა.
-ხო მართლაც,რა იქნება ერთი ღამე შენს ქმართან ერთად რომ დაიძინო?-თქვა ნურამ და წარბები აათამაშა.
-სულელი ნუ ხარ,შენთან ვიძინებ.
მაგრამ ნურამ ჰანანს ხელი დაავლოო,ოთახიდან გამოაგდო და კარი ჩაკეტა.
-რას აკეთებ ?ახლავე შემომიშვი ! იცოდე კარს შემოვამტვრევ !
-წადი და კარი შენ ქმარს შეუმტვრიე ჩემთან რა გინდა ?-სიცილით კითხა ნურამ და დაწვა.
კიდევ რამოდენიმე ხანი ჰანანი ნურას ოთახის კართან იდგა და ოთახში შეღწევას ცდილობდა ,მაგრამ ბოლოს დაიღალა და თავი დაანება.
-სად წავიდე ?-გაიფიქრა მან.შინაგანმა ხმამ მაშინვე უთხრა სადაც უნდა წასულიყო ,მაგრამ ეს ვარიანტი გონებამ სასწრაფოდ უარყო.
არა არასდიდებით არ უნდოდა ასადთან შესვლა ,ამიტომაც იქვე ჰამაკში ჩაწვა და მოიკუნტა.მართალია ზაფხული იყო და არ ციოდა,მაგრამ ტყიდან თავისებური სიგრილე მოდიოდა .
-ასე აუცილებლა გავცივდები-გაიფიქრა მან ,მაგრამ გონება ასადთან შესვლაზე ისევ ვერ დაითანხმა.
ტყეც არ იყო მაინცდამინც სანდო,დროგამოშვებით რაღაც გაჩხაკუნდებოდა ან რომელიმე ცხოველი თავის იქ ყოფნას აგრძნობინებდა და აშინებდა ჰანანს.
ასადი თავის საწოლში იყო მოკალათებული და იმ ფარსზე ფიქრობდა რაც მან და ჰანანმა გაითამაშეს.-არა,თავს ვერასდროს შევაყვარებ-გაიფიქრაა და გადაბრუნდა.მერე ის წიგნი გაახსენდა ჰანანს რომ წაართვა და გულზე რაღაც დააწვა.სული შეეხუთა და გარეთ გასვლა გადაწყვიტა.თან გაახსენდა რომ შემოსვლისას ბაღში ჰამაკი და სწორედ მისკენ აიღო გეზი.უეცრად ჰამაკში მოკუნტული სხეული დაინახა.ვიღაც ქალი ჰამაკში მოკეცილიყო და ეძინა.ნელა მიუახლოვდა და ჰანანი შეიცნო.გოგონა მშვიდად სუნთქვადა და სახეზე სულაც არ ეტყობოდა იმ შფოთვის კვალი ,რისი გადატანაც მოუხდა.
-აქ რა უნდა-გაიფიქრა მამაკაცმა და მსუბუქი სხეული ფრთხილად მიიზიდა მისკენ.გოგონა ოდნავ შეინძრა ,მაგრამ როგორც კი ძლიერი საყდრენი იგრძნო მას დაეყრდნო და მამაკაცს მისმა სურნელმა საფეთქლები აუწვა,ხოლო პულსი კი გაურკვევლი სიჩქარით აათამაშა.
ასადმა ფრთხილად დააწვინა გოგო თავის საწოლზე და მის გვერდით ჩამოჟდა...დიდხანს უყურებდა საოცრად ლამაზ სახეს,რომელსსაც მამაკაცს ბალიში ხელში ჩაებღუჯა და კომფორტულად მოთავსებულიყო.რაღაც მომენტში საშინალდ მოუნდა ,რომ ქალის ბაგეებს დასწაფებოდა,სახე ახლოს მიუტანა და მისი თბილი სუნთქვა ტუჩებზე მოელამუნა.მაგრამ მაშინევ შეჩერდა ,როგორც კი ჰანანის სიტყვები გახსენდა,მას ხომ ის არ უყვარდა.იცოდა გოგონას რომ გვერდით მისწოლოდა ,რა ამბავს მოაწყობდა დილით ,ამიტომ თავად გავიდა და ჰამაკში ჩაწვა...
რომ გაიღვიძა ეგონა ნურამ თავის ოთახში შემიშვაო და გაუხარდა.გაღიმებული წამოჯდა საწოლში ,მაგრამ როცა ტახტზე გადაფენილ კაპიშონს და უწერიგოდ მიყრილ ტანსაცმელს შეხედა ,მიხვდა რომ ასადის ოთახში იყო.მაშინვე თავის შემოწმება დაიწყო,თუმცა ტანსაცმელი ეცვა.მაგრამ ამან ეჭვები მაინც ვერ გაუქარწყლა.იქნებ რამე დაალევინა ასადმა და მერე ღამით მასთან დაწვა,დილით კი ისევ ჩააცვა.-შეიძლება გაგეცინოთ იმაზე თუ რამდენად ლოგიკას მოკლებული აზრი იყო ეს მაგრამ შეშინებული ჰანანისთვის ახლა ეს აზრი სრული ჭეშმარიტება იყო და გარეთ გამოვარდა.მისი წარმოდგენით ასადი სადმე აქვე შეხვდებოდა ირონიული სახითა და მწარე სიტყვებით სავსე პირით.მაგრამ ჰამაკში მწოლარე ფიგურას თვალი რომ მოკრა,მიხვდა ასადი იქ იწვა და ეძინა.ამ სურათმა მის გონებაში აწყობილი სიუჯეტი დაანგრია და მამაკაცის მიმართ ის სითბო იგრძნო,რაც კარგა ხანია აღარ ახსოვდა.ვინ იცის იქნებ აქამდეც უყვარდა ,მაგრამ მთელი თავისი ძალით ცდილობდა რაც შეიძლება მაგრად დაემალა ეს სიყვარული,მაგრამ ახლა ამ ძალებს თავი დაანება და მომენტალურად მამაკაცისაკენ გადაიხარა.
არ იცოდა რისთვის მაგრამ უბრალოდ მოუნდა მასთან ახლოს ყოფილიყო. ასადმა უეცრად თავლები გახილა და გაუღიმა ,ამან კი ჰანანი ჯერ შეაშინა მერე კი თავდასხმაზე გადაიყვანა.მართალია მისი ეჭვები ასადის დანახვისთანავე გაქრა ,მაგრამ ახლა მაინც მოუნდა რაღაცით ასადისთვის ეწყენინებინა და ცივად მიახალა.
-რაო გუშინ რამე დამალევინე და მდგომარეობით ისარგებლე ?
ასადის უკვე კარგა ხანია ეღვიძა და ცალი თვალით ხედავდა ,როგორ იქცეოდა ჰანანი,რამდენ ხანს იდგა მის წინაშე და სახეზე სიყვარული ეხატა,ამიტომ ახლა ცოტა სხვა რამეს მაინც მოელოდა ,მთლად სიყვარულის ახსნას თუ არა.ამ კითხვამ გააღიძიანა .მაგრამ მაინც უპასუხა.
-ნუთუ ამდენად არ მენდობი ,რომ გგონია შენი სურვილის გარეშ ასეთ რამეს გავაკეთებდი?
ჰანანი თავდასხმას ელოდა და ასეთმა ტონმა გააკვირვა.
-მეე...მე ეგ არ მიგულისხმია..
-აბა რა იგულისხმე ? მორჩა ,ამიერიდან მომაკვდავსაც რომ წაგაწყდე სადმე მაინც არ დაგეხმარები.მე ხომ ისედაც შენს მოკვლას ვაპირებდი არა ? ხომ სულ ამას იმეორებ ?მე ხომ გესროლე ,ხოდა ამიერიდან თითსაც აღარ გავანძრევ შენთვის-გაცოფებულმა ასადმა გვერდი აუარა და ჩქარი ნაბიჯით დაიძრა ნურას კოტეჯისკენ,რომელსაც უკვე გაეღვიძებინა და მთელ საქმეში გარკვევაც მოესწრო.
-ნურა თუ მზად ხარ წვაიდეთ-რაც შეეძლო წყნარად უთხრა ასადმა და თავის კოტეჯში შებრუნდა.გაშეშებული ჰანანი კი ისევ ერთ ადგილზე იდგა და ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა.უბრალოდ გაკვირვებული იყო თუ გულნატკენი,ვერც ამსა გრძნობდა.აქამდე ასადს მისთვის არასდროს შეუხსენებია ის ამბავი.ესეიგი ახლა მართლაც ზედმეტი მოუვიდა.მაგრამ მისი სიამაყე ბოდიშის მოხდის უფლებას არ აძლევდა.
პარიზში დაბრუნებულები დიდ ხანს სასტუმროში იყვნენ,მერე კი ნურა და ჰანანი საყიდლებზე წავიდნენ.მთელი დღე უაზროდ გაიწელა.პარიზში დაბრუნების შემდეგ ასადი ჰანანს არ დანახვებია ,მხოლოდ ნურას ელაპარაკა ტელეფონით და მაშინაც მხოლოდ ეს უთხრა:-თუ რამე გჭირდება მითხარი-ჰანანი არც უხსენებია.მალევე დაღამდა.ნურა დასაძინებლად დაწვა ,ჰანანმა კი სასტუმროს ბარში ჩასვალ გადაწყვიტა,იმ იმედით რომ იქ მაინც ნახავდა ასადს ,თუმცა ცდილობდა თავი დაეჯერებინა რომ ,ისე უბრალოდ მიდიოდა ბარში.
მისი იმედი გამართლდა.ერთერთ მაგიდასთან ასადი იჯდა და სასმელის ბოთლიდან ბოლო წვეთს წრუპავდა.უკვე გვარიანად იყო გამომთვრალი.
-ასად წავიდეთ-უთხრა ჰანანმა და მის წინ დადგა.
მამაკაცმა ირონიულად გაუღიმა .
-მოგენატრე ძვირფასო მეუღლევ?შენ ხომ ასეთ ცხოვრებაზე ოცნებობდი.ცხოვრებაზე ასადის გარეშე...
-ნუ სულელობ წამოდი.-ჰანანმა ხელი შეაშველა ,მაგრამ ასადმა მისი ხელი მოიშორა და გზას თავად გაუდგა.ლიფტამდე ასე მივიდნენ ,მაგრამ ლიფტთან ხალიჩაზე ფეხი აუსრიალდა და ჰანანს უნებურად მოხვია ხელები.
მამაკაცის სიახლოვემ გოგონა დააბნია და რამოდენიმე წუთი თავადაც მიეკრო მონატრებულ სხეულს ,მაგრამ მალევე მოეგო გონს და გზა გააგრძელს.
ჰანანმა ასადი თავის ოთახში შეიყვანა.ვერ აგიხსნით რატომ,მაგრამ როგორც ჩანს არ სურდა რომ ასადს რამე მოსვლოდა.ეშინოდა იქნებ ასეთ მდგომარეობაში სადმე წასულიყო.ასადი მის საწოლზე მოათავსა თავად კი სავარძელზე დაწვა და როგორც შეძლო დასაძინებლად მოემზადა.
დილით ასადი ისეთვე მდგომარეობაში ჩავარდა ,რაშიც მაშინ ჰანანი.მაგრამ მას არ წყენია ჰანანის ოთახში გაღვიძება.თავზე ,რომელიც საშინლად ტკიოდა ხელები მოიჭირა და ოთახს თავალები მოავლო.როცა სავარძელში ''ჩაკეცილ'' ჰანანს მოკრა თავლი გაეღიმა.წამოდგა,ქაღალდი და ფურცელი მოძებნა და გაღიმებული სმაილიკი დახატა...
-ჰანან! ამდენ ხანს რით ვერ გაიღვიძე ?-ყვირილით შემოვიდა ნურა ოთახში და ბალიშზე დადებულ ქაღალდს დასწვდა.
-ოჰო,გუშინ რაღაც ამბები დატრიალებულა აქ -თქვა ღიმილით და მისი და სავარძლიადნ გადმოაგდო.
-რას აკეთებ ?არა ამ ბოლო დროს გატყობ იმ ვაჯბატონს უჯერებ და დაზე საერთოდ აღარ ზრუნავ.
-ნახე იმ ვაჯბატონმა რა დაგიტოვა!
ჰანანს მხოლოდ ახლა გაახსენდა გუშინდელი ამბავი და ქაღალდს მოჭუტული თვალით გახედა.
-და ეს ვითომ რა არისო?
-რა ვიცი-თქვა ნურამ-ეს შენ უნდა იცოდეო.
-კარგი ერთი,მიდი,მიდი და მეც მოვალ მალე-თქვა ჰანანმა და ჩაცმა დაიწყო.მაღალწელიანი ჯინსი და მოკლე თეთრი ტოპი ,თეთრსავე კეტებზე ისევე ამშევენებდა როგორც ის ლურჯი კაბა.
გაუკვირდა როცა საუზმეზე ასადსაც მოკრა თვალი.
-დილამშვიდობისა-უთხრარა ასდამა.
-დილამშვიდობის-უემოციოდ უპასუხა გოგონამ.
მთელი საუზმე ასევე უაზროდ გაგრძელდა,მხოლოდ ნურა იტყოდა რამოდენიმე სიტყვას.
შუადღისთვის ჰანანი ერთერთ აქაურ მწერალს უნდა შეხვედროდა და მარტო წავიდა.ნურა კი ასადის მიერ დაქირავებულ მძღოლთან ერთად სასეირნოდ გაეშურა.
მარტო დარჩენილმა ასადმა მუშაობა გადაწყვიტა,მაგრამ მისი ლეპტოპი ვერსად იპოვა ,როგორც ჩანს იქ ვერსალში ყოფნისას დაკარგა ან სადმე დარჩა.
ჰანაის ოთახში შევიდა და მის ლეპტოპს მიუჯდა.ეკრანის კუთხეში ცალკე ახალი ფაილი იყო გახსნილი.რატომღაც ასადი ამან დაინტერესა ,გახსნა და პატარა რომანის დასაწყის წააწყდა.რაღაც მომენტში იფიქრა რაში მაინტერესბსო,მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა წაკითხვა.
"უზარმაზარი ბარიერი რამოდენიმე წამში ,ერთი შეხებით გადაილახა.შემთხვევით მომეხვია და ვიგრძენი ,როგორ მენატრებოდა.იყო ისეთი წუთებიც როცა საშინლად მომინდა ,რომ ეკოცნა .მაგრამ ის შეჩერდა.უკან დაიხია და მეც ვერ გადავდგი პირველი ნაბიჯი.რატომ ?მას არასდროს უთქვამს მიყვარხარო.მაშინაც კი საფრანგეთში ერთი სიტყვაც არ დასცდენია ,სიყვარულის შეასხებ. ახლაც საფრანგეთში ვართ ,მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.გულში ვემადლიერები კიდეც ასეთი დიდი სიყვარულისთვის.ის რომ არა მე სამუდამოდ იმედგაცრუებულ ქალად დავრჩებოდი.მაგრამ ახლაც ასე ვარ,რადგან ის არასდროს გადმოდგამს ნაბიჯს ჩემკენ.თუმცა ის მიყვარს..."-უეცრად თაველბში ბინდი ჩამოაწვა,სუნთქვა აუჩქარდა...ვერ იჯერებდა რომ ეს ნამდვილად ჰანანის დაწერილი იყო.არ შეეძლო ამის წარმოდგენა,მაგრამ ფაქტი მის წინ ჯიუტად იდგა და ფეხის მოცვლას არ აპირებდა.
სასწრაფოდ იქირავა მანქანა და იმ კაფისკენ გასწა სადაც ჰანანი უნდა ყოფილიყო.აღელვებული შეიჭრა კაფეში და მაშინვე თვალში მოხვდა ჰანან,რომელიც მისგან ზურგშექცევით იჯდა და თანამოსაუბრეს უსმენდა.
-მერწმუნეთ ნამდვილად საოცარი შემოთავაზეებაა ქალბატონო ჰანან.თქვენც და თქვენი დაც გამდიდრებით.თუ ჩვენს რედაქციაში მუშაობას დაიწყებთ გამუდმებით მოგიწევთ მოგზაურობა რაც როგორც ვიცი თქვენი ოცნებაა.საკამოდ მაღალი ჰონორარი გექნებათ.უბრალოდ საჭიროა რომ დაგვთანხმდეთ.
ასადი ჰანანის პასუხს დაელოდა,რომელიც ოდნავ შეყოყმანდა და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა.
-მართალი ხართ,მოგზაურობა ჩემი ოცნებაა,მაგრამ მე ქმარი მყავს.ნუ დაგავიწყდებათ.ნურა და ის... ხო ისიც..მოკლედ ისინი ჩემი ოჯახია...-თქვა ჰანანმა სრულიად დარწმუნებით.
გაკვირვებული ასადი ვერ იჯერებდა რომ ამ სიტყვებს ჰანანი ამბობდა,ახლა კი იმ ტექსტის ჭეშმარიტებაც ირწუმნა რამაც აქ მოსვლა აიძულა.
ჰანანის თანამოსაუბრემ მაინც თავისი გააგრძელა.
ახლა კი ასადი მიიჭრა მათთან და ჰანანს ხელი დაავლო.
-რას აკეთებ ?-იყვირა ჰანანმა,რადგნა ასადის მოსვლამ ისევ თავდასხმის ხასიათზე დააყენა.
-მივდივართ-თქვა მან.
-როგორ ბედავთ შუა საუბრის დროს ასე მოვარდეთ და ქალბატონი იძულებით წაიყვანოთ?-საუბარში ჩაერთო ჰანანის თანამოსაუბრეც.
-მისი ქმარი ვარ.
-მერე რა ?ქმრის სტატუსი ამდენის უფლებას არ გაძლევთ!
-გამეცალე-უყვირა გაბრაზებულმა ასადმა
-არა.მაინც რა უფლება გაქვთ მასზე ?
-რა უფლება არაა ? მიყვარს,მიყვარს თავდავიწყებით მიყვარს.ნუთუ ესეც არ არი საკმარისი თქვენთვის?-უყვირა ასადმა და გაოცებულ ჰანანთან ერთად კაფიდან გაიჭრა.
მანქანაში მის გვერდით იჯდა და თავში ასადის სიტყვები უტრიალებდა .მან პირველად უთხრა რომ უყვარდა...
-გააჩერე-თქვა ჰანანმა.
ისეთი ცივი ხმა ჰქონდა ,რომ ასადმა გააჩერა.გოგონა მაშინვე გადავიდა მანქანიდან.
-მოიცა -უთხრა ასადმა.
მაგრამ ჰანანი წინ მიდიოდა და უკან არც კი იხედებოდა.
-მოიცა -უთხრა ხელმეორედ მის უკან ასადმა და მკლავში ხელის მოკიდებით შემოატრიალა.
-გამიშვი.
-არა.
-რატომ?შენ გგონია სიტყვა სიყვარულს მაშინ გამოიყენებ როცა გინდა და მეც დაგიჯერებ არა.
-არ არის ასე.
-აბა როგორაა?
მამაკაცმა არფერი უპასუხა.მოულოდნელად მის ბაგეებს დაეწაფა.ჰანანს წინააღმდეგობა არ გაუწევია.მხოლოდ ჰაერის ჩასასუნთქად მოშორდნენ ერთმანეთს.
-ეს რას ნიშნავს ?-იკითხა ჰანანმა.
-მიყვარხარ.
გოგონას თვალები აუციმციმდა და ასადის სახეს დააკვირდა.იმდენად უცნაური მოსასმენი იყო მისგან ეს სიტყვები ,რომ უნდოდა კიდევ ბევრჯერ გაეგონა.
-გაიმეორე.
-მიყვარხარ.
-კიდევ.
-მიყვარხარ.
ჰანანმა ტელეფონი ამოიღო ხმის ჩამწერი ჩართო და ისევ თხოვა გამეორება ,მაგრამ ასადმა ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა ,სხეულზე მიიკრო და უთხრა
-ჩაწერა რა საჭიროა.ამ სიტყვას კიდევ ბერვჯერ გაიგონებ მაგრამ შენ ეს არ გიტქვამს?-ასადი მომლოდინე სახით ჩააშტერდა ჰანანს.
-ახლოს მოიწი-უთხა ჰანანმა და ახლა მან გამოიჩინა კოცნის ინიციატვია...მოულოდნელად შეეხოო მისი ბაგეებიი ასადისას და შემდეგ მამაკაცის ყურთან მისი ხმა გაისმა.
-მიყვარხარ...

ჩვენ ორნი.
-ქალბატონო ნურა ,მოგწონთ არა პარიზი?-ჰკითხა მძღოლმა.
-დიახ.გთხოვთ ასე ნუ მომმართავთ.პირველი -ჩემზე უფროსი ხართ და მეორე არ მიყვარს ასე რომ მმომართავენ.
-კარგი როგორც გენებოს ნურა.აი ხომ გამომივიდა?
-დიახ .ასე ჯობია .თქვენ ამერიკელი ხართ ?
-რატომ მეკითხები ?
-უბრალოდ ძალიან კარგად ლაპარაკობთ ინგლისურად და ამიტომ.
-კი.ამერიკელი ვარ.
-შეიძლება გკითხოთ აქ რა გინდათ ?
-კი რატომაცარა.აქ ჩემი ვაჟიშვილის გამო ვარ.შენ რამდენი წლის ხარ ?
ნურა ამ კითხვის აზრს ვერ მიუხვდა,მაგრამ მაინც უპასუხა.
-16.
-ხო ჩემი შვილიც შენი ასაკისაა.ძალიან კარგად სწავლობს და აქ გადმოვიდა სასწავლებლად.
-კი მაგრამ კარგი განათლების მიღება ამერიკაშიც ხომ შეუძლია ?
-კი ,როგორ არა.მაგრამ მას შემდეგ რაც დედამისი დაიღუპა ამერიკაში წასვლა აღარ უნდა.მაგრამ მაინც ვხვდები რომ იქუარობ ენატრება.
-იქნებ მისთვის გეკითხათ?იქნებ აზრი შეიცვალა ?
-არა ამას თავადაც მეტყოდა.სწორედ ახლა ალბათ სკოლიდან სახლში მიდის.არ უყვარს დროის კარგვა და აქეთიქეთ სიარული.წიგნების კითხა ურჩევნია.
-მეც ასე ვარ.
-მართლაა ? კარგია.შესაძლოა ოდესმე ერთმანეთს შეხვდეთ...
***********************
ლეტიცია და მისი მეგობრები უკვე დაბრუნდნენ ზღვიდან ,მაგრამ ლეტიციას თავისი ამოცანა მაინც ვერ ამოეხსნა.ერთ დღესაც როცა დეტექტივობანას თამაშმა დაღალა,პირდაპირ კითხა რიცარდს.
-რიჩარდ,ვიცი რომ შენთვის ცნობილია ის ყველა უცნაურობა რაც პლაჟზე ხდებოდა .ვარდები,მესამე თეფში,მესამე ჭიქა.რაღაც გაურკვეველი ბარათები და ასე შემდეგ.მოკლედ ამ გაუგებარი ამოცანია შემადგენელი ნაწილები.უარყოფას აზრი არ აქვს ,არც ისე სულელი ვარ.მოკლედ რა ხდება ?
-არც ვუარყოფ.უბრალოდ ვერ გეტყვი რა ხდება.
-რატომ ?
-ასეა საჭირო.
-ვინმე გაშინებს თუ რა ხდებაა ?
-არაფერი.გითხარი ვერ გეტყვიმეთქი.
-ის მაინც მითხარი რამდენუცნობიანი ამოცანააა ?
-ერთუცნობიანი.
-ამოვხსნი.
-არა მგონია.
-ერთუცნობიანი ამოცანა,ამას ხომ დიდი ხნის წინ ვხსნიდი სკოლაში.
-მართალი ხარ,მაგრამ ვერ ამოხსენი.
-არააა.ერთუცნობიანი ამოცანა ზედმეტად მარტივი ამოცანააა.
-მე კი ვფიქრობ რომ ზედმეტად რთულია-თქვა რიჩარდმა და კაფეში მოშორებით მჯდარ ფიგურას გადხედა.რომელიც სწრაფად წამოდგა და კაფიდან გავიდა.

********************
ასადსა და ჰანანს სახლში ნურა დახვდათ და მათაც მაშინვე ახარეს ყველაფერი.
-აბა გამოიცანი რა მოხდა -უთხრა ასადმა.
-რა ვიცი,ალბათ ჰანანი ისევ გეჩხუბა ან ისევ ეჩხუბე ან რაღაც ამდაგვარიი.
-არაა,შეცდი-სიცილით თქვა ჰანანმა.
-მინიშნებაააა -თქვა ჰანანისთ გაკვირვებულმა ნურამ.
-ჩვენ ორნი
-რაა ?
-ეს არის მინიშნება -გიმეორებ ჩვენ ორნიი...
-გიჯები ხართ.
-შევრიგდით-იყვირა ჰანანმა .
-მართლააა ? რა კარგია-გახარებული ნურა ორივეს ჩაეხუტა.მერე სასაუბროდაც დასხდნენ და ჰანანს როგორც ყოველთვის ლოგიკური კითხვები გაუჩნდა.
-საიდან მოგივდა თავში აზრად სიყვარულის ახსნა ?-ჰკითხა მან ასადს.
-იქიდან საიდანაც შენ მოგივდა თავში აზრად იმის დაწერა.
-რისი?
-კარგი ერთი თავს ნუ ისულელებ -თქვა ასადმა და ჩაიხუტა.ჰანანი მისი მკლავებიდან გამოძვრა და მართლა გაკვირვებულმა იკითხა
-რაზე ამბობ ?კარგა ხანია არაფერი დამიწერია.
ჰანანის ამ პასუხმა ასადი ჩააფიქრა და ლეპტოპის მოსატანად ადგომა დააპირა ,მაგრამ ნურამ შეაჩერა.
-მე დავწერე.ვიცოდი მუშაობას რომ აპირებდი,ამიტომ შენი ლეპტოპი მოვიპარე და ჰანანის ლეპოტოპშიც მე ჩავწერე ის სიტყვები.
-ესიგი ჰანანს ის არ დაუწერა...-ასადმა ისეთი სახე მიიღო ჰანანს შეეშინდა ძლივს აწყობილი ურთიერთობა არ დანგრეულიყო.
-მაგრამ,რა აზრი აქვს -ტქვა ასადმა და ჰანანს შეუბრუნდა-შენ ხომ მითხარი რომ გიყვარვარ.
-პირველი შენ მითხარი-ბავშვურად გაბუტა ჰანანი.
-მოიცა მე სხვა რამეც მახსოვს,შენ არ ამბობდი ის და ნურა ცემი ოჯახიაოო ,თან ის ორჯერ გამეორე.
-უზრდელო,მოსმენა ისჯება კანონით-ტქვა ჰანანმა და ასადს მოეხვია.
-ნურა ეს საუკეთესო ტყუილი იყო-უთხრა ასადმა...
ჰანანი შეიცვალა ,ასადიც შეიცვალა.ამდენი ტკივილის შემდეგ ეს სიხარული იმდენად ძვირფასი იყო მათთვის რომ არ აპირებდნენ რაიმე მიზეზით ხელიდან გაეშვათ.
-წარმოგიდგენია ერთად ვართ-თქვა ჰანანმა-ჩვენ ორნი ..................



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ძალიან მომწონს ეს ისტორია. შუიდან დავიწყე კითხვა და ისე მომეწონა თავიდან უნდა დავიწყო. ოღონდ, რახან "ახალი" ხარ უნდა გკითხო: კარგი დასასრულები გიყვარს?

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

grafo
ძალიან მომწონს ეს ისტორია. შუიდან დავიწყე კითხვა და ისე მომეწონა თავიდან უნდა დავიწყო. ოღონდ, რახან "ახალი" ხარ უნდა გკითხო: კარგი დასასრულები გიყვარს?

მადლობა პირველ რიგში <3 ზოგადად ამბავს გააჩნია.ამ შემთხვევაში კარგი დასასრული იქნება love

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

რა თქმა უნდა, ამბავს გააჩნია და ამ საიტზეც ზუსტად იმიტომ შემოვდივარ, რომ მხოლოდ კარგი ამბები ვიკითხო:)). გმადლობ.

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

grafo
რა თქმა უნდა, ამბავს გააჩნია და ამ საიტზეც ზუსტად იმიტომ შემოვდივარ, რომ მხოლოდ კარგი ამბები ვიკითხო:)). გმადლობ.

პირიქით მადლობა რომ ამდენ ისტორიას შორის ჩემსასაც კითხულობ <3 ეს ისტორია უკვე დამთავრებისკენ მიმყავს ,მაგრამ დასასრული იქნება ტკბილი და თბილი,რადგან ამ ისტორიის დაწერის მიზანი სწორედ ეს იყო ...მინდოდა მკითხველისთვის რაიმე თბილი გრძნობა დამეტოვებინა გულში. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent