შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თამუნია... მეოთხე თავი (თ.ჯ)


7-03-2016, 20:15
ავტორი თამუნა
ნანახია 1 778

შენი თამუნია... მეოთხე თავი (თ.ჯ)
დრო მეტისმეტად ნელა გადიოდა, თუმცა ამას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა, უბრალოდ ვსუნთქავდი, ვარსებობდი, ისე როგორც რომელიმე ძალიან უინტერესო ფილმის პერსონაჟი... არც კი ვიცი ზუსტად საიდან ან როგორ გამოვნახე ძალა იმისთვის რომ სრულიად უსულო გავმხდარიყავი, თითქოსდა არც ვარსებობდი, სახეზე აფარებულმა ნიღაბმა ჩემი სახე სრულიად მოირგო და მისი სახიდან ჩამოხსნის უფლებასაც აღარ მაძლევდა!... არა... ეს მე არ ვიყავი! ... ვიცოდი რომ მე არ ვიყავი, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ეს იყო ის ერთადერთი გზა რაც უნდა გამეარა, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა, სხვა გზა სიცოცხლისკენ არ მიმიყვანდა, თვითმკვლელობა კი მეტისმეტად ურწმუნო საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან, მე ხომ მჯეროდა ყველა ბავშვური ზღაპრის, მე მართლა მჯეროდა იმ არსებული თუ არარსებული ილუზიის, რომლებიც აუცილებლად უნდა ამხდენოდა, ამისთვის კი ჯერ ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი პერიოდი უნდა გამევლო, ეს იყო გზა ჭექა-ქუხილში გასავლელი, თან მაშინ როცა მე სიფრიფანა თხელი კაბით სიარულს ვიყავი ჩვეული გაზაფხულის თვის ნოსტალგიით შეპყრობილი... და ისიც კი არ ვიცოდი ოდესმე თუ მართლა რამე ლოგიკურ დასასრულს მომცემდა ეს ჩემი არალოგიკური, შიზოფრენიული და არაამქვეყნიური ფიქრები, ფიქრები, რომლებიც არ იყო მხოლოდ ფიქრები და მე მას რეალურად ვაწყობდი, ვგეგმავდი, მიჭირდა მაგრამ მაინც ვპოულობდი გზას საკუთარ თავთან ჭიდილში...
გზა მხოლოდ მაშინ არის წარმატებით გავლილი, თუ ის იქ მიგვიყვანს, სადაც უნდა მივეყვანეთ... ეს ასეც მოხდა, დასრულდა ჩემი სწავლის პირველი სრული ოთხი წელი, დასრულდა ისე, როგორც შევძელი და არა ისე, როგორც შემეძლო... თუმცა მერე რა მოხდა, ეს ყველაზე დიდი რწმენის ფასად დამიჯდა, რაც მთავარია მე მე ვიყავი, და ჩემს ცხოვრებაში არავინ იყო ის, არც შენ... ჩემს გარდა არავინ და არაფერი არსებობდა...
__არა, რადგან ყველაფერი ასე წარმატებით დასრულდა იმედია ისევ იგივე სისულელეებით არ იჭედავ თავს, გაგივლის დამიჯერე სამუდამოდ ეგ ჭრილობაც გაქრება, არ იდარდო თამ ... გთხოვ._უსასრულოდ ჩამესმოდა ეს ვითომდა ერთი შეხედვით ადვილად გასაგონი და დასამახსოვრებელი მაკას ნათქვამი სიტყვები...
__ყველაფერი კარგად არის მართლა მაკუ, მთავარია დღეს შენ იყო ბედნიერი, დღეს ჩემზე არ იდარდო, აი როგორი ლამაზი ხარ, დღეს შენი დღეა, მტოვებ შუა გზაზე და მიდიხარ შენს ბიჭთან ერთად, მაპატიე მინდოდა მეთქვა გიორგისთან ერთად, შენს გიოსთან ერთად__ვეცადე ცრემლები არ დამტყობოდა ამ ბოლო სიტყვების წარმოთქმის დროს, ვეცადე ხმა არ ამკანკალებოდა, თუმცა მაინც ვერ შევძელი...
__თამ...
__კარგად ვარ, მართლა, უბრალოდ ...
__თუ გინდა ჯერ არ გავიდეთ... დავურეკავ და ვეტყვი, რომ ჯერ არ მოგვაკითხონ...
__არა, რას ამბობ, გაგიჟდი?! მოიწმინდე ცრემელები, დროზე მე კარგად ვარ, ხომ იცი რაც არ უნდა მოხდეს მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები, მითუმეტეს დღეს მე მეჯვარე ვარ შენი, ჩემი ერთადერთი ყველაზე ახლობელი ადამიანის, რათქმაუნდა დედის შემდეგ სულელო...__როგორც იქნა გამიღიმა მაკამ, რომელსაც პირობა მივეცი, რომ არ ერთ დღეს შევძლებდი, მის გვერდით დგომას, ისე რომ არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ, ანუ მტირალა, როგორც ბავშვობაში, მტირალა გოგო ხომ ვერ იქნება სხვების თვალში ძლიერი, თუმცა მაკა ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა და მასთან ისე ვიყავი, როგორც საკუთარ თავთან... ვენდობოდი და ვიცოდი, რომ ეს ნდობა ამ დღის შემდეგ საპნის ბუშტივით გაქრებოდა, მიზეზი ამის კი მხოლოდ მე ვიცოდი, აი რატომ ვტიროდი ჩუმად მასთან და რატომ არ შემეძლო მეთქვა, რომ ეს სწორედ ის გიო იყო, ჩემი გიო, ხო... ჩემი გიო და არა მისი!
__ასე ლამაზად გამოვიყურები???_უცებ წამოიძახა და უზარმაზარი თეთრი თავსაბური ჩემსკენ მოიქნია, __შენ უფრო მოგიხდებოდა ეს კაბა, ძალიან მომწონს, ჩემს გიოსაც ძალიან მოეწონება, იცი მას თურმე ადრე ვიღაც ძალიან ჰყვარებია, მაგრამ ეს მხოლოდ ამ დილით მითხრა, როცა ვუთხარი რომ არ მჯეროდა მისი სიყვარულის... იცი რა მითხრა???
__მაინც რაო?
__ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო, მაგრამ გული მატკინა და არასდროს არ ვაპატიებ, რაც არ უნდა მოხდესო...
__მხოლოდ ეგ გითხრა?!
__ხო, მხოლოდ ეგ მითხა, მეტი ვერ ჩავეძიე, ხომ იცი როგორი სულელი ვარ, შენ არ გგავარ, რომ რამე ისე ვერ მეთქვა და ქორწილი ჩამშლოდა ვერ გადავიტანდი, ის ჩემია მხოლოდ ჩემია ... გესმის?__ბოლო სიტყვები ყურთან ახლოს ჩუმად ჩამძახა თითქოსდა, უფალი მცდიდა, ისე როგორც აქამდე არასდროს მინდოდა ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა, მაგრამ არ შემეძლო, ვერ დავანგრევდი იმ რწმენას და სიყვარულს რაც მაკას გიორგის მიმართ ჰქონდა, მეც ერთი დღის წინ გავიგე მისი ნამდვილი ვინაობა, მისი გვარი, ფოტოც არ მანახა მანამდე, გიორგიმ იცოდა რომ მაკა ჩემი ერთადერთი მესაიდუმლე იყო, თუმცა თავად მაკას არასდროს უნახავს გიორგი ჩემს გვერდით, არც მე მქონდა მისი ფოტო, რადგან ყველაფერი გავანადგურე რაც კი მის თავს მახსენებდა, ახლა კი... ახლა იქ უნდა ვყოფილიყავი მის გვერდით, მასთან, მისი დედოფლის გვერდით...
დედოფალი კი ის იყო, ვინც ძალიან მიყვარდა, მიყვარდა მაკა, ერთადერთი დასაყრდენი, მაშინ როცა გიორგისგან გულნატკენი აწეწილ ფიქრებს და თვალებმორეულ ცრემლიან შიშებს მიკრთობდა, მიფრთხოდა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო... მე ის უნდა მომეტყუებია ... ხო... უნდა მომეტყუებია, თითქოსდა ვერაფერი და ვერავინ ვერ უნდა ყოფილიყო მათი დაქორწინების წინააღმდეგი... ვიცოდი, რომ მაკა არ იყო ჩემსავით ძლიერი ის, ამას ვერ გადაიტანდა, ვერასდროს ვერ გადაიტანდა , რადგან ცხოვრება მეტისმეტად უსამართლო და უგულო აღმოჩნდა ჩემი მისამართით, მე მაინც არ მქონდა უფლება მის წინააღმდეგ წასვლის, რაც მეწერა ეს ისედაც მოხდებოდა, და მოხდა კიდეც...
.................................................................................................................................................................
ულამაზესი იყო საკურთხეველთან მიმავალი ჩემი განუყრელი მეგობარი, ულამაზესი იყო გარემო... ყველა ვინც იქ იყო ყველას ძალიან უხაროდა მათი ერთად ყოფნა... მეც ვალდებული და უფრო მეტად იძულებული ვიყავი ეს ამბავი გამხარებოდა, უბრალოდ ის მაინც უნდა შემძლებოდა, რომ აპრილის 21 _ში , ჩემი დაბადების დღის თვეში, ჩემი გიო, მისთვის დამეთმო, უფრო სწორედ მისი გიო, მასთან დამეტოვებინა და მე ქორწილიდან წამოვსულიყავი, წამოვსულიყავი და უკანასკნელად გავქცეულიყავი ჩემი ცხოვრებიდან, ასეც მოხდა...
იმ დღის შემდეგ უცხოეთში წავედი სასწავლებლად... თითქოს და სასწავლებლად, მაგრამ ეს მხოლოდ მიზეზი იყო, მე არ ვაპირებდი დაბრუნებას იმ სამყაროში, სადაც ყველა ბედნიერი იყო ჩემს გარდა, ან პირიქით ყველას ვუყვარდი, თითქოს და ვუყვარდი და მე არ მიყვარდა ისინი, ან მე მიყვარდა ისინი და მათ არ ვუყვარდი, ანდა ვუყვარდი მაგრამ მე არ მყოფნიდა ეს ვითომდა უსაზღვრო სიყვარული, სიყვარული, რომელიც სიძულვილს უფრო მეტად ჰგავდა... ჰოდა მეც წავედი იმ სამყაროში, სადაც საკუთარ თავსაც ვერ მოვძებნიდი რომ დავკარგულიყავი, სამყარო, სადაც ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის, და მეც ყველასთვის უცხო ვიყავი... არავინ არ ცდილობდა რამის მოტყუებას, არავინ ცდილობდა რამის არ თქმას, რამის ვერ თქმას, და საერთოდაც ვის რა უნდა ეთქვა, როცა არც არავის არ ვიცნობდი, საერთოდ არავის საკუთარი თავის გარდა...



№1 სტუმარი Black

Chemi tamunia ra mtkivneuli gzebi givlia..es yvelaperi shens realobaze dayrdnobitaa?!mtkivneuli da ravi..davigruze..cxovreba iseti rogoric aris..samwuxaroa chven rom ver shevcvlit:/<3gelodebi tatuli..chemi tbili tatuli..

 


№2  offline წევრი თამუნა

ტომა
რამდენ ხანს ველოდე, ბოლოს ვიფიქრე აღარ განაგრძობსთქო..
არ ველოდი ასე მოვლენების ასეგანვითარებას, ყველაფერი ისე უცებ მოხდა, გიოს ემოციები მაინტერესებდა და ისიც არ იყო..
დამძიმდა და გართულდა ყველაფერი გამოსავალიც კი არ ჩანს არაფერი საერთოდ..
ჰო მოკლედ ველოდები უფრო დიდ თავს და იმედი მაქვს მალე დადებ.

მადლობა ტომა სითბოსთვის და სიტკბოსთვის, ვეცდები დღესვე დავდო შემდეგი თავი ახლა ვიწყებ smile იმედია გაგახარებ.

Black
Chemi tamunia ra mtkivneuli gzebi givlia..es yvelaperi shens realobaze dayrdnobitaa?!mtkivneuli da ravi..davigruze..cxovreba iseti rogoric aris..samwuxaroa chven rom ver shevcvlit:/<3gelodebi tatuli..chemi tbili tatuli..

სიმართლე, თუ გინდა რეალურად უფრო მტკივნეული ემოციები იყო, ვიდრე აქ ჩანს ...
მადლობა ნოე. დავდებ დღეს და ნახავ რა მოხდა შემდეგ.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent