შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათნოების ორმოცდაათი ელფერი


5-03-2016, 21:16
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 2 003

მეცამეტე თავი.

ერთუცნობიანი ამოცანა ამოხსნილია.
უკვე მერამდენე დღეა ლეტიცია უშედეგოდ ცდილობს ამოხსნას ის ამოცანა რაც ,რიჩარდის თქმით ერთხელ უკვე ვერ ამოხსნა.ვინ ან რა უნდა იყოს ამ ამოცანის ამონახსნი ? არა მათემატიკაში ვერასდროს ერკვეოდა ,მაგრამ ახლა ნამდვილად ერჩივნა მართლა იქსებთან და ციფრებთან ქონოდა საქმე ,ვიდრე ისეთ ამოცანასთან რომელიც დადის ,სუნთქავს და უყვარს...ხატვის საქმე წარმატებით მიდიოდა ,მაგრამ რა ხანია ერთი ნახატის ხატვა ვერ დაამთავრა .თვითონაც არ იცოდა რას ხატავდა.თუ ჩანახატს შეავლებდით თვალს ეს მამაკაცის ფიგურა იყო.გამოკვეთილი ყვრიმალები და შავი თმა ჰქონდა.მაგრამ პორტრეტს სხვა არაფერი ჰქონდა და ერთი შეხედვით ტირილსაც კი მოგანდომებდათ იმდენად გაძარცვულად გამოიყურებოდა.დილით კიდევ ერთხელ აიღო ვარდების თაიგული შესასვლელიდან და უკვე ვარდებით გადავსებულ ოთახს თვალი მოავლო.
-სად წავიღო ?გაიფიქრა და ადგილი რომ ვერ მოუნახა.ბედის ანაბარა მაგიდაზე დადო და გავიდა.ყვავილების თაიგულიდან ბარათი გადმოვარდა და ხალიჩაზე დაეცა."კარგად მოემზადე,რთული კითხვები შეგირჩიე !"ლამაზი ხელით იყო მიწერილი .
-რა ხდება ?-იკითხა ლეტიციამ როცა გამოცდაზე შევიდა და იქ მხოლოდ რიჩარდი დახვდა.
-რა უნდა ხდებოდეს ?გამოცდას ვიწყებთ !
-როგორ თუ გამოცდას ?მარტო შენ ?
-რა გაგიკვირდა ?
-რა ვიცი სხვები არ უნდა დასწრებულიყვნენ ?
-ის ვინც საჭიროა ესწრება.
-კარგი ,აბა მომეცი ტესტი-თქვა ლეტიციამ და კალამი მოიმარჯვა.
-დღეს ტესტები არ იქნება !
-მოიცა რამე ხდება ?
-გთხოვთ მომისმინოთ...
-ასე ოფიციალურად რატომ ?
-ლეტიცია ,მე არც მხატვარი ვარ და არც ხელევნებაში გამეგება რამე...
გაოცებული ლეტიცია უსმენდა და ვერ მიმხვდარიყო რა შეიძლებოდა მდგარიყო მისი ამ სიტყვების უკან.
-და საერთოდ არც გამოცდააა დღეს...ეს სკოლა ერთი ჩემი ნაცნობიისაა და მან მომაწყო აქ.ერთადერთი რასაც ახლა გეტყვი არის ის რომ ყურადღებით უყურო კადრებს ,რომელსაც ახლა გაჩვენებ...
რიჩარდმა ლეპტოპი ლეტიციას წინ დადო და რაღაც ჩართო...გოგონამ ბევრი ვერაფერი გაგიგო ამ კადრებიდან.იქ საუბარი იყო რაღაც მკვლელობაზე,რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი და იმაზე რომ მკვლელი ერთერთი ცნობილი პირი იყო.
-ვერაფერი გავიგე -ამოთქვა გაოცებულმა გოგონამ.
-მოდი მე აგიხსნი-ოთახში ლეტიციასთვის ნაცნობი ხმა გაისმა...როცა გაკვირვებულმა და აღელვებულმა ლეტიციამ თავი კარისკენ მიაბრუნა იქ ის დაინახა ვინც ამდენი ხნის განმავლობაში დავიწყებულად მიაჩნდა...მის წინ მაქსი იდგა,მაგრამ იგი არ იცინოდა ,არცკი იღიმებოდა ,სწორედ ამან გაკავირვა ლეტიცია.ყოველთვის როცა მაქსს ხედავდა მამაკაცის სახეზე ღიმილს აწყდებოდა ,მაგრამ ახლა იქ სულ სხვა რამ ამოიკითხა...ნაცნობი სახიდან საშინლად დაღილი თვალები უმზერდნენ...
ლეტიცია არ წამომდგარა,არც წასასვლელად მომზადებულა.ეგონა მაქს
თუ სადმე შეხვდებოდა ,მაშინვე ადგებოდა და იქიდან წამოვიდოდა ,მაგრამ ახლა ერთიანად ინტერესმა მოიცვა და არსად წასვლას არ აპირებდა,თან ენატრებოდა კიდეც ისევ შეეხედა მამაკაცის თვალებისათვის,რომელთაც მართალია რაღაც დაეკარგათ,მაგრამ თავლებში მაინც დიდი სითბო ღვიოდა...
-მე მოგიყვები-თითქოს სადღაც შორიდან გაისმა მაქსის ხმა.
-ის კაცო,ვინც მოკლეს მამაჩემია,ხოლო ვინც მოკლა მამაშენი-ისე უბრალოდ და სწრაფად წარმოთქვა ეს სიტყვები,რომ ლეტიციას ეგონა ხუმრობდა ანარად კიდევ რაღაცას ატყუებდა.
-ვერ გავიგე .
-ხო ,მესმის.-თქვა მაქსმა და ლეეტიციას წინ ჩამოჯდა.რიჩარდი გავიდა.-თავიდან ვერც მე ვიგებდი.მაგრამ ეს ამბავი დედაშენმა მითხრა.მოკლედ მე არ ვარ თავშეასფრიდან წამოყვანილი ბავშვი,არც მშობლებს მივუტოვებივარ.სინამდვილეში მე მხოლოდ დიდი შურის და დაპირისპირების მსხვერპლი ვარ...რასაც ახლა მოგიყვები,შენთვის ალბათ ზღაპარივით იქნება ,მაგრამ ეს არც ზღაპარია და არც მელოდრამის მონაკვეთი.ეს სინამდვილიეა რასაც უკვე წლებია გიმალავნენ და მეც გიმალავდი,მაგრამ ახლაა აღარ მინდა მოგატყუო...
-ახლა რა შეიცვალა ?-იკითხა ლეტიციამ და მაქს თვალბში ჩააშტერდა.
-ეგ ამბის ბოლოა...ასე რომ ჯერ დასაწყისი მოისმინე...მე არც ღარიბი ვყოფილვარ.მგონი ამაზე ადრეც ეჭვობდი...გიკვირდა როგორ მიაღწია ობოლმა ბავშვმა ამდენს და მართალიც იყავი.არც შენი მშობლები იყვნენ ღარიბები.შენ ხომ ყოველთვის გაინტერესებდა როგორი იყო მამაშენი ?მახსოვს ბავშვობაში მას გმირად ხატავდი ხოლმე...-მაქსმა ირონიულად ჩაიცინა ,რაც ლეტიციას ნამდვილად არ მოეწონა.-მამაშენი და მამაჩემი იმ ორი დიდი კომპანიის მფლობელები იყვნენ,რომლებიც დღეს უკვე აღარ არსებობენ.უბრალოდ გაკოტრდნენ და იმ საშინელი მკვლელობის შემდეგ მათი რეპუტაცია შეილახა.იმ პერიოდში ამერიკაში ერთერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო...სამშენებლო კომპანიის ასარჩევ ტენდერში მამაჩემის კომპანიამ გაიმარჯვა...ამას კი მამაშენი ვერ შეეგუა...ბევრი არაფერი ვიცი რა და როგორ მოხდა ,მაგრამ რაც ვიცი ესააა :რადგანაც ისინი ნაცნობები იყვნენ მამაშენმა თავის კომაპნიაში დაიბარა...საკმაოდ გვიან ,ვითომდა მისი წარმატების აღსანიშნავად...იქ კი დანით საშინლად აკუწა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა...ეს კიდევ არ არის არაფერი...საქმე ისე მოაწყო რომ ეს ამბავი დედაჩემს დაბრალდა და ის ციხეშიც კი ჩასვეს...ამის შემდეგ დედა მალევე გარდაიცვალა.მე კი შენს ოჯახში მომიყვანეს,არ ვიცი რატომ ალბათ ამით მისი ცოდვების გამოსყიდვა უნდოდა...ყველაფერი ისე აეწყო როგორც მამაშენს უნდოდა,მშენბლობა მის კომპანიას გადააბარეს...მოკლე ხანში მარიამ საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო და ერთ დღეს მამაშენის კაბინეტში რაღაც საბუთების ძებნისას დისკს წააწყდა ,სადაც დეტალურად იყო ნაჩვენები მკვლელობის ღამე...
-არ მჯერა !-იყვირა ლეტიციამ.
-ვიცი
-რატომ შეინახავდა დისკს კაბინეტში ,თანაც ღია უჯრაში ?
-როგორც მისივე ჩვენებით დამტკიცდა.დისკს იქ არ ინახვადა და მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.იმ დღეს ამანათი მოუვიდა ,რომლისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია და სამუშაო მაგიდის ერთერთ უჯრაში შეინახა...
-ვინ მოახერხა ვიდეოს ხელში ჩაგდება ? ის ხომ ეცდებოდა ყველა სამხილის განადგურებას ?
-ვიდეო დაცვის თანამშრომელმა გამოგზავნა,რომელმაც ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ამოიღო,როგორც ჩანს მამაშენს მათი შემოწმება დაავიწყდა...
რამდენიმე ხანი ლეტიცია ჩუმად იჯდა და ცრემლების შეკავებას ცდილობდა ,მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა და ატირდა...მაქსმა ხელი მხარზე დაადოო,მისმა შეხებამ ლეტიცია გამოაფხიზლა.
-და რატომ მეუბნები ახლა ამას ?-იკითხა მან-რატომ აქმადე არაფერი თქვი ?
-ეს ყველაზე ძნელად სათქმელად მიმაჩნია...ვიცი რასაც ახლა გეტყვი იმით უარესად გატკენ ,მაგრამ აღარ მინდა გატყუებდე...მოკლედ ჩვენი ურთიერთობა ერთი დიდი სიყალბე იყო და მეტი არფერი..მიუხედავად იმისა რომ მარამ შემიფარა და გამზარდა,მაინც ვერ ვივიწყებდი იმ ყველაფერს რაც ერთხელ სატელევიზიო გადაცემით მოვისმინე ...მაშინ 7 წლის ვიყავი...შენ იმ პერიოდში სულ ორი წლის იქნებოდი და რათქმაუნა არაფერი გახსოვს...მას შემდეგ სულ მინდოდა შენთვის რამე დამეშავებინა,სამაგიერო გადამეხადა მამაშენისთვის.სწორედ ამიტომ 18 წლისამ პირველად გაკოცე...მერე ჩემთანაც...
-შეწყვიტე !-იყვირა ლეტიციამ და წმაოდგა.აღელვებულმა ჩანთას ვერ მიაგნო.
-დასასრული?-საოცრად დაღლილი ხმით იკითხა მაქსმა.
-მე გეტყვი რაც :დიდი ბოდიში ლეტიცია,იქნებ მაპატიო რომ პირველი სიყვარული მოგპარე და მთელი ეს დრო გატყუებდი,იქნებ მაპატიო რომ მამაშენის ცოდვების გამო შენ დასჯას ვაპირებდი-ლეტიცია უკვე ძალიან ხმამაღლა ყვიროდა და მის წინ მდგარ მამაკაცს მთელი ძალით ურტყამდა მუშტებს.
მამაკაცმა სუსტ მაჯაში ხელი ჩაავლო და მისკენ მიიზიდა.
-არა ,ლეტიცია ეს არ არის დასასრული!იცი რატომ გეუბენბი ახლა ? იმიტომ რომ მივხვდი მართლა მიყვარხარ...სამწუხაროდ მხოლოდ მაშინ მივხვდი ამას როცა დაგშორდი...შურისძიების გეგმის ნაცვლად მხოლოდ შენზე ვფიქრობდი...ამიტომ გადავწყვიტე რომ ყველაფერი მეთქვა შენთვის,მინდოდა ისე დაგვწეყო ურთიერთობა როგორც ჩვეულებრივად იწყებენ ხოლმე...
-სამწუხაროა მაგრამ ამჯერად მე ვეღარ გიტან-ტირილით თქვა ლეტიციამ.მამაკაცს მკლავებიდან დაუსხლტა და გაიქცა...

************************
-ასად დღეს რას ვგეგმავთ ?-იკითხა ეშმაკურად ჰანანმა.
-მე ვიცი და არ გეტყვი.
-მითხრაი რაა-საყვარლად გამობერა ტუჩები ჰანანმა.
-არა არ გეტყვი,ფთხილად იყავი თორემ ეგ ტუჩები აღარ გექნება-უთხრა ასადმა და ტუჩებზე თითი გადაუსვა.
-მერე შენ რა გეშველება ?-გაიცინა გოგონამ.
-ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი რომ სიცილი შეგეძლო.
-შენ კიდევ მიყვარხარ თუ შეგეძლო გეთქვა არ მეგონა -უთხრა გოგონამ და ცხვირზე გაეთამაშა.
-მიყვარხარ! აბა გაგაკვირვე ?
-კარგი ხოო...
-მომენატრე -უთხრა ასადმა და მისკენ გაიწია,მაგრამ ჰანანმა მსუბუქი ხელის კვრით მოიშორა.
-იცი რა აზრი გამიჩნდა ?
-მაინც ?
-მოდი რა თავიდან დავქორწინდეთ-თქვა გოგონამ და მომლოდინე მზერა მიაპყრო ასადს.
-კიი ბატონო ...
-შენ რომ ქორწინების ცერემლონიალი არ გიყავრს ?
-სამაგიეროდ შენ მიყვარხარ და ქორწინების ღამე.
-რა ურზდელი ხარ.
-რატომ ვარ უზრდელი ?მე ვთქვი ღამე მიყვარსთქო .ანუ ვარსკვლავების ყურება და რამე.შენ რა იფიქრე ?
ჰანანი გაწითლდა.
-რაო ?რაო?ჰანან შენ რა იფიქრე მითხარი ?-უკვე სიცილით თქვა ასადმა.
-ოხ ვითომ არ იცი !
-ნუუუ ახლა ეგ ამ წუთასაც შეიძლება-ასადმა წარბები აათამაშა და ჰანანს გადახედა.
-არააა ,ხომ ვამბობ უზრდელი ხართქო-ჰანანი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.არ გეგონოთ შერიგების შემდეგ რამე მომხდარიყოს მათ შორის,მხოლოდ კოცნით შემოფარგლებოდნენ.არაფერს ჩქარობდნენ...ერთხელ ხომ უკვე იჩქარეს,ერთხელ ხომ უკვე დაუშვეს შეცდომები ამიტომ აღარ უნდოდათ რამე ზედმეტით დაეტვირთათ მათი სიყვარული.სათნო და სპეტაკი გრძნობები ეწადათ...
ამასობაში კი ამერიკაში ყველა ელოდა თუ როდის დაბრუნდებოდნენ მომავალი მშობლები და როდის გაამჟღავნებდნენ ბავშვის სქესს,რომელიც არც კი არსებობდა...
-ნურა სად მიდიხარ ?
-ჰანან ჩვენი მძღოლი შემპირდა რომ იმ სკოლაში წამიყვანდა სადაც მისი შვილი სწავლობს.უფლება მომცეს გაკვეთილებს დავესწრო.
-მართლა ?ძალიან კარგია.კარგი აბა წადი...
*************************************************************ნნნურამ კლასის კარი შეაღო და იქვე მდგარ მასწავლებელს ინგლისურად მიესალმა.მასწავლებელმა, რომელიც უკვე გაფრთხილებული იყო მისი სტუმრობის შეასხებ საკმაოდ თბილად შეხვდა.
-ნურა შეგიძლია იქ დაჯდე -უთხრა მასწავლებელმა და ერთერთ თავისუფალ მერხზე მიუთითა.
გაკვთილი ინგლისურ ენაზე გავრცელდა.ისტორიის გაკვეთილი იყო,ისტორია კი ძალიან უყვარდა .
-რომელი ციხე აიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს აჯანყებულებმა ?-იკითხა მასწავლებელმა და თვალი მოავლო კლასს.მოსწავლეთა უმრავლესობა ნურას თვალიერბით იყო გართული.ნურაც გრძნობდა ამას.მხოლოდ მის წინ მჯდარი ბიჭი უძრავად იჯდა და როგორც ჩანს ხელს იწევდა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემდა.
-ბასტილიის-წამოიყვირა ნურამ,რომელიც არ იყო მიჩვეული კლასში მოქცევის წესებ.
-მართალია-ჩუმი ხმით უთხრა მასწავლებელმა და შეშინებული მზერით გადახედა მოსწავლეს ,რომელიც იქვე გაშეშდა.
-ალექს,მესმის რომ არ გიყვარს როცა სუაბარში გეჩრებიან ,მაგრამ მას ჯერ სკოლაში არ უვლია და კარგად მოექეცი.
ამ სახელის გაგონებაზე ნურა შეკრთა ,რადგან მძღოლმა უთხრა რომ მის შვილს ალექსი ერქვა.ერთი წუთით ნურას საშინლად მოუნდა ბიჭის სახეს დაკვირვებოდა,მაგრამ თავი შეიკავა .
-ბოდიში.-წარმოთქვა ნურამ და ყელში მომდგარი ბურთი გადაყლაპა.მის წინ მჯდარ ბიჭს კი თითქოს არც გაუგონია მისი ბოდიში ისე დაჯდა და მასწავლებლის მიერ მოცემული ახალი დავალების წერას შეუდგა.რადგანაც დავალების დაწერა ინგლისურადაც შეიძლებოდა ,ჰანანსაც მისცეს ფურცელი და კალამი.თემა უნდა დაეწერათ იმის შესახებ თუ რატომ იყო ისტორიის ცოდნა აუცილებელი და მნიშვნელოვანი.ნურასთვისეს კი საუკეთესო და ყველაზე მარტივი თემა იყო,რაც ოდესმე დაუწერია...
მასწავლებელმა თემები აკრიფა და მოსწავლეებს განუცხადა,რომ საუკეთესო თემას ხვალ მისი ავტორი სკოლაში წაიკითხავდა.
ნურას გული დაწყდა ,რადგან ხვალ ნამდვილად აღარ მისცემდნენ უფლებას გაკვეთილებს დასწრებოდა.თანაც ვერც კლასელების კეთილგანწყობა მოიპოვა...
ცივი წვენი სასიამოვნოდ ედეობოდა გამომშრალ ყელს და ნურას აგრილებდა.სკოლის დერეფანში უმისამართოდ სეირნობდა და კედლებზე გამოფენილ ნამუშევრებს ათვალიერებდა.უეცრად ვიღაც ძლიერად დაეჯახა ,თავმოხსნილი ბოთლიდან სითხე გადმოიღვარა და ძირს დაყრილ ფურცლებს დასხა.
-იდიოტო!-უცნაური ბარიტონი ჩაესმა ნურას და ფურცლების მისაწოდებლად დახრაც დაავიწყა.ფურცლების ასაღებად დახრილ ბიჭს შეხედა და ალექსი შეიცნო.
"მამამის რა ვუთხრა"-გაიფიქრა ნურამ და სასწრაფოდ ასაკრეფად დაიხარა.თვალები დაბინდული ჰქონდა.
-სულ გაგიჟდი ?-ჩაესმა ხმა ზევიდან.ახლაღა შეხედა იატაკს ,ფურცლები უკვე აეკრიფათ.
-უკვე ავიღე იდიოტო-უთხრა ბიჭმა და გვერდი აუარა.
ნურამ პასუხის გაცემაც ვერ შეძლო.
-რა უხეშია-ხმადაბლა წარმოთქვა.ეგონა მარტო იყო,მაგრამ უეცრად მკლავში ხელი მოავლეს და ისევ ალექსი...ისევ ის იდგა მის წინ.
-რაო რა თქვი ?
-ბოდიში-თქვა ნურამ და თვალები აუცრემლიანდა.
-რა თქვი მეთქი ?
-მეტკინა...
-რა თქვი ?
-......
ნურამ არაფერი უპასუხა და მკლავში ჩავლებულ ხელს მოეჭიდა რათა თავი გაეთავისუფლებინა.ბიჭმა ხელი უფრო მაგრად მოუჭირა და შეანჯღრია.
-იცი რა მნიშვნელოვანი რაღაც გამიფუჭე ? არა ვერც კი წარმოიდგენს შენი ტვინი ამას.
ნურამ წვენით დასვრილ ქაღალდებს შეხედა და ნახატები დაინახა.
-ხატავს?-იკითხა გოგონას შინაგანმა ხმამ.-ნუთუ ასეთ უხეშ ადამიან ხატვა შეუძლია ?-გაიფიქრა მაგრამ ფიქრებს თავი მალევე დაანება და ისევ შეიკავა თავი.არ უნდოდა პირველივე დღეს ეტირა...
გოგონას სიჩუმით კიდევ უფრო გაბრაზებულმა ბიჭმა ქაღალი დაკუჭა და სახეში ესროლა ნურას.
ახლა კი გოგონამ ვეღარ მოითმინა და თვალიებიდან ცრემლები უნებურად წამოუვიდა...უკვე ხმამაღლა ტირილს აპირებდა ,როცა მისი ერთერთი კლასელი მოვიდა და გაკვირვებული სახით ახალი ამბავი აცნობა.
-მასწავლებელმა ტემები წაიკითხა წამოდით თქვენ გელოდებათ.
ბიჭმა ხელი ინსტიქტურად გაუშვა და წავიდა.ნურამ ცრემლები შეიწმინდა და უკანვე გაყვა.
-აი თქვენც მოხვედით.ნურა რა გჭირს ?-ჰკითხა მასწავლებელმა როცა მის ჩაწითლებულ თვალებს შეხედა.
-არაფერი.-უპასუხა ნურამ და გაღიმება სცადა.
-კარგი.მოკლედ ერთერთმა თემამ ყველა აღაფრთოვანა და მეც რათქმაუნდა,ერთერთი საუკეთესო თემაა.ნურა გთხოვ მოდი ,კლასსაც წაუკითხე შენი თემა.
გოგონას ამის გაგონებამ სიახურლზე მეტად ,შიში მოჰგვარა.მასინვე მზერა ალექსისკენ გააპარა და მის აელვებულ თვალებს წააწყდა.
-ნურა მოდი-გაუმეორა მასწავლებელმა.
მთელი იმ დროის განმავლობაში რაც თემას კითხულობდა ,გრძნობდა რომ ვიღაცის მზერა არ შორდებოდა და მთელ სახეს უწვავდა.ხვდებოდა ეს ვინც უნდა ყოფილიყო.მის პირისპირ მდგარი ალექსი კი უკვე იძულებდა ამ უეცრად გამოჩენილ გოგონას.მან არაფერი იცოდა ნურას შეასხებ.მამამის მისთვის არაფერი უთქვამს.
სახლში წასვილის დროც მოახლოვდა.ნურამ იმ დერეფანში გაიარა და იმ ქაღალდს მოკრა თვალი ,რომელიც ალექსმა ესროლა.რატომღაც ხელი წაავლო და ჯიბეში ჩაიდო.ეზოში გამოსულმა ნაცნობ მძღოლს მაშინვე მოკრა თვალი და მასთან მივიდა.
-აბა როგორ ჩაიარა დღემ ?-კითხა მძღოლმა .-გაიცანი ჩემი ვაჟიშვილი ?
-ნორმალურად უპასუხა ნურამ და მანქანაში ჩაჯდა.
-რატომღაც იგვიანებს.ალბათ მალე მოვა.-თქვა მძღოლმა და ისიც ჩაჯდა მანქანში.
მალევე კარი ალექსმა შემოაღო და მამამისის გვერდით წინა სავარძელზე დაჯდა,ისე რომ მანქანაში ნურაც არ დაუნახავს.
-მამა,დღეს სად დაიკარგე ?-კითხა ალექსმა.
-საქმეები მქონდა.დღემ როგორ ჩაიარა ?
-საშინლად ვიღაც ახალმა გოგონამ მთელი დღე ჩამიშხამა,თან რაღაც უცნაური სახელი ჰქონდა .ნურა ჰქვია-თქვა ალექსმა და ღვედი გადაიკრა.სწორედ ამ დროს მუშტად შეკრულ ხელებს მოკრა თვალი.მზერა ზევით აიტანა და მისთვის უკვე ნაცნობ სახეს წააწყდა.
გაკვირვებულმა მამამის გახედა.მან კი ამოიხრა და თქვა.
-მოკლედ როგორც ჩანს კარგად ვერ შეეწყვეთ ერთმანეთს ამიტომ ალექს მე გეტყვი ეს ჩემი შეფის ახლობელია.ნურა ეს ჩემი შვილია.
ალექსმა მეორედ აათვალიერა ნურა,მაგრამ მის სახეზე არაფერი შეცვლილა.
-ჯერ ნურას მივიყვანთ-თქვა ალექსის მამამ.
მანქანიდან რომ გადმოვიდა დაკუჭული ქაღალდი ჯიბიდან გადმოუვარდა.ამას ალექსმაც მოკრა თავლი და მისი ნახატი გაახსენდა ,რომელიც გოგონას სახეში ესროლა.მანქანიდან სასწრაფოდ გადავიდა და ნურასკენ გასწია.ნურა მიხვდა რისთვისაც მიდიოდა ალექსი,ქაღალდს დასწვდა ისევ ჯიბეში ჩაიდო ,გაიქცა და სახლში შეიმალა.
-იდიოტი-ჩაილაპარაკა ალექსმა და უკან გამობრუნდა...

***********************************************
მეორე დღეს ნურა სკოლაში აღარ წავიდა.ალექსის უცნაურობები ასადისა და ჰანანის ბედნიერებამ გადაავიწყა.ისე გამალებით ემზადებოდნენ ქორწილისთვის ,რომ ნურაც ჩაიყოლიეს.ასადმა თავის მეჯვარედ თავისივე მძღოლი აირჩია.ამიტომ ქორწილიში ალექსიც დაპატიჟეს.ასადი უკვე ჰანანს ელოდებოდა,ხოლო ჰანანი სალონში იყო და უკვე უკანასკენლი შტრიხები მთავრდებოდა მისი მორთულობისა.მძღოლი მას ელოდებოდა.ნურა კი ჯერ სხალში იყო და ემზადებოდა.მასთან ალქესი გაგზავნეს.
გოგონამ კარები გააღო და ალექსი რომ დაიანახა გაკვირვებული გაშეშდა.ბიჭმა ირონიულად გაიცინა და კვლავ უხეშად უთხრა
-რა იყო ახლა ისევ ასე უნდა იდგე გაშეშებული ? დამთავრდა ამასობაში შენი დის ქორწლი.
-ხო.-თქვა ნურამ და გაბრუნდა.
-არც კი შემიპატიჟა -გაიფიქრა ალექსმა და კარს მიეყუდა.
ნურას სარკეში არც კი ჩაუხედია ისე დაავლო ჩანთას ხელი და ალექსს წინ აეტუზა.
-ოჰოო,რა სწარფი ყოფილხარ .წამოდი.წამოდი.-უთხრა ალექსმა და წაიყვანა.
ნურა რატომღაც ელოდებოდა რომ ალექსი მანქანით იქნებოდა ,არადა ახლა მის წინ მოტოციკლი იდგა და ბიწმაც სწორედ მისკენ მიუთითა.
-გოგონა უხერხულად დაჯდა და აშკარად ვერ მოეწყო.
-ეს დაიაფრე თორემ მთელი ვარცხნილობა გაგიფუჩდება-უთხა ალექსმა და ჩაფხუტი თავზე ჩამოაცვა.
-ხელი მომხვიე იდიოტო ,თორემ გადავარდები-Uტხრა ალექსმა და მალევე იგრძნო როგორ ჩაებღაუწა სუსტი ხელები.
-სულელი-ჩაილაპარაკა .
-იქნებ გინდა იქ მისვლამდე მომკლა ?ეგრეც ნუ მომოჭერ ხელებს.
ნურამ ხელები გაუშვა და ცადა თავი ისე შეემაგრებინა.
-ასე ხომ ?-თქვა ალექსმა.მოტოციკლეტი სწრაფად შეაჩერა და შეშინებული გოგონა მთელი ინერციით შეასკდა მის ზურგს.
-ასე ასე უნდა მომკიდო ხელები-უთხრა ალექსმა.გოგონას ხელებს თავისი ჩასჭიდა და წელზე შემოახვევინა.შეხებისას ნუარს ხელები თრთოდა...
-სულელი-ისევ ჩაილაპარაკა ალექსმა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent