შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ბოსი! [11]


2-03-2016, 21:44
ავტორი Likk Red
ნანახია 5 726

სექსუალური ბოსი!
XI თავი.
მას შემდეგ თითქმის ყველაფერი შეიცვალა, გარდა ერთი რამისა, ნიას გრძნობები დამიანის მიმართ უცვლელი დარჩა, ისევ ისე უყვარდა. არა უფრო მეტადაც კი!
ღამღამობით, როცა მონატრება შემოუტევდა თავს ვერ იკავებდა, ტიროდა და თავსაც არ იკავებდა, იცლებოდა ყველა გრძნობისგან. ყოველდღე ფიქრობდა და ცილობდა გასამართლებელი მოეძებნა მისი საქციელისთვის.
დამიანის წასვლის დღიდან ერთი კვირის შემდეგ, ბატონმა ირაკლიმ კომპაია ნიას ჩააბარა, ახლა ის გახდა ბიზნეს ლეიდი. საქმეს ზედმეტად სერიოზულად ეკიდებოდა, სულ საბუთებში იყო ჩამძვრალი, ფიქრების ასარიდებლად ყველაფერს აკეთებდა.
ბატონ ირაკლისთან შეთანხმება დადო, დამიანის დაბრუნების შემდეგ სამსახურიდან წავიდოდა, სამუდამოდ და არასდროს დაბრუნდებოდა.
იცოდა რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ არ იცოდა შეძლებდა თუ არა პატიებას.
კაბინეტი არ გამოუვლია, არც არაფერი შეუცვლია, ყველაფერი ძველებურად დატოვა, ყველა ნივთი, დამიანის კალმებიც, ფურცლებიც, ყველა ნივთი გარდა ნოუთბუქისა, ერთერთ თაროზე შემოდო და მას შემდეგ მტვრის ფენად იქცა.
ერთიშეხედვით ძალიან შეიცვალა, მაგრამ ის ისევ ის ნია იყო როგორიც დამიანის წასვლამდე, ვინც იცნობდა მის თვალებში მხოლოდ ისინი ამჩნევდნენ იმ დიდი ტკივილს.
კატერინამ და ერეკლემ არაფერი იცოდნენ დამიანის წასვლამდე, ჩამოსვლისას კატერინამ ინანა რომ ამ ხნის მანძილზე საერთოდ გამოეთიშა კომუნიკაციის ყველა წყაროს. სამი თვე ნეტარებაში გაატარა, მაგრამ როდესაც ნია დაინახა მაშინვე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
ნია მასთან საუბარს თავს არიდებდა, არ უნდოდა რომ გამტყდარიყო და ისევ ეტირა, არ სცხვენოდა კატერინასი, უბრალოდ გახსენების ძალა არ ქონდა.
ძნელია ყველაფრის დავიწყება, მაშინ როცა თავდავიწყებით გიყვარს, მაგრამ ნია ამას არც ცდილობდა. მისი სიყვარული აძლებინებდა და იმედი იმის რომ დაბრუნდებოდა.
არ იცოდა მაშინ რას იზამდა, შეიძლება ეტირა კიდევაც ან უემოციოდ ყოფილიყო, მაგრამ ერთი იცოდა პატიებას ან შეძლებდა ან ვერა, მაგრამ რაც დააკავებდა ალბათ ეს ყალბი სიტყვები იყო. ეშინოდა რომ ისევ მოტყუვდებოდა, აღარ უნდოა იგივე ეგრძნო.
კომპანიის საქმეები ძალიან კარგად მიდოდა, დაკარგული 5 მილიონი 6 თვეში აანაზღაურა, ახალი პროექტებით, ახლად გახსნილი სასტუმროების და რესტორნების ხარჯზე. კომპანია უფრო გაფართოვდა და უფრო მეტი პარტნიორი დაიმეგობრეს.
ერთი შეხედვით ყველაფერი შესანიშნავადაა, ყველაფერი მშვიდადაა, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება რაღაც, რაც აგაფორიაქებს.
დილით გაღვიძებული სწრაფად წამოდგა საწოლიდა, საათზე დახედვისას მიხვდა რომ აგვიანდებოდა, სწრაფად გადაივლო წყალი და თმები გაიმშრალა. ნაცრისფერ მუხლებამდე კაბაზე, ზემოდან თეთრი პერანგი გადაიცვა, ფეხზე შავი ფერის მაღლები მოირგო და წასასვლელად მოემზადა, როდესაც შეამჩნია მისაღებში რომ საათი 8ს უჩვენებდა. გაბრაზებულმა ჩუმად ამოიღრინა, ახლახანს გაახსენდა რომ მისი მაღვიძარას ელემენტი დამჯდარი ქონდა.
სახლში ჯდომას ისევ ერჩივნა გარეთ გასულიყო და ესეირნა, ვიდრე ამ ჩახუთულ ოთახებში ყოფილიყო. გარეთ გასვლისას გასერინება გადაწყვიტა, მოვლითი გზით გაუყვა კომპანიისენ გზას.
ვიტრინების თვალიერებით იყო გართული, როცა შეამჩნია ერთერთ ბანერზე გოგო, რომელსაც თმა მოკლედ ქონდა შეჭრილი, მის გაშლილ თმას ხელი გადაუსვა და ჩაფიქრდა შეეჭრა თუ არა თმა, ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა რომ სტილის შეცვლა. მისი თმა კი ენანებოდა მაგრამ მაინც!
ვიტრინებს მიღმა ათვალიერებდა, მხოლოდ ერთი სალონი შეამჩნია გახსნილი და მაშინვე შიგნით შევიდა. ქალმა გაოცებული გადახედა, გაუკვირდა ასეთ თმას შესაჭრელად როგორ იმეტებდა, ნიას გადაწყმუნებაც კი ცადა, მაგრამ გონებასი უკვე ღრმად ქონდა გამჯდარი ეს აზრი.
არ უნანია, როცა მისი თავი სარკეში შეათვალიერა, უხდებოდა, მაგრამ ის ინანა რომ ამხელა თმა შესაჭრელად გაიმეტა. სარკეში ჩახედვისას გვერდზე გადავარცხნილი ჩოლკაში ხელი შეიცურა და აიჩეჩა.
–მომწონს– თავისთვის ჩაილაპარაკა.
–მაგრამ შენი თმა!– დანანებით ჩაილაპარაკა ქალმა, ნიამ ღიმილით გადახედა 40წელს გადაცილებულ ქალს, მადლობა გადაუხადა, თმის შეჭრის საფასური გადაიხადა და სალონი დატოვა. საათის დახედა, მიხვდა რომ აგვიანდებოდა, მაგრამ მაინც არ ჩქარობდა.
კომპანიაში მისულმა ყველას მზერა დაიმსახურა, რამოდენიმე თანამშრომელმა კომპლიმენტიც კი უთხრა. თავის დაკვრით და ღიმილით პასუხობდა. ლიფტამდე გაღიმებული მივიდა, შიგნით შესულმა კი სახიდან ღიმილი ჩამოირეცხა. რატომღაც გული საშინლად აუჩქარდა.
ლიფტის დატოვებისას ჰოლში სასიამოვნო სურნელი ირგძნო, ის სურნელი რომელიც უყვარდა, ახლა გული გაუჩერდა, მაგრამ წამის შემდეგ სულ სხვანაირად აუჩქარდა. კაბინეტის კართან მისულმა გაიგონა ხმა ბატონი ირაკლის და ერეკლესი.
დაკაკუნების გარეშე შევიდა და ოთახში მყოფებს მოავლო თვალი, ეკე, კატერინა, დამიანი და ბატონი ირაკლი... გაოცებულმა მზერა ისევ დამიანს დაუბრუნა. წამშივე შეათვალიერა, ყავისფერი თვალები, რომელიც ნათების გამო უფრო ყვითელ ფერში გადადიოდა, სწორი და მამაკაცისთვის დამახასიათებელი ლამაზი ცხვირი, მსხვილი ტუჩები, რომელსაც ვარდისფერი ფერი დაჰკრავდა და წვერი, რომელიც ასე უხდებოდა.
როგორ ეგონა რომ მის დანახვაზე ტირილით გასკდებოდა, უყვირებდა და უღრიალებდა, მაგრამ ამის მაგივრად უყურებს და ეღიმება. მზერას მალევე აშორებს და დანარჩენებს ავლებს.
–ბატონო ირაკლი– თავის დაკვირთ ანიშნებს რაღაცას, ირაკლიც მალევე ხვდება და ფეხზე დგება. მაგიდასთან მისული ნია უჯრიდან საბუთს იღებს და ორ ფურცელზე ხელს აწერს, შემდეგ კი საბუთებს უკან უწვდის ბატონ ირაკლის. ისიც მასსავით ხელს აწერს საბუტებს.
სიჩუმე ისადგურებს, ხმას არავინ იღებს, დამიანს უბრალოდ საუბარი არ უნდა ჯერ ნიას ყურებით ტკბება. კატერინა კი გაოცებული უყურებს სტილ შეცვლილ დაქალს.
საბუთების გადახედვისას სავარძლიდან დგება, კარისკენ მიმავალს დამიანის ხმა აჩერებს.
–ნია...– მისი ხმის გაგონებისას სხეულში ერთიანად უვლის ჟრუანტელი, ისევ ციებცხელებასავითაა ეს გრძნობა, აჩქარებული გულისცემა და აკანკალებული ხელები.
მისკენ მიმავალს ხელით აჩერებს და თავის გაქნევით ანიშნებს რომ არ გაჰყვეს, მაგრამ დამიანი დანებებას არ აპირებს. მაინც კვეთს მათშორის მანძილს და მოულოდნელად ეხვევა ნიას.
ნია ცდილობს ყველა ის გრძნობა ჩააცხროს მასში, რაც დამიანის ჩახუტებამ გამოიწვია. არ სუნთქავს, არ უნდა რომ მისი სურნელით ფიტვები აივსოს, ისიც ეს ხელს შეუშლის ყველა შეკავებული გრძნობის ისევ შეკავებაში.
ხედავს როგორ გადიან კაბინეტიდან სხვები და როგორ ტოვენებ მათ მარტო.
–რატომ დაბრუნდი?– ჩუმად ეკითხება და მას იშორებს. მხოლოდ მისი მოშორების შემდეგ ისუნთქავს ჰაერს და აჩქარებული პულსაციის დამშვიდებას ცდილლობს.
–ნია მე ყველაფერი უნდა აგიხსნა
–და ასახსნელი რა არის? როგორ გამომიყენე და როგორ დამტოვე?– ტკვივილის დაფარვას ირონიით ცდილობს, თითქოს ღვარძლიანად წარმოთქვამს სიტყვებს.
–ყველაფერი ისე არ იყო როგორც შენ გგონია– თავის ქნევით ამბობს.
–კარგი რა. თავის გამართლებას რითი აპირებ?
–თუ მომისმენ ყველაფერს აგიხსნი– ბრაზდება მის დაუმორჩილებლობაზე. სავარძელში ეშვება და ნიასაც ანიშნებს რომ მის გევრდით დაიკავოს ადგილი, ამის მაგივრად ნია მისგან მოშორებით დგამს სავარძელს და მის წინ თავსდება.
–გისმენ– ხელის აქნევით პაუსხობს და ხელებს მკერდზე იჯვარედინებს.
–ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო, ჩემი უბედურება მას შემდეგ რაც დავიბადე. დედაჩემი ჩემს მშობიარობას გადაყვა, პატარაობიდან მარტო ვიზრდებოდი, 10წლის ეკე საერთოდაც არ მაქცევდა ყურადღებას, მის ასაკში გააცნობიერა რომ მე ვიყავი მიზეზი დედის სიკვდილის გამო. არასდროს მიგრძვნია სითბო და სიყვარული. ყოველთვიეურად სხვადასხვა ძიძა მზრდიდა, არავინ მყავდა ვისაც ვენდობოდი. 17წლამდე საქართველოში 'ვიზრდებოდი და ვყალიბდებოდი'. შემდეგ კი რუსეთში გავფრინდი და როდესაც შევიცანი თავისუფლების გემო უფრო გავთამამდი, მას შემდეგ ყოველდღიური სტუმარი ვარ კლუბების და კაზინოებში. ძალიან ბევრი მტერი მყავდა, ვერავინ მიტანდა ჩემი ხასიათის გამო, მაგრამ გოგოები გარს მეხვივნენ. როგორც ყოველთვის, იმ დღესაც კაზინოში ვთამაშობდი. ვიგებდი, თითქმის ნახევარი მილიონი მქონდა მოგებული, როცა ჩემს ვისკიში ვიღაცამ ნარკოტიკი გაურია, გოგოები მომიგზავნა ჩემს საცდუნებლად. კაიფის გამო ფსონად 5 მილიონი ჩამოვედი, გოგოები მარწმუნებდნენ რომ მე მოვიგებდი. მაგრამ წავაგე. მაშინ იქიდან გამოღწევა მოვახერხე. შეიძლება მდიდარი მამიკოს შვილი ვარ, მაგრამ მისთვის არაფერი მითხოვია და სიკვდილად რომ დამჯდომოდა არც ვთხოვდი ამას. გამიმართლა როცა ირაკლიმ დამირეკა და მითხრა რომ კომპანია უნდა მემართა, იმ დღიდანვე დავიწყე საბუთების შეგროვება, რომ კომპანიის ფული ცოტა ხნით მესესხა, მაგრამ როგორც მიხვდი არც ისე ადვილი იქნებოდა ამის გაკეთება. აქ ჩამოსვლისას იმ დღესვე შევუდექი საქმეს. იცი? დანახვისთანავე მომეწონე, ვიფიქრე ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავთქო, მაგრამ როცა ღრმად სევტოპე მივხვდი რომ დაგკარგავდი. მაგრამ ფული რომ არ დამებრუნებინა მომკლავდნენ და არც ჩემ ოჯახს დაინდობდნენ. ვერც შენ გეტყოდი, რაც უფრო ცოტას ეცოდინება მით უკეთესი იქნებოდა. გაიგეს შენზე და მუქარით სავსე შეტყობინებებს მიგზავნიდნენ, რასაკვირევლია ვიცოდი რომ შემსრულებლები იყვნენ. არ მინდოდა რომ ამ საქმეში გამერიე, ვიფიქრე რომ მარტივად გამოვძვრებოდი და ისევ დავბრუნდებოდი, მაგრამ როგორ ჩანს ეს დიდხანს გამიგრძელდა, ჩემი ბიზნესით 5 მილიონი ვიშოვე ამ 6თვის მანძილზე და ყველაფერი უკან დავაბდუნე. ახლა კი რადაც არ უნდა დამიჯდეს შენს ნდობას ისევ მოვიპოვებ!
თითქოს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით წარმოთქვა, მთელმა მისმა ცხოვრებამ თვალწინ გაურბინა და მიხვდა რომ მისი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი წინ ეჯდა და მის გამო ყველაფერს გააკეთებდა!
ყველაფრის მოყოლით თითქოს დიდი ლოდი მოიშორა გულიდან, უნდოდა მისთვისაც მოეყოლა, მაგრამ როგორც აღნისნა ეშინოდა, ეშინოდა იმ მუქარის, რომლის შემსრულებლებიც მართლაც რომ იყვნენ.
–ეს ყველაფერი მანამ, რომ გეთქვა...–თავის ქნევით ამბობს ნია. ყველაფრის გააზრებას ცდილობს, ყველა მისი სიტყვის. გული უფრთხიალებს, ერთდროულად ბედნიერიც არის და ერთდროულად ტკივა კიდევაც. ტკივა დამიანის გამო და ბედნიერია დამიანის გამოც.
ახლა სიმართლე იცის და ყველაფერი მასზეა დამიკიდებული, არ იცის რა თქვას და რა გააკეთოს, ასე უცებ აპატიოს?? იქნებ კიდევ ატყუებს? მან ხომ კარგად ნახა ვიდეოს გამოგზავნის თარიღი?
–ვიცი, ვიცი რომ შეცდომა დავუშვი და ამის გამოსასწორებლად ყველაფერს ვიზამ, ნია შენგამო ყველაფერს გაკავეთებ, მხოლოდ შენთვის, ისევ ჩემი რომ გერქვას– ნიას მზერას არ აშორებდა, მის თვალებს მიშტერებოდა და თითქოს ხედავდა ყველაფერს, მის ტკივილს თუ სიხარულს. ყველაფერს.
–ერთ შანს ყველა იმსახურებს...– თვალები წამით წამოენთო დამიანს– მაგრამ ეს გამოუსწორებელი შეცდომაა, შენ სიტყვის უთქმელად მიმატოვე, ხვდები მაინც როგორი ძნელი იყო ჩემთვის შეგანრეშე ყოფნა? ყველაზე საშინელება იმ შეტყობინებების ნახვა იყო, სადაც ვიდეოები იყო როგორ თამაშობდი კაზონოში, გოგოები როგორ გეხვეოდნენ და როგორ გეფერებოდნენ, მაშინ თითქოს მოვკვდი. ეს იმ დღეს იყო როცა შენ მე თავი ყველაზე ბდენიერ ქალად მაგრძნობინე, მაგრამ ის სიტყვები ყველაფერი ფარსი ყოფილა. ჯანდაბა შენ არც კი გიყვარდი და მიყენებდი.
–მოიცა რაა?– ყვირის უცებ დამიანი, როცა ნიას სიტყვებს იაზრებს– ეგ ვიდეო ძველია, მაშინ არის გადაღებული როცა 5 მილიონი წავაგე. მე შენთვის არ მიღალატია და არ გამომიყენებიხარ. ვაღიარებ თავიდან ვაპირებდი, მაგრამ შენ თავი შემაყვარე, ისე რომ მეც გამიჭირდა ამის გააზრება. ნია მე მიყვარხარ და არცერთი ჩემი სიტყვა ფარსი არ ყოფილა– ნიას სიტყვებზე თითქოს ბრაზდება, მაგრამ მაინც სწყდება გულში რაღაც. იცის რომ დამნაშავეა, მაგრამ ის ნიას არასდროს ატყუებდა.
გონებადაძაბული ფიქრობს, არ იცის რა უთხრას, ყველაფერს ერთად ხარშავს და ხვდება რომ ის არც ქურდია და არც მატყუარა. უხარია, მაგრამ მაინც ჭამას რაღაც და ბოლომდე პასტიების უფლებას არ აძლევს.
– არ ვიცი, არაფერი არ ვიცი– ტირილის პირას მისული ჩუმად ამბობს, სახეზე ხელებს იწყობს და ჩუმი ქვითინი უტყდება.
–ნია, ნია შემომხედე– მის წინ მუხლებზე დგება და სახიდან ხელებს აშორებს– არ უნდა ტიროდე, შენ ხომ დამპირდი რომ ყოველთვის ბედნიერი იქნებოდი?
–არ შემიძლია– თავისქნევით ამბობს.– მარტო ყოფნა მინდა– მიდის დასკვნამდე– ყველაფერზე უნდა დავფქირდე
–მარტო არ დაგტოვებ– მტკიცედ აცხადებს დამიანი და ნიას სახეს ხელებში იქცევს. აწითლებულ ლოყებზე ხელებს უსმევს და ნაზად ეფერება.
–დამიან წადი!– ყვირილით ამბობს ნია და მის ხელებს იშორებს, ფეხზე წამოჭრილი ფანჯრის წინ დგება– უბრალოდ წადი
–ნია...
–არაფერი თქვა, უბრალოდ დამტოვე.
ხვდება რომ შეწინააღმდეგებას აზრი აღარ აქვს, ამიტომ მორჩილად ტოვებს კაბინეტს და კარებს ძლერად აჯახუნებს. ხვდება რომ ხელიდან ეცლება.
არ იცის რა ქნას, რა გააკეთოს, უყვარს დამიანი, მაგრამ ეშინია, ეშინია იმ დიდი ტკივილის რომელიც უკვე გამოსცადა. დათრგუნული ხელებს დაბლა უშვებს, ფიქრიც კი ღლის და ანადგურებს. ახლა მის მკლავებში ყოფნა უნდა, მისი ჩახუტება და მისი ტუჩების შეგრძნება.
..........
მართლა არ ვიცი რამდენად კარგი გამოვიდა, მაგრამ ვეცადე.
სკოლაში ვნახე თქვენი კომენტარები, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამახარა თქვენმა ასეთმა აქტიურობამ.
პ.ს. ძველი დამიანი დაბრუნდა! winked
პ.ს.ს. სავარაუდოდ ბოლოს წინა თავია...



№1 სტუმარი parker

მაგარია კიდევ კარგი დამიანის საქციელს ახსნა მოუძებნე მაგრამ მასზე მაინც გარაზებული ვარ და ჯერ ვერ ვპატიობ ასიანი ვიცი აპატიებ მაგრამ არ ვიცი როდის.ძალიან მაგარია მომწონს კი არა მიყვარს ეს ისტორია სასწაული ხარ

 


№2  offline წევრი ჩუმა

ასე იოლად არ აპატიოს აწვალოს რა ცოტა

 


№3  offline წევრი Pepper

აუ რა თავი იყოო
გამიხარდა დამიანის სიმართლის გაგება არ მინდოდა ბოლომდე დამეჯერევინა რომ ცუდი იყო დამი.
მესმის ნიასიც მაგრამ იმედი მაქვს აპატიებს <3
ვგიჟდები ამ ორ ადამიანზე ^^
ისაყვარლესები არიან
ველოდევი შემდეგ თავს მოუთმენლად
საოცრად წერრ ვგიჟდები ამ ისტორიაზე <3

 


კარგია მაგრია ემოციურია ტკბიკია მომეწონა კარგი რომ ახსენი მისი ეს საქციელი
--------------------
romantikosi mwerali

 


№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

kai iyo mara minda ro niam beevri beevri awvalos damiani me mainc gabrazebuli var damianze
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№6  offline წევრი BUBU_2426

Rogorc yoveltvis saocrebaa magram patara tavi iyo armeyo erti amosuntqvit chavamtavre :/ shemdegi tavi didi dade mitumetes tu finali iqneba :/ magram arminda rom dasruldes dzalian miyvars es istoria da rogor unda gavdzlo roverdavinaxavxolme axaltavs arvici :(((( eh neta ramdenjer wavikitxav dasasrulis mere am istorias tavidan bolomde gmertma icis :ddd <3333 miyvarxar da male dade gelii geliii mogeeliii <3333!!!

 


№7  offline წევრი kora

გამახარე ტან ძალიან love ერთადერთი რის გამოც მასზე გავბრაზდი იყო ის ფოტოები ქალებთან გადაღებული, რომლებიც ნიამ ნახა, მაგრამ, რაი ისინი ადრე გადაღებული ყოფილა გულზე მომეშვა. ერთს ვერ ვხვდები რატომ არ აპატია ნიამ?! არ ველოდი ასეთი სიმართლის მოსმენის შემდეგ ასეთი საშინელი რეაქცია თუ ექნებოდა sad
--------------------
kira.G

 


№8  offline წევრი BadBadgirl ^^

ვიცოდი, ვიცოდი რომ რაღაც მიზეზი ჰქონდა! ნუ ეს ყველაფერი არ ამართლებს მის საქციელს მაგრამ რაღაც გამართლება მაინც აქვს!
ყვეეელაფერი უნდა ქნას და ნიამ უნდა აპატიოს :'(
თუ შემდეგი თავი დასასრულია, ჰეფი ენდის გარეშე არ მიიღება!
და სახელით როცა მიმართავენ რატო არ უყვარს ეგ 'ამოცანა' ამოუხსნელი არ დატოვო :'( ♥

 


№9  offline წევრი kiko

ო ბოჟე მოიიი

 


№10  offline წევრი tegi

Mec megona rom apatiebda magram mesmis misi jer unda gaiazros. Mecodeba dami magram gtxov cota awamebie nias, amoagebies is tanjva da bogma rac magan 6 tvia ganmavlobashi gaiara. Araferi uchirs cota xani iwamebs magram mere sherigeba originaluri unda iyos. Aba shen ici dzan kai xar, ase gaagrdzele da zomebi cota gazarde. Moveli axal tavs sulmoutqmelad

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუუ მაგარიააა <3 მომწონს დამიანი და რა ვქნაა :)) იმედია ხვალ დადებ წარმატებებია :))

 


№12  offline წევრი Guitaristxati

სუპერ გოგო ხარ❤️ ყველაზე საინტერესო თავი იყოო , შემდეგს ველიი სულით და გულით <3:**

 


№13  offline წევრი gvanciii kereselidze

Vicodiii rom damianii ar atyuebdaa niaasss.... saocreba xarrr <3
--------------------
G.ke

 


№14  offline წევრი shany shany

momwons magram yvelaferi ar gaamartivo raa.. tamashis tema ratomgac vtvli rom ufro gasafrcibia... kazinoebus tavus danebeba aseti advili araa..narkotikivitaa. shechveva icis im azartma da adrenalinma...imdenad dznelia am shegrdznebis chaxshiba rom ,,lomkac" ki aqvt xolme... nia vici rom sworad moiqceva chkviani gogoaa..ase rom veli gagrdzelebas

 


№15 სტუმარი eto

momewona... exla eseni ro ar sherigfnen ar vici ras vizam :D momewona es tavi imito ro damiani daabrune da agvixsendi rato wavida velodebi moutmenlad shemdeg tavs!

 


№16  offline წევრი lamazmani

აუ არ მინდა დამთავრდეს ძაან მაგარი ისტორიაა კიდე მინდა დიდხანს გაგრძელდეს ძაან მომწონს უძალიანმაგრესია აი მათლა გამიხარდა დამიანის დაბრუნება ძაან მაგრად წერ არ დაამთავრო რა ველი შემდეგ თავს love love love

 


№17  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ რამფერი კაი იყოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent