მამიკოს ფულებით განებივრებული გოგონა.. 6
თავი 6 დილით ლილამ გაიღვიძა, თუ არა ჯერ სააბაზანოში შევიდა, ღიღინით გადაივლო წყალი და ისევ ხალათისამარა გავიდა სამზარეულოში.. ასეთი ჩვევა ჰქონდა, სახლში სულ ხალათით დატანტალებდა. მაცივარი გამოაღო და მარწყვი დაინახა, მეტად გამხიარულებულმა გადმოიღო ჯამი და იქვე ნუსაც შეამჩნია.. მაგიდაზე დადო და უკან გაბრუნდა, რომ მიეკეტა კარი, მაგრამ ვიღაცას შეეჯახა.. -აი - ამოიკნავლა და ‘შემჯახებელს’ შეხედა, როცა დამიანე დაინახა გაოცდა და გაუკვირდა, ლოყები აეფაკლა.. - დამიანე არ ვიცოდი აქ თუ იყავი - დამორცხვილმა თქვა. -დილამშვიდობისა, პატარავ! - გაუღიმა და წელიდან ხელი მოაშორა. -მე.. - დაიბნა - გამოვიცვლი და მოვალ. - უცებ გავიდა, ყვავილებიანი ცისფერი სარაფანა გადაიცვა და უკან დაბრუნდა.. -რას მიირთმევ? - ჰკითხა მორიდებით. -მარტო ყავას დავლევ - თქვა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო და გარეთ გავიდა.. მარტისთვის დამახასიათებელი, ცვალებადი ამინდი იყო.. როგორ უყვარდა მარიამს ასეთი ამინდი.. დილით ადრე ადგა, სპორტული სტილით ჩაიცვა და გავიდა სასეირნოდ.. ნელა სეირნობდა და სანდროზე ფიქრობდა.. მესამე დღეა აღარ უნდახავს, როგორ მონატრებია მისი სურნელი.. მასთან კამათი, მისი ჩახუტება.. უეცრად ფეხებთან მანქანამ გაუჩერა.. შებრუნდა გასალანძღად სანდრო, რომ შერჩა.. -მარიამ, როგორ ხარ? ამ დილით აქ რა გინდა? - ღმილით გადმოვიდა და გადაკოცნა, მთელ ტანზე ბუსუსებმა დააყარეს მარიამს.. -მე? ისა, ვსეირნობ - დაიბნა გოგონა, - შენ რა გინდა ამ დილაადრიან? - კითხვა შეუბრუნა მან. -სამსახურიდან ახლა მოვდივარ, - თქვა და გაუღმა - წამო გაგიყვანს - შესთავაზა მარიამს. -იყოს, ფეხით მირჩევნია გასვლა, თან ჯერ არ მივდივვარ.. მეგობარს უნდა შევხვდე - უცებ თქვა და ბოროტულად ჩაეღიმა. -ვინ მეგობარს? - ეჭვიანობამ წამოჰყო თავი. -არ იცნობ შენ... - თავი გააქნია.. ტელეფონზე, რომ დაურეკეს. - ჰო სიხარულო - როგორ უნდოდა ახლა გაცინება, მაგრამ იკავებდა.. -გოგო არ მოდიხარ? -მეც მიყვარხარ.. კი, მალე მოვალ. -ვისთან ხარ გგოგო? - ფხუკუნით ეკითხება ლილა.. -ნაცნობი შემხვდა და მალე მოვალ სიხ, არ მოიწყინო უჩემოდ - თქვა და სანდროს შეხედა. ბიჭს ცისარტყელას ფერებმა გადაუარა ‘ნაცნობი შემხვდა’ ეს სიტყვები უტრიალებდა.. ცუდად მოხვდა მის ყურთასმენას.. ‘მარტო ნაცნობი ვარ მისთვის?’ გაიფიქრა, ‘ოჰ ალექსანდრე გაები, შეგიყვარდა’ - შემოუძახა მეორე მემ. -კარგი გელოდები.. -ჰო დღეს შენთან ამოვალ.. - ჩაიცინა - გაკოცე.. ნუ ისეც გაკოცებ და.. - ჩაიღიმა და გათიშა.. ‘ნუ ისეც გაკოცებ’ - ისევ გაიმეორა მარიამის სიტყვები და სულ გაგიჟდა,როცა წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა ‘მის მარიამს’ ვიღაც შეეხებოდა. - ალექსანდრე, მე უნდა წავიდე.. ნახვამდის - ახლოს მივიდა, მაღლა აიწია და ლოყაზე აკოცა.. შემოტრიალებას აპირებდა, როდესაც ხელში წაავლო ხელი და ზედ აიკრა.. უეცრად დაეტაკა მარიამს ბაგეებზე, მარიამმა წინააღმდეგობა გაუწია, ბოლოს მოშორდა სანდრო.. - თავხედი, ხეპრე - სილა გააწნა.. - როგორ გამიბედე?! - სიბრაზისგან მეორე ხელიც მოუქნია, მაგრამ სანდრომ დაუჭირა ისევ მიიზიდა და ახლა ნაზად დაუკოცნა ბაგეები.. -განებივრებულო.. კოცნა არ გცოდნია - ირონიულად ჩაილაპარაკა.. -თავხედი, უზრდელი, ხეპრე.. - ლანძღავდა.. - ხელი გამიშვი - მკლავზე მიუთითა გაბრაზებულმა.. სანდრომ ხელი უშვა... - საერთოდ არ დამენახო.. გაქრი, აორთქლდი - ხმამაღლა უთხრა და ‘ტაქსი’ გააჩერა.. -მამიკოს ფულებით განებუვრებულო გოგონა’ვ.. მალე მოგარჯულებ! - ჩაილლაპარაკა სანდრომ და ნელა გაჰყვა უკან ტაქსს.. 9 სართულიან კორპუსთან გააჩერა მანქანა, მძღოლს ფული მიაწოდა და სადარბაზოში შევიდა.. სანდროს ჩაეღიმა, იცნო ადგილი.. მიხვდა ვისთანაც წავიდოდა.. მანქანა მოატრიალა და ბარში წავიდა.. დდამიანემ იცოდა სანდროს გრძნობების შესახებ.. “_ჩემგან ‘დაბრო’ გაქვს, მაგრამ ზედმეტი არაფერი მოგივიდეს, თორემ არ გაცოცხლებ..“ - კარგად ახსოვდა დამიანეს ეს სიტყვები, ენდობოდა სანდროს, იცოდა, რომ ზედმეტს არ იზამდა, მაგრამ მაინც ზრუნავდა დაზე და ‘ეჭვიანობდა’. -ბიჭო სად ხარ? - დამიანეს დაურეკა. -რა ხმა გაქვს? რა მოხდა? - ხმა ეუცნაურა... -ბარში ვარ მოდი რა.. - თქვა და გათიშა. 10წუთში გაჩნდა დამიანე მის გვერდით.. -რა მოხდა ტო? - შეშფოთებული უყურებდა ძმაკაცს.. -ლიკა ჩამოვიდა.. - თვალებჩაწითლებულმა ახედა და კიდევ ერთი ვისკის ჭიქა გადაუშვა.. -რა? ღადაობ? - გაღიზიანებულმა თქვა.. ვენები დაებერა და მანაც გადაჰკრა ვისკის ერთი ჭიქა.. ერთს მეორე მიყვა, მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე, მეოთხეს - მეხუთე და ასე დათვრნენ.. -ლილა.. -მოესმა გოგონას დამიანეს ხმა, რომელიც საოცრად დაბოხებული ჰქონდა სასმლისგან.. -დამიანე მთვრალი ხარ? - გაკვირვებულმა დაუსვა კითხვა.. -არა, არ ვარ - გაწელილად ესაუბრებოდა.. -სად ხარ? -შენთან ვარ! - უთხრა და ლილამაც გადაიხედა ფანჯრიდან.. -ვაიმე, სულ გაგიჟდი?! - ლილას გახარებული და ამავე დროს გაოცებული ხმა მოესმა.. ფანჯარას მოსცილდა და 2წუთში მის გვერდით გაჩნდა.. -მომენატრე! - დაბოხებული ხმით უთხრა და ძლიერად მიიხუტა გოგონას სხეული, მის თმებში ჩარგო თავი და ფილტვები მისი სურნელით აივსო..-ლილა.. -გისმენ - ახედა ორი თავით მაღალ სხეულს, გულამდე, რომ ძვლივს სწვდებოდა.. -ლილა.. მიყვარხარ! - უთხრა და თვალებში ჩააჩერდა.. გოგონას თვალებში სიხარულის ნაპერწკალმა გაიელვა და თვალები ცრემლებით აევსო.. - რატომ ტირიხარ? - უმალ ეცვალა დამიანეს სახე... - მეც მიყვარხარ! - ამოისრუტუნა.. ბოლოს ახსოვს დამიანეს მკლავებში გაყუსულს მშვიდად ჩაეძინა.. მარიამი ლილასგან, როდესაც წამოვიდა თავის საყვარელ ადგილას - მთაწმინდაზე - ავიდა. როგორ უყვარდა ეს ადგილი.. მთელი თბილისი მოსჩანდა.. სიმშვიდე იყო.. მხოლოდ ლამპიონები ანათებდნენ ცარიელ ქუჩას.. ფიქრობდა.. სანდროზე ფიქრობდა... უნდოდა ახლა ჩახუტებოდა.. მისი კოცნა გაახსენდა.. გაიღიმა და ტუჩებზე თითი გადაისვა.. -აქ რას აკეთებ? - მოესმა ბოხი და ნაცნობი ხმა.. გვერდით მიუჯდა.. -ვფიქრობ, - გადახხედა მამაკაცს.. -რაზე? -უფრო სწარად ვიზე?! - გაუღიმა. -კარგი, ვიზე? - ჰკითხა.. -თავხედზე, რომელმაც პირველი კოცნა მომპარა.. - მზერა მოაშორა სანდროს და დაბლა დაიხედა, ლოყები საყვარლად აეფაკლა..-შენ? -მეც ვფიქრობ.. -ვიზე? ან რაზე? - ახლა მან ჰკითხა. -ერთ გოგონაზე, რომელმაც თავი ძალიან შემაყვარა! მისი დანახვა მაფორიაქებს, მახარებს.. მის გვერდით პატარა ბიჭს ვემსგავსები.. გამუდმებით მასთან მინდა.. მაგრამ.. აი, ხომ ხედავ ყოველთვის არის ერთი მაგრამ.. - თავი გააქნია სანდრომ.. -ყოველთვის არ არის!- ჩაილაპარაკა მარიამმა.. -ალბათ-ჩუმად თქვა სანდრომ... სანდრომ მარიამის მხარზე ჩამოსდო თავი და ერთად გაჰყურებდნენ თბილისს.. ხედავდნენ როგორ ამოდიოდა მზე და ეფინებოდა ქალაქს მზის სხივები.. ხალხი იღვიძებდა.. ქალაქი იღვიძებდა.. ხმაურიც იღვიძებდა.. მთვარე იძინებდა.. სიჩუმე იძინებდა.. და გულებიც იყოფოდა.. ნელა გაუყვნენ თბილისის ქუჩებს.. ნელ-ნელა ხალხი მატულობდა.. -მივდივარ.. - მოესმა სანდროს ხმა.. -სად? - ტკივილი და სევდა იმჩნეოდა მის ხმაში.. -არ ვიცი.. იქ სადაც არავინ შემაწუხებს.. ან შეგვაწუხებს.. წამომყვები? - ხელი გაუწოდა.. -წამოგყვები! - ჩაილაპარაკა მტკიცედ და ხელი ჩაკიდა მის ხელს.. მარიამი: დამიანე: სანდრო: ლილა: ეს დასასრული არ არის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.