თაღლითი და მატყუარა 7
-სირცხვილი, ხომ არ არის თითქმის ყოველდღე რომ დავდივარ პროფილაკტიკაში?! რა სირცხვილია, მანქანა ჭუჭყიანდება და შენ გასარეცხად მიდიხარ. თან ყოველდღე ხომ არ დადიხარ?!-ჩემს თავს ველაპარაკები და თან აბაზანიდან ხალათით გამოვდივარ. კარადის კარებს ვაღებ და ლურჯ კაბას ვიღებ. ტანზე ვირგებ და შავი ფანქრით თვალებს სადად ვიღებავ. -ასეც ასე მზად ვარ!-ჩავილაპარაკე და სადარბაზოში გავდივარ. მანქანის კარს ვაღებ და გაურკვეველ სიმღერას ვღიღინებ. დღეს, რაღაც უჩვეულოდ კარგ ხასიათზე ვარ! სამსახურის წინ ვაჩერებ მანქანას და შენობაში შევდივარ: -როგორ ხართ, გოგოებო?-ვეკითხები და ჩანთას დივანზე ვდებ. -დია, ხვალ შეგიძლია წავხიდე შენს მეგობრებთან!-მეუბნება ქალბატონი თამუნა. -სამსახურიდან მიშვებთ?-უკმაყოფილოდ წარმოვთქვი. -არა, რას ამბობ! შვებულებას გაძლევ ერთ კვირიანს!-მეუბნება ღიმილით. -მართლა? ძალიან გამახარეთ!-ვამბობ სიხარულით!-ძალიან დიდი მადლობა! -კარგი მუშაობის, შემდეგ დაიმსახურე!-მეუბნება და ხელით მანიშნებს, რომ საქმეს მივხედო. *** პროფილაკტიკაში მივდივარ, ავტომობილის გასარეცხად. ოღონდ ახლა მართლა სჭირდება! ხვალ ყაზბეგში მივდივარ და ჩემი მანქანა უნდა გავაკრიალო! -მოვიდა, მის მატყუარა!-შესვლისას მესალმება დადა. თუ ამას მოსალმება ქვია! -მისტერ თაღლითო, თქვენც აქ ხართ?-ვითომდა უკმაყოფილოდ ვიძახი, მაგრამ გულს მაინც უხარია მისი ირონიულობა. -როგორც ხედავ!-ხელებს შლის. კაფეში თითქოს ცოტა დათბა და ახლა აქ ისევ ისეთია, როგორიც თავიდანვე. -გამარჯობა, შვილო!-შემოდის ბატონი რეზო. -როგორ ხართ?-ვეკითხები მე. -გმადლობ, შენ როგორ ხარ?-მპასუხობს ის. -კარგად! მანქანის გარეცხვა მინდა, თუ შეიძლება!-ვეუბნები ღიმილით. -ახლავე, ჩემო გოგო!-მპასუხობს ბატონი რეზო და გადის. ჩემი მობილურის სიმღერა მესმის და მეც ჩანთაში ვძვრები მობილურის საძებნელად. ხელში ვიღებ და ყურთან მიმაქვს: -ხო, ლელა! -როგორ ხარ?-მეკითხება ჩემი მეგობარი. -თაღლითების ღელში, როგორ ვიქნები?!-ვამბობ და თითი ხმამაღალ საუბარზე მეჭირება. -რაა? მის გევრდით ხარ?-იწყებს ლაპარაკს მე კი ვცდილობ, როგორმე გავაჩუმო. -ლელა, ესმის! ლელა, გაჩუმდი!-თუმცა ამაოდ. -რამე ახალი თუ მოხდება მითხარი! იმდღეს გაკოცა, მომავალში სი...-ახლაღა მოვდივარ გონს, რომ ჩემი შემთხვევით ჩართული ხმამაღალზე საუბარი გამოვრთო. სირცხვილისგან მცხელა, სავარაუდოდ ლოყები ამიწითლდა. -ლელა, მერე დაგირეკავ!-ვეუბნები და მობილურს ვთიშავ. გამბედაობას ვიკრებ და დადასკენ ვიხედები. ირონული მზერით მიყურებს. -წინადადებას, რომ დაასრულებს მერე მომიყევი რას იტყვის, იქნებ მეც მომინდეს იმის გაკეთება!-ამბობს ის. ლელას სიყვარული უნდა ეთქვა... -შენზე არ უთქვამს!-ვცრუობ მე. -არა? კარგი! მეცოდები ამდენი თაღლითის გარშემო, რომ იმყოფები.-სახიდან არ იშორებს ირონიულ მზერას. -შენ ნუ ნერვიულობ!-ჩავილაპარაკე. -ნერვიულობა ადამიანზე ცუდათ ისახება!-ამბობს ის. -ხოდა მითუმეტეს...-ვეუბნები მას. ნეტავ ახლა გავქრე და მასთან არ ვიყო. მრცხვენია! -მოვრჩი!-ღიმილით შემოდის ბატონი რეზო. -გმადლობ!-ვეუბნები და დადას ვუბღვერ.-ნახვამდის!-ვემშვიდობები და ჩემს სუფთა მანქანაში ვჯდები. -რა სულელი ხარ, დია! მობილურს ხელი, როგორ დაგეჭირა?! თან მის თანდასწრებით! ახლა ეგონება, რომ მასზე ვგიჟდები! ასეცაა, მაგრამ...-გაბრაზებული ვძრავ მანქანას. ხვალ ყაზბეგში მივდივარ. მომენატრება დადა და მისი ირონიული სახე! ნუ ლაპარაკობ სისულელეებს! ფანჯრიდან ვიყურები და სავაჭრო ცენტრთან ვაჩერებ. ხვალისთვის რაღაცეებს ვიყიდი. ავტომობილიდან გადმოვდივარ და ვკეტავ. შენობისკენ მივემართები და პროდუქტების სექციისკენ მივდივარ. ზეთისხილის ვადას ვამოწმებ, როდესაც გვერდიდან ხმა მესმის: -შენ მაიკოს მეგობარი ხარ, ხომ?-გვერდზე ვიხედები და დადას თანამშრომელს და მაიკოს მეზობელს ვხედავ ანუ გვანცას. -როგორ ხარ?-ვეკითხები ღიმილით. -რავიცი, ვარ რა!-ამბობს ისიც.-შენ როგორ ხარ? -გმადლობ, კარგად!-ვეუბნები მეც. -უკვე ვიყიდე რაღაცეები და ფული სულ შემომეხარჯა და შეგიძლია სახლამდე მიმიყვანო?!-მეუბნება პირდაპირ. დადაც ისეთივე უზრდელია და თანამშრომლებიც თუ ასეთი ყავდა, არ ვიცოდი! თაღლითს რაღას ვერჩი?! ჩემი გონობაც კი ჩემს წინააღმდეგაა. ერთს ვამბობ, შემდეგ მეორეს! რა თქმა უნდა დადას სასიკეთოდ. -კარგი მიგიყვან, ოღონდ ჯერ რაღაცეები უნდა ვიყიდო. -კარგი!-მთანხმდება ისიც და კალათში ზეთისხილს ვდებ. ცოტახანში პარკებით დატვირთული გამოვდივარ მაღაზიიდან და საბარგულში ვდებ. -სად ცხოვრობ?-ვეკითხები მანქანაში ჩაჯდომისას. -საბურთალოზე!-ამბობს ის. ცოტა გრძელი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ არაუშავს! ალბათ მართლა შემოეხარჯა ფული! -კარგი, წავიდეთ!-ავტომობილს ვქოქავ და ტრასაზე გამყავს. -დადას იცნობ, ხო? წვეულებაზე დაგინახეთ, რომ ლაპარაკობდით!-მეკითხება გვანცა. -კი, ვიცნობ!-მოკლედ ვუჭრი. -საიდან?-არ აჩერებს ენას. -უბრალოდ ნაცნობები ვართ!-ვეუბნები მას. -ცოტა უყურადღებო ბიჭია და პირდაპირი!-ამბობს თავისი წვრილი ხმით. -რატომ?-მაინტერესებს და მეღიმება ისე, რომ გვანცამ არ დამინახოს. -იმდღეს ვეკითხები, რომელი კაბა ჯობს თქო, გუშინ რომ მეცვა თუ დღეს რომ მაცვია თქო და იცი რა პასუხი გამცა?!-აღშფოთებით იძახის. -რა პასუხი გაგცა?-ვითომდა ძალიან მაინტერესებს. ვცდილობ, როგორმე სიცილი შევიკავო. -არ მახსოვსო! და პირდაპირ მაჯახა, რომ მხოლოდ ლამაზებს ვუყურებთო!-იძახის და ვცდილობ ხმამაღლა არ გადავიხარხარო. ასეთი სულელი გოგოები, რატომ არიან?! -რას ამბობ!-თითქოს და გულის ტკივილით ვამბობ. -ლამაზი ხო ვარ?-მეკითხება ის. ნეტავ მალე მივიდეთ საბურთალოზე! -კი, ხარ!-ცუდი გარეგნობის მართლა არ არის. ქერა თმა, ეტყობა რომ შეღებილი აქვს. ყავისფერი თვალები და დიდი ტუჩები. არც ტანი აქვს ცუდი. -ვიცი და ის საპირისპიროდ ფიქრობს!-წუწუნებს გვანცა.-იცი, ადრე მომწონდა, მაგრამ ახლა იმდენად აღარ! თუ მას არ მოვწონვარ, მე რატომ უნდა მომწონდეს?!-ამბობს ის და თმას უკან იყრის. ვიეჭვიანო? არა, არა! ამაზე ვერ ვიეჭვიანებ! სულელი! -მოვედით!-ვამბობ მე. -გმადლოობ!-წელავს სიტყვას. -არაფრის!-ვპასუხობ და მანქანიდან გადადის. უკანა სავარძლებიდან, თავის ნივთებს იღებს და კაბის სწორებით მიდის სახლისკენ. *** სადარბაზოში შევდივარ და მანანა დეიდას კარებზე ვაკაკუნებ. რამდენიმე წამში ფეხის ხმა მესმის და კარებს აღებს: -როგორ ხარ, მანანა დეიდა?-ვეკითხები მას. -რავიცი დაღლილი, ახლა მოვედი სამსახურიდან! შენ როგორ ხარ? შემოდი!-გვერდზე იწევა ის. -არა არ მოგაცდენთ! ხვალ ყაზბეგში მივდივარ და არ წამოხვალთ?-ვეკითხები მას. -მართლა? რა კარგია! სამსახურში გადავრეკავ და ვეტყვი, რომ გამანთავისუფლონ!-გახარებული იძახის ის.-რამდენი ხნით? -ერთი კვირით!-ვეუბნები მას. -კარგი, დავრეკავ და ხვალისთვის მოვემზადები!-ამბობს მანანა დეიდა. -კარგით, მეც წავალ!-ვამბობ და კიბეებზე ავდივარ. *** დაწოლისას ლელას ვურეკავ და ისიც მალევე იღებს: -დია, ბოდიში რა! მერე მივხვდი, რომ შენთან ერთად იყო!-იძახის დამწუხრებული. -კარგი, კარგი არაუშავს!-ვამბობ მე. რა ვქნა ლელა და ნინა ის ადამიანები არიან, რომლებისაგან შეიძლება რაღაც მეწყინოს, მაგრამ მალევე მავიწყდება. ეს ხომ საერთოდ ასეა, საყვარელი ადამიანების მიმართებაში. -ხვალ მოვდივართ, მე და მანანა დეიდა!-ვეუბნები გახარებული მას. -რა? მართლა? როგორ მიხარია!-იძახის სიხაულით. -კარგი გაჩუმდი, ბავშვს შეაშინებ!-ვიცინი მე. -რა კარგია!-კიდევ ერთხელ იძახის. -კარგი, ხვალ დილით მოვდივართ და უნდა დავიძინო! მობილურს ვთიშავ და თვალებს ვხუჭავ. წარმოდგენაში კი დადა მყავს. -------------------------------------------------------- ძალაინ მახარებთ და მინდა ყველას ვინც კითხულობს, მაფასებს, ყევლას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ! ველი შეფასებებს, ძალიან სასიამოვნო პროცესია, როდესაც შეფასებებს ნახულობ! სურათზე დიაა გამოსახული! იმედია მოგეწონებათ! გმადლობთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.