შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამიკოს ფულებით განებივრებული გოგონა.. 8


7-03-2016, 22:35
ავტორი mimimimo
ნანახია 3 840

მამიკოს ფულებით განებივრებული გოგონა.. 8
დილით სანდრომ, რომ გაიღვიძა მარიამს დახედა, ქალბატონს ეძინა მამაკაცის მკლავებში მოქცეულს.. თმაზე ეთამაშებოდა, მარიამი შეიშმუშნა, სანდროც შეეშვა მის თმებს და თავი ‘ მოიმძინარუნა’.. მარიამმა გაახილა, თუ არა თვალები სანდროს გახედა, აინტერესებდა ეძინა, თუ არა.. როდესაც შეხედა ‘ მძინარეს’ იმდენად საყვარელი იყო, გაეღიმა. საწოლიდან წამოდგომა დააპირა, როდესაც სანდროს ხელი იგრძნო თავის მკლავზე და გაშეშდა.. უნდოდა ისე გასულიყო, მამაკაცი არ გაეღვიძებინა..
-სად გამირბიხარ ქალბატონო? - ზემოდან მოექცა და თვალებში ჩააჩერდა, იმდენად ბოხი ხმა ჰქონდა იმ წამს, მარიამს გააკანკალა..
-მე, უბრალოდ.. ისა.. - დაიბნა მარიამი და ლოყები საყვარლად აეფაკლა..
-რა შენ? რომ შემომიძვერი პტარა თაგვივით გუშინ გგონია ვერ გავიგე? - ტუჩის კუთხე ჩატეხა..ახლა კი გამირბიხარ, ისე, რომ ერთ კოცნასაც არ ვიმსახურებ? – ‘ნაწყენი’ სახით ჩააჩრდა თვალებში..
-თუ გამიშვებ დამავალებ, აი, კოცნას კი არ მიიღებ.. - მისი მკლავებიდან დაძრომა სცადა..
-რატომ?
-ღირსი არ ხარ!
-რატომ?
-ოო, წესიერად დამელაპარაკე..
-რატომ? - ისევ იმეორებდა, თან მარიამზე ხალისობდა სიბრაზისგან, რომ წითლდებოდა..
-ვაიმე, ნუ მიყურებ ეგრე - უთხრა და თალებზე ხელები აიფარა..
-რატომ?
-მომშორდი, გადი გამატარე.. - სიცილით უთხრა და მკერდზე ხელი მიადო, რომ გაეწია.. სანდროც მის ნებას დაჰყვა და გზა გაუნთავისუფლა..
ორივე მოწესრიგდა და დაბლა ჩავიდა..
მარიამი სამზარეულოში ფუსფუსებდა.. კვერცხს წვავდა, ცალკე სალათისთვის ჭრიდა სხვადასხვა რაღაც-რაღაცებს..ბოლოს სუფრაც გააწყო..
-ალექსანდრეე - დაუძახა მამაკაცს.. მოულოდნელად იგრძნო დაძარღვული ხელები წელზე..
-გისმენ, - მისი ჩუმი ხმა გაიგონა, ყელზე ეემოდა მისი ცხელი სუნთქვა და იქვე სველი კოცნაც დაუტოვა..
-საუზმე მზადაა - ჩუმი, ხრიწიანი ხმით თქვა..
-კარგი ვისაუზმოთ - უცებ მოსცილდა მარიამს და მაგიდას მიუჯდა.. - კვერცხს მარილი არ უქენი? - გაკვირვებულმა გახედა, არა და ძალიან მოეწონა, უბრალოდ მისი გაბრაზება გადაწვიტა..
-როგორ არა.. - შეიცხადა მარიამმა. სანდრომ სალათი გადაიღო..
-ეს კიდევ მარილიანია, მგონი ორივეს დოზა სალათში გააკეთე.. - წარბაწეულმა გახედა. როგორ უნდოდა ახლა გაცინება, მაგრამ თავს იკავებდა..
-არა - წამოიძახა მარიამმა - მართლა ორივეს გავუკეთე..არც მარილი მომსვლია ბევრი, არც დამვიწყებია - წამოიძახა და გაბუტულმა ტუჩები დაბუშტა.. სანდრომ სიცილი ვეღარ შეიკავა მარიამის სახეზე და გემრიელად გადაიხარხარა.. - იდიოტო - გაბუტულმა თქვა და ხელები გადაიჯვარედინა..
-მარიამ! - წამოდგა სანდრო და მასთან მივიდა, მარიამი ადგა და მისაღებში გავიდა, დივანზე დაჯდა.. სანდროც მას გაჰყვა.- მარიამ რატომ მებუტები? - მასთნ მივიდა და ზემოდან დააჩერდა..
-მატყუარა!
-განებივრებულო, საჭმლის კეთება, რომ იცი როგორ მოხდა?
-რატომ არ უნდა ვიცოდე?
-რავი, მამიკოს ფულებით განებივრებულ გოგონებს ხელის გულზე ატარებენ და არაფერს აკეთებინებენ! - ტუჩის კუთე ჩატეხა..
-მე ეგეთი არ ვარ! - წამოხტა და წინ დაუდგა.. გულამდე სწვდებოდა და ხედავდა როგორ ადიოდ-ჩამოდიოდა მისი მკერდი..
-ჩემი სულელი გოგო, -გაიცინა და მიიხუტა..

***
მარიამს გამოცდები ჰქონდა და სანდროს იშვიათად ნახულობდა, ძალიან ენატრებოდა...
ბოლო ერთი კვირა კი საერთოდ არ გამოჩენილა.. სულ მოწყენილი დააბოტებდა.. დაბადების დღე ჰქონდა, იმედი ჰქონდა ახლა მაინც გამოჩნდებოდა, მაგრამ არ გამოჩენილა, არავის მიულოცია, ცდილობდა მიეხვედრებინა, ან გაეხსენებინა,მ აგრამ ამაოდ.. არავინ ულოცავდა..
-მარიამ, წამო კლუბში- ლილა მივიდა მასთან..
-აუ, არ მინდა რა.. ხასიათზე არ ვარ - მოწყენილმა უთხრა..
-წამო, ვა.. გაერთობი იქ და მოხვალ ხასიათზე...
-არ მინდა,რა..
-მაგრად ‘გამიტყდება’ - თავი გააქნია ლილამ..
-კარგი ჰო.. რა ჩავიცვა? - გარდერობში შეიჭყიტა..
-მიდი შენ სააბაზანოში შედი მე აგირჩევ..
-კარგი, გენდობი - თვალი ჩაუკრა..
ცხელმა წყალმა თითქოს უშველა, მოწყენილობა ‘მოეხსნა’ და ღიღინით მოემზადა, აბაზანიდან გამოვიდა და კაბა შეათვალიერა...
გამოეწყო, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და გავიდა..
მამიკოს ფულებით განებივრებული გოგონა.. 8

-ვაუ, რა ზეგზი ხარ - კისკისით თქვა ლილამ.. - დაცვა დამჭირდება აშკარად - გაიცინა..
-მადლობა, სიხარულო.. - მალე მივიდნენ კლუბში ლილამ თვალებზე სახვევი ააფარა..
-ლილა რათ მინდა ეს? - ხელებს აქეთ-იქით აცეცებდა..
-მოიცა, აი, კიბეა.. ერთი, ორი, სამი.. შეგიძლია მოიხსნა.. - უთხრა და მარიამმაც მოიხსნა სახვევი, გარშემო ჩაბნელებული იყო ყველაფერი.. მოულოდნელად განათდა დარბაზი ფერადი შუქებით და გაისმა ყოველი მხრიდან “გილოცავ, გილოცავ!“
გახარებული იყო, მაგრამ არა ძალიან გახარებული.. ცოტა ეკლდა ძალიან გახარებული, რომ ყოფილიყო.. თვალებს აცეცებდა იქნებ სადმე ენახა, მაგრამ ამაოდ..
მოულოდნლად ნელი მელოდია გასიმა, მთელი დარბაზი მოიცვა წყნარმა ჰანგებმა და დარბაზიც ჩაბნელდა.. მარიამს გული ორმაგად აუძგერდა, მიხვდა, რომ მოვიდა და ახლა უკვა ძალიან გახარებული იყო..
ნელა შეტრიალდა და სასურველი მამაკაცის დანახვისას ღიმილმა გადაურბინა სახეზე.. სანდრო იდგა, ერთ ხელში ვარდების დიდი თაიგული ჰქონდა მოქცეული, მეორეში კი - დათუნია ეკავა..
ახლა უკვე ძალიან გახარებული იყო.. ემოციას ვერ ფარავდა.. საყვარელ მამაკაცს ეკვროდა და ნელა აყოლებდნენ ტანს წყნარ ჰანგებს..
-მიყვარხარ, განებივრებულო! - ჩუმად ჩასჩურჩულა და ყურის ბიბილოზე დაუტოვა კოცნა.
-მეც ძალიან! - ჩასჩურცულა და მის გულისცემას დაუგდო ყური.. რამდენად სასიამოვნო იყო.. ახლა მხოლოდ ის და სანდრო იყო..
ყველაზე ბედნიერი წუთები მის ცხოვრებაში..
გვიან დაიშალნენ, მარიამი სანდრომ მიაცილა, ლილა - დამიანემ..
დილით ძალიან ბედნიერმა გაიღვიძა, გადაწყვიტა დღეს გართობილიყო..
მეგობრებს დაურეკა და სავარჯიშოდ წავიდნენ..
-უკაცრავად, მარიამი ხარ? -მივიდა მასთან ქერა გოგონა, აშკარა იყო შეღებილი ჰქონდა..
-დიახ, რა გნებავთ? - გაკვირვებულმა ჰკითთხა..
-საყვარელო, სანდრიკოს თავი დაანებე - ნაგლურად გაუღიმა, - ის ჩემია.. შენ უბრალოდ გიყენებს, მობეზრები და მიგაგდებს.. - ბოროტულად გაუღიმა და კონვერტი გადასცა.. - ნახვამდის საყვარელო - ხელი დაუქნია და სწერვულად გაუღიმა..
მარიამმა კონვერტი გახსნა და იქ სანდროსი და იმ ქალის სურათები ნახა, სადაც ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს..
-გოგონებო, საქმე გამომინდა მე უნდა წავიდე, რა.. ბოდიშით.. - მივიდა და დაემშვიდობა ყველას.. გამოვიდა და მძღოლმაც გაუღო მანქანის კარები, ჩაჯდა თუ არა ისტერიული სიცილი აუვარდა, თან იმ ქალის სიტყვები უტრიალებდა თავში ‘შენ უბრალოდ გიყენებს’, სიცილი ტირილში გადაუვიდა და ვერ ჩერდებოდა, მძღოლი გაკვირვებული უყურებდა.. - რას მიყურებ?! რას? - დაუყვირა.. - გზას უყურე! - ტირილით და სიცილით უთხრა..
სახლში მისულს სანდრო დახვდა, ბიჭი ბედნიერი სახით წავიდა მარიამისკენ, მაგრამ მისი სახე, რომ დაინახა გაოგნდა..
-გაჩერდი! გაშრი! გაქვავდი! - ხელი ასწია, - არ მომეკარო! - უთხრა და ოთახში ავიდა..
რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგა და გავიდა.. კონვერტი ოთახში დარჩა, მაგრამ აღარ აბრუნებულა დამიანე და მამამისი მაინც არ შევიდოდნენ დაუკითხავად, მოსამსახურეებიც გააფრთხილა არ შესულიყვნენ.. -არ გამომყვე! - კარში გასვლამდე მიაძახა სანდროს..
-მარიამ, კი მაგრამ.. უკან დაედევნა, მაგრამ მარიამი უკვე მანქანაში იჯდა, მძღოლმა მანქანა დაძრა და წავიდნენ, ჯერ მთაწმინდაზე ავიდნენ, შემდეგ კი სვანეთში აიყვანა..
სანდრო განადგურებული იყო, არ იცოდა რატომ მოექცა მმარიამი ასე.. გაურკვევლობაში იყო.. დარდი სასმელში ჩაიკლა.. ორი დღე გადაბმულად სვამდა..
გვიან ღამით მივიდა დამიანესთან სახლში..
-სანდრო? ბიჭო რა დღეში ხარ? - გაბრაზებულმა ჰკითხა..-შემოდი! - უთხრა და კარში შემოატარა... ბარბაცით შემოვიდა..
-მარიამთან შევალ, - უთხრა..
-ბიჭო..
-არაფერი მითხრა, რა... ვიცი, რომ გაბრაზდება, როცა გაიგებს..მაგრამ ახლა, რომ არ შევიდე გავგიჟდები... ავზე ხელი მოიჭირა და ნელა აუყვა კიბეებს...ოთახში შესული მარიამის საწოლზე დაწვა, მის ბალიშს ჩაეხუტა, რომელსაც კიდევ ასდიოდა მისი სუნი და დაიძინა..
მამიკოს ფულებით განებივრებული გოგონა.. 8

ესეც შედარებით დიდი თავი.. შეაფასეთ..
შემდეგი სავარაუდოდ დასასრულია..



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Auuu ra magarii iyooo
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი mimimimo

gvanciii kereselidze
Auuu ra magarii iyooo

გმადლობ feel

 


№3  offline წევრი mimimimo

nino araxamia
გააგრძელე ძალიან მომწომს :*

გმადლობ feel

 


№4  offline წევრი lamazmani

dzalian magaria momwons dzaan male dade

 


№5  offline წევრი mimimimo

lamazmani
dzalian magaria momwons dzaan male dade

დიდი მადლობა

 


№6 სტუმარი MoNika

Meecxre tavii rodis iqneba?

მომეწონა ძალიანნ.ყოჩაღღ ♥♥ მეეცხრე თავიი როდის დაიდება??

 


№7  offline წევრი mimimimo

MoNika
Meecxre tavii rodis iqneba?

მომეწონა ძალიანნ.ყოჩაღღ ♥♥ მეეცხრე თავიი როდის დაიდება??

გმადლობ, სავარაუდოდ ხვალ დავდებ.. ზუსტად არ ვიცი.. feel ♥♥♥

 


№8  offline წევრი cancara

Kaia kai gagrdzele

 


№9  offline წევრი mimimimo

cancara
Kaia kai gagrdzele

გმადლობ feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent