შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[15]


3-03-2016, 04:00
ავტორი Nina))
ნანახია 5 374

-ლუკა,არა ახლა არ ვარ სახლში,ამაღამ კომპანიაში ვრჩები
-მამა,სერიოზული სალაპარაკო გვაქვს
-შვილო,ხვალამდე ყველაფერი მოიცდის,მაგრამ არა ეს საქმე,ხვალ დილით ვისაუბროთ
-მამა..-სიტყვა შუაზე გაუწყდა ლუკას,ზურაბმა ტელეფონი გაუთიშა და საერთოდაც გამორთო,ერთი გემრიელად შეიგინა და გზა განაგრძო...

888
-მამუკა,იქნებ შეცდომას ვუშვებთ?-წრიალდება თია
-თია,მერწმუნე მათთვის ეს ქორწინება რომ დაგვეშალა ის უფრო იქნებოდა შეცდომა.
-როგორ მიიღებს ამ ამბავს ზურაბი ან მაია?-მაინც არ წყნარდებოდა თია
-ყველაფერს ზედმეტად ნუ ართულებ,რადგან ლუკამ ეს ნაბიჯი გადადგა მას ყველაფერი გათვლილი ექნება
-ჟანეტი? ჟანეტი რას იზამს,როდესაც ამ ყველაფერს გაიგებს?
-მართალია ჟანეტს მთელი ხალხი ჰყავს ამ ამბავში ჩარეული,მაგრამ აღარც ჩვენ ვართ ისეთი მარტოები,როგორიც მე ვიყავი წლების წინ,ჩვენ დღეს აღარსად გავიქცევით და შვილის ბედნიერებისთვის ვიბრძოლოთ
-მეშინია,მამუკა,ძალიან მეშინია..-მიეხუტა ქალი
-ნურაფრის გეშინია,თია,აკი გითხარი ამიერიდან ერთად ვიდგებით-მეთქი?...

888
-დედა,სალაპარაკო მაქვს..-ახლა დედას მიადგა ლუკა
-შემოდი,ლუკა,გისმენ..-სმენად იქცა ქალბატონი ერისთავი და შვილის შემდგომ ქმედებას დაელოდა,ლუკა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა
-დედა,მარიას ცოლობა ვსთხოვე-მაიას თვალები გაუბრწყინდა
-როგორც იქნა,ლუკა,მეც მეღირსება შვილიშვილი
-დედა,დედა,ჯერ ადრეა-ჩაეღიმა ლუკას
-როგორ თუ ადრე?
-კლუბში ვიყავით და იქ ბევრი რამ მოხდა ისეთი,რაც დაგაინტერესებს..-ლუკამ ლაკონიურად უამბო კლუბში მომხდარი ამბები და დროდადრო წამოიძახებდა ხოლმე-არ ვიცი მამა როგორ მიიღებს ამ ამბავს,მას ხომ ჟანეტი და მისი ქალიშვილი ძალიან უყვარს
-მაგრამ არა იმაზე მეტად,რამდენადაც თავისი ვაჟი!-მხარზე დაუსვა ლუკას ხელი და გაუღიმა- მერწმუნე,ხვალ რომ ამ ამბავს გააგებინებ სულ დაავიწყდება ყველაფერი! -თავის თავში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა მაიამ და შვილი დასაძინებლად გაამწემსა...

დილით ადრე დაბრუნდა ერისთავი და ლუკა დაიბარა კაბინეტში,ლუკას მეტი არც არაფერი სურდა ჩქარი ნაბიჯებით წავიდა მამის კაბინეტისკენ
-ლუკა,შემოდი.-მშვიდი ტონით უბრძანა მამაკაცმა,ლუკაც დაჰყვა მის ნებას და მის წინ სავარძელში მოთავსდა
-მამა,წუხელ გითხარი სალაპარაკო გვაქვს-მეთქი,მაგრამ არ გეცალა,ახლა კი გცალია,არ მინდა ბევრი ვისაუბრო,უბრალოდ გეტყვი,რომ ცოლი მომყავს!-ჩაილაპარაკა ომახიანად და სმენად იქცა
-მომილოცავს,შვილო,ვიცი გეგონა რომ წინააღმდეგი ვიქნებოდი,მხოლოდ იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში გიჩიჩინებდი ლანა მოგეყვანა ცოლად,თუმცა მადლობა უფალს დამანახა ყველაფერი და შეცდომისკენ არ გიბიძგე,თორემ მერწმუნე,ამას საკუტარ თავს ვერასდროს ვაპატიბდი...მარია ძალიან კარგი გოგოა შვილო და გამიხარდება ასეთი რძალი თუ ეყოლება ერისთავებს და რაღა დაგიმალო და ცოტათი ვიამაყებ კიდევაც-გაუღიმა ლუკას და მამაკაცმა შვებით ამოისუნთქა,მიუხედავად იმისა თუ რაც არ უნდა ეთქვა ზურაბს იგი ცოლად მაინც მარიას მოიყვანდა,მაგრამ მას ყოველთვის ადარდებდა მამის აზრი ყველაფრის შესახებ
-მადლობა,მამა,მადლობა რომ გესმის ჩემი!
-საკუთარ შვილს თუ ვერ გავუგე მაშინ რა მამა უნდა ვიყო?-ორაზროვნად ჩაილაპარაკა ზურაბმა-ისე,იმ მავთულის მეტი ვერაფერი ნახე,შვილო?-გაეღიმა ზურაბს
-იქ არანაირი ბეჭედი არ იყო-აჰყვა ლუკაც
-იმედია ყველაფერს ტრადიციებისამებრ აპირებთ
-რა თქმა უნდა,ვიცი როგორი ტრადიციულია თია და ამიტომ არ გვინდა ვიჩქაროთ,ამ კვირისთვის მინდა ნიშნობის ჩატარება,ხოლო იმ კვირისთვის კი ქორწილის გადახდა,ისეთი გრანდიოზული ქორწილი მინდა,როგორიც მარიას შეეფერება! ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს,მამა,რომ იცოდე როგორი ქალია! - სიამაყით საუბრობდა ლუკა და ზურაბი ხედავდა,თანდათან როგორ უბრწყინდებოდა უფრო და უფრო თვალები
-ვიცი,შვილო,ვიცი,ნუ დაგავიწყდება რომ მეც ვიცნობ მარიას
-ჰო,მამა,ამაღამ ჩვენთან მოვლენ ალექსანდრიები და ყველაფერზე დაწვრილებით ვისაუბროთ
-რა თქმა უნდა,ლუკა,სხვაგვარად როგორ მოხდებოდა აბა?! - მის ტონში მბრძანებლობაც და კითხვაც ერთად იგრძნობოდა
-კარგი,მე მარიას დავურეკავ,შენ კი მაინც დაურეკე მამუკას
-კარგი,შვილო,დანარჩენს მე მივხედავ,შენ შეგიძლია წახვიდე მარიასთან-გაუღიმა შვილს და ამით ანიშნა რომ მარტო დაეტოვებინა,როდესაც ლუკა გავიდა კაბინეტიდან,მხოლოდ მაშინ ჩამოუგორდა მამაკაცს ბედნიერების ობოლი ცრემლი და ისე სწრაფად მოიწმინდა,გეგონებოდათ ვინმე ფარულად უცქერდა და მის ცრემლს ელოდაო...

888
-მარია,იმედია არ გეძინა
-მეძინა და იმედია ასეთ დროს აღარ გამაღვიძებ ხოლმე
-გპირდები ცოტა ხანში ტელეფონით აღარ მომიწევს შენი გაღვიძება
-საერთოდ იმედია დილით არ გამაღვიძებ
-შენი არაორდინალური მეუღლე სამსახურში,რომ მიდიოდეს იქნება მაშინ არ უნდა გააცილო?
-გაცილების რა მოგახსენოთ,ბატონო ლუკა, და ტკბილ კოცნებზე უარს არ გეტყვი ხოლმე
-ეს იმიტომ რომ შენც გსიამოვნებს ჩემი კოცნა,ეს უსამართლობაა-ამოიბუტბუტა ლუკამ- თუმცა ყველაფერი შეიცვლება მალე-დამატა თან
-კარგი,ეს იქეთ იყოს და ზურაბს ელაპარაკე?
-კი,დღეს ექვს საათზე იმედია მობრძანდებით ალექსანდრიები
-ნუ ვიფიქრებთ
-მეც ვიფიქრებ მაშინ შენს ცოლად მოყვანაზე-გამოაჯავრა მამაკაცმა
-იცოდე ქორწილიდან გავიქცევი
-ნიშნობიდან არ გაიქცე და ქორწილიდან ჯანდაბას- ჩაიდუდღუნა
-ჰო არა? კარგი მაგაზეც ვიფიქრებ- ჩაიხითხითა მარიამ და დილა ჩვეულებისამებრ ხალისით დაიწყო
-მიდი შენ ადექი და მოწესრიგდი,უკვე შენ გზას ვადგავარ
-კაცს ხომ არ აცდით არაფერს შენ და ელა,აი,ესეც მირეკავს,კარგი წავედი მე
-ჰო,არ ისაუზმო,ბექას დავურეკავ და ოთხივემ ერთად ვისაუზმოთ
-კარგი
-დროებით.-ტელეფონი გაუთიშა მამაკაცს და ახლა ელას უპასუხა

-დილა მშვიდობისა,ელა.
-დილა მშვიდობისა,საქალ..-უცებ გაჩერდა გოგონა,მერე თითქოს რაღაც მოაგონდაო და კვლავ განაგრძო-უკაცრავად,უკაცრავად,ქალბატონო ერისთავო,როგორ გიკითხოთ?- როგორც ჩანს ხუმრობის ხასიათას არ კარგავდა გოგონა
-ნახევრად მძინავს,მაგრამ ჩემზე ბედნიერი არავინ არის მგონი
-რატომაც არა? საყვარელ მამაკაცზე არ ქორწინდები თუ რა?
-ჰო,ამაზე გამახსენდა,ლუკამ ახლა ბექასაც დავურეკავ და ოთხივე ერთად წავიდეთ სასაუზმოდო
-როგორც ჩანს ბიჭი სიტუაციას იჭერს მომავალი ცოლის დასთან-აკისკისდა გოგონა
-შენ როგორ სულ ოხუნჯობის ხასიათზე უნდა იყო!- დატუქსა დაქალი
-იმედია გათხოვების შემდეგ კიდევ უფრო არ გაიმწარებ ენას,თორემ რა აგიტანს..წინასწარ ვუზიარებ ლუკას,იქნებ რო კიდევ იყოს დარჩენილი და გადავაფიქრებიო?-არ ჩერდებოდა ელა
-ელა! -ეცადა მარია,რომ მკაცრი ტონი შეენარჩუნებინა,თუმცა არ გამოუვიდა
-კარგი ხო,ღვთის წყალობით გეშველა და მაგ ბედს წაგართმევ?-მაინც არ გაჩერდა ელა
-კარგი,კარგი,ასე იყოს,მე ვთიშავ ტელეფონს უნდა მოვწესრიგდე,თან უნდა ვუთხრა ჩემებს,ამაღამ ექვს საათზე გველოდებიან ერისთავები
-ვაუ,როგორც ჩანს საქმე სერიოზულადაა.
-მოიცა,აბა შენ გეგონა ვთამაშობდით?
-არა,ვიხუმრე.
-ყველაფერი სახუმარო კი არ არის! -კვლავ დატუქსა,თან სიცილიც დააყოლა და შემდეგ გაუთიშა დაქალს ტელეფონი..

888
ჟანეტმა,როდესაც ახალი ამბები წაიკითხა თავის გადაწყვეტილებაში დაეჭვებულმა ეცადა მისი გამყარება და მამუკას დაურეკა ტელეფონზე
-მამუკა,როგორც ჩანს თქვენი ოჯახი ჩემ რჩევა-დარიგებებს არ ითვალისწინებთ,ნუ მაიძულებ რომ შეტევაზე გადავიდე!-მკაცრად ჩაილაპარაკა ჟანეტმა
-არ მადარდებს,ჟანეტ,მე ისინი მყავს ვისზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი,ვინც არ უნდა გარიო ამ საქმეში,იცოდე ჩვენ ერთად დავდგებით და ერთმანეთისთვის ყოველთვის ვიბრძოლებთ და მოგწონს თუ არა,ამას შენ ვერ შეცვლი!-გადაჭრით უპასუხა ქალს და ტელეფონი გაუთიშა,ცოტა ანერვიულდა,მაგრამ თიასთან არ დაიმჩნია და გაუღიმა..
ჟანეტი მიხვდა რომ ახლა მართლაც ვერაფერს დააკლებდა ალექსანდრიებს და არც უნდოდა ქალიშვილის დასთან გადაკიდება,როგორც ჩანს ლუკამ თავისი ცხოვრების გზა აირჩია,მოუწევწს ლანას ამ ყველაფერთან შეგუება,რადაც არ უდა დაუჯდეს მის შვილს აღარ მისცემს დამცირების უფლებას,ფიქრი ფეხის ხმამ გააწყვეტინა,როგორც ჩანს ლანა მხოლოდ ახლა დაბრუნდა სახლში,ისიც მთვრალი,ჟანეტი ბრაზისგან სახეში წამოწითლდა და გაარტყა კიდევაც,როდესაც ქალიშვილს მიუახლოვდა და ალკოჰოლის სუნი იგრძნო

-რა დღეში ხარ? ლანა,გაიღვიძე,პატარა ბავშვი აღარ ხარ უკვე,როგორ იქცევი? არ გრცხვენია? მე სახლში მგონიხარ,შენ კი კლუბებში დაწანწალებ,გაიგე არ უყვარხარ ლუკას,მოკიდე შენს ცხოვრებას ხელი
-არა,დედა,როგორც უკვე შენ თქვიპატარა ბავშვი აღარ ვარ,ჩემს ცხოვრებას მე თვითონაც მივხედავ,აღარ მჭირდება ვინმეს დახმარება,არა,არ შევარჩენ,არ ვაპატიებ ლუკას ჩემს დამცირებას..-ჟანეტმა ეს სიტყვები მთვრალი კაცის უბრალო მუქარად ჩათვალა და დიდად არც გაუმახვილებია ყურადღება,თუმცა რა იცოდა შემდეგში რომ საბედისწერო აღმოჩნდებოდა
-წამოდი,ლანა,ცივი შხაპი მიიღე და შემდეგ დაიძინე
-დედა,მიყვარს,გესმის?-ატირდა გოგონა
-არა,ლანა,არ გიყვარს, ის არ გიმსახურებს..-ეჩურჩულებოდა ტანზე აკრულ გოგონას
-დედა,მიყვარს,როგორი მწარე ყოფილა ეს სიყვარული..-ბუტბუტებდა მისთვის მანამ,სანამ დაღლილს არ ჩაეძინა.
ჟანეტს ცრემლები წამოუვიდა,როგორ მივიდნენ აქამდე? როდის დაენგრათ ასე აშენებული ცხოვრება?
გამოდის არც ერთი აგური არ ყოფილა მყარი,თორემ საძირკველი ასე უბრალოდ არ დაინგრეოდა,იქნებ არც კი ჰქონდა მათ ცხოვრებას საძირკველი?..

888
ზლაზნვით წამოდგა გოგონა საწოლიდან და ჯერ ერთი ტერფი შეახო იატაკს,შემდეგ მეორე და ბოლოს ენერგიულად წამოდგა,ხალათი მოიცვა,ხელ-პირი დაიბანა და გამოუცვლელად პირდაპირ ქვევით ჩავიდა,რათა მშობლებისთვის ეხარებინა ახალი ამბავი
-მააა,დეეე..-ყვირილ-ყვირილით ჩაირბინა კიბეები და მათ გასწვრივ მაგიდაზე ჩამოჯდა,თიამ ერთი დაუბრიალა თვალები,მაგრამ მამუკამ ნება დართო- ლუკას ველაპარაკე,ერისთავები ამაღამ ექვს საათზე გვიბარებენ,ნიშნობაზე უნდა ვილაპარაკოთ
-რას მელაპარაკები,პატარა ქალბატონო,მეც დამირეკა ზურაბმა
-მართლა?-გაუკვირდა გოგონას
-ჰო,აბა რა გეგონა,მხოლოდ შენ გაცნობდნენ ახალ ამბავს?
-ჰო,რავიცი-მხრები აიჩეჩა მარიამ,მერე ჩუმად მჯდარ თიას მიუბრუნდა-დე,რა გჭირს?
-არაფერი,შვილო-თავი გააქნია თიამ
-როგორ თუ არაფერი,გატყობ გუნებაზე არ ხარ,იქნებ წიინააღმდეგი ხარ?
-არა,შვილო,უბრალო ცოტათი დაღლილი ვარ-განმუხტვა სცადა სიტუაციის-ისე,რა ლამაზი ბეჭედი უჩუქინია შენთვის ლუკას-გაეცინა ქალს,მარიაც აჰყვა სიცილში და მამუკაც
-რას უწუნებ?-სწრაფად დაიცვა თავისი გულისწორი
-არა,რას უნდა ვუწუნდებდე,დედიკო,ისეთი კრეატიული სიძე გვეყოლება-გაუღიმა გოგონას,მარია მაგიდიდან ჩამოძვრა,დედას თავზე აკოცა და ფეხაკრეფით აირბინა კიბეები,ბოლო საფეხურზე იდგა,როდესაც ქვევით ჩამოსძახა
-ლუკა უნდა მოვიდეს და რომ მოვა უთხარით ამოვიდეს-პასუხს არ დალოდებია ისე შეირბინა ოთახში და რაც შეეძლო ისე სწრაფა გადაივლო ტანზე.
აბაზანიან გამოსულს ოთახში,როდესაც ლუკა დახვდა მოულოდნელობისგან შეჰკივლა,მაგრამ მერე გულისცემა დაურეგულირდა და ამოისუნთქა

-როგორ შემაშინე..-ამოიბუტბუტა გოგონამ და პირსახოცს ქაჩვა დაუწყო
-შესაშინებლად არ მოვსულვარ,შენს წასაყვანად მოვედი,თუმცა როგორც ჩანს ცოტა ხანს შევყოვნდებით-მარიასკენ გაემართა მამაკაცი...
-ლუკა,მეტი ნაბიჯი არ გადმოდგა!-დაპანიკდა მარია
-ნუ ღელავ,არ შეგჭამ,ვერ გაგიმეტებ-გაეღიმა ლუკას,მარიასაც გაეღიმა-უბრალოდ ცოტას გაგსინჯავ-მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა სველი გოგონა,თვითონაც დასველდა ცოტა,მაგრამ არ შემჩნია
-დასველდები,ლუკა,გამიშვი.
-არ მადარდებს,შენ მყავდე ოღონდ ჩემს მკლავებში მოქცეული და მერე თუ გინდ მომკლან!
-ასე ნუ ამბობ,შენ რომ რამე დაგემართოს მე რა ვქნა მერე?-უსაყვედურა მარიამ
-მაპატიე,არ მინდოდა ასე გამომსვლოდა
-არაუშავს..-გაბუსხული ტუჩებით ჩაილაპარაკა მარიამ,მამაკაცს მის საყვარელ ტუჩებზე გაეღიმა და შემდეგ სათითაოდ დაუგემოვნა ჯერ ერთი,ხოლო შემდეგ მეორე ტუჩი
-როგორი გემრიელი და მომთხოვნი ხარ-ბუტბუტებდა მის ყელში თავჩარგული მამაკაცი და ტუჩებს დააცოცებდა ლავიწის ძვლის გარშემო
-ლუკა..-ჩუმი კვნესა აღმოხდა გოგონას და როდესაც გაიაზრა რას შვებოდნენ და მერე სად ხელი კრა მამაკაცს- ნუ დაგვავიწყდება სად ვართ,ნებისმიერ დროს შეიძლება ჩემები შემოვიდნენ
-მერედა შემოვიდნენ,ვინ უშლით?-უდარდელად აიჩეჩა მხები
-ლუკა! - თვალები დაუქაჩა გოგონამ
-რა? რას ვაკეთებთ ცუდს?
-ცუდს არაფერს..-ტუჩზე იკბინა მარიამ,ლუკასთვის კი ეს მარტივი ქმედებაც საკმარისი აღმოჩნდა,კედელს ააკრა გოგონა და გაშმაგებული დაეწაფა მის სხეულსა და ტუჩებს,უდარდელად დააცოცებდა გოგონას სხეულზე ტუჩებს და მარიაც სიამოვნების ზენიტში იმყოფებოდა,იმდენად მომთხოვნი იყო ორივეს სხეული და იმდენად მიილტვოდნენ ერთმანეთისკენ,სრულყოფისკენ,ხორციელი ვნების ჩასახშობად რომ წინააღმდეგობის გაწევაც კი უჭირდათ...


888
-გისმენთ?
-გამარჯობა,წუხელ გესაუბრეთ,არ გახსოვართ?
-მახსოვხარ,ფისო,რამ შეგაწუხა?
-იმედია წუხანდელი არ დაგვიწყებია
-არა,ნუ ღელავ,ისე გავაკეთებ ყველაფერს როგორც შენ მეტყვი
-მშვენიერია,ჩემს შეტყობინებას დაელოდე,იმედია ყველაფერს ოსტატურად შეასრულებ
-რა თქმა უნდა,ჩემში ეჭვი არასდროს შეჰპარვიათ!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა მამაკაცმა
-ყბედობას მორჩი და ეცადე მოსალოდნელი საქმისთვის მოემზაო,იცოდე გარდაუვალია ეს საქმე!
-არის,ფისო!
-მეორედ ასე აღარ მომმართო!
-კარგი,საყვარელო...-ტელეფონი გაუთიშა მამაკაცმა..



------
გამარჯობა,ბავშვებო,მალე დავასრულებ ამ ისტორიას და სავარაუდოდ უკვე ცოტა ხანი დასვენებას გადავწყვეტ..
მადლობა რომ ჩემს გვერდით დგახართ და ყველანაირი პრობლემებითურთ მიტანთ.
მადლობა კეთილი სურვილებითვის..
მიყვარხართ !



№1 სტუმარი მარიამ ცარციძე

ვაიმეეეე, როგორ გამახარე ეხა ჩავუჯდები (უფრო სწორედ ჩავუწვები) და იმედია მშვიდად დამეძინება :დ <333

 


ძალიან კარგი თავი იყო მეგონა რომ ზურაბი წინაღმდეგი იქნებოდა მაგარმ შევცდიბდა გამიხარდა...
აუ ახლა ლანა ხლართავს რაღაცას ხო?
--------------------
romantikosi mwerali

 


№3  offline წევრი Pepper

ძალიან ძალოან კარგი თავი იყო <3
ველი ამათ ქორწილს მეე <3

 


№4  offline წევრი mani156

მოკალი ეს ჟანეტი და ლანა რა :დ ძააან მომწონს ისე სიუჟეტი, არაა ძააან გაწელილი :* ცუდად არ დაამთავრო ოღონდ რა ^_^

 


№5  offline წევრი natia-natia

მოლკედ ეს ლანა რა ვინყოფილა საზიზღარი,,,,,ძალიან მომწონს

 


№6  offline მოდერი Nina))

მადლობა გოგონებო,რომ კითხულობთ.
მიყვარხართ <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№7 სტუმარი Elene

შესანიშნავია ^^ძალიან მომწონს ახლა ცოტა გაართულე და ბოლოს კარგად დაამთავრეე უფრო საინტერესო იქნება ^^ მადლობა რო ასეთი კარგი ხარ <3

 


№8  offline წევრი Likk Red

ძალიან ამაღელვებელი მოთხრობაა, ყველაფერი არის, რაც საჭიროა რომ მოთხრობაში იყოს, ყველაფერი შესანიშნავად არის გადმოცემული. პრიველი თავის წაკიტხვის სემდეგ აღტაცებული ვკითხულობდი ყველა თავს და ვფიქრობდი ნეტა რა შეუძლება მოხდეს შემდეგ, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო და არა ისე როგორც მე წარმომეგგინა ხოლმე, ახლაც არ ვიცი და ვერც კი ვხვდები რა ჩაიფიქრა ლანამ, მაგრამ ვფიქრობ რომ ამით ლუკას მოატყუებს.
ძალიან ძალიან ნიჭიერი ხარ, ასე გააგრძელე, ნამდვილად საინტერესოა. love

 


№9  offline მოდერი Nina))

დიდი მადლობა,გოგონებო ასეთი თბილები რომ ხართ,ახლა "განდეგილს" ვსწავლობ და შესაძლოა დამაგვიანდეს,დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ კითხულობთ.
მიყვარხართ,მიყვარხართ და კიდევ მიყვარხართ! love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent