შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (38 თავი)


3-03-2016, 18:25
ავტორი murachashvili
ნანახია 2 877

ოცდამეთვრამეტე თავი
- თეკლე ხომ არ გინახავთ? - მეფე-დედოფალთან მოიკითხა აკამ.
- არა, ნიკასთან ერთად ცეკვავდა... - იქვე მდგომ ვაჟს გახედეს წყვილმა.
- ისიც აივანზე აპირებდა გამოსვლას, შემდეგ მეც ვერ მივხვდი რა დაემართა, დაიბარა, აკას გადაეცით მივდივარო და გავარდა.... - საუბარში ჩაერია ნიკაც.
- აივანზე?! ... - ტანში ჟრუანტელმა დაუარა ვაჟს, ხმა ჩაუწყდა. მაშინვე მიხვდა, რა სცენაც ნახა თეკლემ და როგორი დასკვნაც გამოიტანა - შეუძლებელია!... - ქვემოდან გახედა ირონიულად, გამარჯვებული სახით მომღიმარ ვიკას. - წინასწარ დაგეგმე?!
- მე?!... - მიამიტურად აფახუნებდა თვალებს ვიკა - არ მეგონა ასეთი მგრძნობიარე თუ იქნებოდა...
გაღიზიანებული ვაჟი მაშინვე რესტორნის ეზოში გავარდა, თან თეკლეს ტელეფონის ნომერი კრეფდა, ზარი გადიოდა, თუმცა გოგონა აღარ პასუხობდა.
- დროს ნუ კარგავ, წამოდი, მოვძებნოთ... - ფეხებთან ნიკამ მოუყენა ავტომობილი.
სიტყვა არ ამოუღია ნიკას, კითხვაც კი არ დაუსვამს, რა მოხდა წყვილს შორის. ინტუიციით ხვდებოდა, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემა წარმოშვათ, მთელი არსებით ცდილობდა დაჰხმარებოდა, არ უნდოდა სულში ჩასძვრომოდა. ხედავდა ნერვიულობისგან კბილს კბილზე როგორ აჭერდა აკა, სახეზე უფეთქავდა დაძაბული ძარღვი.
- ვახ, ჩემი... - უკვე მერამდენედ ურტყამდა ავტომობილის პარპრესს მუშტს.
- ყველაფერი მოგვარდება... - მის დამშვიდებას ცდილობდა ვაჟი.
- შენ არც კი იცი, უკანასკნელ ნაძირალასავით მოვიქეცი... არ მაპატიებს, ჩემი სისულელით დავკარგე ნიკუშ... - სასოწარკვეთილი იმეორებდა აკა.
რამოდენიმე წუთში თეკლესთან იყვნენ, მაგრამ გოგონა იქ არ დახვდათ. გამორიცხვის მეთოდით ცდილობდნენ ქალის მდებარეობის დადგენას. თუმცა ნერვიულობისგან ფიქრის უნარიც დაჰკარგვოდათ.

სად იყო ამ დროს თეკლე? უმისამართოდ დაატარებდა ტაქსი ქალაქის ბნელ ქუჩებში. ბოლოს მეტრო ავლაბართან გააჩერებინა ავტომობილი.
- ქალიშვილო, აქ მარტო ყოფნა სახიფათოა... - იქნებ გადაიფიქროსო, მაინც ურჩია მძღოლმა. თუმცა გოგონას თითქოს არც კი გაუგია, მომსახურების ღირებულება ორმაგად გადაუხადა და ავტომობილიდან გადმოვიდა.
საღამოს კაბაში გამოწყობილი, ფეხით ამაყად მიუყვებოდა ავლაბრიდან მეტეხის ხიდისკენ მიმავალ გზას. წყნარად მოდუდუნებდა მტკვარი. ზემოდან გადმოჰყურებდა თბილისს გორგასალი. თითქოს მის ტკივილს გრძნობდა ბუნებაც. ოდნავ შესამჩნევად ჟინჟლავდა. შესცივდა, მოიბუზა. მხრებზე თხელი მოსასხამი შემოიხვია. გულით უნდოდა ტირილი თეკლეს, მაგრამ ვერ ტიროდა. ჩუმად უმზერდა გარშემო მიმობნეულ ტაძრებს, ვინ იცის რას ფიქრობდა, რას ეჩურჩულებოდა მთაწმინდას. ალბათ, წარსულის სურათებს იხსენებდა, მის ტკივილს შესჩიოდა დედა-ქალაქს.
- ასე როგორ დამამცირა?! როგორ გამიმეტა?! ჩემი ძმის ქორწილში, ამდენი ახლობლების წინ, სხვა ქალს კოცნიდა! თან ვის? ვიკას... ესე იგი არ დავიწყებია, ესე იგი არც არასოდეს ვყვარებივარ! - გული ბოღმითა და ტკივილით ევსებოდა, მუდამ მომღიმარი, ამჯერად ზიზღით მისჩერებოდა წყალს.
უნდოდა ეყვირა, ხმამაღლა ეკივლა, ისტერიკაში ჩავარდნილიყო, ემოციებისგან დაცლილიყო, იქნებ ტკივილისგან განთავისუფლებულიყო, მაგრამ ვერც ამას ახერხებდა. თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირა.
ორმაგად ეტკინა: - არ შეგძლებია, საკუთარ თავთანაც კი ვერ გამოხატავ ემოციას. სად შევცდი? სად შემეშალა? ან იქნებ ზედმეტად მიყვარდა? იქნებ ზედმეტად იდეალურად მეჩვენებოდა? ის კი ერთი უბრალო ბიჭი გამოდგა. შეიძლება სიყვარული ზედმეტი იყოს? შეიძლება ერთგულებით ადამიანი დაღალო?
ხელჩანთიდან წერილი ამოიღო, მართალია ნაწერს ვერ არჩევდა, მაგრამ არც ჭირდებოდა, ისედაც ზეპირად იცოდა თითოეული სიტყვა, ეს ხომ კომპანია Mercedes-Benz-იდან აკას სახელზე გამოგზავნილი მიწვევა გახლდათ.
სიურპრიზის მოწყობას გეგმავდა. სწორედ ამ შემოთავაზებაზე ეჩურჩულებოდა და უყვებოდა ცეკვის დროს ნიკას. თეკლეს გაგზავნილი „წითელი ავაზი“-ს ესკიზები მერსედესმა მოიწონა, მასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამდნენ და აქვე ატყობინებდნენ, რომ თანხმობის შემთხვევაში მისი ტრანსპორტირებისა და ყველა დამატებით ხარჯების აანაზღაურების ვალდებულებასაც თავად უზრუნველყოფდნენ.
ერთი პირი კი იფიქრა წერილს მდინარეში გადავაგდებო, მაგრამ როცა ვაჟის ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები წარმოიდგინა ვერ შეძლო, ვერ გაიმეტა... - რატომ? რატომ? ეხლაც კი ისევ მასზე ვფიქრობ!...
საკუთარ სისუსტეზე გაბრაზდა, გაღიზიანდა და ამდენი ხნის ნაგროვებმა ცრემლებმაც ამოხეთქა. მოაჯირთან იდგა თეკლე და ტიროდა. აღარ აღელვებდა, ნელ-ნელა ხიდზე გამვლელები რომ მატულობდნენ, არც მათი გაოცებული, ცნობისმოყვარე მზერა აწუხებდა დიდად და აღარც გარშემო მოძრავი ავტომობილების ხმა ...
ასე იდგა ვიდრე გამვლელთაგან ერთ-ერთი გვერდით არ გაუჩერდა. გვერდულად, ქვემოდან გახედა მამაკაცს, რომელიც უხამსად ათვალიერებდა საღამოს კაბაში გამოპრანჭულ ქალს.
- ისე „პუტანკის“ კვალობაზე ზედმეტად მოვლილი ხარ, ხომ იცი შენ!... - ვნება მორეულმა ურცხვად შესცინა უცნობმა.
მისმა სიტყვებმა შეაკრთო თეკლე. უსიამოვნოდ გასცრა ტანში, მთელი ღამის ნაგროვებმა სიბრაზემ და წყენამ თითქოს ერთბაშად ამოხეთქა.
- უკაცრავად, ვის შემადარეთ? - ირონია, ზიზღი, ფარული მუქარაც კი, ყველაფერი ერთად იგრძნობოდა ამ სამ სიტყვაში.
- ბოდიშით, ალბათ გირჩევნიათ... - მისი ტონი არ შეიმჩნია მამაკაცმა, რომელიც სავარაოდოდ მირიანის ასაკის იქნებოდა, შეიძლება ოდნავ დიდიც კი.
ამის გაფიქრებაზე ისტერიული ხარხარი ვერ შეიკავა ქალმა.
- ავადმყოფი პედო-ფილი ხარ? სახლში ქალი არ გყავს, ქუჩა-ქუჩა რომ ეძებ?! ... - შეტევაზე გადავიდა ის.
- შენისთანა ლამაზი არაა... - სახეზე მოფერება სცადა კაცმა.
- არც კი გაბედო... - ზიზღით კბილებში გამოსცრა თეკლემ და ინსტიქტურად უკან გაიწია.
- თუ გავბედავ რას მიზავ, რომ?.. - არ შოშმინდებოდა კაცი.
- რას, და... - რამდენიმე წამი დასჭირდა სიტუაციის შესაფასებლად, მაცდური ღიმილით მიუახლოვდა მამაკაცს, მოულოდნელად რაც ძალა და ღონე ჰქონდა ახტა და წვრილი ქუსლი მთელი ძალით ჩაარტყა ტერფზე, სწრაფად შემობრუნდა გასაქცევად, თუმცა ვერ მოასწრო, მკლავში ძლიერად მოუჭირა კაცმა ხელი. ქალი არც ამჯერად დაბნეულა, აკრძალული ილეთი გამოიყენა და ფეხებ-შუა ამოარტყა. სწრაფად გაუშვა ხელი, ტკივილისგან რაღაც ყმუილის მსგავსი ხმაც გამოუშვა პირიდან. იგრძნო როგორ გაეხა ისედაც ვიწრო კაბა თეკლეს, თუმცა ყურადღება აღარ მიუქცევია, პანიკაში ჩავარდნილი თავ-ქუდ მოგლეჯილი გარბოდა.
თითქმის ფეხებთან გაუჩერდა შავი მრგვალ ფარებიანი მერსედესი, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, კარებები გაიხსნა და ერთმანეთის მიყოლებით ოთო, ნიკა და აკა გადმოხტნენ.
- გაგიჟდი, გოგო? აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!- სიბრაზეს ვერ მალავდა ნიკა.
იმდენად გახარებული იყო თეკლე მათი გამოჩენით, ყურადღებაც არ მიუქცევია ბიჭის ყვირილისთვის ისე ჩამოეკიდა აკას კისერზე, თუმცა ვაჟის ხელები იგრძნო თუ არა წელზე, მალევე გაახსენდა წყენა და მაშინვე მოშორდა. უკანა სავარძელზე მასთან ერთად რომ არ დამჯდარიყო, დაუპატიჟებლად მძღოლი გვერდზე შეხტა.
- ის რატომ გორაობს ხიდზე?! - წარბაწეულმა ჰკითხა აკამ გოგონას.
- მე რა ვიცი... მოსწონს ალბათ.. - აგდებულად უპასუხა ქალმა.
- რაღაც მოწონების რეპლიკებს არ ისვრის, ჩვენც ხომ არ დავუმატოთ? - ბიჭებს გამოხედა ნიკამ.
- აღარაა საჭირო, ვერ ხედავ ფეხზე ვერ დგას... ეს გადარეული მივიყვანოთ სახლში, ამის გადამკიდე ლამისაა მეფე-პატარძალმაც კი გადაიფიქროს საქორწინო მოგზაურობაში წასვლა... - ფარული საყვედური ოთოს ხმაშიც ჟღერდა.
- შენ დაჯდები საჭესთან? - ჩუმად ჰკითხა ნიკამ აკას.
- გიჟი ხომ არ ხარ? ამათი გვერდი-გვერდ დასმა იქნება? ვერ ხედავ რა თვალებით უყურებს? გვერდზე რომ დაუსვა სადმე გადაგვჩეხავს გადარეული... - სიცილით თავით თეკლეზე ანიშნა ოთომ.
საჭესთან ისევ ნიკა დაჯდა, აკა და ოთო უკან მოთავსდნენ. აშკარად ეწყინა მათი აგდებული დამოკიდებულება თეკლეს, მაგრამ არ შეიმჩნია, ხვდებოდა რომ კარგად იცოდნენ მისი გაბრაზების რეალური მიზეზი, მაგრამ იმდენად არასერიოზულად აღიქვამდნენ ამ ყველაფერს, რომ უკვე მხოლოდ აკაზე კი არა მათზეც გაბრაზდა.
გაბუტული მისჩერებოდა უკანა ხედვის სარკიდან ბიჭებს. თან ცნობისმოყვარეობით კვდებოდა, როგორ იპოვეს და ასე უცებ როგორ მიაგნეს მეგობრებმა:
- ბედი შენი, რომ ტაქსის მძღოლმა დაგვირეკა... - თითქოს მის ფიქრებს უპასუხა ნიკამ - ასე რამ გადაგრია? არ იცოდი, კაცები ზოგჯერ გასართობად ქალებთან რომ დადიან ? ამ გაჭირვებულს ეგ არც კი უფიქრია, უბრალოდ აკოცა. ერთი კოცნის გამო ასეთ დღეში უნდა ჩავარდე? ისიც კარგი, რომ მანქანაში დაგრჩენია ტელეფონი და დილით ნახა იმ დალოცვილმა... უკანასკნელი შესული ზარი აკასგან იყო და გადმორეკა, მისგან გავიგეთ ავლაბარში რომ დაგტოვა. ცოტა ჩვენზეც ხომ უნდა გეფიქრა? მთელი ღამე ქუჩა-ქუჩა დავეხეტებოდით... ლამის გადავირიეთ... დედას გეფიცები მორგშიც კი დავრეკე... - ხმა გაებზარა ბოლო სიტყვებზე.
ნიკა თვითონაც მიხვდა, რომ სისულელეს ეუბნებოდა, წინადადება ბოლომდე ვერ დაასრულა, ხომ ვერ ეტყოდა რომ მისი გაუჩინარებით პანიკაში ჩავარდნილი ისტერიკიანი ქალივით ყველა ტუპიკსა და კუთხეში დაეძებდა ბიჭებთან ერთად? ხმამაღლა ვერ ამბობდა, არ უნდოდა აკას შეშინება, მაგრამ ფიქრობდა, რომ მასაც ლიკას მსგავსად კარგავდა?!
- ერთი კოცნის გამო?! - მისი სიტყვები თავში უტრიალებდა თეკლეს, აშკარად მიხვდა ნათქვამი სიტყვების ფარულ ქვეტექსტსაც, ნიკას ტკივილს ვერ მიაყენებდა, იგივე ოთოს რომ ეთქვა ალბათ დაუფიქრებლად დაეტაკებოდა, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა, აცახცახებული თითებით შეეხო ხელზე და გაჩუმდიო ანიშნა.
- ეგოისტურად მოიქეცი თეკლე, ჩვენზე არც კი იფიქრე... - საუბარში ჩაერია ოთოც.
- ისე ნუ მეპალარაკებით, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო, არ შეიძლება ყველაფერს გამართლება მოუძებნოთ. არც თქვენი მზრუნველობა მჭირდება, როგორმე თავს ჩემითაც გავიტან...
- გეტყობა... რატომ ფართხალებდა ის კაცი? - არ ჩუმდებოდა ოთო.
- რატომ და აკრძალული ილეთი გამოვიყენე და თუ თავს არ დამანებებ შენზეც იგივე წარმატებით ვცდი! ამის მოსმენა გინდოდა?! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან და ხმას აუწია თეკლემ.
- რომ ვერ მოგეხერხებინა მისი მოშორება? რომ დაგწეოდა? - თითქოს არ გაუგია მისი მუქარა, ისევ უტევდა ბიჭი.
- საკმარისია... არ გაქვთ უფლება, ასე ნუ მელაპარაკებით... - სიბრაზისგან ცახცახებდა თეკლე - მით უმეტეს ამის თანდასწრებით. - აგდებულად, ზიზღით გახედა უკან, ჩუმად მჯდომ აკას. - რაო ბატონო აკა? მაშ მხოლოდ ერთი კოცნა ყოფილა ხომ? რატომ დუმხარ? არ მოგერიდოს, ალბათ შენც გექნება ერთ-ორი საყვედური შემონახული, პატარა ხუთი წლის გოგოსავით გსურთ ჩემი დატუქსვა? შემთხვევით თქვენც ხომ არ ინერვიულეთ?! - გაღიზიანებულმა, დაუფარავი ირონით ჰკითხა უკან მჯდომს.
- არა, არ იყო უბრალო კოცნა... - მშვიდად უპასუხა აკამ და თვალებში მიაჩერდა ქალს. - ვხედავდი ვიკას ბინძურ თამაშს და მეც ავყევი, მინდოდა მისი წესებით მეთამაშა და...
თვალები ცრემლებით აევსო თეკლეს: - კარგია, რომ აღიარებ მაინც...
- არაფერს არ ვაღიარებ! ამ მაიმუნობის გამო ვერ დაგკარგავ, ვერ დაგთმობ, არ შემიძლია...
- საკმარისია, ცინიზმსაც აქვს საზღვარი... გაერთე.. ისიამოვნე... ოღონდ ჩემგან შორს... - კბილებში ცივად გამოსცრა თეკლემ და ისევ წინ შეტრიალდა.
- შეცდომას უშვებ!... - ისევ ნიკა ჩაერია მოკამათე წყვილის საუბარში.
- წესით ყველაზე კარგად შენ უნდა გაგეგო ჩემი!... - ცრემლებით სავსე თვალებით შეხედა ქალმა.
- ალბათ.. მაგრამ შენ არც კი იცი, რამდენჯერ ვინატრე ლიკა ცოცხალი ყოფილიყო და დაშვებული შეცდომების გამოსწორება შემძლებოდა. ზოგჯერ სიმართლის აღიარება გვიჭირს. დაფიქრდი გთხოვ, გულის სიღრმეში სიმართლე შენც ხომ იცი...
- ნიკუშ, მადლობელი ვარ, დახმარებას რომ ცდილობთ, მაგრამ... - სიტყვა შეაწყვეტინა აკამ.
- რა მაგრამ? ... - სარკიდან ინტერესით გახედა ნიკამ.
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, აქედან მგზავრობას მხოლოდ მე და თეკლე გავაგრძელებთ.... - სარკეში თვალი ჩაუკრა ბიჭს ბიჭმა.
გააზრებაც ვერ მოასწრო თეკლემ, ავტომობილი გააჩერა ნიკამ და ის და ოთო სწრაფად გადავიდნენ, აკა მაშინვე საჭეს მიუჯდა, ვიდრე თეკლე მომხდარს გაიაზრებდა, კარებები ჩაკეტა, დაბლობა და ადგილიდან მოწყდა.



№1 სტუმარი ემი

აუუ, რა ცოტა იყოოოო...არ მყოფნის... რა დროზე გაწყვიტეეე....არ გაჭედოს ახლა თეკლამ, და არ მათქმევნოს, რომ ყველა ქალი ერთნაირია winked , მოაბულბულებს ჩვენი აკო love

ეხლა გადადის შენი სტილის და ხელწერის რელსებზე შენი ისტორია, ვატყობ love

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუუუუ ეს რა იყო რა იყო... ძაან მაგარი თავი იყო მომეწონა ძალიან... შეარიგე რა თეკლა და აკა ოღონდ ისე რომ ვიკას სამაგიერო გადაუხადონ ასეთი კახ.პა როგორ დაიმეგობრა თათიამ არ ვიცი როგორც ჩანს ამერიკაში კარგად ერთობოდა და ახლა აქაც მოინდომა... ნიკა ძალიან მომწონს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პერსონაჟია... შენ კი ძალიან მაგარი ხარ მიხარია ისევ რომ დაუბრუნდი აკას და თეკლას და იმედია ეს წყვილი ისევ არ დაიკარგება...

 


№3 სტუმარი ლიკაჩო

სად მირბოდა, რომ მირბოდა, კიდე კარგი რამე შარი არ აიკიდა. თეკლა უფრო ძლიერი მეგონა, თავისი ძმის ხათრით მაინც შეეკავებინა უნდა თავი, ან იმ კახ.პა ქალის გასაბრაზებლადაც უფრო სხვანაირად უნდა მოქცეულიყო. რა ვიცი, რავიცი
აკა მაგარია, ოღონდ მართლა
მეც მინდა აკააა sad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent