შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[17]


6-03-2016, 18:25
ავტორი Nina))
ნანახია 4 925

-იმედია ისე არ გასწირავ შენს მომავალ ქმარს,რომ საჭმლის გარეშე დატოვო
-აქედანვე უნდა მოვირგო,დიასახლისის როლი?-ბარის მსავსად გაკეთებულ სამზარეულოს დახლზე ჩამოაწყო ხელები და ოდნავ წინ გადმოიხარა,რათა მამაკაცის ტუჩებს მიწვდომოდა
-დიახ,ქალბატონო ერისთავო,აქდანვე,მაცივარში ყველაფერია რაც შეიძლება დაგჭირდეს,მე აქვე ვიდგები და დაგეხმარები თუ დაგჭირდება
-შენი დახმარება არა მგონია დამჭირდეს,სხვათა შორის საჭმლის გაკეთებას არ ვაპირებ..-ჩაფიქრდა გოგონა,ეცადა ისეთი რამ მოეფიქრებინა რასაც დიდი დრო არ დასჭირდებოდა
-მშიერი უნდა დამტოვო?-წარბები აზიდა მამაკაცმა
-არა,მოვიფიქრე,ბლინებს გაიკეთებ-ტაში შემოკრა მარიამ
-ბლინებს?-ცხვირი აიბზუა ლუკამ
-ჰო,რაიმე პრობლემაა?-ეშმაკური თვალებით გადახედა გოგონამ
-არაფერი,არაფერი-ხელი ჩაიქნია ლუკამ
-კარგი,მაშინ საშუალო ზომის ჯამი,ფქვილი,ზეთი,რაიმე ჯემი არ გვაქვს მაცივარში?-მარია თითებზე ითვლიდა რაიმე რომ არ დავიწყებოდა,როგორც კი იტყოდა,ლუკა დახლზე აწყობას
-მარწყვის ჯემი გვაქვს
-მშვენიერი,ესეც შევურიოთ,წყალი დადგი ასადუღებლად-გასცა გოგონამ ბრძანება და თვითონ მაცივარში შეძვრა,ნუტელა დაინახა თუ არა,თვალები გაუბწყინდა,ხელი დაავლო,იქვე მარწყვიც იყო,ცალკე ჯამში გადმოყარა და რეცხვას შეუდგა,როდესაც რეცხვას მორჩა წყალიც ადუღებული დახვდა და ფქვილი ჯამში ჩაყარა,სანამ ლუკა წყალს ჩაასხამდა ჯამში დრო იხელთა გოგონამ და დარჩენილი ფქვილის ნახევარი ლუკას გადააყარა,თვითონ კი გაქცევა დააპირა,თუმცა ლუკამ ხელი დაავლო და მისკენ მიიზიდა
-სად მიიპარებით,პატარა ქალბატონო?
-წყალი დავდგი იქეთ და უნდა ავიღო-ისე იცრუა,თვითონაც კი არ დაიჯერა და თავში მსუბუქად იკრა ხელი
-არა,თქვენ გაქცევას ცდილობთ აშკარად,თუმცა არ გამოივათ და დაისჯებით!
-მე?-გაიოცა გოგონამ-რა დავაშავე?
-აბა კარგად დამაკვიდით-გოგონას სიცილი აუტყდა ფქვილიანი ლუკას დანახვაზე,მამაკაციც კიდევ უფრო ენერგიულად შეუდგა მის დასჯასა-ესე იგი,დამცინით კიდევაც არა?-გაიმკაცრა ხმა
-დიახ..-წარბი აუწია ლუკამ-არა,არა,ვერ მიხვდით,დიახ დავაშავე,მაგრამ ბოდიშის მოხდა მინდოდა...-გამოძრომა სცადა,თუმცა უკვე გვიანი იყო,ლუკას ფქვილით სავსე ჯამი მარიასკენ მოჰქონდა- კარგი,კარგი,კარგი,ახლა მართლა ბოდიშს ვიხდი-იხვეწებოდა გოგონა,თუმცა ძალიან გვიანი იყო,ფქვილის ნაკადი მარიას თავიდან ნელ-ნელა ტანისკენ მოიწევდა,სულ ცოტა ხანში კი,ლუკას დაემსგავსა ისიც,მის მსგავსად ფქვილში ამოსვრილი იყო
-ასე უკეთესია,ძვირფასო.-გამოაჯავრა ლუკამ და აკოცა
-ხო არა? არ ვაპირებ შენთვის ბლინების გაკეთებას-ხელიდან დაუსხლტა და წასვლა დააპირა,მაგრამ ლუკამ ხელი დაუჭირა და მისკენ დაქაჩა
-გაიმეორე..-ამოიჩურჩულა,როდესაც ტუჩები საძილე არტერიასთან მიაწეპა
-მმ..ივვ...დივარ...-ხმა გაუწყდა გოგონას,ლუკამ კი ხელი უშვა
-წადი..-მარია ადგილიდან არ იძროდა
-წავალ...
-წადი..
-არ წავალ..-კისერზე მოხვია ხელები
-ჩემს იქით გზა არ გაქვს-დასცინა მამაკაცმა და გულში ჩაიკრა...


888
-მამუკა,რას იტყვი,მედია დავპატიჟოთ?
-რა თქმა უნდა,მედიის გარეშე არ ჩაივლის ეს პროცესი
-მეც ამას ვფიქრობდი,მაგრამ მაინც ვიკითხე
-კარგი,ესე იგი,კვირის ბოლოს ხუთ საათზე
-შევთანხმდით
-შევთანხმდით-შემდეგ კვლავ განაგრძეს საუბარი სხვადასხვა თემებზე...


888
-ელა,ვერ ვითმენ,მხოლოდ ერთი დღე რჩება,ეს საღამო და ხვალ უკვე დანიშნულები ვიქნებით და ჩვენს შესახებ მთელი ქალაქი გაიგებს-დადიოდა იქეთ-აქეთ გოგონა
-დამშვიდდი,მარია,დამშვიდდი.-სიცილით ამშვიდებდა დაქალი
-წარმოგედგინა,როდესმე?
-რა ვიცი,როდესმე რომ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდებოდა და წაგიღებდა ვიცოდი,მაგრამ ასე მალე რომ მოხდებოდა არა-გაიკრიჭა გოგონა
-ასე რომ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება და თან ასე სწრაფად არასდროს წარმომედინა,ელა.
-არადა,როდესაც ლუკას შესახებ მომიყევი ეგრევე მივხვდი რომ ერთმანეთისთვის იყავით შექმნილი
-ჰო?
-ჰო,ჰო.. ახლა კი დაიძინე,თორემ ხვალ ჩასიებული გექნება შენივე ნიშნობაზე თვალები
-ვაიმე,ეს სულ არ გამხსენებია,რომ ხვალ დილით სალონში ვარ ჩაწერილი
-მშვენიერია,ამ წუთასვე დაწექი,თორემ არ გადამირჩები!
-კარგი ვიძინებ...- ათი წუთი არ იყო გასული,როდესაც მარია კვლავ წამოდგა და ელას დაუწყო ჯაჯური-ელა,გაიღვიძე..
-რა,რა,რა მოხდა,ვინმე მოკვდა? მოიტაცეს? სიძე მოგვტაცეს?-დაფეთწებული წამოდგა ელა
-არა,არა,ვერ ვიძინებ-აკისკისდა გოგონა
-მარია,გეფიცები,ისევ თუ გამაღვიძებ ჩემი ხელით დაგახრჩობ!- დაემუქრა გოგონას და ბალიში თავზე წაიფარა. მარიაც დაჰყვა მის ნებას,სხვა გზა კი უბრალოდ არ ჰქონდა,ღამის ოთხ საათზე ჩაეძინა,მანამ კი ჭოტივით ჰქონდა თვალები დაჭყეტილი..

გათენდა თუ არა ფეხზე წამოფრინდა გოგონა,სქელი ფარდები იქეთ-აქეთ გადასწია და სინათლის ნაკადი პირდაპირ ელას სახეზე დააცემა,ჯერ სახე შეეჭმუხნა გოგონას,შემდეგ ცალი თვალი გაახილა და საბოლოოდ,როგორც იქნა გამოფხიზლდა,თუმცა აშკარად არ იყო ჯერ კარგად გამოფხიზლებული
-ხომ გითხარი აწი არ გაგეღვიძებინე?
-უკაცრავად,ძვირფასო,მაგრამ მალე თუ არ ადგები სალონში დაგვაგვიანდება!- ჩაიდუდღუნა მარიამ და სააბაზანოში შევიდა,რადგან თავი მოეწესრიგებინა...


888
-ფისუნია,რომელი საათისთვის უნდა ვიყო მზად?
-ნიშნობა ხუთ საათზეა,ესე იგი, ოთხზე უკვე შესრულებული უნდა იყოს ყველაფერი
-გამოდის ოთხ საათამდე უსაქმოდ უნდა ვიყო?
-უსაქმოდ რატომ?
-აბა რა ვაკეთო?
-ხომ გითხარი უთვალთვალე მარიას და ვინმე გაგზავნე ლუკას სათვალთვალოდ-მეთქი?
-კარგი,ფისო,ნუ ბრაზობ,უკვე გავგზავნე ერთ-ერთი დამხმარე ლუკას სახლში
-შენ რა გაგიჟდი?
-დამშვიდდი,ყოველ წამს პანიკაში ნუ ვარდები,ლუკას ტანსაცმელი უნდა მიუტანოს მაღაზიიდან
-კარგი,ვაღიარებ,გონება მახვილი ყოფილხარ
-როგორც იქნა,ფისომ აღიარა ჩემი შესაძლებლობები...
-თავში ნუ აგივარდება,ახლა მიხედე შენს საქმეს და,როდესაც ლუკა დაკავებული იქნება მარიას დაურეკე
-კარგი,ფისო,ყველაფერს საუცხოოდ გავაკეთებ-ისევ ამაზრზენი ხმით უთხრა გოგონას და ტელეფონი გაუთიშა...


888
-ელა,მზად ხარ?
-თუ შემატარებ სააბაზანოში,ხუთ-ათ წუთში მზად ვიქნები
-კარგი,შედი..-გზა დაუთმო გოგონას და თვითონ კარადას მიადგა,რათა ტანსაცმელი ჩაეცვა,მუქი ფერის ჯინსები ჩაიცვა,ზევიდან ზოლიანი პერანგი გადმოაცვა,კრემისფერი ბოტები ამოიცვა და თმები კოსად შეიკრა,შავი ტყავის ქურთუკი მოიცვა და ტელეფონს დაავლო ხელი,ლუკას გადაურეკა
-დილა მშვიდობისა,ლამაზო.-ომახიანად ჩასძახა ლუკამ
-დილა მშვიდობისა,ლუკა.
-როგორ დაიწყო შენი დილა,მომავალო ერისთავო?
-არაჩვეულებრივად,უბრალოდ ერთი სული მაქვს როდის მოვა ხუთი საათი
-დრო სწრაფად გავა,მარია, და ძალიან მალე ვიქორწინებთ კიდევაც-საოცრად დაუთბა მამაკაცს ხმა
-უფალი გფარავდეს,ლუკა..
-შენც მარია,ხუთ საათზე გნახავ
-დროებით.
-დროებით...

-აბა რა გითხრა რომეომ?-გამოაჯავრა ელამ
-შენ აქ იდექი და გვისმენდი?
-მაპაიე,შემთხვევით მომესმინა
-დაგიჯერე,სრულიად შემთხვევით მოგესმინა,საერთოდ არ გინდოდა მოსმენა
-ხო,რავიცი,არც ერთია გამორიცხული და არც მეორე-გაიკრიჭა ელა და მარიას მსგავსად ტყავის ქურთუკი მოიცვა- წავედით?
-წავედით,ჭორიკანა..-ენა გამოუყო დაქალს და კიბეებს დაუყვნენ

-დილა მშვიდობისა,მააა-მიესალმა მამას გოგონა და ლოყაზე აკოცა
-დილა მშვიდობისა,როგორ გეძინათ?
-მშვენივრად..-იცრუა მარიამ
-როგორ არა,მშვენივრად,მთელი ღამე ბორგავდა ეს ქალბატონი,ყოველ წუთს მაღვიძებდა,ძლივს გავაჩერე
-იტყუება,მა,არ დაუჯერო,ჩვენ წავედით სალონში გვაგვიანდება
-იქნებ აქეთ მოგეყვანათ ეგ ვიზაჟისტი?-გაბრძოლება სცადა მამუკამ
-არა,მა,ძალიან ბევრი გოგონები ჰყავს,ამიტომ არ გამოვა,ჩვენ წავალთ,სავარაუდოდ ოთხი საათისთვის ვიქნები სახლში
-ასე გვიან,მა?
-ხო,მა,რა ვქნა.
-კარგი,შვილო,უფალი გფარავდეს..
-დროებით..-დაემშვიდობნენ მამუკას და მანქანაში ჩასხდნენ

-ჯერ შენ დაგტოვებ სალონში და შემდეგ მე წავალ კაბების ასაღებად
-კარგი,ოღონდ არ დააგვიანო რა
-ნუ ღელავ,მარია,ძალიან აფორიაქებული ხარ,წუხანდელის შემდეგ გაკვირდები
-არა,უბრალოდ ვნერვიულობ
-სანერვიულო რა გაქვს მაინც ვერ ვხვდები,ძალიან მალე ერთად იქნებით შენ და ლუკა
-ჰო,მართალი ხარ,სანერვიულო არაფერია
-ახლა გაიღიმე-მარიამ ნაძალევად გაუღიმა და აღარაფერი უთქვამს..

სალონშიც კი ბორგავდა გოგონა,თითქოსდა გრძნობდა მოსალოდნელ ქარიშხალს,ბუნებაც კი ხვდებოდა რაღაცას,გადაუღებლად წვიმდა და ქუხდა,ათასჯერ მაინც დაურეკა ელას,ლუკას,ბექას,ყველა ააწრიალა,ყველა ცდილობდა მის დამშვიდებას,მის ანერვიულებას მომავალ ქორწინებას აწერდნენ და არ წუხდნენ იმდენად,თუმცა რეალურად უფრო დიდი წუხილი ელოდათ,ვიდრე ქორწინებისგან გამოწვეული.ოთხი საათი იყო,როდესაც მარია ყველა პროცედურას მორჩა და სალონიდან გამოვიდა,რათა ტაქსი გამოეძახებინა,არც ბექას და არც მამუკას არ ეცალა,ლუკას შეუწხება კი არ სურდა გოგონას,ამიტომ ტელეფონი ამოიღო და სანამ დარეკვას მოასწრებდა,მანამ თვითონ დაურეკეს,უცხო ნომერი იყო,უფრო სწორად დაფარული,გოგონას ხელი აუკანკალდა და ძლივს უპასუხა ტელეფონს
-გისმენთ..-აღმოხდა გატეხილი ხმა
-გამარჯობა,ფისო,მართალია შენ არ მიცნობ,მაგრამ მე გიცნობ ძალიან კარგად.-საშინლად ამაზრზენი ხმა ჰქონდა მამაკაცს
-რომელი ხარ?-შიშისხგან ხმა წართმეოდა გოგონას
-ამას ამჟამად არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია,უბრალოდ რაღაცას გეტყვი და გულდასმი მომისმინე,გასაგებია?
-გასაგებია..-იჩურჩულა მარიამ
-შენი საყვარელი ლუკა ერისთავი ახლა ჩემს ხელშია და თუ მისი გადარჩენა გინდა შენს წინ რომ შავი მანქანა დგას იქ უნდა ჩაჯდე..-გოგონას ფერებმა სწრაფად გადაურბინეს სახეზე და საბოლოოდ თეთრი დაჯერდა გაჩერებას,წაბარბაცდა და რომ არ წაქცეულიყო იქვე კედელს მიეყრდნო,ღრმად ჩაისუნთქა,რათა სუნთქვა და გულისცემა დაერეგულირებინა,მაგრამა არაფერი გამოუვიდა,ბოლოს ძალა მოიკრიფა და ხმა გასცა
-და მე საიდან უნდა ვიცოდე რომ თქვენი უჭკუო ხუმრობა არ არის?
-რატომღაც მეგონა რომ შენთვის ბევრს ნიშნავდა,ბატონი ერისთავი-ჩაიქირქილა გულის ამრევმა ხმამ
-პასუხი გამეცი
-მგონი არ იმყოფები ისეთ მდგომარეობაში რომ კითხვები დასვა,შეიძლია გადაამოწმო,მხოლოდ ორი წუთი გაქვს,დაურეკე ლუკას და თუ გიპასუხა მაგასაც ვნახავთ,ორ წუთში თუ მანქანაში არ ჩაჯდები ლუკას საბოლოოდ გამოემშვიდობები-ხმა გაწყდა და მის ნაცვლად უაზრო,დამაყრუებელი ზუზუნი გაისმა,გოგონამ გონზე მოსვლა ვერც მოასწრო,დაპროგრამებულივით დაიწყო ლუკას ნომერზე შეუჩერებლივ რეკვა,თუმცა ტელეფონს არავინ პასუხობდა და როდესაც მანქანა ამუშავდა ჩანთა და ტელეფონი იქვე მიყარა და სირბილით გაიქცა მანქანისკენ,ხოლო როდესაც კარები გააღო და შიგნით მოთავსდა სანამ რაიმეს იტყოდა მანამ აპკურეს ცხვირ-პირში რაღაც სითხე და წამებში გონება დაკარგა...


------
ვიცი,რომ პატარა თავია,ვიცი რომ გუშინ უნდა დამედო,მაგრამ იმდენი ხალხი მყავდა სტუმრად,ვერაფრით ვერ დავიწყებდი დაწერას,ახლაც აქ არიან,ოღონდ ბავშვები შედარებით ჩუმ მდგომარეობაში არიან და მოვასწარი რაღაცისა აკრეფვა,თან ვკრეფდი და თან მატ კითხვებს პასუხს ვცემდი,იმედია დალაგებული წინადადებები გამოვიდა :დდ
სულ მალე დავასრულებ ამ მოთხრობას,ერთ ან ორ თავში,მადლობა რომ კითხულობთ
მიყვარხართ! love



ვაილე ახლა რაღას ხლართავს ლანა...აუ ამათ დაშორებას ვერ გადავიტან მართლა რა გთხოვ გამოასწორე ყველაფერი და აცალე ერთად ყოფნა მოუენლად ველი შემდეგ თავს❤❤
--------------------
romantikosi mwerali

 


№2 სტუმარი Black

-mokalit da mere awamet es gogo ra(me):D:Dnina nina sacemi xar..am istorias rac wera daiwye sul vkitxulob magram chemi 'jmoturi'xasiatis gamo komentaris dawera mezareba radgan vici gavagrdzeleb da agar gavcherdebi..axlac asea nina nina patara rom viyavi vitzaxdi es saxeli an chems cols unda erqvas an chems gogostko ise momwonda:D<3velodebi shemdeg tavs intrigano;)

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ვაუ რა დრამა იყო ბოლოსკენ :ოოო ველოდები გაგრძელებას,რატომღაც მგონია რომ ლუკას და მარიას წყვილი ამ პრობლემასაც დაძლევს და მოთხრობაც კარგად დასრულდება.. love

 


№4 სტუმარი nini

axla gacherebis dro iyoo :@

 


№5  offline წევრი marqetele

რა დროსს გააჩერეე თხრობაა აუუ :XX მალეე დადეე <3

 


№6  offline წევრი natia-natia

Dzaaan magari gogoxar

 


№7 სტუმარი მიკა

გაიკეთებ და გამოივათ რა ჯანდაბაა?:დდდ საიდან მოგაქვთ ესეთი მარგალიტები?:დდ

 


№8  offline წევრი tegi

Es patara iyo, magram kai da damaintrigebeli, kargad daasrule ra:) erti da did tavshi daamtavre tore kide didxans lodins da amat gansacdelshi yofnas ver gaudzlebs guli. Ar daigviano ra male dade

 


№9  offline მოდერი Nina))

მიკა
გაიკეთებ და გამოივათ რა ჯანდაბაა?:დდდ საიდან მოგაქვთ ესეთი მარგალიტები?:დდ


ხომ დავწერე მანდ რომ ისიც არ ვიცი გამართულად მიწერია თუ არა,იმიტომ რომ ბავშვების გარემოცვაში ვიყავი და ხან იმათ კითხვას ვცემდი პასუხს და ხან ამას ვწერდი.
ამიტომ ბოდიში :)

მადლობა რომ კითხულობთ.

Black
-mokalit da mere awamet es gogo ra(me):D:Dnina nina sacemi xar..am istorias rac wera daiwye sul vkitxulob magram chemi 'jmoturi'xasiatis gamo komentaris dawera mezareba radgan vici gavagrdzeleb da agar gavcherdebi..axlac asea nina nina patara rom viyavi vitzaxdi es saxeli an chems cols unda erqvas an chems gogostko ise momwonda:D<3velodebi shemdeg tavs intrigano;)



მეც მაქვს მასეთი აკვიატებული,ალექსანდრე უნდა ერქვას ჩემს ქმარს-მეთქი! :D
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№10  offline წევრი Salinoza

Saswavli xar! Dzalian kargia momwons damaintriga :d da gtxov male gaagrdzeleb❤ dges game vegar dadeb?

Salinoza
Saswauli xar! Dzalian kargia momwons damaintriga :d da gtxov male gaagrdzele❤ dges game vegar dadeb?

 


№11  offline მოდერი Nina))

არა,ღამით უკვე ვეღარ,ბოდიში,უბრალოდ გადაღლილი ვარ ^_^ მადლობა რომ კითხულობთ! <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№12  offline წევრი Pepper

კარგი იყოო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent