შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (3)


7-03-2016, 00:53
ნანახია 2 721

***


დათას დანახვაზე სესილია დაიბნა. მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ ახნას ვერ უძებნიდა ამ მისთვის აღუწერელ მოვლენას.რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ან არ უტყდებოდა თავს ან მართლა იმდენად აბნევდა შავი თვალები, რომ ვერ ხვდებოდა. ძნელია მიხვდე, როდესაც ასეთი შესაშური გარეგნობის ბიჭი გიდგას წინ და გიღიმის.

-გამარჯობა,-ძლივს მოიფიქრა მისალმებოდა.
-დიდხანს აპირებ მანდ დგომას?-არც კი მიესალმა დათა. ან გამარჯობა ეთქვა, ან როგორ ხარ ან რავიცი. ეს ცივად ნათქვამი რა უბედურება იყო.
-ჰო, ძალიან მომწონს ქარში დგომა, სადაც ოდნავ მაწვიმს უკვე.!-ჩართო ცინიზმი სესილიამ.
-არამგონია შენს დაქალს და ჩემს ძმას ესიამოვნოს ის ფაქტი, რომ უშენოდ ავალ და ისიც გაითვალისწინე დიდხანს დგომას არ ვაპირებ. ასე რომ დროზე ჩაჯექი მანქანაში,-ცივად უპასუხა დათამ და მანქანის კარი გაუღო. „ოჰ, იჯელტმენა ბიჭმა“-გულში გაიფიქრა სესილიამ.
-უზრდელი ხეპრე..!-ჩაიჩურჩულა თავისთვის, როცა მანქანაში მოთავსდა.
-გაუზრდელი ბავშვი,-ცივად ჩაილაპარაკა დათამ და საჭეს მიუჯდა. გაწითლდა სესილია და გალურჯა. არ ეგონა თუ გაიგებდა მის ნათქვამს დათა და სახე აარიდა. მთელი გზა ყიფშიძის ქუჩიდან ხილიანამდე ჩუმად იარეს. სასწაული არომატი იყო დათას მანქანაში. გრილი სუნამოსა და თამბაქოს ნარევი. შესაშური სისუფთავე იყო მანქანის სალონში, ასე გოგოებიც კი არ უვლიან მანქანას. დათაც სასწაულად გამოიყურებოდა. მუქი ფერის ჯინსი, ლურჯი კედები, თეთრი პერანგი და შავი მანტო ეცვა. ჩუმად აპარებდა თვალებს სესილია და სწავლობდა ბიჭის სახის ნაკვთებს, როცა დათამ უთხრა:
-მორჩი ჩემს ყურებას. მოვედით უკვე.
-ჩვეულებრივი უზრდელი!-ჩაილაპარაკა სესილიამ, როდესაც დათა მანქანიდან გადავიდა. უცებ გახედა ბიჭს, რომელსაც შავი თვალები ანთებოდა:
-გავიგე!-ცივად უთხრა ბიჭმა და სადარბაზოში შევიდა. ანკამ კივილი მორთო, როცა დაქალი დაინახა ზღურბლთან ჩაეხუტა, ვითომ დიდიხანია არ უნახავს და ჩაკოცნა საყვარელი მეგობარი. სესილიაც დადებითი ემოციებით დაიმუხტა, როცა მეგობრების ლაღი და ბედნიერი სახეები დაინახა. დაძაბულად გრძნობდა დათას გვერდზე თავს. მიუხედავად იმისა, რომ დათამ გადაარჩინა იმ საშინელ ღამეს და ამის ძალიან მადლიერი იყო, მაინც უჭირდა დათას გვერდზე ყოფნა. რას უშვრებოდა ეს ბიჭი არ იცოდა, მაგრამ ძალიან ძაბავდა და შებოჭილად გრძნობდა თავს.

-ჩემი ბავშვიკო! ხო არ გაგაბრაზა დათა ბიძიამ?-ჩაეხუტა ირაკლი სესილიას და თავზე ხელი გადაუსვა, როგორც მზრუნველმა მშობლებმა იციან.
-არა, იკო. ცოტა უხეში ძმა გყავს, მაგრამ ნიჩივო.-ღიმილით უთხრა სესილიამ ირაკლის.
-ენა გატლეკილ ბავშვებს ყველაფერი სიუხეშედ როგორ გეჩვენებათ,-კბილებში გამოსცრა დათამ.
-ენა გატლეკილ ბავშვებთან უნდა იცოდე ლაპარაკი და ურთიერთობა, რომელსაც არავინ გაძალებს და თუ გაძალებს რაღაცნაირად უნდა მოახერხო დათა ბიძიავ,-ნიშნის მოგებით უთხრა სესილიამ და საპირფარეშოსკენ გავიდა. საიდან გამოიჩინა ამხელა გამბედაობა თვითონაც უკვირდა. მთელი ცხოვრება დედა ასწავლიდა, რომ ყველასთან ზრდილობიანად უნდა ელაპარაკა, რომ არ ეთქვათ სად გაიზარდაო. ბოლოს და ბოლოს ანდრონიკაშვილის ასულს ზრდილობა უპირველეს ყოვლისა მოეთხოვებოდა.!(ნინოს საყვარელი ფრაზა).

საოცარ ხასიათზე დადგა. თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა, რომ შეძლო დათასთვის სათანადო პასუხის გაცემა. ღიღინ-ღიღინით მოიწესრიგა თავი. არასოდეს ხმარობდა კოსმეტიკას, მხოლოდ ტუჩის კონტურს იყენებდა. თან ატარებდა ყოველთვის ტუჩისფერ კონტურსა და ტუჩსაცხს. ღიღინ-ღიღინით შეისწორა თმები და გამოაღო კარი, როდესაც მძიმე სხეულს აესვეტა. კედელზე ააწეპა დათამ სესილია და ხელებით კედელს მიეყრდნო ისე, რომ ყველა გზა გადაუკეტა მისგან თავის დაღწევის.

-რაო, რას მეტლიკინები ბავშვო?-ცივად უთხრა დათამ სესილიას. აი, ეს იყო ნამდვილი მუცელში ყველა ცხოვრელის ღმუილი! დათა იმდენად ახლოს იყო სესილიასთან, რომ ცოტაც და გონებას დაკარგავდა გოგო. სახე გაწია სესილიამ და ასევე ცივად თქვა:
-ახლა რომელი ტლიკინებს მე თუ შენ?
-სიმაღლის შესაფერისი ენა გქონია!
-არც შენი ენა უჩივის სიმაღლესთან მიმართებაში ენის სიგრძეს!-უთხრა სესილიამ და თვალებში შეხედა დათას. შავი თვალები ჩაწითლებოდა და საოცარ კონტრასტს ქმნიდა. დათა მოსცილდა სესილიას, კედელს მიყრდნო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა შეხედა.
-დიდხანს აპირებ მანდ დგომას?-ჰკითხა ცინიკურად გოგომ და გადაიჯვარედინა ხელები.
-ხო, ძალიან მსიამოვნებს აქ დგომა.
-არამგონია, ჩემს დაქალს და შენს ძმას და ასევე, იქ მყოფებს ესიამოვნოთ ის ფაქტი რომ ვიღაც გადარეული ოთახში არ მიშვებს. შესაბამისად, გაიწიე და შემატარე ოთახში!-უთხრა სესილიამ და კარებზე მიანიშნა, რომელსაც დათა ეფარებოდა. დათას გაეღიმა და ჯელტმენურად გაუღო კარი.
-მიბრძანდი, პატარავ!

ის საღამო მშვენივრად გაატარეს. მას მერე არ უკონტაქტიათ ერთმანეთთან, არც კი შეუხედავთ. უსულო ადამიანებად ჰყავდათ შერაცხული ერთმანეთი. სესილია იცინოდა ერთობოდა მეგობრებთან ერთად. დათა კი ჩვეული სიმშვიდით უბრალოდ იჯდა და უყურებდა ყველას სათითაოდ, სესილიას გარდა.
-დათუჩ, დამკვირვებლობის კურსებიც გაიარე ესპანეთში?-სიცილით უთხრა კოტოშამ.
-რა იყო ტო, რა დაგიშავეთ ხმას რომ არ იღებ და გვაკვირდები,-განაგრძო ირაკლიმ.
-წავედი რა. ძალიან დაღლილი ვარ და სამუშაო მაქვს ბევრი,-პასუხი არ გასცა დათამ, წამოდგა საერთო ნახვამდის „ისროლა“ და კარში გაუჩინარდა. რა ხდებოდა ამ დროს სესილიას გულში? ჰო იყო დათა უსულო მისთვის, ჰო არ იმჩნევდა მის იქ არსებობას, მაგრამ ძალიან დაწყდა გული. გული დაწყდა იმაზე, რომ დათა წავიდა და წავიდა ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს. მალე დაიშალნენ მეგობრები. სახლში მისულმა გადაივლო თუ არა ჩაწვა ლოგინში და სოციალურ ქსელს ჩაუჯდა. ბევრნაირად ეძებდა დათა: „დათა ჯანხოთელი, დავით ჯანხოთელი, დათი ჯანხოთელი, დათო ჯანხოთელი, დათუნა ჯანხოთელი, და თო, და თი, დათა“ მაგრამ ამ ცდების მიუხედავად ვერ იპოვა და გაბრაზებულმა მოისროლა პლანშეტი იატაკზე, საბანში გაეხვია და ცხვრების თვლა დაიწყო.


***

დათა


თვითმფრინავის ფანჯრიდან გულაჩქარებული უყურებდა სამშობლოს. გაახსენდა ბავშვობის წლები და მწარე ახალზრდობა. იმ წელს უნივერსიტეტში აბარებდნენ დათა და მისი მეგობრები. მდიდარი ოჯახის გათამამებული შვილები იყვნენ და შესაბამისად არც ერთ სეზონზე საქართველოში თუ მის გარეთ არ იკლებდნენ გართობასა და დასვენებას. თბილისში თითით საჩვენებელი სამეგობრო ჰყავდა დათას. ქუჩაში რომ გაივლიდნენ ყველა გოგო მათ უყურებდა, ყველსათვის საოცნებო ბიჭები იყვნენ, გოგოები კისერზე ეკიდებოდნენ. ახალი წლების დღეები იყო და იცით, როგორ იციან საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში ქართველმა ახალგაზრდებმა დღეები და კვირები გადაბმა ახალი წლის აღნიშვნის.

შობის ღამე დგებოდა და ბიჭებმა აიკვიატეს ყაზბეგში წავიდეთო თითქმის მოსაღამოვებული იყო. რადგან მართვის მოწმობა არც ერთს არ ჰქონდა ერთ-ერთის მძღოლი „შეაბეს“, რომ წაეყვანათ ბიჭები ყაზბეგში და გერგეთის სამებაში შეხვედროდნენ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბოლო მომენტში დათამ უარი თქვა წასვლაზე, რადგან ბაბუას ინფარქტი დაემართა და მთელი ოჯახი საავამყოფოში იყო. ბიჭებს გადააფიქრებინა დარჩენა, ჩემ გამო რატომ უნდა დარჩეთ, რომ ჩამოხვალთ მერე ერთად აღვნიშნოთ ჩვენებურად იანვრის ბოლომდეო. დღემდე ნანობს, რომ ასე მოიქცა.. დღეს ხომ მათთან ერთად იქნებოდა.. იქ.. სადღაც.. ზემოთ... ცაში.. შუაღამისას ერთ-ერთი მეგობრის ტელეფონიდან ზარი შემოუვიდა დათას, საიდანაც პატრულის თანამშრომელი ელაპარაკა და აცნობა მეგობრების ავარიის შესახებ. ყაზბეგისაკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე მანქანა მოცურდა, რის შედეგადაც ბიჭების მანქანა გადაიჩეხა და ადგილზევე დაიღუპნენ. სრული შოკი იყო ეს დათასთვის.. საკუთარ თავს აბრალებდა ყველაფერს მე დავაძალე წასვლა, დარჩენა უნდოდათ, რომ არ დამეძალებინა დღეს აქ მეყოლებოდნენო.. აირია დათას ცხოვრება და აირია თბილისში ყველაფერი..გაშავდა თბილისი და აღარც თითით საჩვენებელი ბიჭები ჰყავდათ და აღარც ისეთი იანვარი იყო.. ჩაიკეტა საკუთარ თავში და უარი თქვა ყველაფერზე.. დათა გაექცა თბილისს და ბიძასთან წავიდა ესპანეთში.. ამ ამბის მერე ერთხელაც კი არ ჩამოსულა თბილისში.. ერიდებოდა ყველას და ყველაფერს რაც მათ თავს გაახსენებდა, რადგან ისედაც ახსოვდა ბიჭები და ყოველ დღე სიკვდილამდე ტკიოდა მათ გარეშე გათენებლი დღეები.

როდესაც ირაკლიმ დაურეკა ცოლი მომყავს და მჭირდები გვერდზეო, უბრალოდ უარი ვერ უთხრა. შეეშინდა საკუთარი თავის და იმ რეალობის, რომელშიც დაბრუნება მოუწევდა. ყოველთვის გრძნობდა ბიჭების სიახლოვეს და თავს იმით ინუგეშებდა, რომ გარდაცვილი მძღოლის ოჯახს ყოველ თვე ფინანსურად ეხმარებოდა და რაც კი სჭირდებოდათ ყველაფერს უკეთებდა.. ბიჭების საფლავზე კი ყოველდღე დამლაგებელი ადიოდა და უვლიდა, ყვავილებს უგზავნიდა, მაგრამ მათ ოჯახებს ფიზიკურად ვერ ეკონტაქტებოდა.. უჭირდა, ძალიან უჭირდა.. დამნაშავედ გრძნობდა თავს..
აეროპორტში ჩამოსულმა იგრძნო თბილისის ჰაერი და გული ათასმაგად აუჩქარდა.. კარებში გასულმა კი დაკარგა აზროვნების უნარი, როდესაც საყვარელი ოჯახთან ერთად გარდაცვილი მეგობრების ოჯახიც დაინახა.. დამშვიდდა, რომ ისინი მას არ ადანაშაულებდნენ ბიჭების სიკვდილში..
ანკას შორიდან იცნობდა.. რამდენჯერმე ულაპარაკია სკაიპის საშუალებით და მოსწონდა ეს გოგო. ყველაზე მეტად ის უხაროდა, რომ ხედავდა ძმის გულწრფელ სიხარულსა და ბედნიერებას და ვერ უთხრა უარი თბილისში დაბრუნებაზე. თუმცა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი როგორც კი ეს ამბები ჩაივლიდა დაბრუნებულიყო, უკან ესპანეთში.

-დათა, ძმობას გაფიცებ რა.. ანკას დაქალს მიაკითხე და წამოიყვანე ჩვენთან, თორემ სესო აქ რომ არ იყოს ანკა დამშორდება!-დაურეკა ირაკლიმ დათას.
-კაი ტო, მე რა მივაკითხო? სხვა ვერ მიაკითხავს?
-კოტოშა უნდა მისულიყო, მაგრამ ხომ იცი მაგის ამბავი ერთ საათიანი ჩაცმის და მომზადების და ვერ ასწრებს მიდი რა..
-კაი, ჰო.. დაურეკეთ მაინც იმ გოგოს..-უთხრა დათამ და გასასველად მოემზადა. როგორ ეზარებოდა ვიღაც გოგოსთან ერთად მგზავრობა, მაგრამ ძმას და რძალს ხომ ვერ გაუტეხავდა. სადარბაზოდან გამოსულმა გოგომ მიიქცია მისი ყურადღება, რომელიც კუნტრუშით მოდიოდა მისი მანქანისკენ და ისე გამოაღო კარი არც შეუხედავს მისთვის.

-აუ, წავედით კოტოშ რა..ჩემი გათხოვილი გოგოს ნახვა მინდა!- სწრაფად მიმართა გოგომ და ღვედი შეიკრა.
-ყველა უცხო ბიძიებს ასე უხტები მანქანაში?-მშვიდად და ცინიკურად მიმართა დათამ გოგოს, რომელიც ადგილზე შეხტა დაბნეულობისგან. დათამ მანქანა დაძრა და წავიდნენ საგურამოსკენ. ეცინებოდა, მაგრამ ცდილობდა სიცილი შეეკავებინა მომხდარზე. გრძნობდა გოგოს დაჟინებულ მზერას და განგებ არ იყურებოდა მისკენ. საოცარი გოგო იყო სესილია! არასოდეს სჯეროდა დათას ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პატარა გოგომ მაშინვე სადარბაზოდან „გამოკუნტრუშებისთანავე“ მიიქცია მისი ყურადღება. საგურამოში ჩავიდნენ თუ არა, ირაკლი და ანკა მაშინვე სესილიასთან მივიდნენ. დათა ტკბებოდა მისი ყურებით. როგორი პატარა და ბავშვური იყო. როგორი ლაღი და ბუნებრივი. არ ჰგავდა იმ ქართველ თუ არა ქართველ გოგოებს, რომლებიც დაყენებული მანერებით საუბრობენ და იქცევიან. ირაკლი და დათა გავიდნენ თუ არა მანქანისკენ რაღაცების გადმოსატანად მაშინვე ჰკითხა ირაკლის:

-ბიჭო, ეს გოგო ვინ არის?
-ანკას დაქალია სესილია. იცი, რა მაგარი ბავშვია? იმენა ბავშვიკოა. ყველაზე სუფთა და კარგი გოგოა, ვინც კი მინახავს ანკას გვერდზე.
-ჰო..-ორაზროვნად უპასუხა დათამ ძმას.
-რა იყო?-შეეკითხა ირაკლი დათას.
-არაფერი, უბრალოდ დავინტერესდი. კარგი გოგოა.. რაღაცა ისეთი უბრალო და კარგი..
-ჰო, ძალიან კარგი ბავშვია. იმენა ჩვენიანია რა..! ვეღადევები უნდა გიშვილოთქო და ჩათვალე ძმიშვილია შენი,-სიცილით უთხრა ირაკლიმ და პარკებით დატვირთული შევიდა ოთახში. საშინლად არ ესიამოვნა ძმის ნათქვამი და გულში ცუდად მოხვდა. მთელი საღამო ხმა არ ამოუღია, ოთახიდან გასულ სესილიას რამდენიმე წუთში აივანზე გაჰყვა და დაინახა გოგო როგორ უყურებდა ცას, რომელიც არაფერი განსაკუთრებული არ იყო მთვარის გარდა. სესილია ცას უყურებდა, დათა-სესილიას. დააფიქსირა რეაქცია, როცა „პატარა“-თი მიმართა და გაეღიმა. როგორ შეკრთა და როგორ დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა გოგოს და რა ეპასუხა. ამიტომ ზედმეტი უხერხულობისგან თავის ასაცილებლად სახლში შევიდა. ამდენი წლის მანძილზე გულწრფელად გაეღიმა და კმაყოფილების განცდა დაეუფლა. მერე კი, როცა სესილია ვერსად იპოვეს ჭიშკართან მისულს კივილის ხმა შემოესმა, მაშინვე თავის იარაღს დაავლო ხელი და ისე გაიქცა სახლიდან არავისთვის უთქვამს. გონება დაებინდა, როცა დაინახა ის ორი არკაცი, რომელიც სესილიაზე ძალადობნენ. გულწასული გოგონასთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გამეტებით ურტყამდა ხელს ორ მთვრალ ბიჭს. შემდეგ კი თითქოს რაღაცამ გამოაფხიზლა და გოგო ხელში აიტაცა. პატარა და სიფრიფანა იყო სესილია. საოცარი სურნელი ასდიოდა, მინდვრის ყვავილების ნაზავის.. მაშინ იგრძნო დათამ, რომ აი, ის უხილავი და დაუნდობელი გრძნობა მოვიდა და დაიჯერა, რომ მართლა არსებობს ერთი ნახვით სიყვარული.. არ უნდოდა ეთქვა სინამდვილეში რაც მოხდა. ამას არ დაუშვებდა, რომ სესილია ცუდ მდგომარეობაში ჩაეგდო. ატირებული ანკა შეეგება სახლში, დააწვინა სესილია ლოგინზე და გავიდა ოთახიდან, რომ ცოტა ამოესუნთქა. აი, მაშინ მიხვდა, რომ გაჩნდა ადამიანი, რომელზეც მოუნდა ეზრუნა.. რომლისთვისაც თუ მოინდომებდა სათითაოდ ყველა ვარსკვლავი ჩამოეკრიფა, დედამიწა გაეჩერებინა და მისთვის სასწაულზე მეტი გაეკეთებინა... ამდენი წლის მანძილზე თავი იგრძნო ბედნიერად.. წამით დახუჭა თვალები და თვალწინ მისი ძმაკაცები წარმოუდგა, რომლებიც უღიმოდნენ და იგრძნო დათამ, რომ ბედნიერებამ ნამდვილად მოაკითხა..


***

და აი ისიც!
მადლობა, რომ კითხულობთ
შეფასებები არ დაიშუროთ!



№1 სტუმარი mariami

ukargesiaa:dd

 


№2  offline წევრი natia-natia

ვაიმე რაკარგია ველოდები

 


№3  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Auuuu dzaaliaan momcoons ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent