შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ბოსი! [დასასრული]


3-03-2016, 20:50
ავტორი Likk Red
ნანახია 7 668

სექსუალური ბოსი!
XII თავი.
-კაწ არ ვიცი რა ვქნა– თავის ქნევით ამბობს და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში წვება. გონება ისევ უფრთხის და იმის განხილვაშია მისცეს თუ არა შანსი, რომ მისი შეცდომა გამოასწოროს.
–რა კითხვაა?– შეიცხადა კატერინამ– რასაკვირელია უნდა მისცე შანსი, გონებას ნუ იძაბავ. გიყვარს, უყვარეხარ რატომაც არა? ყველა უშვებს შეცდომას.
–მეშინია, მითუმეტეს ახლა, როცა ვიცი რომ რა არის ტკივილი! ეს საშინელება იყო, მეორედ არ ვიცი გადავიტან თუ არა ამდენს.
–ნია, ნუ ფიქრობ ამაზე, უბრალოდ მიეცი შანსი რომ გამოასწოროს ყველაფერი, ეს იქით იყოს და თმებს რა უქენი?– გაბრაზებულმა სწრაფად მიაყარა.
–შევიჭერი, ხო მიხდება?– საყვარლად გაიპრანჭა და თვალების პაჭუნი დაიწყო, რაზეც ორივეს გაეცინა.
–კი ნამდვილად გიხდება, მაგრამ შენი თმა– დანანებით ჩაილაპარაკა– ახლა ეს როდის გაგეზრდება
–ძალიან, ძალიან მალე– საწოლზე ბრუნი გააკეთა და ფეხზე წამოდგა– ახლა დროა დამიანი გავაწვალოთ!– სიცილით წამოდგა და უცებ დატრიალდა– სახლში ხომ მარტოები ვართ?
–თუ ჩემ მამამთილს გულისხმობ, ის სახლში ნამდვილად არაა– კატერინაც წამოდგა და მის წინ შეჩერდა– რას აპირებ?
–რომ არ მოგატყუო არ ვიცი– სიცილით თქვა– რამე ორიგინალური მინდა, ძალიან რომ გაბრაზდეს, მერე კიდე შევურიგდები, ან ახლავე წავალ და შევურიგდები– სწრაფად თქვა და ოთახიდან გასვლა დააპირა, როცა კატერინამ დაიჭირა.
–ასე უცებ? აბა ვაწვალებო?
–კაი რა, რომ დამინახა ისეთი სახე ქონდა უეჭველი იფიქრა შემირიგდებაო, მარა შენი სახელი, რომ ვახსენე ისევ მოეღუშა, აუუუ აუუ წავედი მე– თავი დაიხსნა კატერინას მკლავებიდან და დამიანის ოთახისკენ წავიდა, დაუფიქრებლად შეხსნა კარი და საწოლზე აფრინდა.
მძინარე საწოლზე შეხტა, თვალები ხელებით მოისრისა, ჯერ ერთი თვალიდან გამოიხედა, შემდეგ ისევ მოისრისა თვალები, გამოსახულება არ ქრებოდა.
–ნია?– საწოლიდან წამოფრინდა და გოგონას შეხედა, რომელიც საწოლზე ხტომას აგრძელებდა.
–რაა? მიყვარს აქ ხტუნაობა– მხრები აიჩეჩა და ისევ გააგრძელა საწოლზე ხტუნაობა. მის გაბრაზებას ცდილობდა, მაგრამ დამიანი სულაც არ გაბრაზებულა, იქვე სავარძელში ჩამოჯდა და მისი ყურება დაიწყო. ტკბებოდა მისი მომღიმარი და მოცინარი სახის ყურებით. ისე ძლიერ უყვარს, რომ მისი ასე ყურებაც აკმაყოფილებს.
–კარგი მოვრჩი, ახლა დაალაგე და ჩამო დაბლა, მშია ვჭამოთ ერთად– უცებ ჩამოარაკრაკა და საწოლიდან ჩამოხდა, ოთახიდან ისე გაიძურწა, როგორც შემოვიდა. მხოლოდ ოთახიდან გამოსვლის შემდეგ აუტყდა სიცილი, როცა გაახსენდა როგორი სახით გააყოლა მზერა.
–კაწ, წამო საჭმელი გავაკეთოთ, ეკეც მალე მოვა, მანამდე კი რამე მომე თავისუფლად რომ ვიყო– კატერინა ბოროტული სიცილით მიფარფატდა გარდერობთან.
მოკლე შორტი და ფრიალა ზედა გადმოუღო, ყველაფერი ხელში მიაჩეჩა.
–კედები შენ აარჩიე რამე.
–კატერინა გავიყინები ესენი რო ჩავიცვა– უცებ შეიცხადა როცა დახედა ტანსაცმელს, ოქტომბრის შუა რიცხვებია, კატერინა კი მოკლე შორტს აძლევს ჩასაცმევლად.
–კარგი რა, მთელ სახლში გათბობაა, მოიცა ავუწევ და სულ აღარ შეგცივდება– უცებ წაცუნცულდა კატერინა, ნიამაც ჩაიცვა ტანსაცმელი, სარკეში ჩახედვისას თავი ცოთა უხერხულად იგრძნო, მაგრამ აღარ გაუხდია.
ოთახიდან გამოსული დამიანის სხეულს შეეჯახა, მაღლა ახედვისას მოუნდა ის წარბშეკრული სახე დაეკოცნა, ძლიერად მოხვეოდა და ეთქვა თუ როგორ ძლიერ უყვარდა, მაგრამ ამის მაგივრად დატუქსვა დაუწყო.
–წინ არ უნდა იყურო? რომ წავქცეულიყავი?– შეუღრინა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და წარბშეკრული მისი ყურება განაგრძო.
–შენც კარგად იცი რომ დაგიჭერდი, ან შენთან ერთად ავყირავდებოდი.
–უნდა გაგეჭყლიტე?– სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა პირდაპირ ეს სიტყვები უთხრა, გაცინება უნდოდა, მაგრამ სერიოზულ სახეს ინარჩუნებდა.
–მეე...
–არაფერი თქვა– სახესთან ხელი აუფრიალა, გვერდი აუარა და კიბეებზე დაეშვა. ბოროტული ღიმილი სახეზე ქონდა აკრული, ცდილობდა ასე გაეღიზიანებინა, რაც კარგად გამოსდიოდა.
კატერინა სამზარეულოში დახვდა, უცებ შეუდგნენ საჭმლის კეთებას, ნიამ მაცივარი მოათვალიერა, შემდეგ საყინულეც და როცა ფარში დიანახა ბედნიერებისგან ხმამაღლა შეყვირა.
–იეეე კატლეტს ვაკეთებ მე– წამოიძახა უცებ.
–ხელი არ შემიშალო იცოდე!– მკაცრად გააფრთხილა კატერინამ, ნიამ ხელები მაღლა აღაპყრო დანებების ნიშნად. ორივე თავისი საქმის კეთებას შეუდგა.
ნია მოუქნელობის გამო სულ ფეხებში ედებოდა კატერინას, ხანდახან დაჭრილ პროდუქტსაც უჭამდა, რაზეც კატერინა ძალიან ცოფდებოდა. სამზარეულოში ტრიალი ძალიან უყვარს და როცა ნერვებს უშლიან ეს მისთვის მიუღებელია.
–ნია– კოვზი ხელზე დაარტყა, როცა დაჭრილი ძეხვის მოპარვას აპირებდა ნია.
–კაი რა... ხო იცი როგორ მიყვარს, ერთს ავიღებ და ვსო.
–ნიათქო– წარბშეკრული უყურებს.
–კარგი ხო– ბუზღუნით ბრუნდება გაზქურასთან და კატლეტს ატრიალებს. როცა კატლეტების შეწვას მორჩა კატერინამ სამზარეულოდან გააგდო და მთლიანად დაეპატრონა მის სამფლობელოს.
ბუზღუნით ჩამოჯდა სავარძელზე და შორიდან დაუწყო მის კატლეტებს ყურება, თან ნერწყვებს ყლაპავდა. გადაწყვიტა ჩუმად შეპარულიყო, მაგრამ კატრინამ შეამჩნია.
–კარგი კარგი ხო მივდივარ– ხელები მაღლა აღმართა და ისევ მის ადგილს დაუბრუნდა, მობეზრებულმა ტელევიზორის ყურება გადაწყვიტა, სწრაფად ჩართო და ერთერთი სერიალის ყურება დაიწყო.
–კააწ საყავრელო მოვედი– კარების გაღების და დახურვის ხმა გაისმა, კატერინაც სამზარეულოდან ხელების წმენდით გამოვიდა და ქმრის შესაგებებლად წავიდა. ნიამ დრო იხელთა და სამზარეულოში შეიპარა, მისი შემწვარი კატლეტი აიღო და ჭამას შეუდგა, გემრიელად მიირთმევდა, სანამ სიცილის ხმა არ გაიგო.
–რა?– შეუღრინა დამიანს, რომელიც ჩუმად ფხუკუნს მაინც აგრძელებდა.
–ძალიან საყავრელი ხარ
მის სიტყვებზე გული გაუთბა, მხოლოდ თავის დახრის შემდეგ გაეღიმა მის სიტყვებზე. დიდად ყურადღება აღარ გაუმახვილებია, ისევ ჭამა გააგრძელა. სუნთქვა შეეკვრა როცა იგრძნო როგორ აეკრო უკნიდან სხეული.
და ისევ შეგრძნებებმა იჩინეს თავი, სასიამოვნო ჟრუანტელი გავრცელდა სხეულსი ყველა კუნჭულში, ზურგი კი დაესუსხა, მისი შეხებისას ჭიანჭველებმა ისევ იწყეს სიარული.
–რა გინდა დამიან– სიტყვებს კვნესა მოაყოლა, დამიანი მის ყელს დაეპატრონა და სიტყვიერი პასუხის მაგივრად ასე გასცა პასუხი. სიამოვნებისგან თავი უკან გადააგდო და ჩუამდ ამოიკვნესა. მისი ტუჩები ზედმეტად გამაბრუებელი აღმოჩნდა, ისეთი რომ აზროვნების უნარიც კი დააკარგვინა, მხოლოდ იმ შეგრძნებაზე ფიქრობდა რასაც მისი კოცნის დროს გრძნობდა.
–შენ! შენ მინდიხარ– კოცნის შორის ჩუმად ამოიჩურჩულა მის ყურთან და იქვე გაუხახუნა ტუჩები. დამიანის ძლიერი მკლავები რომ არა ისვე იატაკზე დაესვენებოდა. ფერდაკარგული მის სხეულს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
მის ასეთ საქციელზე დამიანს ძალიან შეეშინდა, ხელში აიტაცა და მისაღებში დივანზე დააწვინა.
–ნიაა, ნიაა– ხელებს სახეზე უსმევდა და ცოტა გამოსაფხიზლებლად ფრთხიალდ ურტყამდა– კატერინააა– ხმამაღლა დაიძახა, როგორც კი დამიანის ხმამ კატერინას ყურამდე მიაღწია ქმრის ტუჩებს მოშორდა და მისაღებისკენ გაემართა და როდესაც ნია დაინახა ასეთ მდგომარეობაში ჩუმად ჩაიფხუკუნა. შეშფოთებული სახით დამიანისკენ წავიდა და ფეხზე წამოაგდო ბიჭი.
–ნიაა– მანაც ნაზად 'შემოარტყა' ხელი, ღიმილს სახიდან ვერ იშორებდა, ამიტომ ცდილობდა თმებით მის დაფარვას– დამიან რა უქენი?– მკაცრი სახით გადახედა ბიჭს, რომელსაც უკვე მკვდრის ფერი ედო.
–მე... მე არაფერი, უბრალოდ, მე...– დაბნეულმა არეულად დაიწყო ბლუყუნი და ახსნა, მის ასეთ საქციელზე ნიას გაეღიმა, რაც ეკემაც შეამჩნია.
–დამიან რა უქნები?– ძმაც აჰყვა ამ ორი გიჟის თამაშს, დამიანს ყელში წვდა და ძლიერად შეანჯღრია– მას რომ რამე მოუვიდეს.
–რაა? არაფერი მოუა– მალე დაიხნა ძმის მკლავებიდან თავი, დივანის გვერდით მუხლებზე დადგა და ნიას ხელი მისსაში მოიქცია.
–ნია, პატარავ– ხელი სახეზე გადაუსვა– შენ რომ რამე მოგივიდეს ხომ იცი რომ ვერ ვიცოცხლებ, გაახილე რა თვალები–სახე დაუკოცნა და თავი მის ლოყას მიაბჯინა– მითხარი რომ კარგად ხარ და არაფერი გჭირს– დაფეთებული ისევ საუბარს აგრძელებდა, კატერინა და ეკე დამთბარი სახით შეჰყურებდნენ დამიანს– ძალიან ძალიან მიყვარხარ, გეხვეწები გაახილე რა თვალები– უკვე ხვეწნა– მუდარაზე გადადის დამიანი, ნია თავს ვეღარ იკავებს, ისე სწრაფად ფრინდება და ეხვევა დამიანს რომ ვერავინ ასწერებს გააზრებას.
მოულოდნელობისგან დმაიანი იატაკზე ვარდება, მის ზემოდან კი ნია ეცემა, ხელებს ძლიერად უჭერს კისერზე და ეხუტება. მის სურნელს ისუნთქავს და საყავრელი სურნელით მთელ ფილტვებს ივსებს.
–მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ– ეჩურჩულება ყურთან და ყურის ბიბილოს კბილებით ებღაუჭება. გრძნობს რომ უფრო ძლიერად იკრავს სხეულზე.
–ჰე ახლა ადექით, მანდ უნდა იწვეთ?– დამიანის ფეხს წიხლს კრავს ეკე და სიცილით ეხვევა მის ცოლს და ასე ჩახუტებული მიჰყავს სამზარეულოსკენ.
დამიანის სხეულიდან ჯერ ნია დგება, დამიანს ხელს უწვდის და აყენებს. მის სხეულს ეკრობა და ახლა უფრო მოხერხებულად ეხუტება.
–მაგრამ შენ ხომ გაბრაზებული იყავი?
–რახან გაბრაზებული ვიყავი ეს იმას ნიშნავს, რომ არ მიყვარხარ?– სიცილით უყურებს დაბლიდან– შენს დავიწყებას ვერასდროს შევძლებ– ნაზად კოცნის ტუჩებზე.
–ისევე როგორ მე– ამბობს ტუჩებს მოწყვეტილი დამიანი, მაგრამ დიდხანი არ გრძელდება ასე, ისევ კოცნის მის ტუჩებს.
სამაზრეულოში შესულებმა გემრიელად მიირთვეს, ნია დამიანის კალთაში მოთავსებულიყო და ასე შეექცეოდა მის მომზადებულ კატლეტებს.
–მმმმ, ძალიან გემირელი ხელი მაქვს– თავისთვის ჩაილაპრაკა ნიამ, რაზეც ყველას გაეცინა, ნიასაც კი. დამიანის მკერდს თავი მიადო და გაიყუჩა, უსმენდა ეკეს და დამიანს, როგორ იხსენებდნენ მის სკოლის დროინდელ ოინებს. ყველა გულიანად იცინოდა.
თვალის მოვლებაც კი სამკარისი იყო იმისთვის რომ დაგენახათ დიდი სიყვარული, და–ძმური, მეგობრეულ–დაქალური და გოგო–ბიჭური. იმდენად თბილად იყვნენ ერთად, იმდენად უყვარდათ ერთმანეთი რომ ერთმანეთის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებდნენ. ყველა ბედნიერი იყო, ყველაზე კარგი კი ის იყო რომ ეს ბედნიერება შიდა სამზარეულოშიც კი ვრცელდებოდა.
დამიანის თხოვნას მასთან დარჩენაზე უყოყმანოდ დასთანხმდა, ახლა მის საწოლსი მოთავსებულიყო და ელოდა როდის გამოვიდოდა დამიანი სააბაზანოდან.
იქიდან გამოსულს ურცხვად ათვალიერებდა ნია, მისი ყურებით ტკბებოდა და მონატრებას ასე იხშობდა, დაკარგულ დროს ანაზღაურებდა. დამიანს სულაც არ აწუხებდა მისი მზერა, უფრო თამამად იდგა და ცდილობდა მეტი სექსუალურობით ემოძრავა.
საცვალის ჩაცმისას ნიამ თვალები მაშინვე დახუჭა, რაზეც დამიანმა ხმამაღლა გადაიხარხარა, საწოლში მხოლოდ საცვლებით ჩაგორდა და ნიას ნახევრად შიშველს სხეულს მიეკრო, თავი მის მუცელზე ჩამოდო და გაიყურსა.
ნია მის თმებზე თამაშობდა, ხან კი სახეზე ეფერებოდა, მისი ყველა კოცნა მუცელს უკუმშავდა.
–დამიან შეწყვიტე– მისი გაჩერება ცადა, თმები ოდნავ მოქაჩა.
–მინდა რომ აქ– მუცელზე გაშლილი ხელი დაადო– იყოს ჩემი ბედნიერება, რომელიც მამას დამიძახებს– ამბობს ჩურჩულით და ისევ კოცნის მუცელზე.
გაოცებულს პირი ეღება, სხეულში ისეთი ჟრუანტელი უვლის რაც აქამდე არ უგრძვნია, მთლიანად იწვის, ხურს, მუცელი კი ეკუმშება, ძლიერად, დარტყმასავით.
–დამიან
–რა? მიდნა და რა ვქნა ახლა– იცინის და მუცელზე ნიკაპჩამოდებული შეჰყურებს აწითლებულ გოგოს.
–ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ბრაზდებოდი როცა ეკე დამიანს გეძახდა?– თითქოს ჩაფიქრებული ამბობს, მზერას არიდებს და მის თმებზე გადააქვც, რომელსაც ხელებით უწვალებს.
–როცა პატარა ვიყავი, ყოველთვის ზიზღვით წარმოთქვამდა ხოლმე ჩემს სახელს, იცოდა რომ ეს ტკივილს მაყენებდა, მაგრამ მაინც ისე აგრძელებდა, მისი თვალები დღემდე მახსოვს როგორ მიყურებდა, ხმაც კი ჩამესმის. აუტანელი წლები იყო ჩემთვის. შენ კი ჩემ სახელს ისე ნაზად და ფაქციაზდ წარმოთქვამ თითქოს ასეც კი მეფერები, მთლიანად მათბობ.
–დამიან, დამიან, დამიან, დამიან...– უაზროდა დაიწყო მისი სახელის ძახილი და თავის ქნევა, რაზეც დამაინი ჩაეცინა.–არ მჯერა რომ ეკე ეგეთი იყო– ამბობს სახელის ძახილის შემდეგ.
–მის ჯინაზე დავიწყე კაზინოში სიარული, მას ყოველთვის ქონდა ის რაც უნდოდა, მე კი არასდროს მქონდა ის რაც მინდოდა.
–მაგრალითად?
–თუნდაც ფული– მხრები აიჩეჩა.
–და მაგისგამო გადაწყვიტე თამაში კაზინოში? და ამდენი ხნის შემდეგ როგორ შეეშვი ამ ყველაფერს?
–ძალიან მარტივად– მხრები აიჩეჩა და ღიმილით ახედა ისევ– როცა დაგინახე მიხვდვდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენ იყავი, მაშინ ვიფიქრე რომ არც არაფერი მჭირდებოდა შენგარდა– თითები მისი სხეულიდან მუცელზე გადაიტანა, პენუარის მაღლა აწევა დაიწყო, შიშველ კანზე კი ტუჩებით კოცნა– მხოლოდ შენ მჭირდები, მხოლოდ შენ მიყვარხარ– ჩურჩულებდა კოცნის შუალედებში და გოგონას მისი ყველა კოცნით ავსებდა.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი !
.........................
მოდი იმით დავიწყებ რომ ყველაზე საუკეთესოები ხართ! თქვენი თითოეული კომენტარი ძალიან მახალისებდა, ჩემ მუზას კი გასაქანს აძლევდა. ძალიან გამიხარდება თუ დასასრული თქვენთვის მისაღები იქნება და მოგეწონებათ.როგორც ბიბო(bibo) იტყოდა ჩემი ტორტის უდიდესი ნაჭრები ხართ, ყველაზე ტკბილები და გემრიელები.
ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ყველას, გვერდში დგომისთვის და დაგვიანებების ატანისთვის!
პ.ს. სიყვარულით – წითელი!



№1 სტუმარი Kati

Kargi iyo.kidev velodebi axals.warmatebebi smile

 


№2  offline წევრი Pepper

უბრალოდ ვგიჟდები ამ ისტორიაზე
უთბილესი და უსაყვარლესი ისტორიააა
უსაყვარლესი პერსონაჟებითურთ
ნიამ ამ ბოლო თავში ძალიან გამახალისაა ^^
უბრალოდ არვიცი რა მეშველება აწი ამ ისტორიას რომ ვეღარ წავიკითხავ
ისტორია იყო სააუკეთესოოო <3
უნიჭიერესი ხარ და დიდი იმედი მაქვს ძალიან მალე ვიხილავ შენს ახალ ისტორიააას <3
მიყვარს მიყვარს ეს ისტორიააა <3
ახალ ისტორიას მალე დაწერ ? ^^ <3

 


№3  offline წევრი Flash

კარგი იყო ^_^ კარგად წერ გამიხარდა ესე მალე რო შეარიგე ერთმანეთს და აღარ აწვალე დამიანი <3

 


№4  offline წევრი Xati Zaalishvili

Kargii iyoo ♡♡ velodebii axall istorias :)

 


№5  offline მოდერი bibo

უფ უმაგრესი იყო მარა დასასრული არ მინდოდა მარწყვოოო რა ეს აწი რა წავიკითხო მეე უხ ტორტო მეორე ნაწილი არ გინდა რო რამე მარწყვუსინიო

 


№6  offline წევრი Smiling girl

ძალიან მომეწონააა ♥♥♥ წარმატებები ტკბილოო

 


№7 სტუმარი A

Umagresi iyo da dasasrulic kargi iyo mara titqos ar meyo niasa da damianis siyvarlis mowmeoba. Ver gavdzexi ase vtqvat. Sulac rom ar dasrulebuliyo ar vityodi uars. Magari wyvilia da magrad momewona. Madlob aseti siamovnebistvis.:d:d

 


№8  offline წევრი kaxelii

dzalian Kargi iyo. Meti ra davwero? Rogorc bibo ityoda shokolado mara me eg ar miyvars da mashin marwyvo. Dzaan momwonda da siamovnebit vkitxulobdi love

 


№9  offline წევრი kora

მოდი დავიწყებ იქიდან, რომ საუკეთესო შენ ხარ! მადლობა ამ ზღვა დადებითი ემოციებისთვის, იმდენად შემიყვარდა ეს ისტორია, რომ ზუსტად ვიცი კიდევ უამრავჯერ მოვუბრუნდები და ხელახლა წავიკითხავ. ეს იყო ყველაზე მისაღები, თბილი, ტკბილი და სიყვარულით სავსე დასასრული, სხვანაირს ვერც ვინატრებდი love ფოტომ ხომ საერთოდ მომაჯადოვა, ვგიჟდები ორივე მსახიობზე აი სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორ ძალიან, ჰოდა ასე ძალიან ვგიჟდები ამ გემრიელობა ისტორიაზეც, ხვდები ხომ ეს შედარება ასე ცარიელი სიტყვისთვის არ გამიკეთებია love
იცოდე მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით love
--------------------
kira.G

 


№10  offline წევრი NataShka()()()

როგორ შემიყვარდა ეს ისტორიაა.. <3 ძალიან კარგი იყო თბილი თბილიბდა შოკოლადივით გემრიელი ....მადლობა შენ ამისთვის შესანიშნავი იყო და წარმატებებს გისურვებ საყვარელო <3 ...მადლობა მსუყე და გემრიელი "ტორტის"გამოცხობისათვის <3
--------------------
ნ.ორბელაძე

 


ძალიან ძალიან ძალიან მაგარი ხარ ეს იყო შეუდდარებელი რაღაც ამოუცნობი და რმოციებით დატვირთული ისტორია
--------------------
romantikosi mwerali

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუ ძააან მაგარი იყოო <3 გავთბიიი <3 საყვარელი და ტკბილებიი <3 წარმატებები შემდეგ ისორიაშიიი ... იმედია მალე დაბრუნდები

 


№13 სტუმარი Teo..

Magaria dzalian momewona.gulidamwyda rom damtavrda.

 


№14  offline წევრი Likk Red

Pepper
უბრალოდ ვგიჟდები ამ ისტორიაზე
უთბილესი და უსაყვარლესი ისტორიააა
უსაყვარლესი პერსონაჟებითურთ
ნიამ ამ ბოლო თავში ძალიან გამახალისაა ^^
უბრალოდ არვიცი რა მეშველება აწი ამ ისტორიას რომ ვეღარ წავიკითხავ
ისტორია იყო სააუკეთესოოო <3
უნიჭიერესი ხარ და დიდი იმედი მაქვს ძალიან მალე ვიხილავ შენს ახალ ისტორიააას <3
მიყვარს მიყვარს ეს ისტორიააა <3
ახალ ისტორიას მალე დაწერ ? ^^ <3

ძალიან მიხარია თუ მოგეწონა. ახალს კი მანამ ვერ/არ დავდებ სანამ არ დავასრულებ, გამოცდების გამო არ მინდა დავაგვიკანო ხოლმე! love

kora
მოდი დავიწყებ იქიდან, რომ საუკეთესო შენ ხარ! მადლობა ამ ზღვა დადებითი ემოციებისთვის, იმდენად შემიყვარდა ეს ისტორია, რომ ზუსტად ვიცი კიდევ უამრავჯერ მოვუბრუნდები და ხელახლა წავიკითხავ. ეს იყო ყველაზე მისაღები, თბილი, ტკბილი და სიყვარულით სავსე დასასრული, სხვანაირს ვერც ვინატრებდი love ფოტომ ხომ საერთოდ მომაჯადოვა, ვგიჟდები ორივე მსახიობზე აი სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორ ძალიან, ჰოდა ასე ძალიან ვგიჟდები ამ გემრიელობა ისტორიაზეც, ხვდები ხომ ეს შედარება ასე ცარიელი სიტყვისთვის არ გამიკეთებია love
იცოდე მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით love

ყველანაირად ვეცდები რომ მალე დავბრუნდე! მადლობა ასეთი კომენტარებისთვის love

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ, კიდევ გეტყვით რომ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის! და ამას ათასჯერაც გაგიმეორებთ შეუდარებლები ხართ love [spoiler][/spoiler]

 


№15  offline წევრი BadBadgirl ^^

ვიცოდი ვიცოდი ! უჰ აბა რა ♥ სხვანაირი დასასრული ვერც წარმომედგინა ^ ველოდები ახალ ისტორიას ♥

 


№16  offline წევრი lamazmani

dzalian magari iyo momewona sxvanair dasasruls arc velodi dzalian magari iyo mara guli damwyda rom damtavrda momenatreba damiani

 


№17 სტუმარი LaNa (LaNuKa)

<3 <3 <3 love
\

 


№18 სტუმარი Ani

Dzalian momewonaaa... bevri emocia da gancda dameufla da rac mtavaria sauketeso dasasruli aqvs.... imedia kidev vnaxav shes istoriebs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent