ბიჭი სახელად 66-33-XX
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ რომ გამეღვიძა მანქანა გაჩერებული იყო და ed sheeran- kiss me ისმოდა.. ღმერთო, როგორ ვგიჟდები ამ მუსიკაზე. ცალი თვალი ოდნავ გავახილე, ვაჩეს ქურთუკი მქონდა მიფარებული და ფეხსაცმელებიც აღარ მეცვა. დარტყმულისკენ გავაპარე მზერა, სავარძელზე ჰქონდა თავი მიდებული, თვალები დახუჭული და ტუჩებს კი სიმღერის ტექსტს აყოლებდა.. უცებ შეიშმუშნა და მეც მაშინვე დავხუჭე თვალი. სიმღერა განაგრძო , ოღონდ ამჯერად მისი სუნთქვა სახეს და ყელს მწვავდა. გამაკანკალა... უფრო ახლოს ვგრძნობდი მის სუნთქვას, მაგრამ თვალებს კი ვერ ვახელდი, ძალიან ხშირად სუნთქავდა და შიგადაშიგ მუსიკის ტექსტს ყვებოდა, ხმადაბლა... მოულოდნელად მისი ტუჩები ვიგრძენი არტერიაზე, მთელი გრძნობით მაკოცა და თავი აღარ აუღია, ცხვირი ჩემს თმაში დამალა და უფრო ხმამაღლა განაგრძო სიმღერა ჩემს ყურთან.. ………………And your heart's against my chest, your lips pressed to my neck I'm falling for your eyes, but they don't know me yet And with a feeling I'll forget, I'm in love now Kiss me like you wanna be loved You wanna be loved You wanna be loved This feels like falling in love Falling in love We're falling in love….. სიტყვებით ვერ აღვწერ რას ვგრძნობდი... ისეთი გრძნობა და ემოცია ჰქონდა ხმაში, როცა მღეროდა.. ოდნავ უკანკალებდა ხმა.. მე კი მთელი სხეული მითრთოდა,ჟრუანტელის ცხელი ტალღა მივლიდა და სასიამოვნო განცდას ტოვებდა ჩემს კანზე.. -ნეტავ არასდროს დამთავრდეს ეს წამები...... როგორ მინდოდა თვალი გამეხილა და არანორმალურად მეკოცნა.. ისეთივე გრძნობით და განცდით, როგორც თვითონ მაკოცა და როგორც მეჩურჩულებოდა... მოულოდნელად თავი აწია, შუბლზე მაკოცა ძალიან ფრთხილად და თავის ადგილს დაუბრუნდა.. რამდენიმე წამი იჯდა ასე, მერე კი ღილაკს თითი მიაჭირა და სანამ სიმღერა დაიწყებოდა, ბოლომდე აუწია მუსიკას და ლამის გულის შეტევა დამემართა, როცა ბოლო ხმაზე ჩაირთო AC/DC-back in black. დაფეთებული წამოვხტი და შეშინებულმა მიმოვიხედე გარშემო, მაგრამ როგორც კი გაკრეჭილი და კმაყოფილი ვაჩეს სახე დავინახე, გაოგნება გამწარებამ შეცვალა. -დაუწიე ხმას შე დარტყმულო, გამისკდა გული... ვყვიროდი , რომ როგორმე მუსიკის ხმა გადამეფარა, მაგრამ მან რა თქმა უნდა არ შეასრულა ჩემი თხოვნა და სიცილით აყოლებდა მუსიკას თავს.. ორი წამი ვუყურე, შემდეგ კი მე თვითონ გამოვრთე მუსიკა. -სულ შეიშალე ხო? გული გამისკდა ლამის. რა უბედურებაა ამხელა ხმაზე მუსიკის მოსმენა?! ბუზღუნს არ ვწყვეტდი. -რატომ, კარგია. ისეთ ჯგუფს როგორიც AC/DC-ია ხმადაბლა არ უნდა მოუსმინო.. მითხრა და კმაყოფილი გაიკრიჭა. -მართლა?? და სულ ასეთი სიმღერები გაქვს?? ცოტა მშვიდი დავიჯერო არაფერი მოიძებნება შენს დისკებში? გამომცდელად შევათვალიერე. -რავიი.. შეიძლება იყოს კიდეც. თავს არ დავდებ, რომ არ არის, მაგრამ არ ვუსმენ ხოლმე , თუ ძალიან რომანტიულ განწყობაზე არ ვარ. მხრები აიჩეჩა მუჯირმა. -ხო?? Ed Sheeran-ი არ იყო რამდენიმე წამის წინ ჩართული? -არ ვიცი.. არ მიმიქცევია ყურადღება.. მანქანის ტარებით ვიყავი მე დაკავებული, შენნაირი უსაქმური კი არ ვარ.. ვაჩემ მზერა მომაშორა და გზას გახედა.. -ანუ ამ წამს გააჩერე მანქანა? კიდევ უფრო გამომცდელად ავათვალიერე მუჯირი. -ჰოო... რა იყო? და რა დაკითხვას მიწყობ საერთოდ? პადიომ, გადმოდი ახლა მანქანიდან დროზე. მე ოდნავ ჩამეცინა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. -და სად ვართ საერთოდ?? ან რომელი საათია? მერეღა გამახსენდა , რომ გარშემო ვერაფერს ვცნობდი. -ზუგდიდში ვართ უკვე. და დილის 6 საათია. შემეძლო , არ გამეღვიძებინე, მაგრამ ეჭვი მეპარება, ამ ტანსაცმლით რომელიმემ გავძლოთ სვანეთში. მე ორივეს ჩაცმულობა ავათვალიერე. ისევ კონფერენციისთვის ვიყავით გამოპრანჭულები. ვაჩეს ფრაკი ეცვა. მე კი თეთრი პერანგი, შავ ქვედაბოლოსთან და შავ მაღლქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად.- ეგაც რომ არა, პირველად მივდივარ ოჯახში სტუმრად და ხელცარიელი ვერ ავალ, მაგრამ ჯერ დაკეტილია ყველაფერი. ასე რომ დაახლოებით 10 საათამდე სასტუმროში გავჩერდებით, რომ გამოვიძინოთ, მანამდე ქალაქიც გაიღვიძებს და მაღაზიები გაიხსნება. ანუ დაახლოებით 12 საათზე ისევ დავადგებით სვანეთისკენ მიმავალ გზას.. დაამთავრა ვაჩემ თავისი გეგმის პრეზენტაცია და მანქანიდან გადავიდა. მეც გადავყევი. უკვე სასტუმროსთან ვიდექით. აბრას ავხედე „Hotel Iberia Palace“.. ვაჩეს შევხედე, რომელიც უკვე სასტუმროში შედიოდა. დაბიჯს ავუჩქარე და როცა სასტუმროში შევედი, ის უკვე მისაღებთან იდგა და ვიღაცას ესაუბრებოდა. სწრაფად მივუახლოვდი. -დიახ, რა თქმა უნდა შედის.. ჩვენი სასტუმრო საუკეთესოა ზუგდიდში. თქვა ადმინისტრატორმა და ვაჩეს გამომწვევად გაუღიმა. -ვიცი და მაგიტომაც გავჩერდით აქ. თუ შეიძლება ორი ერთ ადგილიანი ნომერი გვინდა , ერთმანეთის გვერდით. უთხრა ვაჩემ და ჯიბიდან საფულე ამოიღო. -გასაგებია, შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ერთი ნომერის ფასი ასი დოლარიდან იწყება. მაის გაგონებაზე დარტყმულს დავუძახე და გვერდზე გავიყვანე. -ვაჩე, მაგდენი ფული არ მაქვს მე წამოღებული. მაქსუმუმ 50 ლარი მედოს საფულეში. ვთქვი და უხერხულად შევუშმუშნე. -და მაგის გამო დამიძახე? არ ხარ ნორმალური. წამოდი დროზე, მეძინება რა. მითხრა და ისევ ადმინისტრატორისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ მე შევაჩერე. -მაშინ ერთ ნომერში რომ დავიძინოთ? შენ დივანზე დაწვები, მე საწოლზე, მაგრამ ჯანდაბას, რადგან ფულს შენ იხდი, შენ დაწექი საწოლზე. ამ ერთხელ გითხმობ.. ამის გაგონებაზე ვაჩე გველნაკბენივით შეხტა. -არანაირი ერთი ნომერი.. ისიც მეყოფა, ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვუყურებდი როგორ გეძინა და ვუსმენდი რამხელა ხმაზე ხვრინავდი.. ჩაიდუდღუნა მუჯირმა? -ვხვრინავდი? მართლა?? ბოდიში, არ მეგონა თუ ვხვრინავდი. ისევ უხერხულად შევხედე ვაჩეს. -ჰოო კარგი. გეყოფა ტლიკინი. წამოდი დავიძინოთ. თორემ თვალებს ვეღარ ვახელ, შენ რა გენაღვლება, გამოიძინე უკვე. ჰოო მართლა, მაღვიძარა 10-ზე დააყენე. მითხრა და ისევ ადმინისტრატორთან მივიდა. დაახლოებით 10 წუთში კი უკვე ჩვენს ნომრებში ვიყავით, რომლებიც მართლაც ერთმანეთის გვერდით იყო... -არაა... არა.. კარგი ვქენი, რომ სასტუმროში გაჩერება მოვიფიქრე. კიდევ ცოტაც რომ მეყურებინა, როგორ სძინავს, თავს ნამდვილად ვეღარ შევიკავებდი.. რა ლამაზი იყო.. პატარა ბავშვივით ქონდა ტუჩები გაბუშტული, ყველაფერს მივცემდი, რომ იმ წამს მისთვის მეკოცნა..-ჯანდაბა , ვაჩე.. რაებზე ფიქრობ, სულ გადაირიე. ზუსტად მაშინ, როცა თვალები დავხუჭე, რომ თავი ხელში ამეყვანა და ამ პატარა ქაჯზე აღარ მეფიქრა, ed Sheeran-ის სიმღერა ჩაირთო... როგორ გვიხდებოდა სიმღერის ტექსტი იმ წამს.. ჩემი გეგმაც, თავის ხელში აყვანის შესახებ, წამში ჩაიფუშა ... ნელა დავიხარე, რომ ლილე არ გამეღვიძებინა და კისერში ვაკოცე... შემდეგ კი თავი დავადე და ისე განვაგრძე სიმღერა.. მაგრამ ვგრძნობდი, როგორ ცეცხლსაც ვეთამაშებოდი.. გიჟივით წამოვხტი, დასამშვიდობებლად შუბლზე ვაკოცე და ყველაზე ხმაურიანი სიმღერა ჩავრთე, რასაც უცებ წავაწყდი და ხმას ბოლომდე ავუწიე. ლილე ფეთიანივით წამოხტა და შეშინებული აცეცებდა თვალებს, ისეთი საყვარელი იყო, რომ თავს ვეღარ ვიკავებდი, ისე მინდოდა ჩავხუტებოდი, რაც აზრად მომივიდა ის ვუთხარი და მანქანიდან გადავხტი, რომ ფიქრი სისრულეში არ მომეყვანა. უკვე ადმინისტრატორს ველაპარაკებოდი, როცა მომიახლოვდა და მითხრა, რომ ფული არ ჰქონდა და ერთ ნომერში შემომთავაზა ღამის გათევა. მართლა არ არის ნორმალური ეს გოგო... როგორ შეიძლება ბიჭს შესთავაზო ღამის ერთად გათევა, ან როგორ შეიძლება მშვიდად გეძინოს მთელი 5 საათი, როცა გვერდზე კაცი გიზის. ვაიმეე... გამაგიჟებს.. როგორი ბავშვია და როგორ გადავყავარ მეც ჭკუიდან. 100 კი არა, 500 დოლარიც რომ ყოფილიყო ერთი ნომერი, უარს არ ვიტყოდი, ოღონდ ლილესთან ერთად არ დავრჩებოდი მარტო... პირველად ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ თავს ვერ ვაკონტროლებდი და არ ვიცოდი მასთან მარტო დარჩენისას რას მოვიმოქმედებდი.. ამიტომაც ჯუჯღუნით შევაბუნძულე თავის ნომერში და კარის დაკეტვა კი ავუკრძალე, რომ დილით მიისი გაღვიძება შემძლებოდა. ოთხი საათი სწრაფად გავიდა და ჩემმა მაღვიძარამაც დარეკა. სანამ შხაპი მივიღე და გამოვფხიზლდი, ნახევარმა საათმაც განვლო. ლილეს ოთახთან ფეხაკრეფით მივედი და როცა შიგნით შესულს, ისევ ტკბილ სიზმრებში მყოფი არანორმალური ვიხილე, თბილად ჩამეღიმა... მაგრამ ჩემი გრძნობის მიუხედავად, სრულიად საპირისპირო გავაკეთე... -ეეეეე........ პადიოოოომ........ ვიღრიალე ბოლო ხმაზე და როცა საწოლიდან საცვლების და თითქმის გამჭვირვალე მაისურის ამარა გადმოვარდა შეშინებული ლილე, წამის მეასედში შევბრუნდი უკან. –მოწესრიგდი და კაფეში ჩამოდი, ნახევარ საათს გაძლევ. მივაყარე და დენდარტყმულივით გავვარდი გარეთ, რომ მისთვის აღარ შემეხედა. მიუხედავად იმისა, რომ მთლი გზა ზუგდიდამდე მეძინა, მაინც მაშინვე ჩამეძინა, როგორც კი ბალიშზე თავი დავდე. დილით კი ის დარტყმული შემომივარდა ღრიალით ოთახში და მეც დაფეთებული წამოვხტი ფეხზე. ოთახიდან რომ გავიდა მხოლოდ მაშინ დავიხედე ტანზე და სირცხვილისგან იქვე ჩავიკეცე. მხოლოდ საცვლები და თითქმის გამჭვირვალე მაისურის ამარა ვიყავი, რომელიც პერანგის შიგნით მეცვა... -ღმერთო, რა სირცხვილია, გავიფიქრე და გაბუსხული შევედი სააბაზანოში, ნახევარ საათში მართლაც ჩავედი დარცხვენილი კაფეში, მაგრამ როგორც კი მოდუდღუნე ვაჩე დავინახე, მაშინვე დამავიწყდა სირცხვილი. -სად ხარ გოგო აქამდე, ძალიან დავაგვიანებთ. მითხრა და წასაღებად გამზადებული ყავა და კრუასანი მომაჩეჩა ხელში. თვითონ კი გასასვლელისკენ დაიძრა. დუდღუნით გავყევი უკან და მანქანაში ჩაჯდომა დავაპირე, მარამ მისმა ხმამ გამაჩერა. -ჯერ მანქანაში არა, ფეხით გავიაროთ, აქვე ახლოს ტანსაცმლის მაღაზიები მიმასწავლეს და ჯერ იქ წავიდეთ, იქნებ მივაგნოთ რამეს. მითხრა და წინ გამიძღვა. -მაგრამ ვაჩეე.. ხომ გითხარი , რომ არ მაქვსთქო ფული წამოღებული? რომ დამავლე ხელი ასე ფეთიანივით , გეთქვა, და ფულსაც წამოვიღებდი და გამოსაცვლელ ტანსაცმელსაც. ავდადღანდი ისევ მე. -ვაიმეე ლილე, როგორ დამღალე. ჯერ-ჯერობით ფულს არ ვუჩივი. თუ გამიჭიდა, არც მაგის თქმის მომერიდება, რომ ფული არ მაქვსთქო. კიდევ ერთი, ფული რომც გქონოდა, მაინც არ გადაგახდევინებდი, რა გჭირს რა იყო, ბიჭთან ერთად არასდროს ყოფილხარ? ან შეყვარებული არ გყოლია?? თუ ფულს შენ უხდიდი ხოლმე?? როცა გოგოსთან ერთად ვარ, იმან არც ერთი თეთრი არ უნდა დახარჯოს, ეგ უკვე ჩემი კაცური თავმოყვარეობის საკითხია, შენ ვერ გაიგებ. ჩაიხითხითა ვაჩემ და დამცინავად შემომხედა. -არა.. არც ვყოფილვარ ესე მარტო ამხელა მანძილზე ბიჭთან ერთად და არც შეყვარებული მყოლია.. ის ნიკა იყო მხოლოდ , მაგრამ როგორც გაიგე, არაფერი გამოსულა. გაბუსხულმა ვუთხარი და მზერა ჩემს კრუასანს გავუშტერე. -ასეც ვფიქრობდი.. უარესად გახალისდა მუჯირი. -წამოდი დროზე, თორემ დღევანდელი დღის გატარებაც აქ მოგვიწევს. თქვა და წინ წავიდა. მეც უკან გავყევით. -ისე დიდი ხანია გოგოდ აღმიქვამ ? ვკითხე მოულოდნელად. -რაა?? რაზე ამბობ? დაიბნა ვაჩე. -წეღან არ მითხარი, როცა გოგო ჩემ გვერდითაა სხვანაირად ვიქცევი, კაცური თავმოყვარეობა არ მაძლევს უფლებას, ერთი თეთრიც კი დავახარჯინოვო და რავიცი აბა... გამომწვევად ჩავაშტერდი თვალებში. -არც ისე... დილით ნანახის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ შეიძლება ნამდვილი ვაჟკაცის ხასიათი გაქვს, მაგრამ აღნაგობით ნამდვილად არ გავდი კაცს. დამიჯერე ნამდვილად... მე დილანდელი გამახსენდა და ჭარხალივით გავწითლდი, რამაც უარესად გაახალისა ვაჟბატონი და გულიანად ახარხარდა. -დარტყმული ხარ. მივაძახე და ამჯერად მე გავიჭერი წინ. 2 საათი მაინც ვიბოდიალეთ ფეხით და ძლივს მივაგენით, რაღაც მაღაზიას, ვაჩე დაუფიქრებლად შევიდა შიგნით და მეც შევყევი. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი იმ მაღალქუსლიანებზე სიარულით. -სულ არაფერს კი ჯობს. თქვა მან და ტანსაცმელს მოავლო თვალი. -ჯერ ჩემთვის ვიყიდოთ, 10 წუთი მეყოფა და მერე შენზე გადავიდეთ, თორემ დავიხრუკე უკვე ამ პერანგში. მითხრა და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. მართლაც არ დასჭირვებია დიდი დრო. ორი ჯინსის შარვალი, ერთი მუხლამდე შორტი, ორი მაისური და ორიც ჟაკეტი იყიდა. შემდეგ კი კედებს დაუწყო თვალიერება. -ამდენი ტანსაცმელი რად გინდა?? გაოგნებულმა შევხედე მის ტანსაცმელს. -რა იცი რამდენი ხნით მოგვიწევს დარჩენა, წინ და უკან ხომ არ ვირბენ მერე ტანსაცმლისთვის. გაიცინა და თვალი ჩამიკრა. -რა გეშველება შე საწყალო. არ დავუთმე მეც და მასთან ერთად დავიწყე ფეხსაცმლის თვალიერება. საბოლოოდ, დიდი ჯუჯღუნის მერე უბრალო”all star”-ი ვაყიდინე და კმაყოფილმა ავათვალიერე, როცა გასახდელიდან გამოვიდა. -რა იყო მოგეწონე?? მკითხა, როცა ჩემს მზერას წააწყდა. -რაღა დაგიმალო და ნამეტანი სიმპატიური ხარ. მეც არ დავუმალე ჩემი აზრი და კვლავ კმაყოფილმა განვაგრძე მისი თვალიერება. -არანორმალურო, ზოგადად გოგოები ასეთ კითხვაზე მორცხვობენ და უარობენ, რომ ბიჭი ესიმპატიურებათ .. ჩაიდუდღუნა ვაჩემ და შებრუნდა, მაგრამ სანამ ბოლომდე შეტრიალდებოდა, მოვასწარი და მისი ღიმილისგან ოდნავ ჩაჩვრეტილი ლოყა შევამჩნიე. -რა ზომა ფეხი გაქვს?? მომაძახა მოულოდნელად. -36 და რა იყო? -ფეხსაცმელი ბარემ აქ იყიდე და ტანსაცმელზე გვერდით მაღაზიაში გავიდეთ. -კარგი, მოვათვალიერებ მაშინ უცებ რამეს. ვთქვი და სანამ ფეხზე წამოვდგებოდი, ვაჩემ ცხვირწინ ორი წყვილი კედი ამითამაშა. -აღარ გინდა დათვალიერება, გიპოვნე უკვე. ერთი ზუსტად მისნაირი „ოლ სტარი“ იყო, მეორე კი შავი დაბალყელიანი , კედები, პატარა ოქროსფერი „ზმეიკით“ გვერდზე. -და იქნებ არ მომწონს? ნიშნისმოგებით ავხედე ვაჩეს. -მოგწონს, თან როგორ... და ეგაც რომ არა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ 7 დღე იმას აკეთებ რასაც გეუბნები, ასე რომ მოირგე დროზე ერთ-ერთი, თორემ აღარ შემიძლია შენი ტანჯვის ყურება ამ მაღალქუსლებზე. მომაძახა და ფულის გადასახდელად გაეშურა. არც შემცდარა, ნამდვილად ჩემი სტილი იყო ორივე.. ოდნავ ჩამეღიმა და საბოლოოდ მისნაირი ფეხსაცმლის ჩაცმა გადავწყვიტე. რომ დაინახა გაეცინა. -რა ჯანდაბა გაცინებს? შევუღრინე ეგრევე. -ჩემნაირი კედები , რატომ ჩაიცვი? მეორეც ხომ გქონდა? -უბრალოდ ესენი უფრო მეტად უხდება, თეთრ პერანგს და შავ ქვედაბოლოს. ჩავიდუდღუნე მე. -კარგი ხოო.. გაიცინა ვაჩემ. -წამო ტანსაცმელი ვნახოთ ახლა შენთვისაც. რა თქმა უნდა, ის წინ გაიჭრა და სწრაფად აირბინა მაღაზიისკენ მიმავალი კიბეები. მეც უკან გავყევი. მაღაზია საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და მეც ინტერესით მოვათვალიერე იქაურობა. -ტყუილად აცეცებ თვალებს. მე აგირჩევ ტანსაცმელს . მითხრა და თვიდან ბოლომდე ამათვალიერა. უხერხულად შევიშმუშნე , რაც რა თქმა უნდა , არ გამოპარვია და ხმადაბლა ჩაიფხუკუნა. ელვის სისწრაფით დაქროდა და არჩევდა ტანსაცმელს, იმასაც კი ვერ მოვკარი თვალი, რას ყიდულობდა. საბოლოოდ ყველაფერი გასახდელში შეიტანა და მითხრა რომ შევსულიყავი მოსაზომად. თვითონ კი იქვე მდგარ სავარძელში ჩაეხეთქა. მეც ორი შარვალი მიყიდა. ერთი წელში გამოყვანილი, მუქი ლურჯი და მარჯვენა მუხლზე გახეული. მეორე კი შედარებით თავისუფალი და ღია ფერის. სამი მოკლემკლავიანი, სადა მაისური, შავი ნაცრისფერი და თეთრი და ორიც გრძელმკლავიანი, ისიც სადა. -ცოტა ქალური ვერ ნახე ვერაფერი? თავი გამოვყავი გასახდელიდან, მაგრამ ვაჩე იქ აღარ დამხვდა. -ქალური რად გინდა? ქალი ქალაჩუნა ხარ? მკითხა ხითხითით და შავი მთლიანი კაბა ამითამაშა ცხვირწინ. -აბა ეგ კაბა რაში მჭირდება მაშინ? გამოვართვი კაბა და კმაყოფილმა შევათვალიერე. -რავი. ეგ მომეწონა.. ჩაილაპარაკა ხმადაბლა. -ახლა ეგ ჩაიცვი რა.. მითხრა და ისევ სავარძელში ჩაეხეთქა. მე ხმა აღარ გამიცია. ყველაფერი მოვიზომე და არ გამკვირვებია, რომ არც ერთი ნივთის შეცვლა არ დამჭირდა, ყველას ზომა იდიალური იყო. ბოლოს კაბა მოვირგე. არაფერი განსაკუთრებული, ბრეტელიანი შავი, მუხლამდე კაბა იყო. გულზე და ზურგზე ერთ ზომაზე ამოჭრილი. ძალიან სადა და ჩემთვის ძალიან მოსაწონი აღმოჩნდა. -როგორც ჩანს გემოვნება მაინც გვემთხვევა მუჯირო... ჩავილაპარაკე და კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში. -ეე კედებიც როგორ მოუხდა.. აღმომხდა, მას შემდეგ, რაც ფეხებზე გადავიტანე მზერა. ბოლოს როგორც იქნა, გამოვეტიე გასახდელიდან და ვაჩესთან მივედი. რომელიც წამით გაშტერდა და მერე კი კმაყოფილმა, მოურიდებლად ამათვალიერა. -არა არწივის თვალი მაქვს რაა... ჩაილაპარაკა კმაყოფილმა. -ვაჩეე... თხოვნის კილოთი მივმართე მუჯირს. -რა იყო? -რა და, აქ კი ცხელა უკვე, მაგრამ სვანეთში ასეთ ტანსაცმელში შემცივდება და ჟაკეტიც მიყიდე რა... ვუთხარი და ამჯერად გავიკრიჭე ყურებამდე. -რა ჯანდაბას აკეთებ გოგო, რა ჟაკეტიც მიყირე.. სულ გადაირიე, ან რატომ არ მრცხვენია... გავიფიქრე წამიერად.. მაგრამ ვაჩეს ხმამ გონზე მომიყვანა.. -არ დაგჭირდება. მითხრა და სალაროსკენ აიღო გეზი. -რატომ? გაოგნებულმა შევხედე მე. -ჩემი გექნება და მაგიტომ.. საკმაოდ მკაცრად მითხრა და ჯიბიდან საფულე ამოიღო. ხმა აღარ გამიცია. აზრზე ისევ ვაჩეს ხმამ მომიყვანა. -წამო ეხლა პიჟამაც ვიყიდოთ შენთვის და წავიდეთ.. -მოიცა პიჟამა რაღად მინდა?? გაკვირვებული წინ გადავუდექი მუჯირს. -იმიტომ, რომ არაა კარგი აზრი ყოველ დილით ისეთ მდგომარეობაში გნახო, როგორშიც დღეს დილით. მე უხერხულად ავიწურე. -არაა საჭირო. მაინც არ ვიცვამ პიჟამას. -აბა , რითი იძინებ ხოლმე? უარესად ავიწურე. -ჩემი ძმის მაისურით. ვუპასუხე და გზა გავაგრძელე. გავიგე , როგორ ჩაიხითხითა. გზად თეთრეულის მაღაზიას ჩავუარეთ, რა თქმა უნდა მინდოდა შესვლა, მაგრამ ვერ ვეტყოდი ვაჩეს და გვერდის ავლა განვიზრახე. -ეე დარტყმულო... მომაძახა ზურგს უკან ვაჩემ. -რა გინდა?? უცებ შევბრუნდი მეც. -აჰაა.. შედი და რაც გჭირდება იყიდე, ოღონდ ორი საათი ნუ მოუნდები. მეც რაღაცები დამრჩა საყიდელი. ნახევარ საათში ქვემოთ გელოდები, პარკში. მითხრა და საქართველოს ბანკის ბარათი ჩამჩურთა ხელში, თვითონ კი უკან მოუხედავად გაბრუნდა კაცებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში. -სულელი... ჩავილაპარაკე და მის ქცევაზე ჩამეღიმა. ალბათ, მასაც მსგავსი ნივთების ყიდვა უნდათქო გავიფიქრე და მაღაზიაში შევედი.. 10 წუთში ვაჩე მირეკავდა.. -ჰოო.. გამოვდივარ უკვე.. ჩავძახე სწრაფად, სანამ მიმალანძღავდა. -არაა.. არ იჩქარო, შენს ძმას ფეხი რა ზომა აქვს?? -45, რა იყო ოჯახის ფეხის ზომებს არკვევ? ახალი ჰობი გაქვს? ჩავიხითხითე და გასახდელში შევედი. -ესეიგი 45 ხო? კარგი, დროზე შენ , ძალიან არ დააგვიანო. მითხრა და სანამ პასუხს დავუბრუნებდი ტელეფონი გამითიშა. ქვემოთ რომ ჩავედი, უკვე სკამზე იჯდა უამრავი პარკებით და მელოდებოდა. -იყიდე რაც გინდოდა?? -კიი.. აი ბარათი, მადლობა.. ვუთხარი და მზერა პარკებზე გადავიტანე. -რად გინდდოდა ჩემი ძმის ფეხის ზომა?? -რაღაც კარგი ბოტასი შემხვდა,უეჭველი მოეწონება და ვუყიდე. -ოჰ.. რა პატივში ვართ.. ჩავილაპარაკე და გავიკრიჭე. -ნუ ტლიკინებ და აიღე ეს პარკები, წავედით, თორემ საჭმელიც საყიდელი გვაქვს და დავგვიანდებით ძალიან. -მოიცა, ეს პარკები მე ვატარო?? გაოგნებულმა გადავხედე უამრავ პარკს. -ჰოო... აბა მე მეზარება და.. ამ წამიდან ვიწყებ ჩემი 7 დღის გამოყენებას მითხრა და სტვენა-სტვენით წინ წავიდა. -ფუუ.. დარტყმული.. მივაძახე და პარკებს დავწვდი. 10 ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, ფეხები ამებლანდა პარკებში და წავიქცეოდი, ვაჩე რომ არ დამხმარებოდა. -ჰოო კარგი, ჯანდაბას შენი თავი. მომეცი ეგ პარკები აქ. დუდღუნებდა ვაჩე და თან პარკებს მართმევდა. მანქანამდე სწრაფად მივედით, მერე რაღაც სუპერმარკეტში შესვლა აიჩემა, ხელცარიელი ვერ წამოვალო და ახლა იქ დააცარიელა დახლები. ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიეთ მანქანამდე და ის იყო, კარი გამოვაღე, რომ დავმჯდარიყავი, ვაჩეს ხმამ შემაჩერა. -არაა.. არანორმალურო, ამჯერად შენ ჯდები საჭესთან. მითხრა და გასაღები გადმომიგდო. არ ვიცი, იფიქრა, რომ ამით გამაწვალებდა, ან არ მიყვარდა საჭესთან ჯდომა.. მაგრამ ფაქტია, გასაღები სიხარულით დავიჭირე და ამჯერად მე მივუჯექი სტვენა-სტვენით საჭეს. -მოიცა, შენ რა მანქანის ტარება გიყვარს? მკითხა, მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ჩანაფიქრი არ გამოუვიდა. -თან როგორ. ვუთხარი და მანქანა ადგილიდან სწრაფად დავძარი. -ჰოდა მაშინ გააჩერე, ისევ მე დავჯდები საჭესთან, ჩაიდუდღუნა ვაჩემ და ჩემსკენ გადმოიწია. -ოო... დაეტიე რა სადაც ზიხარ და დაიძინე თუ გინდა. ჩავილაპარაკე კმაყოფილმა და მუსიკას ჩავრთე.. ვაჩეს გაოცება ეწერა სახეზე, მაგრამ უფრო მეტად მაშინ გაოცდა, როცა Led Zeppelin-whole lotta love-ჩაირთო და მეც ბოლო ხმაზე ავყევი. -შენ რა, 70-ს როკსაც უსმენ?? მკითხა გაოგნებულმა.. -დიახ დიახ.. ყვირილით ვუპასუხე და ისევ სიმღერას ავყევი. -led zeppelin-ის გარდა კიდევ რას უსმენ? -70-იანების და 80-იანების ყველაფერს... და მაცადე რა ცოტახანი, მერე ვილაპარაკოთ . ვუთხარი და ამჯერად Deep purple- highway star-ს ავყევი ბოლო ხმაზე და გაზის პედალს უფრო მივაჭირე ფეხი. ჩემს სტიქიაში ვიყავი, მაგრამ არ გამომპარვია ვაჩეს ღიმილიანი სახე, რომელიც თვალს არ მაშორებდა. როცა სიმღერით გული ვიჯერე, ხმას ოდნავ დავუწიე და ვაჩეს მივუბრუნდი. -რა იყო, რა სახით მიყურებ?? -არაფერი.. მითხრა და ჩაეღიმა.. -არ მეგონა, ასეთ მუსიკას თუ უსმენდი. -ვუსმენდი?? ღადაობ? სასწაულია.. ესეთი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს. მთელი ემოციებით დავიწყე 70-იანების და 80-იანების როკზე ლაპარაკი და როცა გავჩუმდი და ვაჩეს მომღიმარე სახე დავინახე, მივხვდი რომ ბევრს ვტლიკინებდი. -ბოდიში, ამ თემას რომ ვეხები, ჭკუიდან აფრენა მემართება ხოლმე და ვერ ვაკონტროლებ , რამდენს ვლაპარაკობ. -არა, პირიქით.. ჩაიღიმა დარტყმულმა.. -ძირითადად მაინც რა მუსიკას უსმენ? -კლასიკას. ვუპასუხე დაუფიქრებლად და როცა მის გაოგნებულ სახეს შევხედე, მერეღა მივხვდი, რამდენად გამომრიცხავი პასუხები ვუთხარი. -ვახ.. საოცარი ხარ... აღმოხდა ვაჩეს და უფრო დაჟინებით დამაცქერდა. -რატო? -აბა ბევრი ადამიანი გეგულება დღეს , მითუმეტეს გოგო, რომელიც უსმენს 70-80იანების როკს და ამასთან კლასიკის ფანია?? -არაა.. საერთოდ არც გამიგია.. ჩამეცინა ჩემს თავზე და ვაჩეც ამყვა.. -რომელი კომპოზიტორი მოგწონს მაშინ ყველაზე მეტად? მკითხა ცოტახნის სიცილის შემდეგ. -გამორჩეულად შოპენი მიყვარს, ისევე როგორც როკში, კლასიკაშიც უფრო ძველებს ვანიჭებ უპირატესობას. -და თანამედროვე მუსიკა?? -მმ.. მანდ რთულადაა საქმე, არც ერთი მომღერლის ფანი არ ვარ, არც ჯგუფის, მაგრამ არის კანტიკუნტად რამდენიმე სიმღერა, რომელიც მომწონს... აი ქართული მუსიკა კი ბოლო დროს სულ უფრო მეტად მახარებს , Loudspeaker-სი იცი?? რა მაგარი მუსიკა აქვთ ვერ გეტყვი, ჭკუიოდდან გადავყავარ. -როგორ არ ვიცი, ჩაეცინა მას. -მეც ძალიან მომწონს. -ისე შენ რა მუსიკას უსმენ?? ჩემზე ამდენი მოგიყევი და შენ არაფერი გითქვამს. -ზუსტად იგივე, რაც შენ ილაპარაკე, მეგონა, რომ მე ვლაპარაკობდი, მაგრამ კლასიკის გამოკლებით, კლასიკას მარტო მაშინ ვუსმენ, როცა, რაღაც ამაღლებულ განწყობაზე, ან ძალიან მოწყენილი ვარ... -ჰაჰაა... ანუ ჩვენი მუსიკალური გემოვნება ემთხვევა ხო?? -არამარტო მუსიკალური. მითხრა და ამათვალიერა. -მართალი ხარ, ტანსაცმელშიც ვემთხვევით. ვუთხარი სიცილით და იმ წამს მივხვდი, რომ ვაჩეში თავი მოიყარა „დარტყმულმაც“ და „ბიჭმაც სახელად 66-33-XX” ორივე მათგანის მიმართ სიმპატია, პლიუს ვაჩეს მიმართ სიმპატიაც, მასში გავაერთიანე და ეს ბიჭი უკვე ძალიან ძალიან ძალიან....... მომწონდა. წამიერად გულმა ისევ 100 000 00 000 000 000 00 დარტყმა განახორციელა და მეც იდიოტივით ჩამეღიმა.. სიჩქარეს უფრო ვუმატე და საბოლოდ 5 საათში სვანეთში ვიყავით...გზადაგზა კი ვაჩეს დუდღუნი მესმოდა. -ისე იზამ დავიმტვრევით..-ცოტა ნელა ატარე გოოგოო.... როცა მესტიას გავცდი, მანქანის მართვა ვეღარ შევძელი. არ ვიცი, რა დამემართა, ალბათ, ნოსტალგია შემომაწვა და ტკბილი მოგონებებით გაჟღენთილმა მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. -რა დაგემართა? მანქანიდან გადმომყვა ვაჩეც.. -ყივის ვაჩე ყივიის.......... სისხლი ყივიის... ვუთხარი სიცილით და ღრმად ჩავისუნთქე მონატრებული ჰაერი.. მას კი უბრალოდ ჩაეღიმა. -ლილე ახვლედიანოოო.... ეს ვინ ესტუმრა მშობლიურ რაჭას.. მომესმა სვანური დიალექტით ნათქვამი სიტყვები და უკან შებრუნების გარეშე გავეცი პასუხი. -შენ გასამწარებლად ჩამოვედი გეგი გულედანო.. ვუთხარი და უკან შევბრუნდი და ზუსტად ამ დროს ჩამოხტა ცხენიდან ბიჭი, ჩემსკენ გამოქანდა და ჰაერში დამაბზრიალა.. -როგორ მომენატრე, შე ქაჯო შენ .. აბა კარგად დამენახე.. მითხა რა მიწაზე დამსვა და ამათვალიერა... ისევ ისეთი თხა ხარ ხო?? რას გიგავს გოგო მუხლები, ისევ დალურჯებული ფეხებით დადიხარ?? -ეჰეჰეჰე.. ჯერ ჩამოსვლა მაცადე და მერე მაინც მეჯუჯღუნე . გავუცინე და ტრადიციულად დალურჯებულ ფეხებს დავხედე. -ქაჯო, ეს ბიჭი არ უნდა გამაცნო?? მიმითითა ვაჩეზე გეგიმ.. -უი უკაცრავად. ვაჩე, გაიცანი ეს არის ჩემი ბავშვობის მეგობარი და ოჯახისთვის ძალიან ახლო და საყვარელი ადამიანი -გეგი გულედანი. გეგი, ეს ვაჩე მუჯირია, ჩემი თანამშრომელი და ჩემი ნერვების გამამწარებელი. ვუთხარი და მომღივარ ვაჩეს გადავხედე, რომელიც ჩემ ტიტინს ყურადღებას აღარ აქცევდა, მარჯვენა გაეწოდებინა გეგისთვის. -სასიამოვნოა,თქვა გეგიმაც და მაგრად ჩამოართვა ხელი. -რამდენ ხანს რჩებით ძმაო აქეთ? -რავიცი აბა გეგი, 7 დღე მაინც არ ვაპირებ წასვლას. სანამ ბიჭები საუბრობდნენ მე მანქანაში ჩავიმალე და უკანა სკამზე შარვალი და გრძელმკლავიანი მაისური გადავიცვი. -იმედია გვესტუმრები, ამ ქაჯანასთან ერთად ჩვენთან. უთხრა გეგიმ და ორივემ გაკვირვებულმა შემომხედა, როცა მანქანიდან გადმოსული , ახალ ტანსაცმელში დამინახეს. -რისთვის გამოიცვალე ტანსაცმელი? გაოგნებულმა ამათვალიერა ვაჩემ. -ცხენზე აპირებს ჯირითს. უპასუხა გეგიმ და ღიმილით გამოეშურა ჩემკენ. -გეგიი.. შენ ვაჩეს გამოყევი რა.. ყელი სასაცილოდ გამოვუწიე მეგობარს და სანამ პასუხს გამცემდა ცხენს მოხერხებულად შემოვახტი. თუმცა ვაჩეს გაოგნებული სახე არც ამჯერად გამომპარვია.-რა იყო მუჯირო, რა გაგიკვირდა? ვკითხე და წელში გავიმართე. -არაა.. არაფერი.. ჩაეღიმა ვაჩეს. -გეგი, ჩვენთან წამოდი რაა, დარწმუნებული ვარ, ჩემები გადაირევიან აქ რომ გნახავენ. -დაიცა კაცო, აქ არიან შენები?? მომიკვდეს თავი, აქამდე როგორ არ მოვიკითხე.. არ ვიცოდი თუ აქ იყვნენ, თორემ როგორ არ ვინახულებდი.. აქოთქოთდა გეგი.. -ჰოოო კარგი, რა განერვიულებს, ახლა წამოდი და ნახე. ვუთხარი და ცხენი გავაჭენე. -გეგიი.. დარწმუნებული ხარ, რომ საშიში არ არის? ჰკითხა ვაჩემ და შეშინებულმა გააყოლა თვალი ლილეს. -ჩემო ვაჩე, ახლა ცხენზე უფრო უნდა ნერვიულობდე, ვიდრე ლილეზე, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ორი წელი მაინც იქნება რაც არ უჯირითია, შეიძლება ისე დაღალოს საცოდავი ცხოველი , რომ ფეხზე ვეღარ გაიაროს. უთხრა გეგიმ და როცა ვაჩეს შეშინებულ მზერას მოჰკრა თვალი, მაშინვე დასერიოზულდა. -ნუ ღელავ ძმაო, ლილე ბავშვობიდან ჯირითობს და არაფერი არ მოუვა.. გაუღიმა გამამხნევებლად. -ახლა კი წავიდეთ, თორემ ის თხა ძალიან გაგვისწრებს. უთხრა და მანქანის კარი გამოაღო. -დიდი ხანია აქ ცხოვრობ? ჰკითხა ვაჩემ და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. -აქ დავიბადე და გავიაზარდე. -ისე ლილეს თხას რატომ ეძახი? ჰკითხა ოდნავ ღიმილშეპარულმა. -მა რა არის ეგ ქაჯი ეგა.. 8 წლის ვიყავი რომ დაიბადა, სანამ ბებიამისი ცოცხალი იყო, სულ აქ იყო ხოლმე, ჩემს ხელშია გაზრდილი ეგ მაიმუნი ეგა. ბოლოს ჩემი შვილის დაბადების დღეზე ვნახე. იცი როგორი გულიანია, უცხოებთან უხეში ჩანს, მაგრამ ყველაზე მგრძნობიარე და ნაზი გოგოა, ვინც კი შემხვედრია. ხომ ვითომ ქაჯია, მანქანასაც გიჟივით ატარებს, ცხენებსაც არ აძლევს მოსვენებას, სულ რაღაც შარში ყოფს თავს, მაგრამ თუ მოახერხე და ბოლომდე მოამტვრიე რქები, პატარა ბავშვი შეგრჩება ხელში, აი ნიავისგანაც რომ გინდა მისი დაცვა ეგეთი. მაგაზე გულიანი და ჯიგარი გოგოს მნახველი არა ვარ. ჩემი ძმაკაცია, ჩემი ბავშვის ნათლიაა. ვაჩე ღიმილით და გულისფანცქალით უსმენდა გეგის და თვალს არაშორებდა ლილეს, რომელიც მათ წინ ცხენს მიაჭენებდა და გულიანად იცინოდა.- მე ხო, მაგრამ აი თქვენ საიდან მოხვდით აქ ერთად? პირველად ვნახე, რომ ლილემ აქ ბიჭი მოიყვანა. -არა, თვითონ არ დავუპატიჟივარ, ნაძლევი წააგო ჩემთან, ყველა სურვილი უნდა ამისრულოს რამდენიმე დღე და ვაიძულე, რომ წამოსულიყო ჩემთან ერთად, სვანეთის დათვალიერება მინდათქო ვუთხარი და იძულებული გახდა წამოსულიყო. გულწრფელად უპასუხა ვაჩემ. -აიძულე?? სიცილისგან გადაბჟირდა გეგი. -შენ ლილე ახვლენიანი აიძულე? როგორ გეტყობა , რომ არ იცნობ კარგად. დედამიწის ზურგზე არ დადის ადამიანი, ვინც ლილეს იმას გააკეთებინებს, რაც თვითონ არ უნდა. სულ იარაღითაც რომ დამუქრებოდი, რომ არ სდომოდა შენი აქ წამოყვანა, შანსი არაა, ფეხს ვერ დადგამდი მის სახლში. მაგის გადამტერებას , ალქაიდას დაჯგუფება გადაიმტერო, ის გირჩევნია. ანუ ჩემო ვაჩე, გეტყვი, რომ ლილეს ვერავინ ვერაფერს აიძულებს და შენ თუ ახლა აქ ხარ, მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ მას თვითონ სურდა შენთან ერთად წამოსვლა.. რა იყო ხო არ მოსწონხარ ჰაა?? თვალი ჩაუკრა გეგიმ , ლოყაჩაჩვრეტილ ვაჩეს , რომელიც ისევ არ აშორებდა თვალს ლილეს. -დიდი იმედი მაქვს ჩემო გეგი, რომ ასეც არის... გაუღიმა მუჯირმა ახალგაცნობილ გულედანს და ისევ გზას გახედა... მალევე მივიდნენ ახვლედიანების სახლთან. ლილემ რა თქმა უნდა, მიასწრო და როცა მანქანიდან გადმოვიდნენ , გოგონა უკვე თავის ძმას უშლიდა ნერვებს. -ლილეე... მოგკლავ. რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ გოგოსავით მოიქცე.. რატომ ხარ ქაჯი, რატოომ?? ღრიალებდა უმცრისი ახვლედიანი. ლილეს კი სიცილისგან თვალები ჰქონდა აწყლიანებული.. -რა ხდება რაა??? გამოვარდა შეშინებული მამაკაცი გარეთ. რომელიც , როგორც ვაჩემ ივარაუდა ლილეს მამა უნდა ყოფილიყო და უკან მოყვა შუახნის ქალიც. ის კი იცნო მუჯირმა. ლილეს დედა იყო. ქალბატონი ნინო. -რა ხდება და ქაჯი შვილი რომ გყავს ის ხდება. პირს ვიბანდი, მომეპარა და წიხლი ამომარტყა, მეც წონასწორობა ვეღარ შევიკავე და თავით ჩავყირავდი წყალში. ღრიალებდა დუდა და მშობლებს უყურებდა, მაგრამ როცა ლილეს სიცილი გაიგონა,უარესად გამწარდა. ზურგზე მოიგდო და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მხოლოდ მაშინღა დაინახა მოცინარი გეგი და გაოგნებული ვაჩე, რომელმაც არ იცოდა რა ექნა. -ეე ვირო... ნადირო დამსვიი.. სიცილს არ წყვეტდა ლილე. დუდამაც იქვე დაახეთქა ლილე , შემდეგ ზედ გადააბოტა და დიდიხნის უნახავ გეგის მოეხვია. იმდენი ხნის განმავლობაში არ მიჯირითია ცხენე, რომ სიამოვნებისგან, მეგონა გული გამისკდებოდა, როცა გეგის ცხენი გავაჭენე.. მანქანას საგრძნობლად გავუსწარი და ონკანთან წაკუზული დუდას დანახვაზე ეშმაკები ამითამაშდნენ გონებაში... წიხლი ამოვარტყი და მანაც ტრადიციულად ზურგზე მომიგდო, რომ გარეთ გადავეგდე, მაგრამ როცა გეგის და ვაჩეს მოკრა თვალი იქვე დამახეთქა. -ოხ ლილეეე.. შენი გამოსწორება არ იქნება რაა.. ფეხზე წამომაყენა მომღიმარმა მამამ და მსუბუქად წამომარტყა თავში. -დე, აქ საიდან გაჩნდი?? მომიახლოვდა დედაჩემიც. -გრძელი ამბავია დე. საღამოს მოგიყვებით. ვუთხარი მე და ვაჩს მივუახლოვდი. -გაიცანით, ჩემი თანამშრომელი ვაჩე მუჯირი, სვანეთი უნდა დავათვალიერებინო და 1 კვირა მაინც გავჩერდებით აქ. ვთქვი მე და შემდეგ მუჯირს მივუბრინდი. ვაჩე, ეს მამაჩემია-ილია, ეს დედაა-ნინო, ეს კი ჩემი უმცროსი ძმა-დუდა. ვაჩემ ყველას ხელი ჩამოართვა, დედაჩემი კი განსაკუთრებულად მოიკითხა. -ნინო, საიდან იცნობ ამ ბიჭს? მიუახლოვდა მათ მამა, რომელიც მანამდე გეგისთან საუბრით იყო გართული. -ეს ის ბიჭია, მაშინ რომ გიყვებოდი, ვიღაც ყაჩაღისგან რომ იხსნა ჩვენი გოგო და სახლში მოიყვანა. თქვა დედამ და უხერხულად მომღიმარ ვაჩეს მხარზე ხელი დაადო. -შვილო, მთელი ცხოვრება, ვერ ამოვალ შენი ვალიდან. მადლობა, რომ ჩემი ყაჩაღი გოგო გადამირჩინე. უთხრა მამამაც და თბილად გადაეხვია მუჯირს.. მეც გამეღიმა. -ჰაა.. აღარ გვაჭმევთ? თუ დიდხანს გვამყოფებთ კიდევ გარეთ? წამოვიბურდღუნე და მშობლებს გავხედე. -უიი.. ახლავე ახლავე.. ჩაილაპარაკა დედამ და გეგისთან ერთად სამზარეულოში შევიდა. -წამოდით შვილო, სახლში შემოდი. არაფრის არ მოგერიდოს. მიუბრუნდა მამა ვაჩეს. -დიახ , ბატონო ილია, ახლავე, მანქანას ამოვალაგებ და მოვალ. უპასუხა ვაჩემ. -ბატონ ილიას მოგცემ მე შენ. ილია დამიძახე შვილო და შენობით მომმართე. თორემ ვერ გადამირჩები . გაუღიმა მამამ და ხელი გადამხვია. -კარგი, გასაგებია. გაეცინა მუჯირს და მაქანისკენ დაიძრა. -დუდა. დაეხმარე შვილო ვაჩეს და მერე სახლში შემოიყვანე. უთხრა მამამ და ჩემთან ერთად სახლში შევიდა. -იმედია, არ შეგაწუხებთ ჩემი აქ ყოფნით.. უთხრა ვაჩემ დუდას და თან მანქანას საბარგული ახადა. -ხო არ გადაირიე.. რას შეგვაწუხებ. პირიქით. გამიხარდა რომ გაგიცანი და კიდევ, მადლობა მაშინ ჩემს თხას რომ დაეხმარე, არ იფიქრო, რომ ეგრე დავივიწყებ, როცა რამეში დახმარება დაგჭირდეს, მაშინვე მითხარი. არაფერზე დაგზარდები. უთხრა დუდამ და ვაჩეს გაუღიმა. -რა მადლობა, არ გრცხვენია?! ისე მე შენს თამაშზე ნამყოფი ვარ იცი?? მაგარი ბიჭი ხარ და იმედია, არც ავტოგრაფს დამარდები, სანამ ძალიან პოპულარული არ გახდები. გაუცინა ვაჩემაც. -კაი ტო... რომელ თამაშზე იყავი?? -შენს პირველ სადებიუტო თამაშზე, ჩემპიონატის გახსნისას. სამწუხაროდ მერე დრო აღარ მქონდა და ვერ ვახერხებდი სიარულს თამაშებზე, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით კი გამოწმებდი.. საღოლ ძმაო რა, ესეთ პატარა ასაკში ამხელა წარმატება. საღოლ. -აუუუ.. მადლობა ეე... თვალები გაუბრწყინდა დუდას. -შენც სპორტსმენი ხარ? -ახლა უკვე აღარ... ადრე პროფესიონალი მოცურავე ვიყავი, მაგრამ მერე შევეშვი.. ახლა მოყვარულის დონეზე ყველა სპორტით ვარ დაკავებული რა, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ცურვა და კალათბურთი მიყვარს. უი, საჩუქარი მაქვს შენთვის. არ მეგონა ზუგდიდში თუ მსგავსს წავაწყდებოდი და წამოგიღე, თბილისში კი უკეთესებს გაჩუქებ. უთხრა ვაჩემ დუდას და ყუთი გაუწოდა. უმცროსმა ახვლედიანმა გაკვირვებულმა შეხედა ვაჩეს და ყუთი გახსნა და როცა იქ შავი „ჯორდანები“ დაინახა სიხარულით ხტუნვა დაიწყო... მუჯირს გაეცინა.. ვიზუალურად კი გავდა დიდ კაცს, მაგრამ გულში ისევ პატარა ბიჭი იყო... ბიჭებმა მანქანა მალე დაცალეს და სახლში შემოვიდნენ. ვაჩემ კი მე დამიძახა. -ეე დარტყმულო, ეს ჩვენი ტანსაცმელია და სად წავიღო? -მომეცი, ოთახში ავიტან.ვუთხარი და პარკები ჩამოვართვი. თვითონ კი სურსათით გატენილ პარკებს დაავლო ხელი და სამზარეულოს მიაშურა, საიდანაც დედაჩემის ქოთქოთის ხმა გამოვარდა. -რატომ შეწუხდი შვილო , საჭმელს არ დაგახვედრებდით?? რა ამბავია ამდენი რამე, ის თხა სად არის? როგორ გაყიდინა ამდენი რაღაცები, რა სირცხვილია.. ქოთქოთს არ წყვეტდა დედაჩემი და ოთახში წინდაუკან დადიოდა. -არაფერი ისეთი არ მიყიდია ქალბატონო ნინო, მხოლოდ საჭირო რაღაცებია. ნუ ბრაზობთ რა.. უკან დასდევდა ვაჩეც და დედას ამშვიდებდა.-ლილეს ბრალი არაა, მე თვითონ ვიყიდე. თვითონაც მეწინააღმდეგებოდა. უნებურად გამეღიმა და გზა განვაგრძე. გადაწყდა , რომ ვაჩე და დუდა ერთ ოთახში დაიძინებდნენ, მშობლები თავიანთ ოთახში, მე კი მარტო მიწევდა ძილი .-იქნებ გეგი დარჩესთქო , გავიფიქრე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ რაც დაოჯახდა , აღარსად არ რჩებოდა, თავპირისმტვრევით გარბოდა ხოლმე შინისკენ. ტანსაცმელი ოთახში დავაწყვე და კისრისტეხით დავეშვი კიბეზე და ზუსტად იმ დროს შევედი მისაღებში, როცა ვაჩე ჩვენი ნაძლევის შესახებ ყვებოდა და დანარჩენები ამაზე სიცილით იგუდებოდნენ. რამდენი ხანია მამა ასეთი არ მინახავს, ღაპა-ღუპიტ სცვიოდა ცრემლები და მუცელზე ხელს იჭერდა. ისევ გამეღიმა, მაგრამ გაბრაზებული სახე მივიღე და ოთახში შევვარდი. -ასე ამწარებს ეს პარაზიტი თქვენს ერთადერთ ქალიშვილს და თქვენ სიცილად არ გყოფნით ხომ? გულზე ხელები გადავიჯვარედინე და წარბები შევჭმუხნე. -რაოო ლილეე??? მოგამტვრიეს რქები?? სიცილს ვერ წყვეტდა დუდა. როგორც ჩანს, კარგად დაუძმაკაცდა მუჯირს. -დავაი რა... შევუღრინე და დედას მივუბრუნდი.-აუუ დეეე... მშიაა.. კიდევ დიდხანს უნდა გელოდოთ?? -ჰო ჰოო.. მოდი შვილო მაგიდის გაწყობაში დამეხმარე მითხრა დედამ და ფეხზე წამოდგა. -ახლავე.. მივაძახე და გარეთ გავიხედე. უკვე შებინდებულიყო. -ვაჩე, დღეს დაგვიანდა, ხვალ დილითვე წავიდეთ სვანეთის დასათვალიერებლად კარგი? -კი , კიი.. რა პრობლემაა.. თბილად გამიღიმა ვაჩემ.-ჯანდაბა.. ისევ მთელ ტანში ჯრუანტელმა დამიარა. სწრაფად შევბრუნდი და დედასთან წავედი მისახმარებლად. ამასობაში კი მამა, დუდა ,გეგი და ვაჩე საუბარს მოყვნენ და გულიანადაც ხარხარებდნენ. -ვაჩე , იმედია სვამ ხომ? გამომცდელად შეათვალიერა მუჯირი მამამ. -დიახ, ილია. -რას სვამ? არაყი ? ღვინო? კონიაკი? ვისკს თბილისში შემოგთავაზებ, აქ არ მაქვს. -ყველაფერს ზომიერად. ჩაიცინა ვაჩემ. -მომწონს ლილე ეს ბიჭი. აქამდე რატომ არ გაგვაცანი გამომძახა მამამ სამზარეულოში. -მოგწონს და დაიტოვე. დაუდევრად წამოვაყრანტალე და როცა ჩემი ნათქვამი გავიაზრე, უკვე გვიანი იყო. ყველა იცინოდა..-აუუ მე სხვა რამე ვიგულისხმე, ამოვიდუდღუნე და დარცხვენილმა სალათის დაჭრა დავიწყე. დედა კი გარეთ გავიდა და თეფშები გაიტანა მაგიდაზე დასაწყობად. -რაოო??დაიტოვეო? მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა. -იცი რა შემთხვევაში იტოვებს კაცი უცხო ბიჭს თავისთან? -არა. თავი მოვისულელე მე. -მაშინ როცა ეს უცხო ბიჭი, მისი ქალიშვილის ქმარი ხდება. ჩამჩურჩულა ყურში და კიტრის ერთი ნაჭერი მომპარა. -დარტყმული ხარ! ჩავიდუდრუნე მე, მაგრამ გულში კი მესიამოვნა მისი სიტყვები. -ლილეე.. გამოიტანე დეე ეგ სალათი და გამოდით დროზე. შემომძახა დედამ. -მომწონს შენი ოჯახი ლილე. ბედნიერი ხარ, რომ ასეთი მშობლები , ძმა და მეგობარი გყავს. მითხრა ვაჩემ რაღაცნაირად დასევდიანებულმა და გარეთ გავიდა. მეც გაკვირვებული უკან გავყევი. გარეთ რომ გავედით ყველა ადგილი დაკავებული იყო, ორის გარდა, შესაბამისად მე და ვაჩე ამ ორ სკამზე მოვთავსდით და ასე აღვმოჩნდით ერთმანეთის გვერდით. დიდხანს ვისსხედით მაგიდასთან. მამა, გეგი და ვაჩე აქტიურად სვამდნენ, დუდამ რამდენიმე ჭიქა დალია,მაგრამ როგორც კი დედას გაბრაზებულ სახეს გახედა მაშინვე თავი დაანება. მე კი მითხრეს, რომ ალკოჰოლი უარესად გადამრევდა და მეც თავი შევიკავე. არ ვიცი რამდენი საათი ვისხედით სუფრაზე. მაგრამ კარგად კი ვიხალისეთ, ხან რაზე ვიცინოდით, ხან რაზე. ბოლოს გეგი დაგვემშვიდობა. დუდამ წაიყვანა მანქანით. დედამ მამა გაიყვანა დასაძინებლად, მე კი მაგიდის ალაგება დავიწყე და მაქსიმალურად ვაიგნორებდი სავარძელში გადაწოლილი ვაჩეს მზერას. მალე აივანზე გავედი და ცას ავხედე. ნაბიჯების ხმა გავიგე, თუმცა უკან არ გავტრიალებულვარ, ისედაც ვიცოდი ვინც იქნებოდა, გულმა ისე დამიწყო ცემა, მეგონა რომ, ვაჩესაც ესმოდა, უკნიდან მომიახლოვდა, მუცელზე ხელები შემომხვია, თავი კი ჩემს თმაში ჩამალა, კისერზე მისი სუნთქვა მეცემოდა და უარესად მეკეცებოდა ფეხები. შემდეგ კი ცოტა სიტუაციის განმუხტვა ვცადე. -ვაჩე.. მაღლა აიხედე რა ლამაზია.. ყველაზე ლამაზი ცა სვანეთშია.. ვუთხარი და მაღლა ავიხედე. -არ მჭირდება. ისედაც ყველაზე ლამაზ ქმნილებას ვუყურებ მთელს დედამიწაზე და სულ არ მჭირდება მაღლა ახედვა, იმიტომ, რომ ის ახლა ჩემ გვერდით დგას და შემიძლია შევეხო კიდეც. მითხრა და მთელი ძალით მიმიზიდა თავისკენ, უფრო ძლიერად შემომხვია ხელები და არტერიაზე მაკოცა... უცებ სუნთქვა შემეკრა , თავბრუ დამეხვა და ჩავიკეცებოდი, ვაჩეს რომ არ დავეჭირე? -რა დაგემართა?? მკითხა შეშინებულმა და თავისკენ მიმაბრუნა. -არაფერი.. ხმისკანკალით ვუთხარი მე. თავბრუ დამეხვა. ალბათ მგზავრობამ დამღალა. მოვატყუე მე, მაგრამ რამდენად დამაჯერებლად არ ვიცი. ჩემთან ახლოს მოიწია, დაბლა დაიხარა, მისი საუნთქვა უკვე სახეს მწვავდა და მე კიდევ ერთხელ შევბარბაცდი, მას კი ჩაეღიმა.. -ესეიგი მგზავრობამ დაგღალა ხო?? ძალიან ძალიან თბილი ხმით მითხრა და მოულოდნელად შუბლზე მაკოცა. სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებდი დაამატა. -მიდი გაიქეცი ახლა დასაძინებლად, დილით ადრე უნდა ავდგეთ. ხომ არ დაგავიწყდა აქ რისთვის ვართ? მითხრა და შებრუნდა. -კარგი ვაჩე, ღამემშვიდობის.. ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე, მაგრამ მისმა ხმამ შემაჩერა. -ლილე... -ბატონო? შევბრუნდი მისკენ. მაგრამ ის ისევ იმავე პოზაში , ანუ ჩემკენ ზურგით იდგა და ცას აჰყურებდა. -მადლობა, რომ შენი ოჯახი გამაცანი და მადლობა, რომ აქ წამომიყვანე. ესეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი აღარ მახსოვს. ისეთი სევდა და სითბო იგრძნობოდა მის ხმაში. ლამის ავტირდი. მაგრამ ემოციები შევიკავე. -არაფრის ვაჩე... -მიდი , გაიქეცი ახლა შენ. -ძილინებისა ვაჩე... ვუთხარი და სწრაფად გავეშურე ოთახისკენ, მაგრამ ჩემს სმანას მაინც მისწვდა მისი ხმა. -ძილინებისა ლილე............................ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.