ბიჭი სახელად 66-33-XX (8)
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უძინარი ვიყავი, მაინც ძალიან ადრე გამეღვიძა. არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი.. ფანჯარა გამოვაღე და ულამაზეს ხედს გავხედე.. ღრმად ჩავისუნთქე გაზაფხულის სვანეთის სუნი და იქვე გადაკიდულ შორტს დავწვდი, მაისური გადავიცვი და კეტები ფეხით მოვძებნე, როგორც იყო მივაგენი. თასმები შევიკარი და გარეთ გავედი, მაგრამ ლილე არ შემცდარა... მართლაც ძალიან ციოდა და ოთახში ავბრუნდი ჟაკეტის ასაღებად, ოთახში ფეხაკრეფით შევიპარე , მაგრამ საწოლზე წამომჯდარი თმააბურძგნული დუდა რომ დავინახე მყარად დავდგი ფეხი.. -დილამშვიდობის. მივესალმე ჯერ ისევ თვალებისსრესვით გართულ დუდას და ჟაკეტი მოვიცვი. -გამარჯობაა.. რომელი საათიია?? საწოლიდან ძლივს წამოიზლაზნა უმცროსი ახვლედიანი. -6 სრულდება უკვე. მე გაგაღვიძე?? არ მინდოდა ბოდიში. მართლა ძალიან შევწუხდი და გულით მოვუბოდიშე. -არა, რა ბოდიში. აქ სულ ასე ადრე ვიღვიძებ ხოლმე, დროს არ ვკარგავ და ცოტა კალათბურთს ვთამაშობ. ისე შენც ხომ არ შემომიერთდებოდი?? შემომხედა დუდამ და თვალი ჩამიკრა. -კიი .. რატომაც არა. სულ არ გამხსენებია , რომ ყველა სიკეთესთან ერთად არაჩვეულებრივი კალათბურთელი ჰყავდათ ახვლედიანებს სახლში და მოსალოდნელი თამაშის გაფიქრებაზე უფრო მეტად დავიმუხტე პოზიტივით. -კარგი, ჩავიცვამ და გავიდეთ. სახლის უკან მოვაწყვე პატარა სტადიონი და იქ ვითამაშოთ. თან იცვამდა და თან მესაუბრებოდა დუდა. -ისე ნაბახუსევზე არ ხარ?? მე კი ცოტა დავლიე, მაგრამ მაინც თავი მისკდება. მითხრა და გაოცებულმა შემომხედა. -არაა.. კარგად ვიტან ალკოჰოლს. გავუცინე თავდაჯერებულმა და ის ბურთი დავიჭირე, რომელიც დუდამ მესროლა. -ჰოდა ძალიან კარგი, თავისტკივილს არ დააბრალებ , რომ წააგებ. სიცილით წამოიძახა და ოთახიდან გავარდა. -კარგი, ასე იყოს. გამეცინა მის გულწრფელობაზე. -სადამდე ვითამაშოთ? მკითხა დუდამ და რამდენიმმე მსუბუქი მოთელვა გააკეთა. -10 ქულამდე გაწყობს? -კი ბატონო. წაგებული მოგებულს ერთ სურვილს უსრულებს. მოსულა?? მკითხა დუდამ და გამომცდელად შემათვალიერა. -ბაზარი არაა.. გავუცინე მეც . -ჰოდა დავიწყოთ, როგორც კი დავამთავრებთ ის ქაჯიც გავაღვიძოთ და წავიდეთ სვანეთის დასათვალიერებლად. თქვა დუდამ, ფეხები განზე გადგა, წელში ოდნავ მოიხარა და მარჯვენა, გაშლილი ხელი წინ წამოწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ თამაში დაიწყო. მეც იგივე პოზიცია დავიკავე და ბურთი ვესროლე. საკმაოდ დიდხანს გაიწელა თამაში... საბოლოოდ კი 10-5 დასრულდა, რა თქმა უნდა, დუდას სასარგებლოდ. -საღოლ ძმაოო... მაგარი რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ შენთან მეორედ არ ვითამაშებ შანსი არაა.. ვთქვი და ძირს გავიშოტე ვარსკვლავის ფორმაში. -როგორ არ ითამაშებ, ყველა მაგას მეუბნება ხოლმე , მაგრამ ორ დღეში ისევ იმას იხვეწებიან, რომ ვითამაშოთ. თავზე დამადგა დუდა, რომელსაც რატომღაც ერთი წვეთი ოფლიც კი არ ჰქონდა. -ისე, სრული ძალით რომ გეთამაშა , წარმოიდგინე რა ანგარიშით წავაგებდი.. ვლაპარაკობდი, მაგრამ სუნთქვა ისე მქონდა გახშირებული, სიტყვები შუაში მიწყდებოდა. -სხვათაშორის, ასეთი ძალით არც ერთ მოყვარულთან არ მითამაშია. ზოგადად არ მიყვარს, ქულებს რომ მართმევენ ხოლმე და „სუხოიზე“ ვიგებ სულ, მაგრამ რა გინდა , საღოლ შენ. ჩემი ტრენერის გარდა, არავის აუღია ჯერ ჩემთან სამზე მეტი ქულა. ჩაილაპარაკა და მის გულწრფელობაზე კიდევ ერთხელ გამეცინა. -აბა, ახლავე მეტყვი დამსახურებულ სურვილს? თუ სამომავლოდ შემოინახავ? ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე და ღიმილით მივაშტერდი დუდას, რომელიც ძალიან დასერიოზულდა . -ახლავე გეტყვი. მის ხმაში უკვე ლითონი ჟღერდა და ცოტა დავიძაბე. -კარგი, გისმენ დუდა. ვუთხარი ცოტა შეშფოთებულმა. -ვაჩე, არ მიყვარს მე მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი, არც პირფერობა მიყვარს, თუ ადამიანი არ მომეწონა, პირდაპირ ვაგრძნობინებ ხოლმე, მაგრამ როგორც ხედავ, შენ ძალიან მომეწონე.. იშვიათია ადამიანი, რომ ესე ადვილად მომეწონოს, ამის მიუხედავად გპირდები, თუ ჩემს დას გულს ატკენ , ფეხებზე დავიკიდებ, რომ უფროსი ხარ, ფეხებზე დავიკიდებ, რომ ჩემს ოჯახს მოვეწონე , ფეხებზე დავიკიდებ, რომ მეც მაგრად მომწონხარ და იმასაც კი, რომ ჩემს დასაც მოსწონხარ, მაგრამ ამას საკუთარ თავსაც არ უტყდება ჯერ .. იმდენს გირტყამ, სანამ ხელები მე თვითონ არ მეტკინება და გპირდები, რომ ეგ არც ისე იოლად არ მოხდება. ჩაამთავრა დუდამ მუქარა და ისეთი თვალებით შემომხედა, როგორითაც ლომი უყურებს ხოლმე იმას, ვინც მისი შვილები მოიტაცა... მაშინღა გავაცნობიერე, რომ არასწორი ვიყავი, როცა დუდაზე ვიფიქრე ბავშვიათქო. ჯერ გაოცებული ვუყურებდი... მერე კი გამეღიმა.. საბოლოოდ კი ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში, მინდოდა მივსულიყავი და მაგრად მოვხვეოდი პატარა ბიჭს, რომელსაც კაცობა არ ეშლებოდა, მაგრამ ეს ზედმეტად სენტიმენტალური გამოვიდოდა, ამიტომ მხოლოდ მხარზე დავარტყი ხელი, როგორც ძმაკაცს. -პირობას გაძლევ, კაცობას გეფიცები დუდა, რომ შენს დას მოვუფრთხილდები... გარანტიას არ გაძლევ, რომ არ ვიჩხუბებთ ხოლმე, შეიძლება ამას მისი ცრემლებიც მოყვეს, მაგრამ გპირდები, რომ ჩემგან არასდროს არაფრის დიდებით არ გავუშვებ და საბოლოოდ ისე მოვუფრთხილდები, როგორც თვალის ჩინს. -ხოო... პატარა ჩხუბებს არვთვლი კაცო, მაგასთან ყოველდღე თუ არ იჩხუბე, ისე უბრალოდ არ გამოდის, განა შენი ინიციატივით ეჩხუბები, თვითონ გამოგიყვანს წყობიდან და მერე თვითონვე ტირის ხოლმე, ეგეთებს არ ვთვლი მე. წარბი გახსნა დუდამ და უკვე ღიმილით დაამატა.-ჩემი სურვილი ის არის, რომ ჩემს დას მოუფრთხილდე ვაჩე. -გპირდები, დუდა გპირდები. -მჯერა.. გამიღიმა დუდამ. -ისე დიდი ხანია, მიხვდი? ჩავეკითხე გამომცდელად. -როგორც კი დაგინახე. მახსოვს კალათბურთის თამაშზე რომ იყავი ჩემთან , ჩემი დის გვერდით დაგინახე. გუშინ უბრალოდ თავი მოვისულელე, არ გეწყინოს კარგი? მეგობრულად გამიღიმა დუდამ. -არაა.. რა უნდა მეწყინოს.. უფროდაუფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს ბიჭი გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე 15 წლის ტინეიჯერი იქნებოდა. -ისე , ძალიან მოგწონს?? ჩამეკითხა ინტერესით. -არააა.. მაგრად გამაბა დუდა შენმა დამ. კი არ მომწონს მიყვარს.. ჭკუიდან გადავყავარ ამხელა კაცი. დუდას გაეცინა. -ჰოო.. ჭკუიდან გადაყვანა მაგისი ჰობია. -ბიჭო, არ მითქვამს მე ჯერ არაფერი, მინდა რომ ცოტა ვაწვალო და არ უთხრა რა არც შენ.. -ღადაობ?? რაუნდა ვუთხრა. რაც გინდათ ის გიქნიათ, მე ჩემი უკვე გითხარი და ამის მერე უკვე შენი და შენი კაცობის იმედი მაქვს.. -ვაახ მაგიჟებს ეს ბავშვი . გავიფიქრე ჩემთვის, საიდან აქვს ასეთი აზროვნება 15 წლის ბიჭს. -ისე, რომ იცოდე მოსწონხარ, ოღონდ ეგ თვითონაც არ იცის და სანამ შენს გრძნობებში გამოუტყდებოდე, ჯერ დაეხმარე , რომ თავის თავში გაერკვეს. მითხრა მან. -ეგრეც ვაპირებდი. გამეცინა მე და კარისკენ მიმავალ დუდას გავხედე. -ეე .. სად მიდიხარ?? -შენს გოგოსთან. მომაძახა და კარს მიღმა გაუჩინარდა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა ამის გაგონებაზე. რა სასიამოვნოდ ჟღერდა.. -ჩემი გოგო... ჩავილაპარაკე ჩემთვის და მერე უცებ გონზე მოსული, სწრაფად დავედევნე დუდას. -აი ახლა მოემზადე, მომენტალურად გადაგაყვარებ ჩემს დას. მითხრა და თვალი ჩამიკრა. -რას აპირებ?? გაოცებულმა შევხედე მე. -წამოდი წამოდი დროზე.. როგორ გავდა იმ წამს ლილეს.. თვალებში მისნაირად უხტოდნენ ეშმაკური ნაპერწკლები და მასავით იღიმოდა. მეც უნებურად გამეღიმა და უმცროს ახვლედიანს ფეხიფეხ გავყევი. იქამდე ვიარეთ, სანამ ლილეს ოთას არ მივადექით. მან კარის სახელური ჩამოწია და ბოლო ხმაზე იღრიალა. -ლილეე........ ადექიიი..... გავრბივართ......... ლილე წამის მეასედში წამოხტა ფეხზე. შეშინებული დარბოდა წინდაუკან და ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. დაახლოებით 2 წუთი მაინც ირბინა უმისამართოდ, მე და დუდა ერთმანეთს ვეყუდებოდით სიცილით, როცა ლილეს დაბნეულ და შეშინებულ სახეს ვხედავდით, მაგრამ მე განსაკუთრებით მისი ღამის სტილი მომეწონა. მართლაც დუდას მაისური ეცვა, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდა, თმა ბოლომდე ჰქონდა მაღლა აწეული და სირბილის დროს მისი კიკინა სასიცლოდ ირწეოდა წინ და უკან.. თვალებს კი სასაცილოდ აცეცებდა, რომ როგორმე მიმხვდარიყო, რა ხდებოდა მის თავს. ნელ-ნელა გონზე მოდიოდა და გაოცებას გაგიჟება ცვლიდა მის სახეზე. -აი ახლა კი ის დროა, რომ აქედან „ავითესოთ“... თორემ ცოცხლები ვერ გავაღწევთ თქვა და სანამ მე მის ნათქვამს გავიაზრებდი, გარეთ გავარდა, მეც უკან ვაპირებდი გაყოლას, მაგრამ ლილე, ზედმეტად სწრაფად განაგრძობდა გონზე მოსვლას და ბალიში ისეთი ძალით გამომიქანა, წავბარბაცდი, თუმცა წონასწორობის შეკავება მაინც შევძელი და ოთახიდან იქამდე გამოვიქეცი, სანამ მეორე ბალიშსაც მომარტყამდა. -აი მისი გამწარების საუკეთესო საშუალება.. მითხრა ჯერ ისევ სიცილისგანს სუნთქვა გახშირებულმა დუდამ და მუცელზე ხელი მიიჭირა. -წამო სამზარეულოში , ყავა დავახვედროთ , თორემ მართლა ვერ გადავურჩებით. სიცილით ჩაირბინა დუდამ კიბე და მეც მას მივყევი, თუმცა ყავის გაკეთება აღარ მოგვიწია. ნინოს სამი ჭიქა უკვე გამზადებული ჰქონდა და ელოდა , როდის ადუღდებოდა წყალი. -არა რააააააააა.. დედა ტყუილს არ ამბობდა, როცა მეუბნებოდა- შენი ერთადერთი ნამდვილი სიყვარული ძილიაო.. წინა ღამით ისე ამაფორიაქა ვაჩეს ქმედებებმა, წესით არ უნდა დამძინებოდა, მე კი ამაშიც უცნაური ვარ... ბალიშზე თავი დავდე თუ არა, მაშინვე გავითიშე. დილით კი ჩემმა ნეანდერტალელმა ძმამ და იმ დარტყმულმა გამაღვიძეს. -ჯადაბა... ისევ ასეთ სასწაულ ფორმაში მნახა ვაჩემ.. ავდადღანდი მე და ტანსაცმელი გადავიცვი. არჩევანი, ღია, თავისუფალ ჯინსზე, ნაცრისფერ მაისურზე და დაბალყელიან კედებზე შევაჩერე. თმა ავიკოსე და ბურდღუნით ჩავედი კიბეზე და როცა ორ მოცინარ მაიმუნს შევხვდი, მეც ვეღარ შევიკავე სიცილი. -რა გაცინებს, გამომხედა გაოგნებულმა დედამ და უფრო გაოგნებულ ვაჩეს და დუდას შეხედა,იქნებ მათ გამცენ პასუხიო. -რაღა რა მაცინებს. მთელი გულით მაინტერესებს საიდან მოხვდა , ევროპის ყველაზე მაღალ, დასახლებულ წერტილში ორი ორანგუტანგი, წესით ასეთ ჰავას ვერ გუობენ. ვითომ ზოოპარკიდან გამოიქცნენ? ამის წარმოდგენაზე უკვე ძირს დავეცი და ხოხვა დავიწყე. წარმოვიდგინე როგორ სხედან ვაჩე და დუდა ერთად გალიაში და როგორ ქანაობენ ხის გამხმარ ტოტებზე. -ვაიმეე.... მიშველეთთ... ვეღარ ვსუნთქავ... მართლა ძალიან ცუდად გავხდი, ჰაერი აღარ მყოფნიდა, მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვწყვეტდი, რაც უფრო მეტად ვცდილობდი დამშვიდებას, მით მეტად ვბჟირდებოდი. საბოლოოს კი გაწითლება გალურჯებაში გადამივიდა და ვგრძნობდი, რომ გული წამივიდოდა... მაგრამ ვაჩემ ხელში ამიყვანა, გარეთ გამიყვანა და მთელი ძალით მიჩმიტა ხელზე, რომ როგორმე გამოვფხიზლებულიყავი. არც შემცდარა, ჰაერის უკმარისობა ტკივილმა შეცვალა და ცოტა გონზე რომ მოვედი, დედას აკანკალებული ხელით გამოვართვი წყალი და ნელა მოვსვი.. ვგრძნობდი, როგორ მიბრუნდებოდა ჩემი ფერი და ვწყნარდებოდი. ალბათ მართლა ცუდად გამოვიყურებოდი, აღარც ერთს აღარ ქონდა ჩხუბის თავი. -როგორ ხარ?? შეშინებულმა შემომხედა ვაჩემ და ჩემი სახე ყურადღებით შეათვალიერა. -როგორ ვიქნები, ამომაგლიჯე ხორცი. შევუღრინე მაშინვე მე. -კარგადაა ვაჩე.. ჯუჯღუნებს უკვე, ანუ კარგად გრძნობს თავს. წამოდი შიგნით, გაგიცივდა ყავა. გაიცინა ჩემმა ძმამ და ოთახში შებრუნდა. -შვილო, ტვინი რატომ არ გემატება დედა ჰა?? პატარა გოგო ხომ აღარ ხარ ? საწყალი თვალებით შემომხედა დედამ და ისიც დუდას გაყვა. ამის გაგონებაზე ვაჩესაც გაეცინა. მე ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ თავბრუ დამეხვა და ვაჩეს მკლავებში ავღმონდი. -უკვე სერიოზულად მაინტერესებს, სპეციალურად ბლანდავ მაგ ფეხებს, რომ დაგიჭირო და ჩემს მკლავებში ინებივრო? -ჩამჩურჩულა მუჯირმა და მთელი ძალით ამიკრო სხეულზე. -იდიოტი ხარ.. გამიშვი.. შევუღრინე მე. მას კი ისევ გაეცინა, მაგრამ ხელი გამიშვა. რის ვაივაგლახით შევაღწიე სამზარეულომდე და მაცივარი გამოვაღე, რომ გლუკოზა მეპოვნა , თავბრუსხვევის შესაჩერებლად, ვიპოვნე კიდეც.-ვაააა “kit-kat”-ი საიდან.. წამოვიყვირე გახარებულმა და ისე რომ პასუხს არდავლოდებივარ, გავხსენი და პირისკენ გავიქანე. -ვაჩემ მოიტანა დედა გუშინ. იქ არიყავი ?? არუყურებდი?? -მე რავიცი, ისეთი სისწრაფით დაქროდა, სანამ მე კალათი ავიღე ნივთების ჩასაწყობად, ამას უკვე ყველაფერი ნაყიდი ჰქონდა. ამოვიბლუკუნე პირგამოტენილმა. -ესეიგი ეგ შოკოლადი გიყვარს?? ჩამეკითხა ვაჩე. -უყვარს რომელია, მაგისი საყვარელი შოკოლადია, მაგით ვქრთამავ ხოლმე. საუბარში ჩაერთო დუდა და ყავა მოსვა. -შვილო დალიეთ ყავა და მანამდე გეგი და სალოც მოვლენ, ეხლავე გადით, თორემ საღამოს ხომ იცით აქ საშიშია. ძალიან არ დააღამოთ. -კი მაგრამ. მთქვენ არ მოდიხართ? ძლივს ვუთხარი, მას შემდეგ, რაც შოკოლადის მოზრდილი ლუკმა გადავყლაპე. -არაა. მამაშენს დაურეკეს გუშინ საღამოს სამსახურიდან. გუშინვე უნდა წავსულიყავით, მაგრამ ისეგაერთო. დღეისთვის გადადო წასვლა. სანამ თქვენ მოხვალთ, ჩვენ ალბათ წასულები დაგხვდებით უკვე. დუდა რჩება. თქვენ რამდენი ხანიც გინდა იმდენი ხანი დარჩით შვილო. თქვა დედამ, ვაჩეს მიეფერა ლოყაზე და ოთახიდან გავიდა. -აუუ.. რა ჯანდაბაა!! ჩვენ ჩამოსვლას ელოდებოდნენ? ნერვები ამეშალა მე. -რა გაჩხუბებს გოგო, თვითონაც უნდოდა დარჩენა, მაგრამ არ იცი რა საზიზღარი სამსახური აქვს? დღეს საღამოს უკვე იქ უნდა იყოს, ზეგ დილით მივლინებაში უშვებენ. მე კიდე დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გადავაფიქრებინე ჩემი წაყვანა. სკოლასაც გავაცდენ და თან საღამოს ნიტა ჩამოდიის... სიხარულით თქვა დუდამ და ჭიქა გარეცხა. -ვაა მართლა?? და ნიტას რა უნდა?? გამმიკვირდა მე. -რას ქვია რა უნდა... რაც აქ ვართ მის მერე ვეჩალიჩები მაგის ბიძაშვილს რომ ჩამოიყვანოს, ხოდა ნოდარამაც ბოლოს შეწუხებულმა დაურეკა, ჩამოდი გოგო ავარიაში მოვყევი და ვკვდებიო და ისიც უკვე გზაშიაა... წაუმღერა დუდამ და ლოყაზე მაკოცა. -რა გეშველებათ... შენ ხო ისედაც ვერასდროს ვერ იყავი სრულ ჭკუაზე და ახლა ის ბიჭიც გადარიე ხო?? რას ერჩით იმ საწყალ გოგოს, რას დააფეთეთ . პირდაპირ გეთქვა , სვანეთში ვარ და ჩამოდიო, ხომ იცი, რომ მოწონხარ და ჩამოვიდოდა? არ ვჩუმდებოდი მე. -ოოო ნუ გაილექსე რა.. ეგრე იყო საჭირო და მაგიტომ გავაკეთე ეგ. და კიდევ, სიურპრიზი მაქვს შენთვის. დღეს საღამოს 10 საათზე Loudspeakers-ი კონცერტს აწყობს მესტიაში. რამდენიმე ქართულ ჯგუფთან ერთად... წაიღიღინა ჩემმა ძმამ და როცა ჩემი გაბრწყინებული სახე დაინახა გადაიხარხაარა. -აუუუუ....... რა მაგარიაა..... წავიდეთ რაა.. ხო წავიდეთ?? აუუ დუდა წავიდეთ რაა... -არ ვიცი რამდენად მოვახერხებ, ნიტა უნდა ვნახო მე და თუ მოუნდა, ჩვენც წამოვალთ. ჩაილაპარაკა დუდამ და გარეთ გავიდა, მაგრამ შევამჩნიე, როგორ ჩაუკრა ვაჩეს თვალი. თუმცა არაფერი არ შევიმჩნიე. -აუუ ვაჩეე... მაშინ შენ წამიყვანე რაა.. ხომ წამიყვან?? -ჩამეხუტე და წაგიყვან .. წამოიძახა დაუფიქრებლად ვაჩემ და ყავა მოსვა. მე არ ვიცი რა დამემართა, იმ წამსვე კისერზე ჩამოვეკიდე. არ ვიცი.. დუდაც ასე მეუბნება ხოლმე, როცა რაღაცას ვთხოვ, ჩამეხუტე და მერე შეგისრულებო . ჰოდა, მეც გონზე რომ მოვედი, ვაჩეს კისერზე ვიყავი ჩამოკიდებული და აშკარად მესმოდა, როგორ გამალებით ფეთქავდა მისი გული.. დარცხვენილმა მაშინვე ჩამოვუშვი ხელები და ვაჩეს მივაშტერდი, რომელიც გაქვავებული იდგა და გაოგნებული თვალებით მიყურებდა. -ბოდიში... მე უბრალოდ... არც კი ვიცი რა დამემართა.. იმდენად ვიყავი აფორიაქებული... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი... მის სახეზე კი გაოცებას ღიმილი ცვლიდა.. მოულოდნელად ჩამთან ძალიან ახლოს მოიწია და გულზე მიმიკრა. -საბოდიშო არაფერი არ გაქვს სულელო, პირიქით, მე გიხდი ბოდიშს, რომ ასე გავქვავდი და საპასუხოდ ვერ ჩაგეხუტე. მითხრა და ისე მომიჭირა ხელები, მეგონა ძვლებს დამიმტვრევდა. მთელ კანზე ბუსუსებმა დამაყარა. და ოდნავ გამაკანკალა.. -რა იყო , ჩემი შეხება გხდის ასე ცუდად?? ჩამჩურჩულა ყურში და ყურის ბიბილოზე მაკოცა. -პფფფ... მეტი საქმე არ მაქვს რაა.. რომ შენმა შეხებამ გამხადოს ცუდად. შემცივდა უბრალოდ ეგ არის და ეგ... წამშივე გამოვაცხვე ტყუილი და მისი ხელებიდან გათავისულება ვცადე. -ვითომ?? სახლში საკმაოზე მეტად თბილა და ამასან, ეჭვი მეპარება, ჩემს მკლავებში გციოდეს... ჩაილაპარაკა და კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა მკლავები. -მართალი ხარ, სიცივეს კი არა, ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ ტკივილის გარდა, ისე მიჭერ ხელებს. ამოვიხავლე სუნთქვა შეკრულმა და ვიგრძენი, როგორ მოადუნა ხელები, შემდეგ კი საერთოდ გამიშვა. -კარგი, რადგანაც შეასრულე პირობა და ჩამეხუტე, წაგიყვან დღეს საღამოს კონცერტზე. თან მეც მიყვარს ეგ ჯგუფი და სიამოვნებას მაინც მივიღებ, თორემ მთელი დღე შენს სახეს ჩემმა მტერმა უყურა.. -საქონელო... სანამ გახარებას მოვასწრებ, იქამდე მაშხამებ ყველაფერს, ექსპერტი ხარ რა.. ამოვიბურდღუნე გაბრაზებულმა, მაგრამ ვაჩეს ყურადღება აღარ მოუქცევია. -ლილე, ნიტა ვინ არის? -ერთი გოგოა, ჩვენს მეზობლად ჩამოდის ხოლმე სტუმრად, ჩემი ძმის ასაკისაა და მოსწონთ ერთმანეთი, მაგრამ ვერ უტყდებიან, ჰოდა დუდამაც ალბათ იფიქრა, რომ უშგულში, საუკეთესო პირობებია ამის სათქმელად და კი მოისმინე რა გაგმაც შეიმუშავა რომ აქ ჩამოიყვანოს საწყალი გოგო. ვაჩეს ჩაეცინა და იმ წამს მოსული გეგის და მისი მეუღლის შესაგებებლად წავიდა. -დავიჯერო აღარ ახსოვს, რაც გუშინ გააკეთა? ვითომ სასმელმა ყველაფერი დაავიწყა?? ვფიქრობდი მე და თან მისაღებისკენ მივიწევდი, რომ სტუმრებს შევგებებოდი. ნახევარ საათში უკვე სახლიდან გავდიოდით. ვაჩე გულდაწყვეტილი დაემშვიდობა ჩემს მშობლებს, კარგ დროს ვატარებდით ერთადო, მაგრამ მამა შეპირდა , რომ კიდევ გამეორდებოდა მსგავსი შეკრებები, უფრო ხშირად. ამან ვაჩე ცოტა დაამშვიდა და თვალცრემლიანი დამშვიდობების ცერემონიალის შემდეგ დავადექით გზას უშგულის ლამარიისკენ. მაგრამ დუდა შუაგზიდან უკან გაბრუნდა. ნოდარმა დაურეკა, ნიტას ჩამოსვლასთან დაკავშირებით სიურპრიზი მინდა მოვუწყო, იმდენი ხანია არ ყოფილაო , თან რომ გაიგებს მოვატყუეთ, გაგვიბრაზდებაო და ესაც თავპირისმტვრევით გავარდა მათი სახლისკენ. გეგი და სალო უშგულის ისტორიას ყვებოდნენ და ოდნავ წინ მიდიოდნენ. ვაჩე მათ ყურადღებით უსმენდა.. აი მე კი, სრულიად სხვა სამყაროში ვიყავი..-ნეტავ ახსოვს?? თუ არ ახსოვს, როგორ გავარკვიო?? მსგავსი კითხვები ცვლიდა ერთმანეთს, თუმცა პასუხი არც ერთ მათგანზე არ მქონდა. მოგვიანებით გეგიმ და სალომ დიდი მანილით გაგვისწრეს, მეც ნაბიჯს ავუჩქარე, რომ მათ დავწეოდი,მაგრამ ვაჩემ მკლავში ხელი წამავლო და გამაჩერა. -სად იყავი წეღან ფიქრებით ჰაა?? შემათვალიერა ინტერესით. -ვაჩე, შენი აზრით, სად არის ყველაზე ლამაზი ცა ღამით, საქართველოში??? -ამაზე თუ გამცემს პასუხს, მაშინ მივხვდები გუშინდელი ლაპარაკი ახსოვს თუ არა. გავიფიქრე მე. -არ ვიცი, ყაზბეგში?? მკითხა სერიოზულად ვაჩემ და ვიგრძენი, როგორ ჩამწყდა გული. -არა დეგენერატო, სვანეთშია, სვანეთში. მივაძახე მე და ისეთი სისწრაფით წავედი, რომ მალე გაოგნებულ გეგის და სალოსაც გადავასწარი. -და რაგაჩხუბებს მერე?? ნორმალურად ვერ მეტყვი? გავიგე ვაჩეს ხმა, მაგრამ ნაბიჯისთვის აღარ შემინელებია. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა უშგულის დათვალიერებას, თუმცა მთელი ამ დროის მანძილზე სულ დაბღვერილი დავდიოდი და ვაჩეს არ ველაპარაკებოდი. გზაში მაინც დაგვაღამდა. 8 ხდებოდა სახლში რომ მივედით. დუდა უკვე შინ დაგვხვდა. -ნახე შენი ნიტაა?? ვკითხე დივანზე წამოწოლილ დუდას, რომელსაც იდიოტური ღიმილი ჰქონდა მთელ სახეზე გადაკრული. -კიი. 10 წუთია რაც სახლში მოვედი, თავიდან კი გამიბრაზდა, მაგრამ მერე ავუხსენი, რატომაც მოვიქეცი ეგრე, ჩემი გრძნობების შესახებაც მოვუყევი და როგორც აღმოჩნდა ისიც იმავეს გრძნობს. დღეს საღამოს გავუვლი და ერთად წამოვალთ ნოდარას მაქქანით მესტიაში. არ წყნარდებოდა დუდა. -ვაა.. გილოცავ ძმაო, გადაეხვივნენ ვაჩე და გეგი ჩემს ძმას. -გილოცავ. მივაძახე მეც და კიბეს ავუყევი. -ამას რა სჭირს? ჰკითხა დუდამ ქვევით მყოფებს. -მე გავაბრაზე, მაგრამ გპირდები შემოვირიგებ. გავიგე ვაჩეს ხმა და კიბის საფეხურებიც ავათავე... ჩემს ოთახში შევედი, საჭირო ნივთებს დავავლე ხელი და მაშინვე სააბაზანოში შევვარდი, ყველაფერს მერჩივნა ცხელი შხაპის მიღება იმ წამს.. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი წყლის ქვეშ, მაგრამ ფაქტია, რომ მომთენთა, ცუდი განწყობა მომიხსნა და რაღაცნაირი სიმსუბუქეც მაგრძნობინა. ჩემი ძმის მაისური გადავიცვი და ფეხისწვერებით მივედი ჩემს ოთახამდე. თმა დავივარცხნე და გაშრობა დავაპირე, მაგრამ ფენი ვერსად ვერ ვიპოვნე.-დუდა აიღებდა, როგორც ყოველთვის. გავიფიქრე და ჩემი ძმის ოთახისკენ ავიღე გეზი. კარი დაუკაკუნებლად შევაღე და წელსზემოთ შიშველი ვაჩე შემრჩა ხელთ. არა, ნავარჯიშები ტანი რომ ჰქონდა ვიცოდი, მაგრამ თვალი ვერ მოვწყვიტე..-რა იყო,პოსეიდონია? -ვფიქრობდი, ჩემთვის, 6 კუბიკი ჰქონდა მუცელზე ... -აი პრესიც ამას ქვია.. გავიფიქრე, მაგრამ გონს როგორც კი მოვედი დარცხვენილმა თავი დავხარე და ოთახიდან გასვლა დავაპირე. ის იყო, კარი გამოვაღე , რომ ვაჩემ იმარჯვა. ცალი ხელით კარი მიხურა, მეორე კი წელზე მომხვია და იმ კარზევე ამაკრო. -შენ არ გასწავლეს, რომ სანამ სხვის ოთახში შედიხარ, კარზე უნდა მიაკაკუნო? ჩამჩუჩულა ყურში და ღრმად შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი, რომელსაც ისევ წვეთები სდიოდა. -და მე რავიცოდი, თუ აქ სტრიპტიზით იყავი დაკავებული. არ დავნებდი მეც.- ჩემი ძმის ოთახია და სულ გადამავიწყდა , რომ აქ ჩაუსახლდი. -საკითხავია, სტრიპტიზით რომელი ჩვენგანია დაკავებული, მე ნახევრად შიშველი მაინც არ დავრბივარ სახლში. მაშინღა გამახსენდა რომ ისევ ჩემი ძმის მაისურის ამარა ვიყავი. ის კი უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან, ამჯერად ლოყაზე მაკოცა. მეორე ხელი კი მკლავზე მომიჭირა. -ფრთხილად შე ცხოველოო.. დავიგმინე სიმწრისგან. -დილით რომ დამილურჯე ეგ ხელი არ გეყო?? ისევ მტკივა. -დილით გიჩმიტე და მაგიტომ დაგილურჯდა, სხვანაირადაც შემიძლია დაგალურჯო, ამჯერად ყელში მაკოცა მოწყვეტით. ცივი და ცხელი ტალღები ცვლიდენენ ჩემს სხეულში ერთმანეთს. ერთიანად ავცახცახდი.. -გამიშვი, თორემ დუდას დავუძახებ იცოდე. ვუთხარი ხმისკანკალით და მისი ხელებიდანდაძრომა ვცადე. ვაცნობიერებდი, რომ კარგად არ იყო ჩემი საქმე, ორივე ნახევრად შიშვლები ვიყავით და აშკარად არა ვუყურებდით ერთმანეთს, როგორც სამი წლის ბავშვებს. სადღაც გაქრა ფრაზა „,მე შენ ბიჭად ვერ აღგიქვამ“, „ვერც მე აღგიქვამ გოგოდ“... ფაქტია რომ გასაქცევი დუდას გარდა აღარსად მქონდა, რადგან ნელ-ნელა მე თვითონაც ვკარგავდი საღად აზროვნების უნარს. -დუდა არაა სახლში . გეგი და სალო წაიყვანა სახლში. ასე რომ სულ მარტოები ვართ. ჩამჩურჩულა მან და კიდევ უფრო მეტად მომიახლოვდა, მის სხეულს უკვე აშკარად ვგრძნობდი, ტუჩები ყელზე ჰქონდა მოდებული და შიგადაშიგ ნაზად მკოცნიდა... მოულოდნელად კი ორივე ხელი ჩამოწია, ორი ნაბიჯი უკან გადადგა და ისე რომ თავი არ აუწევია მომაძახა. -მიდი , ახლა გაიქეცი, და მოემზადე, ნახევარ საათში ქვევით გელოდები და კიდევ, დაიმახსოვრე, როცა უცხო კაცია სახლში, ეგრე ჩაცმული ნუ დადიხარ, იმაზე საშიშები არიან კაცები , ვიდრე შენ გგონია... მითხრა და გარეთ გამოსულს კარი ცხვირწინ მომიკეტა. ადგილიდან ვერ ვიძვროდი.. გონზე მოსასვლელად ალბათ ხუთი წუთი მაინც დამჭირდა. მერეღა გამახსენდა, რომ ფენის აღება ვერ მოვახერხე. კარზე ფრთხილად მივაკაკუნე. -ამჯერად რაღა გინდა. მომესმა კარს უკან ვაჩეს ხმა, თუმცა ვგრძნობდი , რომ იმ წამს იღიმოდა. -შეიძლება შემოვიდე?? გაუბედავად ვკითხე. -შემოდი. მითხრა მან და მეც კარი შევაღე, არც შევმცდარვარ, მიღიმოდა, თუმცა მაისური ისევ არ ეცვა. -რა არ გასვენებს რა?? ამ წამს არ გაგაფრთხილე, რომ უცხო კაცი როცაა სახლში ეგრე ჩაცმული ნუ დადიხართქო? მითხრა მან, ამგრამ ღიმილი არ მოშორებია სახიდან. -ისაა.. ფენი მინდა.. ჩავიბურდღუნე მე.. -და სხვათაშორის, მეც გითხარი მაისურის გარეშე ნუ დადიხართქო. -ეგ არ გითქვამს შენ. და ნუღარ ლაპარაკობ ბევრს გაცივდები. კარადაშია ფენი, მიდი გამოიღე და გაიქეცი შენს ოთახში. რომ გაიშრობ თმას უკან შემოიტანე, მე სააბაზანოში შევდივარ , მითხრა და კარს მიღმა გაუჩინადრდა.. -დარტყმული... ვერასდროს ვერ ვიგებ, რაზე ფიქრობს ან რა უდევს გულში. ვერც მის ქცევებს ვხსნი, როგორც კი გავიფიქრებ, ხომ არ მოვწონვართქო, მაშინვე ისეთ სასწაულს გამოთხრის ხოლმე, რა მოწონებაზეა ლაპარაკი ... ოთახიდან აღარ გავსულვარ, იქვე გავიშრე თმა და მაშინვე დავუბრუნდი ჩემს ოთახს. ამჯერად მუქი , წელში გამოყვანილი ჯინსი ჩავიცვი, თეთრ მაისურთან და ვაჩესნაირ კედებთან ერთად. კიდევ კარგი, ჩანთაში კოსმეტიკა მქონდა, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმაც გაშლილი დავიტოვე და კიბეზე დავეშვი. ვაჩე უკვე ქვევით დამხვდა. მასაც მუქი ჯინსი და თეთრი მაისური ეცვა, ჩემნაირ კედებთან ერთად. -შენ რა, სპეციალურად აარჩიე ერთნაირი ტანსაცმელი?? ვკითხე, როცა მის თვალიერებას მოვრჩი. -ჰოო აბა. მეტი საქმე არ მქონდა. უბრალოდ იქ მეტი არჩევანი არ იყო.. ჩაიქირქილა ვაჩემ. -ჩემი ძმა სადაა?? -მანქანა მოიყვანა და მასინვე ნიტასთან გაქანდა, ნოდარას მანქანით წამოვალთო. -აა გასაგებია. ჩავილაპარაკე მე და კარისკენ წაღებული ხელი გამიშეშდა. -უი მოიცა ერთ წამს. ზევით ავალ და ჩამოვალ უცებ. -რა მოხდა? მკითხა გაკვირვებულმა ვაჩემ. - ჩემი ძმის ჟაკეტს ავიღებ, საღამოს ცივა აქ. -არ გჭირრდება. მითხრა მკაცრად. -რატოომ?? -თუ დაგჭირდა ჩემსას მოგცემ. მიპასუხა , ხელი ჩამკიდა და თითქმის სირბილით მიმიყვანა მაქანამდე. გზაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია... ორივე ჩვენს ფიქრებში ვიყავით და მყუდროებას არ ვურღვევდით ერთმანეთს... მესტიაში რომ მივედით უკვე 11 იყო დაწყებული. საკმაოდ ბევრ ხალხს მოეყარა თავი და ძლივს ვიპოვნე დუდა და ნიტა. ვაჩეს გავაცანით ნიტა. აღფრთოვანებული დარჩა გოგოს სილამაზით და უშუალობით. თუმცა დიდხანს არ დარჩენილან ჩვენთან, ნახევარსაათში სადღაც აორთქლდნენ, მე მათი მოძებნა განვიზრახე, მაგრამ ვაჩემ დამიშალა. მითხრა, რომ ერთად ყოფნა იმ წამს ყველანაირ მუსიკას ერჩივნათ და მეც მის ნებას დავყევი. ცოტახანში ვაჩემ თავის ნაცნობებს მოკრა თვალი და მათ სანახავად წავიდა, მითხრა მალე დავბრუნდებიო... მაგრამ მე იმდენად ვიყავი მუსიკით გართული, რომ ბუნდოვნად მესმოდა მისი სიტყვები... არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი მარტო.. ამასობაში წვიმისთბილი წვეთებიც დაეშვა ციდან და თანდათან უფრო დაუფრო მატულობდა, მაგრამ რაც უფრო მეტი წვიმის წინწკალი მეცემოდა სხეულე, უფრო მეტად მინდებოდა ცეკვა და უფრო მეტად ვიკარგებოდი მუსიკის, და გაზაფხულის წვიმისმკლავებში... ემოციების პიკი კი მაშინ იყო, როცა ჩემი საყვარელი სიმღერა-world in my eyes“ აჟღერდა. ტანი მელოდიას ავაყოლე, წვიმის წვეთები კი ურცხვად განაგრაძობდნენ ჩემს სხეულზე სრიალს და უარესად მისველებდნენ, თეთრ მაისურს, რომელიც ტანზე მეწებებოდა... მაგრამ არც ეს აღარ მაინტერესებდა. ხელი გავშალე და ჩამს საყვარელ მუსიკაზე მე ვცეკვავდი. ჩემს სხეულზე კი წვიმის წვეთები.. იქამდე , ვიდრე მუცელზე ხელების შეხება არ ვიგრძენი. ამჯერად აღარ შევშინებულვარ. ნელა შევბრუბდი ვაჩესკენ, ოდნავ გავუღიმე და კისერზე შემოვაწყვე ხელები, ამჯერად მასთან ერთად ავაყოლე სხეული მუსიკის საყვარელ ჰანგებს , თვალებს კი არ ვაშორებდი, მის შავ, ძალიან შავ გამოხედვას, რომელიც ზუსტად ვიცოდი იმ წამს რაზეც ფიქრობდა... არც შევწინააღმდეგებივარ, როცა მან სხეულზე ამიკრო, ცალი ხელი წელზე შემომხვია მეორე კი თმაში შემიცურა და წვიმის მიუხედავად მხურვალე ტუჩები მომაწება ტუჩებზე, თავიდან ძალიან ნაზად მკოცნიდა, მაგრამ როცა იგრძნო, რომ მეც ავყევი, მთელი გრძნობით მაკოცა, ტუჩებიდან ნიკაპზე გადავიდა,შემდეგ ყელზე, ხელებს კი ჩემს წელზე დაასრიალებდა... ასეთი წვიმის მიუხედავად, ისე მცხელოდა, მეგონა ვიწვოდი. -აღარასდროს ჩაიცვა თეთრი მაისური, წვიმაში.. ჩამჩურჩჩულა ყურშ და ისევ ტუჩებზე დამწვდა... შემდეგ ისევ არტერიაზე გადაინაცვლა.. ნელნელა აუყვა კოცნით ყელს, ყურამდე და ისევ ჩამჩურჩულა.. მე არ მჭირდება ლამაზი ცის დასანახად ზევით ახედვა, იმიტომ რომ, ყველაზე ლამაზი ქმნილება ახლა ჩემს გვერდით დგას და შემიძლია, რომ შევეხო კიდეც..... სულელო ბავშვო... როგორ იფიქრე, რომ ეგ დამავიწყდებოდა.... მე ოდნავ უკან დავიწიე და გაშტერებული მივაშტერდი თვალებში.. ისიც იდგა და მიყურებდა. თმიდან წვიმის წვეთები სდიოდა, შუბლზე სრიალებდა, შემდეგ ლოყებზე , ბოლოს კი მის ტუჩებზე პოულობდნენ გზას.. მასაც ჩემსავით შემოტმასნოდა თეთრი მაისური... მისი საშინლად შავი თვალები კი ურცხვად მომშტერებოდნენ და როცა მისი ჩაჩვრეტილი ლოყაც და ის ოდნავი ღიმილიც დავინახე, რომელიც ასე მიყვარდა, თავი ვეღარ შევიკავე, ცერებზე ავიწიე და მთელი გრძნობით დავაკვდი ტუჩებზე... და სულ არ მაინტერესებდა გაოგნებული მსმენელი ... იქ იმ წამს ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი, ჩვენი მუსიკა და წვიმა, რომელიც შეუბრალებლად განაგრძობდა ჩვენს სხეულზე ცეკვას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.