შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თაღლითი და მატყუარა 5


4-03-2016, 20:05
ავტორი teddy))
ნანახია 3 569

***
სამსახურიდან პროფილაკტიკაში მივდივარ. იმიტომ კი არა რომ რამე გაუფუჭდა მანქანას. რატომღაც იმ თაღლითის ნახვა მომინდა. მანქანას ვაჩერებ და გადმოვდივარ. თვალში ბატონი რეზო და რამდენიმე კაცი მხვდება.
-გამარჯობა!-ვესალმები მათ.
-გაგიმარჯოს!-მეუბნებიან ერთხმად.
-თაღ... დადა არ არის?-რამის წამომცდა და თაღლითი ვუწოდე.
-არა! რამე ხომ არ გინდა?-მეკითხება ბატონი რეზო.
-არა, არაფერი!-ვეუბნები მე.-ნახვამდის!-უკან ვბრუნდები, ჩემს თავზე გაბრაზებული. სულ აქ ხომ არ დამხვდება? იმას თავისი სამსახური აქვს! ან რას ავცანცარდი და მოვინდომე თაღლითის ნახვა?! მანქანაში ვჯდები და მაღალი სიჩქარით მიმყავს ავტომობილი. ხეებს ვითვლი გაბრაზებული და ყვირილი მესმის ,,ფრთხილად“! მანქანას ვამუხრუჭებ და ჩემს წინ მდგარ დადას ვხედავ. მანქანიდან გადმოვდივარ და წინ ვესვეტები:
-წინ არ იყურები?!-დამნაშავე მე ვარ, მაგრამ იერიშზე გადავდივარ.
-მე ვერ ვიყურები თუ შენ ითვლი ბუზებს?-მეუბნება გაბრაზებული.
-ხეებს!-ჩავილაპარაკე მე.
-რამის გამიტანე და მერე ჩემი საფლავის წინ იტირებდი ,,ეხ, რა ბიჭი წავიდაო!“-ამბობს ირონიით.
-არც იფიქრო, რომ მე შენს საფლავზე მოვიდოდი!-ვუარყობ მე.
-სინდისი არ შეგაწუხებდა?-არ იშორებს გამომეტყველებას.
-ქვეყანას შენნაირი ნერვების ჭია, რომ მოშორდებოდა ხალხი მადლობას მეტყოდა!-ვამბობ მე.
-საბედნიეროდ ციხეში ჩაჯდებოდი და ხალხიც ვერ მოასწრებდა მაგის თქმა! ხო იცი, ციხეში, პაემანზე ხალხი შეზღუდულია!-თვალს მიკრავს ის.
-მგონი ადრე სულაც არ არის, რომ ციხეში წავიდე!-ვეუბნები მე.
-გინდა მეცხრე ცაზე აგიყვანო?!-მპასუხობს და მის კითხვას ვერ ვხვდები, ჩემკენ ნაბიჯებს დგამს და ბაგეებზე მაცხრება. თვალები მეხუჭება, თუმცა წინააღმდეგობას ორივე ხელით მაინც ვუწევ. სიმართლე გითხრათ მეცხრეზე ვერა, მაგრამ მერვეზე ნამდვილად ამიყვანა. სიამოვნებისგან ეკალმა დამაყარა და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც არ მინდა შეწყვიტოს. მშორდება და თვალებ დაჭყეტილი შევყურებ.
-აბა, პანაშვიდების წარმოდგენის შემდგე, სიხარული როგორი იყო?!-მეკითხება ის.
-შენსავით უსიამოვნო!-ვპასუხობ მე.
-ანუ ძალაინ კარგი!-მეუბნება თაღლითი.
-პირიქით!-ვეწინაამღდეგები.
-სულ ნუ იტყუები, თორემ მერე ცხვირი გაგეზრდება!-იცინის ის.
-ჩემს ცხვირზე შენ ნუ დარდობ!-ვეუბნები და მინდა ის მომხიბვლელი სახე ცემით გავულამაზო.
-არც შენ იდარდო, უამრავი პლასტიკური ოპერაცია არსებობს და გაიკეთებ, ბოლოს და ბოლოს!-ჩემს ნერვებზე თამაშობს.
-შენ კი სახეს რომ შეგილამაზებ, მერე ერთად გავიკეთოთ!-არც მე ვაკლებ ირონიულ პასუხებს.
-არა, მე ბუნებრივი სილამაზე მირჩევნია!-უკადრისობს ის.
-სამსახიობურზე რატომ არ ჩააბარე? მე მაინც არ მომიშლიდი აქ ნერვებს!-ვეუბნები მას.
-შენთან გამოვავლენ ჩემს მსახიობურ ნიჭს!-არ იშურებს არც ერთ ნერვების მომშლელ სიტყვას.
-უმაღლესი შეფასება გექნება!-ვეუბნები მას.
-ნიჭიერი ვყოფილვარ!-ვითომდა უხარია.
-თავში არ აგივარდეს!-ვამბობ მე.
-რაც საჭიროა, ის უნდა აგივარდეს თავში, ასე არ არის?-იცინის ის.
-თავი გამანებე!-ბოლოს ამასღა ვეუბნები და მანქანაში ვჯდები. ის ადგილიდან არ იძვრის.-დაგეჯახო?-ვეუბნები და ვანიშნებ, რომ გაიწიოს.
-თუ სურვილი გაქვს, ხომ არ გაწყენინებ?!-იძახის თაღლითი.
-კარგი შენს თავს დააბრალე!-მინდა გადავუარო, მაგრამ მართლა ხომ არ დავეჯახები?!-გადადი!-კიდევ ერთხელ ვუმეორებ.
-ჯერ შემეხვეწე!-მეუბნება ის.
-დადა, ძალიან გთხოვ გადადი, რომ მართლა ციხეში არ მოვხვდე!-ვეუბნები მე.
-შენ მარტო ციხეში მოხვედრაზე დარდობ? ჩემზე არ წუხარ?-ნაწყენივით ამბობს.
-მალე მორჩები?-ვამბობ შეწუხებული.
-გინდა აქ დავრჩეთ და ვარსკვლავებს ვუყუროთ! ხომ გიყვართ გოგოებს რომანტიკა?!-ახალ აზრს მთავაზობს.
-გოგოებს კარგი ბიჭებიც გვიყვარს, რომელიც ნერვებს არ გიშლის!-ვპასუხობ მე.
-რა სამწუხაროა, მაგრამ გოგოებს, ხომ გსურთ განსხვავებულები იყოთ! ხოდა შენც გაქვს შანსი იყო სრულიად განსხვავებული და ეგეთი ბიჭები მოგწონდეს!-მეუბნება დადა.
-ნერვებზე ნუ თამაშობ!-ხმას ვუწევ.
-კარგი, კარგი! რახან თავის დაფასება გიყვარს, გაგატარებ და არ დაივიწყო ჩემი ეს სიკეთე!-ხელებს შლის.
-იმედია დამავიწყდება!-ჩემთვის ჩავილაპარაკე და მანქანა დავძარი.

თაღლითი და მატყუარა 5


***
-შემოდი რა ჩემთან! რამდენი ხანია ერთად ყავა აღარ დაგვილევია!-მეუბნება მანანა დეიდა.
-კარგით, შემოვალ!-ღიმილით ვპასუხობ და მის ბინაში შევდივართ.
-დაჯექი, ყავას მოვადუღებ!-დივანზე ვჯდები და ხმა ჩაწეულ ტელევიზორს ვიყურებ.
-ყავაც მალე იქნება!-ლელას ბიცოლა ლეღვის მურაბით ხელდამშვენებული შემოდის.
-ნუ წუხდებით!-ვეუბნები მე.
-აბა, რას ამბობ!-ამბობს მანანა დეიდა.-ლელა, როგორ მომენატრა, ენაცვალოს ბიცოლა!
-ხო, მეც ძალიან მომენატრა! ჯერ არ ვიცი, როდის წავალ ყაზბეგში, თუმცა ვაპირებ და ერთად წავიდეთ!-ვთავაზობ მას.
-რა ჯობია, მაგას ერთად თუ წავალთ!-იძახის ის.-ყავა გადმოვა!-ფეხზე დგება და სამზარეულოსკენ მიდის!
ორი ფინჯანი შემოაქვს და მაგიდაზე დებს.
-შენსკენ რა ხდება? არ უნდა გაგვითხოვდე?-მეკითება ის.
-გავთხოვდები აბა რას ვიზამ, მაგრამ ჯერ არა!-ვპასუხობ სიცილით.
-სახელი ვერა და ვერ მოიფიქრეს ლელამ და ვაჟამ!-იძახის მონატრებული ხმით.
-აქვთ დრო რა ეჩქარებათ!-ვეუბნები მანანა დეიდას.
-ღმერთმა სულ კარგად ამყოფოს!-იძახის და მურაბას თეფშზე მიღებს.-ჭამე, ნახე რა გემრიელია!
------------------------------------------------------
დიდი მადლობა, რომ მაფასებთ და მოგწონთ! ძალიან მიხარია! იმედია ეს თავი მოგეწონებათ და შეფასებებს არ დაიშურებთ!



№1  offline მოდერი sopiko

ეს თავი მომეწონა განსაკუთრებულად ♥ აი ლაიქ ით! ით ენდ იუ! ♥ მოკლედ აი, ზუსტად ისეთია რა... შენებური იუმორით, სარკაზმით, მამრობითი სქესის წარმომადგენლით და რაც მთავარია სიყვარულით! ხოდა ამიტომ შენც უყვარხარ სოფიკოს! ♥
პ.ს. და ამ ისტორიაზე პირველად... მე პირველი ვარ! :-D

 


№2  offline წევრი teddy))

sopiko
ეს თავი მომეწონა განსაკუთრებულად ♥ აი ლაიქ ით! ით ენდ იუ! ♥ მოკლედ აი, ზუსტად ისეთია რა... შენებური იუმორით, სარკაზმით, მამრობითი სქესის წარმომადგენლით და რაც მთავარია სიყვარულით! ხოდა ამიტომ შენც უყვარხარ სოფიკოს! ♥
პ.ს. და ამ ისტორიაზე პირველად... მე პირველი ვარ! :-D

vau gilocav chems am istoriaze pirvelobas! :D samwuxarot shampaniuri ar maqvs :D gmadloob :* ise amas rom vwerdi dias ki ara cotati mec momeshala nervebi :D

 


№3  offline წევრი mimimimo

'ვოტ ტაკ' wink ე. ი. შენსკენ - არასწორია, შენკენ - სწორია (ფუძე არის 'შენ').
არა, რა.. მაინც, რომ ვნახავ 'შეცდომას' lol
ძალიან კარგი იყო..!
მომეწონა..
დადა ძალიან მომწონს..
მისი ირონია..
ქალბატონი კიდევ არ მომწონს ირონიული fellow
ნაზი და გულახდილი მინდა feel wink
ყოჩაღ!
მომეწონა ეს თავი!
გელოდები..
წარმატებები! feel

 


№4  offline წევრი teddy))

mimimimo
'ვოტ ტაკ' wink ე. ი. შენსკენ - არასწორია, შენკენ - სწორია (ფუძე არის 'შენ').
არა, რა.. მაინც, რომ ვნახავ 'შეცდომას' lol
ძალიან კარგი იყო..!
მომეწონა..
დადა ძალიან მომწონს..
მისი ირონია..
ქალბატონი კიდევ არ მომწონს ირონიული fellow
ნაზი და გულახდილი მინდა feel wink
ყოჩაღ!
მომეწონა ეს თავი!
გელოდები..
წარმატებები! feel

shecdomaa da unda agnishno piriqit gmadlob :* gmadlob rom sul mafaseb da dzalian didi madloba

 


№5 სტუმარი Black

კარgი tavia dzalian,velodebi shemdeg tavs

 


№6  offline წევრი teddy))

Black
კარgი tavia dzalian,velodebi shemdeg tavs

dzalian didi madloba! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent