შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თაღლითი და მატყუარა 6


6-03-2016, 11:47
ავტორი teddy))
ნანახია 3 411

თითქმის ყოველდღე მივდივარ პროფილაკტიკაში და ყოველდღე ვარეცხინებ ბატონ რეზოს მანქანას. მხოლოდ ერთი საბაბი მაქვს იმისა, რომ მივიდე და მთავარი დანიშნულება კი თაღლითი დადას ნახვა. შეიძლება არასწორედ ვიქცევი, მაგრამ ჩემი გული ერთს, რომ იტყვს იმას ვეღარ ვაფიქრებინებ. მართალია, ნერვებს მიშლის, მაბრაზებს... მაგრამ გული მაინც მასთან მიიწევს. აბა, თავის სამსახურში ხომ ვერ მივაკითხავ! რა ვუთხრა, რისთვის მოვედითქო?! იცით, ყველაზე სასიხარულო რა არის?! როცა კი მივდივარ, დადაც მაშინ მოდის. ახლაც სამსახურიდან მოვდივარ და ჩემს თავს ვუბრაზდები, რომ ავცანცარდი, მაგრამ გული მკარნახობს, რომ ეს აცანცარება კი არა, რაღაც სხვაა. ავტომობილს შენობასთან ვაჩერებ და გადმოვდივარ: -გამარჯობა, ბატონო რეზო! -გამარჯობა, შვილო!-მესალმება ისიც. -მანქანის გარეცხვა მინდა -ვეუბნები მას.
-კარგი, ახლავე!-ამბობს ის. -მიხარია, რომ მაშინ რაც მოხდა, იმის მერე ისევ მოდიხარ ჩვენთან.
-რას ამბობთ!-ვიღიმები მე. მართალია, ოფრო დადასთან მოვდივარ, მაგრამ...
-რეზო, მოვედი!-თაღლითის ხმა მეცნობა და მისკენ მაინც არ ვბრუნდები.
-ყოველდღე, როგორ მოუხშირე სიარულს!-ბატონი რეზო, სიცილით ეუბნება დადას.
-თუ გინდა აღარ მოვალ!-ამბობს ნერვების ჭია.-მაგრამ შენი გული რომ ვიცი, როგორ არ გინდა!-იცინის დადა.
-ამან ყველას გული, როგორ უნდა იცოდეს!-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-რა მითხარი შვილო?-მომიბრუნდა ბატონი რეზო.
-არა, არაფერი!-შემრცხვა მე.
-კარგი, მივხედავ ახლავე მანქანას!-იძახის ბატონი რეზო და ჩემი მანქანისკენ მიდის.
-აბა, როგორ არის ჩვენი მატყუარა?-კითხულობს დადა.
-გმადლობ, კარგად!-შევუბღვირე მას.-და ჩვენი თაღლითი?
-ისე, როგორც...-პასუხის თქმა მობილურმა არ აცალა. ხელში იღებს და ყურთან მიაქვს:-გისმენთ!-პასუხობს დადა.
-...............
-აა, ხო ნინჩო!
-............................
-არა, დღეს არ მცალია!-ამბობს დადა.
-დღეს არ სცალია ბიჭს!-ვაკეთებ კომენტარს.
-არც ხვალ!-ისევ განაგრძობს დადა.
-.......................
-არც ზეგ!
-..................
დადა მობილურს თიშავს და ჯიბეში იდებს.
-შეხვდი იმ გოგოს მოენტარებოდი!-ვამბობ და თვალებს ვატრიალებ.
-რა კეთილია ჩვენი მატყუარა!-იძახის დადა. კარგი, ვაღიარებ ცოტ ავიეჭვანე, მაგრამ... ამ მაგრამს ხო ვერ ვაგრძელებ. არ მინდა ჩემმა თავმაც კი გამომიჭიროს ტყუილში.
-შენთვის მხოლოდ კარგი მინდა!-ვამბობ ვითომდა მომაბეზრებელი სახით.
-დარწმუნებული ვარ! -იძახის ისიც.-ისე ამბოლოდროს რა ხშირად გიფუჭდება მანქანა, თუმცა ეს მხოლოდ მძღოლის ბრალია. რაც უფრო ცუდია მძღოლი, მით უფრო მალე ფუჭდება მანქანა.-იძახის ირონიული ღიმილით. მის სიტყვებზე სულ ნერვები, რატომ მეშლება? თუმცა ჩემს გულს სიამოვნებს მისი ასეთი საქციელები. მგონი სულ გამოვშტერდი!
-ცუდი მძღოლი არ ვარ!-ვეუბნები გულუპრყვილოდ.
-დამიმტკიცე!-თვალს მიკრავს დადა.
-კარგი, გაჩვენებ რა შემიძლია.-ვიძახი დავთაჯერებულობით.
-ისე ცოტა სახიფათო კი არის, შენ რომ ჩაგიჯდე მანქანაში!-იძახის სიცილით.
-გეშინია?-ვეკითხები და მეც ირონიულ სახეს ვიხატავ.
-ვცახცახებ!-იძახის მსახიობურად.-ირონიულობა არ გიხდება!-მეუბნება და გვერდულად იღიმის. აქ მგონი უნდა დავმუნჯდე! ასეთი ღიმილი თუ არსებობდა არც ვიცოდი! წლის ღიმილი! ალბათ ამ ღიმილით აბამს გოგოებს! ამას ვასკვნი, რომ ჩემმა თავმა არ გამომიჭიროს, რომ... ამას არ ვაღიარებ!
-შენ ეგ ღიმილი უფრო გიხდება, ვიდრე ირონიული!-მეც ვაძლევ შენიშვნას.
-კომპლიმენტად მივიღებ!-ამბობს და ისევ იმ ღიმილით მიღიმის, ასე რომ მომაჯადოვა.
-მანქანაც გავრეცხე!-შემოდის ბატონი რეზო.
-ძალიან დიდი მადლობა!-ვეუბნები მას და ფულს ვაწვდი.
-აბა?-ღიმილით გავხედე დადას და ვანიშნე წამოსულიყო. არვიცი, ჩემი ,,HONDA FIT“-ით რამდენად შეიძლებოდა მასტერკლასების ჩატარება, მაგრამ მაინც ვცდი.
-კარგი, წავედი მეც!-ეუბნება დადა.
-უკვე?-ეკითება ბიძა.
-ხო, წავედი!-მხარზე ხელს კრავს და ჩემს მანქანაში ერთად ვჯდებით. ბატონ რეზოს მოვავლე თვალი, რომელიც უცნაურად იღიმოდა. ხვდება? ჩემს თავს კითხვას ვუსვამ. რას უნდა ხვდებოდეს დია, შენც არ იცი რახდება და ბატონ რეზოს საიდან ეცოდინება?!
-ღვედი შეიკარი!-ვანიშნებ თაღლითს.
-ასეთი საშიში მძღოლი ხარ?!-იძახის თავისი მომაჯადოებელი ღიმილით. ამან მგონი ირონიული ღიმილი გადაიფიქრა და ახლა ამით მახვევს თავბრუს.
-ზედმეტადაც კი!-ვეუბნები და ჩემი გონება დამცინის. ნეტა რას გააკეთებ, რომ გააკვირვო?! მანქანას ვძრავ და სიჩქარეს ვუმატებ. მთავარ ტრასაზე გამყავს და შუქნიშანს ყურადღებას არ ვაქცევ. ესეც ჩემი ჯარიმა! მანქანების სიგნალი მესმის და მეშნია, ავარია არ მომივიდეს.
-კარგი გააჩერე, მჯერა რომ კარგი მძღოლი ხარ!-იძახის დადა სიცილით. ალბათ ჩემი ნერვიულობა შეამჩნია, თორემ ამას არაფრი ეტყობა, რომ ეშინია! მანქანას ვაჩერებ და ღრმად ვსუნთქავ.
-სიჩქარეების მომატება კარგად შეგიძლია!-ამბობს ღიმილით.
-ნუ დამცინი!-ვამბობ გაბუსხული.
-არ გშია?-მეკითება დადა.
-არა!-ვუარყოფ, თუმცა ძალაინ მშა.
-მეც მშია!-ამბობს დადა.-წამოდი!-ხელს მკიდებს და კაფისკენ მივყავარ.
-შენთან ერთად, რატომ უნდა ვივახშმო?-ვეუბნები უკმაყოფილოდ, თუმცა გულს უხარია, რომ მასთან ერთად მომიწევს კიდევ რამდენიმე ხანი გატარება.
-თუ გინდა მე შევჭამ და მე მიყურე!-მთავაზობს თაღლითი.
-მეტი საქმე არ მაქვს შენ გიყურო!-ვამბობ და შგნით შევდივართ. კედლები ნაცისფერშია და აქეთ-იქით სურათები კიდია. დაბალ ხმაზე მუსიკაა გაჟღერებული და ყურს ვუგდებ. ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ვჯდებით და მიმტანს ანიშნებს, რომ მოვიდეს.
-გამარჯობა!-მომღიმარი გოგონა მენიუს გვაწვდის. ცეზარს ვუკვეთავავთ და ფანჯრიდან დაბნელებულ ქუჩებს გავყურებ. მიმტანს ცოტახანში ჩვენი შეკვეთილი მოაქვს:
-გემრიელად მიირთვით!-გვეუბნება და უკან ბრუნდება.
-ჭამე!-მიმანიშნებს საჭმელზე.
-აბა, მე მიყურეო?-ვახსენებ წეღანდელს.
-კეთილი ბიძია ვიქნები და გრთავ ნებას მიირთვა!-ამბობს დადა.
-ბიძია? ცოტა ახალგაზრდა ხომ არ ხარ ბიძიობისთვის?-ვცდილობ უხერხული სიჩუმე, როგორმე გავდევნო.
-ხო, აბა შენნაირად მოხუცებული ხომ არ ვიქნები!-იძახის დადა და იცინის.
-მოხუცი არ ვარ!-ნერვები მეშლება.-შენზე პატარა ვარ!-ვიძახი მე.
-რა იცი?-მეკითხება ის.
-ბატონმა რეზომ ახსენა!-ღიმილით ვეუბნები მას.
-მაშ კარგი, მოხუცი არ ყოფილხარ!-განაგრძობს სიცილს.
-ნამდვილად!-ავღნიშნავ მე.
-ერთმანეთზე არაფერი ვიცით, გარდა იმისა რომ შენ მატყუარა ხარ!-იძახის დადა.
-შენ თაღლითი!-ვანიშნებ, რომ ამის თქმა დაავიწყდა.
-მომიყევი რამე შენზე, არ მიყვარს სიჩუმე!-მეუბნება ის.
-კარგი, მაშინ შენც მომიყვები!
-კარგი!-მთანხმდება ისიც.
-დია ავალიანი. ვარ ოცდახუთი წლის. ვმუშაობ ერთ-ერთ ცნობილ დიზაინერთან, თუმცა ეს უკვე იცი! ბებომ გამზარდა, რადგან ჩემი მშობლები ავარიაში მოყვნენ. მიყვარს წითელი და მწვანე ფერი. ჩემი საყვარელი ფილმია ,,ნაკიანი წელიწადი“ და ,,ველურ პირობებში“. ჩემი საყვარელი მწერალი კი აგათა კრისტია. მყავს მეგობრები, რომელიც ყაზბეგში ცხოვრობენ და ხშირად ვერ ვნახულობ.-დავამტავრე ჩემზე პატარა ინფორმაციის მოყოლა.-შენზე რას მეტყვი?
-დადა ბურდული. 26 წლის, მაგრამ ეს იცი უკვე. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ არიან. -დაიწყო მოყოლა.-მეც გეტყვი რა მიყვარს! ჩემი საყვარელი ფერია შავი და თეთრი. ფილმი ,,ხელშეუხებელნი“. მწერალი კი ართურ კონან დოილი.
-ესეც პატარა ინფორმაცია!-ვამბობ მე.
ცოტახანში კაფიდან გამოვდივართ და ერთმანეთს ვემშვიდობებით:
-იმის მიუხედავად, რონ ნერვების ჭია ხარ, მაინც სასიამოვნო საღამო იყო!-ვამბობ მე.
-ჩემთვისაც, მატყუარავ!-მებნება და მანქანაში ვჯდები.
დადას მიმართ გრძნობები გამიჩნდა, მე კი ვცდილობ ჩემს თავს არ გამოვუტყდე, თუმცა არ ვიცი რამდენად გამომდის.
თაღლითი და მატყუარა 6

--------------------------------------------------------
გუშინ რომ ვერ დავდე ბოდიშს გიხდით! ძალიან დიდი მადლობა, რომ მაფასებთ და მოგწონთ! ძალიან მახარებთ! ველი თქვენს აზრს!



№1  offline წევრი natia-natia

Kargia momwons

 


№2 სტუმარი Black

Teddunia dzalian kargi tavia;)

 


№3  offline წევრი teddy))

natia-natia
Kargia momwons

dzalian didi madloba! :*

Black
Teddunia dzalian kargi tavia;)

dzalian didi madloba, black!

 


№4  offline წევრი mimimimo

ვუიმე..
რა კარგიი ბიჭი ყოფილა..
ვაიმე, ვწერ კომენტარს და გიჟივით მეცინება... wink
იცი რა? ჰო, აი მეც არ ვიცი.. belay wink
ძალიან კარგი იყო..
მომეწონა.. feel
ეჰეჰე, ნუ აუშვებ აფრებს.. belay
მე ირონიული დადა უფრო მომწონს wink
ამიტომ მეტი ირონია მინდა..
მეტი ინტრიგა.. ალე ჰოპ wink
დღეს ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა შენმა მოთხრობამ wink feel
წარმატებები! პაწუკ, გელოდები! wink love

 


№5  offline წევრი teddy))

mimimimo
ვუიმე..
რა კარგიი ბიჭი ყოფილა..
ვაიმე, ვწერ კომენტარს და გიჟივით მეცინება... wink
იცი რა? ჰო, აი მეც არ ვიცი.. belay wink
ძალიან კარგი იყო..
მომეწონა.. feel
ეჰეჰე, ნუ აუშვებ აფრებს.. belay
მე ირონიული დადა უფრო მომწონს wink
ამიტომ მეტი ირონია მინდა..
მეტი ინტრიგა.. ალე ჰოპ wink
დღეს ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა შენმა მოთხრობამ wink feel
წარმატებები! პაწუკ, გელოდები! wink love

dzalian, dzalian didi madloba! Simartle gitxra istoriebs, rom vkitxulob da bichebshi es gardatexa rom xdeba xolme anu iroonidan sitboshi ratomgac ar mikvars :D magram dada ra dadaa rom daiviwyos misi gverduli gimilebi da ironiuli pasuxebii :D kidev ertxel gmadlooob :* <3 :*

 


№6  offline მოდერი bibo

Chemi reducibility chemi Alicia gogo vgijfebi me shen zee :* :* saswauli xar sad Reba vapireb am biskviw bichzeee mee ramped sapcreba da biskviw ux chemi velcro tartans :D :D chemi fortis udides nechevo mafwyvo sapcrebaback vgijfebi am motxrobaze me rasac saswauli chemi go googoo tkbiloo tailored alubalooo alpengolodo da rafaelovvvv :*

 


№7  offline წევრი teddy))

bibo
Chemi reducibility chemi Alicia gogo vgijfebi me shen zee :* :* saswauli xar sad Reba vapireb am biskviw bichzeee mee ramped sapcreba da biskviw ux chemi velcro tartans :D :D chemi fortis udides nechevo mafwyvo sapcrebaback vgijfebi am motxrobaze me rasac saswauli chemi go googoo tkbiloo tailored alubalooo alpengolodo da rafaelovvvv :*

shen ertaderto da ganumeorebelo komentarebis avtoroo! Dzalian didi madlobaaa :*

 


№8  offline მოდერი sopiko

ასე, ასე... მოიხიბლა ბიჭი და სიტკბოებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა?! დია არის რაღაც საოცრება გმირი! ზოგჯერ ცივი, ზოგჯერ სენტიმენტალური, ზოგჯერ უნებისყოფო, ზოგჯერ კი გაუწონასწორებელი ♥ სოფია რაღაც ჩემებური იყო... ეს კი სხვისებურია და უფრო მომწონს!
შენ, ჩემო ძვირფასო, ზოგჯერ მაბრაზებ, ზოგჯერ მახარებ, მაგრამ მაინც ყოველთვის მიყვარხარ'თ ♥ შენ და მატყუარა ♥
პ.ს.ლაშას არ ვღალატობ! ასე რომ... დადა გაიყავით! :-D

 


№9  offline წევრი teddy))

sopiko
ასე, ასე... მოიხიბლა ბიჭი და სიტკბოებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა?! დია არის რაღაც საოცრება გმირი! ზოგჯერ ცივი, ზოგჯერ სენტიმენტალური, ზოგჯერ უნებისყოფო, ზოგჯერ კი გაუწონასწორებელი ♥ სოფია რაღაც ჩემებური იყო... ეს კი სხვისებურია და უფრო მომწონს!
შენ, ჩემო ძვირფასო, ზოგჯერ მაბრაზებ, ზოგჯერ მახარებ, მაგრამ მაინც ყოველთვის მიყვარხარ'თ ♥ შენ და მატყუარა ♥
პ.ს.ლაშას არ ვღალატობ! ასე რომ... დადა გაიყავით! :-D

-გმადლობ, საყვარელოო! love შენ ლაშას ერთგულოო lol საქორწინო კაბა მოირგე ხოო და სხვისკენ აღარ იხედები wink გმადლობ! ჩვენც გვიყვარხარ! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent